Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ -პლანეტის ლომებო მიშას საჭირისუფლო ბრძანდებით და აქედან გამომდინარე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ + ერთი ქართული სიმღერა გაგახსენოთ : ხასან ბეგი , თავდგირიძე თავმოჭრილი იქა ვნახე; რადგან ჩემი ძმაი იყო, მაინც ისევ მე დავმარხე მაშ-ს ასე, უზერებო, თქვენი აზრით, რა დანაშაული მიუძღვის ამხანაგ სააკაშვილს ღმრთისა და ერის წინაშე? რავი, თუ ფიქრობთ, რომ დამსახურებაც გააჩნია, მაშინ ნუ დაუკარგავთ, ისიც თქვით.
  2. ვანკუვერის ოლიმპიადაზე ბობსლეის შეჯიბრზე წყვილების სამი ეკიპაჟი გადაბრუნდა 21 / 02, 2010 10:42 ვანკუვერის ოლიმპიადაზე ბობსლეის შეჯიბრზე წყვილების სამი ეკიპაჟი გადაბრუნდა, - ამის შესახებ სააგენტო ~ასოშეიტედ პრესი~ იუწყება. ლიხტენშტეინისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მართვა ფინალამდე ხუთი მოსახვევით ადრე დაკარგეს. ავსტრალიური ეკიპაჟის ციგა დისტანციის გავლის დროს ამოტრიალდა, ერთ-ერთი პილოტი დენ მოუნი კი ციგიდან ამოვარდა. არც ერთი სპორტსმენი სერიოზული არ დაშავებულა. ლიხტენშტეინელმა წყვილმა შეჯიბრში მონაწილეობა გააგრძელა, ბრიტანული და ავსტრალიური წყვილები კი ასპარეზობას გამოეთიშნენ, რადგან დისტანციის დასრულება ვერ შეძლეს. ვანკუვერის ოლიმპიურ ტრასაზე 12 თებერვალს ქართველი მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  3. ჩემი აზრით, სადღაც 35-40 პროცენტის ფარგლებში
  4. დუმილის პოეზია მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. ქარი არის ქარი არის. სულ უბრალოდ - ქარი არის. ლიხს იქით კი, ახლა ალბათ წვიმებია. ცაზე თეთრმა ურჩხულებმა ჩაიარეს და ფიქრებიც ამინდივით მძიმდებიან. სიგარეტი, გაბზარული ჩაის ჭიქა... ქარმა ღამე გადაფინა კანაფებზე. დამიჯექი, მოდი გვერდით დამიჯექი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე. გიო საჯაია
  5. ვირტუალური სახელმწიფოს ხიბლი
  6. მრავალჟამიერ! გილოცავ! გაიხარე! მრავალს დაესწარი!
  7. Goddess ეჰ, ჩემო კარგო, ხომ იცი, არ შეიძლება მგელს ვეგეტერიანელობა მოსთხოვო. ასე რომ, გაეშვით "სავარძელში საჯდომშეზრდილ" მამრებს
  8. შენს ასაკში სიყვარულს არ უნდა გაებუტო, შენს ასაკში პური ღვინოში არ უნდა ჩააწო და სიყვარულს შენდობა არ უნდა უთხრა. მაგი დრო მოგვიანებით დადგება, ჩემო ირენ. აი, მე ასაკმა ამხადა თავის ქალა, ამხადა და მარწმუნებს, რომ იქ სიყვარული აღარ სახლობსო, იქ არავინ აღარ გელისო ლიცი. ასე რომ, დროს ფორსირებას ნუ უკეთებ, ჩემო კარგო. ეს დროც დადგება. დადგება დრო, როდესაც ასაკი შუქს სიბნელედ აქცევს
  9. newstudio ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ალასანიას. მაგრამ ნაცმოს უკეთ შეუძლია დარაზმოს და ორგანიზება გაუკეთოს ადამიანების მიყვანას ამა თუ იმ "ობიექტზე"
  10. irene სალამი! დილის პირველო სხივო ულევო :malina: :nekro: ადამიანი სუსტი არსებაა, ჩემო ირენ, იგი ხშირად ცდება, მას გაგება და გამოსწორების საშუალების მიცემა სჭირდება
  11. საინტერესო სტატიაა http://s51.radikal.ru/i133/1002/a6/d90eb90cfba1.jpg დავით ბოლქვაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ვახტანგ (ლოთი) ქობალიას პოლიტიკურმა რეინკარნაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ყოფილი პატიმარი ლოთი ქობალია 1996 წელს, 11-თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, დამნაშავედ სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის და WTN-ის ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობისთვის სცნეს. მას თავიდან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, რამდენიმე თვეში საქართველოს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა აიკრძალა, განსასჯელს კი განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. 2004 წლის 9 მაისს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე ლოთი ქობალია გაათავისუფლეს. ქობალია დღეს აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი არ მოუკლავს და არც საქართველოსთვის უღალატია ... ბოლქვაძის საქმე ბოლქვაძის ოჯახის განცხადებით, ლოთი ქობალია ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტის ჩაფარცხვას აპირებს და ამიტომაც სურს საქმის ხელახალი გამოძიება. 1996 წლის 19 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ ვახტანგ ქობალიასთვის გამოტანილ განაჩენში ვკითხულობთ: - "1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ხობში ქობალიას ბანდებმა დააკავეს სამთავრობო ჯარების ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, მებრძოლები: დიმიტრი ბალალიშვილი და რამაზ დავითაშვილი, რომლებიც ხობში, სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო ტრასაზე გასტრონომის შენობასთან მიუყვანეს ვახტანგ (ლოთი) ქობალიას, რადგან ისინი სამთავრობო ჯარების შემადგენლობაში იბრძოდნენ ქობალიას ბანდების წინააღმდეგ. ამით განაწყენებულმა ქობალიამ უკვე განიარაღებული, დანებებული და ნაცემი ტყვეები მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ დახვრიტა. ქობალიას ბანდებმა ხობში დაატყვევეს საქტელერადიოკორპორაციის ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და სამთავრობო ჯარების მებრძოლი: გოგიტა ონანაშვილი და პაატა გოგოლაშვილი. ბანდის წევრებმა უიარაღო ტყვეები ხობში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზუგდიდი-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის ხიდის მახლობლად წარუდგინეს ლოთი ქობალიას. მან უიარაღო და ნაცემი ტყვეები მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ, ისე რომ არ შეისმინა დავით ბოლქვაძის თხოვნა, რომ იგი ჟურნალისტი იყო და არ მოეკლა, ტყვეებს ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შემდეგ კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით დახვრიტა დავით ბოლქვაძე, ონანაშვილი და გოგოლაშვილი” (სტილი დაცულია) - ეს განაჩენი მაშინ ქობალიამ და მისმა მომხრეებმა გააპროტესტეს და თქვეს, რომ შევარდნაძის სასამართლომ განაჩენი პოლიტიკური ნიშნით და არაობიექტურად გამოიტანა. თუმცა დავით ბოლქვაძის და, ასევე ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე ჩვენთან საუბარში საქმის დეტალებს იხსენებს: ”დათო 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში დახვრიტეს. 9 ნოემბერს, დათოს დასაფლავების შემდეგ, მამაჩემი და ჩემი 4 ბიძა ხობში ჩავიდნენ. სადაც დათო დახვრიტეს, იმ მოედანზე მათ ხალხს ჰკითხეს - ხომ არ იცით, ვინ მომიკლა შვილიო? იქ შეკრებილმა 50-ზე მეტმა ადამიანმა მათ უპასუხა - ეს ლოთი ქობალია იყოო... დღეს ქობალიას მიზანია ხელახლა დაიწყოს გამოძიება, რადგან მოწმეების უმეტესობა უკვე გარდაცვლილია და სურს თავი გაიმართლოს, მაგრამ ამას ჩვენი ოჯახი არ დაუშვებს. ქობალია ლაჩარია და გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ დათოს მკვლელობა აღიაროს." თამარ ბოლქვაძე ამის შემდეგ, მხატვარ, ვახტანგ ნოდიას სახელის საკუთარ ძმასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. ზვიად გამსახურდიას ხატის შექმნის გამო ნოდიას მხედრიონმა ხელები 1993 წლის 26 ოქტომბერს მოაჭრა - "ქობალიას მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ეს გადაიღო დათომ და ამიტომაც მოკლეს. არადა, ნოდიას ხელი 26 ოქტომბერს მოაჭრეს, დათო კი დასავლეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს ჩავიდა. თავისთავად ეს არის მათი მოგონილი ისტორია ქობალიას გასამართლებლად. თუ ქობალია მკვლელი არ არის, რატომ მოიგონეს ეს ლეგენდა? ან ლოთი ქობალიას შენაერთები აკონტროლებდნენ მთელ დასავლეთს და ვინმე მის დაუკითხავად გაბედავდა ჟურნალისტის დახვრეტას? ეს იყო საჩვენებელი დახვრეტა. დახვრეტის შემდეგ ქობალიას უთქვამს, ღორებმა შეჭამონ, არავინ გაბედოს მათი დამარხვა, თორემ მათაც ზედ დავაკლავო. თუმცა, ჩემი ძმა ღამის სამ საათზე მოიპარეს ვიღაც ოქრომჭედელმა და ხობის საავადმყოფოს მედდამ და მალულად დამარხეს." თამარ ბოლქვაძე საკუთარი ძმის მკვლელობის მიზეზს ამგვარად ხსნის: - "დათომ გადაიღო ის, რაც ლოთის არ აწყობდა. ამ მასალის გამომზეურება ქობალიას გაშიფრავდა და ამიტომაც მოკლა. ხობში დათო, ამერიკელი ჟურნალისტი გლებ ბლიანსკი და მსოფლიო ახალი ამბების კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ნიკი კვიშინაძე წავიდნენ. როცა მკვლელობა მოხდა, ნიკი და ბლიანსკი მასალის გასაგზავნად იყვნენ წასულები. დათო კი დარჩა მოედანზე. შემდეგ სასამართლო პროცესზე, როცა გლებ ბლიანსკი ჩამოვიდა და ჩვენება მისცა, თქვა, რომ მოედანზე ლოთი ქობალიას გვერდით იდგნენ ტანკები ”აფსნის” წარწერით, იქვე იყვნენ ჩეჩნები და კაზაკები. სწორედ ეს მასალა ჰქონდა დათოს გადაღებული და ამიტომაც მოკლეს ჩემი ძმა.” 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის გახმაურებული დახვრეტის დროს, შემთხვევით გადარჩა ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ცქიტიშვილი, ის ხობელებმა მალულად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცქიტიშვილმა გამჯანმრთელების შემდეგ საავადმყოფოდან ახლობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა: ”მიშველეთ, აქედან გამიყვანეთ, ქობალიამ რომ გაიგოს გადავრჩი, არ მაცოცხლებსო.” წერილის გაგზავნიდან მეორე დილით ცქიტიშვილი საავადმყოფოს პალატაში ყელგამოჭრილი იპოვეს. თამარ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ქობალიამ გადარჩენილი ცქიტიშვილი იმიტომ მოაკვლევინა, რომ მას ცოცხალი მოწმე არ სჭირდებოდა. დავით ბოლქვაძისა და სამთავრობო ჯარების შენაერთების დახვრეტას მოწმეებიც ჰყავს. იმ პერიოდში გადაცემა ”საღამო მშვიდობისათვის” მიცემულ ინტერვიუში ხობელი პედაგოგი, ეთერ ბიწაძე ყვება: - ”მოიყვანეს სამი დატყვევებული ახალგაზრდა და კედელთან მიაყენეს. მალე გამოჩნდა თეთრი გრძელი უცხოური მანქანა. იქიდან გადმოვიდა წვეროსანი. კოჭლობდა, ხელში ეჭირა იარაღი. მე იგი ტელევიზორში ბევრჯერ მენახა, ეს იყო ლოთი ქობალია. იგი მიუახლოვდა ტყვეებს. პირველად დათო ბოლქვაძეს დაუყვირა. ბოლქვაძემ რაღაც მოწმობა აჩვენა, მაგრამ ლოთიმ ესროლა, ვგონებ სამჯერ ესროლა. გულმა არ მომითმინა და დახვრეტის ადგილას მივვარდი. რა დავინახე: ეს მშვენიერი ახალგაზრდები სისხლის გუბეში იწვნენ...” უზენაესი სასამართლოს ორტომიან განაჩენში, საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლოთი ქობალიამ დავით ბოლქვაძე და მასთან მყოფი ორი პირი სახალხოდ დახვრიტა. ამონაწერი მოწმე კუტალიას ჩვენებიდან: ”1993 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ხობისწყლის ხიდთან, ჩემს სახლთან, ქობალიას რაზმელებმა სამი უიარაღო პირი მოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს, როგორც შემდგომ გაირკვა ჟურნალისტ ბოლქვაძეს, ხელში ეჭირა გადამღები და იქ მისულ ქობალიას აჩვენა საბუთი. ამის მიუხედავად ქობალიამ ესროლა მას, შემდეგ კი დანარჩენ ორს და თან უყვირა თავის თანამებრძოლებს, რომ მათაც ესროლათ. როცა ისინი წაიქცნენ, ქობალიამ ბრძანა, მათთვის ხელი არ მოეკიდათ, ღორებმა შეჭამონო, ჩაჯდა მანქანაში და სენაკისკენ წავიდა.” თამარ ბოლქვაძე სასამართლო პროცესს და იმ დღეს იხსენებს, როცა ლოთი ქობალიას გვარდიელმა, გელა ქარდავამ თქვა: ”ლოთი, ხომ გეუბნებოდი, არ მოკლა, ჟურნალისტია-თქო?! ქარდავას ეს სიტყვები ლოთისთვის დახვრეტამდე უთქვამს, ქობალიას კი მისთვის დასაშინებლად უსვრია და დაუყვირია, შენც ღორივით გამოგჭრი ყელსო.” ლოთი ქობალია, ბოლქვაძის მკვლელობას არ აღიარებს. თუმცა, ციხეში ყოფნის დროს ის მკვლელად აწგარდაცვლილ ბადრი ზარანდიას ასახელებდა. თამარ ბოლქვაძე კითხვას სვამს – ”კი მაგრამ, როდის არის ლოთი მართალი, მაშინ, როცა ბადრის აბრალებს დათოს მკვლელობას, თუ ახლა, როცა აცხადებს, მკვლელი საერთოდ სხვა ვიღაც არის და დავასახელებო.?” თამარ ბოლქვაძე ლოთი ქობალიას მომხრეებისგან მოწმეების დაშინებასაც იხსენებს _ ”ლოთი ქობალიას დის, შუმას, ბრძანებით გააუპატიურეს, მერე კი სცემეს და ტვინის შერყევა მიაღებინეს ლოთის მედდას, ნატო შენგელიას, რომელიც მათ წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. შენგელიას პროცესზე ”მუნჯი მოწმე” შეარქვეს, რადგან ქალი შიშით ვერ ლაპარაკობდა, შემდეგ კი მოსამართლეს ფურცლის ნაგლეჯზე დაუწერა - ”ვინც მე ეს ამბავი დამმართა, დარბაზში ზის და მეშინიაო.” წარმოიდგინეთ, რა დაშინებული ჰყავდათ მოწმეები. კიდევ ერთი მოწმე, გელა ქაცარავა, ვინც უშუალოდ თვითმხილველი იყო, თბილისში ჩამოვიდა ჩვენების მისაცემად, ქობალიას მომხრეებმა ის დააშინეს და ქაცარავა იძულებული გახდა სვანეთში გაქცეულიყო და იქ შეეფარებინა თავი. შემდეგ კი დედამისმა, ლუიზა ქაცარავამ, ახსნა-განმარტება გამოუგზავნა სასამართლოს, თუ როგორ აშინებდნენ მის შვილს.” რას ამბობდა მაშინ ქობალია? ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესზე მკვლელობა არ უღიარებია. თუმცა, გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ქობალია გამოძიებას მომხდარს ასე აღწერს –”ზუგდიდის მხრიდან ხობის ხიდთან მოვდიოდი, სადაც დავინახე, რომ მარჯვენა მხარეს, მაღაზიასთან მოჰყავდათ სამი პიროვნება, რომელთა ვინაობაც არ ვიცოდი. მებრძოლებმა მითხრეს, რომ ესენი მარადიორები არიანო. ამით მწყობრიდან გამოსულმა ვიყვირე, რამდენჯერ უნდა გაგიშვათ, რამდენჯერ უნდა გაპატიოთ უდანაშაულო ხალხის აწიოკება-მეთქი და ჩემს ხელთ არსებული პატარა ზომის ”აკს-უ”:, ე.ი. მოკლე ავტომატური იარაღიდან, იმ სამი პიროვნების მიმართულებით მოვახდინე გასროლები. რამდენიმეჯერ გავისროლე, არ მახსოვს ისე ვიყავი მწყობრიდან გამოსული. შემდეგ გავიგე, რომ ერთ-ერთი ამ სამი პირიდან თითქოს ვიღაც ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო.” (ამონარიდი ჩვენებიდან) შემდგომ დაკითხვებში კი ქობალიამ ჟურნალისტის დახვრეტის ფაქტი უარყო. თამარ ბოლქვაძემ ორიოდე კვირის წინ გაიგო, რომ ”გაეროს შტაბ-ბინაში ინახება კასეტა, სადაც აღბეჭდილია ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის დახვრეტა, თამარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კასეტის გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება _ `ეს კასეტა ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კასეტაზე უშუალოდ დახვრეტის მომენტია აღბეჭდილი, არ ვიცით, ვინ გადაიღო, ან გაეროში როგორ მოხვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თავიდან ბოლომდე გაშიფრავს ქობალიას. ჩვენ გვაქვს სხვა კასეტებიც, მათ შორის ერთზე ფიქსირდება, რომ ქობალიას თანამებრძოლებს ფეხზე აცვიათ დათოს ბათინკები, რომელიც მას WTN-მა გამოუგზავნა და მეორე ისეთი საქართველოში არავის ექნებოდა. ჩემს ძმას გაცივება არ აცალეს, ისე გაძარცვეს ქობალიას ბანდიტებმა. დათოს კამერა რომ ვერ წაართვეს, მყესები ჩაუჭრეს და ისე გამოგლიჯეს ამ სადისტებმა.” თამარ ბოლქვაძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობიდან იხსენებს, რომ ქობალიამ მოსამართლის კითხვაზე - "რატომ გაიტაცე ფოთის ბანკიდან 30 მილიონიო, უპასუხა: კი მაგრამ, ჯარს ჩაცმა და დახურვა არ უნდაო? მას არც უარყვია, რომ სახელმწიფოს 30 მილიონი მოპარა. თუ ვინმე საქართველოს მტერი ჰყოლია, ლოთი ქობალია ყველასთან შეკრული იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ზურაბ ნოღაიდელს." ლოთი ლოთიზე ”თავისუფალი სიტყვა” ლოთი ქობალიას ესაუბრა. ის შევარდნაძის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ გამოძიებას ითხოვს: "ჩატარდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება; მეორე - გამოიძიონ, რატომ გაასხვისეს საქართველოს ტერიტორიები, მაშინ და ახლა; მესამე რასაც ვითხოვ, არის, გამოძიებულ იქნას დათო ბოლქვაძის მკვლელობა და მეოთხე - მაინტერესებს, რატომ არ გვაქვს ჩვენ ჩვენი სტატუსი და რატომ გვქვია მოხალისეები." ლოთი ქობალია დავით ბოლქვაძის მკვლელობას უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელი ვინც არის, იცის, ოღონდ მხოლოდ გამოძიებას გაანდობს - ”მაინტერესებს, რატომ არ სურს ბოლქვაძის ოჯახს ხელახალი გამოძიება, მე არც ხელისუფლებაში ვარ, რომ თქვან სასამართლო მიკერძოებული იქნებაო. ყველაფერი გამოვიძიოთ. მათ ეს იმიტომ არ სურთ, რომ იციან, მკლელი მე არ ვარ. თუ სასამართლო მე დამადანაშაულებს, ხელახლა ავიღებ პასუხისმგებლობას, ვითომ საერთოდ არ ვმჯდარვარ ციხეში. რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ მათ, რომ გამოძიება არ ჩატარდეს? მხოლოდ ერთი - არ სურთ გამოაშკარავდეს, თუ ვინ იყო მათი ძმა. არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, მაგრამ თქვენთან ვსაუბრობ პირველად _ დათო ბოლქვაძე მოკლეს ყაჩაღობის დროს. არსებობენ ამის მოწმეებიც და სწორედ ამისთვის ვითხოვ ხელახალ გამოძიებას. როგორც მოწმეებმა მითრეს, ბოლქვაძემ ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვა, ოჯახის უფროსი სთხოვდა, ერთადერთი ეს მანქანა გვყავს და არ წაიყვანოთო, ბოლქვაძეს კი ასე დაუბარებია - მანქანას კი არა, სახლს ბორბლები რომ ჰქონდეს, მაგასაც წავიყვანდიო” - ამბობს ლოთი ქობალია. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ იცის, თუ ვინ არის ბოლქვაძის მკვლელი, ლოთი ქობალია გვპასუხობს - ”მე მოწმეებისგან ვიცი მკვლელი ვინც არის და თუ გამოძიება ითანამშრომლებს ჩემთან, ვიტყვი ყველაფერს. ისიც ვიცი, ბოლქვაძე რა დროს, სად და რისთვის მოკლეს, მაგრამ მე რომ ვიცი, არ კმარა, საჭიროა გამოძიება ჩატარდეს და საბოლოოდ დადგინდეს ყველაფერი.” ჩვენ ქობალიას მის მიერ ციხეში ყოფნის დროს დასახელებული მკვლელი შევახსენეთ, ბადრი ზარანდია, მაგრამ ლოთი უკვე ასე საუბრობს: - ”ბადრი მიცვალებულია და მაგაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მასთან ერთად სხვებიც არიან, ვინც დღეს ცოცხალია." ამის შემდეგ ქობალია ჩვენს კითხვაზე, რომ ეს მკვლელობა მოხდა 28 ოქტომბერს ხობის ცენტრში ზარანდიას და მისი ხალხის მიერ?, გვპასუხობს: - ”არა, იმ დღეს არ მომხდარა. მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა ჩვენ მდინარე ”ცივზე” ვიბრძოდით. ჩვენ სენაკის განთავისუფლება გვინდოდა, ამ დროს სახლიდან ვიღაც კივილით გამოდიოდა და მისდევდა ყაჩაღებს, იქ ყოფილა ბოლქვაძეც და სწორედ ამ დროს მოუკლავთ." ლოთი ქობალიას ჩვენთან საუბარში არ უარყვია, რომ იმ დღეს მასთან ერთად 2 აფხაზური ”ბეტეერი” მართლაც იდგა ხობში. ისიც დასძინა, რომ მას აფხაზების ერთი ბატალიონი ჰყავდა - ”თუმცა ისინი ის აფხაზები იყვნენ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ” - აღნიშნა ქობალიამ. ჩვენ ლოთი ქობალიას მისი მომხრეების მხრიდან მოწმეების დაშინებისა და მოწმე ნატო შენგელიას გაუპატიურების შესახებაც ვკითხეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ _ "მაგ ნატო შენგელია ჩემთან ციხეში მოვიდა და პატიება მთხოვა. მაგი გამოძიებას იმასაც ეტყვის, ვინც დააწერინა ჩვენება. ის პროცესზე ვერაფერს ამბობდა და ამიტომაც "მუნჯი მოწმე"უწოდეს." ამის შემდეგ ქობალიას 1993 წელს პირველ დაკითხვაზე მის მიერ მიცემული ბოლქვაძის მკლელობის აღიარებითი ჩვენება შევახსენეთ, რაზეც ყოფილმა სარდალმა გვიპასუხა - ”მე, იცით, როგორი ჩვენება მივეცი? ჩვენ ხობში რომ შევედით, ვიღაცებმა სახლიდან გვესროლეს და ჩვენც საპასუხოდ ვესროლეთ და შეიძლება იქ ჟურნალისტი იყო-მეთქი, მაგრამ მერე გამოვიკვლიე და იქ ჟურნალისტი არ ყოფილა." მუნჯი მოწმე ალაპარაკდა დათო ბოლქვაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ნატო შენგელია ხობის რაიონის სოფელ თორსის მკვიდრია. ის აფხაზეთის ომში 24-ე ბრიგადაში იბრძოდა, ომის დასრულების შემდეგ კი ლოთი ქობალიას შენაერთებში ირიცხებოდა. ის, ამჟამად, ერთ-ერთ დედათა მონასტერში მსახურობს და მონაზვნად აღკვეცას ელოდება. ”თავისუფალი სიტყვა” ნატო შენგელიას ტელეფონით დაუკავშირდა. შენგელია ამბობს, რომ ლოთი ქობალიას საწინააღმდეგოდ ჩვენება მხედრიონმა ძალის გამოყენებით მიაცემინა - ”მე არაფერი დამიწერია, ჩემთან მოვიდნენ წამიყვანეს და ტყვეთაგაცვლის კომისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა მხედრიონელმა ალიბაბა ჩადუნელმა მის მიერ დაწერილ განცხადებაზე ხელი დაშინებით მომაწერინა. პროკურატურაში მითხრეს, უნდა თქვა, რომ ბოლქვაძე ლოთი ქობალიამ მოკლაო, თუ არადა, ყველას ამოგიწყვეტთო. მე ერთი სოფლელი გოგო ვიყავი, ქართული წესიერად არც ვიცოდი და ჩვენებაზე ხელი მომაწერინეს." ნატო შენგელია ამბობს, რომ ბოლქვაძის მკვლელობას არ შესწრებია, თუმცა ერთ ფაქტს იხსენებს - ”ბოლქვაძე ერთხელ ნანახი მყავდა, მე ის მდინარე ხობისწყლიდან ამოვიყვანე, სადაც დამალული იყო და მასალას იღებდა. რახან ნანახი მყავდა, მაიძულეს ხელი მომეწერა, რომ მკვლელობასაც შევესწარი და ვითომ ვნახე თუ როგორ მოკლა ლოთიმ დათო ბოლქვაძეო. თუმცა მე, ეს მკვლელობა არ მინახავს და ამდენად ვერ ვიტყვი მოკლა თუ არა ლოთიმ ბოლქვაძე. ასეთი საშინელი ცოდვა ჩამადენინეს. ადამიანს ხელი დავადე, არადა, არ ვიცოდი ამ საქმეში რა ხდებოდა საერთოდ. ამიტომაც დამსაჯა ღმერთმა და განსაცდელი შვილის სიკვდილით მომივლინა, რის შემდეგაც მე ლოთისთან ციხეში მივედი და მონანიება ვთხოვე. ახლაც ვინანიებ, ამიტომაც ვარ მონასტერში და მსურს ჩემი დარჩენილი ცხოვრება სინანულში გავატარო." ნატო შენგელია გაუპატიურების ფაქტს უარყოფს: - ”ბოლქვაძის მშობლებმა ჩემზე თქვეს ლოთის ხალხმა გააუპატიურა, დააშინა და მაგიტომ ვერ იღებს ხმასო. ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაუპატიურებას არავის ვაპატიებდი. სიმართლე თუ გინდათ, მხედრიონელები მაშინებდნენ სულ, არ წამოგცდეს, რომ ჩვენება ჩვენ დაგაწერინეთ, თორემ ჩაგაძაღლებთო. ბოლქვაძის პროცესი რომ მიმდინარეობდა, იმ დღეებში ზუგდიდში, ქაფათის სასაფლაოზე ამიყვანეს, მოკვლით დამემუქრნენ: თუ რამეს იტყვი, შენს ცხედარს აქ იპოვნიანო." ნატო შენგელია ამბობს, რომ მას პროკურატურაში ჩვენებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს - "პროკურატურაში, რომ შემიყვანეს, პროკურორმა ანზორ ბალუაშვილმა მითხრა, როგორც კი ხელს მოაწერ ამ ჩვენებას 30 ათასი დოლარი გერგებაო. მაგრამ რისთვის ამეღო ფული, ტყუილისა და ცილისწამებისთვის?" ალიბაბა ჩადუნლი და ანზორ ბალუაშვილის კომენტარები შენგელიას მიერ დასახელებული ალიბაბა ჩადუნელი ჩვენს მიერ ნატო შენგელიასთან დაკავშირებული კითხვის დასმისას და ზოგადად მის ხსენებაზე გაბრაზდა: - "ნატომ თავის საქმეს მიხედოს, ურჩევნია ეკლესიაში სანთელი დაანთოს და ილოცოს. ძალიან კარგად ვიცი, ნატო შენგელია ვინც არის და რასაც წარმოადგენს. ალიბაბა ჩადუნელს თავი დაანებოს და კბილები გამოირეცხოს ჩემს სახელს როცა ახსენებს. ნატო შენგელია რასაც ამბობს, სრული სიცრუეა, ახლა მაინც არ რცხვენია ტყუილის თქმის?" ჩვენ პროკურორ, ანზორ ბალუაშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც ნატო შენგელიას თქმით, ჩვენებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ, 30 ათას დოლარს სთავაზობდა. ბალუაშვილი შენგელიას ბრალდებას უარყოფს -”რაღაც სისულელეს ბოდავს ეგ შენგელია. ეგ ქალი, საერთოდ არ მინახავს და როგორ შევთავაზებდი ან როგორ ვაიძულებდი? - აბსურდია. ამ საქმეზე უშიშროების სამინისტრო მუშაობდა, მე რა შუაში ვარ? ან ფული მისთვის რატომ უნდა მიეცათ რაში სჭირდებოდათ? რა მოწმე ეგ იყო? მაგის ჩვენების გარდა ათეულობით მოწმის ჩვენება არსებობდა, რომ ლოთი ქობალიამ დათო ბოლქვაძე მოკლა. რასაც ეგ ქალი ამბობს. სრული სიცრუე და სიბინძურეა” P.S. ვაშინგტონში ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს ობელისკი დაუდგა. პოსტ-საბჭოთა სივრციდან ობელისკზე მხოლოდ დავით ბოლქვაძის სახელია ამოტვიფრული. გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
  12. ძალიან უკმაყოფილო ვარ. დააბრუნეთ ძველი სმაილები!
  13. ძუკუ დაგინებული არ არის, ჩემო მიშა, მაგრამ მე მგონი გადაწყვეტილი ამბავია. ის კი არა, ვეჭვობ რომ გამარჯვებულიც აპრიორი ცნობილია. ეს თემა ორშაბათს გახდება ძალიან აქტუალური
  14. Goddess ძალიან სიმპატიური ხარ და მშვენიერი სიმაღლეც გაქვს . მიხარია რეალში რომ გაგიცანი მალინა გაიხარე
  15. მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი მთელ რეგიონს ბირთვული იარაღით ემუქრება რუსეთი მთელ რეგიონს ბირთვული იარაღით ემუქრება, რისი გამოყენების უფლებასაც უკვე საკუთარი დოქტრინა აძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსულ ტელეარხებში ამბობენ, რომ ძლიერი საქართველო პატარა, სუსტ რუსეთს უტევს, რაც სასაცილო, თუმცა, ამავდროულად, საშიშიც არის. “მათ მართლაც ჰყავთ დიდი ჯარი, თვითმფრინავები, ერთხელ უკვე დაგვბომბეს. რუსეთი ემუქრება მთელ რეგიონს ბირთვული იარაღით და მისი გამოყენების უფლებას უკვე საკუთარი დოქტრინა აძლევთ. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს ვითარებასთან, რომელიც სულაც არ არის სასაცილო და საშიშია, თუ ხალხი არ გამოეხმაურება, თუ ადამიანები დასავლეთში, აშშ-ში და მთელი დარაჩენი საზოგადოება ხმას არ ამოიღებენ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება, თუმცა კარგი ამბავია, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება, გაცილებით სწარაფად, ვიდრე - რუსეთი ან რომელიმე ქვეყანა რეგიონში. “საქართველოს ის ნაწილი, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ, ანუ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, დასახლებული იყო იმ ადამიანებით, რომლებიც გამოექცნენ რუსულ ე.წ გამათავისუფლებელ ჯარებს”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიაა, შეიცვალა ადამიანების შეხედულებები და დამოკიდებულება საკითხებისადმი. “ეს არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ; ეს არის სხვა ქვეყნის გავლენისგან თავის დაღწევის გზა. ისინი ვერ მოკლავენ ამ წარმატებულ მაგალითს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ალ ჯაზირას” ეთერში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  16. “დაიცავი საქართველოს” ახალი იდეა: პრაიმერი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის “საქართველოში გიჟების “პარადია”, კუშტურიცა რომ იყოს აქ, განუმეორებელ ტრაგიკომიკურ ფილმს გადაიღებდა. გუშინ “უცნობი”, ეროსი კიწმარიშვილი, კოკა გუნცაძე და ბიძინე გეგიძე “დაიცავი საქართველოს” ოფისში შეიკრიბნენ და რაღაცაზე ითათბირეს. “რა მოვილაპარაკეთ, ამას ორშაბათს გეტყვითო”, - დაიბარეს და წავიდნენ სახლებში. მაინც, რა ხდება პოლიტიკურ ჯოჯოხეთში”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა ახალ სქემას სთავაზობს “დაიცავი საქართველო” ოპოზიციას. “ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე არის ირაკლი ალასანია, მაგრამ დემოკრატიული პროცესისთვის კარგი იქნებოდა, ჩატარებულიყო შეჯიბრი ალასანიასა და გაჩეჩილაძეს შორის. ამ შემთხვევაში ნაციონალების დამარცხება გარანტირებული იქნებოდა. ეს საქმისთვის იქნებოდა კარგი და რაც მთავარია, ამ სქემიდან ამოვარდებოდნენ სააკაშვილი და მერაბიშვილი - არაწონადი ფიგურების შემთხვევაში რომ ჩატარდეს პრაიმერი, ცხადია, მერაბიშვილიც ჩაერთვება პრაიმერში და ყველაფერს გააკეთებს, რომ არამომგებიანმა ფიგურამ გაიმარჯვოს. როგორც არ უნდა მიყვარდეს კუკავა და ძიძიგური, ვანო ჩაერთვება და არარეალური კანდიდატი გავა. ჩემი სქემიდან კი ვარდებიან ვანო და მიშა - ვერც გაჩიჩლაძეს დაეხმარებიან და ვერც ალასანიას, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სქემა”, - ასკვნის გოგა ხაინდრავა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126016.html ლიცემერი: ძვირფასო თანაფორუმელებო, თქვენი აზრი მაინტერესებს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე? ეჭვის ბუზანკალი შემიჩნდა :TAT:
  17. მსოფლიო პრესა ქართველი ოლიმპიელის დაკრძალვას ეხმაურება მსოფლიო პრესა ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვას ეხმაურება. დაბა ბაკურიანში, სადაც 21 წლის ქართველი სპორტსმენი დაიბადა და ცხოვრობდა, გავლენიანი გამოცემებისა და ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა მოიყარეს თავი. ქუმარიტაშვილის დაკრძალვა გააშუქეს კანადის ნაციონალურმა და კერძო ტელეკომპანიებმა. “საქართველო დღეს სევდიანია, რადგან თავის საუკეთსო შვილს ემშვიდობება”, აღნიშნავს “ბი-ბი-სი”. ამერკული გამოცემა “USAtoday” წერს, რომ მომხდარი ტრაგედია გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი, რათა მსგავსი აღარასდროს განმეორდეს. მათივე ინფორმაციით, ვანკუვერის ოლიმპიურ სოფელში დღეს სპორტსმენებმა ყვავილებითა და სანთლებით კიდვ ერთხელ შეამკეს ის ადგილი, სადაც ქართველი მოციგავე დაიღუპა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანში, მაცხოვრის შობის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში დღეს დაკრძალეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  18. analgin მაგარი დამთხვევაა, ჩემო ირაკლი. ამ წუთას ქალბატონ ანა კალანდაძის პროზაულ ჩანაწერებს ვკითხულობ , სადაც ასეთი რამ ამოვიკითხე: "იქნებ წინაპართა მოქნილი პოლიტიკაც გაგვეხსენებინა, რასაც ასე მოხერხებულად იყენებდნენ შეჭირვების ჟამს"
×
×
  • შექმენი...