Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. მე მაპატიე, ვერ დავემგვანე იმ ქალს, რომელსაც ღამ-ღამობით, ფიქრით ხატავდი... მე მაპატიე, ვერ ვიქეცი სურვილის მონად... ვეღარ გითხარი _ რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი... სხვა სიყვარული... მონატრება... სხვაგვარი თრთოლვა... ვეღარ გითხარი, დროც არ იყო ამის სათქმელი, რადგანაც გულში სევდამ მოთოვა... ბოლოს კი მაინც... უხმაუროდ... ისე წავედი, შემოდგომისპირს როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა. ცირა ბარბაქაძე
  2. ავწიოთ ჩვენი სიყვარულის პატარა კუბო და ჩავფლათ სადმე უხმოდ! როგორც ძე უდღეური... იზა ორჯონიკიძე
  3. ვერ დამათრობდა კარგი თამადაც- ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე, რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე. ოთარ ჭილაძე
  4. ნუ მესიზმრები, რაა! შემომჩენიხარ აბა რად? წუთისოფელი რაა, ისიც - ლანდების ამარა? მერედა, განა ცხრაა - ერთი მრგებია წილადა. ნუ მესიზმრები, რაა! - ნუ გადამაქცევ ძილადა ზაზა ბიბილაშვილი
  5. მუსიკა წყნარი, კოქტეილი, კაფე "აზია", ჭიქა მარტინი, და ცხოვრებაც რა ლამაზია... ბლუზის ჰანგები უერთდება სინაზეს ფერთა, ლამაზო ქალო, მოდი ერთად წავიდეთ ღმერთთან! ნაზია ღამე. არ მასვენებს მრუში ფიქრები: ხვალაც აქ მოვალ, თუ ცოცხალი ისევ ვიქნები! ახლა კი მოდით, დავასხათ და ვინც არ დალიოს, ვეღარ მოესწროს სიკეთეს და დამდეგ ალიონს! . . . . . . . . . . . . ისევ მუსიკა, კოქტეილი, კაფე "აზია", ცოტაც მარტინი, და ცხოვრებაც რა ლამაზია. გიო საჯაია
  6. ქალის პორტრეტი თვალებში - ცრემლი, სულში - იარა, ყვავილი - ბევრი, დრომ - გაიარა. ნაოჭი - შუბლზე, დარდი - ფარული, ნახეთქი - გულზე, მზერა - ქალური. ნაპობი - ბაგე, მოწვეტავს სხამი, ღრუბელი - ცაზე, შეკრული რკალი. ნატანჯი - სახე, ნიღაბი - ცარცის, ვუყურებ მახეს, ფუნჯებით გაცრილს. გუაში - სველი, ჩარჩოს ღიმილი, სამყარო - მთელი, ტილოს ტირილი. კონტურებს ხევდა ცრემლები ლალის, სურათის - სევდა პორტრეტი - ქალის. ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები, თეკლე ბატონიშვილი-ს ლექსია
  7. კაცებო! ქალებს გაუფრთხილდით და გული ფიანდაზად გაუშალეთ სახეზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ! ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავლივით მოუარეთ! თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა ქალი ათასგვრად გაქცევს ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს წამოგაყენებს და კაცად გაქცევს... ჰოდა ამ საუნჯეს გაუფრთხილდით მადლი ხელის გულზე მოუყარეთ ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით მოუარეთ ! კაცი? -კაცი ოხერია- თქმა იციან ქალებმა, ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლებათ... სახლში ცოლი თუ გაუწყრა შუბლს იწმენდენ ოფლიანს კარებს გაიჯახუნებენ სხვაგან გაერთობიან. კაცი? კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე, არაყს დალევს,ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს, წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე ან მანქანას გააგელვებს ანდა ვაგონს გაყვება ვინმე გვერდით თუ არ უდგას იქნებ არც ენაღვლება... ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროს და შაითანს ცხოვრებაში ყველანაირ გაჭირვებას აიტანს. რაც არ უდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც . თუ დასჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს მარტოობის წლები მკერდში გაერჭობა ხანჯლებად. შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება ქალს? ქალს მარტო ნუ დატოვებთ სანამ ქვეყნად არსებობთ... ქალი? საფერებლად გაჩენილა კაცებო ....
  8. გოგოა და... შვენის სიტყვა _ ,,სიფრიფანა,, გაიზრდება, მოიხდინოს _ ,,აშოლტილი,, შეხედავ და არის სიტყვა _ ,,სიკისკასე,, გაზაფხული _ სააპრილოდ გაფოთლილი, ძმას უნდა რომ, _ გული ქონდეს მადლიანი. იცინოდეს, თვალში სხივი უნათებდეს, მამას უნდა: კოხტა იყოს, ჯანმრთელი და აზრიანი, ბედს ეწიოს, ცხოვრებაში უმართლებდეს. ბიჭს უყვარდეს, გულიანს და შეუპოვარს. ჯიგრიანად, ხელის გულზე ატარებდეს. მზედ დახვდეს და, მთვარედ დასვას, ნათელ ცაზე, ვარსკვლავებად შემოისხან პატარები. დედას უნდა. რა და..… დედა ენაცვალოს, ეს ფიქრები, კარგად მახსოვს, რას მოება. . . გოგოა და გაიზარდოს დიდი ქალი, შეხედონ და. . . გავდეს სიტყვას _ ,,სათნოება,,. ლუბა ელიაშვილი
  9. დავლიოთ? ოხ არა მომშორდით თავიდან მე ახლა რატომღაც დალევა არ მინდა! არ დავლევ თუ სუფრას ქალი არ ამშვენებს ნაღვინარ თვალებით გრძნობას რომ ახელებს ადგება ირწევა ვით ქარში თოლია მე მაშინ ქალისთვის ვგიჟდები მგონია დავლიოთ? ოხ არა მომშორდით თავიდან რატომღაც უქალოდ ქეიფი არ მინდა! ელგუჯა უძილაური გველის წიწილა ერთხელ ბილიკზე შემომხვდა გველის წიწილა პატარა საომრად წამოიმართა თავი გველეშაპს ადარა ვერ გავიმეტე არ მოვკალ ბრძენთა ნათქვამი ესეა თავისზე სუსტის დაჩაგვრა ჯაბანი კაცის წესია ეს კი ვუთხარი ძმობილო გზა-გზა ნუ ივლი ხშირადა მე თუ არ მოგკალ სხვა მოგკლავს და დაგიჯდება ძვირადა ვუთხარ და ჯოხით სათუთად გადავიყვანე გზიდანა ქვეყნად სიკეთის მთესველსა ღმერთი დალოცავს ციდანა გველის წიწილს კი გველურმა ბუნებამ არ მოუთმინა ჯოხზე ზედ შემოეხვია და სამჯერ მწარედ უკბინა და ჩავწვდი კარგით და ცუდით ბუნების ნაირ ფერობას გველი არ მოიშლის გველობას ადამის მოდგმის მტერობას კაცი ავი და ბოროტი ავთა საქმეთა მცდელობას. ელგუჯა უძილაური
  10. წვიმს და მაინც მენატრება წვიმა, როგორც ქალი მინატრია ქალში... ........................................... თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა? სულ უბრალო საქმე არი: ზიხარ... უცდი... გჯერა... ასეთია ჩვენი საქმეც, ანუ ლექსის წერა: კალმით ხელში მაგიდასთან ზიხარ. უცდი. გჯერა. მიხეილ ქვლივიძე
  11. ძნელია, მაგრამ ადვილად ითქმის, როდესაც ტკივილს ტკივილით იხსნი, როცა სიტყვიდან მოწვეთავს სისხლი . მარადისობის ტოლია თითქმის - სიცოცხლე, თუმცა ზომავენ მისხლით... თამაზ ჭილაძე
  12. ჩემო დედი, დაბერდი და, ლექსებს ირჩევ სევდიანს. შენი ძვლები წამდაუწუმ სატირალზე სხდებიან. შენი ფიქრნი სად არ წავლენ სად არ გადასწვდებიან. აღმართსა და აღმართს შორის ბილიკს გაიტკეპნიან. დედი, იის ძირში ცხოვრობ, სახლი გიდგას ფერებით. სახლს კარიც აქვს, მაგრამ, ვაი, მე ვერ შემოვეტევი. რაა, დედი, ამ ბოლო დროს, სულ საფლავზე გხედავენ! ბებოჩემი, პაპაჩემი, შენს თავს შემომედავნენ. და თუ მაინც წაგიყვანეს, თუ გაუწყრათ გამჩენი, კიბეს ხომ მეც ამომაწვდი, როგორც ხეზე დარჩენილს. ჩამოვყვები კიბეს, დედი, სისხლიანი ფეხებით. დედი, როგორ გავიხარებთ, როგორ გადავეხვევით. ბესიკ ხარანაული
  13. დრომ ახალგაზრდობაც შეიწირა, ადრე თუ ვიყავი დასაბმელი, ახლა ყველაფერი შემიძლია, მაგრამ აღარ მინდა არაფერი... მიხეილ ქვლივიძე
  14. შორიდან მიცნო, მხრებზე თავშალი გადიგდო მყის და ნაბიჯს უმატა, სწადს: გზა მიყელოს, დამწვას, ამშალოს და იზეიმოს მერე ჩუმადა. ვხვდებით. ჩერდება ცბიერი, ანცი, ყალბად მიღიმის წყნარს და ფიქრიანს... ყოჩაღ, გაბრიელ! გულცივად გასცდი და ერთხელ წარბიც არ შეგიხრია! გაბრიელ ჯაბუშანური ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! მედეა კახიძე
  15. არ მინდა შენი სიბრალული, შავი ნაწნავებით შემკარი, - და თუ სიგიჟეა სიყვარული, გავგიჟებულვარ და ეგ არი... მორის ფოცხიშვილი
  16. მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე… და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. გიორგი საჯაია ვახუშტი კოტეტიშვილი მთაში პატარა სოფელო, ციცქნა სახელით: ინო! ქალაებ კარგებ დაგიდის: მზია, განძა და ნინო. გომურებში კი ნუ სჩქმალავ, სუ ბან-ბან უნდა ჰფინო. ერთხელ მეც დამაძლევინო მაგათი ბაგის ღვინო, მერე კი მოფშავლებული ერთ-ერთთან დამაწვინო. * * * ერთ დროს მეც ვიყავ ჯეელი, ქვეყნად არ მყავდა ბადალი, გულის ფანცქალით მელოდა ბევრი თვალშურთხა წაწალი. იმათი ეშხით მთა-ბარში არ მბეზრდებოდა წანწალი. ეხლა კი ვის რად ვუნდივარ ბეჩავ-ბებერი, საწყალი, არც რამ შამამრჩა, დამხედეთ, ფეხთ წინდები მცვავ ცალ-ცალი. * * * ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ, როგორც ბორბალში ციყვები, ან როგორც წყალში ნაფოტი, დროის დინებას მივყვებით. შხამა სოკოებს ვაწყდებით, მაგრამ გვგონია ნიყვები, ეს ან ქალების ბრალია, ან კაცები ვართ ბრიყვები?! * * * თუ გიდგას ღვინო ხელადით, განსაკუთრებით – -პინო, გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი, დუდუკით მოილხინო, თუ აგიკრძალეს ქალები, თუ აგიკრძალეს ღვინო, რა ჭირად გინდა დუდუკი, ან რა გაქვს საღიღინო?! * * * ლექსის საღერღელაშლილი დავბზუი როგორც ფუტკარი, დავაფრთხე ჩემიანები: - გაიტრუნენით!– ვუთხარი. მე კი ლექსშეკეთებული ვღუოდი როგორც ბუხარი, ლექსს ხომ ვერ იტყვი უგულოდ, დაუმწვარ-დაუთუთქარი. * * * წუთისოფელმა გამხადა შაირ-სიტყვათა მესტვირე, ყოფა ვერავის ვუტირე, ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე. სამარის ქვაზე თარიღებს ტირე რომ უზის, ეს ტირე ჩვენი ცხოვრება ყოფილა, ამას რომ მივხვდი, შევსტირე. თურმე ვინა ვარ? – მარტოდენ ამ მოკლე ტირეს მესტვირე. * * * ჩვენმა ახალმა ცხოვრებამ წამება არ გვამყოფინა, ზოგს სულ წაგვაჭრა თავები, ზოგს ყულფში გაგვაყოფინა. აღარც ცოცხლებში ჩაგვწერა და მკვდრებშიც არ გვამყოფინა. მე დე იურე მეგონა, თურმე დე ფაქტო ყოფილა. * * * ალექსი ჭინჭარაულს ლექსო, ეს ჩემი სიტყვები არ გახლავს სახუმარონი. მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ, როგორც მოსესთან არონი. მტრები ვერაფერს გვიზამენ, გინდაც გვითხარონ ხარონი, ისეთ კაფიებს ვაჯახებთ, გავხადოთ სახარხარონი, თავის სიტყვები გაირჭონ, როგორც სიმინდის ტარონი. შენ კაფიების ლორდი ხარ, მე – შაირების ბარონი! * * * 80 წლის ალექსი ჭინჭარაულს ვულოცავ იუბილარსა სიტყვის ჯადოქარს, მისანსა. პაპა ალექსის ნალექსი მუდამ აღწევდა მიზანსა. მე აბა რა მათქმევინებს მის აუგსა და მის ავსა, და თუ წამამცდა, ბებერი რაღა ჩემ ფეხებს მიზამსა?! * * * ვახუშტი კოტეტიშვილი ერთი უბრალო კაცია, თავზე ახურავს ბერეტი, გაქექილ ჯინსებ აცვია, ლექსების ფარას მოდენის როგორც რო მწყემსი ქაცვია. მისთვის კაცია მთავარი, არა ჯური თუ ნაცია. ხან საქმე უკეთებია, ხან ცოტა უზარმაცია, თავისას არ იშურებდა, სხვისი არ წაუტაცია, ყველაფერს წერდა მარჯვენით, არ უხმარია ცაცია. კარგ ლექსებს იჭერს შორითვე, თითქოს ყურს უდგას რაცია. პურმარილისას დინჯია, მთვრალს არსად ურაცრაცია. ბუნებით დარბაისელი ქალებთან ცოტა ანცია. შეუნდეთ, ჯეელობისას თუკი რამ უქიცმაცია.
  17. ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტუუ შემეშალა პარდონ
  18. erfiro თანამშრომელი ტაშიი ძუკუ babuagiorgi mtidan Ostap Grig Anima Libera verusi უღრმესი მადლობა ყველას
  19. ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ
  20. ცოლმა ქმარს ლოგინში ყველა სურვილი უნდა შეუსრულოს? ვაუ
  21. ამას წინათ , ქართული სოციუმის მენტალობის შეცვლაზე მქონდა მეგობართან კამათი , რომელმაც მითხრა, რომ არის ისეთი რაღაცეები, რომლებიც არ იცვლება და რეინკარნაციას საჭიროებსო. მისი აზრით, ასეთების რიცხვს ქართული მენტალობაც განეკუთვნება, რომელიც, რეგრესიისკენ, ანუ მაქსიმალური ეგოცენტრიზმისკენაა წასული. მოკლედ, მისი აზრით, არათუ მარტო მენტალობა, არამედ საქართველო ამ ფორმით, როგორი ფორმითაც დღეს არსებობს, უნდა მოკვდეს, რადგან მისი ტრანსფორმაცია გაცილებით ძნელია, ვიდრე აქლემის გაძვრენა ნემსის ყუნწში... სიკვდილი და ხელახალი დაბადება კი, ერთად ერთი გამოსავალია... მაშინ არ დავეთანხმე, ხოლო ახლა კი...
  22. ლ ი ც ი დაკარგულ კაცს მხურვალე სალამი,როგორ ხარ რამაზ? სალამი მიშა ვარ რა კამაც-კამაც, თავად?
  23. ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს 13:36 29-05-2011 დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. "ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/170115-ilia-meore-didi-saqmeebi-quchashi-ar-unda-tsydebodes.html რა თქმა უნდა მართალია პატრიარქი, რამეთუ ხალხმრავალი აქციების დროს ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ პროცესი მართვიდან გამოვიდეს და მასამ ერთნაირად გადათელოს ოპოზიციაც და პოზიციაც. მაგრამ მეორეს მხრივ , თუ მიშას ქუჩის საშიშროება არ შეუქმენი, მაშინ არაფრის დამთმობი არ არის მოკლედ, იეზუიტი ბერის სოფისტური სიტყვებით მოვაყომარებ სათქმელს : ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ ; მართალია პატრიარქი და კიდევ უფრო ჭეშმარიტად გეტყვით : არ არის მართალი
×
×
  • შექმენი...