Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. Siknadmo ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი, ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება, რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი, მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.
  2. "აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი შედგება მაშინ, როდესაც დავსჯით იმ ხელისუფალს, რომელმაც მძინარე ქალაქს ბომბები დაუშინა" აცხადებს ნინო ბურჯანაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა შეპირება მიიღო პუტინისგან ნინო ბურჯანაძემ პუტინისგან სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში? / "ჯერ გავუშვათ სააკაშვილი, მერე ვილაპარაკოთ ჩემს პრეზიდენტობაზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაპირებ..." http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/142819-21082010.html მ ო ნ ა http://b.pix.ge/i/34nfn.jpg ლიცემერი: ჯვარედინ გზაზე ისმის: - გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით! - მე მონა ვარ!.. - რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები… - მე სუსტი ვარ… - თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს… - არ მაქვს იმედი… - არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება. - მეშინია უარესის… - მონობაზე უარესი რაღა იქნება? - სიკვდილი… შიმშილი… …. - მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი. ნიკო ლორთქიფანიძე – “მონა”
  3. "როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით". "მარადისობის კანონი" ჩემი აზრით, ჭანტურია, წერეთელი, ზვიადი , კიტოვანი, შევარდნაძე, ასათიანი, პეტრიაშვილი ბურჭულაძე და ა. შ. -ის ავადმყოფობა და სახადი იყო, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ...უფრო სწორედ, მოვიხადეთ. ასე რომ, ბატონი ნოდარის სიტყვები არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ერსაც ეხება.
  4. საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს დღეს საქართველოს პატრიარქი ილია II გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ხვდება. „16 აგვისტოს, 11:00 სთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნატერასი ილია II შედის გლდანის საპყრობილეში (ქ. თბილისი, გლდანის #7 მ/რ +2კმ ) ე.წ. ”რელიგიის პატიმრების” მოსანახულებლად. გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ!“ – ამ სახის ინფორმაცია გუშინ ელექტრონული მისამართით religiispatimrebi@gmail.com გავრცელდა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი უარყოფს, რომ ეს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაა და ამბობს – „რელიგიური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, ეს ბოლშევიკების ეპოქა აღარ არის. ერტყობა ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. გუშინ იქადაგა პატრიარქმა სოციალურ მსახურებაში ეკლესიის როლის გააქტიურების შესახებ. პატიმრების მონახულება ერთ–ერთ სათნოებად ითვლება და ადამიანი ამას უნდა აკეთებდეს. უწმინდესიც პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს ატიმრების მონახულებას“. ბოტკოველს არ აქვს ინფორმაცია იმყოფებიან თუ არა გლდანის საპყრობილეში ტელეკომპანია „კავკასიის“ საქმეზე დაკავებული ადამიანები. „თუ ეს ადამიანებიც იქ იმყოფებიან, მაშინ მათაც მოინახულებს. მაგრამ ისინი რელიგიური ნიშნით არა არიან დაპატიმრებულები. მათ ხულგნობა ედებათ ბრალად, თორემ მართლმადიდებლები რომ არიან, ამის გამო არ დაუპატიმრებიათ“, – აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. http://netgazeti.ge/GE/20/News/2243/ ლიცემერი: ამ თემასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა:- გიჟი ექიმს უმტკიცებდა რომ ნაპოლეონია- პალატაში მეორე გიჟიც შეიყვანეს და სიაფანდ-ნაპოლეონს განუმარტეს, ესეც ნაპოლეონიაო. ექიმს იმედი ჰქონდა, რომ პირველი გიჟი აკვიატებულ ნაპოლეონობას დათმობდა. მეორე დღეს შემოვლაზე პალატაში შესულმა ექიმმა იმავე გიჟს როცა ჰკითხა: აბა, კიდევ იტყვი რომ ნაპოლეონი ხარო? ავადმყოფმა მორცხვად უპასუხა: "აღარ ვიტყვი, რადგან მე ჟოზეფინა ვარ".
  5. პარდონ, მისამართი შEმეშალა, ამ ფორუმზე ეს თემა არ იმუშავებს ყომარდება
  6. მომრავლდა პლანეტაზეფსევდოთეოლოგიით შენიღბული თემები, სადაც ერთმორწმუნე ჩათლახებთან ძმობაზე არის აქცენტი გაკეთებული, ამან გადამაწყვეტინა ამ თემის გახსნა. მაშ-ს ასე, რუსეთი ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვაჭრობდა და ვაჭრობს სხვადასხვა სენტიმენტალური და ფარისევლური მოტივებით: ნებაყოფლობითი მფარველობით და რჩენით, მადლიერების გრძნობით, მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობით და ტოლერანტობით, "საერთო" სამშობლოთი, კულტურული სიახლოვით, ისტორიული კავშირებით და ა. შ. ეხლაც იგივეს აწვებიან. რავი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ შევცდებით და ამ პრიმიტიულ იდეოლოგიურ სატყუარას არ გადავყლაპავთ ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერი რუსოფილობა დღეს ერის მტრობას ნიშნავს, როგორც არ უნდა იყოს შეფუთვნული. რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით
  7. ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი. მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს. ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს. იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს. თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _ მე თუ აკაცია?.. ვახუშტი
  8. ერიდეთ პოეტებს ერიდეთ პოეტებს. ერიდეთ ამ უმაქნის იდიოტებს, თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით, ტვინში სტენდით სახანძრო უსაფრთოებითვის, ორი წვეტიანი ვედროთი და და ერთი “ეკლერით”, ძალაყინით, ნაჯახით და ინსტრუქციით, ევაკუაციის გეგმით: როგრ უნდა დავარწიოთ თავი ხანძარს. უმოკლესი გზით. ერიდეთ პოეტებს. ერიდეთ, როგორც კეთროვანებს, როგორც რუდიმენტულ ბანჯგვლებს, როგორც გამონაყარს, როგორც შხამიან სოკოს, ან შხამიან სიტყვას. ერიდეთ პოეტებს, წარმართ ქურუმებს მკვდარი ღმერთების. ერიდეთ მათ გამომისტერიებულ მზერას, მომხიბლავ ღიმილს, აუხსნელ შარმს, თბილ გამოხედვას, ლამაზ სიტყვებს, ერიდეთ მათ კივილს, უილაჯოდ გაშვერილ ხელებს, გაფარჩხულ თითებს. თვალი მოარიდეთ მათ ტანჯვას. ცხოვრების უაზროდ ფლანგვას, არაღებული ჰონორარის ხარჯვას. ერიდეთ პოეტებს, ამ ასოციალურ ელემენტებს, წესრიგის მტრებს, ბახუსის ძმაკაცებს, სუტენერებს, სუიციდით შეპყრობილებს, ერიდეთ მათ ლამაზ სიფათებს, რადგან მათ უკან დაჩეხილი გონებაა წითელი სტენდით სახანძრო უსართხოებისათვის, ერიდეთ მათ სათნოებას და უსასოობას, ერიდეთ სახლებთან ახლოს სიარულს, რომ თავზე არ დაგეცეთ მეოთხე სართულიდან გადმოხტარი მოხუცი პოეტი. ერიდეთ ტყვის, რომელმაც ახალგაზრდა პოეტის საფეთქელში გაირა. ერიდეთ პოეტებს, ყველგან სადაც თავს დაცულად და უსაფრთოდ გრძნობთ, ერიდეთ პოეტებს, როდესაც თვითკმაყოფილება შეგიპყრობთ, ერიდეთ წიგნებს, რომლებითაც თქვენს ხარჯზე კარგად გაერთენ, ერიდეთ დუქნებს, სადაც პოეტები თვრებიან, ან უკვე გამოთვრენ. ერიდეთ ყველას, ვისი მზერაც ცარიელი არ არის, ერიდეთ ყველას, ვისი ფრთებიც ცვილის არ არის, ერიდეთ ლამაზ სიტყვებს, ლამაზ ფრაზებს, საერთოდ მოერიდეთ სილამაზეს. თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით, სულშიც ხანძარით, ბევრი ყუნული დაძარით, ბევრი მყინვარი დაადნეთ, მოერიდეთ გლობალურ დათბობას, მოერიდეთ ნებისმიერ დათმობას, ერიდეთ პოეტებს. თომა ოტიელი
  9. და(მე)ქორწინე ხომ იცი რომ ამის გარდა ალტერნატივა აბსტრაქცია და არჩევანი მოქალაქე M არ გაგვაჩნია?! გამიღიმე ხომ იცი, რომ სისუფთავეა ურთიერთობის საწინდარი?! (მომე)ალერსე ხომ იცი, რომ ყოველ ალერსით სიყვარულის ერთი ფერ(ილუზ)ია ჩნდება Nევერლანდ – ში?! დამიწექი და ამიყენე სურვილები რომ ერთად გავიტანოთ ჩვენი აბნეული თაობის ნალოლიავები ტკივილი გარეთ, შორს და უმისამართოდ. ჩაისახე შენში ჩემი დაღლილი ოცნებების გაგრძელება და გადაულოცე უპერსპექტივობა კაიფის ქვეშ გაჩენილ ჩვენ ბავშვებს... მომიყევი როგორ თამაშობდი გაცვეთილი სიტყვებით და სიმულირებული ორგაზმებით (არ ვიეჭვიანებ გპირდები) მასწავლე გაფრთხილება და სა(თუთობა) უ(თუთობისას) ვერნერის ბაღში არ დამივიწყო და არ მიმატოვო (ჩუმად და ღამით) გევედრები... მიმანიშნ - მიმახვედრე რომ თავისუფლება გრძნობებსა და ეპიზოდებად დაშლილ სიცოცხლეში სიკვდილამდე ერთად ყოფნაა და არა თამაში! (თუნდაც ჭვავის ყანაში) გადამარჩინე ეგოიზმს კარიერიზმსა და დუეტში ანანიზმს ანუ ველურ კაპიტალიზმს ერთი სიტყვით ანდა ოცდასამჯერ დალეწილ საწოლზე დანთხეულ ოცდასამი უცხო არსებისა და ჩემი გულისცემის ერთჯერად ამოვარდნებს შეფარდებულს ამდენივე შეხვედრის და განშორების ლოვესტორყ-ზე ანუ მარტოობას ერთი სიტყვით გადამარჩინე! შეგიძლია, ვიცი...
  10. ურჩი ჭავლები - გილოკავენ ხორბლისფერ ძუძუს, ლურჯი ჭალები - მოფენილია გვირილით... სიწრფელე მამრის შენდამი ითხოვს ჩურჩულს, შეცდომა არის გრძნობათა მხელა ყვირილით. უმარტივესი, უბრალო სიტყვით გეუფლები, - არც ხრმალ-დამბაჩით, არც მაჭახლით და ხირიმით, - “წამოხვალ-მეთქი?!” - ყურში ჩურჩულით გეუბნები, “თუნდაც სიკვდილში!” - შენ მეუბნები ტირილით
  11. მთიულური მოტივებიდან სისხლს მიჩქროლებს ქალაშავა, შენი კაბის შარიშური, ბოღმამ მთვარე გააშავა, მზეს მოედო შავი შური. ასე კარგი რა ხარ, ქალავ, თან ასეთი შორეული, არაქალა–ბარაქალა, გიმზერ ჟრჟოლამორეული. დაგიმწიფდა ბაგე ხოხობს, იწვი, ჭიაკოკონაო, ო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, რა კარგი ხარ გოგონაო. მოგიხელთებ ქალავ, მალე, აგიხლართავ თითებს თმაში... ამ სითბოს და სიმხურვალეს გაუძელი, აბა, მაშინ. /ნიკა ჩერქეზიშვილი/ .......................................
  12. გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით... ტუჩის შეხებით... კოცნით კი არა! -მოალერსებით... გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით ფერებით... ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი... დაგიკოცნიდი- სულს... გულს... თვალებს ასე სევდიანს... ბაგეს მთრთოლვარეს... მერე გულში ჩაგიხუტებდი....... დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან.... და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს... დაგიკოცნიდი- ღიმილს... ცრემლებს... "ნეტას" ნაღვლიანს........ შენ რომ გდომოდა ......... მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი....
  13. ...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე, და დაეჭვებულ მიჯნურის მსგსვსად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს... ოთარ ჭილაძე
  14. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!.. ვახუშტი კოტეტიშვილი
  15. მე რომ გდარდობ- ისა ხარ, მე რომ გნატრობ- ისა ხარ... როცა ელავ- მზისა ხარ, როცა ღელავ- ზღვისა ხატ, როცა გულს გთხოვ- ქვისა ხარ.
  16. "არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა, სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა, გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა, უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა... მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა! და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა. არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა, გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა... მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა, მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა, პაწიას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ სიყვარულს მწარედ მისტიროდა, ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა! ...ტიროდა... არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა, სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა, გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა, უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა... მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა! და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა. არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა, გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა... მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა, მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა, პაწიას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ სიყვარულს მწარედ მისტიროდა, ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა! ...ტიროდა... არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა, სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა, გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა, უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა... მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა! და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა. არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა, გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა... მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა, მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა, პაწიას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ სიყვარულს მწარედ მისტიროდა, ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა"!..
  17. მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, რა უფეროა უშენო დღე და რა წყეული უშენო ღამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას, როგორ ვიტკიებ უშენო წამებს, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი, როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ სულ მალე, დაგავიწყდები, მითხარი რამე
  18. "ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელიწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება". ..................................................... "სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი, ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს, და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს, მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს, და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს. ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ, ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან, გვალვით დასიცხულ მგზავრებს, ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერ თვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს, და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს, და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე, წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს, და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს, სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი." გიორგი შალამბერიძე
  19. "სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი, ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს, და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს, მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს, და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს. ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ, ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან, გვალვით დასიცხულ მგზავრებს, ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერ თვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს, და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს, და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე, წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს, და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს, სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი." გიორგი შალამბერიძე
  20. - lasha_alo ვაუუ, რომ იცოდე ახლა როგორ ავიწყვიტავ ჰეი, ვღადაოოოობ ჰო, გე-ზე ცოტა ზედმეტი მომივიდა, ბოდიში. აბა, კეთილი მგზავრობა და წარმატებები...lasha_alo მართალი კაცი და ძალიან კარგი უზერი ხარ, მადლობა babuagiorgi
  21. lasha1997 და რატომ მაყენებ შეურაცხყოფას? საიდან მოიტანე , რომ მე მსიამოვნებს? მისამართი შეგეშალა ვისაც მაგი სიამოვნებს მე იმის დედას ###### შენ უბრალოდ თემის კონტექსტი ვერ დაიჭირე
×
×
  • შექმენი...