Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. რა თქმა უნდა შეუძლია. ეხლა ნებისმიერ ბელორუსს რომ კითხოთ როგორი პასპორტი ურჩევნია, რომლითაც ევროკავშირში თავისუფლად ივლის თუ რუსეთში, გასაგებია რომ დიდი უმრავლესობა ევროპას აირჩევს. მაგრამ ლუკაშენკო არსად რუსებისგან წამსვლელი არ არის, უბრალოდ მათ აშანტაჟებს რათა რაც შეიძლება მეტი დასტყუოს.
  2. როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა რუსეთი, ზუსტად ისევ არიან ესენი მოქალაქეთა კავშირის მემკვიდრეები. ფსევდოდასავლურ ღირებულებებში შეხვეული ნეობოლშევიკური წარმომაქნი.
  3. აწყობილი კარგა ხანია რაც არის და ერთი პერიოდი მუშაობდა კიდევაც, მაგრამ მერე ინფორმაციიების დადება ხომაა საჭირო და მაგას არავინ არ აკეთებს.
  4. მრცხვენია მაგრამ რესპებმა საიტის ამოქმედებას ვერ დააყენეს საშველი. ეს ყრილობაზეც ითქვა, მაგრამ რათ გინდა.
  5. ეგრეა ნამდვილად: when the media is totally independent and professional, providing people the information to make informed decisions, and to hold their government accountable for the decisions it makes; when the courts are free from outside influence and the rule of law is firmly established, and when the transfer of power occurs through peaceful, constitutional, and democratic processes, not on the street. თუმცა მე სხვა რამეს მინდა ხაზი გავუსვა.რაღაცის მოთხოვნა ერთია და ამ მოთხოვნის დახმარების გაწევის წინაპირობად დაყენება მეორე. კარგი იქნებოდა ეს პირდაპირ გაჟღერებულიყო პარლამენტში. ნაცები ცოტას მაინც მოკეტავდნენ.
  6. გიორგი თარგამაძის გარკვეული წარმატება ჩემთვის ამოუცნობია. მართალია ხელისუფლებამაც წააშველა ხელი არჩევნებზე (გასაკუთრებით აჭარის არჩევნებზე ხელვაჩაურის ოლქის შედეგები რომ გააუქმეს, რათა მათ ფრაქცია შეექმნათ საერთოდ საშინელი იყო). თუმცა ხმების საკმაო რაოდენობა თვითონ მიიღეს. მაგრამ ეხლა სიტუაცია საკმაოდ შეცვლილია და მათი ხმების დიდ რაოდენობას ალბათ ალასანია წაიღეს.
  7. ვინმეს ხომ არ გაუვლია აეროპორტის ტრასაზე. ამბობენ დიდი ფირნიში რომ იყო ბუშის ქუჩაოა, ჩამოხსნესო ბაიდენის ჩამოსვლის წინ.
  8. მე მგონი უცნაური რარაც მოხდა. ბაიდენის ვიზიტით ყველა კმაყოფილია, ოპოზიციასც და ხელისუფლებაც. ჩემი აზრით ერთი ფრაზა იყო მნიშვნელოვანი, რომელიც მე სამწუხაროდ პირადად არ მომისმენია, მაგრამ უფრო ოპოზიციის გადმოცემით ვიცი; "ამერიკის მხარდაჭრა საქართველოსადმი დამოკიდებულია დემოკრატიის განვითარებაზე."თუ ეს იყო გარკვევით ნათქვამი ხელისუფლების გასაგონად, მაშინ შეიძლება რამე გვეშველოს.
  9. არ არსებობს.ეხლა მინიმუმი წლის ბოლომდე ეკრანებზე გარანტირებული გვყავს გოკა, დარჩიაშვილი, პალიკო, წიკლაური და ძმანნი და დანნი მათი. რომლებიც გასხივოსნებული სახით მოგვიყვებიან თუ როგორ დაუჭირა ამერიკამ ჩვენს სუპერდემოკრატიულ ხელისუფლებას მხარი და ოპოზიციას საერთოდ ხმა აღარ ამოეღება.
  10. დოლგიე ი პროდოჟიტელნიე აპლოდისმენტი პერეხოდიაშჩიე ვ ოვაციუ აკლდა აშკარად. არა უშავს გაიზრდებიან.
  11. მეც ეგ ეჭვი გამიჩნდა, პარლამენტში რომ იყო მისული და იძახდა WSJ-იმ ბოდიში მომიხადაო და მე ასეთი რამ არ მითქვიაო. ნაღდი ორეული იყო, აბა ჩვენი მიშიკო ასეთ ტყუილს ხომ არ იკადრებდა.
  12. quote name='machkatela' date='23rd July 2009 - 12:42 PM' post=85414] ყველაზე მაგარი ის იქნება, ბაიდენი რომ წავა, პატრულმა თავის ხელით ისევ რომ გადმოალაგოს საკნები და რუსთაველზე, ისევ იმ კონსტრუქციით განალოგოს... ჰო, ნამდვილად ასე იქნება. თანაც მერე თვითონ ჩაჯდებიან შიგნით. ისე სერიოზულად თუ წაირებენ სადმე და დევნილებს აჩუქებენ( რამეში გამოადგებათ), კარგი იქნება
  13. ვადასტურებ ნამდვილად იყო, თანაც საკმაოდ აქტიური. წესიერი კაცი ნამდვილად არის, თუმცა ძალიან უცნაური. ამდენხანს რატომ რჩება ნაციონალებში ეს ჩემთვის გაუგებარია.
  14. მაესტროს კადრებში ეს კარგად გამოჩნდა. რაღაც ათი კაცი იდგა პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით და არ გააჩერეს, სიღრმეში შერეკეს. მერე მოიყვანეს ვიღაც გოგო-ბიჭები welcome-იანი პლაკატებით, რომლებიც ირწმუნებოდნენ რომ თავიანთი ინიციატივით იყვნენ მოსულები. თუმცა როდესაც მიდიოდნენ, კარგად გამოჩნდა თუ როგორ ჯდებოდნენ ყვითელ ავტობუსებში( რა თქმა უნდა არა მარშრუტზე მოძრავი).
  15. სრულად გეთანხმებიტ. მე მეზობელ ტემაში ბი-ბი-სიდან ორი სტატია დავდე, რომლებიც რამდენიმე საათის განსხვავებით დაიბეჭდა და ვერ გავიგე სინამდვილეში თუ რა თქვა ბაიდენმა მიღებაზე
  16. ვერაფერი ვერ გავიგე. ამ წერილში სხვანაირად წერია BBC Russian Последнее обновление: четверг, 23 июля 2009 г., 23:06 GMT 03:06 MCK Байден обещает Грузии поддержку Соединенные Штаты поддержат Грузию, стремящуюся к большей демократизации, заявил вице-президент США Джозеф Байден. Он сказал Би-би-си, что Вашингтон поддерживает территориальную целостность Грузии после ее военного конфликта с Россией в 2008 году. Однако это не означает, что Соединенные Штаты предлагают Грузии физические гарантии безопасности, добавил он.Грузинские лидеры указывают, что намерены попросить Байдена о помощи в деле улучшения патрулирования границ с двумя отколовшимися регионами - Южной Осетией и Абхазией. В интервью вашингтонскому корреспонденту Би-би-си Джонатану Билу Байден сказал, что США рассмотрят вопрос об отправке американских наблюдателей в регион, если Тбилиси об этом попросит. "Когда и если такая просьба поступит, тогда мы и примем решение", - сказал вице-президент. "Мы полностью поддерживаем вас в том, что касается признания вашей территориальной целостности, - заявил он в Грузии. - Мы отказываемся признать, что Абхазия и Южная Осетия не являются частью Грузии". В этих республиках сейчас размещены тысячи российских военнослужащих. "Сферы влияния" Как передает из Тбилиси корреспондент Би-би-си Том Эсслмонт, президент Грузии Михаил Саакашвили стремится заручиться как можно большей поддержкой Соединенных Штатов. Байден, который прибыл в Грузию после визита на Украину, заявил, что, США стремятся сохранять хорошие отношения с Россией, но при этом некоторые вещи обсуждению не подлежат. Одним из таких вопросов, по его словам, является "относящееся к XIX веку понятие сфер влияния". Американский лидер указал, что более тесные связи НАТО со странами бывшего советского блока являются "реальностью", которую России придется принять. "Украина пока еще не решила, хочет ли она вступить в НАТО. Мой визит имеет единственную цель показать, что никто иной не имеет права предрешать этот вопрос", - сказал Джозеф Байден. "Понятно, что россияне испытывают беспокойство по поводу расширения НАТО, но никто не может диктовать другой стране, как ей решить этот вопрос", - добавил он. Вице-президент также выразил мнение, что "в конечном счете о демократии в России", отчасти можно будет судить по тому, как развиваются демократические страны вокруг нее. Руководители НАТО обещали принять в альянс Украину и Грузию, однако пока дата их возможного присоединения не указывается. პირველ ვარიანტში იყო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რაც მე გავიგე ისე რომ ჩვენ თუ რამეს ავტეხავდიტ არ დავეხმარებოდნენ,. რაც ჩემთვის მისაღებია. აქ კი ამბობს რომ საერთოდ არავითარ უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევიან. ე.ი. მარტო აღშფოთებას გაბმოხატავენ?
  17. სხვათა შორის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბუშის ქუჩის მანიშნებელი დიდი ტრანსპარანტი ჩამოხსნესო. ეს თუ ასეა მარაზმის მწვერვალია.
  18. likachoo მშვენივრად იცის, ამიტომ დავწერე სათაურში რომ კარგად დაიწყო. აქ მეორე წინადადებაც ძალიან საინტრესოა но это не означает, что США готовы предоставить Грузии гарантии военной поддержки в случае вооруженного конфликта. მოკლედ არავითარ სამხედრო კონფლიქტში არ გაბედოთო ჩართვა, თორემ მარტო დარჩებითო. ვინმემ ამას ლაივში უსმინა? თორემ ჩვენი სახელოვანი ტელევიზიები ამისგან არაფერს არ დატოვებენ.
  19. BBC Russian Последнее обновление: среда, 22 июля 2009 г., 15:53 GMT 19:53 MCK Вице-президент США предлагает поддержку демократической Грузии Вице-президент США Джо Байден, прибывший в Грузию, заявил, что США будут поддерживать эту страну по мере того, как в Грузии будет развиваться демократия. Говоря о прошлогодней войне с Россией, Джо Байден заявил Би-би-си, что Соединенные Штаты поддерживают территориальную целостность Грузии, но это не означает, что США готовы предоставить Грузии гарантии военной поддержки в случае вооруженного конфликта. В свою очередь президент Грузии Михаил Саакашвили заявил, что он попросит американской помощи от Джо Байдена в деле улучшения патрулей на границе с Южной Осетией и Абхазией
  20. მე მგონი იქ მარტო კოკოს საკნები იყო დარჩენილი.
  21. დიდი ხანია რაც ასაღები იყო. მაგათ რაღაც ეტაპზე თავისი როლი შეასრულეს. ყველაზე საშინელი სწორედ თბილისი მერიოტის ახლოს მდებარე საკნები იყო, რომელსაც დანარჩენები ღაზას სექტორს უზახდნენ. იქ გარკვეული რეგიონის გაურკვეველი წარმომადგენელები იყვნენ დაბანაკებული და ღაზას სექტორს რომ დაგარქმევენ გასაგებია თუ რა ხდებოდა იქ. ეხლა ა.შ.შ.-ს ვიცეპრეზიდენტის რეზიდენციიდან ათ მეტროში რაღაც გაურკვეველ ნაგებობებს რომ არ დატოვებდნენ, ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო.
  22. liliko ყოფილა ქალბატონო ლილიკო,ყოფილა. ზემოთხსენებულ forum.gov.ge-ზე მიშისტებთან(ორივე სქესის) მიჭამია პური და არაფერი საშინელი არ მომხდარა. მოკლედ ნება თქვენია, შემოთავაზება გულწრფელია.
  23. licemer liliko განსაკუთრებული თხოვნა ქალბატონ ლილიკოს, თუ ჩემისთანა ბებერის კომპანიას არ იუკადრისებთ, უმორჩილესად გთხოვთ გვერდი დაგვიმშვენოთ. თანაც ამით ჩვენ მაგალითს მივცემთ ფორუმის სხვა მონაწილეებს და შემდგომში ფართო შეკრებებს ჩავატარებთ. forum.gov.ge-ს უნდა ვაჯობოთ. ტყუილა ხომ არ გქვია მეგობრული ყველაზე ფორუმი.
×
×
  • შექმენი...