-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
Nukriko შენი თემის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი არ მაქვს, მაგრამ შენამდე მსგავსი თემა გავხსენი, მაგრამ ლაშა-ალოს კურთხევით(თემეში იყო) მოდერმა ზარზეიმით დედა უტირა კაროჩე, ეტყობა მეზობლობის ხათრით შენს თემაზე "ნევიჟუს" აკეთებს იმიტომაც ენძრევა "მოშნად" ამ ფორუმს
-
ნებისმიერი კუთხით შეხედეთ თბილისს და მყისვე დაინახავთ ქართლის ცხოვრებას. თბილისის დემოგრაფიული შესწავლა მაშინვე გვიჩვენებს, რა ნაირ ნაირ ხალხს უცხოვრია საქართველოს დედაქალაქში . იოსებ გრიშაშვილი წერდა:"თბილელი,-კინტო იქნება იგი თუ აშუღი, ბაყალი თუ სოვდაგარი,-არ ეკუთვნის რომელიმე ტომს: მას დედა სომეხი ჰყავს, მამა კი ქართველი, ხანდახან პირიქით. ზოგის მოდგმა არაბისტანიდან არის გადმოსული, ზოგის ულუპაპა მაჰმადიანი ყოფილა და სხვა" რა წარმომავლობის სიტყვას არ შეხვდები თბილურ ტოპონიმიკაში-ქართულ გარეთუბანს, ვაკეს თუ საბურთალოს, არაბუ ისანს(ციხეს ნიშნავსო, ამბობენ ისტორიკოსები), სომხურ ხარფუცს (სურდის შესატყვისი ყოფილა), სპარსულ სეიდაბადს (სეიდები ტომის სახელია, ერთად სეიდაბადი კი სეიდების უბანი), თურქულ ნავთლუღს(ლუღი თურქულად ადგილს ეწოდება თურმე, ესე იგი, ნავთლუღი ნავთის ადგილი გამოდის), ებრაულ ფეთხაინს (გერცელ ბააზოვი ამბობს, სიცოცხლის სახლს ნიშნავსო) რუსულ ნახალოვკას. თბილური ქართული ლექსიკა სავსეა ნაირნაირი ტომისა და ენის კაცის დანატოვარი სიტყვებით. "პაჟარნიო", ამბობს თბილელი და თავზეხელაღებულ ვაჟკაცს გულისხმობს. "ჩასპანდიო" იტყვის და უნდა მიხვდე, დარდიმანდ, ყოჩაღ კაცზე რომ ლაპარაკობს. ხნაში სევდას გაურევს, ვინმეს "სალდათ" მოიხსენიებს და უნდა გაიგო, მარტოხელი კენტი ადამიანი რომ ეცოდება. თბილისური მუსიკალური და პოეტური ფოლკლორი თბილისს გარეთ არ გადის. აქ იბადება, აქ ცხოვრობს და აქვე კვდება. ამ ფოლკლორში ქართული სიტყვა და ჰანგიც ისმის, სომხურიც არაბულიც, სპარსულიც, თურქულიც და რუსულიც: ამ ლექსს, თბილისს გარდა სხვა საქართველოში არ იმღერებენ, არც მიიღებენ: ქეზპეს გეღეციკ ოვორ კუ ტესნი- იტყვიან: მზეა სხივთ უმეტესნი! ვოკოკეტლივი, ოჩენ პრელესტნი, ჯერ არ შობილან შენ უმჯობესნი. თბილური ზნე-ჩვეულებაც ნარევია. ყველას თავის მოუტანია. უცხო და შინაური ერთმანეთს შესისხლხორცებია და განუყრელად დაკავშირებია, სხვანაირად ვერც იქნებოდა. სულ ერთ მტკაველ მიწაზე ერთმანეთის გვერდით იდგა ქრისტიანული სიონი, მაჰმადიანური შაჰისმაილის მეჩეთი და ებრაული სინაღოღა. ალბათ ამ ნაირნაირობის გამო უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ თბილისს საქართველოს მოშლილი კუჭი. აკაკი ბაქრაძე, "რწმენა" ლიცემერი: ოჰ, ეს თბილისური ჟარგონი, სლენგი, ინტონაცია მისი! "ბგერების" ენა, ქუჩის დიალექტი! ახლაც ჩამესმის მისი: კურე ვარე სერიოზულად კი, ხშირად ეს ყალბი თბილისური "ინტერნაციონალიზმი"საბედისწერო როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში. იმის გახსენებაც კმარა, როგორ შემოაბრუნეს უკან ბრძოლის პირველ დღეს დამარცხებული და "დათესილი"აღა-მაჰმად-ხანი არარატიანმა და ყორღანიანმა. ამ ღალატმა დიდიხნით გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის ბედი. მოკლედ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე (ვერაზე), მაგრამ ძველ ჭრელაჭრულა თბილისზე ნოსტალგია ნამდვილად არ მაქვს, დღევანდელი თბილისი მირჩევნია , თქვენ?
-
itv ილია წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ლ ი ც ი replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo და კიდევ ერთი: შედი დღეს , რომ თემები გავხსენი და დარწმუნდები რამდენად უღირსებო კაცი და პროვოკატორია. ლაშა, ყვენაირად ვეცადე კონფლიქტის განეიტრალებას ( მისამართი და ტელეფონის ნომერიც კი მივეცი), მაგრამ ამ ავადმყოფთან არაფერი არ ჭრის,. ასე რომ, დღეიდან ძალიან გთხოვ მართალ-მტყუანი პირველი პროვოკაციული პოსტით განსაჯო -
itv ილია წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ლ ი ც ი replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo ვის რა უნდა ეწყონოს, "ცვეტში" ბაზრობ -
itv ილია წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ლ ი ც ი replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი lasha_alo ფორუმ.გე-ზე შეურაცხყოფას არავინ მაყენებს, ხოლო თუ მომაყენებენ, მაშინ მოდერები სჯიან კიდეც. ახლა კარგად მისმინე, შენ მგონი ობიექტურობი და განსჯის უნარი საერთოდ დაკარგე. კლიენტს საერთოდ არ ვეკონტაქტები...და უფრო მეტიც, უბრალოდ თემებს ვხსნი და გავდივარ ფორუმიდან, ანუ ყველანაირად ვერიდები ამ არაკაცთან ურთიერთობას...მაგრამ თავადაც კარგად ხედავ, რომ არ მეშვება, ხოლო შენ , ისევ და ისევ, მე მადანაშაულებ...კიდევ ერთხელ, საღოლ. რას მიქვია "შენნაირს"? შენნაირში შეიძლება ადამიანმა განდონიც იგულისხმოს და ბოზი9ც...და შენ ეს გაატარე -
itv ილია წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ლ ი ც ი replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
წავშალე ყველა და არ ვმოდერიორებ საერთოდ იცით არ მინდა უხეშად ჩავერიო მოდერირებაში იმედია არ დამჭირდება უკიდურესი ზომების მიღება. ფორუმ ჯიზე ასე არ იქცევით და... -
itv ილია წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ლ ი ც ი replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უტრაკო ყარაჩოღელი -
ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს, არ დავუთმობ არავის, რქებს ვერავინ ვერ დამადგამს, არც დავადგამ არავის. ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი, არ ვუმადლი არავის, არა მაქვს რა გასაცემი, არც სესხსა ვთხოვ არავის. მე არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის, მტერს შიშველი ხმალით ვხვდები, ქედს არ ვუხრი არავის. გავიხარებ, გავლაღდები, არ ვიდარდებ არავის, თუ არავის ვენაღვლები, არც მე ვნაღვლობ არავის. რობერტ ბერნსი
-
Siknadmo ცხონებული ბებიაჩემი აღათა მმოძღვრავდა:"შვილო ლიცემერ,ნუ შეეკამათები სულელს, რადგან ამ კამათის შემსწერეებს ძალიან გაუჭირდებათ თქვენს შორის სხვაობის პოვნა" მოდერებო, ხედავთ რომ ძაღლად არ ვაგდებ ამ ლეშს, მაგრამ მაინც "მეშპილკავება". მგონი მაზოხისტია და ევასება დედას რომ ვაგინებ. ახლა თუ კიდევ მე გამამტყუნებთ, მაში აქ კიდევ შემომსვლელის კეთილებს ##################
-
რუსეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორის მტკიცებით, საქართველოში ჯავახეთში მცხოვრები სომხების "საგანმანათლებლო გენოციდი" მიმდინარეობს. ამიტომ საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის მრჩეველის, ვან ბაიბურთის თქმით, მათ რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ. ამ ინფორმაციას სააგენტო "ნიუს.ამ"-ზე დაყრდნობით "მედიანიუსი" ავრცელებს. სომხური დიასპორის განცხადებით, ჯავახეთში მცხოვრები სომხები თავიანთ ეროვნულ იდენტურობას კარგავენ, მათ არ მიეწოდებათ სომხური პრესა, ბიბლიოთეკებში არ არის სომხური ლიტერატურა და მშობლიურ ენას ვერ სწავლობენ. ბაიბურთის თქმით, პრესის საზღვარზე გადატან-გადმოტანა ძალიან რთულია, ამისათვის ბევრი პროცედურაა გასავლელი. საქართველოსა და სომხეთის მედიასაშუალებებს შორისაც არ არის ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ახალქალაქში და ნინოწმინდაში ორი სომხურენოვანი ტელეკომპანია მაუწყებლობს და რამდენიმე გაზეთი გამოდის. ამიტომ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაზე საუბარი არ უნდა იყოს. რაც შეეხება მშობლიური ენის სწავლას, ბაიბურთის თქმით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 110-ზე მეტი სომხური სკოლაა და ენის სწავლის პრობლემა არ არსებობს. "მოსკოვში ერთადერთი სომხური სკოლა დასავლური ენების გაძლიერებულ სკოლად გადააკეთეს. რუსეთში რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, იმაზე ილაპარაკონ. რატომ არ ლაპარაკობენ?! იმიტომ, რომ რუსული სპეცსამსახურები მართავენ", - აცხადებს ბაიბურთი. მისივე თქმით, არც საქართველოში მცხოვრები ჯავახელი სომხები და არც ის ჯავახელი სომხები, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობენ, არ იცნობენ ასეთ ორგანიზაციას - რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორას. ბაიბურთის ცნობით, ორიოდე თვის წინ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს წინ ე.წ. ჯავახელი სომხების დიასპორამ აქცია გამართა, რომელსაც სომხური ტელევიზიები აშუქებდნენ. პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ისინი ისეთ ფაქტებს აპროტესტებნენ, რომლებიც ჯავახეთში საერთოდ არ არსებობდა. ბაიბურთის ცნობით, სომეხმა კორესპონდენტმა მომიტინგეს სომხურად მიმართა - რას აპროტესტებთ, რა არის აქციის მიზეზიო და რესპონდენტი, ე.წ. ჯავახეთის დიაპორის წარმომადგენელმა, კითხვაზე პასუხი წმინდა რუსულით გასცა. "წარმოუდგენელია ჯავახელმა სომეხმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, სომხური არ იცოდეს. აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაცია არის რუსეთის სპეცსამსახურების მიხედვით შექმნილი", - აცხადებს ბაიბურთი. რუსეთში მცხოვრები ჯავახელი სომხების დიასპორის ზემოხსენებული განცხადებით, საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს იმ სახელმძღვანელოებით ამარაგებს, რომლებიც ამახინჯებენ სომხეთის ისტორიას. განცხადების ავტორების აღშფოთებას ის იწვევს, რომ სომხურენოვანი საქართველოს ისტორიის მეხუთე კლასის სახელმძღვანელოს რუკების მიხედვით, შუა საუკუნეების სომხეთი მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს შემადგენლობაშია წარდმოგენილი. გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სომხურენოვან ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ცხოველებს ქართული და არა სომხური სახელები აქვთ. ეს კი, განცხადების ავტორების აზრით, ჯავახელი სომხების საგანმანათლებლო გენოციდია. ისტორიკოსის ნოდარ ლომოურის თქმით, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს სომხეთის დიდი ნაწილი მართლაც შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. "დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი თამარის დროს, მთელი ამიერკავკასია, მათ შორის ჩრდილო სომხეთის გარკვეული ოლქები, საქართველოს ეკუთვნოდა". რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორა საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციასა და სასკოლო განათლების კომპეტენციის სამხარეო ადმინისტრაციებისთვის გადაცემას მოითხოვს.http://www.ambebi.ge/politika/24077-rusethshi-moqmedi-somkhuri-organizacia-saqarthvelos-ganathlebis-saministros-likvidacias-ithkhovs.html გაზეთი ”რეზონანსი” 07:12 / 31-07-2010 ლიცემერი: საქმე ისე ცუდადაა, ბატონებო, დამერწმუნეთ, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება
-
დიდ დანტეს ასე ჰქონდა წარმოდგენილი: ბაბილონის გოდოლის შენებისას , როდესაც მოხდა პირველი აღრევა და ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე ერთ ენაზე ახორციელებდნენ კომუნიკაციის აქტს, საერთო ენა შერჩათ მხოლოდ იმათ, ვინც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდა. დღეს ჩვენ, ერთ ენაზე ვმეტყველებთ (თუმცა ესეც საკითხავია ), მაგრამ არ გვესმის ერთმანეთის, რადგან ლენჩი ხელისუფალის სურვილით ახალგაზრდობა ალთას ეჩალიჩება , ხოლო ძველი თაობა-ბალთას. საზოგადოება ყოველთვის იყო დაყოფილი მამებად და შვილებად, მაგრამ არც ერთი ქვეყნის ხელისუფალს აზრად არ მოსვლია ეს დაპირისპირება სახელმწიფო რანგის სიბრიყვის ხარისხში აეყვანა. ნუ, რა თქმა უნდა, ამ საქმეშის ჩვენი ბრიყვი პრეზო პიონერია. ეს მან დაყო საზოგადოება უღირს მამებად და ღირსეულ შვილებად...და ეს არ არის უბრალოდ მემკვიდრეობითობის პროდუქტიული პრინციპის უარყოფა, ეს არის ერის ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამოვიდა ყელში, ყოველდღე მახსენებენ ჩემს ასაკს ფორუმზე, მახსენებენ როგორც რეალობას, რომლისაც უნდა მცხვენოდეს. არადა, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ავად თუ კარგად, საქართველო თქვენმა მამებმა მოიტანეს დღევანდლობამდე, ხოლო თქვენ , თქვენი "ბრძენი" ყურცქვიტას თამადობით ფასადის შეკეთებით და ტერიტორიების დარიგებით ხართ დაკავებულები. ასე რომ, ბევრს ნუ ატრაქტორებთ რა რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?
-
ჩემს გოგოს მაღალი წელი, ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი აქვს, აქვს სილამაზე და ის ჩემია, აქვს სიყვარული და ის ჩემია, აქვს ერთგულება და ის ჩემია, ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი. აქვს ყველაფერი და ის ჩემია. და არ ვიცოდი მე _ სიყვარული. და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად, საუბრობდნენ, ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად მოსაუბრე და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო, და მაშინ ვნახე მე სიყვარული და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად: ეჭვი და სიყვარული. გურამ რჩეულიშვილი ......................... უშნოდ ლამაზია ეს ქალი, ადამიანისფერ თვალებით, სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი სახე აქვს დაღლილი ფერებით. მზეზე სახრჩობელა კიდია, სხივებმა ატმები დახოცეს, ეს ქალი სამყაროს კიდეა, ჰორიზონტზე რომ აკოცეს. სული აქვს აპრილზე მუზადი, მის მკერდზე სტრიქონი მეწერა, ტანი აქვს თლილი და უზადო, ლოგინზე დაღვრილი ფერწერად. ოთახი საღამოს ემდურის , გაყინულ ცოლივით მთავრეა, არ იყო ის ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია. სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას, ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები, ეს ქალი ცოცხალი მითია. იები ამ ქალის სულს ზრდიან, მგონია,ეს ქალი თამარს შობს, ეპოქა ქალივით სუსტია და კაცის ნერვებზე თამაშობს გიორგი ზანგური
-
გამომიგონე... ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე!.. მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე, უპატრონე ჩემს მონატრებას. ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიოს შური, რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები, და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს... გამომიგონე... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა!.. შყვარებული შემოდგომის ყოველ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვევილების სჩუმეზეც ვნებააშლილი – მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღარ ვიტევდი... მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა შენსკენ მომავალს, მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას, მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული – ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი, მე ხომ შენამდე მოვაღწიე, მე ხომ დაგნებდი... გამომიგონე... შმიყვარე როგორიც გინდა! დამამსგავსე შენს სურვილებს, შემიცვალე ყოველი ნაკვთი... მე ხომ უზომოდ დავიღალე და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს მონატრებულ კედლებს შორის ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს – დამტოვე შენთან! მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები, მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი... მკითხე, თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან, მკითხე, თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას, როგორ ჩამქოლეს, შმატოვეს დაღუპვას როგორ, როგორ მივედი უზარმაზარ, ფოლადის კართან, შიგნითაც როგორ შემიტყუეს, ჩაკეტეს კარი, როგორ ვსტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი... ძველ ლოთობაზე, სიგიჟეზეც რაიმე მკითხე, ძველ სიგიჟეზე – ათასჯერ რომ შევცვალე ახლით, თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი... იტირე ჩემი წარსულისთვის, იტირე დიდხანს! იტირე ჩემში, ჩემს გარშემო, და კიდევ იქით... მოვედი შენთან, დაღლილი ვარ, აღარ მაქვს სახე!.. ჩმს მონატრებას უპატრონე, მაჩუქე ფიქრი! გამომიგონე... შეაერთე ყოველი ნატვრა! გამომიგონე – ლამაზი და ერთგული შენი! თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე, შემომიტყუე... შემომიშვი მეც ამ საზღვრებში, მხოლოდ შენს მკერდზე გაითენე ჩემი დღეები, შაკოწიწე ჩემი მზერა – ჩამალე შენში... გამომიგონე... დამამსგავსე შენს ერთ–ერთ სიზმარს, შენს ერთ–ერთ ნატვრას – ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს... მე შენთან ვდგავარ, დავიღალე მე უშენობით! მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან! მე დაცლილი ვარ, მე შიგნიდან გამომწვარი ვარ – არ შემრჩა ქარი, და არც ცეცხლი, და არც სიჩუმე... მოვედი შენთან – უპატრონე ჩემს მონატრებას, მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები! მე გამაწამა, გადამთელა ქალაქის სევდამ! მე გამაწამა, მე ჩამქოლა კედლების ხროვამ... გადააფარე შენი თმები ამ კედლებს, ქალაქს... გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება!.. მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე სული, მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს, მერე ზაფხული მომანატრე... მერე მიჩვენე, ზაფხულში თვითონ შემიძეხი – როგორც ყვავილი, შენი ტუჩებიც მომანატრე ყველა კოცნის წინ, შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა, გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი, დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე... დამტოვე შენთან, მიპატრონე, მატირე შენში, გამომიგონე... დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს! ზვიად რატიანი
-
"გიჟი" ლექსია ცირკი უკვე ზარია და ვღელავ თითქოს. გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ. და ცხოველების სუნი და სითბო მძიმე ხელივით მომისვა პირზე ცირკის არენამ. გულს კი საყურე უცვნია შენი და მეც მანიშნებს. და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს. აი, მუსიკაც! ვისთან ხარ ნეტავ... ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა, თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან. არაფერს ფასი არა აქვს ისე თუ არ დამალა შიში კლოუნმა. და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს, ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად. მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი, თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი. მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა, დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი. დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული, დაუფიქრებლად მივქროდი ასე. და ცა მიმქონდა, როგორც რვეული, ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე. სურვილი იყო ჩემი ბატონი. მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა ჩემი სურვილი... და საათობით ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან. შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ, და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა, ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში. მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს და უშენობით ყელამდე სავსე, ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის მოახლოებას ვგრძნობდი გუმანით. და მთებში, როგორც ლტოლვილთა მწკრივი, ძლივს შედიოდა გარეუბანი. პირველად იმ დღეს ვიფიქრე, მგონი, რომ ავცდებოდით... რომ ჩვენი გზები სხვადასხვა იყო და ყველა ღონეც იყო ამაო, თუ ღმერთის ნებით არ მოხდებოდა... ღმერთი კი ისევ შორს იყო ჩვენგან, რადგან არავის აღარ გვახსოვდა, არ ვთვლიდით ღირსად. მაგრამ სიმართლის ხმა, შემზარავი, მაინც ცოცხლობდა. და თურმე დღემდე იმ ხმას კი არა, დანას ვმალავდი, დანას, რომელიც მკვლელობის შემდეგ შემომაჩეჩეს ხელში ძალათი. შენ კი ნამდვილად გეძინა მაშინ და იზრდებოდი ძილში ტოტივით, რომ გაგეღვიძა და უცხო ხალხში გასულიყავი, როგორც მოტივი ახალ სიმღერის... ვინ გაჭრა, ნეტავ, თოკი, რომელიც ჩვენ გვაერთებდა... მე ახლა უფრო გარკვევით ვხედავ: შენ ზიხარ მაღლა... თითქმის კედელთან... თოკი, რომელიც ჩვენ გვაერთებდა, ამ თოკს მაგონებს, რომელზეც ახლა კლოუნი გადის. შენ ზიხარ მაღლა... ძალიან მაღლა... თითქმის კედელთან... მე კი მარტო ვარ და ბევრი დრო მაქვს, რომ ყველაფერზე ვიფიქრო მშვიდად. მე ვერ შევძელი იმ თოკზე დგომა და შენ დაგკარგე. და აღარ მინდა, რომ ერთხელ კიდევ დავარტყა კეფა რკინის იატაკს. კლოუნს კი რაღაც აშინებს ისევ და მხოლოდ ხელფასს დაკარგავს, თუ ვერ გაბედა ახლაც. მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა, მარტო რომ ვზივარ. აი, მსახურებს აკრობატების ბადე გამოაქვთ. ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად. მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა. მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს. ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ, როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით მაჯილდოვებდა. თვალი კი საფარს და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. და ჩემი ქროლვა შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან და კლოუნებთან. მაგრამ მე დრო მაქვს, რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად, ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად. ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ, მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან. თუმცა საბრალო ადამიანი ყოველთვის რჩება ადამიანად. რაც უნდა ძველი იყოს იარა, არ მოშუშდება მაინც მთლიანად. არ გამოჩნდება მაინც გარედან, მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება... და რაც უხდება ცირკის არენას, ის სასაცილოდ ხდის ჩვენ ცხოვრებას. აი, ვეფხვების ცნობილი მწვრთნელიც განებივრებულ ქალის უფლებით, ეძახებს ვეფხვებს და ვეფხვიც ნელა შემოდის, როგორც ჭრელი ღრუბელი. მუსიკამ დარბაზს გადასცა ყინვა. ქალი კი გაწვა ცეფხვის ტორებთან და ყველა ყალბი ალმასის ბრწყინვა აღმოუჩინეს პროჟექტორებმა. მე ვერ გამწვრთნიდა. მე როცა მტკივა, ვეძებ და ვებრძვი ხოლმე იარას. ამიტომ მარტო დავრჩი და ვზივარ: მხეცი, ქცეული ადამიანად. ვისთან ხარ, ნეტავ... ვინ არის, ნეტავ... ვინ ისაკუთრებს შენს ცას და სითბოს... ცირკის მსახური არენას ხვეტავს და ალბათ ისიც ვეფხვებზე ფიქრობს. მაგრამ არენა ისევ ნათდება და გაწვრთნილ ძაღლებს ეკუთვნის ახლა და პაწაწინა ძაღლის თათებმა ვეება ბურთი ისროლეს მაღლა. მაღლა შენ ზიხარ... თითქმის კედელთან... აღიარებულ სიმართლის მსგავსად. მე კი გიყურებ და მახსენდება დაახლოებით ასეთი ფრაზა: `მაშინ ის თვითონ დადგა კედელთან... და თვითონ გასცა სროლის ბრძანებაც. თვითონ უარყო, რაც აერთებდა ან ქვეყანასთან და არ დანებდა მტრის უხეშ ხელებს...~ მე კი მეგონა, რომ შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა და როგორც გზებით დაღლილ მეგობარს, მიიხუტებდი ჩემს სურვილს გულთან. მაგრამ ვცდებოდი და შენი შუქიც ნატრობდა მხოლოდ თავისუფლებას. დღეს კი ხეს გავხარ, რომელსაც უკვე გადაუარეს თავზე ღრუბლებმა. მეც ღრუბელი ვარ, მაგრამ შენს მხარეს არ წამომიღებს ქარი დღეიდან. კლოუნი რასაც დაამტვრევს გარეთ, ბნელ კულისებშიც თვითონ შეიტანს. აღარ გავუშვებ ოცნებას არსად. დავთმობ სულისთვის ყველაზე მთავარს და ცირკის დიდი აფიშის მსგავსად გარკვევით ვიტყვი: ვინ ვარ და რა ვარ! და თუკი ვინმე მიმიტანს გულთან, ასეთი ვინმე ამქვეყნად თუა, მე უარს ვეტყვი და მხოლოდ უარს, მხოლოდ და მხოლოდ უარს და უარს. რომ ჩემი ტლანქი ვნებების გამო კიდევ ერთი ხე არ დადგეს ჩრდილში, არ იქცეს ჩრდილად და ყოველ ღამე არ გაილიოს გაქრობის შიშით. თვითონაც წვალობ და სხვასაც ერჩი, შენ გიჭირს სუნთქვა და სხვასაც უშლი, როცა სხეულში იბუდებს ეჭვი, ვით შემთხვევითი მარცვალი ხნულში. შემზარავია ეჭვის ობობა, შემზარავია და თუკი აცლი, შენც დაიჯერებ, რომ უნდობლობა თანდაყოლილი გრძნობაა კაცის. მე, რა თქმა უნდა, არ ვაზვიადებ ტკივილს, რომელსაც ვიტან და ვუვლი. მე ვიყავ მიწა და ჩემს წყვდიადში ფესვივით მშვიდად ფეთქავდა გული. ათასნაირი გული არსებობს: ცხელიც და ცივიც, შლეგიც და მშვიდიც... ზოგი სავსეა, ანდა სავსებით ცარიელია და მაინც მიდის. მიდის ბუნების გზით და ბრძანებით, წვას და წვალებას გადაჩვეული, და მხოლოდ ფეთქვა არ ეზარება, რომ ფიტულივით ზიდოს სხეული. მაგრამ გათავდა! მართლა გათავდა! უნდა გადაწყდეს: რა ვარ თუ ვინ ვარ! და სანამ ჩემთვის დავთვლი ათამდე, სულში გადნება ათი წლის ყინვა და მზე ამოვა, რომელსაც ასე ველოდებოდი, ახლა კი ისიც ამოვა დღემდე უჩინარ ცაზე და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს. თუმცა მე მზად ვარ, რომ მოვუმზადო ახალ ტკივილებს სულიც და ხორციც. და როგორც ბრძოლის შემდეგ მუზარადს ჩემს ტკივილს ხელში ვიღებ და ვკოცნი. ყველა სიმღერა ტკივილით ჩნდება, ყველას დაყვება ტკივილის კვალი, რომ შეამჩნიონ მაშინვე სხვებმაც, რასაც ვერ ამჩნევს უბრალო თვალი. და დაიჯერონ, რომ შენც გაძელი და არ აკეთე მორჩილი სახით ის, რასაც სტვენით და ღრიანცელით მოითხოვს ცირკში მოსული ხალხი. ზღვისა და მიწის და ცის მპყრობელი უცნაურია სული ბუნების, ხან თუ ბავშვივით გვედიდგულება, ხან გვეხმარება როგორც მშობელი. ის გვცვლიდა დღემდე და კვლავაც შეგვცვლის, რომ თვითონ მარად დარჩეს მთლიანი და ამქვეყნიურ ვნებათა ცეცხლში ყელამდე იდგეს ადამიანი. ოთარ ჭილაძე

მომხედე, შენმა სიყვარულმა ხელად მაქცია, ქალაქი ვიყავ, უკაცრიელ ველად მაქცია. შენზე ოცნებამ განმაშორა სახლსა და ნივთებს, დარდების თანამოსახლედ და მხევლად მაქცია. ნუ იტყვი იმას, დავრდომილი ვიყავი ვითარ... შენმა დანახვამ რაინდად და ქველად მაქცია. შენმა არსებამ, ოდეს ჩემში ვყავი საჩინო, მოყვასთა შორის უცხოელად გადამაქცია. მე სიყვარულზე დღედაღამე ზღაპრების თხრობამ თვით სიყვარულად და ზღაპრების თემად მაქცია. ჯელალ ედ-დინ რუმი
-
განთიადისას ტოტზე ბულბულს მოვკარი თვალი, სატრფოს ეკვროდა, უგალობდა მას ეშხით მთვრალი, შემშურდა მათი, ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურჩულე; ვისაც არა ჰყავს მეგობარი, ვა, მისი ბრალი! სპარსული ფოლკლორი +