-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ძუკუ შენ არა, შენს ჭაღარას-კი :maladec:
-
newstudio მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას
-
წინა ცხოვრებაში მიშა დავითი რომ იყო ვიცით, იმის წინა ცხოვრებაში ქოჩორა ქათამი...ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ვეჭვობ. მოკლედ, ეს არაფერი- მიშა ვაჟას თანამედროვეც ყოფილა . ვაჟა-ფშაველა თმაგრძელი-ჭკუათხელა (1909) შენ , ეი ძმობილო, თმაგრძელო, ტვინთხელო, წვერებცანცარა, ჭკუაზე მოსვლის მაგივრად გადაირიე თანთანა. ჰმიეთ-ჰმოეთობ, სჯახირობ, ამბობ რაც არი, რაც არა, ჰმეგობრობ ალი-მუსიას, ნამწყრალევად ხარ ძმასთანა. სამშობლოს ზურგი აქციე , რადგან კუდი გაქვს სხვაგანა, აჩუქებ საქართველოსა , თუ ვინმემ დაგიკაკანა, ძმობა-ერთობა დაგპირდა და ღვინით პირი დაგბანა. დედას მანდილი მოჰხადე, ცოლს გაუყიდე კაბები, ღვიძლ შვილებს სიმშილით ჰხოცავ, გარეთ გაჰზიდე ტაბლები. მსმენელთა სმენა ვალდების, ისეთი შეჰქმენ ამბები . აბლაბუდებ გააბი ცოლოს და ჭორის ძაფები. საქვეყნო დარდად გაჰხადე შენ საკუთარი დარდები. სენისგან ქვეყნის მკურნალო, თვით როდის გაგვისაღდები? ფილოსოფოსის სახე გაქვს და დონკიხოტის კანჭები. გიწყვია ჯიბე-უბეში ევროპიული აზრები, უმ-უმი უღეჭ-უცხონი, მაღალი სორტის ფრაზები, პროლეტარობის დოღმები და საქანქარო გაზები . ვაი ჩვენს ხოდაბუნებსა! ვაი საბრალო ვაზები! სადუნიაოდ გაჰხადე მამათა დანათესია, მთა-ბარი სისხლით მორწყული, იმიტომ გითხარ ლექსია. გაიგე მოდი ჭკვაზედა, შეიგნე, არ ხარ მესია! იმიტომ საქართველოში თანთან გიხმება ფესვია. რომ მოხდებოდა ეს ასე, ადრევე დაგიკვნესია. უტიფრობაში ჩამიგდე, ეხლა ზიხარ და ჰკვნესია. ხანდახან, ვგონებ ამბობდე: "რად მომივიდა ესია?" ეგ დღე მოელის, ბუნების ვინაც არ იცის წესია, ვინ გინახიათ მითხარით, მთაში მოსული ნესვია?! დალოცვილი კლასიკოსები არასდროს ბერდებიან და არ "ცვდებიან" რას იტყვით?
-
ნოღაიდელმა "ყველას მინუს ერთი" ფორმულაზე პირველი კომენტარი გააკეთა 18 / 02, 2010 18:38 ყაზახეთიდან დაბრუნებულმა ‘’მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ოპოზიციური ერთობის შესახებ გამყრელიძე-უსუფაშვილის ფორმულაზე – ‘’ყველას მინუს ერთი’’ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ნოღაიდელმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მისთვის ‘’კონსერვატორი’’ კახა კუკავას ფორმულა ‘’ყველას მინუს სააკაშვილი" უფრო მისაღებია. ექსპრემიერის განცხადებით, ჯერჯერობით ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა სცადოს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, ხოლო თუ ვინმეს უნდა ეს ერთობა და მოქმედებს სხვა პრინციპებით, ეს მისი გადასაწყვეტია. ‘’თავის დროზე, ჯერ კიდევ სექტემბერში, პრაიმერის იდეა თავად დავით გამყრელიძემ გამაცნო, რაზეც თანხმობა განვაცხადე, მოგვიანებით კი, ოფიციალური მოწვევა პრაიმერზე ‘’კონსერვატორებისგან’’ მივიღე’’, - აღნიშნა ნოღაიდელმა, რომელიც ოპოზიციური ერთობის წინაპირობად ოპოზიციური სპექტრის პრაიმერში მონაწილეობაზე თანხმობას მიიჩნევს. რაც შეეხება გამყრელიძე-უსუფაშვილის განცხადებას ნოღაიდელის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ხალხს ყველაფერი ახსოვს და გადაწყვეტილებებს ხალხი მიიღებს. ‘’რესპუბლიკელებისა’’ და ‘’მემარჯვენეების’’ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ 17 თებერვალს ოპოზიციას გაერთიანების ფორმულა შესთავაზეს. ‘’ყველას მინუს ერთი’’ – ამ ფორმულაში ‘’ალიანსის’’ ლიდერები ოპოზიციის ერთობას ნოღაიდელის გარეშე გულისხმობენ, რის მიზეზადაც ექსპრემიერის პრორუსული კურსი სახელდება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
lasha1997 და კიდევ ერთხელ "აღდგომა და ხვალეო", ჩემო დიტო.
-
არაფერი შესაქმნელი არ არის, ნოღაიდელმა თავად შექმნა მეხუთე კოლონა
-
არის ეს თემა http://planeta.ge/index.php?showtopic=16396 იხურება
-
ეგრეთ წოდებულ ,,ლიბერალთა'' საყურადღებოდ
ლ ი ც ი replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ორივე ასო "ლ"-დან იწყება :ravic: -
პოლიტიკის განყოფილებაში არათემატური თემის გახსნისთვის სიტყვიერი გაფრთხილება
-
მიშამ ბრძანა: დასავლეთში ჩერჩილია, აღმოსავლეთში-მეო
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ჭკუა დაუშლიდა თუ სინდის-ნამუსი :ravic: -
ალიანსმა ოპოზიციურ ფლანგზე ფართო კოალიციური ერთობის შესაქმნელად ფორმულა - “ყველა მინუს ერთი” შეიმუშავეს გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა და გამყრელიძემ განაცხადეს, რომ “ალიანსი”მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოსალაპარაკებლად, გარდა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტიისა. ჩვენთვის ზურაბ ნოღაიდელი მიუღებელია, როგორც სრულიად გაურკვეველი მისიის მქონე პოლიტიკური პერსონა, წარსულში კი კრიმინალი, რომელსაც საქართველოს წინა და ახლანდელ ხელისუფლებასთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა არაერთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე”. ჩემთვის მისაღები ფორმულაა-თქვენთვის?
-
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2010 • ცოტნე გამსახურდია - “უსამართლობამ და უკანონობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა” • “ერთიანობის ფორმულა” თუ გამყოფი ზღვარი - ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა?! • სააღდგომოდ დიდი შეწყალება მზადდება ცოტნე გამსახურდია - “უსამართლობამ და უკანონობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა” “საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე ცოტნე გამსახურდიამ უარი თქვა სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე. 14 თებერვალს მის ადვოკატს, ქეთი ბექაურს საავადმყოფოდან აცნობეს, რომ ცოტნე გამსახურდია კომატოზურ მდგომარეობაშია და ორგანიზმის ინტოქსიკაცია დაეწყო. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ცოტნე უკვე 55 დღეა შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სასამართლო პროცესი, რომელიც საქალაქო სასამართლოში 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო 18 თებერვლამდე გადაიდო. ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა შარშან, 27 ოქტომბერს დააკავეს და მის წინააღმდეგ სასამართლოში ორი სისხლის სამართლის საქმე - განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ჯაშუშობა გაერთიანდა”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით ცოტნე გამსახურდია: “მძევალსა და მონას შორის დიდი განსხვავებაა” / “უსამართლობამ და უკანონობამ მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა”. “ცოტნე კვლავ უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე, - წნევის და პულსის გასინჯვაც არ სურს. ცოტნე მეორედ მოინახულა მეუფე თეოდორემ, სულიერად გაამხნევა, დალოცა და გადასცა პატრიარქის მოკითხვა. აცნობა, რომ პატრიარქს სურს მისი მონახულება. მეუფემ ცოტნეს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა. თავის დროზე ეს უწმინდესმაც ურჩია. როდესაც იგი კომაში ჩავარდა, ექიმებისგან დახმარება არ მიუღია, ამაზე თვითონ თქვა უარი და როგორც ამბობს, უფალმა იხსნა, მისი დახმარებით გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთადერთი, რასაც პატიმარი იღებს, წყალია. როგორც კობა კობალაძე გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან მტკიცებულებების არარსებობის გამო, კეთილი ინებონ და ცოტნე გამსახურდიაც უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. თანაც, აქ ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური. “დავტოვე წერილობითი მიმართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის, გიორგი ბუთლიაშვილის სახელზე. მოვითხოვ, წერილობით მიპასუხონ, როდიდან იმყოფება მათთან ცოტნე გამსახურდია, როდის დაიწყო შიმშილობა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს წერილობითი დოკუმენტი სასამართლოსთვის მჭირდება და მის მომზადებას საშველი არ დაადგა. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების სახელზე მოამზადეს მიმართვა. მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმარი ცოტნე გამსახურდია. როგორც ახლახან მაცნობეს, წერილების ავტორთა შორის არიან პარლამენტის წევრები და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. საავადმყოფოდან შეგვეხმიანა ბატონი ოტია იოსელიანი და მწუხარება გამოთქვა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესზე დასწრება არ შეუძლია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულთან მიიტანა ცოტნე გამსახურდიას გასაჭირი”, - დასძენს ქეთი ბექაური “ცოტნეს არც ერთი ძმა საქართველოში არ იმყოფება. ბატონი კონსტანტინე, კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, უცხოეთშია, არც გიორგია საქართველოში. ის, რომ მოძღვრის და ადვოკატის გარდა არავის ნახვა სურდა, გასაგებია, რომ ეს გამოწვეული იყო მისი სულიერი მდგომარეობით - ლამის ორი თვეა შიმშილობს ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ვინმეს ნახვა აღიზიანებს ან ვინმეს არ ენდობა”, - აცხადებს ქეთი ბექაური და შეკითხვას - “მისი სულიერი მდგომარეობა იმანაც ხომ არ დაამძიმა, რომ სწორედ იმ დღეებში ტელეეთერით მისი “გასამართლება” ყოფილმა მეუღლემ, სოფო ჩიკვილაძემ იკისრა?” - პასუხობს: “ამ ყველაფერს ცოტნე ცივი გონებით შეხვდა. ამ ქალბატონმა, რომელსაც არავინ იცნობდა, მოიწადინა, საქვეყნოდ ცნობილი გამხდარიყო. მან ცუდი საქმით და კუთხით გამოიჩინა თავი. როგორც ჩანს, პრობლემები აქვს და ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ წინ გვაქვს სერიოზული სასამართლო პროცესი და სოფო ჩიკვილაძემ თვითონ მიხედოს თავის საქმეს” “ყველაფერი უფლის ნებაა... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების”. უკანონობამ და უსამართლობამ მაიძულა, გადამედგა რადიკალური ნაბიჯი და შიმშილობას მხოლოდ კანონის სრულად შესრულების შემთხვევაში შევწყვეტ. არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. პირიქით, მათ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ დამნაშავე ვარ. ვნახოთ...”, - აცხადებს ცოტნე გამსახურდია გამოცემის კორესპონდენთტან ბლიც-ინტერვიუში და შეკითხვას - “დედათქვენს, ქალბატონ მანანა არჩვაძეს ადრე ხშირად უთქვამს, ჩემი შვილები შევარდნაძის ხელისუფლების მძევლები არიანო. ანალოგიური რამ ხომ არ გრძელდება ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძმა - გიორგი სახელმწიფო სამსახურშია?” - პასუხობს: “მძევალსა და მონას შორის დიდი განსხვავებაა”. “ერთიანობის ფორმულა” თუ გამყოფი ზღვარი - ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა?! თბილისის მერის არჩევნებზე საერთო ოპოზიციონერი კანდიდატის წარსადგენად “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეების დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულმა “ერთიანობის ფორმულამ”, რომელიც მოლაპარაკებებში ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობას გამორიცხავს, მკვეთრი დაპირისპირება უკვე გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ერთიანობის ფორმულა” თუ გამყოფი ზღვარი / “ალიანსის” შეთავაზებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. “პრაიმერის მომხრე ოპოზიციონერები გახლეჩის მცდელობაზე ალაპარაკდნენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში არ მოიძებნება საღი აზრის მქონე ძალა, რომელიც ამ ფორმულას დაეთანხმება. ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სცენარზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ორ ნაწილად უნდა გაიყოს - ერთი მხრივ, დაბალანსებულ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციად და მეორე მხრივ, “მარგინალებად”. “ალიანსის” თანათავმჯდომარეები პასუხად აცხადებენ, რომ ეს “ალიანსის” ზნეობრივი იმპერატივი და უცვლელი სტრატეგიაა”. “ახალი მემარჯვენეებისა” და რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, რომელიც კონსულტაციების გზით მერობის საერთო კანდიდატის წარდგენას ეხება, ოპოზიციურ ფლანგზე ფართო კოალიციური ერთობის შესაქმნელად ფორმულა - “ყველა მინუს ერთი” შეიმუშავეს”, - აღნიშნავს გამოცემა. “გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ “ალიანსი”მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოსალაპარაკებლად, გარდა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტიისა. “ჩვენთვის ზურაბ ნოღაიდელი მიუღებელია, როგორც სრულიად გაურკვეველი მისიის მქონე პოლიტიკური პერსონა, წარსულში კი კრიმინალი, რომელსაც საქართველოს წინა და ახლანდელ ხელისუფლებასთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა არაერთ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე”, - განაცხადეს “ალიანსის” ლიდერებმა. ხოლო ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას აძლევენ მოლაპარაკების შანსს და და წინაპირობების გარეშე მოლაპარაკეთაბა მაგიდასთან ეპატიჟებიან. “ალიანსის” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ოჩებიან ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი, თუმცა, მათი განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე დაამტკიცებს, რომ არსებობენ ამ ორ ადამიანზე უფრო ძლიერი კანდიდატები, ამ შემთხვევში “ალიანსი” ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს”, - დასძენს გამოცემა. “ალიანსის” განცხადებას ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენელი პეტრე მამრაძე მიუღებელს უწოდებს და მინიშნებას აკეთებს, რომ ალასაინას გუნდი ოპოზიციაში დაქსაქსულობისა და დაპირისპირების შემოტანას ცდილობს. მისი თქმით, პარტიები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნოღაიდელის გუნდს და ჩართულების არიან პრაიმერის სარგანიზაციო კომიტეტში, უარს არ იტყვიან ნოღაიდელთან კავშირზე იმის ნამო, რომ “ალიანსს” ახალი შეთავაზება აქვს. პრაიმერის მომხრეები კი “ალიანსის” ინიციატივას კატეგორიულად აპროტესტებენ და მას გაერთიანების ჩაშლისკენ მიმართული უწოდებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ მსგავსო მოლაპარაკებები ვერ შედგება - “ქრისტიან-დემოკრატ” ლევან ვეფხვაძეს “ალიანსის” გაერთიანების ფორმულასთან მიმართებაში პრობლემად ოპოზიციურ პრაიმერში მონაწილე პარტიები მიაჩნია”, -წერს სტატიის ავტორი. “ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს მივესალმები, თუმცა გამყრელიძე-უსუფაშვილის პრესკონფერენცია ერთობის ჩაშლის ინიციატივას უფრო ჰგავდა. დასანანია, რომ “ალიანსის” ლიდერებს მცდარი მოსაზრებები აქვთ”, - ამბობს “სახალხო პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. “ალიანსის” განცხადებას “კონსერვატორი” კახა კუკავა დასანანს უწოდებს და ამბობს, რომ “კონსერვატორთა” პოზიცია, მიუხედავად ამ განცხადებისა, კვლავ უცვლელია”, - დასძენს სტატიის ავტორი. “ალიანსელებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიციის გაერთიანებაზე იყო საუბარი. ამ გაერთიანებაში “ალიანსი” ყვლეას ეპატიჟება, გარდა ერთისა. ის ერთი კი პუტინის ძმაკაცი ზურაბ ნოღაიდელი გახლავთ”, -წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა / დავითაშვილი და ბურჯანაძე “ალიანსი საქართველოსთვის” ინიციატივას უწუნებენ. “ნოღაიდელი ოპოზიციისთვის ადრეც მიუღებელი ფიგურა იყო. ამის გამო ის შარშანდელ აქციებს არ დაასწრეს. ოპოზიციურად დამუხქული და ოპოზიციის მიერ მოკვეთილი ნოღაიდელი აჭარაში ატარებდა აქციებს. მერე გავიდე თვეები, ოპოზიციას ფული შემოელია და მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე - ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოღაიდელის ორბიტაზე დატრიალდა. ნოღაიდელის ფინანსებმა ოპოზიციონერებს ბევრი რამე დაავიწყა. დანარჩენმა ოპოზიციამ და ნაციონალებმა ნოღაიდელი მიივიწყეს, მაგრამ ნოღაიდელი არ ისვენებდა, იმედი იარა, რომ პუტინის კაბინეტში ამოყო თავი. მერე პუტინის პარტიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ამის გამო ის და მისი თანამოაზრები სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს. ღალატში ბრალი იმ პარტიებსაც დასდეს, რომლებიც ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებას ითხოვენ.ითელი უბედურება და ბედნიერება ისაა, რომ ნოღაიდელი მეპრაიმერეთა რიგებშია”, - აღნიშნავს გამოცემა. “ოპოზიციაში ახალი იდეების გამოჩენამ საგანგებო ბრიფინგი გაამართვინა ბურჯანაძის პარტიასაც. დემორკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის წევრ რომან კუსიანის თქმით, “ოპოზიციურ ერთიან კანდიდატზე შეთანხმების მიღწევის საბაბით, “ალიანსი საქართველოსთვის” მზად არის, ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატების საკითხის გადახედვის ხარჯზე ჩაერთოს სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში. საყურადღებოა “ეროვნული ფორუმის” განცხადებაც, საარჩევნო გარემოს გამოსწორების მიზნით ბრძოლის დაწყების შესახებ. ეს გაკეთდა იმ ფონზე, როცა “ფორუმი” საერთოდ უარს აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის გიგა ბოკერია საჯაროდ საუბრობენ საკმაოდ საინტერესო სქემაზე, რომ ისინი ოპოზიციას ყოფენ ორ ნაწილად ერთ ნაწილში შედის ე.წ. დაბალანსებული არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ხოლო მეორე ნაწილში ერთიანდება ყველა შეურიგებელი პოლიტიკური ძალა, ანუ ე.წ. მარგინალები”, - აღნიშნავს გამოცემა. “სქემის მიხედვით, რომელსაც ხელისუფლება უკვე მიზანდამიმართულად დიდი ხანია თავს ახვევს საზოგადოებას, დასავლური ღირებულებები, ევროპული ორიენტაცია, ნატო, მხოლოდ რჩეულთა, ხელისუფლებისა და დაბალანსებული არასაპრალამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მახასიათებელია. დაიწყო დიდი გადაადგილნბის პროცესი, რომელიც ხაზგასმით აღვნიშნავ, შექმნილ პოლიტიკურ რეალობასა და სახელისუფლო სქემას შორის მსგავსებას ავლენს”, - განაცხადა რომან კუსიანმა. კუსიანი გვპირდება, რომ მათი პარტია არჩეულ კურსს და შეცვლის და ისევ რადიკალური გზით ივლიან. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები იქნება მორიგი ფარსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის გადასარჩენად საჭიროა საპრეზიდენტო და საპრალამენტო არჩევნების დანიშვნა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა. გამოსავლად კი საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივას მიიჩნევენ, რომლებიც წარმომადგენლობითი კრების ჩატარებას აპირებენ”, - დასძენს გამოცემა. სააღდგომოდ დიდი შეწყალება მზადდება “სადღაც თებერვლის ბოლოს მივმართავ წერილობით პრეზიდენტს, რომ მისგან მივიღო წერილობითი თანხმობა და მითითება, რომელ რიცხვებში ჩავატარო შეწყალების კომისიის სხდომა. ტრადიციულად ჩვენ მარტის თვეში ყოველთვის ვატარებთ შეწყალების კომისიის სხდომას. არ დაგიმალავთ და ვცდილობდით დედის დღესთან დაკავშირებით ქალბატონების შეწყალებას. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ქალთა ციხის ცნობილ ბუნტთან დაკავშირებით. სანამ სასამართლო არ დამთავრდება, მანამდე ქალების საკითხს ვერ განვიხილავთ. ისინი ამოღებული არიან ჩვენი სარეკომენდაციო სიიდან”, - აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გაზეთ “რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააღდგომოდ დიდი შეწყალება მზადდება. “მეც რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მაისში არჩევნებია და ალბათ იქნება შეწყალებაო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის შეწყალებაზე, რაღაცის მიბმა რაღაც საკითხთან ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. 15 წლის განმავლობაში ამას ვაკეთებ და არასდროს არ მიფიქრია რაღაცაზე გარდა იმისა, რომ პატიმარს მიეცეს საშუალება, გამოვიდეს ციხიდან. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ჩვენი კომისია, სამწუხაროდ, გრანდიოზულ ციფრს არასდროს დებს. ყველაზე დიდი სია 500-კაციანი გვქონდა და იქიდან ჩვენი სიით შეიწყალეს მხოლოდ 81 პატიმარი. ბოლოს, როცა ჩვენ ჩავატარეთ საახალწლოდ კომისიის სხდომა, მაშინ განვიხილეთ 90 საქმე და მხოლოდ 11 დაკმაყოფილდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე თევდორაძე. “განცხადება შემოვიდა საკმაოდ ბევრი და ახლაც შემოდის. მაგრამ ამის შემდეგ არის განცხადების დამუშავება, საქმის გამოთხოვა და მიღება სათანადო დოკუმენტაციის ადგილიდან, რაც, სამწუხაროდ, ჭიანურდება. ჩვენ გვაქვს შემითხვევა, როცა სექტემბერში გამოთხოვილი საქმე დეკემბერში მოდის. უკვე ადგილზე როგორ უდგებიან ამ საკითხს, ამაზე საუბარი მიჭირს. რატომღაც არაა საათივით აწყობილი ეს საკითხი - ზოგი განცხადება შემოვიდა სექტემბერში და დეკემბერში განვიხილეთ... ახლა იწყება იმ განცხადებების დამუშავება, რომელიც თებერვალში შევა. ვფიქრობ, რომ დეკემბრის, იანვრის და თებერვლის პირველი ნახევრის მასალები გამოტანილი იქნება განსახილველად მარტის სხდომაზე”, - დასძენს ელენე თევდორაძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125781.html
-
მიშამ ბრძანა: დასავლეთში ჩერჩილია, აღმოსავლეთში-მეო
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T რა ხუმრობი, რის ხუმრობა, მასტი მალე თავს მოსეს შეადარებს -
ოპოზიცია მეტროს სადგურ “დიდუბის” მიმართულებით მსვლელობას მართავს ოპოზიციის მსვლელობა მეტროს სადგურ “წერეთლიდან” “დიდუბის” მიმართულებით რამოდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილენი მსვლელობის პარალელურად წერეთლის გამზირზე ე. წ. პოლიტპატიმრების პლაკატებს აკრავენ. აქციაში ოპოზიციიდან მონაწილეობას იღებენ: “კონსერვატორები” ბიძინა გუჯაბიძე და კახა კუკავა; “ხალხის პარტია” - ალექსანდრე შალამბერიძე; აქციაში მონაწილეობენ “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” წევრები; ასევე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერები. როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე, უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი აქციები გაიმართება. აქციები მანამდე იქნება, სანამ საქართველოში ერთი უკანონო პატიმარიც კი დარჩება. მისი თქმით, ვალდებულები არიან ბრძოლა გააგრძელონ იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო დააკავეს. კუკავას განცხადებით, მორიგი აქცია ხუთშაბათს, 12:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მიშამ ბრძანა: დასავლეთში ჩერჩილია, აღმოსავლეთში-მეო
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"იტარ-ტასი" - მიხეილ სააკაშვილმა თავი უინსტონ ჩერჩილს შეადარა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უინსტონ ჩერჩილს შეადარა თავი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობას 1940-1945 და 1951-1955 წლებში ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, სააკაშვილი ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. "მიაჩნიათ, რომ მე ცხელი და შემტევი ვარ. სწორედ ასე ახასიათებდნენ ჩერჩილს ამერიკაში",-აღიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტების განახლების საფრთხეს არ გამორიცხავს. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, შეჭრა ისევ მოხდეს, თუმცა, არ კონკრეტდება, საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეხება თუ არა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქართული ქვედანაყოფები ავღანეთის პროვინცია გილმენდში ჩავლენ. ამ რეგიონში ნატო-ს ჯარები და ავღანელი ჯარისკაცები "თალიბანის" მოძრაობის მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას - "მოშტარაკს" ატარებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ვაი უბედურო საქართველო! -
მიშამ ბრძანა: დასავლეთში ჩერჩილია, აღმოსავლეთში-მეო
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ ჩაგეთვალა -
არ მიღალატია ეკა. შენი და goddess კანდიდატურა ძალიან მომწონს, მაგრამ ამ "თანამდებობაზე" T_A_T იდეალური ვარიანტია. სხვათაშორის მასთან იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს
-
უგულავა საცოლეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ანებივრებდა?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DATA TUTASXIA კარგი, ჩათვალე, რომ კონკურენტები წერია -
უგულავა საცოლეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ანებივრებდა? თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა დედაქალაქის მერი გიგი უგულავა კორუფციაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. კობა დავითაშვილი: - ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომლის თანახმად, გიგი უგულავამ 2008 წლის 18 სექტემბერს ქალაქის ბიუჯეტიდან დეპუტატ გიორგი მელაძეს - 9.277 ლარი, იმავე წლის 24 ოქტომბერს კი თავის საცოლეს და მერიის აპარატის უფროსის მოადგილე ლელა კილაძეს 2 539 ლარი გადაურიცხა. მოპარული თანხის რაოდენობა, საერთო ჯამში, 10 ათას ლარს აღემატება. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ლელა კილაძე დღეს უკვე გიგი უგულავას მეუღლეა, გიორგი მელაძე კი მისი პოლიტიკური გუნდის წევრი და მეგობარი. ”ყველა სიახლე” 18-02-2010 ლიცემერი: რავი, რაღა დაგვჩენია-გარდა ერთის-ვენდოთ ხაზინის ქურდს, ისევე როგორც უთქმელად ვენდობოდით კომპარტიას და მათ ლიდერებს. მით უფრო, როცა ნდობის უზარმაზარი საბჭოური გამოცდილება გაგვაჩნია. მაშ-ს ასე დაეწყეთ, ჩადექით მწყობში, სწორება ხაზინის ქურდისკენ, ალასანიასკენ გახედვა დაუშვებელია, მეტიც, ქვეყნის "ღალატია".
-
sin165 აბა რითი ფიქრობენ?
-
მიშამ ბრძანა: დასავლეთში ჩერჩილია, აღმოსავლეთში-მეო
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და რატომ გაგიკვირდა? -
Jonathan Livingston რას გვერჩი?