-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
liliko მე მგონი სწორი პასუხი გავეცი კითხვას. ქალი პოლიტიკაში უნდა იყოს და იმ რაოდენობით რამდენიც მოინდომებს. ამას არავითარი ლოგიკური დასაბუთება არ სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე მხარის არასრულფასოვნებას ესმება ხაზი.
-
ქუჩის გადაკეტვა დროის მიხედვით უნდა შეზღუდულიყო . ცხადია რამდენიმე თვე და არც კვირა გზა არ შეიძლება იყოს გადაკეტილი და ეს რეგულირებას საჭიროებს. ჩემი აზრით ორი მაქსიმუმი სამი დღე უნდა იყოს. ხოლო თუ მართლა რამდენიმე კაცია აქციაზე, მაშინ მაქსიმუმი 15 წუთი პროტესტის დასაფიქსირებლად. ეხლა აბსურდული სიტუაცია შეიძლება შეიქმნეს. ვთქვათ პარლამენტის წინ ტარდება აქცია დილის 12 საათიდან. მოვიდა ბევრი ხალხი და ქუჩა გადაიკეტა. შუადღეზე ხალხის რაღაც ნაწილი წავიდა, მაგრამ გარკვეული დარჩა. ე.ი. უნდა მოვიდეს ვიღაც ჩინოვნიკი და დარჩენილებს მიმართოს. აბა ბატონებო შევიწროვდით, აგერ იქ ნაძვის მახლობლად ტროტუარზე ბევრი ადგილია, იქით გადაბრძანდით. მოკლედ ბევრი ჩალიჩის შემდეგ როგორღაც ეს ხალხი შევიწროვდა, ამასობაში გახდა 5 საათი და ხალხი მოემატა. მოკლედ სიტუაცია იმას დამსგავსება, ავტობუსში კარებიდან ამომსვლელები რომ იძახიან, შუაში ადგილებია და გადაიწიეთო.
-
Goddess გეთანხმებით ასი პროცენტით.
-
ასეთებს ჯარიმა დალევით კი არა, გამოტოვებით ეკუთვნის.
-
რა საერტო ინტერესები გვაქ ჩვენ და აფხაზებს?!
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე კარგად ვიცი, რომ აფხაზები ყოველთვის ამბობდნენ: ნუ ელაპარაკებით რუსებს და ევროპელებს, ჩვენ დაგველაპარაკეთ. -
newstudio სხვათა შორის აიეტზე ორი დღეა მაესტრო-ც არ არის. ხომ არ იცით რატომ.
-
.babuagiorgi ერთი ოცი წლის წინათ ასეთ სადღეგრძელოს ვსვავდი: ჩვენ თუ არა, ჩვენ შვილებს ნორმალურ ქვეყანაში ეცხოვროს(საზღვარგარეთ წასვლა არ იგულისხმებოდა). ეხლა ის დროა იგივე შვილიშვილებზე ვთქვათ
-
ვაშინტონ პოსტი საქარტველოზე და ამერიკის მიზნებზე
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio სტატია ძალიან საინტერესოა და მთავარი ის არის, რომ მისი ავტორი არა ჟურნალისტი( გაზპრომის მიერ მოსყიდული), არამედ წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეა. მოკლედ ჩვენი ”სიდედრიჩას” კოლეგა. ქვეყანა რომელსაც ამ პოსტზე აკაკი მინაშვილი ეყოლება, წინ ვერანაირად ვერ წავა. -
liliko რა თქმა უნდა საჭიროა, ოღონდ არა რაღაც ქვოტირებებით, როგორც ზოგიერთ ფემინისტს უნდა. ისე ქალები ამომრჩევლების უმეტესობას შეადგენენ და შეუძლიათ ამ საქმის გადაწყვეტა.
-
Saturn სამწუხაროდ ქვეყნისთვის პოზიტიური შარშანდელი აგვისტოს მოვლენების შეფასებაში დასავლურ პრესაში ძალიან ცოტაა. მართალია რუსებს გაცილებით მეტს აკრიტიკებენ, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. სხვათა შორის მე ეს ადრეც გითხარით რომ ტალიავინის კომისიის დაკვნა, რომელსაც თქვენ მოუთმენლად აელოდებით, დაახლოებით ასეთი იქნება. რუსებს ბევრი მოხვდებათ, მაგრამ ასევე ჩვენც.
-
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე ეს ძეგლი მიშიკოს შეუძლია თავის რეზიდენციაში წაიღოს და იქ დადგას, თანაც ერთ დღეს არიან დაბადებულები. -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
anatoreli ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით.ბოლშევიკების 12-ე ყრილობაზე გამოსვლისას იოსებ სტალინმა პიდაპირ დაადანაშაულა ე.წ. ნაციონალ-უკლონისტები რომ მათ თურმე თბილისის ქართულ ქალაქად გდაქცევა სდომებიათ ( სტალინი ტ.5 გვ.280 თბილისი 1949წ). მაგარი ქართული პატრიოტული ნაბიჯია.ეს კონკრეტული მაგალითია, ასეთი უამრავი იქნებოდა. -
liliko სამწუხაროდ ამ დღეებში დასავლეთის წამყვან გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები ანალოგიურია,ნიუიორკ ტაიმსში, ვაშინგტონ პოსტში,ტაიმსში, მონდში და ა.შ. ერთადერთი თვითონ სააკაშვილის სტატიაა ვაშინგტონ პოსტში ხელისუფლებისთვის პოზიტიური. რა თქმა უნდა ეს არ არის განმსაზღვრელი ქვეყნის მომავალისთვის, მაგრამ საკმაოდ დამაფიქრებელია და ბატონი Saturn-ის სმაილიკები სიტუაციას ვერანაირად ვერ შეცვლის.
-
რ2-ის 3 საათის ინფოში იყო შს მინისტრის პირდაპირი ჩართვა
ძუკუ replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნამდვილად 7 ნოემბერი თქვა. ერთი ათი კაცი ვუყურებდით და ხარხარი ატყდა. -
Saturn თუ თარხნიშვილი და ვანო ჩაატარებენ, ვერც ვერაფერს.
-
licemer მე ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, რომ ბაიდენის ეს სტატია შეიძლება ბევრ სიმართლეს შეიცავდა, მაგრამ აბსოლუტურად არაპოლიტკორექტული იყო და ასევე კონტრპროდუქტული.ამან რუსების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია და გაბოროტებული დათვი რაც არის კი მე მგონი გასაგებია. ცხადია ამერიკას ვერაფერსაც ვერ უზამს, მაგრამ ჩვენ კი შეიძლება.
-
"Financial Times" საქართველოს ეკონომიკის შესახებ
ძუკუ replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ძალიან კარგი თუ ამაში ვთანხმდებით. მაგრამ ჩემი აზრით არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნებს აიცილებდა, არამედ სხვა უფრო სერიოზულ მოვლენებსაც. არა მარტო, ჩვენ ჩვენი მენტალიტეტი რუსებთან ურთიერთობამდე გაცილებით ადრე ჩამოგვიყალიბდა. ასევე შუა აზიელებსაც. -
"Financial Times" საქართველოს ეკონომიკის შესახებ
ძუკუ replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn 1. უფრო კორექტული თუ იქნებით, ალბათ კარგი იქნება. ასაკით როგორც მინიმუმი მამად გერგებით. 2.კარგად წაიკითხეთ. იქვე მიწერია რომ ფსევდოდასავლური ღირებულებებით არის შეფუთული და სწორედ დასავლეთის მოთხოვნებმა აიძულა ისინი, რომ ემოქმედათ ისე როგორც იმოქმედეს. სხვათა შორის 7 ნოემბერს რომ ასევე მოქცეულიყვნენ, ქვეყანა ბევრ რამეს აიცილებდა. 3.ნეობოლშევიზმზე ცარიელი ბრალდება რომ არ გამომივიდეს, ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთრების მიმართ. სუფთა ბოლშევიკური ლოზუნგით: граб награбленное მოქმედებდნენ და ახლაც აგრძელებენ. ე.ი. მენტალიტეტში ყოფილა საქმე და არა პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაში. გასაგებია რომ შუაზიელებს კიდევ უფრო რთულად აქვთ საქმე ამ მხრივ. -
"Financial Times" საქართველოს ეკონომიკის შესახებ
ძუკუ replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ვინა და ჯორჯ ბუში უმცროსი, მაგან არ გვიწოდა დემოკრატიის შუქურა. ჩემი აზრით კი ჩვეულებრივი ნეობოლშევიკური რეჟიმია, ძალიან კარგად შეუთული ფსევდოდასავლური ღირებულებებით. თუმცა შუააზიის, აზერბაიჯანის და ლუკაშენკოს რეჟიმებს აშკარად ჯობია. სომხებსაც. არაფერი ზღაპარი არ არის. ამის მშვენიერი მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები. -
"Financial Times" საქართველოს ეკონომიკის შესახებ
ძუკუ replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn აგერ მაგალითი ნიუ-იორკ ტაიმსის მოსყიდულობისა გაზპრომის მიერ მარკ ლენცი, ლინკოლნ მიტჩელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს ნათელი ხდება, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ბუნდოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, მკაფიო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველოსთან და რუსეთის პერიფერიაზე არსებულ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და უარი სთქვას პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებთან ორმხრივი კავშირების პრიმიტიულ პრაქტიკაზე, რომელიც მოსკოვის ამ ქვეყნებთან დამოკიდებულებითაა ნაკარნახევი. ამ ახალ მიდგომაში უნდა აისახოს რუსული საფრთხის რეალურობა, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ რეფორმებზე მოთხოვნაც, რაც რეგიონალური სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია ჯერ-ჯერობით ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ძალიან ჰგავს ბუშის ეპოქის თეთრი სახლის კურსს. განცხადებებით ის თბილისის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს და როგორც სჩანს იმედოვნებს, რომ ამით რეგიონზე რუსეთის მზარდ გავლენას შეასუსტებს. სამწუხაროდ, მისი წინამორბედის მსგავსად, ობამას ადმინისტრაცია ხშირად ბუნდოვან სურათს ქმნის და საქართველოზე საუბრისას ერთმანეთში ურევს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა “მეგობრობა” და “დემოკრატია.” ეს კი ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის საზღვრებს მიღმა დემოკრატიის განვითარებას ზიანს აყენებს, რადგან საქართველოს დემოკრატიისადმი სერიოზული დამოკიდებულება ცოტას თუ აქვს. ჩვენ ორივე ვმუშაობდით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ქართველ მმართველებთან “ვარდების რევოლუცი”-ის დროს და მას შემდეგაც. ჩვენ პირველწყაროდან ვიცით თუ რა სირთულეებს აწყდება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორი გავლენა მოახდინა ამერიკის და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობების პირადულმა ხასიათმა. ორივე ამერიკული პარტიის სურვილზე არ გააკრიტიკონ საქართველო იმის გამო, რომ ის ბოლო წლებში დემოკრატიას დაშორდა. მართალია საქართველო ამერიკის მეგობარია, რაც მან ერაყსა და ავღანეთში არმიის გაგზავნით დაადასტურა, თუმცა მას ვერ ექნება პრეტენზია უზადო დემოკრატიად იწოდებოდეს, მაგრამ სწორედ ასე უყურებდნენ და უყურებენ მას დღესაც ბუშის და ობამას ადმინისტრაციები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსეთთან ომის დროს, როდესაც საქართველოს ხმამაღლა აქებდნენ და დემოკრატიულ დავითს ეძახდნენ, რომელიც ავტორიტარულ რუსულ გოლიათს შეერკინა. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, მაგრამ პოლიციის ზედმეტად სასტიკმა ქმედებებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, პრობლემებმა სასამართლო ხელისუფლებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვის მცდელობებმა სააკაშვილის მიმართ ნდობა სერიოზულად შეარყია. ეს ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რამაც იგი აიძულა საკუთარი პოზიციის აღდგენისთვის ერთი წლის წინ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები წამოეწყო, რაც სამხედრო კატასტროფით დასრულდა. უდაოა რომ რუსეთი საკუთარ უბანში ადგილობრივი ხულიგნის როლს თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა ამ რეგიონში თავის მოკავშირე-სახელმწიფოებს დემოკრატიული ნორმების თამასა ქვემოთ დაუწიოს, თუმცა სწორედ ასე მოხდა. ომს ხშირად მოსკოვისა და მისი მეზობლების ურთიერთობებში წყალგამყოფ ხაზს უწოდებენ, მაგრამ ცოტას თუ ესმის რომ დემოკრატიისგან გადახვევით, თბილისმა ანალოგიური გავლენა იქონია სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე მოსკოვთან და ვაშინგტონთან მათი ურთიერთობების თვალსაზრისით. მალევე მას შემდეგ, რაც ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა”-ს იარლიყი მიაწება, ქვეყანამ დემოკრატიული ნორმებიდან უკუსვლა დაიწყო, ვაშინგტონს კი ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. ეს სხვებმაც შეამჩნიეს, კავკასიისა და შუა აზიის უფრო ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც კვლავინდებურად ახშობენ მათ ჯერ კიდევ გამოუცდელ ოპოზიციას. თბილისმა ომი მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაიწყო, მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ამის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს, თუკი რეალურად დემოკრატიული და ეკონომიკური თვალსაზრისით საკმარისად ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბდება, რომ თავისი გამოყოფილი რეგიონები დაიბრუნოს. ომით მიყენებულმა ზიანმა, ამ მიზნის მიღწევა არსებითად გაართულა. რეგიონში დემოკრატიული ინიციატივის დაბრუნებისა და მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს თბილისს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს რა რუსეთთან მეზობლობის სირთულეებს, მისი მეზობლებისთვის დემოკრატიული სტანდარტების თამასას ზრდის და ამიერიდან აღარაა თანახმა ცარიელი დაპირებები მოისმინოს დემოკრატიის განვითარებაზე. ვაშინგტონი ამის მიღწევას შესძლებს, თუკი თბილისს უარს ეტყვის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ასე სწყურია საქართველოს და ამ სახსრებს დემოკრატიის განმტკიცების, ქართული მედია-საშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ასევე საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისკენ მიმართავს. ამ კურსის ნებისმიერი შესუსტება ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნების საფრთხეს ქმნის და აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე სხვა არამყარ დემოკრატიებს მსოფლიოში არასწორ სიგნალებს უგზავნის. მარკ ლენცი - ფულბრაიტის პროგრამის ყოფილი სტიპენდიანტი. დღეს ის საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორია. ლინკოლნ მიტჩელი - კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დოცენტი და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი. ორიგინალი -
ალასანიამ შეიძლება ოპოაქტივისტებს უშველოს
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn იქნებ თემაზე დაგეწერათ რამე ბატონო სატურნ.