
DATA TUTASXIA
პლანეტელი-
პოსტები
1.033 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი DATA TUTASXIA
-
ამ ეტაპზე კომპების არჩევანი დიდი არ არის,მაგრამ მომავალში ჩამონათვალს დაემატება უფრო ძლიერები. http://www.alta.com.ge/geo/news.php?news=79
-
asesino_141 Siknadmo შემეკითხეთ და გიპასუხებთ თუ რაიმე გაინტერესებთ ამ აქციასთან დაკავშირებით.
-
რას ფიქრობთ როგორ მოგწონთ ეს აქცია?
-
ჩეხეთში და პოლონეთში პირველი თოვლი მოვიდა
DATA TUTASXIA replied to DATA TUTASXIA's თემა in პლანეტა "დედამიწა"
და იძახის "ჩქიმი პაკაზუხა"-ო :018: -
http://ghn.ge/news-21243.html ზაფხულის ბოლო დღეს ჩეხეთში და პოლონეთში პირველი თოვლი მოვიდა. ჩეხეთის დასავლეთსა და ჩრდილოეთში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცა, დანარჩენ ტერიტორიაზ კი დღეს +4, +14 გგრადუსი იქნება. გასული ზაფხული მეტეოროლოგების განცხადებით ადგილობრივი კლიმატისთვის საკმაოდ არასტანდარტული იყო. რიგ დღეებში ტემპერატურა + 35 გრადუსზე მეტი იყო, რომელიც კოკისპირული წვიმებითა და წყალდიდობებით იცვლებოდა. ზაფხულის ბოლო დღე კი თოვლის მოსვლით აღინიშნა. ბუნებრივი კატაკლიზმები პოლონეთის მოსახლეობის გაკვირვებასაც იწვევს, რადგან ქვეყნის რიგ რეგიონებში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცა და თოვლიც მოვიდა. ქვეყნის სხვა რეგიონებში კი გადაურებელი წვიმებია, რომელიც წყალდიდობის საშიშროებას ქმნის. მეტეოროლოგიის ინსტიტუტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის შესაძლებლობაზე განაცხადა. :what:
-
წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი დააპატიმრეს
DATA TUTASXIA replied to DATA TUTASXIA's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე ღვინის ქარხანა წელს ყურძნის მიღებას არ აპირებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნის დირექტორმა ბითარ ბიწკინაშვილმა განუცხადა, საწარმოს გასულ წელს მიღებული ყურძნისგან დამზადებული ღვინოც არ გაუყიდია. „სულ მაქვს 2 000 ტონა ღვინის ჭურჭელი. 1 700 ტონა სავსეა, როგორც ჩემი, ასევე გასულ წელს მთავრობის მიერ ჩაბარებული ყურძნისგან დამზადებული ღვინით. 300 ტონის ჭურჭელია მხოლოდ თავისუფალი და ფული არ გვაქვს, რომ ყურძენი მივიღოთ. რაც მაქვს, ისიც ვერ გაგვიყიდია“, - აღნიშნა ბითარ ბიწკინაშვილმა. წელს გლეხებისგან ყურძნის მიღებას არ აპირებს არც ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანა შპს „მეღვინეობა - ხარება“. ქარხნის დირექტორის ემზარ ნოზაძის თქმით, საწარმოს 450 ჰა საკუთარი ვენახი აქვს და ქარხანაში იმდენი ღვინოა დარჩენილი, რომ საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაც გაუჭირდებათ. შპს „მეღვინეობა - ხარება“ ღვინის ქარხანას ფლობს ყვარლის რაიონშიც. ყურძნის მიღებას არც „ყვარლის გვირაბი“ აპირებს. წელს მოსახლეობისგან ყურძენს არც „ქინძმარაულის მარანი“ ჩაიბარებს. „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის დიმიტრი ლებანიძის განცხადებით, კომპანია 1200 ტონაზე მეტი ყურძნის მოკრეფას საკუთარი ვენახებიდან ვარაუდობს, ამიტომ გლეხებიდან დამატებითი ყურძნის შეძენა არ სჭირდება. 2010 წელს წელს „ქინძმარაულის მარანი“ ექსპორტზე 400 ათას ბოთლზე მეტ ღვინოს გაიტანს, რაც შარშანდელთან შედარებით 20%-ით მეტია. კომპანიას ღვინო ჩინეთში, სინგაპურში, პოლონეთსა და ბელორუსიაში გააქვს. რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსახლეობიდან ყურძნის მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩაბარებას გეგმავს „თელავის ღვინის მარანი“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. „თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, კომპანია წელს 2500 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, რაც ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მოწეული მოსავალი იქნება. მისი თქმით, „თელავის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს მილიონ 800 ათას ბოთლ ღვინოს ჩამოასხამს. აქედან მილიონ 600 ათასი ექსპორტზე გავა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია. „თელავის ღვინის მარანს“ ღვინო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გარდა ინგლისში, ჰოლანდიასა და შეერთებულ შტატებში გააქვს. -
http://ghn.ge/news-21109.html წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი დააპატიმრეს თბილისი 11:35 - 30.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა913 ზომა: სამართალდამცავებმა წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება. ცენტრის ცნობით, პროკურატურა სანდრო მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაში და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებს. ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ძალოვანებმა ბიზნესმენისგან მოითხოვეს, ღვინის კომპანიას გლეხებისგან ყურძენი მიეღო, რაზედაც სანდრო მეგუთნიშვილმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდლის ღვინის ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს ზურაბ გრძელიშვილს შორის მოხდა. „გრძელიშვილი ღვინის ქარხანაში მოვიდა და გვითხრა, სანდროს უთხარით გარეთ გამოვიდესო. სანდრო ვერ გავიდა, ფეხს იტკიებდა და დაგვაბარა, შიგნით შემოვიდესო. უშიშროების თანამშრომელი შიგნით შევიდა. საუბარი რთველს შეეხებოდა. გრძელიშვილმა სანდროს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო. სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ვერ მივიღებო, - უთხრა სანდრომ. ამის შემდეგ წაკამათდნენ. უშიშროების თანამშრომელმა სანდროს შეაგინა, სანდრომ მასზე გაიწია. მერე ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში არტყავდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს", - გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა სანდრო მეგუთნიშვილის ძმამ აჩიკო მეგუთნიშვილმა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. „ბოდიშს ვიხდი. ამ საკითხზე საუბარი არ მინდა. ვერაფერს გეტყვით". ლეილა გარსევანიშვილი, ადვოკატი: „სანდროს ბრალი ედება სსკ-ის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობაა. ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ნაცემი არ არის. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. მიბრძანდით და კომენტარი პროკურატურას მოსთხოვეთ". ამ საქმესთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურაში „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" კომენტარი არ გააკეთეს. სანდრო და ალექსი მეგუთნიშვილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 28 აგვისტოს განიხილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ქეთი ასაბაშვილმა აღნიშნა, მოსამართლის ბრძანება ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძალოვანებს რთველთან არავითარი შეხება არ აქვთ. „ასეთი მითითება მათ არ მიუღიათ. კახეთში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ რთველის ჩატარება გაგვიჭირდეს. ძალოვანების ჩარევის საჭიროება არ არის. რაც შეეხება სანდრო მეგუთნიშვილის დაკავების ფაქტს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის" ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ღვინის კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ.
-
Saturn კაცო შენ აიტიშნიკი ხარ თუ ბუღალტერი?
-
სამშობლო,თუ ოჯახი პირველ რიგში?
DATA TUTASXIA replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 რა თქმა უნდა ოჯახი. -
გილოცავ.იხარე და იბედნიერე. ხო ისე ორგაზმი როგორაა მეგრულად? http://planeta.ge/index.php?showtopic=5979&pid=311559&st=75entry311559
-
და ეგ არის გემოვნებიანი მუსიკა? :018:
-
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
DATA TUTASXIA replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5 ყველაზე მეტ თანხას რუსეთიდან ვიღებთ მიმდინარე წლის ივლისში ამ მაჩვენებელმა 81 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%–ით მეტია. სააქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან 5 მილიონით, თურქეთიდან და გერმანიიდან კი 400 ათასი დოლარით. ექსპერტთა ნაწილი ფულადი გზავნილების ნაკადის ზრდას მსოფლიოში ეკონომიკის გაჯანსაღებას უკავშირებს. სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო არჩვაძის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებში სულ უფრო ცხადი ხდება კრიზისის დაძლევის ნიშნები და ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტების ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. თუმცა, მისივე განმარტებით, ფულადი გზავნილების ზრდა შესაძლოა ქვეყნიდან მიგრაციის ზრდასაც უკავშირდებოდეს. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=19178&ct=18 ეს დედანატირები თუ მტერია ეს რუსეთი, მაშინ ამდენი ფულადი გზავნილი რატომ მოდის იქიდან? წარმოიდგინე სომეხი იჯდეს ბაქოში და იქიდან ფულები აგზავნოს ერევანში ან -პირიქით. მეგობარი თურქეთიდან და გერმანიიდან გზავნილი 400ათასით გაიზარდა და მტერი რუსეთიდან 5 მილიონით. -
ფსევდოთეოლოგიით შენიღბული რუსოფილები II
DATA TUTASXIA replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ზოგიერთებს და ნუ აყვებით. რაც შეეხება აგვისტოს ომს-ეს ომი უნდა მომხდარიყო(ასე იყო დაგეგმილი),რათა მერე ამტყდარიყო ანტირუსული ისტერია,როგორიც ეხლა გვაქვს. აკი თქვა შადრევან პირველმა რუსს ნიღაბი ჩამოვხსენითო. ამიტომაც არ გამოვედით ესენგედან და ყოველ 6 თვეში ვუხანგრძლივებდით რუსებს სამშვიდობო მანდატს. გეგმა ასეთი იყო:-ჩვენ შეუტევდით, რუსი კი იქიდან გვესროდა. მსხვერპლი ორივე მხარეს იქნებოდა და ატყდებოდა ვაი-ვუი. აი ვის აწყობდა ეს თქვენ იფიქრეთ. :TAT: -
Siknadmo ეხლახან იმერეთში თუ გურიაში მოხდა მსგავსი რამ(ტელევიზორში აჩვენეს) და მაგაზე რატომ არ გახსენითემა? ისე მანანა არჩვაძეც არ არის მეგრელი, მაგრამ ლამის ბულდოზერი მიაყენა ზვიად გამსახურდიას. მანანა არჩვაძე რაჭველია მგონი. :018:
-
Saturn არა სერიოზულად იყო რამე ინციდენტი თუ....... თუ არ მაშინ როგორ მისცეს თავშესაფარი? ძალიან მიამიტურ კითხვებს ხომ არ ვსვამ?
-
გამარკვიეთ ერთი ამ ქალბატონს დევნიდა ვინმე ეთნიკური ნიშნით? ან რატომ გაიქცა კანადააში?
-
fashisti სად ჩანს ან რაში ვლინდება ეს ყველაფერი?
-
ჰო სამი წლისა ვარ აქ.
-
http://s47.radikal.ru/i118/1008/a7/2f55e6c1e0de.jpg ალექსი. asds
-
ჰო პირდაპირ სურათის დადება როგორ ხდება?
-
ესეც ჩემი ლომხვი. http://ipicture.ru/Gallery/Viewfull/833721.html
-
:018: :018: :018:
-
http://ghn.ge/news-20320.html "ეროვნული ფორუმის" ლიდერები ფოთში გამართავენ შეხვედრებს თბილისი 09:40 - 10.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა94 ზომა: დღეს, 10 აგვისტოს, ეროვნული ფორუმის" ლიდერები ფოთში ორ შეხვედრას გამართავენ. პირველი შეხვედრა გაიმართება მალთაყვის უბანში 18 საათზე, ხოლო მეორე შეხვედრა - ნაბადის უბანში (ეკლესიასთან) 19:30 საათზე. შეხვედრებზე პარტიის ლიდერები მოსახლეობას აცნობენ „ეროვნული ფორუმის" სამოქმედო გეგმას, რომელიც 25 ივნისს პირველ პარტიულ კონფერენციაზე წარადგინეს. აგრეთვე, აწვდიან ინფორმაციას "ფორუმისა" და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ინიციატივას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან და პარტიის საშემოდგომო გეგმებთან დაკავშირებით. შეხვედრები უკვე გაიმართა გორის, საჩხერისა და წალენჯიხის რაიონში. შეხვედრების პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლომდეა დაგეგმილი და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. "ეროვნული ფორუმის" ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს 2 აგვისტოდან მართავენ. http://ghn.ge/news-20317.html ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით თბილისში მცხოვრები დევნილები აქციას გამართავენ თბილისი 09:20 - 10.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა61 ზომა: დღეს, 10 აგვისტოს, 12:00 საათზე, მაჩაბლის ქ. # 8-სთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით თბილისში მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ დევნილთა თანადგომის ნიშნად, მათი გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით გაიმართება. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დევნილთა გამოსახლება უახლოეს დღეებში აქვს დაგეგმილი შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, როგორც მაჩაბლის №8-ში, ასევე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას დედაქალაქის ნებისმიერ უბანში. მაჩაბლის 8-სთან აქციის დასრულების შემდეგ გაიმართება დევნილთა მსვლელობა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების შენობებისკენ.
-
პროფესიის მიხედვით რომ გქონდეთ უნიკალური შესაძლებლობა,
DATA TUTASXIA replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
akkai შალვა მაღლაკელიძე,რომელიც ჰიტლერის არმიაში ირიცხებოდა, მოღალატეა? შალვა მაღლაკელიძე (დ. 1893 ― გ. 1976), ქართველი პოლიტიკოსი და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია” რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართველი საზოგადოება. როგორც საგოზადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში. ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა "თეთრი გიორგი" (1924-1954) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (დ. 1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942–1943 წლებში არჩეული იყო "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად (ბერლინი). ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა" მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს. სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში გაატარა, გარდაიცვალა 77 წლის ასაკში. -
პროფესიის მიხედვით რომ გქონდეთ უნიკალური შესაძლებლობა,
DATA TUTASXIA replied to akkai's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
akkai შენ გინდა თქვა გუს ჰიდინკი მოღალატეა,რომლის გაწვრთნილმა რუსეთის ნაკრებმა (ევროპის ჩემპიონატზე)ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა. :TAT: