Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. სოზარ სუბარი - “ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა” “ახალი თაობა" 19.02.2010 ლიცემერი: ობიექტურობის მიზნით უნდა აღინიშნოს , რომ თანამედროვე სამყაროში მრავალგვარი სიყვარული არსებობს, ტრადიციული, ამაღლებული-ქალის და კაცის, პოეტების მუზა, მწერლების შთაგონების წყარო და მანკიერიც: სოდომური ცოდვით დამძიმებული: ჰომოსექსუალური, ბისექსუალური, ლესბოსული, თვით პედოფილიაც კი, მაგრამ რუსეთის სიყვარულს ნოღაიდელ-მამრაძის და ძიძიგურ-კუკავასნაირ ნაბოზრებისთვის ვერანაირი სიყვარული ვერ შეედრება. ამ გრძნობაში არის რაღაც დედობრივი, ამაღლებული ნაზი, რომელიც ნაყოფის სიმახინჯეზე, შვილის მანკიერ ქმედებებზე თვალს დაგახუჭინებს, ე. წ. "უმაღლესი რუსულ-ქართული იდეალები", რომელსაც მე ბოლომდე ვერ ვერ ჩავწვდი, რომელიც მხოლოდ რწმენის სფეროა და მხურვალე რუსოფილების გულის ფიცარზეა ამოტვიფრული . ჰოდა, ყველა რუსოფილი რაც შეიძლება შორიდან გამოექანეთ და დამაფრინდით. თქვენი დედებს ##### მონიტორსაც არ ვეფარები. რამაზი ვარ შუბითიძე + გოგა ხაინდრავა. “ნოღაიდელი არის ხაზინის ქურდი. ის 12 წლის განმავლობაში იყო ჩინოვნიკი და მანამდე კი კალოშებით ჩამოვიდა თბილისში და ზურაბ ჟვანიას სახლში ცხოვრობდა, დღეს კი საჯაროდ წარმოადგინა თავი, როგორც მილიონების პატრონმა. სად მოახერხა ნოღაიდელმა ამდენი ფული დაგროვება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც ჩინოვნიკს, კომერციული საქმიანობის უფლება არ ჰქონდა. თუ ეს მე ვიცი და ეს კითხვები მაქვს, ნუთუ მერაბიშვილსა და სააკაშვილს, ვინც ისტორიებს იგონებენ აბსოლუტურად პატიოსან ადამიანებზე" "რეზონანსი" 19.02.2010
  2. Saturn ერთ ბედ ქვეშა ვართ... სანამ არ ჩაირთვება სამსახურში ვიქნები
  3. ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2010 • “მიდის აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაცია. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აუცილებლად აღმოჩნდება და იქ აფხაზებს აღარ დაედგომებათ” • გოგა ხაინდრავა - “არასოდეს მეპარებოდა ეჭვი კახასა და ზვიადის სამშობლოსადმი ერთგულებაში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ნოღაიდელთან მათი ალიანსი” • სოზარ სუბარი - “ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა” “მიდის აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაცია. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აუცილებლად აღმოჩნდება და იქ აფხაზებს აღარ დაედგომებათ” “17 თებერვალს მოსკოვში სოხუმის ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმებათა პაკეტი პრაქტიკულად აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაციის დასაწყისია. ეს შეთანხმებები ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა - რუსეთის რკინიგზას მართვაში გადაეცა აფხაზეთის რკინიგზა, კომპანია “როსნეფტს” გადაეცა აფხაზეთის ავტოგასამართი სადგურების ქსელი და აფხაზეთის შელფზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების ჩატარების უფლება, რუსული კომპანიები აეროპორტებისა და საზღვაო პორტების რეკონსტრუქციაში მიიღებენ მონაწილეობას და ა.შ.” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის დეაფხაზიზაციის დასაწყისი / რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების დაუბრკოლებლად შეძენის უფლება მიეცემათ. “ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ. დასასრულ - ბაღაფშმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული საკითხია და აფხაზეთის მცხოვრებთან მსყიდველუნარიანობა რუსეთის მოქალაქეებისაზე გაცილებით დაბალია, ადვილად პროგნოზირებადია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვში პომპეზური დახვედრა მოუწყვეს, საპატიო ყარაულითა და უცხო ქვეყნის ლიდერის სტუმრობისას მიღებული სხვა ატრიბუტებით. შეთანხმებათა ხელმოწერის თარიღიც საგანგებოდ იყო შერჩეული - რუსული და აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, 17 თებერვალს ზუსტად 200 წელი შესრულდა აფხაზეთის რუსეთის იმპერიაში შესვლიდან. თბილისში გაკეთებული შეფასებების მიხედვით, ბაღაფშსა და საზოგადოდ აფხაზურ საზოგადოებას საზეიმო არაფერი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ქართველ ექსპერტთა შეფასებით, ეს ხელშეკრულებები დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იძულებითი ნაბიჯია - რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის ცნობის ერთგვარი საფასური. აფხაზური ოპოზიცია ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამ და ადრე დადებული შეთანხმებების სხვადასხვა, აფხაზეთისთვის აშკარად კაბალური მუხლების გამო, თუმცა უშედეგოდ. ყველაზე მტკივნეული კი მათთვის ალბათ სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილება იქნება, რომელიც რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთში უძრავი ქონების უფლებას აძლევს. ეს იქიდან ჩანს, რომ განმარტებები თავის ამ დაპირებაზე ბაღაფშმა მოსკოვიდანვე გააკეთა: “ეს კანონი ჯერ არ არსებობს. ჩვენ ვამზადებთ კანონს იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ახალაშენებული სახლების ყიდვა შეძლონ. ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან რუსები აფხაზეთში მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდიან და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ აფხაზეთში არ უნდა იცხოვრონ, ეს მათი პრობლემაა”, - დასძენს გამოცემა. “აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი აცხადებს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება “პარლამენტში” განსახილველად უახლოეს თვეებში შევა. თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ამ ცვლილების განხილვას აფხაზეთში სახალხო მღელვარება მოჰყვეს. კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, ბაღაფშის მიერ გაფორმებული შეთანხმებებიცა და მის მიერ მიცემულ დაპირებაც რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგია. არეშიძის თქმით, ამჯერად ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მალე აფხაზეთში შეიძლება თავად აფხაზებს აღარ დაედგომებოდეთ”, - წერს სტატიის ავტორი. “აფხაზეთი უკვე კარგა ხანია ანექსირებულია. ახლა მიდის აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიზაცია. საქმე ისაა, რომ ასეთი დოკუმენტები მომავალში ხელს შეუწყობს რუსეთის პოლიტიკურ თუ კომერციულ ელიტას, რომ ხელში ჩაიგდონ მთელი სანაპირო ზოლი. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აუცილებლად აღმოჩნდება და აქედან გამომდინარე, იქ აფხაზებს აღარ დაედგომებათ. ბაღაფშს არ უხარია ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, თანაც სახალხო მღელვარებას ვერ დაიწყებს, რადგან ამ დროს აფხაზეთი მარტო აღმოჩნდება რუსეთის წინაშე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. “აფხაზეთი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო. ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები, რადგან რუსები აფხაზეთის ქონების დიდ ნაწილს ჩაიგდებენ ხელში. საქართველოს რომ შეეთავაზებინა მათთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები, ყველაფერ ამას საქართველო მიიღებდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ლტოლვილების დაბრუნებაზე საუბრობდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. “ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. იმ შეხვედრამ ისე გაათავხედა ბაღაფში, რომ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს არასერიოზულ პოლიტიკოსად მივიჩნევო. ამის გარდა, ბაღაფშმა საქართველოსთან მოლაპარაკებების განახლებაზეც უარი განაცხადა. მედვედევის ნახვით გულგამთბარმა ბაღაფშმა შემოგვითვალა - ჩვენთან საუბარი თუ გინდათ, ჯერ გვაღიარეთო”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით "საქართველოს საპატრიარქოსთან არ ვითანამშრობლებთ”. “როგორც ვარაუდობენ, მოსკოვში ყოფნის დროს ბაღაფშს რუსების დაჩაგვრის გამო პასუხი მოსთხოვეს. ამის გარდა, გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის თანახმად აფხაზეთის რკინიგზა რუსეთს გადაეცემა. სოხუმმა და მოსკოვმა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მოაწერეს ხელი. მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ბაღაფშმა ქართულ და აფხაზურ ეკლესიებს შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა. რამდენიმე თვის სოხუმის ეპარქიამ საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აფხაზმა სასულიერო პირებმა მოსკოვსაც მიმართეს - ისინი აფხაზური ეკლესიის აღიარებას ითხოვდნენ. რუსეთის საპატრიარქომ ამაზე უარი განაცხადა. ბაღაფშის თქმით, ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ამის მოგვარების ის მოთმინებით აპირებს, ქართულ ეკლესიასთან თანამშრომლობაზე კი უარს აცხადებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ვგეგმავ მთავარი საკითხის განხილვას, როგორ ვაქციოთ აფხაზეთის ტაძრები - ახალი ათონი, იოანე ოქროპირის ეკლესია და კამანი მართლმადიდებლების მოლოცვის ადგილებად. ვაკუუმის შექმნა არ შეიძლება”, - განაცხადა ბაღაფშმა. საინტერესოა, რა ნამუსით აქცევს ბაღაფში კამანს მოლოცვის ადგილად. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რაც აფხაზებმა კამანში მდებარე ოქროპირის ეკლესიაში დაატრიალეს. ისიც ყველამ იცის, როგორ დახვრიტეს აფხაზებმა ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია”, - დასძენს გამოცემა. “მოსკოვში გალაღებულ ბაღაფშს სოხუმში არცთუ თბილი დახვედრა ელის. აფხაზური ოპოზიცია მას იმ საჯაროდ ხელმოწერილ და კულუარებში შეთანხმებულ ხელშეკრულებებზე მოსთხოვს პასუხს, რომელთა განხორციელება აფხაზეთს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ნაურუს 50-მილიონიანი აღიარება. როგორც ჩანს, აფხაზთა ლიდერი თავის მეორედ “გაპრეზიდენტების” ფასს ნატურით იხდის”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით აღიარების საფასური / რუსები ტრადიციულად ძვირს ითხოვენ. “ბაღაფშმა რუსებს რკინიგზა, საზღვაო პორტები, აეროპორტი, სამხედრო ბაზა და ბევრი უკვე ცნობილი თუ საიდუმლო ობიექტი უფეშქაშა. ამასთან, მოსკოვური ტურნეს დროს აფხაზეთში რუსთა უუფლებობაზე გულდათუთქულმა ისაუბრა... “ადრე თუ გვიან აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება. აფხაზები ვერ მივხვდით, რომ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევდა” - აღნიშნავს “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზი ექსპერტი, გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორი ინალ ხაშიგი. ეს თვალნათლივ ჩანს, უბრალოდ, რუსები, ტრადიციისამებრ, ძალიან ძვირს ითხოვენ”, - წერს სტატიის ავტორი. გოგა ხაინდრავა - “არასოდეს მეპარებოდა ეჭვი კახასა და ზვიადის სამშობლოსადმი ერთგულებაში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ნოღაიდელთან მათი ალიანსი” “ვფიქრობ, ნოღაიდელის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციის გახლეჩის მცდელობაა და დარწმუნებული ვარ, ეს არის წინასწარ შეთანხმებული ერთობლივი გეგმა. ნოღაიდელს ცალსახად დააჭერინეს პრორუსული ნიშა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ თავისუფალი იყო - ეს იყო ქართული საზოგადოების წარმატება, რადგან არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, ვინც მზადყოფნას გამოაცხადებდა რუსულ საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ გამოიჩხრიკა ნოღაიდელის ფიგურა, რომელმაც ეს სეგმენტი დაიკავა”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” წევრი გოგა ხაინდრავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხაინდრავა: “ალიანსის” მიერ საკითხის ასე დასმა სამართლიანია / ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია “კონსერვატორების” ალიანსი ნოღაიდელთან. “დაუფარავი თვალით ჩანს, რომ სააკაშვილი ცდილობს ორი პოლუსის შექმნას, ერთი თვითონ რომ არის პროდასავლური ფიგურა და მეორე მხარეს ნოღაიდელი, რომელიც გააერთიანებს ან შეერევა ოპოზიციას და ეს სააკაშვილს მისცემს საშუალებას, პროპაგანდა ოპოზიციის მისამართით გამოიყენოს. საბედნიეროდ, ბევრი არ არის იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნოღაიდელის პოლიტიკას იზიარებს. ჩემდა გასაკვირად, მასთან ალიანსში არიან “კონსერვატორები”. მე არასოდეს მეპარებოდა ეჭვი ბიძინას, კახასა და ზვიადის სამშობლოსადმი ერთგულებაში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ნოღაიდელთან მათი ალიანსი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა. “ნოღაიდელი არის ხაზინის ქურდი. ის 12 წლის განმავლობაში იყო ჩინოვნიკი და მანამდე კი კალოშებით ჩამოვიდა თბილისში და ზურაბ ჟვანიას სახლში ცხოვრობდა, დღეს კი საჯაროდ წარმოადგინა თავი, როგორც მილიონების პატრონმა. სად მოახერხა ნოღაიდელმა ამდენი ფული დაგროვება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც ჩინოვნიკს, კომერციული საქმიანობის უფლება არ ჰქონდა. თუ ეს მე ვიცი და ეს კითხვები მაქვს, ნუთუ მერაბიშვილსა და სააკაშვილს, ვინც ისტორიებს იგონებენ აბსოლუტურად პატიოსან ადამიანებზე, ეს კითხვები არ უჩნდებათ... იგივე კითხვები კონსერვატორებსაც, რა თქმა უნდა, უნდა ებადებოდეთ”, - აცხადებს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - “რა დაინტერესება უნდა ჰქონდეთ მათ ნოღაიდელის მიმართ?” - პასუხობს: “ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მეც მიკვირს და ძალიან მარტივი კითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს... დარწმუნებული ვარ, თუ პირველ ადგილზე მე ვიჯდები სასამართლოს სკამზე, რომელიც იმ ჩინოვნიკებს შეეხებოდა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნებისმიერი ვადით მოღვაწეობდნენ, იქ უნდა იჯდეს ბურჯანაძეც, სააკაშვილიცა და ნოღაიდელიც. სხვა საქმეა, როგორ განვითარდება მოვლენები და ვის რა დაუმტკიცდება. თუმცა ძალიან ძნელად წარმომიდგენია, ნოღაიდელმა თავი დაიძვრინოს ამ ვითარებიდან. იმასაც ვიტყვი, რომ მისი ნებაა სად იქნება - პოლიტიკაში, მიტინგებზე თუ სადმე სხვაგან, ჩემთვის გაუგებარია რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება - რას წარმოადგენს ნოღაიდელი, რომ ის დასაყრდენი ან ავტორიტეტია საქართველოში? პირიქით, თავად ნოღაიდელი ეძებს დასაყრდენს ჩვენი მტრების ბუდეში”. სოზარ სუბარი - “ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა” “ერთობა მინუს ერთი და თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია რუსეთს, მინუს ისინიც. მაგრამ ჯერჯერობით ეს ხმამაღლა მხოლოდ ერთმა პარტიამ განაცხადა. ამ პოზიციას თუ სხვა პარტიებიც იზიარებენ, მათ აქვთ არჩევანი და შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია - მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები ოკუპაცია თუ არა. მათაც გააკეთონ თავიანთი არჩევანი. მგონი, ძალიან მარტივი წყალგამყოფია”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალასანია კანდიდატურას არ მოხსნის. “ხშირად ლაპარაკობენ, რომ პრორუსული და პროდასავლური ძალები აბსოლუტურად არ არის ის შემთხვევა, როცა ასეთ დაყოფაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ამ შემთხვევაში ოთხი მიდგომა შეიძლება გამოვყოთ: ანტირუსული და შეიძლება ხელისუფლება ჩათვალოთ ასეთად, რომელიც რუსეთის პოლიტიკას კი არ უპირისპირდება, არამედ უპირისპირდება რუსეთსა და რუსულს ყველაფერს, რაც მიუღებელია როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად და პოლიტიკურად დამღუპველია საქართველოსთვის. მე სრულიად ვემიჯნები ამ პოლიტიკას. მეორე მიდგომა გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ამ ურთიერთობისთვის მთავარ ორიენტირად რჩება სწორედ დასავლეთში ინტეგრაცია და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამობალიბება შესაძლებლობების დონეზე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აწყობასთან ერთად - ამას შეიძლება დავარქვათ ქართული პოლიტიკა და მე, პირადად, ამ პოლიტიკის ერთგული და მომხრე ვარ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი. “მესამეს შეიძლება ვუწოდთ პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც მიზანი შეიძლება იგივე ჰქონდეს - ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი არის არა ევროპასთან ინტეგრაცია და დასავლური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, არამედ მეტი ინტეგრაცია რუსულ სივრცეში. პირადად ჩემთვის ეს პოლიტიკურად დაუშვებელია. მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მე არც მათთან დიალოგს გამოვრიცხავ და არც თანამშრომლობას. რაც შეეხება მეოთხეს - ეს არის არა პრორუსული, არამედ რუსული პოლიტიკა. ესენი არიან რუსული პოლიტიკის გამტარებლები და ამ იდეის გამტარებლები საკუთარ თავში. ნოღაიდელის პოლიტიკა არ არის პრორუსული. ეს რუსული პოლიტიკაა და იქ თანამშრომლობას გამოვრიცხავ”, - დასძენს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “მოხსნის თუ არა ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას? ამის შესახებ ბევრ საუბრობენ...” - პასუხობს: “ნამდვილად არ ვაპირებთ. მაგრამ მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და თუკი ერთობისთვის საჭიროა, დიდი სიამოვნებით ვიტყვი, რომ არათუ საკრებულოს თავმჯდომარედ, საკრებულოს წევრადაც არ ვიყრი კენჭს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125906.html
  4. თბილისში ინტერნეტის მიწოდება შეფერხებულია თბილისში ”კავკასუს ონლაინის” აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდება. ინტერნეტ-პროვაიდერის, ”კავკასუს ონლაინის” ხაზი ფოთში, რკინიგზის გასწვრივ დაზიანდა, რამაც თბილისის აბონენტების გათიშვა გამოიწვია. პროვაიდერი ინტერნეტის მიწოდების შეფერხების გამო აბონენტებს ბოდიშს უხდის. სარკინიგზო ხაზზე აღგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის აბონენტებისთვის ინტერნეტის მიწოდება დღის ბოლომდე განახლდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. lasha_alo კაი რა, მიწვალია, ლექსი დამიწერია, შენ კიდევ წამიშალე. ანუ , რაც ყველაზე მაგრად არ მევასება იმას მიჩალიჩებთ. ამის მეტს არაფერს არ გთხოვთ და ნუთუ ასე რთულია, რომ ჩემს პოსტებს გაეშვათ?
  6. ჩემი აზრით, არაფერი აღარ შეიცვლება. ასე რომ, გ ი ლ ო ც ა ვ! ფორუმის დედოფალი, გლობალ მოდერატორი _ T_A_T, სიმშვენიერით მოსილი, ამომავალი მზის დარი. გონით, პოსტებით ქებული, დილის ცისკარის სადარი :2kiss:
  7. UTUFURS ისევ მაეჭვიანებ, არა? ჟოზეს გულისთვის ჩვენი ლექსებით დუელი გახსოვს?
  8. irusha გული არასდროს ბერდება, გული ბოლომდე ცუღლუტია ლიცემერის საუბარი გულთან ლიცი: წლები გადის და ხდები გულგრილი, ადრეც მინდოდა, გულო, მეთქვა მე, თუკი შესწყვიტე წვა და დუღილი , რაღა აზრი აქვს მკერდში ფეთქავდე? გული: შენს ხელში კიდევ კარგად ვმუშაობ - სიგარეტის ბოლში, არყის სმაში, პირდაპირ მითხარ, ტყვილა ნუ მშარობ, კერძოდ, შენ რა გაქვს მხედველობაში? ლიცი: რად გემდური და გეტყვი- დავაფიქსირე დღეს ეს ფაქტი- ლამაზმა ქალმა გამიღიმა და არ მიგიღია მიკროინფარქტი! გული: მაშ, შევეცდები ფაქტი განვმარტო, ქვა გგონივარ და მე კი გული ვარ, შენ არა, შენ ცოლს არ ვღალატობ, მე შენზე ხელი ჩაქნეული მაქვს
  9. გიგი უგულავას მხარდასაჭერად მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" დაფუძნდა 18 / 02, 2010 21:43 თბილისის მერის არჩევნებზე გიგი უგულავას მხარდასაჭერად მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" დაფუძნდა. როგორც “ინტერპრესნიუსს~ მოძრაობიდან აცნობეს, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდებმა დააფუძნეს. კერძოდ, დამფუძნებლები არიან კონსტანტინე თოლორაია, გიორგი ცუცქირიძე და ზვიად ფოფხაძე. ფოფხაძე ამავე დროს ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა. ორგანიზაციამ რეგისტრაციაში გასატარებლად განაცხადი დღეს საჯარო რეესტრში შეიტანა. მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი, საარჩევნო კამპანიაში გიგი უგულავას მხარდაჭერა და თბილისელი მოსახლეობის იმაში დარწმუნებაა, რომ ხმა მერის არჩევნებზე სწორედ უგულავას მისცენ. მოძრაობა ~ჩვენი ხმა გიგი უგულავას~ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისთანავე, მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ოეე...გიგი, შე ჩემის მერო! ხომ არ დავაფუძნოთ მოძრაობა: "ჩვენი ხმა ირაკლი ალასანიას"?
  10. irusha შენ კი არა, ჩემო კარგო, მამაზეციერი ვერ მიშველის ჩუმად ტირიან დაღლილი ძვლები
  11. irusha ჰაიდა-აჰა, მადლი ღმერთს, რომ მილიონერი არ ხარ, თორემ...
×
×
  • შექმენი...