Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია, არ შემიყვარო, ქარო. მე მეშინია, არ მოიხიბლო ამ დამსხვრეული ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით... წადი, იქროლე, ძლიერ ბევრია, ვინც ჩემზე უკეთ გალობს, რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია, ო, აქ რა გინდა ქარო?! სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ, სახლიც დიდი აქვთ, ხაროც... ცხოვრება მათთვის საპნის ბუშტია, შენ თუ დაჰბერავ, ქარო. მე კი უხედნელ, ველურ რაშებით ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ, სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო, ქარო... ! მორის ფოცხიშვილი
  2. და რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? დილა მშვიდობისა დიტო
  3. მიშამ მაშინ ქართული სოციუმის მენტალური გასაღები დაიჭირა კარგად
  4. newstudio მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მოვიცალე ირაკლი ალასანია - უახლოეს პერიოდში გაჩვენებთ, რა არის ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების ჩვენეული ფორმულა 15 / 02, 2010 20:49 ირაკლი ალასანიამ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნებები გააკეთა. როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა დღეს, მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვების ფორმულა ერთობაშია. „დრო მოგვეცით და უახლოეს პერიოდში გაჩვენებთ, რა არის ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების ჩვენეული ფორმულა. ჩვენ გავერთიანდებით, მაგრამ მალე არ დავიშლებით“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. მისივე განცხადებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ ადასტურებს მზადყოფნას, პოლიტიკურ ძალებთან ერთად შექმნას დიდი ერთობა. „გამარჯვების ფორმულა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში. გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ძირითად პოლიტიკურ ძალებთან ერთად შევქმნა ის დიდი ერთობა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას წარმოადგენს“, – აღნიშნა ალასანიამ. ალიანსის ლიდერმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა კომპრომისებისთვის და მოუწოდა საზოგადოებას, “ერთად იბრძოლონ იმ უიმედობისა და ნიჰილიზმის დასამარცხებლად, რომელმაც საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. მალინა მოგიკვდეს ჩემი თავი :2kiss: მამაპაპური და უტყუარი რეცეპტია: დღეში ხუთჯერ ნელთბილი სოდიანი წყლის გამოვლება
  6. ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს! “სხვათა შორის, აქამდე თავს ვიკავებდი. მაგრამ ახლა მინდა, პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით, ორ-სამ კაცს ვთხოვო, ჩაერთონ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში!” - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პირველად “ასავალ-დასავალში” ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს. “პირველი, ეს არის ბატონი ფრიდონ თოდუა, რომელიც რუსეთის არისტოკრატიულ წრეებში ძალიან მიღებული ადამიანია. მას ძალიან დიდი საყრდენი, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მოსკოვში. მიუწვდება ხმა რუსული არისტოკრატიის ნებისმიერ ფლანგზე და ამიტომ ვურჩევდი ბატონ ფრიდონს, ჩაერიოს ამ ურთიერთობის მოგვარებაში. გვერდა არ ავუვლიდი ირაკლი მენაღარიშვილს. ის ნებისმიერ თანამდებობაზე შეუცვლელი იქნებოდა. გაიხსენეთ, 9 აპრილს ირაკლი რომ არ ყოფილიყო, ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. გვერდი არ უნდა ავუაროთ ასევე ვაჟა ლორთქიფანიძეს. ვაჟა მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ელჩად მუშაობდა და სხვათა შორის, სამაგალითო ელჩი იყო. მოსკოვის ამბებში კარგად გარკვეულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე. “ანუ მე ვასახელებ სამ პიროვნებას, ვისაც მოსკოვში ჩაესვლება და საქართველოშიც დიდი ავტორიტეტი აქვს. ესენი არიან: ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე”, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და შეკითხვას: - “ბატონო ედუარდ, ერთ-ერთი ინტერვიუში მითხარით, სამი პიროვნება ვიცი, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება, მაგრამ მათ ვინაობას მხოლოდ მაშინ დავასახელებ, როცა ამის დრო დადგებაო. თუ თვლით, რომ ამის დრო უკვე მოვიდა? იმ სამ კანდიდატში ზემოთ დასახელებულ ადამიანებს ხომ არ გულისხმობდით?” - პასუხობს: “კი. მათ ვგულისხმობდი. მაგრამ უპირატესობას ფრიდონს მივცემდი". http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125416.html ლიცემერი: უზერებო, სულ გამოსლევდა მოხუცი თუ...? რას იტყვით?
  7. ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2010 15 / 02, 2010 11:39 • იაგო კაჭკაჭიშვილი - “არავითარი მოღალატე ნოღაიდელი არ არის. ის, უბრალოდ, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით” • ლევან ალექსიძე - “ცრუ-ექსპერტები საქართველოში დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს ომის დაწყებასთან დაკავშირებით” • ირაკლი მელაშვილი - “თუ საზოგადოებას უნდა ეს ხელისუფლება, ჩემი საქმე იქნება ოპოზიციაში ყოფნა” • ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს! იაგო კაჭკაჭიშვილი - “არავითარი მოღალატე ნოღაიდელი არ არის. ის, უბრალოდ, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით” “რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური, კულტურული და მენტალური “თვისების”პროცესი თანდათან უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, ამ პროცესზე ქართულ მხარეს, დღესდღეობით, არანაირი სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამ მიმართულებით არც საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლის ეფექტიანობას უნდა ველოდოთ. ჯერჯერობით სუსტი ბარიერების აგება ამ გზაზე ისევ აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ (აფხაზებს განსაკუთრებით!). აფხაზეთში უკვე აქა-იქ გაისმის პროტესტი რუსეთთან სრული ასიმილაციისა და თვითმყოფადობის დაკარგვის საშიშროების გამო. მოსალოდნელია, ეს პროტესტი გაძლიერდეს”, - აცხადებს სოციოლოგიის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დასავლეთმა დაკარგა საქართველო თუ პირიქით? / “ოპოზიციამ ხელისუფლების მოედანზე ბევრი ნაღმის აღმოჩენა უნდა შეძლოს”. “აფხაზებს, როგორც ამ მიწა-წყლის ძირძველ ნაციას (ქართველებთან ერთად), უთუოდ შეაწუხებს რუსეთის უპირობო სატელიტად ყოფნის ტვირთი და ამას, ადრე თუ გვიან, აუჯანყდება. აი, სწორედ ამ მომენტში მაინც უნდა დავახვედროთ ქართველებმა აფხაზებს ის პოლიტიკური და კულტურული ფონი, რომელიც მათ ჩვენთან ღირსეული თანაარსებობის გარანტიებს შეუქმნის. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასეთი ფონის შექმნის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ინსტიტუტები (მათ შორის, პოლიტიკური) და ცალკეული ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას უნდა დაელოდონ. საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან მისასვლელი ალტერნატიული გზების ძიება, უნდა გახშირდეს სამოქალაქო აქტიურობა (ვგულისხმობ თუნდაც პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ამასწინანდელ ვიზიტს ცხინვალში). ფაქტია, ქართველი საზოგადოება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რესოციალიზაციას საჭიროებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი. “დავსვათ შეკითხვა: ვინ ელაპარაკება დღეს რუსეთს ნოღაიდელის სახით? - თუ ყველაზე მეტად არა, ერთ-ერთი ყველაზე არარეიტინგული პოლიტიკური ძალა! მოძრაობას “სამართლიანი საქართველოსთვის” უაღრესად დაბალი პოლიტიკური “წონა” აქვს, ხოლო მის ლიდერს ამომრჩეველთა ნდობის თვალსაზრისით, - კატასტროფულად დაბალი რეიტინგი. ამდენად, ნოღაიდელი რუსეთს მხოლოდ პირადი და მის მხარდამჭერთა ძალზე ვიწრო წრის სახელით ელაპარაკება. იმასაც დავუმატებთ, რომ ნოღაიდელს პოლიტიკის მართვის არანაირი რეალური ბერკეტები არ გააჩნია, მისი ეს რუსული ვოიაჟები ნულოვანი ეფექტის მქონე ინიციატივად გამოიყურება. ასეთი ინიციატივების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვართ (ირინა სარიშვილით დაწყებული და ასლან აბაშიძით დამთავრებული). უბრალოდ, მათ არასოდეს ღირსებიათ ასეთი აჟიოტაჟი და გაპიარება. ფაქტია: ხელისუფლებას ნოღაიდელზე “გავლით” სურს მასსა და რუსეთს შორის გამყოფი “რკინის ფარდის” კიდევ უფრო ჩაკეტვა”, - განაგძობს გამოცემის რესპონდენტი. “რუსეთთან ურთიერთობის ყველანაირი მცდელობის დისკრედიტაციისთვის ის შესანიშნავად იყენებს ნოღაიდელის მერუსეთეობას. ხელისუფლების ლოგიკა მარტივია: რუსეთთან თანამშრომლობა შეიძლება გამოუვიდეთ მხოლოდ ისეთ მარგინალურ და მოღალატე პოლიტიკოსებს, როგორიც ნოღაიდელია. ხელისუფლება ცდილობს საკუთარი უღონობა ნოღაიდელზე შეტევით გადაფაროს. არადა, ეს სხვა არაფერია, თუ არა “სირაქლემის” პოზა. რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებათა გარეშე საქართველოსთვის უმწვავესი - ტერიტორიების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. მთავარია, ვინ არის ამ მოლაპარაკების აქტორი ქართული მხრიდან. ვერც ნოღაიდელი და ვერც დღევანდელი ხელისუფლება ასეთი აქტორის როლს ვერ შეასრულებს. ასე რომ, არავითარი მოღალატე ნოღაიდელი არ არის. ის, უბრალოდ, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით”, - მიიჩნევს იაგო კაჭკაჭიშვილი. “ვერ დამისახელებთ თითქმის ვერც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ხმამაღლა არ უთქვამს, რომ ომის დაწყებაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამაში ახალი და სენსაციური არაფერია (ბოლოს და ბოლოს, ეს შავით თეთრზე წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში). უბრალოდ, ეს ამბავი ოდნავადაც არ ანელებს რუსეთის ხელისუფლების გამაოგნებელ აგრესიას და იმპერიულ ამბიციებს საქართველოსთან დაკავშირებით. ცხადია, რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის ხელზე დაიხვევს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ კრიტიკას. და ამიტომ, რა - ამის შიშით საქართველოს საზოგადოებამ დითირამბები უნდა უძღვნას ხელისუფლებას? მთავარი აქ სხვა რამეა. ვიმეორებ, ადრე თუ გვიან რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აუცილებლად მოუწევს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალებს. ნაკლებად წარმოსადგენია ამ ძალთა შორის მოხვდნენ დღევანდელი ხელისუფლება და იმ “წონის” პოლიტიკური ლიდერები, როგორიც ნოღაიდელია”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “ფრაზას - “დასავლეთმა საქართველო დაკარგა?” - არა აქვს მტკიცებითი ფორმა, ის შეკითხვის სახითაა დასმული და უკეთეს შემთხვევაში, ეჭვს შეიძლება გამოხატავდეს. შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დასავლეთმა საქართველო რუსული აგრესიის წინაშე მარტო დატოვა. თუმცა, რუსეთის თვითნებობამ რომ აშკარად აჯობა დასავლურ დაბალანსებულ მეგობრობას, ესეც ფაქტია. დასავლეთის ქვეყნებისა და დასავლური სტრუქტურების საქართველოსთან მეგობრობა ვერ იქნებოდა უპირობო. ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო მისაღები, გარდა იმისა, რომ საქართველო ღია კონფლიქტში ჩაერთვებოდა რუსეთთან. დასავლეთის მოზომილი პარტნიორობა სულაც არ მოჩანს უადგილოდ. ამიტომ, მე ამ სტატიის სათაურს ასე გადავაფორმულირებდი: “საქართველომ დაკარგა დასავლეთი?” - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი და შეკითხვას - “ქართულმა მედიასაშუალებებმა ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრება გაავრცელა - თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება არც დასჭირდებაო... თქვენ როგორ ფიქრობთ?” - პასუხობს: “ვიზიარებ ამ მოსაზრებას. თუ თვალს გადავავლებთ პოსტსაბჭოთა საქართველოს წინასაარჩევნო სტრატეგიას, ერთი რამ თვალში საცემია: როგორც წესი, ოპოზიცია ორიენტირდებოდა ამომრჩევლის ე.წ. “ნეგატიურ მობილიზაციაზე”, ანუ ცდილობდა დაერწმუნებინა, თუ რა ცუდია არსებული ხელისუფლება. მინიმალურად იყო წარმოჩენილი პოზიტიური ალტერნატივები. დღეს ყველაზე უფრო მწვავედ დგება სწორედ ასეთი ალტერნატივის შეთავაზების აუცილებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არ ეცადოს გამოააშკარაოს სახელისუფლებო კანდიდატის მიერ ჩადენილი უკანონობები, არ ეძიოს საამისო კომპრომატები. ჯერჯერობით, მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. გიგი უგულავა თანამიმდევრულად და ბეჯითად ამკვიდრებს თბილისელებზე თავგადაკლული მეურნე მერის იმიჯს და ამ გზაზე მას, ჯერჯერობით, არანაირი დაბრკოლება არ ხვდება” ლევან ალექსიძე - “ცრუ-ექსპერტები საქართველოში დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს ომის დაწყებასთან დაკავშირებით” “საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამწუხაროდ, საქართველომ პირველ ხანებში ვერ შეძლო წინაღმდეგობა გაეწია რუსეთის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომისთვის, რაზედაც მოსკოვი მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს, რათა მიეჩქმალა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის და ოკუპაციის ფაქტები და ომის დაწყება საქართველოსთვის გადმოებრალებინა. სამწუხაროდ, დასავლეთის პრესა, პოლიტიკოსები და ზოგი საერთაშორისო ექსპერტიც კი (განსაკუთრებით გერმანიაში), წამოეგენ ამ ანკესზე. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დაჟინებით აბრალებდა საქართველოს აგრესიული ომის დაწყებას, თითქოს მან “პირველმა შეუტია” ცხინვალს და რუსეთის მიერ ლაგებულ მახეში გაება”, - წერს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პროფესორი ლევან ალექსიძე გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, სათაურით უტიფარი უვიცი ტანკზე საშიშია / “საქართველო აგრესორია”! - რეალობას მოკლებული ფუჭი ოცნებაა. “მოხსენებას, რომელიც ტალიავინიმ 2009 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ზოგი მის ობიქეტურობას აქებდა, ზოგი მისაიას ფაქტებისა და მათი შეფასების შეუთავსებლობას აბრალებდა. ცნობილმა რუსმა ექსპერტმა აკადემიკოსმა ა. ილარიონოვმა მოხსენების ძირითადი ნაწილი კი დაახასიათა, როგორც “სკანდალური”, რადგანაც “მოხსენება მხარს უჭერს აგრესორს, ამართლებს მომხდარ ინტერვენციას და წარმოადგენს ცრუ სამართლებრივ დასაბუთებას, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალში შესაძლო აგრესიებისა, რაც, სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის”... იმთავითვე შემეპარა ეჭვი მისიის სრულ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაში, რადგანაც მის შემადგენლობაში 19 წევრიდან 7 გერმანელი იყო, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში ადანაშაულებდნენ საქართველოს. ბელგიელი ექსპერტი ბრუნო კოპიეტერსი კი ტრადიციულად აფხაზი სეპარატისტების გულმოდგინე დამცველად გვევლინება”, - წერს სტატიის ავტორი. “მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მოძიებული ფაქტების რაოდენობა და მათი შემზარავი ხასიათი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისიამ ვერ გაბედა რუსეთი მთლიანად “გაეთეთრებინა” და იძულებული გახდა სააშკარაოზე გამოეტანა აღნიშნული ფაქტები, თუმცა მათი შეფასება აბსოლუტურად მიუღებელია. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებას კარგად იყენებენ ცრუ ექსპერტები და დეზორიენტაციას უწევენ ქართველ ხალხს, როგორ ტელევიზიით, ასევე ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ტალიავინის მიერ მოძიებული ფაქტები არ იძლეოდა საქართველოს აგრესიაში დადანაშაულების საფუძველს, ამიტომ მოხსენებაში სიტყვა “აგრესორი” არც ერთი მხარის მიმართ არ არის გამოყენებული. მისიის მოხსენებაში კარგად ჩანს ის ორჭოფული პოზიცია, რომელიც გამოკვეთა მხარეთა ქმედებების შესწავლისა და შეფასების დროს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი. “მოხსნებაში უარყოფილია რუსეთის ყველა მცდელობა, სამართლებრივად გაემართლებინა ინტერვენცია: ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით (II, გვ. 264-268), ინტერვენცია სამხრეთ ოსეთის თხოვნით (II გვ. 282), “კოლექტიური თავდაცვა” (II გვ. 283), სამშვიდობოების დაცვის საჭიროება (II გვ. 270), რუსეთის მოქმედებების აუცილებლობა და პროპორციულობა (II გვ. 274-289), “ჰუმანიტარული ინტერვენცია” რუსეთის მოქალაქეების და ოსების მიმართ გენოციდის აღკვეთის მიზნით (II გვ. 284). საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სუბიექტური ექსპერტისთვის ზემოთ ჩამოთვლილი “ქმედებანი” მთლიანად თავსდება გაერო-ს წესდების 2(4) მუხლით აკრძალული პრინციპის ჩარჩოებში - ეს ქმედებები აშკარად აგრესიულ ხასიათს ატარებდნენ, თუმცა მისიამ თავი შეიკავა მსგავსი კვალიფიკაციისგან”, - წერს ექსპერტი. “რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენცია და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია დღეს დიპლომატიური, პოლიტიკური და რაც მთავარია საერთაშორისო სამართლის სწორი ინტერპრეტაციისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. როგორც აღვნიშნე, დასავლეთის და თვით რუსეთის ყველა ექსპერტი არგუმენტირებულად აკრიტიკებს ტალიავინის მისიის მოხსენებას მისი პრორუსული ტენდენციის გამო. ისინი უკომპრომისოდ იცავენ საქართველოს სიმართლეს და აკრიტიკებენ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. საქართველოში კი ირაზმებიან ცრუ ექსპერტები, რომლებიც თუთიყუშივით იმეორებენ მოხსენების სადავო დებულებებს და აქცენტი გადააქვთ სწორედ საქართველოს დადანაშაულებაზე, თუმცა მოხსენებაში უხვად არის ჩამოყალიბებული რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად აგრესიული ქმედებების ნუსხა. მსგავსი ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, წყალს ასხამენ ოკუპანტთა წისქვილზე”, - წერს სტატიის ავტორი. “ჭეშმარიტად, უტიფარი უვიცი ტანკზე საშიშია. რუსეთის დიპლომატია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აქტიურად იყენებს ყოველ ნათქვამს, რომელიც “ათეთრებს” მის ქმედებებს. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ერთ დღეს პუტინი გამოგვეცხადება და მთხოვნელებს ფეხებთან დაუდებს სეპარატისტთა თავებით სავსე ხურჯინს, მწარედ ცდება.”მოსკოველი ხონთქარი” ტანკზე ამხედრებული ჩამოვა, რათა დაამთავროს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში ვერ დაასრულა. რუსული იმპერია, ისევე როგორც ირანი და ოსმალეთი, სწორედ შიდა ქიშპის ფაქტორს იყენებდნენ საქართველოს ნაწილ-ნაწილ ხელში ჩაგდებისთვის. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად შეძლო რუსეთმა “საქართველოების” შესუსტება და მათი ანექსია”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “რა აქვთ საერთო პუტინსა და “მისი კარვისკენ მოჯირითე” ქართველ პოლიტიკოსებს? - მხოლოდ ერთ რამ: არსებული ხელისუფლების მიმართ პიროვნული ზიზღი და რევანშიზმი. განსხვავება ისაა, რომ პუტინს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ჩვენი ქვეყნის რუსეთის იმპერიაში დაბრუნება სურს, მის “კარავთან” მოგროვებულ ახალ მოკავშირეებს კი - ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნება. მაგრამ დღეს, განსაკუთრებით რონალდ ასმუსის წიგნის (“მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”) გათვალისწინებით, ბევრ მოვლენას ნათელი ეფინება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო იძულებული იყო დაეცვა თავი და პრევენციული თავდაცვისთვის მიემართა, რათა შეეჩერებინა რუსეთის და მისი მარიონეტების შემოსევა”, - ასკვნის ლევან ალექსიძე. ირაკლი მელაშვილი - “თუ საზოგადოებას უნდა ეს ხელისუფლება, ჩემი საქმე იქნება ოპოზიციაში ყოფნა” “ნოღაიდელი დღემდე სახელმწიფო დაცვით და მანქანით დადის. კანონით დაცვა უგრძელდებათ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს და არა პრემიერებს. ჩემი აზრით, ნოღაიდელი გამოიყენება როგორც ზემოქმედებისა და დაშინების მეთოდი. არის ასეთი ფარული თამაში. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ცდილობს რუსეთზე გასვლას, ბოლო პერიოდში მე გახლდით კიევში და მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი როდესაც ბრძანდებოდა კიევში, ის რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს, ის ცდილობდა გარანტიები მიეღო და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნოღაიდელის აქტიური ვიზიტები რუსებთან”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს აქნება დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის” / დავარტყათ ხელისუფლებას იქ, სადაც არ ელოდება... ერთი კარგად დაგეგმილი პოლიტიკური კომბინაცია სააკაშვილს დაამარცხებს. “ეს არის მცდელობა იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე შექმნას თავისი სატელიტი ორგანიზაცია და ამის შექმნის პიარტექნოლოგია ძალიან მარტივია. ნოღაიდელი არის ხელისუფლების პროექტი რომლის ამოცანაც ზუსტად ისაა, რასაც აკეთებს ნოღაიდელი: რუსეთზე მიბმით სრული დეზორგანიზაცია გამოიწვიოს ოპოზიციის რიგებში. თან პლუს მას აქვს საკუთარი ფული, რომლესაც ის დახარჯავს ამ საქმეში. სამართლიანი არჩევნების პირობებში ნოღაიდელი ვერანაირ ბარიერს ვერ გადალახავს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ვერანაირ რევოლუციას ვერ მოაწყობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი. “ვითარება ისეთია, რომ დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში არათუ თვითმმართველობის არჩევნებს არ აქვს აზრი, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება იგივე შედეგებით დამთავრდეს. ჩვენი პოზიცია არის მკაფიოდ გამოკვეთილი - რაც არ უნდა ცვლილებები შევიდეს კანონში, ყველას გასაგონად ხაზს ვუსვამ, რომ “ფორუმი” თვითმმართველობის არჩევნბში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ არჩევნებს აზრი არ აქვს... ხელისუფლებამ ჩვენი წინადადები რომ გაიზიაროს, ამისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების. მე ეს მექანიზმები შევთავაზე არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ჩვენ დავიწყოთ ერთობლივი ბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის”, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვას - “თუკი ხელისუფლებამ გამარჯვა გაუყალბებლად, მერე რას იზამთ?” - პასუხობს: “თუ საზოგადოებას უნდა ეს ხელისუფლება, ჩემი საქმე იქნება ოპოზიციაში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ნორმალურ არჩევნებში ეს ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებს. ოპოზიცია აბსოლუტურად დეზორგანიზებულია, 4 თვეა, არჩევნები გამოაცხადეს და არც ერთ კანდიდატს არ გაუხედია ამომრჩევლისკენ, ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს საარჩევნო კამპანიის წარსამართად. ყველა ლაპარაკობს ერთიან კანდიდატზე, რაც არის სრული სიგიჟე. ამასობაში იმხელა ფორა მისცეს ხელისუფლების კანდიდატს, რომ რეალურად ვერ ვხედავ საშუალებას ამ ორ თვეში მდგომარეობის გამოსწორების. ჩვენ ვაპირებთ, პარალელური პროცესი დავიწყოთ, 4 თვე ვაწარმოებდით მოლაპარაკებს ოპოზიციასთან. ჩვენ ამ საკითხების ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და და დავარტყათ ხელისუფლებას იქ, სადაც სადაც არ ელოდება. ეს იქნება დიდი დარტყმა ხელისუფლებისთვის თუ შეატოვებს მიშას ჯონდისა და “პადოშას” და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ვნახოთ, რა გამოვა. ერთი კარგად დაგეგმილი პოლიტიკეური კლმბინაცია სააკაშვილს დაამარცხებს”. ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს! “სხვათა შორის, აქამდე თავს ვიკავებდი. მაგრამ ახლა მინდა, პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით, ორ-სამ კაცს ვთხოვო, ჩაერთონ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში!” - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პირველად “ასავალ-დასავალში” ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს ასახელებს. “პირველი, ეს არის ბატონი ფრიდონ თოდუა, რომელიც რუსეთის არისტოკრატიულ წრეებში ძალიან მიღებული ადამიანია. მას ძალიან დიდი საყრდენი, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მოსკოვში. მიუწვდება ხმა რუსული არისტოკრატიის ნებისმიერ ფლანგზე და ამიტომ ვურჩევდი ბატონ ფრიდონს, ჩაერიოს ამ ურთიერთობის მოგვარებაში. გვერდა არ ავუვლიდი ირაკლი მენაღარიშვილს. ის ნებისმიერ თანამდებობაზე შეუცვლელი იქნებოდა. გაიხსენეთ, 9 აპრილს ირაკლი რომ არ ყოფილიყო, ასობით ადამიანი დაიღუპებოდა. გვერდი არ უნდა ავუაროთ ასევე ვაჟა ლორთქიფანიძეს. ვაჟა მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ელჩად მუშაობდა და სხვათა შორის, სამაგალითო ელჩი იყო. მოსკოვის ამბებში კარგად გარკვეულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე. “ანუ მე ვასახელებ სამ პიროვნებას, ვისაც მოსკოვში ჩაესვლება და საქართველოშიც დიდი ავტორიტეტი აქვს. ესენი არიან: ფრიდონ თოდუა, ირაკლი მენაღარიშვილი და ვაჟა ლორთქიფანიძე”, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და შეკითხვას: - “ბატონო ედუარდ, ერთ-ერთი ინტერვიუში მითხარით, სამი პიროვნება ვიცი, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება, მაგრამ მათ ვინაობას მხოლოდ მაშინ დავასახელებ, როცა ამის დრო დადგებაო. თუ თვლით, რომ ამის დრო უკვე მოვიდა? იმ სამ კანდიდატში ზემოთ დასახელებულ ადამიანებს ხომ არ გულისხმობდით?” - პასუხობს: “კი. მათ ვგულისხმობდი. მაგრამ უპირატესობას ფრიდონს მივცემდი, თუნდაც იმის გამო, რომ მოსკოვში დიდხანს ცხოვრობდა და იქ ყველა წრეში მიესვლება. მათ შორის ხელისუფლებაშიც. სხვათა შორის, ლეო ბოკერიაზეც მიფიქრია, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ როგორც ორგანიზატორი, ფრიდონი სჯობია - მისი ფიგურა არც ქვეყნის შინგით გამოიწვევს განხეთქილებას და უარყოფით დამოკიდებულებას. ის არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და იმავდროულად აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი... დიახ მე ვასახელებ სამ პიროვნებას. ამ ადამიანებს მოსკოვშიც ჩაესვლებათ და საქართველოშიც დიდი ავტორიტეტი აქვს. ცხადია, რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარებაში თავის როლს შეასრულებს ქართული ეკლესიაც. მაგრამ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს ეკლესიას ევალება. კიდევ ვიმეორებ, რომ ეკლესია და პატრიარქი პოლიტიკაში რაც შეიძლება ნაკლებ უნდა ჩავრიოთ”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/125416.html
  8. ოკუპირებული ტერიტორიები დააბრუნონ ნაბოზრემმა და მერე ვიმღეროთ
  9. კოკოს კი არა, არამედ ნათია თოიძის ფილმია (კახა მიქაიას დაფინანსებით)+ მეც აქტიურად ვიყავი ამ ფილმის შექმნაში ჩართული თავი მოიკლა
  10. ...მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ, რომ ქარის კბილებში ნასრეს და დაღეჭილ ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ, რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე. რომ ლურჯი ღრუბლები ბეჯითად ხატავენ გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს, რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს, რომ ასე სუსტი და ასეთი უძლური საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ, რომ ახლაც ოთახში ვზივარ მობუზული და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ... რომ ისევ ღამეა და ალბათ, ადრეა, რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ, რომ სადღაც გავრბივარ და შენს მონატრებას მშიერი მხეცივით კბილებით მივათრევ... ზვიად რატიანი
  11. ჩემი აზრით, ძალიან კარგი მოდერატორია
  12. SHARI აბა სხვანაირად როგორ იქნება? ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ყველაზე გონიერი და ღრმად მორწმუნე ერი
×
×
  • შექმენი...