Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. მე შეცდომად მიმაჩნია ის რომ მიშამ გამაცუცურაკა და მისი საწყის ეტაპზე მსჯეროდა.მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. პირველი ბზარი მაშინ გამიჩნდა როდესაც პარლამენტის პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმეს, ხოლო მაჟორიტარები დატოვეს. მაშინ ეს ბურჯანაძეს დავაბრალე, საჩივარს ხელი არ მოაწერაო.მერე ძველ პარლამენტს ძალიან ცუდი შესწორებები მიაღებინეს კონსტიტუციაში და წავიდა და წავიდა. მაგრამ ედიკას გაშვება ნამდვილად საჭირო იყო.
  2. Mikheil Saakashvili said his coutry,s hopes of joining NATO are "almost dead". it,s tragic. ეს მიშიკოს ინტერვიუდანაა WSJ-ს რომ მისცა და მერე სულელურად უარყოფდა, გაზეთმა ბოდიში მომიხადაო.
  3. მე რესპუბლიკელი ვარ და ე.წ. ვარდების რევოლუციაში ნამვილად ვმონაწილეობდი და არც ვნანობ. თუმცა ძალიან მალე ჩავწვდი ნაცების ნეობოლშევიკურ სულს.
  4. ეკლესიას იმიტომ კი არ ებრძვიან, რომ ფარული იეღოველები არიან და მართმადიდებლობა არ მოწონთ, მაგათ მართმადიდებლობაც ფეხებზე კიდიათ, კათოლიკობაც და საერთოდ ყოველგვარი რწმენა. უბრალოდ ეკლესია არის ერთადერთი გავლენიანი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელსაც ნაცები ვერ აკონტროლებენ.ესაა ყველაფრის მიზეზი და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მისი დისკრედიტაციის და დასუსტებისთვის.
  5. რასაც ბატონი ასდს-ი ბრძანებს, ჩემთვის მიუღებელია და ასევე ნაკლებად მოსალოდნელი. თუმცა ანტიამერიკული გამოსვლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სამწუხაროდ ანტიამერიკული განწყობების ზრდა სავსებით შესაძლებელია.იმ არარეალური მოლოდინების გამო, რომელიც ჩვენს რბილად რომ ვთქვათ მიამიტ მოსახლეობაში სუფევს.
  6. მაგას ვერ ვიზამ, რადგან მეც ვიყავი იქ.
  7. მოგესალმებით რამაზ ბატონო.მშვიდობიან დილას გისურვებთ თქვენ, მთელ ფორუმს და რაც მთავარია ქვეყანას.
  8. ეს ადამიანი მეორე შაშკინი იქნება. ისიც საერთაშორისო არასამთავრობოდან მოვიდა და ასევე პარტიული არ იყო. რასაც აკეთებს ვიცით. ერთია ბაჩო ახალაიასავით თვითონ არ სცემს პატიმრებს.
  9. მე არ ვიცი ვის რა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ტელევიზიაზე გალაშქრება ფატალური შეცდომა იქნებოდა, რომელიც მართლაც ტრაგიკული შედეგით დამთავრდებოდა.მაგრამ აშკარა იყო, რომ ხალხი გაცილებით აგრესიულად იყო განწყობილი, ვიდრე ოპოზიციის თუნდაც ყველაზე რადიკალური ნაწილი.
  10. ე.ი. სხვისი ფული კარგი საქმეებისთვის თუ დახარჯე მოსულა. კობა რომ გამოფხიზლდა მერე რა ქნა? აქ პრინციპიალური შენიშვნაა.ოპოზიციას კი არ დააკლეს ხმები, არამედ ხელისუფლებამ ჩაიწერა გაცილებით მეტი ვიდრე აიღო. იმაზე კი როგორ აიღო დიდხანს შეიძლება საუბარი უკაცრავად მაგრამ არ შესვლა შეიძლება შეცდომათ ჩათვალო, მაგრამ ამორალურობა ნამდვილად არ არის.
  11. მე მხედველობაში მქონდა ის რომ ნაბუკოს პროექტში არსებობს სხვა გზები, მაგალითად ირანზე,სომხეთზე, თუმცა ისინი ნაკლებად ალბათურია. ეხლა საფრანგეთის რადიოს ვუსმენდი და იქ თქვეს რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა არ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნა.
  12. ნაბუკო მხედველობაში მისაღებია, თუმცა საქართველო არ არის ერთადერთი მარშრუტი, რომელზედაც მან შეიძლება გაიაროს. ნატო კი როგორც თავად მიშიკომ აღიარა ჩვენთვის მოკვდა. ჩემი აზრით რუსების გაღიზიანება გამოიწვია ბაიდენის ვიზიტმა და განსაკუთრებით იმ ინტერვიუმ რომელიც მან საქართველოდან წასვლის შემდეგ ”უოლტ სტრიტ ჯორნელს” მისცა. სადაც მან ძალიან დაამცირა რუსეთი( ეს მე ძალიან გამიკვირდა ასეთი გამოცდილი დიპლომატისგან). მე მაშინ რომელიღაც თემაში დავწერე, რომ გაბოროტებულმა დათვმა შესაძლოა ტორი მოიქნიოს და ცხადია რომ ამერიკას ვერ მიწვდება, მაგრამ ჩვენ კი შეიძლება მოგვხვდეს. მე მგონი ამის მცდელობასთან გვაქვს საქმე.
  13. მეც ასე მგონია, რადგანაც მისთვის საშინაო საფრთხემ გადაიარა. თუმცა რუსები ხომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადნი არიან და მათგან ყველაფერი არის მოსალოდნელი რასაც ვერავითარი ლოგიკური მსჯელობით ვერ გათვლი. მაგრამ გარკვეულ წილად ეს მიშასაც ეხება, მაგრამ არა ისე როგორც რუსებს. ჯერჯერობით კონტურები გავს, მაგრამ მოვიცადოთ. მე მგონი აქ არავის არ უნდა შარშანდელის გამეორება.
  14. ეგ გასაგებია, დამკვირვებლებმა თუ თქვეს რამე
  15. რა უნდა ქნას და ის ........... ევროკავშირის დამკვირვებლები რას მიკეთებენ ნეტავი, ვინ ისვრის ის მაინც დააფიქსირონ. ორი დღის წინანდელ სროლებზე თუ თქვეს რამე?
  16. უკაცრავად მაგრამ მე პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე თუ რითი დაიმსახურა ბატონმა დიმიტრიმ პარლამენტის წევრობა. ან იქნებ ამიხსნათ თუ რა ხდებოდა მაშინ? როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტში არშესვლა, სწორედ მან, პადოშამ და მისთანებმა დაარღვიეს შეთანხმება და შიგ შეცვინდნენ.მანამდე კი ხელისუფლებასთან როგორ გარიგებაზე წავიდნენ, კიდევ გასარკვევია. მითუმეტეს როგორც ადრე ვთქვი პირადად ბატონი დიმიტრის როლი ოპოზიციური ხმების მიღებაში ნულზე ცოტათი მეტია. ამიტომ მას ეს მანდატი მორალურად არანაირად არ ეკუთვნოდა. ჰოდა ამის შემდეგ მისი საქმეები იმას გავს, სხვისი თანხები რომ ჩამივარდეს ხელში და მერე ქველმოქმედებას მივყო ხელი.
  17. ფაქტიურად მიშვებულია, აბა რა არის. უბრალოდ ხელისუფლება და ოპოზიცია სახლობანას თამაშობენ და ამას პოლიტიკოსობას ეძახიან.
  18. მაშინ მიპასუხეთ რითი დაიმსახურა პარლამენტის წევრობა, რომლის სკამი თავისი მაღალი ხელფასით და სხვა პრივილეგიებით შესანიშნავად მოირგო. იყო სალომეს პარტიის წევრი, რომლის პარტია როგორც დამცინავად აღნიშნავდნენ ერთ მარშრუტკაში ჩაეტევა. იმის გამო რომ თვითონ სალომე მოქალაქებრივი ცენზის არ ქონის გამო კენჭს ვერ იყრიდა, სიაში პირველ ნომრად აღმოჩნდა და გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით (ეს მაშინ როცა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა საერთო გადაწყვეტილებით შესვლაზე უარი განაცხადა) პარლამენტში შევარდა. ამას ვერანაირად ვერ ჩავთვლი წესიერ საქციელად და არა მგონია ამ საქმეში მარტო ვიყო. კიდევ ვიმეორებ დიმიტრი ლორთქიფანიძე, ცაგარეიშვილი, პადოშა, მე თვითონ, ჯონდი თუნდაც გაერთიანდნენ და ისე იყარონ კენჭი, მიიღებენ 0.2%-ს.ამიტომ არჩეულობაზე პრეტენზია ნუ ექნება.
  19. მე არ მითქვია რომ წესიერია. ეგ რომ წესიერი კაცი ყოფილიყო პარლამენტში არ უნდა შესულიყო, რადგანაც იქნებ ვინმემ მითხრას მანამდე დიმიტრი ლორთქიფანიძეს თუ ვინმე იცნობდა და ის იქ სალომეს წყალობით მოხვდა (ეს სალომეს მინუსია, არ უნდა გყავდეს სიაში პირველ ნომრად ისეთი ადამიანი, რომელიც საერთო პარტიულ და ბლოკის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება). გასულიყო ის თავისი პარტიით, ისევე როგორც პადოშა, მე თვითონ ან ჯონდი და რასაც მიიღებდნენ (ალბათ 0.2%0 ნახავდნენ. უბრალოდ მე დავადასტურე რომ ის თარგამაძის მიერ არ იყო წარდგენილი.
  20. კარგით რა, როდის იყო გამოკლებული დეპუტატის არჩევნებზე დიდი სატელევიზიო დებატები იმართებოდა.
  21. აი ეს კი როგორც რუსები იტყვიან попахивает როგორც კომუნისტური, ასევე ფაშისტური იდეოლოგიით. ვინ უნდა დაადგინოს რა ხრწნის საზოგადოებას? ადრეც მოგახსენეთ რომ ბატონ ზაზა გაბუნიას იდეებისკენ მივდივართ.
×
×
  • შექმენი...