Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ცუდი სიზმარი იხილა წუხელ და შეწუხდა, წამხდარი წამოდგა, სახლიდან გავიდა და არვის უმხელდა რას სწუხდა, ისეთი რა მოხდა? გაიარა მინდორი ჭრელი და ლივლივა, მერე გაუსწორა მზეს თვალი და წაიჩურჩულა, მადლობა გვირილავ ვუყვარვარ, ღმერთმანი ვუყვარვარ
  2. ბოლომდე წაიკითხეთ,არ ინანებთ ნამდვილად "2000 წლის მარტია. რიკოთზე ვმუშაობთ. მე და გელა ვთხრით, სპირო და იანისი მუფტას აწყობენ, ლუკასი თავის ჭკვიან აპარატს ამზადებს. იქვე, როგორც წესი, რამდენიმე ცნობისმოყვარე დგას და ჩვენს საქმიანობას დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს: ეს ფერადი კაბელი, უცნაური აპარატები და სამუშაო იარაღები, მანქანა-ლაბორატორია, უცხოელები... ბერძნებს ძალიან აღიზიანებთ ეს ცნობისმოყვარეები, რომლებიც უამრავ შეკითხვას სვამენ და, შეკითხვებს ვინღა ჩივის, ხშირად მოხმარებასაც ცდილობენ. ლუკასი სულ ბუზღუნებს და მეუბნება – უთხარი წავიდნენ აქედანო. როგორი სათქმელია? მოკლედ, ვმუშაობთ. იქვე დგას ერთი ასაკოვანი, დაბალი და ძალიან გამხდარი კაცი. არც შეკითხვებით გვაწუხებს და არც მოხმარებას ცდილობს, მხოლოდ დგას და შემოგვყურებს. ჩვენს საქმეში იყო ერთი ასეთი ნიუანსი. ვიდრე კაბელებს მუფტაში მოვათავსებდით, მის ბოლოებს იზოლაციისათვის პლასტმასის გოფრირებულ შლანგებში ვუყრიდით. ეს შლანგები ყოველთვის იმაზე გრძელი იყო, ვიდრე გვჭირდებოდა. მორჩენილ ნაწილებს ვჭრიდით და იქვე ვტოვებდით ხოლმე. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, გაბედა იმ კაცმა, მე და გელას მოგვიახლოვდა და ძალიან მორიდებულად გვითხრა: ეს შლანგები თუ არ გჭირდებათო... რომ წავიღოო... ისე მორცხვად და ხმადაბლა ლაპარაკობდა, რამდენჯერმე ჩავეკითხეთ და ძლივს გავიგეთ – რას გვთხოვდა. გელამ ქართლულად მიახალა: რა ჯანდაბად გინდა ეგ შლანგები, ღვინო მაინც არ გაქვსო. ამის თქმა იყო და მორიდებული გლეხი ცოტათი გამოცოცხლდა, უფრო სწორად, გამომხნევდა: ღვინის მეტი რა მაქვსო. გელამ – ვიცი, ვიცი, რა ძმარიც გექნებაო. გლეხმა – რო მოგიტანო და დაგალევინოო? გელამ – მოიტანე მერე... რისი მომტანი ხარო. ლუკასმა ჯერ მე მკითხა – რაზე ლაპარაკობენო, შემდეგ კი გელას ისე გადახედა, რომ ის მაშინვე მიხვდა – საუბარი უნდა შეეწყვიტა და მუშაობა გაეგრძელებინა. ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ გაუჩინარდა გლეხი. მხოლოდ მოგვიანებით მოვკარი თვალი – გორაზე ამავალ ბილიკს სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა, ხელში კოხტად გადახვეული წითელი შლანგები ეჭირა. ეს ბილიკი, ალბათ, იმ სოფლისკენ მიდიოდა, მთაზე რომ მოჩანდა. იმ ადგილას კიდევ კარგახანს ვიმუშავეთ, სულ მცირე საათნახევარი მაინც. შემდეგ მუფტა დავმარხეთ და ავიბარგეთ. სამუშაო იარაღები მანქანაში ჩავალაგეთ. მანქანა ფორდის ტიპის მიკროავტობუსი იყო, ლაბორატორიად გადაკეთებული. მე, ჩვეულებისამებრ, უკანა სავარძელზე მოვკალათდი და გზას მივაჩერდი. დავიძარით. და უეცრად ვხედავ: გორაზე ამავალ ბილიკს ის გლეხი თითქმის სირბილით მოუყვება, ცალ ხელში კალათა უჭირავს და მეორეში გაურკვეველი ფორმის რაღაც, ლოგიკურად – ღვინის ჭურჭელი. დაინახა, რომ ჩვენი მანქანა დაიძრა და ფეხს აუჩქარა. მაშინვე გავძახე ლუკასს, გააჩერე მეთქი. იმანაც გააჩერა, რა ხდებაო? ის კაცი მოდის მეთქი. ვინ კაციო? აი, ის კაცი- მეთქი, და გლეხისაკენ თითი გავიშვირე. ლუკასი ერთხანს გაკვირვებული ღიმილით უყურებდა ჩია მამაკაცს, თითქმის თავისხელა კალათა რომ ეჭირა ხელში და მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით ჩამორბოდა ტრასისკენ. უკვე წამოდგომას და გარეთ გადასვლას ვაპირებდი, როცა ლუკასმა მანქანა ისევ დაქოქა და დაიძრა. რას აკეთებ, დაიცადე-მეთქი, გავძახე. იმან კი – ვიცი თქვენი ამბავიო, დაიწყებთ სმას და ნახევარ დღეს დაგვაკარგვინებთო. შეკამათებას ვაპირებდი, მაგრამ, რატომღაც, აღარაფერი მითქვამს, ისევ უკან მივბრუნდი და გლეხს მივაჩერდი. მან დაინახა, რომ გაჩერებული მანქანა ისევ დაიძრა და ჯერ ფეხს უფრო აუჩქარა, შემდეგ გაჩერდა, შემდეგ ისევ გამოიქცასავით და ისევ გაჩერდა. სანამ მოსახვევში შევიდოდით, ვხედავდი, როგორ იდგა უძრავად და პატარავდებოდა. შემდეგ გაქრა. საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი მკერდში. არც ცრემლი წამომსვლია, არც ნიკაპი მიკანკალებდა, მაგრამ ვტიროდი, რაღაცნაირად შიგნით ვტიროდი. ხომ ხდება ზოგჯერ, თითქოს შენ კი არა, არამედ შენში ტირისო რაღაც. იმ წუთში არ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მიირბინა გლეხმა თავის ღარიბულ სახლში, როგორ დააცხობინა ცოლს რაღაც, მჭადები ან ხაჭაპურები, ალბათ, მეზობლისგან ნასესხები ფქვილით. როგორი ფაციფუცით ასხამდა ღვინოს, ყველაზე კარგ ღვინოს, ისეთს, მის კუთხეში “ნატურს” რომ ეძახიან და მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის რომ იმეტებენ. როგორ ებუზღუნებოდა ცოლს, ჩქარა ქენიო, კარგები გააკეთეო, საზღვარგარეთელები არიანო და ასე შემდეგ. როგორ ჩქარობდა, რომ მოესწრო. ვინ იცის, იქნებ ერთი ვარიკაც კი გაიმეტა. მაშინ ამეებზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად, უსიტყვოდ ვიბოღმებოდი და ვბრაზდებოდი; სხვათაშორის, ლუკასზე არა. ლუკასი არ იყო ცუდი კაცი, პირიქით, იშვიათად შეხვდები ეგეთ შეგნებულ და სასიამოვნო ადამიანს. უბრალოდ, სხვანაირი იყო. უფრო სწორად, ჩვენ ვიყავით სხვანაირები. ის გლეხი იყო სხვანაირი, თორემ ლუკასი, მეტი რომ არ იქნება, ისეთი ჩვეულებრივი იყო. და თავისებურად სწორადაც მოიქცა. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, მართლაც, ნახევარ დღეს მაინც დავაკარგვინებდით. მას მერე თითქმის ხუთი წელი გავიდა, მე კი დღემდე მახსენდება ის გლეხი – ბილიკზე გაქვავებული, სასმელ-საჭმელით ხელდამშვენებული, გაწბილებული. მესმის, არანაირი ტრაგედია არ მომხდარა. არ დარჩებოდა ის ღვინო დაულეველი, ის საჭმელიც შეიჭმებოდა, კალათაში რომ ელაგა. ალბათ, უკეთესები შეჭამდნენ, ვიდრე მე და გელა ვიყავით, ან ვიდრე ლუკასი, სპირო და იანისი იყვნენ. დალევდნენ, მოილხენდნენ, ღვინოს და საჭმელს სხვებიც შემოამატებდნენ და გაებმებოდა დაუგეგმავი ლხინი. ალბათ, შიგადაშიგ გულიანადაც შემოგვაგინებდნენ. ეს ყველაფერი მესმის. უბრალოდ, ვერაფრით ვიშორებ აზრს, რომ ის გლეხი – იმ დღეს, იმ წუთში – ძალიან ჰგავდა საქართველოს, არა დღევანდელს, არა გუშინდელს, საერთოდ _ საქართველოს, უცხოსთვის ყველაფრის გამმეტებელს, გამოდევნებულსა და გაწბილებულს." ზვიად რატიანი
  3. ...შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე, და დაეჭვებულ მიჯნურის მსგსვსად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს... ოთარ ჭილაძე
  4. - როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე (ძველი ნაღველი გშთენია...) დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი მხოლოდ ბორბალოს ჰფენია... - რა მიშავს? - თვალი მარიდე დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი.. ჩანს, არ ყოველი წაშლილა, არც არაგვს მიაქვს ყოველი! ანა კალანდაძე ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით, რომ გულს დაემართა ვნების არითმია. შენგან ნაფერები, წვანან კლავიშები, ჟღერენ შავ-თეთრ ფერში, რიტმებს განიცდიან. და ეს ნაბიჯებიც, ჩუმი გარინდებით, ჩვენ შორის სიშორის ტოლი მანძილია. ვცვდებით, არ ვიცვლებით, როგორც ქარიშხლები, ქვიშის საათებიც თავქვე გაგვირბიან. ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით, სულში უფერული წვიმის აპრილია. ისევ დამეფანტნენ, ვეღარ გავიხსენე წლები, უშენობით რაც კი გამივლია. ისე მომენატრე, ისე გაგიჟებით, ახლა მარტოობა უფრო ადვილია თეა თაბაგარი დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში, შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით და ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით, ვგრძნობ, რომ ვიცრიცები, საოცრად ვხუნდები... სიშორე... პანელზე გამოსულ ქალივით გულში ჩაგიხუტებს, ნაბიჯებს აგირევს... მე ისევ შორსა ვარ... დამშრალი ტუჩებით თუ არ დამეწაფე, ჩემს თავს სხვა დაგილევს. ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები, ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები... ნეკერა ნუშის ხეებო, როგორ ვიფიქრე, როგორ დავწამე აპრილს ღალატი, ასე მეგონა, რომ შეიფიფქეთ და ისევ თოვლით გაჭაღარავდით... არჩილ სულაკაური
  5. მინდა, ჟინიანი, ურჩი გამეტებით, ფეხქვეშ დავიყარო გონჯი პლანეტები. მინდა, აზიურად, უტყვი გამალებით, უკიდ-უნაპირო ვსერო ტრამალები. უდაბნოს ჯიშის და მზის შვილთა თვალების, ვიწრო და უხეში, კერპი გამოხედვა, მონათა ლეგიონს, ვაძგერო ხმალივით. ვთესო და ვამრავლო, ფლოქვების თქარუნში, ცხენის ფერდებიდან ახსნილი აკვნების უძღები ნაყოფი. ავზილო ალაფი სისხლში და აწმყოში. სარზეწამოცმული მონათა თავებით, შევკრა გალავანი, დავიდგა კარავი.... მიწისთვის ნაჩუქარ ოქრო-იაგუნდის ყორღანზე გადმოვდგე ურცხვი და თავხედი, უდაბნოს გავხედო უკვდავ უსასრულოს ცხელსა და მშობლიურს გულზე ამოვკაწრო დ ი დ ე ბ ა სახელად. ქვიშაში გავწმინდო ნამგალა ხმალი და... ჩემს თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს მივუძღვნა მსოფლიო. ლუბა ელიაშვილი
  6. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!.. ვახუშტი კოტეტიშვილი
  7. მთიულური მოტივებიდან სისხლს მიჩქროლებს ქალაშავა, შენი კაბის შარიშური, ბოღმამ მთვარე გააშავა, მზეს მოედო შავი შური. ასე კარგი რა ხარ, ქალავ, თან ასეთი შორეული, არაქალა–ბარაქალა, გიმზერ ჟრჟოლამორეული. დაგიმწიფდა ბაგე ხოხობს, იწვი, ჭიაკოკონაო, ო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო, რა კარგი ხარ გოგონაო. მოგიხელთებ ქალავ, მალე, აგიხლართავ თითებს თმაში... ამ სითბოს და სიმხურვალეს გაუძელი, აბა, მაშინ. ნიკა ჩერქეზიშვილი
  8. შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს. “მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს. ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ... მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი, თბილისის კართან შენ თუ შემხვდები, “არ მიყვარს...” “მიყვარს...” ფოთლებს მივძახი, მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები. შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც... სანათა სასაცილოა ეს სიყვარული — სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი... დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა, რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის. მე ბრბოს კაცი ვარ და ბრბოს ფუსფუსი რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან, თუმც, კიდევ კარგი, რომ წმინდანივით შუქი არ მადგას შარავანდედად. და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად, ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო, მთელი ცხოვრება ისე გიკითხო, რომ არასოდეს დაგიზეპირო და არ მომბეზრდე ან შენგან წყენა გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად... ასე უბრალოდ და გამეტებით ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს; მე ჭინჭარი ვარ... ვაზივით მკერდზე ვერ დაგესხმები მაღალ მტევნებად... ვნების კვირაა და უფალს, ალბათ, არა სცალია — ჩვენთვის — ევნება... შენ ტირი... მე კი ვერ ამიჩვილებ ასე უბრალოდ გულს: ბრბოს კაცი ვარ... ისიც არ ვიცი: ტირი თუ შენი მწვანე თვალების ფერფლი მაცვივა... გიორგი ლობჟანიძე
  9. აწ... მეზობლის გოგომ შეიგვიანა: ვეღარ იპოვა ამწყდარი ღილი... გაზაფხულია... წუხელ ნიავმაც ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი. აწ ორთავენი ერთად ივლიან. სიყვარულია ისეთი ტკბილი: კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს, კვლავ ააწყდება გოგონას ღილი. ლაშა გახარია ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები. მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები. მერე ვკითხულობ სიზმრებიდან ყველაზე სკანდალურ აბზაცებს, რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს და რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს. მერე აყვირდება გაზქურაზე ჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი (შენ უცხო განცდა გეუფლება, თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე). ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები! მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები. ხედავ? მეორდება, მეორდება! როგორ უსასრულოდ მეორდება, როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც უცვლელი სახით მეორდება. და მეც უსასრულოდ ვიმეორებ, რომ გაიღვიძებენ მკვდრები, რომ დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები, რომ გუშინ ქუჩაში მიმავალ ჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე, რაღაც უცნაურად ემოსა და ემოსა რაღაც შავი ჩოხა. ალილუია! მეშინია! ალილუია! მეშინია! ალილუია! «მე» ჩემია. ალილუია! «მე» შენია. ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულში ისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე, რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზის სხივის უკანასკნელ მორკალვამდე. მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე და ამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე, რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ, თანაც, როცა დგები საწოლიდან. ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები! მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები! პაატა შამუგია
  10. რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან, ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი, მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან... ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ, ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე, ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე... რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ, ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით, გახსოვს, ბავშვობაში შენი სახელებით გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? .. კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს, გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია, ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი, მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?" ოქტომბრის შვიდია,გამოთვრნენ მუზები. და სულაც არ მინდა რომ შენზე დავწერო. დავითვლი ჯიბეში დარჩენილ თეთრებს და ვაჩუქებ მათხოვარს სიკეთის საწევროს. თითქოსდა სხვაგან ვარ,არავის ვუყურებ თვალებიც სხვისი მაქვს,მგონია დავბერდი. უკვე მერამდენე ყალბი აღსარება, არ ვნანობ თუ ადრე ოცნებებს დავდევდი. დღე არის საოცრად ცივი და ფერმკრთალი, ან ღამეს ღამეში სადღა დავემალო. მე არ ვარ პოეტი, უბრალოდ გიყვები, შენი ანემია რომ არ დამემართოს. რამდენი კონკია დავხატე ზღაპარში , უკვე ვეღარ ვირჩევ ვინ არის საჩემო. ძალიან მიჭირის და თავს ვერ ვუმკლავდები, რომ აღარ მახსოვდე, რომ აღარ დაგწერო. შენ - ჩემი ქრონიკული სიყვარული მე - შენი ქრონიკული მონატრება, სახადი, რომელიც ჩემია და რომელიც არასოდეს მომეხდება. შენ - ჩემი სისუსტე და სიძლიერე, მე - შენი შიში და შეშფოთება. "თქვენ, ალბათ, თავადის ქალობა გსურთ, დაბრძანდით , გარეთ ეტლი გველოდება" დღეები მიდიან და გვშორდებიან. ბადე სადღაც გდია დასაკემსი, მე - რა გჭირს, ხომ არ დამეღალე? და ცივი პასუხი "არაფერი". "იქნებ სიზმარია ყველაფერი ?" იყუჩე, ნუ ცდილობ გაიღვიძო, ცხოვრების მტანჯველ სისატიკეს ნუ ცდილობ თვალებში გაეხირო. და თავადს უმიწოს და უმოსახლოს მომდევს წუთიერი შეშფოთება- ვაითუ თავადის ქალს მოჰბეზრდეს და წავიდეს - გარეთ ეტლი ელოდება... შენ ჩემს მომავალში უკვე სახლობ, ვარ შენი სიყვრულის მონა-სპარსი. მინდა, სიკვდილამდე გიერთგულო, კოცნით დამიამო მონაპარსი. დაგწერ ლექსებად და მოთხრობებად ფიქრად გადაგაბნევ თბილ თვალებში, ოღონდ ხელს ნუ მკრავ და გადამაგდებ, გულთან დაგაყუჩებ, ჩემს მკლავებში. ჭორფლებს გადაგითვლი თეთრ ლოყებზე და თითოს თითოჯერ შევეხები, ვაითუ, ერთხელაც შემიწირავს მაგ შენი სიმკაცრის ქვემეხები. ვაითუ, სიყვარულიც დამიშალო იქნებ და შეჩვევასაც გაექცევი, მე - შენი სიყვრულის მონასპარსი, შენთან ბრძოლის ველზე დავეცემი. გიო ანდრონიკაშვილი
  11. ჩემს ჭაღარას ნუ ენდობი, ჭაღარაა მეწისქვილის მცხოვანება შეენდობა შეგანგლული არის ფქვილი! გიორგი ლეონიძე რა გითხრა?.. ჩვეულებრივ... გაზაფხულდა. გული უშენობის გუბეშივე... მე, ისევ ისეთი აზარტული და ისევ ისეთი უხეში ვარ. ვიბრძვი ისეთივე შემართებით! რა ვქნა?! არაფერი არ გამოდის... ალბათ მილიონჯერ მემართები, მარტო შუადღიდან საღამომდე. რა გითხრა?.. სიჩუმე ჩამოვარდა... ახლა სიჩუმისთვის გამიწყრები. ღამე მშვიდობისა ჩემო კარგო, იქნებ დროა ჩემი დავიწყების... გიო გურჯი
  12. მეფეებივით ფიქრობენ მთები... ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწრო თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვი შევსვა პეშვებით, ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე მაშინ გადირბენს, როცა არ ელი, და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი, აჩემებული და საყვარელი. მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ, დამთავრდა ვნება - დარჩა ამბავი.... და სველ აფიშას კითხულობა ქოლგა და თავისი გზით მიქრის ტრამვაი... და სიბნელიდან გამოდის ბავშვი, რომელსაც ბევრი სინათლე სურდა, რომელმაც უცებ იპოვა ქარში დიდი მსგავსება საკითარ სულთან ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ, შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც. გადიან წლები და ფიქრით დაღლილს გადაუხდელი მრჩება ვალები და მეკარგება მშობლების სახლი: აუტანელი და საყვარელი. მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი და გადმოფინოს თეთრი აფრები და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი. მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი, ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს. და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ... აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები! უკვე მესამედ ყივის მამალი და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები, შენგან წასული და ბრმად მავალი. ოთარ ჭილაძე
  13. ... შენი დილა ლოცვით იწყება. მე კი ვცდილობ, ყულაბიდან მაკრატლის წვერით ამოვიღო ლარიანები. შენი შუადღე მზადებაა ღამისთევისთვის, მე კი, უკვე მერამდენედ, ვმალავ ჩემს სტიქარს. შენთვის მარხვა სულისა და სხეულის განწმენდაა, მე კი ამ დროს ყოველი ქუჩის კუთხეში სიყვარულს და შაურმას ერთ ფასად ვყიდულობ. შენი საღამო მოფერებაა არეულ თმებზე: ''ჩემი ანგელოზი ბიჭი"... მე კი ვერც გეუბნები, რომ - ანგელოზები გადაშენდნენ, დედა! გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი, აპრილს ჩავუსახლდეთ გულში, ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე, ჩუმად გაკვირდება ნუშიც. ხელი არ გამიშვა, შემისისხლხორცე და ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს, სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია, მხრებში გამართული ვივლი. გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები, რომ შენ გამელუმპო თქეშით, მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი, ჩიტივით შეგიფარებ მხრებში. სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია, მაგრად მომიჭირე ხელი, ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო... ალბათ უშენობა შემშლის... ალბათ ასეთი ვარ ცოტა არეული, დამყვა ხასაითი მარტის ამინდივით, დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი ვიცი ჩემებური უფრო კაპრიზივით. ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული, ალბათ ასეთივე ცოტა უცნაური დამაქვს ოცნებებიც,ზოგჯერ ტირანული. ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე ფრთები შევალეწე გავხდი ინვალიდი, ალბათ ჩემებურიც ვიცი გაბრძოლება, ბოლო გაღიმებაც კარგი, სიკვდილის წინ. ალბათ ასეთი ვარ ცოტა უცნაური, და ნუ გამიკარებთ ხალხნო სიახლოვეს, ვიცი აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას, მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს... გიო ანდრონიკაშვილი
  14. აბლაბუდებით ვქსოვე სიზმარი, ღამემ სული და ძილი შემიძრა... და მაშინ როცა გიპოვე თითქმის, სასაცილოა, გამომეღვიძა. ნაცნობი ოთხი კუთხე კედლისა, სუნი ნაცნობი, ფარდა და კარი და ჩემს მაგივრად დაუყვედრებლად საწოლზე ვიღაც ტიროდა ღამით. ხმაური ქუჩის ჩუმი და მკვეთრი ოთახში ეგდო, როგორც ხალიჩა, დილამ დახედა სიზმარს ღიმილით, გაათრია და გარეთ დახლიჩა. ვერ მოვასწარი, ზმანება ჩემი დამეხატა ან წიგნად მეკინძა და დამენანა, ეს მერამდენედ შენს გარეშე რომ გამომეღვიძა... შენ ცეცხლს დამინთებ, დაველოდებით ჩანაკვეცხლებას ხმელი შეშების... სიმინდს შემიწვავ, შემეშინდება წითელ მარცვლებზე ხელის შეხების... გაგეღიმება, ეს მერამდენედ ჩემში პატარა ბავშვთან შეხვედრა... შენი ხელიდან მაჭმევ სიმინდს და ამიტომ შენი სუნი ექნება... მერე ჩვენ ალბათ შუაღამემდე, ეგებ დილამდეც, დავითვლით ნათქვამს... და ყველაფერი ირგვლივ იმ ღამეს შენთან ალერსის ნებასაც დამრთავს... მკითხავ ათასგვარ ჭკვიანურ კითხვას და სულელური პასუხით დაგღლი... შეგიშინდები შეშის ტკაცუნზე ან სადმე თუკი იყმუვლებს ძაღლი. წამოდგები და მკლავს გაიყოლებ, მიწას მიაყრი ცეცხლსა და ნახშირს... და ამისრულებ ერთადერთ სურვილს სულ ორ სიტყვაში - " წავიდეთ სახლში”... ბიაკო
  15. ...და თითქოს ვიღაც იდგა ბაქანზე, ვიღაც, ძალიან ძვირფასი ჩემთვის, და არ ვიცოდი, რომ ჩუმად მეთქვა ან დამეყვირა მისი სახელი. მე არ ვიცოდი მისი სახელი, მისი თვალების და თმების ფერი და მხოლოდ ვგრძნობდი, რომ წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს ჩვენი ფიქრები... ოთარ ჭილაძე თვალნი დამიშრიტე - მაინც დაგინახავ, ყურები დამიფსე - მე მაინც მოგისმენ, ბაგედაგმანულიც გფიცავ - ჩემს შინა ხარ, ფეხებწაკვეთილიც მოვაღწევ როდისმე... მიმწყვიტე ხელები, გულით - ვით ცალხელი მაინც ამოგწვდები, გულს თუ გამიჩერებ - ეს ტვინი დაიწყებს ფეთქვას, დამიჯერე. თუ ტვინსაც დამიწვავ და დამიღადარებ - მე სისხლით გატარებ... რაინერ მარია რილკე თავისუფალი არის უფალი, კაცი კი ტყვეა თავისი ბედის, წუთისოფელი-ციხე მუხთალი, სიცოცხლის ბოლო სიმღერა გედიs ალეკო გოგოტიშვილი
  16. ...მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და... გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან. ნიკა ჩერქეზიშვილი
  17. ნაფეხურები მშრალი თან სველი, წასული ქალი, ძველი სესხები, სინამდვილეში სასწაულს ელი და სინამდვილეს ვეღარ ეხები. გაგა ნახუცრიშვილი
  18. ყავა უშაქრო ან ჩაი "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური, დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი, შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური. წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან, ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა, თუნდაც ერთი იყოს, მხოლოდ შენთვის მინდა. მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.... ნიკა ჩერქეზიშვილი
  19. ლომი ჩემი საფარი შენ ხარ კედელი, მე კი რა გითხრა, ისიც არ ვიცი მე შენი ფიცხი ვარ მუშკეტერი და არა შენი დიასახლისი. არ მიყვარს სრბოლა ქარს მინდობილი და არც დუელი გადადებული, არ არის ბედი ჩემი დობილი ლომის თვეში ვარ დაბადებული. ემოციები ისე მმართავენ, როგორც წყნარ ზღვაში ხომალდს მესაჭე, არ იქნებოდა ღმერთი მართალი, მშვიდი ბუნებით რომ დავესაჯე... გჭირდები, როგორც ოთახს კედელი, გჭირდები, როგორც გუთანს სახნისი, მე კი ქალი ვარ და მუშკეტერი და არა შენი დიასახლისი... მე და შენ მე სიფრიფანა პოეტი ქალი, შენ გოლიათი ჩემგან ძლეული... შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი, ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული. ფერად სათვალით მე არ გიყურებ, არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადამიხურე დიდი იმედის პატარა ქოხი! მე ვარ ტკივილი მცირე და დიდი, მე ვარ შენ ირგვლივ ახლოც და შორიც, მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის. შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს, შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული... შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული. ია სულაბერიძე
  20. გათენებულა... რახანია... მე კი ღამეში... კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი დღეს ჩემთან არმყოფს... ნიკა ჩერქეზიშვილი
  21. ვიდრე საავდრო ღრუბელს ავშლიდე და აფეთქდება ვიდრე სურვილი, შენ მოხვალ ჩემთან, რომ დამამშვიდო, შენ მოხვალ ჩემთან სასწაულივით... არჩილ სულაკაური
  22. მე ვარ... როგორ გითხრა? არანორმალური ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია ! ნათია ჯანაშია
  23. შენთან ვარ - განა შენი ვარ, რადა მჩემულობ ლომო, მე შენთან რა დამრჩენი ვარ - ძაანაც მოინდომო. მე სადაც მინდა, იქა ვარ - შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე, მე კი, ლაღი და თავნება, ცხრა მთის იქითა ვფრენდე. მე ჩემი გამკვირვებია: ალბათ, გიჟი ვარ, თორემ, ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა მაგ შენს უნაზეს ტორებს?! სულ ჩემთვის გაგნათებია შუბლი მკაცრი და ფართო. ყოველთვის როდი მიყვარხარ - ხშირად მიყვარხარ მარტო. ოღონდ, როდესაც მიყვარხარ, რა სათქმელია ცხრა მთა - სხვა პლანეტიდან მოგივალ უუსწრაფესად წამთა. სულერთი არის მანძილი, უდროოცა და დროცა - მაშინვე შენთან გავჩნდები, მომესურვება როცა. სუმთლად აბუჩად ავიგდებ მოუცლელობას, მოცლას. მოვალ და მოვისურვილებ მაგ შენს გამშოლტველ კოცნას. ... ადამს მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი, შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია: გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია! ხუმრობა იქით შენ შეგიყვარდა მოცილებული შენს სხეულს ძვალი, ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა, რომელსაც ღმერთმა უწოდა "ქალი" ! .. მე სიფრიფანა პოეტი ქალი, შენ გოლიათი ჩემგან ძლეული... შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი, ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული სულამბერიძე ია
  24. წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა... გიო არავიძე
  25. ვმარცვლავ ღამეს და იცვლება ფონი, ფიქრებში მხოლოდ წუხილი სახლობს, მე მსურს: - შენამდე არ იყოს შორი, შენ გსურს: - ჩემამდე არ იყოს ახლო. გიო არაბული
×
×
  • შექმენი...