რა თქმა უნდა პირობები არათანაბარი იქნება. დაიწყება უგულავას ( თუ ის კანდიდატი იქნება) ყოველდღიური ჩვენებები სახელისუფლო ტელევიზიებით, ხან კორპუსის სახურავზე, ხან სტადიონის თუ სკვერის გახსნაზე, ყველა ყვითელ ავტობუსზე მისი სურათი იქნება გამოკრული და ა.შ. თუმცა თბილისში თუ ოპოზიცია არ დაიქსაქსება ნაცებს არავითარი სახელისუფლო რესურსი არ უშველის, რა თქმა უნდა თუ საშინლად არ გააყალბეს. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, გააჩნია თუ რას ჩაწერენ კანონში,გამარჯვებულად ვინ ჩაითვლება, ვინც 50% +1 ხმას დააგროვებს, თუ ვინც ყველაზე მეტს. პირველ შემთხვევაში არ ექნება დიდი მნიშვნელობა, თუ ოპოზიცია რამდენ კანდიდატს წარადგენს. და კიდევ მთავარი. თუ არა მოხდა საარჩევნო გარემოს პრინციპული შეცვლა, ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება.