Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. თქვენ ალბათ ენტებეს( უგანდის) აეროპორტს გულისხმობთ? ისე ხინკალზე ხომ არ გადაიფიქრეთ?
  2. თქვენ იმ ფილმივით მოგდით: ვუერთდები გამყრელიძის დასკვნას. ისე თქვენი აზრი ჩემს პოსტზე მართლა მაინტერესებდა, მაგრამ ნება თქვენია.
  3. ძალიან კარგი ბატონო სატურნ. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემაში ჩემს პოსტზე #41. ტალიავინის დასკვნაში ძალიან ბევრი მოხვდებათ რუსებს,სულ წიხლებით გადაუვლიან, მაგრამ ერთ-ორს ჩვენც კარგად შემოგვილაწუნებენ.
  4. აქ რამდენიმე შენიშვნა მაქვს: ბუშისა და სარკოზის საუბარი უკვე დამარცხების შემდეგ შედგა. არა მგონია სამშვიდოებებს სპეციალურად ესროლეს, ეს უფრო ბრძოლის დროს უკონტროლობის შედეგია. ცხინვალზე პირველი შეტევის მცდელობა როგორც მახსოვს 2004-ში იყო licemer ისე რამაზ ბატონო აგვისტოს პოსტებში ბევრ საინტერესოს ნახავ. მიშისტები მთელი შემადგენლობით ხომ აღტკინებული და ომისკენ მიმართულნი იყვნენ, ასევე ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ხინკალი ხომ ძალაშია კვირის ბოლოს?
  5. licemer ბატონო! არ დამეზარა და ფორუმ.ჯი-ზე აგვისტოს პოსტებს გადავხედე. აგერ უნდა დავდო ერთერთი რომელიც ჩვენს აზრთა გაცვლას ეხება. 6 Aug 2008, 20:29 #10671027 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა -------------------------------------------------------------------------------- QUOTE licemer QUOTE ცუდი კი არა, გული მაქვს გასკდომაზე Tamara777 მეც მაგ დღეში ვარ. მარტო მე და თქვენ ვამბობდით ორი დღის წინ, რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, სამწუხაროდ ყვალაფერი აგვიხდა. დასტურ dzuku21
  6. საკნების აქცია რაღაც მცირე დროის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პერმანენტული აქციები ყოველგვარი ვადის გარეშე სისულელე იყო. მითუმეტეს საკნებით თავისუფლების და კოსტავას ჩაკეტვა საერთოდ უაზრობის ნიმუში იყო.
  7. licemer სატელეფონო გამოკითხვები ძალიან არა ზუსტია, რადგანაც როცა უცხო ადამიანს ურეკავ ტელეფონზე, ის ძალიან ფრთხილი იქნება პასუხში და შეიძლება გულში სხვას ფიქრობდეს, მაგრამ ხმამაღლა ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავს. მან ხონ არ იცის სინამდვილეში ვინ რეკავს. მე თბილისში ნაციონალების პირველობას გამოვრიცხავ.
  8. ბაიდენის ვიზიტმა მართლაც შეიძლება რაღაც ცუდი მოგვიტანოს. მიშამ არა მგონია რომ ომი დაიწყოს, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მის ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა შიგნიდან. ამ ეტაპზე ეს ასე არ არის. რაც შეეხება ბაიდენს, მისმა გამოსვლებმა რუსეთი სერიოზულად გააღიზიანა, არა მარტო აქაურმა. ამის შემდეგ მან WSJ-ის მისცა ინტერვიუ სადაც ასეთი რამეც განაცხადა, რომ რუსეთი იმიტომ მოდის ბირთვული იარაღის შემცირებაზე, რომ მისი შენახვის თავი არ აქვსო. ალბათ ეს მართალია, თუმცა რუსების თავმოყვარეობაზე სერიოზული დარტყმა იყო. ამას ყველაფერს საქართველოში და უკრაინაში თქმული რომ დავუმატით, შეიძლება გაბოროტებულმა დათვმა ტორი მოიქნიოს და რადგანაც ამერიკას ვერანაირად ვერ მიწვდება, ჩვენ გვითავაზოს.
  9. მაგი უფრო სატირალია. სასაცილო ის არის ქვეყანა რომელმაც ჩეჩნეთი ათი წლის განმავლობაში გადაწვა და გადაბუგა, ჩვენ გვიკითხავს მორალს. მაგრამ ამ ხელისუფლების კიდევ ერთი შეცდომაა ის იყო რომ არც სამშვიდოებებს მოუხსნეს სტატუსი და არც დსთ-დან გამოეთრნენ. ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა კი რაც არის ყველამ ვიცით. ეხლა ვაცხადოთ ოკუპანტად და ვიყოთ.
  10. ეს ძალიან რთული თემაა.სანამ მსჯელობას დავიწყებდეთ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. მე მგონი ეს საკამათო არ არის: ის რაც რუსეთმა გააკეთა არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და მოკლედ მაგათი დედაც... ეხლა ვინ დაიწყო ომი? ამ საკითხს თუ ჩაურღვმავდებით შეიძლება 1801 წელს მივადგეთ, ან 1921-ს და ან კი 1992-ს. აქ ყველგან რუსების მოქმედებები ასევე ცალსახად აგრესიულია, თუმცა უმეტესად შეფარული. ხოლო სააკაშვილმა კი ფართომაშსტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, წამოეგო რა რუსების დიდი ხნის განმოვლობაში მომზადებულ და კარგად დაგეგმილ პროვოკაციებზე. თუმცა მე გულწრფელად მჯერა რომ ასეთ ფინალს ის ნამდვილად არ ელოდა და საერთოდ არ სჯეროდა რომ რუსები ასეთი მასშტაბით ჩაერეოდნენ და ამისთვის არც პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იყო მზად და არც სამხედრო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ტალიავინის კომისიის დაკვნა დაახლოებით ასეთი იქნება.
  11. სულ ვიძახი ერთი მწვადი თუ არა ხინკალი მაინც გვჭირდება ამ ფორუმზე
  12. არაფერი გასაკვირი მანდ არ არის. ჩვეულებრივად ნაციონალების სტილშია. რაღაც ნაწილი მეც ვიცოდი შეხვედრის ერთერთი მონაწილისგან. მაგალითად მან მართლა თქვა რომ მათ( დემოკრატებს) არჩევნები გაუყალბეს და ეს სპეციალურად ამისთვის დანიშნულმა მოსამართლემ გააკეთა. თუმცა აქვე დასძინა რომ ქუჩაში გამოსვლა გამორიცხული არ იყო, მაგრამ მათ ეს არ გაუკეთებიათ. ხვალ ვერა მაგრამ ორშაბათს შევეცდები ვნახო ჩემი ინფორმატორი და უფრო დაწვრილებით გავიგო.ისე გრეჩიხა რამე სირობას რომ იტყოდა გასაგებია. მთავარი რაც ამ შეხვედრაზე ითქვა და სახელოვან ტელევიზიებში არც გასულა და არც გავა არის ბაიდენის შემდეგი სიტყვები; ჩვენი საქართველოსადმი დახმარება დამოკიდებულია დემოკრატიის განვითარებაზეო. თუ ეს არ მოხდება წავალთოეხლა საიდან გამოჟონა ამ იფორმაციამ პირველი და ყველაზე ნაღდი არის ის რომ უბრალოდ ჩაიწერა ვანიჩკამ და ტელევიზიებს შეუგდეს. ამით ორ კურდღელს დაიჭერენ. დეზი გავიდა და შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთზე დაიწყებენ ეჭვიანობას. ისე თუ მართლა რომელიმემ მიაწოდა ინფორმაცია ეს გრეჩიხა, ბურჯანაძე, ალასანია და ახალგაზრდა იურისტები სიუჟეტის მიხედვით არ არიან. დანარჩენები კი მე პირადად არა მგონია.
  13. Lo Janko კეთილი იყოს თქვენი მობძანება.ჩვენ მე მგონი ერთმანეთს ვიცნობთ.
  14. მე იმიტომ ვწერ რომ იმდენი ტკივილი მიგროვდება ამ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, ძნელია მარტო საკუთარ თავში ჩახარშო. აქ აურმა იუზერებმა ბევრმა იცის რომ forum.gov.ge-ს აქტიური წევრი ვიყავი ერთი წლის განმავლობაში. თუმცა როცა იქაური სიტუაცია ამ ქვეყანას დაემსგავსა წამოვედი. ეს ჯერჯერობით თავის დასახელებას ყველაზე მეგობრული ფორუმი ამართლებს.თუმცა მწვადი თუ არა ხინკალი აუცილებლად გვჭირდება.
  15. თეა თუთბერიძეს 2003 წლის 23 ნოემბერს შევხვდი და გახარებულმა გადავკოცნე. შეგიძლიათ ჩამქოლოთ.
  16. licemer ვაშაძე რომ მინისტრი იყო პირველი ვიოლინო მაინც გიგა იყო. თუმცა თავიდანვე რატომ არ დანიშნა მინისტრად მიშასი რას გაიგებ. დიდი ეჭვი მაქვს ქალბატონი ნინოს პიროვნება არ იყო უმნიშვნელო არგუმენტი.
  17. lasha_alo king depress აბა იმხელა ტერიტორიას მშვენიერ ადგილზე ესენი დათმობენ?
  18. dire რაც შეეხება დასავლეთის როლს ამ ამბებში, მთლად მამა აბრამის ბატკნები არც ისინი არიან. მე ძალიან არ მომწონს ბალტიელების და კაჩინსკის როლი ჩვენდა რუსების ურთიერთობის დაძაბვაში. ისინი ფარულად აშკარად აქეზებდნენ მიშას მკვეთრ ქმედებებზე,მაგრამ რა თქმა უნდა არა სამხედრო დაპირისპირებაზე.იგივე შეიძლება ითქვას ა.შ.შ-ს ისეთ პოლიტიკოსებზე, როგორიცაა, მაგალითად დიკ ჩეინი.
  19. არა მგონია. მე ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, თუ ვინ დააჯერა მიშა, რომ რუსები არ ჩაერეოდნენ.მაგრამ დაახლოებით ორი თვის წინ მიშამ ტელევიზიით განაცხადა, რომ მისთვის რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს რომ მათ ოსეთი არ აინტერესებთ. ხოდა ამანაც დაიჯერა და შეაჭრა.
  20. quote name='Saturn' date='24th July 2009 - 04:15 PM' post=86399] რეალურად ლარის კუპონიზაციაზე უარესი არაფერი არ შეიძლება რომ მოხდეს საქართველოსთვის. ეს უკვე მიდგომის ამბავია. მიუხედავად ჩემი ნაცების და მიშას მიმართ დამოკიდებულებისა, რუსების გაგდებული მიშა ნამდვილად არ მინდა და ბეტეერებზე ამხედრებული ვანიები თბილისში.
  21. რა თქმა უნდა რაც აგვისტოში დაგვემართა იმაზე უარესი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საბანკო სისტემის მოშლა ამ ისედაც გაჭივრებული ეკონომიკის სრულ დანგრევას ნიშნავდა.
  22. როგორც მე ვიცი ამერიკიდან ერთი თვითმფრინავი ქეში ჩამოიტანეს. რამაც ჩვენი ბანკები კატასტროფისგან იხსნა. თორემ ლარის გაკუპონება მაშინ გვენახა.
  23. ჩემი აზრით ზურაბ ადეიშვილი. სწორედ ის შესაბამება რუხი კარდიალის კლასიკურ განმარტებას. დანარჩენები უბრალოდ ძლიერი გავლენის მქონე პიროვნებები არიან.
  24. კიდევ მთავარია მათთვის ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რის ხარჯზე, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მე მრავალჯერ დამიწერია, რომ ამერიკელებს ეკუთვნით გამოთქმა:Сомоса сукин сын, но наш сукин сын . ჰოდა ასეთ მიდგომას ისინი ყოველთვის ახორციელებდნენ. მაგალითად ბუში მიშას მიმართ. იმედია ეხლა რაღაც შეიცვლება.
  25. თარგამაძე უფრო ჟირინოვსკის გავს რუსების დუმაში. ოღონდ მისი ტემპერამენტის და სკანდალების გარეშე. უბრალოდ ვითომ ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაფერში ხელს არ უშლის.
×
×
  • შექმენი...