Saturn სატურნ დიდი მადლობა იმისთვის,რომ ნაცმოძრაობის აზრებს აქ ფორუმზე აქვეყნებ. ნუ ვიცით რომ ხალხს ატყუებს ნაცმოძი და რაღაც ცრუ იმედებს შემოუგდებს ხოლმე. ჯერ იყო და ნატოში შევალთ და დედას ვუტირებთ რუსეთსო. მერე პირდაპირ ნატო არა და მაპზე გადაერთო მამა-მარჩენალი და რაღაც მაპზე უკეთესებით გვაბოლებდა. ეხლა მაპი და მასზე უკეთესი სანატრელი გაგვიხდა და ახალი იმედის პროპაგანდირება ხდება. თურმე საცაა დაინგრევა რუსეთი და ჩვენც გვეშველებაო. ცოდვაა სატურნ ეს ხალხი. ასე არ უნდა აბოლებდეს საკუთარი ხელისუფალი ხალხს. თუ ასე ინგრეოდა ეს რუსეთი მაშინ რას გადავეკიდეთ და რას გავგიჟდით? ვყოფილიყავით სომხეთივით და დავლოდებოდით. არც ტერიტორიებს დავკარგავდით და რუსეთის დაშლის მერე უფრო მომზადებული ვიქნებოდით. მანამდე ეკონომიკაზე გვეზრუნა,ტურიზმი გაგვენვითარებინა და გვეცხოვრა ნორმალურად. ყველაზე ადრე ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ყველაზე გვიან ვიღებთ. ერთი სიტყვით მაგარი ცანცარა და წინდაუხედავი ერი ვართ. ასეთ ერს მიშაზე უკეთესი პრეზიდენტი არ უნდა ყავდეს. და კიდევ რომ დაიშალოს რუსეთი აფხაზეთი ჩვენი მაინც არ იქნება იმიტომ,რომ სომხები ითრევენ. და არ დაგავიწყდეთ კიდევ 2 მილიონი სომეხი ცხოვრობს სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში და ყველა ეს სომეხი ფინანსურად შეძლებულია. ჩემი ინფოთი ესენი აფხაზეთისკენ იხედებიან და ცდილობენ მძლავრი სომხური ლობი შექმნან აფხაზეთის დასათრევად. თუ ეს გამოუვათ მერე ყარაბახიც აღარ დასჭირდებათ და მთელი ყურადღება აფხაზეთზე გადმოვა ალბათ. ნუ დაგავიწყდებათ სომხური ლობი აშშ-ში.