Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. irusha მოგიკვდეს ჩემი თავი
  2. სოზარ სუბარს ერთიანი კანდიდატის შერჩევის მისაღებ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ესახება სოზარ სუბარს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის მისაღებ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ესახება. ამის შესახებ აღნიშნულია სუბარის ჟენევიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს “რესპუბლიკელების” წარმომადგენლემა, სოფო ხორგუანმა დღეს გააცნო. ამასთან, ხორგუანმა აღნიშნა, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი იზიარებს “ახალი მემარჯვენეების” და “რესპუბლიკელების” პოზიციას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის დაუშვებლობის თაობაზე. “ალიანსი საქართველოსთვის” ყოველთვის ესწრაფვოდა ერთობას. სწორედ ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი, როცა “ალიანსს” შევუერთდი. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩემი ყველა ქმედება მიმართული იყო ერთიანობის მიღწევისკენ. ახლაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზადყოფნას ერთიანობისთვის. კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონივრული ნაბიჯების შემთხვევაში გამარჯვება სავსებით შესაძლებელია და ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების და სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი”, – ნათქვამია განცხადებაში. სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველასთვის მისაღებ ერთადერთ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა ესახება, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს ხალხის განწყობას და მეორე მხრივ, ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც გამორიცხავს. “შერჩევის ამ ფორმას სხვა ბევრი უპირატესობაც აქვს. მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ფინანსურ რესურსს, ვიდრე პრაიმერი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გარანტირებულია კონტროლის იმ მექანიზმების შექმნა, რაც უზრუნველყოფს მიუმხრობელი და ობიექტური გამოკითხვის ჩატარებას. არ იწვევს დაპირისპირებას კანდიდატებს შორის. ამიტომ დაბეჯითებით ვთხოვ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მოითხოვს გაერთიანებას, სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გამოდის ოპოზიციური გაერთიანების მოწოდებით, არა მხოლოდ ვისაუბროთ გაერთიანებაზე, არამედ შევთანხმდეთ გაერთიანების რეალურ მექანიზმებზე”, – ნათქვამია სოზარ სუბარის განცხადებაში. ამასთან, “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ “ალასანია-სუბარის ტანდემის” დაშლა არ გამორიცხა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ რადიო “პალიტრის” ეთერში გუშინ გააკეთა. ალასანიას თქმით, ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცეში მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდით ჩართვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი და სოზარ სუბარის პოზიციები არ ემთხვევა, თუმცა, როგორც “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა განმარტა, მათ ერთმანეთს პოლიტიკური თავისუფლება მისცეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  3. გილოცავ!http://i076.radikal.ru/1002/81/537093cb8341.jpg
  4. მამუკა კაციტაძე - ერთიანი კანდიდატის გამოვლენა უსერიოზულესი ამოცანაა და მსგავს პროცესებში ყოველთვის ვმონაწილეობთ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში "მემარჯვენეები" მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა კაციტაძემ განუცხადა, პირველ რიგში საინტერესოა ტექნიკური საკითხები, კერძოდ, რა ფორმით და მეთოდით უნდა გამოვლინდეს საერთო კანდიდატი. "ერთიანი კანდიდატის გამოვლენა არის უსერიოზულესი ამოცანა და მსგავს პროცესებში ყოველთვის ვმონაწილეობთ. თუმცა, პირველ რიგში საინტერესოა ტექნიკური საკითხები, კერძოდ, რა ფორმით და მეთოდით უნდა გამოვლინდეს საერთო კანდიდატი",-აღნიშნა კაციტაძემ. მისივე აზრით, პრაიმერი ხელისუფლების სერიოზული მობილიზაციის საგანს წარმოადგენს და ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად არ გამოდგება. კაციტაძემ აღნიშნა, რომ "ალიანსის" კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში არის ირაკლი ალასანია და ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა. "განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პრაიმერთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია, ალასანია კი არ ფიქრობს, რომ ეს საკითხი ასე ერთმნიშვნელოვნად გადასაჭრელი არ არის", - განაცხადა კაციტაძემ. თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დღეს დაიწყო. რაც შეეხება აღნიშნულ კონსულტაციებში "ალიანისის" კიდევ ერთი სუბიექტის - "რესპუბლიკელების" მონაწილეობას, როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, კონსულტაციებში მხოლოდ პრაიმერის თემის დახურვის შემდეგ მიიღებენ მონაწილეობას. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 საინტერესო სიტუაცია გაიჩითა
  5. ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2010 • დაიშალა თუ არა “ალიანსი საქართველოთვის” - თანამშრომლობა ნოღაიდელთან... ნოღაიდელის ფულის გარეშე? • რატომ არ მიდის სააკაშვილი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე • გაფორმდა მემორანდუმი ახალი პოლიტიკური სატელევიზიო არხის შესახებ დაიშალა თუ არა “ალიანსი საქართველოთვის” - თანამშრომლობა ნოღაიდელთან... ნოღაიდელის ფულის გარეშე? “ალიანსი” დაიშალა. არა, არ დაშლილა, ერთიანია, მაგრამ მთავარ საკითხზე ვერ თანხმდება - ეს არის ის განცხადებები, რაც ალიანსის ლიდერების მხრიდან კეთდება. მთავარი კი ის არის, რომ ალასანია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევისთვის დათმობებზე მიდის და როგორც ჩანს, ეს კანდიდატი, ასე თუ ისე, შეირჩევა - “ახლების” და “რესპუბლიკელების” მონაწილეობით, ან მათ გარეშე. ალასანიას ეს გალაწყვეტილება რა შედეგის მომტანი იქნება, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძნელია.მაგრამ ფაქტია, რომ ალასანიამ “ალიანსის” მოჯადოებული წრე გაარღვია და საკუთარი პარტნიორების წინააღმდელობის მიუხედავად, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სარწმუნო ფიცი, საკვირველი ბოლო... / “ალიანსი” იფიცება, რომ არ დაშლილა. “ალიანსის” შიგნით ბოლო დროს ყველაფერი რიგზე რომ არ იყო, ფაქტია. გაჩენილ დაპირისპირებას კი უპირველესად “ახლების” და “რესპუბლიკელების” ზედმეტ ამბიციებსაც უკავშირებენ. როდესაც ეს ალიანსი შეიქმნა, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, ირაკლი ალასანიასთვის, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეიტინგი ჰქონდა, ეს პარტიები ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. ამ გაერთიანებას ალასანიასთვის, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი მომენტიც ჰქონდა. თუნდაც ის, რომ ათწლიან და ოცდაათწლიან პარტიებს პარტიული მუშაობის გამოცდილება და რესურსი გააჩნდათ, როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათი ეს რესურსი არც ისე ძლიერი აღმოჩნდა, როგორც გარედან ჩანს. განსაკუთრებით კი “ახლების”. სწორედ ამიტომ, ალიანსის წარმომადგენლებს პირად საბურებში არაერთხელ უთქვამთ, ალასანია იმედგაცრუებულიაო. სხვათა შორის, ალასანია არათუ ალიანსის მასშტაბით, არამედ საკუთარ პარტიაშიც ვერ ახერხებდა წევრების მიღებას “ახლების” და რესპუბლიკელების” თანხმობის გარეშე”, - აღნიშნავს გამოცემა. “ცხადია, ალასანიას დათმობებზე წასვლა სწორედ “ალიანსის” ერთიანობის შენარჩუნების გამო უწევდა. ბოლო და ყველაზე აშკარა დაპირისპირება კი უკვე წინა კვირას გამოიკვეთა, როდესაც ალიანსმა ალასანიას გარეშე გააკეთა ნოღაიდელის ოპოზიციიდან გარიყვის განცხადება. ის, რომ გამყრელიძე-უსუფაშვილისმოსაზრებას ალასანია არ იზიარებდა, განცხადების მომენტში მისი არყოფნაც მიანიშნებდა და მაშინვე ცხადი გახდა, რომ იგი სხვა გზას ირჩევდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ერთგვარი კატალიზატორის როლი ლევან გაჩეჩილაძემაც ითამაშა. იმის გამო, რომ მას საკმაოდ განსხვავებული ელექტორატი ჰყავს, მის პოზიციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. გასაკვირი არ არის, რომ მისი მხარდაჭერა ალასიანიასაც სურდა და პრაიმერის მომხრეებსაც. ამიტომაც ალასანიას გადაწყვეტილება გასაგებია. ალასანიამ უკვე ოფიციალურდ განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში “ალიანსი საქართველოსთვის” გარეშე, თავის პარტიასთან ერთად ჩაერთვება”, - დასძენს გამოცემა. “ახლები” და “რესპუბლიკელები” ალიანსის დაშლას კატეგორიულად უარყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას პრინციპულ საკითხებში არ ეთანხმებიან. “ალიანსი ერთიანი რჩება, უთანხმოების საბაბი მხოლოდ პრაიმერში მონაწილეობაა”, - განაცხადა თავით უსუფაშვილმა “ახლების” ოფისში. მისი თქმით, ალიანსი რჩება იმ პოზიციაზე, რომ თუ მოხერხდება უფრო ფართო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება, ეს არის კარგი და ამ საკითხში ალიანსი ერთიანია ისევე, როგორც ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიცია ყველა ლიდერს აქვს ერთიანი. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით გადაუწყვეტელია მხოლოდ პრაიმერის თემა - “ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს და ალასანიამ იცის, რომ ალიანსს პრაიმერში მონაწილეობის მიღება არ სურს”, - წერს სტატიის ავტორი. “მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ალასანია ერთიანი კანდიდატურის გამოსავლენად მხოლოდ პრაიმერის მეთოდს არ მიიჩნევს. მისი განმარტებით საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანმხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს. “პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იტნება გარე ჩარევებისგან. თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება დაახლოებით ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”, - აღნიშნა ალასანიამ. ამასთან, ალასანია პრაიმერში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ მას ზურაბ ნოღაიდელი არ დააფინანსებს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. “როგორც იქნა ირაკლი ალასანია ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი პოლიტიკური მერყეობის შემდეგ გუშინ გაკეთებული განცხადებით, “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. “რადგან არ გვაქვს პოზიციათა თანხვედრა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ფორმაზე, მივედით დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავერთოთ თუ არა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში. ეს ნიშნავს მოქმედების თავისუფლებას. რაც შეეხება ჩვენ შორის ურთიერთობის გაგრძელების სხვა ფორმას, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება”, - აცხადებს ირაკლი ალასანია. ალასანიამ არჩევანი ნოღაიდელ-კუკავა-დავითაშვილზე გააკეთა და თანაალიანსელები მშრალზე დატოვა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “ერთობა რუსეთისთვის თუ ერთობა საქართველოსთვის”. “არადა, სულ რაღაც ერთი დღით ადრე ალასანია დედას იფიცებოდა, საგარეო-პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავება იმდენად დიდია, რომ არანაირ პოლიტიკურ ალიანსში ან პოლიტიკურ გაერთიანებაში ნოღაიდელთან არ შევალთა. ანტინოღაიდელური განცხადებით ალასანიამ მაშინ მხარი დაუჭირა გამყრელიძე- უსუფაშვილის ფორმულას “ყველა მინუს ერთი”. გუშინ კი ეს მინუსი პლუსად იქცა, თან საკმაოდ მსუყე პლუსად. რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელი თანაალიანსელთა სიმქკიცეში დარწმუნებული აცხადებდა, “პოლიტიკურმა ძალებმა უნდა აირჩიონ, რომელი ერთობაა მათთვის მისაღები - ერთობა რუსეთვის თუ ერთობა საქართველოსთვის. არის თუ არა ჩვენთვის სულერთი ნოღაიდელის განცხადებები პუტინის კაბინეტში”. როგორც ჩანს სულერი არ ყოფილა. ეტყობა ალასანიას ბიძგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრამაც მისცა. ამ შეხვედრის შესახებ ფართო საზოგადაოებისთვის არაფერია ცნობილი, რაც, შესაბამისად, ეჭვების გაჩენის უფლებას იძლევა”, - აღნიშნავს გამოცემა. “ალიანსის” დარჩენილმა წევრებმა ვერ გაიგეს ან იმის არ სჯერათ, რომ მათი მერობის კანდიდატი ნოღაიდელთან ერთად გამოავლენს ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ხოლო ყოფილ თანაალიანსელებს “მოქმედების თავისუფლებას” ანიჭებს. თინა ხიდაგელი საქმეში უკეთ გაერთკვა და ალასანიას პოლიტიკურდ გამოჭხიზლებას შეეცადა. მისი თქმით, “ოროზიციისთვის ერთობის ერთადერთი ფორმულა ნოღაიდელისგან გამიჯვნა და მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურის მხარდაჭერა იქნება. დემოკრატიული ოპოზიცია ნოღაიდელს და რუსულ გზას უნდა გაემიჯნოს და ოპოზიციამ, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძემ, მხარი ირაკლი ალასანიას უნდა დაუჭიროს”. მაგრამ თავად ალასანიას არ სურს ასე. ალასანია ნოღაიდელთან თანამშრომლობაზე თანახმაა, მაგრამ, როგორც თავად აცხადებს, ნოღაიდელის ფულს არ გაეკარება”, - წერს დასძენს გამოცემა. “პრაიმერის სხვა პროცედურით ჩანაცვლებაზე ისაუბრა გუშინ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. მის კომენტარს გარნსაკუთრებით ელოდა პოლიტიკური სპექტრი - ქართულ ოპოზიციაში დღეს სწორედ მას გააჩნია ის ქარიზმა, რომლის იმედიც აქვს ოპოზიციას. რამდენად გაჭრის გაჩეჩილაძის ეს კოზირი მერის არჩევნებზე, სხვა საქმეა. ფაქტია, თავად ალასანიასაც კარნად მოეხსენება, რომ “გრეჩიხა” მას ამ ასპექტში მოუგებს. ოპოზიციური ძალები ხვდებიან, რომ გაჩეჩილაძის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ, მერე რა, რომ მისი იარაღი მხოლოდ ზემოხსენებული ქარიზმაა და მეტი არაფერი. გაჩეჩილაძემ გუშინ იმდენად მოკლე განცხადება გააკეთა, რომ აშკარად შეიქმნა გთაბეჭდილება, მეტს ვერაფერს იტყოდა, რადგან საქთმელი არაფერი ჰქონდა. მან დააფიქსირა, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დღიდან დაიწყება”, - წერს სტატიის ავტორი. რატომ არ მიდის სააკაშვილი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე “28 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩის ინუაგურაციაზე უკრაინაში საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბატრაძე და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიდიან. ეს ინფორმაცია ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე გააჟღერა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ მიდის სააკაშვილი იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე / მანანა მანჯგალაძე: “ეს კითხვა პრეზიდენტს უნდა შევუთანხმო”. “მიიღო თუ არა უკრაინიდან ქვეყნის პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მიწვევა? მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, “ამა თუ იმ პრეზიდენტის ინაუოურაციაზე მიწვევას იღებს სახელწიფო და არა კონკრეტული პირი. ამდენად აქ არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ინაუგურაციაზე გაემგზავროს პარლამენტის თავმჯდომარე”. და მაინც, რატომ არ აპირებს სააკაშვილი უკრაინაში წასვლას, იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ჩადიოდა... არწასვლის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გახმოვანებულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სააკაშვილს უკრაინაში არწასვლის მიზეზებზე ჯერ პასუხი არ აქვთ. ადმინისტრაციის უფროს მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს კითხვები არსებობს და ამიტომაც განცხადება გაკეთდება. პოლიტოლოგების შეფასებით, სააკაშვილს მიწვევა არ მიუღია. არმიწვევის მიზეზი კი წინაასაარჩევნოდ საქართველოდან ატეხილი ისტერიკა იყო - მრავალრიცხოვარი დამკვირვებლები და ყბადაღებული საუბრები იანუკოვიჩის პრორუსულობაზე”, - აღნიშნავს გამოცემა. “ინაუგურაციაზე ამა თუ იმ პირის მიწვევა იმის მიხედვით ხდება, რამდენად მნიშთვნელოვანია ქვეყანა და რამდენად კარგი ურთიერთობებია ქვეყნის პირველ პირებს შორის. როცა პრეზიდენტი არ მიდის ამ ინაუგურაციაზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც თვალსაზრისით ეფვის ქვეშ არის დაყენებული ქვეყნებს შორის ურთიერთობები. წარმოდიგდენიათ, რომ იუშჩენკოს ინაუგურაცია ყოფილიყო და სააკაშვილი არ მიეწვიათ? ტიმოშენკოს მიმართ ასეთი ღია მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო. მიუხედავად ამისა მიწვევა გამოაგზავნეს, ოღონდ არა პირადად სააკაშვილზე, ალბათ, მხოლოდ ზოგადი დელეგაციის დონეზე. ამიტომაც არ მიდის პრეზიდენტი. საერთოდ არმიწვევა კი იქნებოდა დემარში ქვეყნის მისამართით და უკრაინის ხელმძღვანელები ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი გიორგი ხუციშვილი. “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევა უკვე მიიღო ქართულმა მხარემ, თუმცა, დელეგაცია ჯერ არ არის დაკომპლექტებული და შესაბამისად, გაურკვეველია, ვინ წარმოადგენს საქართველოს უკრაინაში”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით იანუკოვიჩის ინაუგურაციას ქართველებიც დაესწრებიან. “გასულ კვირას მივიღეთ ოფიციალური ნოტა, სადაც უკრაინის ადმინისტრაცია იწვევს საქართველოს მაღალ წარმომადგენლობას ინაუგურაციაზე. თუმცა, დელეაგეციის დაკომპლექრება მოგვანდეს ჩვენ. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შემადგენლობის იქნება და ვისი ხელმძღვანელობით”, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ. იანუკოვის ინაურურაციას დაესწრება თუ არა სააკაშვილი, ჯერ უცნობია”, - აღნიშნავს გამოცემა. გაფორმდა მემორანდუმი ახალი პოლიტიკური სატელევიზიო არხის შესახებ “საქართველოს “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. გუშინ მხარეებმა მეორე არხის ახალ ფორმატსა და პროგრამირებაზე შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ხელმოწერის დაადასტურეს. მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთების ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ეკუთვნის. მემორანდუმს საქართველოს 11 პოლიტიკური პარტია, “საზოგადოებრივ მაუწყებლის” სამერვეო საბჭოს თავმჯდომარე და მეორე არხის გენერალური დირექტორი აწერენ ხელს”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით ახალი პოლიტიკური არხის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. “მემორანდუმი ხელმოსაწერად ღიაა მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამ დრომდე დააფიქსირებს თავის ხელმოწერას, საშუალება ექნება რეორგანიზებულ არხზე პრაიმტაიმში ერთსაათიანი ზოლით (“თავისუფალი ტრიბუნით”) ისარგებლოს. გარდა ამისა, არხი მაყურებელს ამ პარტიების ბრიფინგებსა და პოლიტიკურ აქტივობებს პირდაპირ ეთერში სრულად და კომენტარების გარეშე მიაწვდის. არხი პარლამენტის პლენარული სხდომებისა და მნიშვნელოვანი საკომისიო განხილვების პირდაპირ ეთერში გაშუქებასაც უზრუნველყოფს. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ინიციატივით კი გადაწყდა, რომ არასასესიო პერიოდში არხზე თავისუფალ პოლიტიკურ საკითხებზეც გაიმართება დებატები. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის თქმით, პოლიტიკური არხები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია”, - აღნიშნავს გამოცემა. “მემორანდუმს პირველივე დღეს ხელი მოაწერეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “ნაციონალური მოძრაობა”, “დაიცავი საქართველო”, ტრადიციონალისტები”, “ჩვენ თვითონ”, “კონსერვატორები”, “ქართული დასი”, “ჩვენ, საქართველოს თავისუფალი დემოკრატები”, “ხალხის პარტია” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ამ დროისთვის ხელმოწერაზე უარს აცხადებენ: “ეროვნული მოძრაობა - დემოკრატიული საქართველო”, “ქალთა პარტია”, “ლეიბორისტული პარტია”, საქართველოს გზა”, “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკური პარტია”. მემორანდუმი ძალაშია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიების ცვლილების შემთხვევაში, ეროვნულ-დემორატული ინსტიტუტის მემორანდუმში მონაწილე პარტიათა ახალ სიას დააზუსტებს და მათი რიგითობის გრაფიკს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირი ეთერით გადასცემს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126263.html
  6. კახა კუკავა - მალე გაიგებთ, რომ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი ოპოზიცია მალე მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის, - ამ შესახებ “კონსერვატორმა” კახა კუკავამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა. ირაკლი ალასანიას პარტიის, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაციები მიმდინარეობს. “მალე ყველანი გაიგებთ კარგ ახალ ამბავს, რომ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი”, – განაცხადა კახა კუკავამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე “კონსერვატორების” პოზიციად კვლავ რჩება მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარების იდეა. “ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული, თუმცა შეთანხმებას სჭირდება არა ერთი, არამედ ორივე მხარის კონსტრუქციული პოზიცია. პრაიმერის საკითხი ჯერ არ არის შეთანხმებული, მაგრამ რამდენიმე დღეში ეს თემა შეთანხმდება”,- აღნიშნა კუკავამ. დღევანდელ კონსულტაციებს არ ესწრება პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. დავით ბერძენიშვილი - "ალიანსი საქართველოსთვის" ირაკლი ალასანიას თბილისის მერობისთვის შენარჩუნებას ეცდება "ალიანსი საქართველოსთვის" ირაკლი ალასანიას თბილისის მერობისთვის "შენარჩუნებას" ეცდება. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, ამის შესაძლებლობას ალასანიას პრაიმერში "ჩათრევა სპობს". "ალიანსი" დაინტერესებულია, შეინარჩუნოს ირაკლი ალასანია თბილისის მერობისთვის, ქართული პოლიტიკისა და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებისთვის, რის შესაძლებლობასაც მისი პრაიმერში ჩათრევა სპობს", - აცხადებს ბერძენიშვილი. P"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ ალასანია ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციასთან კონსულტაციებისას ეცდება, მოძებნოს მისაღები ფორმა, ნოღაიდელის ფაქტორის გარეშე. Mმისივე აზრით, "ალასანია შეცდომას აპირებს, მაგრამ სხვები შეუწყობენ ხელს, რომ ეს შეცდომა არ გამოუვიდეს". რაც შეეხება კონსულტაციებში "რესპუბლიკელების" მონაწილეობას, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებში მხოლოდ პრაიმერის თემის დახურვის შემდეგ ჩაერთვებიან. ირაკლი ალასანიამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში “ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან “ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები” ერთად ჩაერთვება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  8. “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს. თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობენ “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, “კონსერვატორი” კახა კუკავა, აგრეთვე, კოკა გუნცაძე და “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე. თავად ირაკლი ალასანია პარტიის ოფისში არ იმყოფება. შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტული კომენტარები არ გაკეთებულა, კახა კუკავამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “ყველაფრის შესახებ ისაუბრებენ”. ერთიანი კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციების დღეიდენად დაწყებაზე ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით გამოვლინდება, თუ - სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. “დაიცავი საქართველოს” ლიდერი მიესალმება ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს არის ~გამარჯვების ნაბიჯი~. ირაკლი ალასანიამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში “ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან “ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები” ერთად ჩაერთვება. მისი განმარტებით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს. რაც შეეხება პრაიმერის ფორმას, ალასანიას ინფორმაციით, პარტიას აქვს პოლიტიკური შეთანხმების ვარიანტი. “პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, რომ პრაიმერში ზურაბ ნოღაიდელის ფინანსების გამოყენებას ემიჯნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  9. აშშ საქართველოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად რუსეთზე ზეწოლას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა საქართველოსთან დაკავშირებული აღებული ვალდებულებები შეასრულოს. ამის შესახებ ვაშინგტონში, ნატო-ს სტრატეგიის სემინარზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა. მან სემინარზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოება. “ვაპირებთ, ამ უთანხმოებების ღიად განსახილველად ნატო-რუსეთის საბჭო გამოვიყენოთ. ჩვენ ამ ფორუმს გამოვიყენებთ რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა შეასრულოს საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და ისევე როგორც ჩვენ, აღიაროს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, - განაცხადა კლინტონმა. მისივე თქმით, აშშ ნატო-რუსეთის საბჭოს ასევე გამოიყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთისთვის საშიში არ არის, როგორც ეს რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაშია ნათქვამი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. “პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  11. ამ დღეებში გამოვივლი. რა გამოვაყოლო?
×
×
  • შექმენი...