Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს 13:36 29-05-2011 დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. "ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/170115-ilia-meore-didi-saqmeebi-quchashi-ar-unda-tsydebodes.html რა თქმა უნდა მართალია პატრიარქი, რამეთუ ხალხმრავალი აქციების დროს ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ პროცესი მართვიდან გამოვიდეს და მასამ ერთნაირად გადათელოს ოპოზიციაც და პოზიციაც. მაგრამ მეორეს მხრივ , თუ მიშას ქუჩის საშიშროება არ შეუქმენი, მაშინ არაფრის დამთმობი არ არის მოკლედ, იეზუიტი ბერის სოფისტური სიტყვებით მოვაყომარებ სათქმელს : ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ ; მართალია პატრიარქი და კიდევ უფრო ჭეშმარიტად გეტყვით : არ არის მართალი
  2. სალამი kisa "მოწყენილ სახესთან"აკავშირებით გამახსენდა ჯეკ ლონდონის "პატარა დიასახლისი" მეზობელ ფორუმზე ერთ უზერს "პოტიომკინის სოფელი" გაახსენდა
  3. გაუნარჯოს ლიცის გაუმარჯოს გიორგი გამიხარდა შენი აქ გამოჩენა. გაიხარე მეგობარო
  4. "მოულოდნელად ჩემს მხარს ჩინოვნიკური ხელი შეეხო და უცნობმა ხმამ მითხრა: "გამომყევით!” მხარზე ჩაჭიდებული ხელი ჩემს მობრუნებას შეეცადა. მე ხელი ადგილიდან გაუნძრევლად მოვიშორე და მშვიდად ვუთხარი: "თქვენ რა, გაგიჟდით?!” "ამხანაგო”, მომმართა ამ ჯერ კიდევ უჩინარმა კაცმა, "გაფრთხილებთ!“ "მომისმინეთ, ბატონო” შევესიტყვე მე. "აქ ბატონები არ არსებობენ”, დაიყვირა გაცხარებით. "ჩვენ ყველა ამხანაგები ვართ!” ის გვერდით დამიდგა, ალმაცერად შემომხედა და მე იძულებული გავხდი ჩემი ბედნიერი მზერა სივრციდან მომეწყვიტა და მისი საქმიანი თვალებისათვის მიმეპყრო: იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით რომ საზრდოობს. "რის საფუძველზე...”, წამოვიწყე შეკითხვის დასმა. "მიზეზი საკმარისია”, თქვა მან, "თქვენი ნაღვლიანი სახე.” "და მაინც რის გამო?“ კიდევ ერთხელ დავსვი შეკითხვა. "არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი.” ჰაინრიხ ბიოლი, "ჩემი ნაღვლიანი სახე" ლიცემერი: თითქოს ჩვენს დღევანდელ ყოფაზეა დაწერილი, ჩვენც გვაიძულებენ ბედნიერები ვიყოთ. ყველაფერზე გულაცრუებულ, ხელჩაქნეულ, თავჩაქინდრულ ყურებჩამოყრილი და ნაცემი ძაღლივით წელათრეულ ერზე, რომელსაც სახელმწიფო გამწარებული არწმუნებს , რომ ისინი ბედნიერები არიან, ოღონდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ბედნიერება ისეთი სიღრმისეულია , რომ მოსახლეობა ამას ვერ ხედავს. ჰეჰე, კარლ იასპერსის "ნიცშე ი ხრისტიანსტვო" გამახსენდა. გახსოვთ პასაჟი, სადაც ნიცშეს ადარებს ლაბარატორიას, სადაც დაფრინავენ აზრები, რომლებსაც ქვის ფორმა აქვთ და სადაც ისე უნდა გაიარო, რომ ეს ქვა არ მოგხვდეს თავში. ჰო-და, სად ნიცშე და სად ...მიშა, მაგრამ მინდა (თუ მკრეხელობად არ ჩამეთვლება) ეს მოსაზრება ოდნავი პერიფრაზით ვთქვა : მიშაც ლაბარატორიაა, სადაც დაფრინავენ ფალოსები და მტრისას ვისაც ის თავში მოხვდება, მტრისას გურამ ოდიშარიას დავესესხები: "როდესაც მშენებლებს მაჩუ-პიჩკუს აგებისას მთაზე სიმწრით ატანილი ქვები ქვები დაუგორდებოდათ , ამას ადგილობრივები არც მშენებლებს აბრალებდნენ და არც ქვებს. განსაკუთრებით გულმოწყანელი კი მაინც ქვებისადმი იყვნენ-იმ დაგორებულ ქვებს "დაღლილ ქვებს" უწოდებდნენ და ეცოდებოდათ კიდეც." ჩვენც დაღლილი და დაგორებული ქვები ვართ, ოღონდ არავის არ ვებრალებით, პირიქით, ვისაც არ ეზარება ყველა დედას #### . პრინციპში ასეც უნდა იყოს, რამეთუ მონები ვართ ყოვლად საქები ხანგძლივი შესვენების შემდეგ შემოვედი ამ ფორუმზე. ჰო-და, ძალიან დამავალებთ თუ პირად წენას დაივიწყებთ და მხოლოდ თემის გარშემო იდარბაისლებთ
  5. დილა მშვიდობის, Lo Janko გაჭირვებამ laci
  6. babuagiorgi აღარც გამარჯობა, აღარც ნახვამდის სალამიhttp://s.rimg.info/facb6c2cd0674ae8ba1b128061a1044a.gif
  7. PEPE. საერთოდ აზრზე არ ვარ ვინ ხარ DonCaredo შესახედავად ბავშვი ექვსიოდე თვისას ჰგავდა, ნამდვილად კი მეხუთე წელში იყო, ლაპარაკი არ იცოდა და სრული იდიოტი იყო. ამ უკანასკნელ “ვიზიტზე” მშობლებმა ვეღარ გამიბედეს მორჩენის თხოვნა, იცოდნენ, რომ უარს ვეტყოდი, იმასღა მევედრებოდნენ, ბავშვი ჭიებისგან გამეთავისუფლებინა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბავშვს ძალ-ღონეს ართმევდნენ ჭიები, რომლებითაც იგი თითქმის სულ მთლად გატენილი იყო. ხოლო რაც შეეხება მათი ამ ერთადერთი ნაშიერის ჭკუა-გონებას, ამაში არავითარი ეჭვი არ ეპარებოდათ. - არაჩვეულებრივად გონიერი ბავშვია, - მითხრა მისმა მეფისტოფელის მსგავსმა ახმახმა მამამ - როცა აჭმევენ, კოვზს შესცქერის ხოლმე (ოთარ ჩიჯავაძე, “თვითმკვლელები”) წაიკითხე
  8. სამწუხაროდ " ცოტა მიშა" ყველა ჩვენგანშია, რადგან ავტორიტარიზმის ტრადიციებს ჩვენში ღრმად აქვს გადგმული ფესვები.ამის დასტურია მიშას მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და თავის თარგზე მორგება. მხოლოდ ჩურჩულით ნათქვამი (მოკრძალებული) პროტესტი, ბასტა! არადა , წესით და რიგით, თუ ჩვენ მართლა ევროპის ნაწილად ვთვლით თავს , მაშინ ერი და ბერი ფეხზე უნდა დამდგარიყო და დაეგმო პუტინის და საფარმურატ ნიაზოვის გზაზე მავალი ბრიყი, რომელიც "ზადნი ხოდით" გვექაჩება უკან. წარსულისკენ. ერთი სიტყვით, თუ მართლა პროგრესის გზა ავირჩიეთ ( და არა პროგრესის ცრუ იმიტირებულ მოლოდინი) , მაშინ ჩვენს ცნობიერებას უნდა მივაყენოთ დარტყმა , ჩვენი სტერეოტიპული შეხედულებები უნდა გახდეს სამიზნე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჩვენი მენტალობის ტრანსფორმაცია. მიშამ მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, რომლის არ დანახვა უბრალოდ უმადურობაა , მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მისი სერიოზულად აღქმა ჩემთვის ძალიან რთულია: ეს ნიშნავს, გავუმკლავდე იმ ზიზღსა და უპატივცემულობას, რასაც ჩემში პუტინის, ლუკაშენკოს და საფარმურატ ნიაზოვის მსგავსი მმართველები იწვევენ. ასე რომ, დღეიდან "ის თამრო აღარ ვარ" მაშ-ს ასე, ქართველო დეგენერატებო, უკაცრავად, პოლიტიკოსებო , აზრზე მოდით და გაერთიანდით, თორემ მართლა მოგენატრებათ მამათი რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?
  9. ძუკუ ჯერჯერობით არც მე არ ვაგინებ, მაგრამ ზღვარზე ვარ
  10. მიწოდეს, მაგრამ ჩემი რუსეთუმეობის დამამტკიცებელი საბუთი ძალიან უსუსური და სასაცილოა... Lo Janko
  11. ხელისუფლებას არ "ვათეთრებ", მაგრამ, როგორც წესი, ორმხრივ თანამშრომლობის განვითარებაში "ხელი ხელს ბანს" პრინციპია ჩადებული, მაგრამ ბოლო მომენტში იანკებმა "ზადნი" მიცეს. ასე ჩანს გამოქვეყნებულ მასალებში. მოკლედ,იმ ქვეყნის დედა, რომელიც ჩემს ქვეყანას გამოიყენებს და მერე გვერდზე გაწევს მიშა, სხვა რას შვები, როგორ ხარ?
  12. ამერიკულ ჯგუფში ორი ისეთი სილამაზის ქალი აღმოჩნდა, თვალი ვერ მოვწყვიტეთ (ვჭამდით და ვტიროდით). ვტიროდით და ვჭამდით მომოს, რომელიც ხინკალზე პატარაა ზომით, ნაოჭები არა აქვს და იაკის ხორცისაგან მზადდება. ის ამერიკელი ქალები კი, ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ გზაგასაყართან, მათი ავტობუსის გამოჩენისთანავე, ევერესტზე გამოდარებით იმედს იოლად შევეშვით და ოთხივემ ზურგი შევაქციეთ ჰიმალაებს. კარი გაიღო და ავტობუსიდან ყველანი ჩამოვიდნენ. მათ შორის ორი, მართლაც ულამაზესი ქალი და პირდაღებულებმა, გიო მგელაძემ და გიორგი ბერიძემ, ფოტოაპარატების მომარჯვებაც ვერ მოახერხეს. ის იყო (მათი სილამაზით გაოგნებულებს) ხმამაღლა (გუშინდელივით) უნდა ამოგვეოხრა, რომ სრულიად მოულოდნელ კადრს წავაწყდით და განცვიფრებისაგან, ხმა ვერ ამოვიღეთ: იმ ამერიკელმა, ულამაზესმა ქალებმა, ასე საუბარ-საუბარში, ჩვენს თვალწინ, იქვე, გზის პირას, ზედ ჩვენი ავტობუსების მისადგომებთან, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩაიხადეს და მოშარდეს. ამონარიდი დათო ტურაშვილი რომანიდან "ტიბეტი არ არის შორს" . მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, შტატები ზუსტად თავისი ლამაზი მოქალაქეების მსგავსად მოგვექცა-თავი მოგვაწონა , ხოლო მერე ცხვირწინ...ჰმ რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, "wikileaks.org" მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალების შემდეგ ცოტა არ იყოს განწყობა შემეცვალა . თქვენ? ასე რომ, ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს "იანკი გოუ ჰოუმ!"
  13. ყოველთვის სირი იყო ( "კლიჩკა" ჰქონდა -"სირი"). ჰო-და, ეტყობა სამუდამოდ ასეთად დარჩება ვინც გაუშვა ელჩად ის არის მოსათქნავი
  14. newstudio სათაურში არასწორად არის დასმული მძიმე , თუ არ შეწუხდები ჩაასწორე
  15. ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ძალიან კარგად გამოხატავს ერთი ძველი საბჭოთა ანეგდოტი: ამერიკელ ჟურნალისტს უკითხავს საბჭოთა ჟურნალისტისთვის-რატომ არასოდეს არ გამოთქვამსო საბჭოთა მოქალაქე პროტესტს? საბჭოთა ჟურნალისტს მიუგია-ყველაფრით კმაყოფილია და არც საპროტესტო აქვს რაიმე. არაო, არ დაიჯერა ამერიკელმა-ხელისუფლება ახშობსო თავისუფალ სიტყვას. მაშინ საბჭოთა ჟურნალისტს წაუყვანია მუშებთან ამერიკელი -აი, თავად განსაჯე, გამოთქვავენ თუ არა პროტესტსო. ამერიკელმა გადაწყვიტა მუშების გაღიზიანება და უთქვამს-ყველას ხელფასი უნდა დაგიკლონო. საშინელი ტაშისცემა და "ვაშას" ძახილი ატეხილა. გაოცებულ ამერიკელს დაუმატებია-საერთოდ ყველას ხელფასი უნდა წაგართვათო. ისევ ტაშისცემა და ვაშას ყვირილი. მთლად დაქლევებულა მასტი-სამსახურიდან და ბინიდანაც უნდა გაგყარონო. ამაზე ხომ საერთოდ წაუღია ყველაფერი ტაშისცემას და "ვაშას" ყვირილს. მთლად გადარეულა კლიენტი და დაუყვირია-ხვალ ყველა უნდა ჩამოგახრჩონო. ისევ ტაშისცემა და "ვაშას" ძახილი. მაგრამ მუშებს შორის ვიღაცას ხელი აუწევია და სიტყვა უთხოვნია. გაუსწორდა თურმე ამერიკელს-ეს მაინც განაცხადებსო პროტესტს. წამომდგარა ის მუშა და უკითხავს-სახრჩობელას თოკი ჩვენ მოვიტანოთ თუ პროფკავშირი მოგვცემსო რა გვჭირს, ლამის გაუსაძლისმა რეალობამ პროტესტის გრძნობა დაგვიჩლუნგა? ტერიტორიების დაკარგვა გავატარეთ, სოციალური პირობების გაუარესება გავატარეთ, კონსტიტუციის მიშას საჯდომზე მორგება გავატარეთ. მიშას "ხატოვან ფრაზებს" ვატარებთ,- რას დაგვამსგავსა მამაძაღლმა სეთურმა, ოდესღაც: პატივცემული, პატივმოყვარე, ამაყი, გულადი, ხელგაშლილი, ლაღი, სტუმართმოყვარე ერი. ახლა კი: სულიერად დაცემული, დაკნინებული, ნაცემი, დამცირებული, გაღატაკებული, გატანჯული, ლანდივით მთრთოლვარე, ლანდად ქცეული. უზერებო, რა გვჭირს, როდემდე უნდა გვატაროს თავის უკანალის ქეიფზე უყვარყვარესმა?
  16. გილოცავ! გაიხარე! მრავალს დაესწარი! http://a.pix.ge/y/s67lu.jpg ნეკი ნეკისაო...შერიგებისაო...
  17. ფ ა ნ ტ ა ს მ ა გ ო რ ი ა ჩვენმა ჭკვიანმა , შორსმჭვრეტელმა, დიადმა მიშამ, ნახა ძალაუფლება ამაოა, არა ღირს ჩირად. არ დააყოვნა, გადადგა და დაიდო სოფელში ბინა. წმინდანად არის მოვლენილი, ამქვეყნად, იგი და უწმინდურება მცირე ხნითაც ვერ მოითმინა. წავიდა ჩუმად, დათუთქული, დაგვტოვა ყველა...analgin
  18. ეს გამახსენდა: დიოგენე ლაერტელის წიგნში "გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრების, მოძღვრებათა და გამონათქვამთა შესახებ” ვკითხულობთ: "როცა პლატონი იდეების შესახებ მსჯელობდა და სახელს ურჩევდა მაგიდობას (ტრაპეძოტეს) და თასობას (კათოტეს), დიოგენმა თქვა: მე, პლატონ, მაგიდას და თასს კი ვხედავ, მაგრამ მაგიდობას და თასობას ვერა. პლატონმა კი: ასეა, მაგიდისა და თასის დასანახად თვალები გაქვს, მაგრამ მაგიდობისა და თასობის სახილველად გონება არ გაქვს” ზურაბ კიკნაძე – “თასი, დიოგენე და შვიდი ბრძენი” კალამბურის პონტში გიპასუხე, ასე რომ, არ გაგიტყდეს analgin
×
×
  • შექმენი...