Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. newstudio უყვარყვარესი უკანალის უშნოდ თამაშს თუ არ გაეშვება, მაშინ არ გამოვრიცხავ
  2. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს არ აქვს კრემლში ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც ლონდონში ხალხს წამლავს საქართველოს არ აქვს კრემლში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ლონდონში ხალხს წამლავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ეთერში განაცხადა. "ვლადიმერ პუტინმა ისიც თქვა, რომ ჩემი სხეულის კონკრეტული ნაწილებით დამკიდებს, გამფატრავს. ეს მან ბევრჯერ გამიმეორა. იგივე მსოფლიო ლიდერებსაც უთხრა, მაგალითად - ნიკოლა სარკოზის. როდესაც სარკოზიმ მკითხა, რას ვუპასუხებდი ამაზე, გამეცინა და ვთქვი - პუტინს ამისთვის დიდი დრო დასჭირდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კრემლში ქირურგებთან, საქართველო საოპერაციო მაგიდაზე წევს და ეს მტკივნეულია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მოკლედ, მიშაზეა ნათქვამი: "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და გამიშვით თხა გარბისო". :eshmak: + მიშა პარლამენტს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ მიმართვას ამზადებინებს, რაც, ჩემი აზრით, აშკარა პროვოკაციის მატარებელია და შეიძლება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საბაბი გახდეს. მოკლედ, აშკარაა რომ მიშა ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. უზერებო, რატომ?
  3. იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებაზე უარი თქვა იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებაზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ადმინისტრაციულ საქმეთა უმაღლეს სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკან მიაქვს სარჩელი, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებდა. სარჩელის თანახმად, 7 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებებს. ტიმოშენკო საარჩევნო კომისიის შესაბამისი ოქმის შეცვლას ითხოვდა. ტიმოშენკომ დღევანდელი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სასამართლომ უარი უთხრა რიგი საარჩევნო უბნებიდან დოკუმენტების ორიგინალის ამოღებაზე. ასევე, სხვა შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის გამო. “ფაქტობრივად, დამამტკიცებელი დოკუმენტების შესწავლაზე უარი გვითხრეს. ასეთ შემთხვევაში საქმის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ”, _ აღნიშნა უკრაიანის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ტიმოშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი სარჩელი ისტორიაში დარჩება, როგორც დოკუმენტი იმისა, რომ იანუკოვიჩი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ არის. ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიმართავს თუ არ უკრაინის უზენაეს სასამართლოს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამას კანონი არ ითვალისწინებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  4. ნოდარ ქუმარიტაშვილს მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს უახლოეს ხანში მაცხოვრის შობის სახელობის მშენებარე ეკლესიაში გადაასვენებენ. ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ოლიმპიელს ბაკურიანში მდებარე ამ ეკლესიის ეზოში 14.00 საათზე დაკრძალავენ. დილიდან კი, ბაკურიანში, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახლში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს და ხალხის ნაკადი არ წყდება. ბაკურიანში ჯერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა იქ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისვლას უკვე ელოდებიან. ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადიდან გერმანიის გავლით საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენეს. აეროპორტში ოლიმპიელის ცხედარს ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. კანადიდან ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი, ქუმარიტაშვილის მწვრთნელი და ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი, მეგობარი, მოციგავე ლევან გურეშიძე ჩამოყვნენ. როგორც გია ნაცვლიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველი სპორტსმენი, როგორც ვანკუვერიდან, ისე მიუნხენიდან დიდი მწუხარებითა და გლოვით გამოაცილეს. ქართველი ოლიმპიელის ხსოვნას სხვადასხვა ქვეყნის უამრავმა წარმომადგენელმა მიაგო პატივი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში გადაასვენეს. ბაკურიანის საკრებულოს გადაწყვეტილებით, იმ ქუჩას, სადაც ქართველი ოლიმპიელი ცხოვრობდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი ეწოდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. "ყველა მინუს ერთი" - პოლიტიკური გაერთიანების ასეთ ფორმულას სთავაზობენ ოპოზიციას "ალიანსი საქართველოსთვის" წევრები - "ახალი მემარჯვენეები" და რესპუბლიკელები. ის ერთი, ვისთან ერთადაც ვერ წავლენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე ალიანსის წევრი პარტიები, ზურაბ ნოღაიდელი და მისი პოლიტიკური პარტიაა. თუმცა თვითონ ალასანიას გუნდი ყველა ოპოზიციურ ძალასთან აპირებს მოლაპარაკების გამართვას. ვესაუბრებით ერთ-ერთ ლიდერს პოლიტიკური გაერთიანებისა "ალიანსი საქართველოსთვის", რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს. - ბატონო ლევან, "ალიანსის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აუცილებელია ოპოზიცია თბილისის მერის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდეს, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, ალასანიამ ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა... - ეს საიდან მოიტანეს? ამის თაობაზე არაფერი ვიცი. ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ გაერთიანებას, ოღონდ, გააჩნია, ვისთან და რისთვის. პუტინთან და ზატულინთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვინც კრემლის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. - თქვენც არაერთხელ გითქვამთ, რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, მაშ, რატომ არის ასეთი მიუღებელი ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკა? - დიახ, მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელია, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და არა ოპოზიციამ, რომელსაც რეალურად არაფრის გადაწყვეტა შეუძლია. რომ მოუწერა გრიზლოვმა ნოღაიდელს ხელშეკრულებაზე ხელი, ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ნოღაიდელი საქართველოში, არის კი თუნდაც მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი?! რომ არა რუსეთის მხარდაჭერა, საერთოდ ვის გაახსენდებოდა დღეს ნოღაიდელი?! ეს არის პოლიტიკური ნული, რომელიც ჯერ შევარდნაძის მინისტრი იყო, მერე სააკაშვილის, მან ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის ეკონომიკის დასაქცევად. ბოლო ხანს, თუ გსმენიათ, ნოღაიდელს ეხსენებინოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია? არ ახსენებს, რადგან როგორც ჩანს, რუსეთს ოკუპანტად არ მიიჩნევს. რუსებთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან იწყებს, რაც დაუშვებელია, ეს ნიშნავს, რომ ნოღაიდელი აღიარებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა თავისი საგარეო კურსი, როდესაც ნატოს დაუჭირა მხარი, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო და, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება მოსახლეობის დაახლოებით 20%, რომელსაც პრორუსული განწყობა აქვს. მაგრამ საქართველო რუსეთისკენ აღარ შეტრიალდება, თუმცა სწორედ ამ 20%-ზე ნადირობს ნოღაიდელი. სხვათა შორის, ამ მიმართულებით სცადა პოზიციების მოსინჯვა გიგი უგულავამაც, როდესაც "ნიუსვიკთან" განაცხადა - საქართველომ შეიძლება თავის საგარეო კურსს გადახედოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფასადო. მაგრამ თუ მოგისმენიათ სადმე, რომ რუსეთის ხელისუფლების დაბალრანგიანი მოხელე მაინც ამბობდეს, უარს ვიტყვით თქვენი ტერიტორიების აღიარებაზე, თუ ნატოში არ შეხვალთო... ერთი რამ ვიცი ზუსტად, თუ აქ დასავლეთის ინტერესები დაითრგუნება, საქართველოს შეექმნება არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არამედ იმის შენარჩუნების საფრთხეც, რასაც ვაკონტროლებთ. რუსეთთან თამაში სახიფათოა, მით უფრო, ისეთი კაცისგან, რომელსაც საქართველოში არა აქვს დასაყრდენი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. აშკარაა, ვინც ნოღაიდელთან მიდის, საეჭვო გზას ადგება... - ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანია აქვს გაშლილი, ბევრი მიიჩნევს, რომ ამ კამპანიით უგულავა უფრო პრეზიდენტობისთვის ემზადება, ვიდრე მერობისთვის... - ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და ამზადებს სააკაშვილის შემცვლელს. ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ მიშა კი არის მაგარი, მაგრამ რამე რომ მოუვიდეს, ჩვენც არ უნდა დავიღუპოთო. მახსოვს, ერთხელ გია ბარამიძემ თქვა, ჩვენ სამოცდაათი წლით ვართ ხელისუფლებაში მოსულიო... თუ ასე განაგრძეს და ყველა ხელისუფლებას მოერგნენ ბარამიძე და მისნაირები, მთელი სიცოცხლე იქნებიან ხელისუფლებაში. რაც დღეს ხდება, წარმოაჩენს, რომ სააკაშვილის პოზიციები მაინცდამაინც მყარი არ უნდა იყოს. სააკაშვილი ისეთი გიჟი არ არის, რომ არ ფიქრობდეს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ როგორ შეინარჩუნოს ნაშოვნი ქონება და იგრიალოს კვლავაც ზევით-ქვევით. სააკაშვილს ბუნებრივია, მილოშევიჩის ბედის გაზიარება არ სურს, ამიტომაც "აბლატავებს" უგულავას ასე. შინაგანად კი ამის აღიარება უჭირს, ამიტომაც ამ ფართომასშტაბიან კამპანიაში თვითონაც წამოყოფს ხოლმე თავს. არადა, ხომ ფაქტია, სააკაშვილს მესამედ გაპრეზიდენტების შანსი არა აქვს! - თუმცა "იმედზე" რამდენჯერმე მომზადდა სიუჟეტი, სადაც ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავდნენ... - კანონი და კონსტიტუცია არ არის აგებული იმაზე, რას ფიქრობს გიორგი არველაძე, ეს ქართული პოლიტიკური აზროვნების "გიგანტი"... არასერიოზულია ეს განცხადებები. ხომ თქვა, მენეჯერი ვარო, ჰოდა, დაეტიოს თავის ტყავში. სააკაშვილი მესამედ ნამდვილად ვერ გახდება პრეზიდენტი, საქართველოც ვერ იქცევა ისეთ ქვეყნად, სადაც მემკვიდრეობით გადადის ხელისუფლება. ფაქტია, რომ სააკაშვილის სათადარიგო "ბორბალს" ამზადებენ, უგულავას სახით, რომელსაც ზაფხულში უსრულდება 35 წელი და მისი საპრეზიდენტო ამბიციაც უფრო რეალური გახდება. მაგრამ უცებ ქალი რომ შეუყვარდეს და სადმე გაგვექცეს, რა გვეშველება? ერთხელ ხომ შეუყვარდა, გამორიცხულია კიდევ შეუყვარდეს? არა, ამ ხელისუფლებას ვახო კომახიძის მრავალცოლიანობა რომ გაუკვირდა, ეს არის საოცარი. სამარცხვინოა ის, რასაც ამ ქვეყანაში "რეალ TV"-ის ხელით აკეთებს ხელისუფლება. გურამ დონაძეს იმიტომ გაუკვირდა, ალბათ, კომახიძის მრავალი ცოლი, რომ თვითონ არ ჰყოლია არც ერთი და არც უნდა, ქალები არ აინტერესებს. საკითხავია, მრავალცოლიანი კომახიძე ჯობს, თუ უცოლო დონაძე?! ამ ქვეყანაში ხომ ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის... დონაძე გარეწარია, რომელიც ავადაა, ავადაა ის ხალხი, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობს და ისიც, ვინც უყურებს მათ გადაცემებს და მოსწონს. ამბობენ, ეს ტელევიზია სააკაშვილს მოსწონსო, ესეც თვალნათლად წარმოაჩენს, რომ პრეზიდენტი ავადაა. - ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ქვეყანას აღარ მართავს და რომ ის გარემოცვის მძევალია... - ქვეყანას რომ არ მართავს სააკაშვილი, ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ არც სხვა მართავს ვინმე. რა ეტყობა ამ ქვეყანას მართვის? ქვეყანაში მოსახლეობის 80% უმუშევარია, ხოლო იმათგან, ვინც მუშაობს, დაახლოებით ამდენივე პროცენტი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მე გეტყვით, რაც იმართება ამ ქვეყანაში კარგად: ეს არის ღარიბი ქვეყანა, რომლის პირველ პირსაც არ გაუცდენია არც ერთი მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების გახსნა. რატომ დადის ამდენს ან ვისი ხარჯებით? რატომ არ დადიან ოლიმპიადებზე გერმანიის კანცლერი ან ისრაელის პრემიერი? საქმე ისაა, რომ იქ ხელისუფლება კონტროლის ქვეშაა, ამიტომაც ვერ "იგულავებენ" ასე, მათ საზოგადოება ყველა კაპიკს უთვლის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ჩასულა ვანკუვერში, გეოგრაფია ვინც იცის, ეცოდინება, რომ კანადა იქვეა ამერიკასთან... მაშ, რა უნდოდა იქ საქართველოს პრეზიდენტს, საერთოდ რა აკავშირებს სპორტთან? ჩვენი რაგბის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ უკვე იყო და კიდევ აქვს გასვლის შანსი, მითხარით, რა გაუკეთა მიშამ რაგბისტებს, სტადიონი არ მისცა საქართველოში! იცით, რატომ? რაგბისტები არ გამოდიან და არ ყვირიან - მიშა მაგარია! რა ესაქმება ნიკა რურუას სპორტთან?! გავიგეთ, რომ კულტურასთან დაახლოებული პირია, ხელოვნების ნიმუშებს იტაცებდა "მხედრიონში" ყოფნისას... და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ხალხი მართავს ქვეყანას?! სააკაშვილმა რა გააკეთა ბოლოს ამ ქვეყანაში? შოკოლადის ქარხანა გახსნა... ყველაფერს პიარისთვის იყენებს, ოლიმპიადაზე ბავშვი დაგვეღუპა და ცდილობს, ამაზეც პიარი ააგოს. გულისამრევია, ხალხო, სააკაშვილი და ის ხალხიც, ვისაც ის მოსწონს. - როგორ ფიქრობთ, საქართველოს თვითიზოლაციის საფრთხე ხომ არ ემუქრება? - არა, თვითიზოლაციას სჭირდება რესურსი, საქართველოს კი ასეთი რესურსი არა აქვს. ძალიან ვართ დამოკიდებული დასავლეთზე. არა მხოლოდ ნავთობსადენისა და საგზაო დერეფნის გამო, ბოლოს და ბოლოს, ამერიკული ფინანსური დახმარებით გვიდგას სული, ჩვენი ეკონომიკა შავ დღეშია, საზღვრები რომ ჩავკეტოთ, ერთ კვირაში ქვეყანა დაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გვიმტკიცებენ, თითქოს ავშენდით და ჩვენი სოფლის მეურნეობა აყვავების გზაზეა. მე საქართველოში კმაყოფილი ოჯახი არ მინახავს, წარმოგიდგენიათ, გივი თარგამაძის ოჯახიც კი წუწუნებს. ისე, რატომ იქნება კმაყოფილი, უკრაინაში "გაკრიჭეს", იომა თავისი ქონებისთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა... გივის ბიზნესს დიდი პრობლემები შეექმნა უკრაინაში. ზუსტად ვიცი, რომ გივი თარგამაძეს კიევის ცენტრში, კრეშჩატიკზე ჰქონდა მაღაზიები. გამაგებინოს ვინმემ, რატომ უნდა ჰქონოდა ჩვენს დეპუტატს ბიზნესი უკრაინაში?! კაცს, რომელიც ერთ დროს სულ ფულს სესხულობდა და დაბრუნება მაინცდამაინც დიდად არ უყვარდა, ჩემი ასი დოლარი დღესაც მართებს. ”ყველა სიახლე” 20-02-2010
  6. ოლიმპიადაზე პირველი გამოსვლის შემდეგ ქართველ მოციგურავეთა წყვილი მეოცეა ვანკუვერის ოლიმპიადაზე პირველი გამოსვლის შემდეგ ქართველ მოციგურავეთა წყვილი მეოცეა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ქართული ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელმა და საქართველოს მოციგურავეთა ფედერაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ჯაფარიძემ ვაკუვერიდან აცნობა. მისივე თქმით, ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის წყვილი პირველ საკონკურსო დღეს ღირსეულად გამოვიდა. მათ სავალდებულო პროგრამაში ტანგო შეასრულეს. “სიმართლე გითხრათ, ჩვენ ამ შედეგსაც არ ველოდით, რადგან ოლიმპიადაზე წყვილის დებიუტია. აქ ძალიან ძლიერი წყვილები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ოცეულში მოხვედრა მათთვის ღირსეული შედეგია”, - აღნიშნა ირაკლი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ყინულზე ქართველი წყვილის გამოსვლას დარბაზი ფეხზე წამომდგარი შეეგება. “ჩვენს თავს დატრიალებული უბედურების გამო, ქართველების გამოჩენას ყინულზე განსაკუთრებულად შეხვდნენ. დარბაზი ფეხზე ადგა და ძალიან თბილად შეეგება წყვილს. ამერიკულმა ტელეარხებმა კი, პირდაპირ ეთერში საგანგებოდ მხოლოდ ქართველი წყვილის გამოსვლა აჩვენეს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ეს ყველაფერი”, - განაცხადა ირაკლი ჯაფარიძემ. ქართველ სპორტსმენებს მამაკაც მოციგურავეთა შორის ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევგენი პლატოვი ავარჯიშებს. ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის დუეტი 8 თვის წინ შედგა. ელისონ რიდი ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს სახელით ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. წყვილს ევგენი პლატოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავარჯიშებს. ყივნულზე ცეკვებში მოციგურავე წყვილებს შორის შეჯიბრებები 21 და 22 თებერვალსაც გაიმართება. 22 თებერვალსვე, სამი დღის განმავლობაში მიღებული ქულების ჯამით ოლიმპიური ჩემპიონები გამოვლინდებიან. რაც შეეხება მოციგურავე ქალთა შეჯიბრს, რომელშიც ელენე გედევანიშვილი მონაწილეობს, 23-25 თებერვალს გაიმართება. ელენე გედევანიშვილი ვანკუვერში დღეს ჩავიდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს რა, ძველი ინფო დადეს?
  7. ღმერთო, რა შემიძლია, რით გცე ნუგეში? ჩემი აზრით, გლობალ მოდერატორს სამი რამ მოეთხოვება: გონება, გემოვნება, ობიექტურობა. ხოდა, ჩემო კარგო, სამივე ღირსების მთლიანობას გისურვებ. :2kiss: პ.ს. შენს გვერდით მიგულე
  8. ??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
  9. babuagiorgi თუ გინდა ერთი წელი იყოს მომეწონა
  10. “უცნობი” - „მინუს ერთი“თითიდან გამოწოვილი მოდელია „მინუს ერთი“ გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი მოდელია, - ამის შესახებ, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობი”) დღეს, “დაიცავი საქართველოს!” ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა. „მინუს ერთი საერთოდ არ მიყვარს. ან ყველა, ან არავინ“ – აღნიშნა “უცნობმა”. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ზურაბ ნოღაიდელი „საკანი #5“–ის დახურვის შემდეგ საერთოდ არ უნახავს. “ალასანიას და „ალიანსს“ თუ მოლაპარაკებები აქვთ ნოღაიდელის წინააღმდეგ, ჰკითხეთ მათ. თუ ამ რეჟიმს ნამდვილად ებრძვიან, დღეს ქვეყანაში მინუსი მიუღებელია“,-დასძინა “უცნობმა”. "რესპუბლიკელებისა’’ და "მემარჯვენეების" ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ 17 თებერვალს ოპოზიციას გაერთიანების ფორმულა შესთავაზეს. ‘’ყველას მინუს ერთი’’ – ამ ფორმულაში ‘’ალიანსის’’ ლიდერები ოპოზიციის ერთობას ნოღაიდელის გარეშე გულისხმობენ, რის მიზეზადაც ექსპრემიერის პრორუსული კურსი სახელდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 გულწრფელად ვაღიარებ:- ჩემთვის ეს მასტი პლინტუს ქვემოთ არის
  11. kisa წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერას დაკარგავდნენ
  12. Siknadmo ბევრჯერ გაგაფრთხილე პოსტებს ნუ კემსავ-მეთქი, მაგრამ შენსას არ იშლი. დაისვენე ორი საათი
  13. გია გაჩეჩილაძე - არჩევნების გაყალბება ქვეყანაში კიდევ ერთი "ჭექა-ქუხილის" დაწყების მიზეზი უნდა გახდეს მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება საქართველოში კიდევ ერთი "ჭექა-ქუხილის" დაწყების მიზეზი უნდა გახდეს. "საქართველოში არჩევნები ვერაფერს შეცვლის, რადგან ის ისევ გაყალბდება, მაგრამ ამას მთელი მსოფლიო დაინახავს; არჩევნები ქვეყანაში ჭექა-ქუხილის დაწყების მიზეზი უნდა გახდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ "დაიცავი საქართველოს" ოფისთან. არსებული ინფორმაციით, მოძრაობის ოფისში ამ წუთებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელსაც "ალიანსის" წარმომადგენელი კოკა გუნცაძეც ესწრება. ამავე ოფისში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი ეროსი კიწმარიშვილიც. ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილება თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურის დაყენების თემა, კოკა გუნცაძემ პასუხის გაცემას თავი აარიდა და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს თავის დროზე გაიგებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ესე იგი, ძმები იმედოვნებენ, რომ ამ არჩევნების შემდეგ პროვოკატორი ხარის (სასაკლაოზე მიყვანილი საქონელის დაკვლის გაადვილების მიზნით, ყასბები, დასაკლავ საქონელს სათავეში უყენებენ სპეციალურად ამ მიზნით გაჩვეულ "პროვოკატორ ხარს", რომელსაც დასაკლავად საქონელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიყვება ხოლმე) როლს შეასრულებენ და სასაკლაოსკენ გაგვიძღვებიან? რავი, ჩემთვის არჩევნების გაყალბებაც მიუღებელია და ეს სცენარიც-თქვენთვის?
×
×
  • შექმენი...