-
პოსტები
3.117 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი McLaren
-
machkatela და მაგ მიზეზით ახლა არ აღშფოთდი ხო? ისე აღშფოთებაცაა და აღშფოთებაც. ბერძნების აღშფოთება გახსოვთ. და მერე ჩვენ. გარდაცვლილი ირინა ენუქიძე და ხალხი ვინც გიგიკოს აძლევს ხმას იმიტომ რომ სხვას ვერ ხედავს. აუ, გული როგორ მერევა.......
-
ვეფხვი ადრე ჩაისვარა. არ ვიცი. უბრალოდ სხვა გზას გვთავაზობს ვინმე? არჩევნების ბოიკოტი რას ნიშნავს. უბრალოდ მერე ნიშნის მოგებით რომ ვთქვათ, მერე "აი ხომ ვამბობდი"? 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არ მივსულვარ. იმიტომ რომ მაშინ მართლა არ ქონდა აზრი. დღეს ვხედავ რაღაც შანსს... Nukriko დაასახელე აბა ნორმალური ადამიანები?
-
უცხო_პლანეტელი კი, მაგრამ 2-3 კაციდან იწყება ყველაფერი. შენ ამბობდი მგონი აქ, რევოლუცია ჩვენში უნდა მოვახდინოთო, ნამდვილად გეთანხმები. შარშანდელი აქციების დროს თავში სისხლი მექცეოდა, რომ ვხედავდი გადაკეტილი ქუჩებით აღშფოთებულ ხალხს. 8 თვე იყო გასული აგვისტოს ომიდან და ხალხი გადაკეტილ ქუჩებზე წუხდა. მარა, რა ვქნა. რევოლუციას მე ვერ მოვახდენ. ხოდა ვეგუები იმ გარემოში ცხოვრებას, როგორშიც მიწევს.
-
უცხო_პლანეტელი აჭარული ხაჭაპურების ჭამაში ნაღდად უფრო ძლიერია. ისე კი სერიოზულად, ნახე მიშას ერთი ინტერვიუ და შემდეგ ალასანიას ინტერვიუ. პროგრესს ნაღდად ვერ ამჩნევ? მე მაქვს ეგ ინტერესი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გამომდის როცა ამბობ, პროგრესი არ იქნებაო. თავი დავანებოთ პიროვნულად ალასანიას და სააკაშვილს. შევადაროთ ზოგადად ნაციონალური მოძრაობა და ალიანსი საქართველოსთვის. 2000-2003 წლები თუ გახსოვს. ამ პერიოდში ძირითადად 3 ოპოზიციური ძალა გამოეყო მოქალაქეთა კავშირს. ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გუნდი და ახალი მემარჯვენეები. ეს უკანასკნელები ნაც. მოძრაობას პოპულარობით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში მემარჯვნეებმა ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს. მათ მშვენივრად შეეძლოთ სააკაშვილის რევოლუციურ ტალღას შეერთებოდნენ და ჟვანიაზე ან სააკაშვილზე ნაკლები გავლენა არ ექნებოდათ პოსტრევოლუციურ ხელისუფლებაში. მაგრამ ისინი რევოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ. ახლა კი უგორებენ, შევარდნაძეს გაურიგდნენო, მაგრამ იმ დროინდელ შევარდნაძეს თუ გაიხსენებ, მაგასთან გარიგება მართლა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იყო. უბრალოდ საქმე სხვა რამეში იყო. შევარდნაძის ხელისუფლებას წელიწადნახევარი ქონდა დარჩენილი საპრეზიდენტოდ. ამის შემდეგ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალი იყო. სამაგიეროდ ქვეყანა ისწავლიდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას რაც ასე მნიშვნელოვანია თუნდაც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ამ ფონზე სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესს საკუთარი ინტერესი ამჯობინა და რაც მივიღეთ კი ჩანს დღეს. შენ მეტყვი, რესპუბლიკელები ხო მონაწილეობდნენო ვარდების რევოლუციაში. კი, მონაწილეობდნენ, რაც რა თქმა უნდა შეცდომა იყო ჩემი აზრით. მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ნაციონალების მიერ კონსტიტუციის აოხრების შემდეგ ეს პარტია პრინციპულად გაემიჯნა ნაც. მოძრაობას. არადა მაგათ რეალურ თანამდებობებს სთავაზობდნენ. სალომე ზურაბიშვილი. დაახლოებით 2 წლის მანძილზე იყო ნაციონალების საგარეო საქმეთა მინისტრი. სხვა მინისტრებისგან განსხვავებით არ გამდიდრებულა, ისევ იმ ბინაში ცხოვრობს სადაც ცხოვრობდა, პარტიის ოფისიც მანდვეა, მაგის ქმარი სადღაც ლექციებს კითხულობს. არანაირ ბიზნესს არ ფლობს არც თვითონ, არც მაგის ქმარი. ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ ის 2 წელი რაც ის მინისტრი იყო, ის რეალურად საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობდა და არა პირადი კეთილდღეობისთვის. ალიანსის ამ სამ სუბიექტზე რა თქმა შეიძლება მოძებნო "კომპრომატები". ფორუმ.გეზე მილიონ რამე წვრილმან რაღაცას დაგიდებენ. მაგრამ პრინციპულ საკითხებში ხომ გამოიჩინა ამ ხალხმა პრინციპულობა. არაა ეს პროგრესი იგივე ნაც. მოძრაობასთან შედარებით, რომელიც ფულის და ძალაუფლების გამო ყველაფერზეა წამსვლელი?
-
უცხო_პლანეტელი ჩემი აზრით არის. უფრო ალიანსი მგონია პროგრესი ვიდრე პირადად ალასანია. თუმცა პიროვნულად ალასანიას და მიშას შედარების დროსაც ძალიან რთული უნდა იყოს პროგრესის არშემჩნევა.
-
უცხო_პლანეტელი შენ თუ უკეთესობა არ ეძებე, სულ ასეთი განავლით იქნება ქართული ჯამი სავსე. ვინც პროგრესისთვის არ იბრძვის, ის მას ვერასდროს მიაღწევს.
-
ვეფხვი ვერ ვხედავ. ალასანიას არჩევნების გზით სურს ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილს საერთოდ არ უნდა ხელისუფლების შეცლა. უნდა რომ იყოს და იყოს
-
მხოლოდდამხოლოდ proletari ნუ ამ შემთხვევაში ვერაფერს იზამ. თუ მოსახლეობის უმრავლესობა 10 ლარზე გაიყიდა, ვერაფერსაც ვერავინ ვერ იღონებს.
-
Nukriko რომელი მმართველი ძალა იყო მემარჯვენე? ან რომელი ოპოზიციური ძალაა დღეს მემარცხენე, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა შეუძლია?
-
ქალს გააჩნია, ზოგი ღვთის საჩუქარია, ზოგი სატანის ცდუნება. მე ძირითადად მეორე კატეგორია მხვდება ხოლმე
-
ვკითხულობ იგივე პომპიეროს და ბაბუაგიორგის პოსტებს. ყოველთვის საინტერესო წასაკითხია. შენ რაღა მაინცდამაინც ზუზუმბო და მანანა არჩვაძე მოგყავს მაგალითად?
-
Siknadmo 91 წლის იანვრისთვის გამსახურდიას გვარდიაში 1000 კაცი თუ იქნებოდა. ძირითად ძალას მხედრიონი, კოსტავას საზოგადოება და სხვა კრიმინალური ფორმირებები წარმოადგენდნენ (რომელთა უმრავლესობამ შემდეგ ზვიად გამსახურდიას დამხობაშიც მიიღო მონაწილეობა). მარტო რუსულ წყაროზე დაყრდნობით არ ვწერ. მოვძებნი მასალებს თუ გინდა და დავდებ.
-
Siknadmo ისადა მეორე მხარეს სხვანაირი ხალხი იდგა? თენგიზ სიგუა - ეროვნული ხელისუფლების პირველი პრემიერ მინისტრი, ჯაბა იოსელიანი - ეროვნული მოძრაობის წევრი, ცხინვალის ომის ერთ ერთი გამღვივებელი. ირაკლი წერეთელზე, გია ჭანტურიაზე და სხვა ნაციონალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ. საერთოდ ჩემი აზრით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლებაში ნორმალური (არანაციონალისტური) ძალა რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, ბევრ უბედურებას ავცდებოდით და ის კონფლიქტებიც ამ დონემდე არ გაღვივდებოდა. მაგრამ იმ დროს ასეთი არანაციონალისტური ძალა ოპოზიციაში არ არსებობდა (ოპოზიციაში კი არა, კომუნისტებიც კი ნაციონალისტობდნენ). ასე რომ ზვიადის მაგივრად ვინმე სხვა ოპოზიციონერი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში შედეგი იქნებოდა იგივე.
-
vitaminC გეთანხმები, მაგრამ იქით მხარეს კიდე უარესი ხალხი იყო
-
გრეჩიხაზე თემები გაერთიანდა
-
პარალელური დათვლის კიდევ ერთი მამის დაწინაურება
McLaren replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn რატომ მაინცდამაინ კუკავასი? ეუთოსიც მჯერა, რომლის დასკვნაშიც ჩაიწერა, ბიულეტენების 23% არასწორად იყოო დათვლილი -
პარალელური დათვლის კიდევ ერთი მამის დაწინაურება
McLaren replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa საპრეზიდენტო არჩევნების მერე ვიღაც ვიღაცეები ამბობდნენ "ეგზიტპოლების არ გჯერათო, და პარალელური დათვლის შედეგებისაც არ გჯერათო"? -
პარალელური დათვლის კიდევ ერთი მამის დაწინაურება
McLaren replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ეგ ეგზიტპოლების მამა არ იყო როგორც მახსოვს. მაგის ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებდა არჩევნების ზოგიერთ უბანზე. -
newstudio ეს იმას ნიშნავს რომ 9 საათზე იტყვის, აპირებს თუ არა ის კი რა მარაზმია 9 საათის ლოდინი. თუ მიიღე უკვე გადაწყვეტილება, თქვი, შე კაცო. თავს იფასებ თუ რა პონტია...
-
აშშ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს
McLaren replied to McLaren's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 არა, უბრალოდ რეფორმებს რომ მიესალმა, ორი სიტყვით მაინც უნდა განემარტა თუ რომელ რეფორმებს გულისხმობს. ან საერთოდ არ მისალმებულიყო... -
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...28&Itemid=1 თქვენი აზრით მსგავსი განცხადებები საქართველოში არსებული რეჟიმის მხარდაჭერას ნიშნავს, თუ უბრალოდ დიპლომატიური სიტყვების რახარუხია? ჩემი აზრით რაც არ უნდა იყოს, მსგავსი განცხადებებით საზოგადოებაში ხდება დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია. კაცი ზაფხულში იყო ჩამოსული საქართველოში. პარლამენტში გამოსვლისას ხელისუფლებას ურჩია (გინდათ მოუწოდა) გარკვეული რეფორმების გატარება, მათ შორის იყო მედიის გათავისუფლება, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენა, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა და ა.შ. გავიდა 9 თვე. არც ერთი რჩევა (თუ მითითება) არაა გათვალისწინებული. გამოდის ეს კაცი და ამბობს დემოკრატიულ რეფორმებს მივესალმებიო. ისმის კითხვა, კონკრეტულად რომელ რეფორმებს? ნუ რაც 2009 წლის ივლისამდე იყო გასაგებია, მაგას უკვე მიესალმა ივლისში. ახლა რაღას ესალმება? რამე რეალური რეფორმა გატარდა იმ სფეროებში რაზეც ბაიდენი პარლამენტში გამოსვლის დროს ლაპარაკობდა?