Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. asesino_141 დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ" ”ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი - ვკითხე. - ვიჭერო. - არ იცი შენ ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი, ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო...” "კვირის პალიტრა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს უთმობს გვერდს, სადაც მოწვეულ რედაქტორს საშუალება ეძლევა, რედაქციის ჩარევის გარეშე გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე. ნომრის სტუმარია მწერალი ოტია იოსელიანი არ მიწყინოთ ახლა, უნდა ვიჩხუბო ამ გვერდზე და ჩხუბი ჩემს კილოზე გამომდის მხოლოდ, ამიტომ წერითაც ისე დავწერ, როგორც ვლაპარაკობ. გვერდის რედაქტორისაგან: ეროვნული გამოთაყვანება ჩემო ქართველებო, მართალია დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას, მინდა საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად, თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ. მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის თუ არ გინდა გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? ახლა ამას რომ ვწერ, ვიცი, მაინც არ ექნება შედეგი, კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო, კი იცის ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს, სწორედ ასე ვარ ახლა მეც, კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გაზეთის ფურცლებიდან პირდაპირ დედას აგინებს ხელისუფლებას, არც ამაზე აქვთ რეაქცია, გავგიჟდი კაცი. თუ ქვეყანას უზნეობა დაემართა, რაც უნდა ბევრი ტვინი გქონდეს, უზნეოდ გამოიყენებ მაინც, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, გამოდის ჩემისთანა გამოთაყვანებული მოხუცი ტელევიზიით და მადლობას იხდის, რა მიუგდე ასეთი? დიდ ცოდვას სჩადიხართ ამით იცოდე. იმის იმედიღა დამრჩა, რომ ამ გაზეთს ასიათასობით კაცი კითხულობს და იქნება ამ ეროვნულ გამოთაყვანებას ბრძოლა მაინც დავუწყოთ. ეკლესია... თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ქართველს რწმენის გარეშე არასოდეს უცხოვრია, გარდა იმ 70 წელიწადისა. ახლა უფრო ძნელი მოსაქცევი ვართ, ვიდრე პირველ საუკუნეში ვიყავით. კერპი რომ გვყავდა, ის კერპი ჩვენი ღმერთი იყო, ერთი ღმერთიდან მეორეზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ქართველმა ეს შეძლო, იმიტომ, რომ ქრისტიანობა საკუთრად მიიღო. განმანათლებლები ცეცხლითა და მახვილით კი არ შემოსულან საქადაგოდ, მხოლოდ წიგნი ეჭირათ ხელში. ახლა რაც ხდება, დიდად საგანგაშოდ არ მიმაჩნია, კომუნისტების დროს მოიძებნა ეკლესიების დამანგრევლები და რა გასაკვირია, თუთბერიძეებისნაირები ახლაც მოიძებნონ. ღმერთმა კარგად მიმყოფოს პატრიარქი, მაგი ერთი კაცია, რო წვალობს რაცხას, ჰოდა, ვერ იტანს აგენი, ქვეყნიზა სხვა რომ წვალობს, ამიტომაა მასზე შეტევა, მეშინია, არ მომიკლან! სოფლის მეურნეობა პარლამენტში რომ გამევიდა აი თქვენი პრეზიდენტი, თუ ახსენა საერთოდ სოფლის მეურნეობა, არადა ეს დარგი იყო შენი გადამრჩენი, ვიღაცის პურით გვინდა ვიარსებოთ? ავსტრიაში ვიყავი აგერ ახლა სამკურნალოდ, აშენდა იმ კაცის ოჯახი, ვინცხამ გამიშვა (აკრძალული მაქ მისი ხსენება), თვარა მეტი არაა ჩემი მტერი, ეს დამეწერა. რო გადევიანგარიშე ჩვენ ფულზე, ათი ლარი ღირდა პური. კაკალაშვილი რომაა, ბიზნესმენი, მიშაიე რომ კითხულობს მის ლექსებს, იმას ვკითხე: - კაცო, ავსტრიაში 10 ლარს აძლევ პურში და აქანა ლარად ყიდი? რომელ ყულაბაში ყრი ფულს, მაჩვენე? ეგ, ბატონო ოტია, ჩვენი ჯადოსნური საიდუმლოაო. კი ვიცი, რაცხა ჯადოსნური საიდუმლოა, რას ვჭამთ და რას ვსვამთ, კაციშვილმა არ იცის. გლეხი იყო მუდამ შემქმნელი "პური არსობისას", ეს გლეხი ჯერ კოლექტივმა მოსპო, მერე ამგენმა მიადგა. გლეხის აკადემია არის მიწა, იმ მიწას რომ წაართმევ, მერე აღარაა ის გლეხი. სცადეთ აბა და გადით კვირკობის თვეში მზეზე, დაგარტყამს იმწუთას, გლეხი კი თოხს უბაყუნებდა იმ მზეში, უყვარდა მიწა და იმიტომ, ტრაქტორიზაციაო რომ თქვა, სადაა მერე? მიეცი გლეხს? თუ საჩვენებლად გინდა მხოლოდ? ახლა გაზაფხულია, არჩევნებზე კი არა, იმაზე უნდა ვიმტვრევდეთ თავს, რა ჩავთესოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტს რომ თურქეთიდან შემოიტან, არ ხარ ამ მიწის ღირსი შენ! მინდა ამ გაზეთის ფურცლებიდან ვკითხო სოფლის მეურნეობის მინისტრს, კი ამბობენ, ახალგაზრდააო, მაგრამ მე არ დევეძებ მაგას, ტვინი თუ არ გაქ, 70 წლის რომ გახდები, არც მაშინ გექნება. ბაკურა, ბიძია, გამაგებინე რას უპირებ სოფლის მეურნეობას, შარშანდელზე ნაკლები მიწები დეიხვნება წელსო, რეიზა ხდება ასე, ამიხსენი... ოპოზიცია ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია მთავრობას აკვალიანებს, მარა იქ ოპოზიციას აქვს ხალხის ნდობა. ალასანიამ დამირეკა ამას წინათ, თბილისში დამპატიჟა, ნაოპერაციები ვარ-მეთქი. მაშინ მე ჩამოვალო. მე საერთოდ პოლიტიკოსებს სახლში არ ვუშვებ და ვუთხარი კიდეც, შენ მიმართ უნდობლობა მაქვს-მეთქი. რას მერჩიო, გაუკვირდა. რო ჩამოდი ამერიკიდან და მიშაიას ათი დღის ვადა მიეცი, ვიფიქრე, რაცხა ძაან დიდი ძალითაა ჩამოსული-მეთქი და მემეცა იმედი. გევიდა 10 დღე, რა ქენი მერე? შენს სიტყვას ხო დაუკარგე ფასი? რომ მოგიშვა ჩემთან, ხო მეტყვი რაცხას? გონია, დაგიჯერებ? იმ ოპოზიციაში მე სიტყვის კაცი ვერ დავინახე. მახსოვს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თორთლაძემ დამირეკა, მაშინ არ იყო ასე წყალწაღებული, მოვდივარ შენთანო. მთამსვლელი კაცია და ვაფასებ მე მთამსვლელობას. მოვიდა და მოჰყვა ხიდაშელის ქალი და გაჩეჩილაძე. სად დაწანწალობთ-მეთქი, ვკითხე. ხალხში დავდივართო. ვაი თქვენს პატრონს-მეთქი, ვუთხარი, მაგ თქვენს ნაგროვებ ხმებს მოუყრის ერთად თავს მიშაიე და ჩეიყრის ყუთში. გაჩეჩილაძეს ვუთხარი მაშინ, რაის პრეზიდენტობა გინდა, ბიჭო, შენ-მეთქი. არაო, პრეზიდენტის პოსტი მინდა გავაუქმოო. მაგი მართლა კი არის გასაუქმებელი, არ გვყავს ჩვენ საპრეზიდენტო კაცი. ახლა კიდე ნოღაიდელიო, გაიძახის ყველა არხი. რომელი ნოღაიდელია მაგი, ხომ ვერ მეტყვი, ბატონო პრეზიდენტო? მე რომ მეთქვა, მილიონები იშოვაო, მეტყოდი, დამტკიცება უნდა მაგასო, შენი პირით რომ თქვი, ჩემი პრეზიდენტობის დროს იშოვა მილიონებიო, რას მივაწეროთ მაგი? ამ დაქცეულ ქვეყანაში კაცმა მაგდენი იშოვა და რო გოუშვი, სად გოუშვი? ან ის უნდა დაგეჭირა, ან შენი თავი! გამოწველილ თხასავით რო იყურება და მოსკოვში რო დადის, ეტყობა, ის ანდაზა ახსოვს, "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო", მე მაგ ანდაზას ჩემებურად დავუმატებ: "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახე, მარა მამად არ გაიხადო". პრეზიდენტი და პარლამენტი გიჟები ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად? რომ გამოდიხარ, ხალხს უნდა ჰკითხო, როგორაა საქმე, ჩემო ხალხო, ვქენი რამე სასარგებლო თქვენთვის? ხო არ შემეშალა რამე? თარგამაძემ რომ მიახალა ცხვირ-პირში რაც სათქმელი იყო და სწორი კითხვები დოუსვა, გეეცი პასუხი? ამან, თარგამაძე აბაშიძესთან იდგაო, შენ ვისთან არ იდექი, მითხარი ერთი?! რო მეუბნები, ეკონომიკა წინ მიდისო, მე აგერ ვხედავ, ბაზარში, რაცხა წინ მიდის ეკონომიკა, 70-თეთრიანი შაქარი 3 ლარი გახდა, რაფერ ფიქრობ, ვერ ვხვდები განსხვავებას 70 თეთრსა და 3 ლარს შორის? ოკუპანტია რუსეთიო, გადეირია რუსი, კაცო, რაც გავჩნდი, მას მერე მეტი არაფერი მიკეთებია და ახლა მიხვდი შენო? რუსი შტერია თუ ჭკვიანი, დამპყრობლის ინსტინქტი მოჰყვება მაინც. გამოსავალი რა იქნება, ის მითხარი, თვარა რუსი რაცხაა, ვერ მასწავლი. დასავლეთი დემეხმარება ომშიო, ჩამიწყვიტა ანგელოზივით საჯიშე ბიჭები, დეგეხმარა? თუმცა კი დეგეხმარა, პუტინს უთხრა, არ ქნა მაგიო, პუტინმა თქვა - არა, უნდა ვქნაო. თუ უნდა ქნა, კაი მაშინ, მე ხელებში ხო არ გეცემიო. მოთავდა ამით შენი დასავლეთი. ეუთოა თუ რაცხა ტატყანა ორგანიზაცია, საწყლად თხოვა, შემომიშვი ოსეთშიო, იმან არაო, კაი მაშინო, დეიხურა ქუდი და წევიდა სახლში. ბარსელონაში მიმიწვია იქაურმა ქართველებმა, დიდებული დახვედრა მომიწყვეს, 20 ათასი ქართველი ჩაწერილია იქ უკვე. ეკლესიას ვაშენებთო, გამახარეს, სალოცავიც ექნებათ მალე და რაფერ ფიქრობ, დაბრუნდება იგენი სახლში? რომ მომიწოდებ ქუდზე კაციო, სადაა ქუდზე კაცი? აქ ვინც დარჩა, ვიზები არ აქვთ, თორემ ესენიც გეიქცევა. ამნაირი პარლამენტი რო გყავს, არ გრცხვენია? დამტკიცებულია, ნორმალური ორი კაციც კი არ აზროვნებს ერთნაირად და ამ 150 კაცს რაფერ აქ ერთნაირი აზროვნება, ამიხსენით ვინმემ? რომ აწევ და დაწევ ხელს, არ უნდა თქვა, რატომ შვები ამას?! დასავლეთი ჩვენ გვთვლის განვითარებად ქვეყნად. ეს რას ნიშნავს? გამოდის, არ ვართ განვითარებული. ახლა რომ ამბობ, შეცდომა იყო განათლების რეფორმაო, ვინც გიკარნახა ეგ რეფორმა, იმას თუ უთხარი მაგი? ვერ ხვდები, სხვანაირად რომ გვიყურებს უცხოელი? ჩვევები უნდა გასწავლოთო და გვასწავლის: ქვა არ უნდა ვისროლოთ და გამოსაჩენ ადგილას გინება არ უნდა ატეხოთო, ესაა ადამიანური ჩვევები და ამას მასწავლი? უმად ჭამდი შენ ნადირის ხორცს, მე რომ ვიცოდი მაგი ჩვევები. არჩევნები ცნობიერება რომ ვახსენე ზემოთ, მაგი ცნობიერება არჩევნებშია მთავარი. "ქართული აკადემია" იყო ჩემთან მოსული, მიმიწვიეს, ვეუბნები, ჯერ ცნობიერება უნდა დავამკვიდროთ ხალხში. ცნობიერება რომ არ გვაქვს, იმიტომაცაა, ის კაცი იმარჯვებს, ვინც შაქარს, ფქვილს და ზეთს არიგებს. ჩერჩილი ამბობდა: კი ვიცი არჩევნები რაცხა უბედურებაა, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუგონებიათო. დედაბერი რომ შევა არჩევნებზე და იკითხავს, სად ჩავაგდო, დია, აი ქაღალდიო, ასე გინდა კარგი არჩევნების ჩატარება? შინაგან საქმეთა სამინისტროზე ცოდვას ვერ ვიტყვი, მართლა კი მუშაობს სხვაზე მეტად, მარა მაინც მაქ სასაყვედურო. ვანო შემხვდა ამას წინათ, რას შვები-მეთქი, ვკითხე. ვიჭერო. არ იცი შენ, ვინ უნდა დეიჭირო-მეთქი. ერთი ხუთი შენობა ვიცი, წამოდი და გადაადგი იმ შენობებს გალიები, ე, მაშინ იქნები კარგი დამჭერი-მეთქი. - გაეცინა, ჩემი შენობაც ხო არ შედის მაგაშიო. ცუდ დღეშია ახალგაზრდობა, წიგნი არ უნდა არავის, ესაა ყველაზე დიდი საშინელება, კაცობრიობა რაც გაჩნდა, მას შემდეგ ფიქრობს, ტანი რაფერ შეიმოსოს, აგენმა ახლა დეიწყეს გახდა! ფეხბურთი მხოლოდ იმას გავყვირით მთელი 20 წელია, რა ეშველება ქართულ ფეხბურთსო. ვერ მიხვდით, რომ არაფერი ეშველება? 15 წლის ფეხბურთელი რომ იყიდება აზერბაიჯანში და რუსეთში, რაის ფეხბურთელს აღზრდი შენ? არის ქვეყნები, სადაც აკრძალეს 25 წლამდე ფეხბურთელის გაყიდვა, შენ რატო არ აკეთებ ასე? ამას წინათ დამპატიჟეს თბილისში, არველაძის გაცილებაა და წამობრძანდითო. სად თამაშობდა-მეთქი, ვიკითხე. ჰოლანდიაშიო. კი ყოფილა აბა გაცილებული და მეტი რაღა გაცილება უნდა-მეთქი. "მოდელირებული იმედი" მაგენისგან ყოველგვარ სისულელეს ველოდი, მაგრამ ამნაირს არა. გადარიეს ხალხი, კაცო. მაგი შეიძლებოდა ვინმეს პრეზიდენტის გარეშე გაეშვა ეთერში? ჯერ ერთი, ჟურნალისტი ვერ ისულელებდა მაგდენს, მიშაიეს ტვინი ურევია მაგაში, ამდენი ხანია ვფიქრობ, რატო გააკეთეს და ვერ მივხვდი, ანდა რაფერ მივხვდები, ჭკვიანი რომ აკეთებს რამეს, შემიძლია რაცხა დასკვნა გავაკეთო და ვიფიქრო: ჭკვიანია და შეიძლება ასე იფიქრა და ასე უნდა თქვას შეფარვითო, მაგრამ გიჟი რას აკეთებს, რაფერ გინდა გეიგო?! ნაპოლეონი რო იბრძოდა, ყველაზე მეტად ეშინოდა სულელი სარდლების, ჭკვიანის ნაფიქრს გამოვთვლი, სულელი კი რას იზამს, რა ვიცი მეო და არ უპირისპირდებოდა ის კაცი. დღევანდელ ტელევიზიებს არ უნდა უყურო, თვარა სახლს ვერ მიაგნებ. დამიფარა ღმერთმა და მე არ მიყურებია მაგ სისულელისთვის. რას ერჩიან ამ გასაცოდავებულ ხალხს? ვინც მაგი გააკეთა, ტელევიზიაში უნდა ამუშავო კი არა, ტელევიზორს არ უნდა აყურებიო. ნოღაიდელი და ბურჯანაძე რას იზამს, რა ჩემი საქმეა? ეგ თქვენ გაარკვიეთ ჩუმად, მე რას მზაფრავ? ხომ ვამბობ ზევით, დაღუპულები და განწირულები ვართ, გიჟები კი არიან აგერ ხონში, მაგრამ არავის არაფერს უშავებენ, აგენი გვღუპავს და კაცი არაა პატრონი. გამევიდა ვინცხა უცხოელი და გვირჩია, ფსიქოლოგები მიიყვანეთ ხელისუფლებაშიო, რად მინდა მაგის რჩევა, მე არ ვიცი რა მჭირს? ფსიქოლოგი კი არაა მაგენთან მისაყვანი, მაგენია ფსიქიატრიულში მისაყვანი. პატივისცემით, გვერდის რედაქტორი ოტია იოსელიანი
  2. ვულოცავ და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ
  3. მინდა შეგისუნთქო თამბაქოს კვამლივით, ჩემი თმის შეხებით მინდა რომ გაგათბო. მინდა შენს მკლავებში ჩავეშვა დაღლილი, შენ კი, დაბნეული, სიმშვიდით ამავსო. მინდა საჰარაზე მომიყვე ამბები, ჩვენი შეხვედრები ჩადრის ქვეშ დავმალოთ, მინდა შენთან ერთად დავთვალო ჭადრები, ჩემი ყველა ფიქრი, სურვილი გაგანდო. მინდა შეგისუნთქო თამბაქოს კვამლივით, ავადმყოფ ფილტვებში ჰაერით გაგათბო, წელზე შემომხვიო ხელები გაშლილი, სუსტი, ცრემლიანი, სიმშვიდით ამავსო.
  4. გათენებულა… რახანია… მე კი ღამეში… კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი დღეს ჩემთან არმყოფს… ოჰ… ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში… გადმოგიღვრიდი მთელ სიცოცხლეს სიკვდილის სამყოფს…
  5. შენ დამიმტკიცე – სილამაზე არის ნაგავი! და სიყვარული სულელების ცრუ სატყუარა! ჩემი ღირსება ბავშვი არის გასალახავი და გაბერილი საპნის ბუშტი – ჩემი მუქარა... შენ დამანახე – შემიძლია ვიარო ლეშმა და ვერასოდეს შევასრულო დანაპირები... რომ ჩემნაირებს არ სჭირდებათ ვირებზე შესმა, რადგან ვერასდროს შეჯდებიან ვირზე ვირები! მე ვარ მეზღაპრე! – ვნების ზღაპარს ვერ ავისრულებ! გვიანიც არის ჩემთვის ალბათ იმის შეტყობა, რომ ჭკვიანია ვინც არ ეძებს ტრფობის სირთულეს და სულ მარტივად – გასაბერი ქალით ერთობა... სულ გულში ცქერაც არ ყოფილა თურმე საჩემო, სჯობდა გარედან შემეხედა – ღირდა თუ არა... და ჩემს სიყვარულს ისე ვუვლი ახლა გარშემო მაგელანმა რომ დედამიწას შემოუარა... ის არც კი ბრუნავს და არც ვინმეს სითბოს უნახავს, გასაბერ ქალზე არის მგონი ისიც თანახმა... და მიკვირს, როგორც გაუკვირდა, ალბათ, უნახავს მოულოდნელად დედიმისის მძღნერის დანახვა: ნუთუ ასეთი იყო ღმერთი, რომელიც მწამდა და სამოთხეზე უფრო მეტად ისურვა სულმა! მე არ ვიცოდი იმის გემო, მუდამ რომ ვჭამდი... არც ახლა ვიცი რომელი ვარ – ვირი თუ ხურმა... ამის მნახველი თვალიც რაღა გასახელია, მინდა საფლავზე დამაწეროთ დანაბარები: სუყველა ქალი ბოლოს მაინც გასაბერია! და სულერთია ვის რა ფერის დააქვს თვალები... არც კიტრად ღირდა ნატარები დღემდე ღირსება, მისი დაკარგვით არაფერიც არ დამაკლდება! ბევრი ცდილობდა უშედეგოდ ამის მტკიცებას... შენ დაამტკიცე... მე გილოცავ ამ წარმატებას! ამის შემდეგ კი არც აზრი აქვს ამარჩევინო – ასე შემდეგი გაგრძელდება თუ ეტ ცეტერა... ეს შენ შეძელი – ბოლოს მაინც დამაწერინე ლექსი, რომელიც არ მინდოდა რომ დამეწერა! ბაკურ სვანიძე ამ ლექსს "გასაბერი ქალი" ჰქვია...
  6. იქით წავიდე და... ვხედავ სიკვდილია, აქეთ სიცოცხლეებს ოხრად არიგებენ, ყელში ამოვიდა ეს ცრუ იდილია, ხორცი ვიღას უნდა, ახლა ბარიგები სულებს ყიდულობენ, დროა უცნაური, საათს დახედავ და სამი საათია, ახლა ტკბილ ძილშია ყველა უთაური, მე კი ძველებურად ყელს მჭრის აპათია. ვგრძნობ, რომ მეც ასე ვარ, თავის გარეშე და... არ მსურს, აღარ მინდა გულიც გამომიღონ, ყველა გაჩუმება ყელში გამეჭედა, ჰოდა, მაპატიეთ ხმა თუ ამოვიღო. მორჩა, გავიხადე, ვდგავარ შიშველი და... ცოტა გამიარა გულზე იშემიამ, რა ვქნა, მაპატიეთ, ეს თუ მიშველიდა, ყველას დაენახა - Hesse შიშველია! ნიკა ჩერქეზიშვილი
  7. კანაფის კვამლში გახვეული პლანეტა, ბებერ ეფენდივით, თვლემს დრო გაფუჭდა - ჩაიხვია. მიზიდულობას ეფედრინით ვებრძვი და კედლის კალენდრებზე - მაისის ზერო... მირაჟული დღეები ჰგვანან პალინდრომებს - წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები. მთვარე გავტეხე - ნახევარი აბი LSD 25-ის, ენის ქვეშ - იყო ახირება... არაფერი თქვა, ჩამეხუტე! შეშლამდე ისე ცოტა კმარა, რომ სულში სისხლი ჩამედინა: შენი სხეული ცოდვა არი, რომელიც უნდა ჩავიდინო! ვინ იცის, იქნებ აღასპერზე შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?! გაჩუმდი, არ თქვა არაფერი, დაწექი... მკერდზე ბოდელიერს გადაგათარგმნი ფრანგულიდან და ბოროტების ყვავილები, მზეს დამტვერავენ რეგოლიტით - შეციებული კამელია, მკლავს დააკვდება ოლიანდრის სამოთხის ბაღში... ალბათ მერე, გასწორდებიან კალენდრებიც, ხოლო მანამ კი - მაისის ზერო... არაფერი თქვა, მომეფერე! კანაფის ნისლში გახვეული პლანეტა, ბებერ ეფენდივით, თვლემს. დრო გაფუჭდა - ჩაიხვია გიროგი საჯაია
  8. ნელა-ნელა, თავად? ნინო არაფერს გეტყვი, არც ერთ სიტყვას, ოღონდ ნინო, მომეთბუნოს ხელახლა მზერა ანგელოზური
  9. გამარჯობა ნინო მე შენთვის იმ ერთადერთ სიტვას დავეძებ, ის ერთადერთი სიტყვა მიშველის, სიტყვა ბგერით გამოუთქმელი, ლექსიკონში აღუნიშვნელი. რასაც ვერ დაშლის გრამატიკოსი,ფუძედ, თავსართად, თემის ნიშნებად, სიტყვა, რომელიც არ გაიყოფა და მარცვალ-მარცვალ არ დაიშლება სიტყვა, რომელსაც სიტყვით ვერ ახსნი, სიტყვით ვერ იტყვი და ვერ გამოთქვავ
  10. გამოჩდა! გამოჩდა! უყურე! ანათებს, ანათებს, ანათებს, იზრდება! იზრდება! იხილე! ანათებს, ანათებს ანათებს, მახარე! გამარჯობა, ნინო
  11. არ ვიცი მიშა წავა თუ არა, რაღაც სამაგისო პირი არ უჩანს , მაგრამ ერთი რამ ფაიზაღი ვიცი: ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან გამიხარდება თუ როდესმე კიდევ შევხვდებით liliko
  12. წახვედი და წახვედი თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოხვალ? liliko
  13. გამარჯობა, liliko ესე იგი, სკუპ და... სიტყვა ხომ შევასრულე?
  14. მხოლოდ დღეს მომეცა მადლობის თქმის საშუალება. უუუღრმესი მადლობა ყველას
  15. გამარჯობა, მიშა მეც მაგრად მომენატრეთ
  16. გამარჯობა, დიტო სიბერე არაფერი... მოგეხსენება ცეცხლი ცეცხლია სიბერეშიც +წარმოსახვა და ფანტაზია მაქვს ბავშვის
  17. lasha_alo კარგი. უბრალოდ მართლა ზედმეტი მოდის.
  18. asesino_141 ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. მე შენთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს? ეს ლექსი ჩემი კი არა, არამედ ანონუმი ავტორისაა. ასე რომ ბანს ვერ დამადებ. ამ ლექსით იმას კი არ გეუბნები რო ბ რ ი ყ ვ ი ხარ-მეთქი, უბრალოდ მინდა ლამაზ პოეზიას გაზიარო ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი, ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება, რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი, მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად. ლაშა, სერიოზულად გთხოვ დააოკო ეს "პირსისხლიანი" :) მასტი
  19. ესე იგი, სისხლისღვრისკენ მოწოდება სიტყვიერი გაფრთხილებით ისჯება, ხოლო ჩემი უწყინარი პოსტი კი ვორნით?asesino_141 lasha_alo , სრული სერიოზულობით გთხოვ: გაიტანე გრელანდია +20% გარდა ამისა, თუ რამე პრეტენზია გაქვს, მხოლოდ შესაბამის თემებში....
  20. lasha_alo ძალიან გთხოვ გააფრთხილო მოდერი, რომელიც გოთვერნულად ჩეხავს პოსტებს. არა ვარ მე ის უზერი, რომელიც მსგავს უპატივცემულობას იმსახურებს ვორნი 20%
  21. lasha_alo lasha_alo კიდევ მე მაფრთხილებ ტო? ვერ ხედავ, რომ ამ მედვედევის პაროდიასთან შედარებით სანიმუშო ყოფაქცევის მოსწავლესავით ვიქცევი? ;)
  22. DonCaredo განათლების ცენზე და ჭკუა-გონებაზე არ გვინდა ბაზარი, ყველა ხედავს რომ ამ კომპონენტში მოშნად გერხევა ლაშა, რატომ წამიშალა შვილისმკვლელმა ფალკონემ პოსტი? ეგრე სად არის ტო, თუ შლის, მაშინ ორივეს პოსტი წაშალოს. თუმცა ჩემი ნამდვილად არ არის წასაშლელი
  23. უიარაღოდ სად მიდიოდნენ რომ მიდიოდნენ? ვერ არიან ეგენი. ერთი ორი ავტომატი მაინც ვერ გაიყოლეს, რამოდენიმესმაინც ხომ გააგორებდნენ? იწუწუნონ ახლა და იყვნენ პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია asesino_141: დღეს, 04:06 PM რედაქტირების მიზეზი: კორექტულად ............................................................................................ მოდერზე ვკაიფობ მაგრად ;) კლიენტი იძახის ყირგიზეთის ვარიანტი უნდა გაათამაშოთო, ხოლო მოდერი კორექტულობისკენ მოუწოდებს ფორუმი ნელა-ნელა ცირკს ემსგავსება http://planeta.ge/index.php?showtopic=2377...90&start=90
×
×
  • შექმენი...