Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Saturn ეგ კარგი კი არა სირცხვილია. რაც ცუდი გაქვს, ყოველ შემთხვევაში სხვებზე უკეთესი არა, იმისი მსოფლიოში საუკეთესოდ და ევროპაში საუკეთესოდ გამოცხადება არის დიდი სირცხვილი. ერთი გაზ24 ჯობდა Eკლასის მერსედესს და მეორე ეს კიდევ.
  2. ჰმ... აი ამაზეა ლაპარაკი: http://www.zawya.com/story.cfm/sidZAWYA201...rds%20announced ამის მთლიანად თარგმნა ეხლა მეზარება, მაგრამ თვითონ წარადგენენ აეროპორტები თურმე თავიანთ კანდიდატურას. შემდეგ ეს კომპანია ამოირჩევს მათ შორის რამდენიმეს (ალბათ ვინც გარკვეულ თანხას იხდის) და ანაწილებენ 22 სხვადასხვა ნომინაციაში. ჩვენი მოახვედრეს ნომინაციაში: საუკეთესო ახალაშენებული აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში. ჩვენს გარდა ნომინანტებში იყვნენ ბუდაპეშტის, ზაგრების, ბუხარას და პულკოვოს აეროპორტები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გამარჯვებული გამოვლინდა არა ექსპერტთა ან ჟიურის მიერ, არამედ კომპანიის საიტზე არსებული გამოკითხვით. ;) ამას რა ღირებულება აქვს ეხლა? პაზორ.
  3. აღარ შემიძლია რა. რა ვქნა ეხლა ულტიმატუმებით დავიწყო ლაპარაკი? როგორც გინდათ ისე შერიგდით ლიცი და სიკნადმო, ლიცი და ჭანო, ლიცი და მაკლარენ, ლიცი და ტატ, ლიცი და კისა. ნახევარი პეშვიღა დავრჩენილვართ ისედაც ეს ქართველები და რას ბოღმაობთ? ვინც უფრო ღირსეულია პირველი იმან გაუწოდოს სიყვარულის მარჯვენა, თუნდაც ცამდე მართალი იყოს და საკუთარ თავს მისცეს პირობა, რომ ასე აღარ იქნება, თვარა ეგეთი არც მოდერობა მინდა და არც მომხმარებლობა. მე წავალ მაშინ და ლანძღეთ და თათხეთ ერთმანეთი, ოღონდ იაზვობის და შხამაობის დოზა არ შეამციროთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროს....ეუჰ, სკოლის მანდატური მგონია თავი რა.
  4. ტფუი... :ravic: აი ამ კომპანიაზე ყოფილა ლაპარაკი: http://www.arabianreach.com/index.htm საკონსულტაციო ფირმაა მარკეტინგის დარგში (მათ შორის ავიაციის), დაარსებულია 2008 წელს და სულ 5 კაცი მუშაობს. მეგა ლოოოლ რა. უბანძესი საიტი აქვთ სადაც არაფერი წერია მათი პროექტების შესახებ.
  5. UTUFURS სად ხარ არ ვიცი, მარა რაღაცა ლენინის ძეგლს მაგონებ მისივე სახელობის მოედანზე რო იდგა http://forum.ge/uploads/post-51-1196117249.jpg
  6. Saturn ერთადერთი ფოტო დევს ზევიდან რაკურსით (ბრატისლავასი). ჩვენი აეროპორტი ყველას აქვს ნანახი, სხვენი კი არა და თუ შენ ეხლა რაკურსებს აბრალებ იმას რაც "მოგეჩვენა", რომ ისინი უკეთესია, შენი ნებაა. და ხელისუფლების მომხრეების ლოგიკა როგორიღაა? დავიჯერო სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოების ნახვა ან საერთოდ ფოტოების ნახვაა საჭირო, რომ იმას მიხვდე ჩვენი აეროპორტი პრაღის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბრატისლავას აეროპორტებზე უკეთესი რომ არ იქნება? ეგეც შენი ნებაა.
  7. ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით მიუხედავად იუზერ სიკნადმოსადმი უდიდესი კეთილგანწყობისა. 100%-ით მართალი იყო ლიცი, ოღონდ რომ გაეფრთხილებინა ანუ ვორნი მიეცა. დასაბანი ნაღდად არ იყო. რამაზ, გთხოვთ რა, იქნებ თავი შეიკავოთ სხვა მოდერატორების ლანძღვისგან. ძალიან ცუდად მხვდება ყურში მართლა ყველაზე კორექტულ და სამართლიან მოდერატორს (მაკლარენს) რომ ასეთი ტონით ელაპარაკებით. რა ზიზღებზე და ბოღმებზე ლაპარაკობთ? როგორ უნდა გეზიზღებოდეთ მაკლარენი ანდა რა სჭირს შესაბრალისი? არ შეიძლება ეგრე ჩემი აზრით. თუ გგონიათ რომ თქვენი არ ესმით და გეწინააღმდეგებიან, სჯობს სიყვარულით და ადამიანურად აუხსნათ ყველას. პირდაპირი და აგრესიული იერიში მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს.
  8. შესწორება N1 - მისაღებია და ვეთანხმები შესწორება N2 - არ ვეთანხმები. ეს უკვე ავხსენი მრავალჯერ. თუმცა თუ თქვენ გადაწყვეთ ასე, ჩემთვის სრულიად მისაღებია. მე მაინც არ ვეძახი არასოდეს არავის არავისტს. შესწორება N3 - აქაც იგივე რაც ზემოთ. შესწორება N4 - რა შუაშია? წინა პუნქტები ეხება უშუალოდ ფორუმელის მიმართ ნათქვამ სიტყვებს, ხოლო ეს მე-12 პუნქტი ზოგადად ბილწსიტყვაობის საწინააღმდეგოდაა ანუ მთლად გენიტალიების, ფეკალიების და მსგავსი ცუდი სიტყვების ხალხური შესატყვისები რომ არ გამოიყენეოს ვინმემ წერის დროს. საილუსტრაციოდ ერთ ფრაზას ვიტყვი და ქალბატონებმა თვალები დახუჭონ: "ყველა მოღალატე Y...სშვილის დედის ფ...ში შევათ... მე და დავაჯ... თავზე" :ravic: მსგავსი რაღაცეების თავიდან აცილების მიზნით. თუ წინააღმდეგი ხართ, რომ ასეთი რამეები აკრძალული იყოს, მაშინ დატოვეთ. შესწორება N5 - გამორიცხულია და კატეგორიულად არ ვეთანხმები! გინების (არანაირის) დაკანონება არ შეიძლება! მითუმეტეს მაგ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი ზოგიერთ აქაურს ოჯახის წევრი (დედა, ბებია და ა.შ.) შეიძლება ყავდეს და რა ვუთხრათ მერე მაგათ? ამ ჩვენ იმას თუ არც გეწყინებათ რო თქვენი ოჯახის წევრების სამშობლოს გინებას დავაკანონებთო???
  9. ვახ, რას აღარ იტყვიან ხოლმე რა? ეს ვარშავის აეროპორტი http://www.image-architectural-illustration.com/Graphics%202007/500%20Wide/500WarsawDeparts.jpg http://www.molon.de/galleries/Poland/Warsaw/Misc/images01/01%20Warsaw%20airport.jpg ეს პრაღის: http://www.24atp.com/images/prave_foto001.jpg http://static.panoramio.com/photos/original/3862865.jpg ეს ბუდაპეშტის: http://www.world-airport-codes.com/photos/large/BUD_atti_lh_budferihegyintlairportterminal2b_xo8rp6nzft.jpg http://images.travelpod.com/users/omkar/1.1203171000.budapes-airport.jpg ეს ბრატისლავასი: http://www.airportbratislava.sk/files/photos/new%20terminal/small/Viz_E_term_b04.jpg http://www.airport-taxi.cc/de/airport%20bratislava.jpg ჩვენი ჯობია... http://www4.lubavitch.com/files.html/8596295/image%7Cpjpeg/tbilisi425.jpg
  10. არ ვარ წინააღმდეგი. პირიქით ვემხრობი მაგ იდეას. დემოკრატია სწორედ თავად ხალხის მიერ ისეთი გარემოს არჩევას ნიშნავს, როგორიც მათ სურთ რომ იყოს. რა თქმა უნდა უმრავლესობის მიერ.
  11. ლ ი ც ი ბატონო რამაზ, მე წავშალე თქვენი პოსტები, თუმცა არა მარტო თქვენი. თანაც ყველა ნამდვილად არ წამიშლია. განმარტებაც დავტოვე თუ რატომ წავშალე: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=251483 უბრალოდ იმ თემაში მინდა, რომ მხოლოდ კოდექსის ირგვლივ გამართული მსჯელობა დარჩეს, რომ საძიებოდ და დასკვნების გამოსატანად ადვილი იყოს. ისეთი არაფერი წამიშლია. შეგიძლიათ ნახოთ ნაგავში რაც წავშალე. მხოლოდ 6 პოსტი წავშალე თქვენი. ზოგიერთის უფრო მეტი. თუ ვერ ნახულობთ აქ დაგიკოპირებთ სათითაოდ და თუ მაინც გამამტყუნებთ და მეტყვით რომ ოფტოპიკი არ იყო, მივიღებ...მეტი რა ვთქვა? მეწყინა ცოტა. მეტს ამას ვიტყვი.
  12. Saturn პუტინისტის წოდება იმიტომაა შეურაცხყოფა, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელი პირების მიმდევრად გამოყვანა, რომელთანაც შენს ქვეყანას ომი ჰქონდა (არა აქვს მნიშვნელობა ვისი დაწყებული) პირდაპირ სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებაა. სამშობლოს გამყიდველობა კი ყველა ნორმალური ადამიანისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. დედის გინებაზე დიდი. არ არის ასე? და კიდევ უნდა ავხსნა?
  13. Saturn ყველას ცალცალკე გიხსნათ? აგერ იხილე ჩემი პასუხი მაგ კითხვაზე: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=251505 ვეფხვი რატომ ხართ ასეთი აგრესიული ბატონო ვეფხვო? ქართულად ყველაფერი ითარგმნება. მაგალითად ტროლინგი არის ის რასაც აკეთებს ხოლმე გაგი67, ანუ თემების შეგნებულად აწიოკება მაპროვოცირებელი პოსტებით, რომლებიც როგორც წესი თემასთან არ არის კავშირში, არის აჭრელებული, ძახილის ნიშნებით სავსე და ა.შ. ფლუდი (ჭანოსაც ვეხმაურები ამ განმარტებით) ფაქტიურად იგივეა რაც რეალურ ცხოვრებაში ხულიგნობა და სხვისი სიმშვიდის დარღვევა. მაგალითად პოსტში ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცის დატოვება ისე, რომ ის ძალიან გაიწელოს, ან უაზრო ასოთწყობით ან სიმობოლოებით პოსტის აგება, ძალიან დიდი ფოტოების დადება და ა.შ. ოფტოპიკიც (თემიდან გადახვევაც) გარკვეულწილად ფლუდია. ოვერქვოთინგი არის მონიშნული ციტატების მრავლად გამოყენება. ასე, რომ ჯერ ერთი ენის გამარტივებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ენა უპირველეს ყოვლისა ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალებაა და ის ხელს უნდა უწყობდეს ამ კომუნიკაციის უფრო გამარტივებას. ეს ჩემს თავში დაბადებული აზრი არაა სხვათაშორის. გერმანელი აკადემიკოსების აზრია. ესეც რომ არ იყოს დარწმუნებული ხართ, რომ ის სიტყვები რომელთაც ქართულში ხმარობთ და ქართულად მიიჩნევთ, ნამდვილად ქართულია ძირით? თუ ასეა მე აღარ ჩამოგითვლით რამდენი სიტყვაა თურქული, ირანული, არაბული, ებრაული და ბერძნული, თორემ გული გეტკინებათ. სამაგიეროდ ქართულ სიტყვებს ჩამოგითვლით იმდენს, რომ არცერთი არ გექნებათ გაგონილი და ყველას მაგივრად თქვენ სხვა სიტყვებს ხმარობთ ეხლა, რომლებიც ქართული გგონიათ. უჰ, არ ჩამატარებინა აქ ლექცია ლინგვისტიკაში?
  14. ვეფხვი ჯერ ერთი შენი ძმა არ ვარ მე მეორეც ეგ ბარბარიზმები არაა. ქართული ენის დიპლომიანი სპეციალისტი ვარ, წარჩინებული სტუდენტი, საქართველოში ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტი ვიყავი, ინგლისურს 12 წელი ვსწავლობდი, როგორც ბრიტანულს ასევე ამერიკულს და შენ თუ მე ტროლინგს გადამითარგმნი ქართულად ნობელის პრემია ზედა გაქვს, ფლუდი და ოვერქვოთინგიც ფორუმების საერთაშორისო ტერმინებია. ტროლინგი, ფლუდი და ოვერქვოთინგი ერთი სიტყვით არ ითარგმნება რომ იცოდე. აფრიკელი მამადუც ისეთივე თანასწორუფლებიანი ადამიანია როგორც სკანდინავიელი კრისტიანი და ქართველი ჯუმბერი. რას ნიშნავს PM-ის გამო დაგბლოკა??? PM-ში შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს დაგბლოკოს. P.S. სანამ ქართულ ენას დაიცავდე სჯობს თავად სცე პატივი და შეურაწყოფა არ მიაყენო. წავედი. ვიძინებ. ღამე მშვიდობისა ყველას.
  15. ეეე, რამდენი ვიღაცა გაიჩხერს და დათვრება ესეთი თემები უნდა გახსნას ეხლა? იკეტება.
  16. ვეფხვი პირად მიმოწერას დედამიწის ზურგზე ვერავინ დაარეგულირებს მიმოწერის მონაწილეთა გარდა. მოდერატორები და ადმინისტრატორები ვერც ხედავენ პირად მიმოწერას. თუ ვინმეს შეაწუხებს შეუძლია უბრალოდ დაბლოკოს (შავ სიაში შეიყვანოს) ესა თუ ის მომხმარებელი, თუნდაც მოდერატორი ან ადმინისტრატორი იყოს ის და მისგან ვეღარ მიიღებს წერილს. აქვს ეს ოპცია PM-ს.
  17. უცხო_პლანეტელი არ გაოცდე და ზუსტად ისე გავიგე როგორც მიხსნი. გავმეორდები და ისევ ვიკითხავ: რეალურ ცხოვრებაში ვინმემ რომ გითხრათ შე მიშისტოო ან შე გრეჩიხისტოო, ამის გამო სასამართლოში ის ადამიანი დაისჯება ან თქვენ ამის გამო იმ ადამიანს დაარტყამთ ან სერიოზულად გაუბრაზდებით? ჩემზე არავისტი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება, არც ჩემზე მეტად ფიცხი და ბრაზიანი ვიცი ნამეტანი ბევრი და მე მაქვს რეაქცია 0 ვინც რა "ისტობაში" არ უნდა დამდოს ბრალი. დავიჯერო ეხლა რომელიმე თქვენგანს სერიოზულად აწუხებს ამგვარი მიმართვა? მაშინ ახსენით რატოა შეურაცხყოფა კაცო, ვა! შეურაცხყოფა ამაში არაფერია, არც დამამცირებელი და ვინმეს თუ ასე გონია ეგონოს, თქვენი რა მიდის? ეგრე მე რო ვინმეს ვუთხრა შე ფორთოხლისტო, შე ზაფხულისტო, შე ბობმარლისტო თქო რამეს ვაშავებ? რასაც მინდა იმას ვეტყვი ნებისმიერს და სუფიქსად მინდა ისტს დავურთავ და მინდა ფობს. მთავარია არ შევურაცხყო არავინ. ასევეა ეგეც. მგონი საკმარისად გასაგებად ავხსენი რატომ არ არის "მიშგრეჩიხგიგირაკლისტო" შეურაცხყოფა.
  18. თემა გაიწმინდა ოფტოპებისგან. სირცხვილი...8 გვერდი იყო და 4 დარჩა. უცხო_პლანეტელი ეს თემა სწორედ მაგისთვის არის რომ თქვენ შეთანხმდეთ. მე აღვასრულებ. მე შემიძლია თქვენსავით დავსვა კითხვები ან პირიქით ვუპასუხო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენ გამოიტანეთ და მითხარით რა ვქნა. თუ მაინცდამაინც, ადმინისტრაცია დაიხმარეთ, მათ გარეშე ამ წესების ლეგალიზება მაინც ვერ მოხერხდება.
  19. kisa ძალადობის პროპაგანდა ფორუმის საერთო წესებით ისედაც იკრძალება ნანა. ასე რომ ეგ თავისთავად დასჯადია. აქ უბრალოდ რაღაცეებია დამატებული და დაკონკრეტებული. ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ მოდერატორის პასუხისმგებლობის მექნიზმზე კრინტი არ დაუძრავს არავის. თუ ეს მექანიზმი მისაღებია, ჩავთვლი რო ჩემი მთავარი გასაკეთებელი გამიკეთებია. მთავარია ამ მექნიზმმა იმუშავოს, რათა რეალური დემოკრატია დამყარდეს და დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადი და შეცვლადია. თუ მმართველები იქნებიან დანარჩენთა მსახური და არა პირიქით, სოფელიც აშენდება. მოგვბაძონ სახელმწიფო სტრუქტურებმა. მოდერატორთა პასუხისგების რელური მექანიზმი მართლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩემთვის ვიდრე ყველა დანარჩენი. ხალხი თავად განსაზღვრავს როგორი გარემო ურჩევნია, მთავარია ხელისუფლებამ არ შეუშალოს ამაში ხელი. რეალურ ცხოვრებაშიც და აქაც ასეა. ვამაყობ საკუთარი თავით.
  20. მარტივი კითხვა მაქვს: - საერთო ჯამში გაკმოაყოფილებთ თუ არა ჩემს მიერ შემოთავაზებული წესები? და მარტივი შეთავაზება: -სადავო პუნქტებზე გავხსნათ გამოკითხვები, რომლის ხანგრძლივობის ვადასაც ადმინისტრაცია გადაწყვეტს.
  21. akkai საზიზღარი არჩევანია, მაგრამ: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად ...დამოუკიდებლობის აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის. გადახედეთ ისტორიას.
  22. მეგობრებო, თუ არ გეწყინებათ... ველოდები კონსტრუქციულ შენიშვნებს!... რას ქვია რუსებს როგორ არ უნდა ვაგინოთ ოკუპანტია? ეგრე მე მიშას როგორ არ უნდა ვაგინო? მომიტყნა და მომისპო ცხოვრება, ჰა?! ბოდიში ქალბატონებთან... ან მაგალიტად ზოგზიერთს როგორ არ ვაგინო, რომელმაც 7 ნოემბერს დედაჩემი ტოლ ქალბატონებს ხელკეტი ურტყვა ცხვირპირში და მკვდარი და ცოცხალი ამოუტრიალა, ჩემთვის გარტყმულ ათზე მეტ რეზინის ტყვიასა და 3 გაზის კაფსულაზე აღარაფერს ვიტყვი, ის რომ საერთოდ დავივიწყოთ, რომ 20 დღე უკანონოდ და არაადამიანურ პირობებში ვიმყოფებოდი საპატიმროში, რომელზეც დღევანდელი ნაციონალი სახალხო დამცველის წარმომადგენლები მეკონტაქტებიან სტრასბურგში შეიტანე სარჩელი და 40 000 ევრო შენ და 35 000 ჩვენ მოგვეციო??? რაც შეეხება პრინციპულ განსხვავებას "ისტობას" და საქართველოს მტრების (ამ შემთხვევაში რუსეთს) გინებას შორის - საქართველოს მტრებთან ასოცირება სამშობლოს ღალატში დადანაშაულების ტოლფასია, რაც შეურაცხყოფაა, ხოლო ამა თუ იმ ადგილობრივი პოლიტიკური ძალის მიმდევრად ვისიმე გამოცხადება, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმდევრად გამოცხადება და მეტი არაფერი. უადგილო და უსაფუძვლოა იმის თქმა რომ ესა თუ ის სუბიექტი მოღალატეა, რადგან ზოგისთვის A არის მოღალატე, ზოგისთვის B და ამის გამო გაფრთხილებების დარიგება ფორუმს საერთოდ დაშლის. მაშინ პირდაპირ გამოაცხადოს ადმინისტრაციამ ეს ფორუმი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა ან "პოხუისტების" ფორუმად და დავიშალოთ... ჩემთვის პირადად ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემა კი ფორუმის საერთო წესებიდან ფორუმელთა პირადი საქმიანობის აკრძალვის გაუქმება რჩება. ამას გვერდ ვერ ავუვლით, რადგან თუ ვინმემ იცის, რომ 7 ნოემბერს ფრიდრიხი მას ურტყამდა ან მისი აზრით ძუკუ მოღალატე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, მათ ვერავინ დაუშლის დისკუსიაში ამის არგუმენტად მოშველიებას. მთავარია მივაღწიოთ ურთიერთკორექტულობას და არა იმას ვისაც ვისი გინება მოუნდება იმას აგინოს არლეკინის ნიღაბს ამოფარებულმა.
  23. Saturn მე "შეურაცხყოფას" აღვიქვამ ისე, როგორც აღიქვამდა ნებისმიერი ნორმალური სასამართლო ამა თუ იმ სიტყვას ან როგორი რეაქციაც ექნებოდა მასზე ყველა ადამიანს რეალურ ცხოვრებაში. როგორ ფიქრობ ცხოვრებაში შენ რო გრეჩიხისტი დამიძახო და მე ამაზე სასამართლოში გიჩივლო, გაგამტყუნებს სასამართლო? სამაგიეროდ ვინმეს რომ სიტყვაზე Y დაუძახო ან ნაბიჭვარო ხომ დაისჯები? ანალოგიურად რეალურ ცხოვრებაში ვინმემ რო გითხრას შე მიშისტოო არაფერსაც არ იზამ, ხოლო Y-ზე და ნაბიჭვაროზე გაბრაზდები და ადეკვატური რეაქცია გექნება, ხო? შესაძლოა. უბრალოდ ეს ალბათ ყველაზე მძიმე დანაშაულია ფორუმზე და ყველაზე მეტი სასჯელი ეკუთვნის. თანაც ამგვარად პრევენცია ხდება რომ ცხელ გულზე რეალურ ცხოვრებაში რამე გაგრძელება არ მოყვეს მაგ ყველაფერს, თუმცა ვადები თქვენ მოიფიქრეთ და შეცვალეთ. ნუ, ვიღაცამ თუ გაიგიჟა თავი და მთელი დღე ფლუდავს და ამის გამო ავიდა 100%-მდე, მიიღო ბანი 3 საათი, მერე რო გაუნულდეს ისევ რომ შემოვიდეს და იგივე განაგრძოს, ისევ იგივე პროცედურით (თხოვნა, გაფრთხილება, 20% ვორნი, 40...) რომ არ მოუხდეს მოდერატორს მისი დაოკება, მაგისთვის რა, ისიც უფრო თავს შეიკავებს ალბათ. გავედი ეხლა მე და იმედია კონსტრუქციული მსჯელობა იქნება ამ თემაში.
  24. უცხო_პლანეტელი ამისტობა-იმისტობაზე არაფერი არ იქნება. ეგ არ არის შეურაცხყოფა. IMHO მე არა მგონია სასჯელი მძიმე იყოს, თუმცა არიქა და მე ვარ მართალი თქო ვერ დავიწყებ მტკიცებას. განიხილონ სხვა მომხმარებლებმაც და თქვენ გადაწყვიტეთ ერთად როგორი სასჯელი იქნება ოპტიმალური. lasha_alo მეტი რაღა დავაზუსტო ლაშა, ფრჩხილებში ხომ უწერია ყველაფერი? თუ არ გალანძღავ რაღა უნდა გეკემათონ და მოგთხოვონ? რაც, შეეხება ლიცემერს, ეგ შესწორება თქვენ ფორუმის ზოგად წესებში უნდა შეიტანოთ, სადაც მოდერატორებზეა საუბარი. ფორუმის ზოგადი წესები ამ კოდექსზე მაღლა დგას, შესაბამისად ის რაც აქ მიწერია სრულ შესაბამისობაში იქნება: 2. კოდექსი შეესაბამება ფორუმის ზოგად წესებს. 17. ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც გათვალისწინებულია ფორუმის ზოგადი წესებით. *
  25. Saturn უჰ, შენ გაიხარე!. და წესებზე რას იტყვი, მოგწონს?
×
×
  • შექმენი...