Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ამას "ვმღერი" რამდენი ხანია გამარჯობა მიშა
  2. ამისი რა მოგახსენო, მაგრამ კარგი ტანდემი კი ნამდვილად იყო
  3. ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა: ხაიმას ობეხეესი "დაეცა" ... საიდან ამდენი მაყუთიო, სარა მაძლევსო-ხაიმამ. სარას საიდან მაყუთიო-ობეხეესმა, "შკაფიდან" იღებსო- ხაიმამ, "შკაფში" ვინ დებსო-ობეხეესმა. რაღა უნდა ეთქვა ხაიმას და მეო, ხოდა საიდან ამდენი მაყუთიო, სარა მაძლევსო... ჰოდა, ჩემო ბატონო Nukriko, ხაიმასი არ იყოს, ჩვენც "კრუგზე" დავდივართ
  4. ირაკლი ალასანია “ალასანია-სუბარის ტანდემის” დაშლას არ გამორიცხავს 22 / 02, 2010 22:49 “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია “ალასანია-სუბარის ტანდემის” დაშლას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ რადიო “პალიტრის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი და სოზარ სუბარის პოზიციები არ ემთხვევა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ვერ არის კარგი ამბავი. მოკლედ, "დაყავი და იბატონე"-ს ზნედაცემულ ფენომენს წარმატებით იყენებს ზნედაცემული პრეზიდენტი... უზერებო, ასეა თუ არა?
  5. თინა ხიდაშელი - ერთობის ფორმულა ნოღაიდელისგან გამიჯვნა და ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა იქნება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 22 / 02, 2010 21:55 “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის ერთობის ერთადერთი ფორმულა ნოღაიდელისგან გამიჯვნა და მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურისადმი მხარდაჭერა იქნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” თინა ხიდაშელმა განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ეს ხელისუფლების კანდიდატისათვის წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთი გზა იქნება. მისი აზრით, ოპოზიციამ და მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძემ მხარი ირაკლი ალასანიას უნდა დაუჭიროს. “ჩვენ, ალიანსის წარმომადგენლებმა 29 დეკემბერს განვაცხადეთ, რომ ალიანსი პრაიმერში მონაწილეობას გამორიცხავდა. ერთადერთ გზას ვხედავ ოპოზიციის ერთობისთვის, დემოკრატიული ოპოზიცია ნოღაიდელს და რუსულ გზას უნდა გაემიჯნოს და ყველამ მხარი დაუჭიროს ირაკლი ალასანიას, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძემაც”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: 100% ვეთანხმები, -თქვენ? პ.ს. "რატომ ებრძვი, გულში ჩაიხუტე და ისე მოახრჩვე!"...პრინციპში ნოღაიდელის მიმართებით ამ თურქული ანდაზის მიხედვითაც შეიძლება მოქმედება
  6. ფიქრია ჩიხრაძე - პრაიმერი ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგია 22 / 02, 2010 20:05 “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პრაიმერი ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგია. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ დღეს, რადიო “პალიტრის” ეთერში განაცხადა, პრაიმერში ხელისუფლებას შეუძლია სახელისუფლებო რესურსი სუსტი კანდიდატისაკენ მიმართოს და ძლიერი და მისთვის არასასურველი კანდიდატი ჩამოიშოროს. “პრაიმერი შეიძლება იყოს კარგად დაგებული და მოფიქრებული ხაფანგი და ვინც ამაში ჩაერთვება, ყველა უნდა დაფიქრდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს დაწყებული აქვთ მობილიზება. პრაიმერში ხელისუფლებას შეუძლია სახელისუფლებო რესურსი სუსტი კანდიდატისაკენ მიმართოს და ძლიერი და არასასურველი უკან დატოვოს”, _ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი განმარტებით, ალიანსში ერთობისთვის მზაობაა, თუმცა, ირაკლი ალასანიასა და ალიანსის სხვა შემადგენლობას შორის ერთადერთი უთანხმოება პრაიმერთან დაკავშირებით არსებობს. ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში „ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაერთვება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2010 22 / 02, 2010 • ირაკლი ოქრუაშვილი - “დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები” • ლევან ალექსიძე პეტრე მამრაძეს მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ამხელს • “ლეიბორისტების” კანონპროექტით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან • “ალიანსი საქართველოსთვის” უკვე იშლება?! ირაკლი ოქრუაშვილი - “დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები” “მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს ასეთი პერსპექტივა. არც იმის თეორიული შანსი არსებობს, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს გაემიჯნოს და არც იმის, ჩვენი “შერიგება” მოხდეს. თუ რატომ, მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ჩვენი მტრობის დასასრული, მასთანაც და მერაბიშვილთანაც, ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან, საკმაოდ დრამატული იქნება”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება” / “...ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს” / ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს. “მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ომისა, 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევისა, სასამართლოს არარსებობისა, ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევისა და ა.შ., ვერ ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად დისკრედიტებულია საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, და ეს ორი მიზეზით არის გამოწვეული: ათობით მილიონი დოლარი იხარჯება როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ იმიჯმეიკერებზე. მარტო ევროპაში ხუთი კომპანია ჰყავთ დაქირავებული და არცთუ ცუდად გამოსდით (წიგნების გამოცემით დაწყებული და დამთავრებული ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხალხმრავალი ბანკეტებით). მხოლოდ ერთი ფილმი ენდი გარსიას მონაწილეობით 45 მილიონი დაჯდა. იმავეს გაკეთებას ცდილობს მერაბიშვილი თავისი იმიჯისათვის და რუსეთში აწერინებს წიგნებს, სადაც “მძლეთამძლე” მინისტრად გამოჰყავთ. მეორეა ამერიკელების მუდმივი პროპაგანდა მიშას შეუცვლელობაზე. პრინციპი “საქართველოში სტაბილურობა სჯობს დემოკრატიას”, მათ აიძულებს, თავიანთი “ნაშიერი” ყველგან აქონ და ეს გარკვეულწილად მოქმედებს ევროპელებზე. ამას ემატება ოპოზიციის “უპერსპექტივობაც”. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევროპულ კონსერვატიულ წრეებში სკეპტიციზმი სააკაშვილის მიმართ საკმაოდ დიდია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილი “რაც შეეხება ზურას შეხვედრას პუტინთან და ამაზე ატეხილ აჟიოტაჟს, მეჩვენება, რომ დღეს საქართველოში ზუსტად ისეთი ავადმყოფური გარემოა, გამსახურდიას დროს მოღალატის იარლიყებს ყოველ ნაბიჯზე რომ არიგებდნენ. არჩევნები პირადად ჩემთვის მიზნის მისაღწევი საშუალებაა და სრულიად არ ვარ ნეგატიურად განწყობილი, მაგრამ არის ერთი პრინციპულად განმასხვავებელი საკითხი, კერძოდ, ვის რა მიზანი აქვს? ვიღაცისათვის არჩევნების მეშვეობით თბილისის მერის სავარძლის დაკავებაა მიზანი, ხოლო ჩემთვის სააკაშვილის მოშორება. არჩევნების საკითხზე კონსენსუსი სწორედ ამის გამო ვერ დგება. ზურამ უმადურობით აღსავსე და იმიჯისთვის სარისკო გზით სიარული არჩია და ეს გამბედაობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე საქილიკო. რაც შეეხება იმის მოლოდინს, რა გამოუვა და რა შედეგს ელოდება, ვერაფერს ვიტყვი. ისე, ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს წინაპირობების გარეშე რუსეთთან საუბარი? როდესაც ვნახავ, პირადად ვკითხავ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ვეჭვობ, რამე საფუძველი არსებობდეს ტალღის ასაგორებლად, გარდა საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნეგატიური განწყობისა, რომელიც თანაბრად ნეგატიურია ოპოზიციის მიმართაც. ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და სკეპტიციზმი უნდა იქნეს პირველ რიგში დაძლეული ოპოზიციის მხრიდან და ვიდრე გასული წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანგრეული ხიდი არ აღდგება ხალხთან, ძალიან მეპარება ეჭვი, ვინმემ დაიჯეროს ჩვენი პრინციპულობა. თანაც, მოლოდინის ფუჭად გაღვივება, როდესაც არათუ გეგმა არ არსებობს პროტესტის დასაწყებად, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოშორების მიზანიც არ არსებობს, ხალხს უფრო მეტად უძლიერებს იმედგაცრუებას. ვიდრე ჩვენ არ გაგვიჯდება გონებაში, რომ ახალი პროტესტი საჭიროა სააკაშვილის მოსაშორებლად, ამისათვის ვიბრძვით ყველა მეთოდით და ხალხს შუა გზაზე არ მივატოვებთ, მანამადე არაფერი გამოვა”, - მიიჩნევს ირაკლი ოქრუაშვილი. “მე ტალღის აგორებაზე არ ვმუშაობ. რაც ტალღის აგორებას ავტომატურად იწვევს და მიზნის მისაწევად ეფექტური გზაა, იმაზე ვმუშაობ და საამისოდ თანამოაზრეებს ვეძებ. მაგ რეჟიმთან ორი წელია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მიშა ტყვიებს ისვრის და მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ აქეთა მხრიდან ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს (თანაც მხოლოდ იმიტომ, დასავლეთში ცუდად არ შემოგვხედონო). ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება. ვისთვისაც მიზანი იგივეა და თავგანწირვა შეუძლია ამ ბრძოლაში, თავს შავ მუშად შევთავაზებ. დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ილუზიებით არ უნდა ვაცხოვროთ ხალხი. ეს არ ნიშნავს, რომ შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას. თუმც რეალობა კი ისეთია, რომ ჩვენ იმაზე მეტად დავშორდით ამ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავით. ხვალ არც აფხაზეთსა და არც ცხინვალს ნებით არავინ დაგვიბრუნებს: ვერც ამერიკელები (საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ და ვეჭვობ, სურვილიც რომ ჰქონდეთ) და არც რუსები გაიყვანენ ნებაყოფლობით ჯარს და არც მათი აღიარების დეზავუირებას მოახდენენ. მუდმივი დიპლომატიური მუშაობა და ხელსაყრელი დროის ლოდინი არის ის ერთადერთი იარაღი, რომელიც არსენალში დაგვრჩა ამ პრობლემების მოსაგვარებლად”, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. “სანამ სხვა რეალობა არ შეიქმნება მსოფლიოში, ვიდრე დღესაა, მანამდე არაფერი გამოვა. 45 წელი ელოდნენ გერმანელები გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანებას, ვიდრე სასურველი დრო დაუდგებოდათ. პირობითად, ერის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის განვითარების ასწლიანი გეგმა უნდა შევქმნათ (ამ საკითხზე კონსენსუსს უნდა მიაღწიოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ამაზე მნიშვნელოვანს ჩვენი თაობა ვერაფერს გააკეთებს). შეუძლებელია ყოველ 15-20 წელიწადში საგარეო ვერტიკალი 180 გრადუსით ვატრიალოთ. ხან რუსეთთან გვინდა, ხან დასავლეთთან, ასეთი არასერიოზული მსჯელობა მიდის ბოლო რამდენიმე წელია. გლობალურ პოლიტიკაში ჩვენზე “ტინგიცურად” არავინ იქცევა. სერბეთს რა უქნეს, მაგრამ იქ ყურები არავის ჩამოუყრია და ამის გამო საპირისპირო პოლუსისკენ არ დაუწყიათ ყურება. დღეს რომ რუსეთზე სენტიმენტები გაჩნდა საზოგადოებაში, ამის გამომწვევი მიზეზები ხომ წინასწარვე ცნობილი იყო?! რამდენი წელია ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო საგანი ვართ და ჩვენ გარდა, ჩვენივე უთავბოლობით, ყველა სარგებელს ნახულობს ამ თამაშში”, - დაასკვნის გამოცემის რესპონდენტი. “მიშას და ბოკერიასთანები კიდევ ბევრი გამოჩნდება და იმის იმედით, ვიღაცას თავი მოაწონონ, შესაძლოა, ერთ დღეს ერთსქესიანი ქორწინების იდეის დანერგვაც დაიწყონ, მაგრამ ქვეყანა რჩება სამუდამოდ და რაზეც დგას, ის ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ. დღეს იდეოლოგიური ომი მიდის ქვეყნის შიგნით და ამ ბრძოლაში დამარცხება ერის გადაგვარებას ნიშნავს. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ქართული სახელმწიფოს შენება უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აუცილებლად ან იქით უნდა ვიყოთ, ან აქეთ. ზესახელმწიფოების ინტერესების ბალანსირებაა ჩვენი საფრთხეების შემცირების ერთადერთი გზა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმ უაზრო ნეიტრალიტეტს, რომელიც ახალი სატყუარაა”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი და შეკითხვას - “საქართველოში ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლები აპირებენ ჩამოსვლას. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?” - პასუხობს: “არანაირი “ჰააგა” არ იქნება და მიმაჩნია, რომ ყველა შეგნებულმა ქართველმა, რომელსაც ესმის ტრიბუნალის აზრი და მისგან გამომდინარე შედეგები, ენას კბილი უნდა დააჭიროს. სააკაშვილის ზიზღმა ქვეყანა არ უნდა დაგვაყენებინოს საფრთხის წინაშე. ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს”. ლევან ალექსიძე პეტრე მამრაძეს მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ამხელს “ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და პარტია “ედინაია როსიას” მოკავშირეს ბ-ნ პეტრე მამრაძეს. იძულებული ვარ მოგმართოთ ღია წერილით, რადგანაც 14 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ეკა კვესიტაძის პროგრამაში თქვენ საქვეყნოდ, დაჟინებით იმეორებდით, რომ არავინ დასავლეთში რუსეთს არ ცნობს ოკუპანტად, ასევე “განმარტეთ”, რომ თუ არ ვუძახეთ რუსეთს ოკუპანტი ხარო, ვერავითარი დიალოგი ვერ შედგება”, - აცხადებს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პროფესორი ლევან ალექსიძე გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ღია წერილში, სათაურით კოლაბორაციონიზმი და კაპიტულანტობა საქართველოს ვერ გაამთლიანებს. “პირველ რიგში მაკვირვებს თქვენი “ლოგიკა”: მტერთან, რომელმაც ჩაიდინა აგრესია, მოახდინა საქართველოს ტერიტრიის 20%-ის ოკუპაცია, ოფიციალურად ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და აქცია ეს ტერიტორიები თავის შეირაღებული ძალების ბაზებად, საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან, თითქოს არაფერი მომხდარა და რუსეთის ჯარები არ დგანან თბილისიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით. ეს არის კოლაბორაციონიზმის ყველაზე უკიდურესი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის ჩათვლით”, - წერს ლევან ალექსიძე. “ბატონო პეტრე, მინდა აღვადგინო თქვენს მეხსიერებაში (თუ თქვენ განზრახ არ დაივიწყეთ) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ომის შემდგომ მიღებული ყველა რეზოლუციის ის პარაგრაფები, რომლების “ოკუპაციის ფაქტს” ადასტურებენ: რეზოლუცია 1633, 2008 წლის 2 ოქტომბერი, პარაგრაფი 6 - “რუსეთის კონტრიერიში ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ფართომასშტაბიან მოქმედებების ჩათვლით, დამთავრდა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციით”. რეზოლუცია 1647, 2009 წლის 28 იანვარი, პარაგრაფი 16 - “ასამბლეა მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს აქტიური გზების ძებნა... ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გაძლიერებისა და გაფართოების ჩათვლით, რომელიც ითვალისწინებს დაცვასა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებას... კონფლიქტის ზონების სხვა ოკუპირებულ ნაწილებში”. რეზოლუცია 1648, 2009 წლის 28 იანვარი, პარაგრაფი 6 - “ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ყველა იმ აქტის გამო, რომლებმაც შეიძლება შეუწყონ ხელი კონფლიქტის ზონასა და ოკუპირებულ მხარეში მყოფი ქართველების ეთნიკურ წმენდას”. რეზოლუცია 1664, 2009 წლის 29 აპრილი, პარაგრაფი 10 - “ასამბლეის ძირითად შეშფოთებად რჩება ეთნიკურ ქართველთა მდგომარეობა ახალგორის ოკუპირებულ რაიონებში”... - განაგრძობს ღია წერილის ავტორი. “როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია. მაშინ რით იყო განპირობებული თქვენი სიცრუე, თუ მივიღებთ მხედველობაში, რაოდენ განათლებული პიროვნება ბრძანდებით, უვიცობას ვერავინ დაგაბრალებთ. მაშინ გამოდის, თქვენ განზრახ ცდილობთ, შეცდომაში შეიყვანოთ ქართული საზოგადოება, რაც არ გეპატიებათ, როგორი პოლიტიკური ორიენტაციისაც უნდა იყოთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენსა და “ედინაია როსიას” პარტიებს შორის დადებული შეთანხმება აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია (რაც, ასევე, პრინციპულად მიუღებელია) დანარჩენი შინაარსი კი ჩვენთვის უცნობი რჩება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ “ედინაია როსიას” თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინია, რომელიც რუსეთის აგრესიის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო და დღესაც იმუქრება საქართველოს ხელისუფლების ძალით ჩამოგდებით, გარკვეული დასკვნების გაკეთება ადვილია”, - მიიჩნევს პროფესორი ლევან ალექსიძე. “ძალაუნებურად ვიხსენებ 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკულ ჟამს, როდესაც სწორედ საქართველოში და მოსკოვში მოკალათებულ ქართველ ბოლშევიკთა მეცადინეობით განხორციელდა წითელი არმიის სისხლიანი ინტერვენცია, ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია მთელი საქართველოსი. და ბოლოს, ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს შეერკინოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მისი გადადგომაც კი, მაგრამ დაუშვებელია როცა ზოგიერთი პარტიის ლიდერი თავისი გეგმის განსახორციელებლად მხარდაჭერას ქართულ საზოგადოებაში კი არ ეძებს, არამედ ოკუპანტ ქვეყანაში ცდილობს მოიპოვოს მომხრეები, რისთვისაც აშკარად კაპიტულანტურ პოზიციას არ თაკილობს. კიდევ ერთი რამ - როგორც შევიტყვეთ, 17 თებერვალს ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მისული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ითხოვდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვას, თქვენ კი ჯიუტად რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას ქადაგებდით. ასეთ საჭიროებას არავინ უარყოფს, მთავარია, რა ფასად!” - დასძენს ლევან ალექსიძე. “ლეიბორისტების” კანონპროექტით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან “ინიციატივის წამოყენების საფუძველი ის ფაქტია, რომ იერიში მიიტანეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უწმინდესზე. გაჩნდა აუცილებლობა, კანონით დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები და საქართველოში დარეგისტრირებული ყველა რელიგია. ეს არის ხაზგასმული ტოლერანტობა. კანონპროექტს პარლამენტში მალე შევიტანთ. ის, გარკვეულწილად ნაციონალური უმრავლესობის ლუსტრაციასაც მოახდენს - გამოჩნდება ის სიბინძურე, რაც საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორდა, უბრალოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების პერიოდული გამოხდომებია თუ ხელისუფლების ფარული პოლიტიკა”, - აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ნესტან კირთაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან / ნესტან კირთაძე ოპოზიციის “ლეიბორისტებთან” გარიგებას გამორიცხავს. “ოპოზიციური პარტიები კი, დარწმუნებული ვარ, ამ იდეას მხარს დაუჭერენ. მაგალითად, ამის შესახებ ჩემთან საუბარში უკვე განაცხადა გიორგი თარგამაძემ. კანონპროექტში წერია, “შეურაცხყოფა, რომელიც მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას, მის წინამძღოლს, აგრეთვე რეგისტრირებულ რელიგიურ კონფესიას, სასულიერო პირს, გამოხატულს უწესო ფორმით, ისჯება ჯარიმით 100 ათას ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე”. ინიციატივაზე მუშაობისას გამოვიყენეთ გერმანიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების კანონშემოქმედებითი გამოცდილება”, - აცხადებს ნესატნ კირთაძე და შეკითხვას - “ამ ინიტიაცივის შესახებ კონსულტაციები საპატრიარქოშიც გქონდათ?” - პასუხობს: “არა. არ მინდა უხერხულობა შევქმნა. ინიციატივა ექსპერტებთან შევაჯერეთ და კოლეგა-ოპოზიციონერებსაც გავუგზავნით”. “ალიანსი საქართველოსთვის” უკვე იშლება?! “პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი გაზაფხული გველოდება. მოახლოებული არჩევნების წყალობით ბევრი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით. როგორც ოპოზიციაში ისე ნაციონალებში სერიოზული შიდა დაპირისპირებები არსებობს. ნაციონალები ამას ჯერჯერობით მალავენ, ოპოზიცია კი უკვე ღიად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს დაპირისპირება შესაძლოა “ალიანსი საქართველოსთვის” დაშლით დასრულდეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ალასანიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ? / “დაიცავი საქართველო” ნოღაიდელის დამცველ ორგანიზაციად გადაიქცა. “ოპოზიციაში ერთობა არასდროს იყო. აქ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, მათ ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს და ალბათ, არც არასდროს გამონახავენ. წინა კვირის დასაწყისში ირაკლის ალასანიამ მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეხვედრას ალასანიასთან ერთად ძმები გაჩეჩილაძეებიც ესწრებოდნენ. სწორედ იქ გაკეთდა განცხადება, რომ ირაკლი ალასანიამ შეიძლება საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ლევან გაჩეჩილაძემ კი თითქმის თანხმობა განაცხადა მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. ამას არასაპარლამენტო ოპოზიციაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი დიდი ხანია ელოდება, როდის დაასახელებს გაჩეჩილაძე თავის კანდიდატურას. მის წინადადებას ისინი სიხარულით შეხვდნენ. საპარლამენტო ოპოზიცია ცოტათი მოწყენილი დარჩა. მოწყენილობამ დაისადგურა თურმე “ალიანსი საქართველოსთვის” რიგებშიც”, - აღნიშნავს გამოცემა. “სარწმუნო წყაროს ცნობით, მარჯანიშვილის თეატრში გაკეთებულმა განცხადებას “ალიანსის” რიგებში დიდი ამბები გამოიწვია. აქ ისედაც ვერ არის კარგი მდგომარეობა - გავრცელებული ინფორმაციებით, რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ერთმანეთს ვერ იტანენ, ორივე ერთად კი - ალასანიას. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მათზე მზე და მთვარე არც ალასანიას ამოსდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას. ამის გამო ალასანიას თანაალიანსელები ძალიან განაწყენდნენ და გადაწყვიტეს, ალასანიასთვის სამაგიერო გადაეხადათ. სამაგიერო მათ მოულოდნელი განცხადებით გადაუხადეს - მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა სკანდალური განცხადება გააკეთეს - ოპოზიციას გაერთიანება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ერთი პირობა წაუყენეს, ამ პირობის თანახმად, ისინი ზურაბ ნოღაიდელს უნდა განუდგნენ”, - დასძენს გამოცემა. “ნოღაიდელს ოპოზიციის ერთ ნაწილში “მიჰყავს პარადი”. ყოფილი პრემიერი მეპრაიმერეთა რიგებში იმყოფება. ალიანსიდან წამოსულ ულტიმატუმს მეპრაიმერეთა მხრიდან დიდი რისხვა მოჰყვა. კობა დავითაშვილმა ალიანსელები ოპოზიციის რიგებში განხეთქილების შეტანაში დაადანაშაულა. ბურჯანაძის პარტიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა. კონსერვატორებმა კი დაიბარეს, ეგ რესპუბლიკელები იმდენს იზამენ, ოპოზიცია მაგათ წინააღმდეგ გაერთიანდებაო. მეპრაიმერეებსა და არა მარტო მათ ალასანიაზეც უნდა გაეხსენებინათ რაღაცები, მაგრამ ზუსტად ამ დროს მისმა თანაპარტიელმა ზურაბ აბაშიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ისინი ყველასთან, მათ შორის ნოღაიდელთანაც აპირებენ თანამშრომლობას. რესპუბლიკელები და მემარჯვენეები კი მასთან საუბარს კატეგორიულად არ აპირებენ”, - წერს სტატიის ავტორი. “ალიანსის” გარშემო თუ შიგნით მიმდინარე პროცესები პარასკევს “დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართულმა შეხვედრამ კიდევ უფრო გაამძაფრა. “დაიცავი საქართველოს” სახელით გაკეთდა განცხადება, რომ ოპოზიცია ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე უნდა გაერთიანდეს. განცხადებების გაკეთებას ლევან გაჩეჩილაძისგანაც ელიან, რომელიც, სავარაუდოდ, არ დაუპირისპირდება გამყრელიძეს. არადა, მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. ისევე როგორც ალასანიასა და გამყრელიძეს შორის. ბოროტი ენები ალიანსს დაშლას უწინასწარმეტყველებენ. როგორც ამბობენ, ალასანიასაც ცალკე სდომია წასვლა, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში თავისი გუნდის შექმნა ვერ მოახერხა. ალასანიას გუნდს ოპოზიცია პარტიად არ მიიჩნევს, შალვა ნათელაშვილი კი საელჩოების პროფკავშირს უწოდებს - ალასანიას მსგავსად მისი რამდენიმე თანაპარტიელიც ყოფილი დიპლომატია”, - დასძენს სტატიის ავტორი. “თუმცა მარტო ამის გამო ალასანია დიდხანს არ დარჩება ასეთ მდგომარეობაში. როგორც ამბობენ, თავიდან მას კონსერვატორებთანაც ჰქონდა გაერთიანება გადაწყვეტილი. მერე კი რატომღაც მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების გვერდით აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, მან ეს გადაწყვეტილება ამერიკელების რჩევით მიიღო. ალასანიასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ძალიან მალე შეიძლება მან გაჩეჩილაძესთან შეკრას ალიანსი. ეს ალიანსი დე ფაქტო უკვე არსებობს. გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროს ალასანია რამდენჯერმე ფარულად შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. როცა საქმე გაარჩიეს, ალასანიამ აღიარა, რომ ამის თაობაზე მარტო გაჩეჩილაძისთვის ჰქონდა ნათქვამი. მან კი, თავის მხრივ, ალასანიას საიდუმლო არ “გააბაზრა”. ეს ამბავი ალიანსში დიდი გარჩევის მიზეზიც კი გამხდარა, თუმცა მერე დავიწყებას მიეცა, ახლა კი შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126128.html ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2010 22 / 02, 2010 • ირაკლი ოქრუაშვილი - “დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები” • ლევან ალექსიძე პეტრე მამრაძეს მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ამხელს • “ლეიბორისტების” კანონპროექტით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან • “ალიანსი საქართველოსთვის” უკვე იშლება?! ირაკლი ოქრუაშვილი - “დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები” “მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს ასეთი პერსპექტივა. არც იმის თეორიული შანსი არსებობს, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს გაემიჯნოს და არც იმის, ჩვენი “შერიგება” მოხდეს. თუ რატომ, მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ჩვენი მტრობის დასასრული, მასთანაც და მერაბიშვილთანაც, ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან, საკმაოდ დრამატული იქნება”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება” / “...ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს” / ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს. “მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ომისა, 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევისა, სასამართლოს არარსებობისა, ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევისა და ა.შ., ვერ ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად დისკრედიტებულია საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, და ეს ორი მიზეზით არის გამოწვეული: ათობით მილიონი დოლარი იხარჯება როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ იმიჯმეიკერებზე. მარტო ევროპაში ხუთი კომპანია ჰყავთ დაქირავებული და არცთუ ცუდად გამოსდით (წიგნების გამოცემით დაწყებული და დამთავრებული ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხალხმრავალი ბანკეტებით). მხოლოდ ერთი ფილმი ენდი გარსიას მონაწილეობით 45 მილიონი დაჯდა. იმავეს გაკეთებას ცდილობს მერაბიშვილი თავისი იმიჯისათვის და რუსეთში აწერინებს წიგნებს, სადაც “მძლეთამძლე” მინისტრად გამოჰყავთ. მეორეა ამერიკელების მუდმივი პროპაგანდა მიშას შეუცვლელობაზე. პრინციპი “საქართველოში სტაბილურობა სჯობს დემოკრატიას”, მათ აიძულებს, თავიანთი “ნაშიერი” ყველგან აქონ და ეს გარკვეულწილად მოქმედებს ევროპელებზე. ამას ემატება ოპოზიციის “უპერსპექტივობაც”. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევროპულ კონსერვატიულ წრეებში სკეპტიციზმი სააკაშვილის მიმართ საკმაოდ დიდია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილი “რაც შეეხება ზურას შეხვედრას პუტინთან და ამაზე ატეხილ აჟიოტაჟს, მეჩვენება, რომ დღეს საქართველოში ზუსტად ისეთი ავადმყოფური გარემოა, გამსახურდიას დროს მოღალატის იარლიყებს ყოველ ნაბიჯზე რომ არიგებდნენ. არჩევნები პირადად ჩემთვის მიზნის მისაღწევი საშუალებაა და სრულიად არ ვარ ნეგატიურად განწყობილი, მაგრამ არის ერთი პრინციპულად განმასხვავებელი საკითხი, კერძოდ, ვის რა მიზანი აქვს? ვიღაცისათვის არჩევნების მეშვეობით თბილისის მერის სავარძლის დაკავებაა მიზანი, ხოლო ჩემთვის სააკაშვილის მოშორება. არჩევნების საკითხზე კონსენსუსი სწორედ ამის გამო ვერ დგება. ზურამ უმადურობით აღსავსე და იმიჯისთვის სარისკო გზით სიარული არჩია და ეს გამბედაობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე საქილიკო. რაც შეეხება იმის მოლოდინს, რა გამოუვა და რა შედეგს ელოდება, ვერაფერს ვიტყვი. ისე, ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს წინაპირობების გარეშე რუსეთთან საუბარი? როდესაც ვნახავ, პირადად ვკითხავ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ვეჭვობ, რამე საფუძველი არსებობდეს ტალღის ასაგორებლად, გარდა საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნეგატიური განწყობისა, რომელიც თანაბრად ნეგატიურია ოპოზიციის მიმართაც. ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და სკეპტიციზმი უნდა იქნეს პირველ რიგში დაძლეული ოპოზიციის მხრიდან და ვიდრე გასული წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანგრეული ხიდი არ აღდგება ხალხთან, ძალიან მეპარება ეჭვი, ვინმემ დაიჯეროს ჩვენი პრინციპულობა. თანაც, მოლოდინის ფუჭად გაღვივება, როდესაც არათუ გეგმა არ არსებობს პროტესტის დასაწყებად, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოშორების მიზანიც არ არსებობს, ხალხს უფრო მეტად უძლიერებს იმედგაცრუებას. ვიდრე ჩვენ არ გაგვიჯდება გონებაში, რომ ახალი პროტესტი საჭიროა სააკაშვილის მოსაშორებლად, ამისათვის ვიბრძვით ყველა მეთოდით და ხალხს შუა გზაზე არ მივატოვებთ, მანამადე არაფერი გამოვა”, - მიიჩნევს ირაკლი ოქრუაშვილი. “მე ტალღის აგორებაზე არ ვმუშაობ. რაც ტალღის აგორებას ავტომატურად იწვევს და მიზნის მისაწევად ეფექტური გზაა, იმაზე ვმუშაობ და საამისოდ თანამოაზრეებს ვეძებ. მაგ რეჟიმთან ორი წელია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მიშა ტყვიებს ისვრის და მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ აქეთა მხრიდან ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს (თანაც მხოლოდ იმიტომ, დასავლეთში ცუდად არ შემოგვხედონო). ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება. ვისთვისაც მიზანი იგივეა და თავგანწირვა შეუძლია ამ ბრძოლაში, თავს შავ მუშად შევთავაზებ. დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ილუზიებით არ უნდა ვაცხოვროთ ხალხი. ეს არ ნიშნავს, რომ შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას. თუმც რეალობა კი ისეთია, რომ ჩვენ იმაზე მეტად დავშორდით ამ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავით. ხვალ არც აფხაზეთსა და არც ცხინვალს ნებით არავინ დაგვიბრუნებს: ვერც ამერიკელები (საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ და ვეჭვობ, სურვილიც რომ ჰქონდეთ) და არც რუსები გაიყვანენ ნებაყოფლობით ჯარს და არც მათი აღიარების დეზავუირებას მოახდენენ. მუდმივი დიპლომატიური მუშაობა და ხელსაყრელი დროის ლოდინი არის ის ერთადერთი იარაღი, რომელიც არსენალში დაგვრჩა ამ პრობლემების მოსაგვარებლად”, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. “სანამ სხვა რეალობა არ შეიქმნება მსოფლიოში, ვიდრე დღესაა, მანამდე არაფერი გამოვა. 45 წელი ელოდნენ გერმანელები გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანებას, ვიდრე სასურველი დრო დაუდგებოდათ. პირობითად, ერის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის განვითარების ასწლიანი გეგმა უნდა შევქმნათ (ამ საკითხზე კონსენსუსს უნდა მიაღწიოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ამაზე მნიშვნელოვანს ჩვენი თაობა ვერაფერს გააკეთებს). შეუძლებელია ყოველ 15-20 წელიწადში საგარეო ვერტიკალი 180 გრადუსით ვატრიალოთ. ხან რუსეთთან გვინდა, ხან დასავლეთთან, ასეთი არასერიოზული მსჯელობა მიდის ბოლო რამდენიმე წელია. გლობალურ პოლიტიკაში ჩვენზე “ტინგიცურად” არავინ იქცევა. სერბეთს რა უქნეს, მაგრამ იქ ყურები არავის ჩამოუყრია და ამის გამო საპირისპირო პოლუსისკენ არ დაუწყიათ ყურება. დღეს რომ რუსეთზე სენტიმენტები გაჩნდა საზოგადოებაში, ამის გამომწვევი მიზეზები ხომ წინასწარვე ცნობილი იყო?! რამდენი წელია ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო საგანი ვართ და ჩვენ გარდა, ჩვენივე უთავბოლობით, ყველა სარგებელს ნახულობს ამ თამაშში”, - დაასკვნის გამოცემის რესპონდენტი. “მიშას და ბოკერიასთანები კიდევ ბევრი გამოჩნდება და იმის იმედით, ვიღაცას თავი მოაწონონ, შესაძლოა, ერთ დღეს ერთსქესიანი ქორწინების იდეის დანერგვაც დაიწყონ, მაგრამ ქვეყანა რჩება სამუდამოდ და რაზეც დგას, ის ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ. დღეს იდეოლოგიური ომი მიდის ქვეყნის შიგნით და ამ ბრძოლაში დამარცხება ერის გადაგვარებას ნიშნავს. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ქართული სახელმწიფოს შენება უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აუცილებლად ან იქით უნდა ვიყოთ, ან აქეთ. ზესახელმწიფოების ინტერესების ბალანსირებაა ჩვენი საფრთხეების შემცირების ერთადერთი გზა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმ უაზრო ნეიტრალიტეტს, რომელიც ახალი სატყუარაა”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი და შეკითხვას - “საქართველოში ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლები აპირებენ ჩამოსვლას. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?” - პასუხობს: “არანაირი “ჰააგა” არ იქნება და მიმაჩნია, რომ ყველა შეგნებულმა ქართველმა, რომელსაც ესმის ტრიბუნალის აზრი და მისგან გამომდინარე შედეგები, ენას კბილი უნდა დააჭიროს. სააკაშვილის ზიზღმა ქვეყანა არ უნდა დაგვაყენებინოს საფრთხის წინაშე. ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს”. ლევან ალექსიძე პეტრე მამრაძეს მიზანმიმართულ სიცრუესა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ამხელს “ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და პარტია “ედინაია როსიას” მოკავშირეს ბ-ნ პეტრე მამრაძეს. იძულებული ვარ მოგმართოთ ღია წერილით, რადგანაც 14 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ეკა კვესიტაძის პროგრამაში თქვენ საქვეყნოდ, დაჟინებით იმეორებდით, რომ არავინ დასავლეთში რუსეთს არ ცნობს ოკუპანტად, ასევე “განმარტეთ”, რომ თუ არ ვუძახეთ რუსეთს ოკუპანტი ხარო, ვერავითარი დიალოგი ვერ შედგება”, - აცხადებს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, პროფესორი ლევან ალექსიძე გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ღია წერილში, სათაურით კოლაბორაციონიზმი და კაპიტულანტობა საქართველოს ვერ გაამთლიანებს. “პირველ რიგში მაკვირვებს თქვენი “ლოგიკა”: მტერთან, რომელმაც ჩაიდინა აგრესია, მოახდინა საქართველოს ტერიტრიის 20%-ის ოკუპაცია, ოფიციალურად ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და აქცია ეს ტერიტორიები თავის შეირაღებული ძალების ბაზებად, საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან, თითქოს არაფერი მომხდარა და რუსეთის ჯარები არ დგანან თბილისიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით. ეს არის კოლაბორაციონიზმის ყველაზე უკიდურესი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის ჩათვლით”, - წერს ლევან ალექსიძე. “ბატონო პეტრე, მინდა აღვადგინო თქვენს მეხსიერებაში (თუ თქვენ განზრახ არ დაივიწყეთ) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ომის შემდგომ მიღებული ყველა რეზოლუციის ის პარაგრაფები, რომლების “ოკუპაციის ფაქტს” ადასტურებენ: რეზოლუცია 1633, 2008 წლის 2 ოქტომბერი, პარაგრაფი 6 - “რუსეთის კონტრიერიში ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ფართომასშტაბიან მოქმედებების ჩათვლით, დამთავრდა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციით”. რეზოლუცია 1647, 2009 წლის 28 იანვარი, პარაგრაფი 16 - “ასამბლეა მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს აქტიური გზების ძებნა... ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გაძლიერებისა და გაფართოების ჩათვლით, რომელიც ითვალისწინებს დაცვასა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებას... კონფლიქტის ზონების სხვა ოკუპირებულ ნაწილებში”. რეზოლუცია 1648, 2009 წლის 28 იანვარი, პარაგრაფი 6 - “ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ყველა იმ აქტის გამო, რომლებმაც შეიძლება შეუწყონ ხელი კონფლიქტის ზონასა და ოკუპირებულ მხარეში მყოფი ქართველების ეთნიკურ წმენდას”. რეზოლუცია 1664, 2009 წლის 29 აპრილი, პარაგრაფი 10 - “ასამბლეის ძირითად შეშფოთებად რჩება ეთნიკურ ქართველთა მდგომარეობა ახალგორის ოკუპირებულ რაიონებში”... - განაგრძობს ღია წერილის ავტორი. “როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია. მაშინ რით იყო განპირობებული თქვენი სიცრუე, თუ მივიღებთ მხედველობაში, რაოდენ განათლებული პიროვნება ბრძანდებით, უვიცობას ვერავინ დაგაბრალებთ. მაშინ გამოდის, თქვენ განზრახ ცდილობთ, შეცდომაში შეიყვანოთ ქართული საზოგადოება, რაც არ გეპატიებათ, როგორი პოლიტიკური ორიენტაციისაც უნდა იყოთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენსა და “ედინაია როსიას” პარტიებს შორის დადებული შეთანხმება აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია (რაც, ასევე, პრინციპულად მიუღებელია) დანარჩენი შინაარსი კი ჩვენთვის უცნობი რჩება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ “ედინაია როსიას” თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინია, რომელიც რუსეთის აგრესიის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო და დღესაც იმუქრება საქართველოს ხელისუფლების ძალით ჩამოგდებით, გარკვეული დასკვნების გაკეთება ადვილია”, - მიიჩნევს პროფესორი ლევან ალექსიძე. “ძალაუნებურად ვიხსენებ 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკულ ჟამს, როდესაც სწორედ საქართველოში და მოსკოვში მოკალათებულ ქართველ ბოლშევიკთა მეცადინეობით განხორციელდა წითელი არმიის სისხლიანი ინტერვენცია, ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია მთელი საქართველოსი. და ბოლოს, ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს შეერკინოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მისი გადადგომაც კი, მაგრამ დაუშვებელია როცა ზოგიერთი პარტიის ლიდერი თავისი გეგმის განსახორციელებლად მხარდაჭერას ქართულ საზოგადოებაში კი არ ეძებს, არამედ ოკუპანტ ქვეყანაში ცდილობს მოიპოვოს მომხრეები, რისთვისაც აშკარად კაპიტულანტურ პოზიციას არ თაკილობს. კიდევ ერთი რამ - როგორც შევიტყვეთ, 17 თებერვალს ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მისული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ითხოვდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვას, თქვენ კი ჯიუტად რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას ქადაგებდით. ასეთ საჭიროებას არავინ უარყოფს, მთავარია, რა ფასად!” - დასძენს ლევან ალექსიძე. “ლეიბორისტების” კანონპროექტით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან “ინიციატივის წამოყენების საფუძველი ის ფაქტია, რომ იერიში მიიტანეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უწმინდესზე. გაჩნდა აუცილებლობა, კანონით დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები და საქართველოში დარეგისტრირებული ყველა რელიგია. ეს არის ხაზგასმული ტოლერანტობა. კანონპროექტს პარლამენტში მალე შევიტანთ. ის, გარკვეულწილად ნაციონალური უმრავლესობის ლუსტრაციასაც მოახდენს - გამოჩნდება ის სიბინძურე, რაც საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორდა, უბრალოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების პერიოდული გამოხდომებია თუ ხელისუფლების ფარული პოლიტიკა”, - აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ნესტან კირთაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის 100 000-ლარიანი ჯარიმით ან 3 წლამდე ციხით დასჯიან / ნესტან კირთაძე ოპოზიციის “ლეიბორისტებთან” გარიგებას გამორიცხავს. “ოპოზიციური პარტიები კი, დარწმუნებული ვარ, ამ იდეას მხარს დაუჭერენ. მაგალითად, ამის შესახებ ჩემთან საუბარში უკვე განაცხადა გიორგი თარგამაძემ. კანონპროექტში წერია, “შეურაცხყოფა, რომელიც მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას, მის წინამძღოლს, აგრეთვე რეგისტრირებულ რელიგიურ კონფესიას, სასულიერო პირს, გამოხატულს უწესო ფორმით, ისჯება ჯარიმით 100 ათას ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე”. ინიციატივაზე მუშაობისას გამოვიყენეთ გერმანიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების კანონშემოქმედებითი გამოცდილება”, - აცხადებს ნესატნ კირთაძე და შეკითხვას - “ამ ინიტიაცივის შესახებ კონსულტაციები საპატრიარქოშიც გქონდათ?” - პასუხობს: “არა. არ მინდა უხერხულობა შევქმნა. ინიციატივა ექსპერტებთან შევაჯერეთ და კოლეგა-ოპოზიციონერებსაც გავუგზავნით”. “ალიანსი საქართველოსთვის” უკვე იშლება?! “პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი გაზაფხული გველოდება. მოახლოებული არჩევნების წყალობით ბევრი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით. როგორც ოპოზიციაში ისე ნაციონალებში სერიოზული შიდა დაპირისპირებები არსებობს. ნაციონალები ამას ჯერჯერობით მალავენ, ოპოზიცია კი უკვე ღიად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს დაპირისპირება შესაძლოა “ალიანსი საქართველოსთვის” დაშლით დასრულდეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ალასანიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ? / “დაიცავი საქართველო” ნოღაიდელის დამცველ ორგანიზაციად გადაიქცა. “ოპოზიციაში ერთობა არასდროს იყო. აქ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, მათ ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს და ალბათ, არც არასდროს გამონახავენ. წინა კვირის დასაწყისში ირაკლის ალასანიამ მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეხვედრას ალასანიასთან ერთად ძმები გაჩეჩილაძეებიც ესწრებოდნენ. სწორედ იქ გაკეთდა განცხადება, რომ ირაკლი ალასანიამ შეიძლება საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ლევან გაჩეჩილაძემ კი თითქმის თანხმობა განაცხადა მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. ამას არასაპარლამენტო ოპოზიციაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი დიდი ხანია ელოდება, როდის დაასახელებს გაჩეჩილაძე თავის კანდიდატურას. მის წინადადებას ისინი სიხარულით შეხვდნენ. საპარლამენტო ოპოზიცია ცოტათი მოწყენილი დარჩა. მოწყენილობამ დაისადგურა თურმე “ალიანსი საქართველოსთვის” რიგებშიც”, - აღნიშნავს გამოცემა. “სარწმუნო წყაროს ცნობით, მარჯანიშვილის თეატრში გაკეთებულმა განცხადებას “ალიანსის” რიგებში დიდი ამბები გამოიწვია. აქ ისედაც ვერ არის კარგი მდგომარეობა - გავრცელებული ინფორმაციებით, რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ერთმანეთს ვერ იტანენ, ორივე ერთად კი - ალასანიას. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მათზე მზე და მთვარე არც ალასანიას ამოსდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას. ამის გამო ალასანიას თანაალიანსელები ძალიან განაწყენდნენ და გადაწყვიტეს, ალასანიასთვის სამაგიერო გადაეხადათ. სამაგიერო მათ მოულოდნელი განცხადებით გადაუხადეს - მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა სკანდალური განცხადება გააკეთეს - ოპოზიციას გაერთიანება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ერთი პირობა წაუყენეს, ამ პირობის თანახმად, ისინი ზურაბ ნოღაიდელს უნდა განუდგნენ”, - დასძენს გამოცემა. “ნოღაიდელს ოპოზიციის ერთ ნაწილში “მიჰყავს პარადი”. ყოფილი პრემიერი მეპრაიმერეთა რიგებში იმყოფება. ალიანსიდან წამოსულ ულტიმატუმს მეპრაიმერეთა მხრიდან დიდი რისხვა მოჰყვა. კობა დავითაშვილმა ალიანსელები ოპოზიციის რიგებში განხეთქილების შეტანაში დაადანაშაულა. ბურჯანაძის პარტიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა. კონსერვატორებმა კი დაიბარეს, ეგ რესპუბლიკელები იმდენს იზამენ, ოპოზიცია მაგათ წინააღმდეგ გაერთიანდებაო. მეპრაიმერეებსა და არა მარტო მათ ალასანიაზეც უნდა გაეხსენებინათ რაღაცები, მაგრამ ზუსტად ამ დროს მისმა თანაპარტიელმა ზურაბ აბაშიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ისინი ყველასთან, მათ შორის ნოღაიდელთანაც აპირებენ თანამშრომლობას. რესპუბლიკელები და მემარჯვენეები კი მასთან საუბარს კატეგორიულად არ აპირებენ”, - წერს სტატიის ავტორი. “ალიანსის” გარშემო თუ შიგნით მიმდინარე პროცესები პარასკევს “დაიცავი საქართველოს” ოფისში გამართულმა შეხვედრამ კიდევ უფრო გაამძაფრა. “დაიცავი საქართველოს” სახელით გაკეთდა განცხადება, რომ ოპოზიცია ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე უნდა გაერთიანდეს. განცხადებების გაკეთებას ლევან გაჩეჩილაძისგანაც ელიან, რომელიც, სავარაუდოდ, არ დაუპირისპირდება გამყრელიძეს. არადა, მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. ისევე როგორც ალასანიასა და გამყრელიძეს შორის. ბოროტი ენები ალიანსს დაშლას უწინასწარმეტყველებენ. როგორც ამბობენ, ალასანიასაც ცალკე სდომია წასვლა, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში თავისი გუნდის შექმნა ვერ მოახერხა. ალასანიას გუნდს ოპოზიცია პარტიად არ მიიჩნევს, შალვა ნათელაშვილი კი საელჩოების პროფკავშირს უწოდებს - ალასანიას მსგავსად მისი რამდენიმე თანაპარტიელიც ყოფილი დიპლომატია”, - დასძენს სტატიის ავტორი. “თუმცა მარტო ამის გამო ალასანია დიდხანს არ დარჩება ასეთ მდგომარეობაში. როგორც ამბობენ, თავიდან მას კონსერვატორებთანაც ჰქონდა გაერთიანება გადაწყვეტილი. მერე კი რატომღაც მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების გვერდით აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, მან ეს გადაწყვეტილება ამერიკელების რჩევით მიიღო. ალასანიასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ძალიან მალე შეიძლება მან გაჩეჩილაძესთან შეკრას ალიანსი. ეს ალიანსი დე ფაქტო უკვე არსებობს. გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროს ალასანია რამდენჯერმე ფარულად შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. როცა საქმე გაარჩიეს, ალასანიამ აღიარა, რომ ამის თაობაზე მარტო გაჩეჩილაძისთვის ჰქონდა ნათქვამი. მან კი, თავის მხრივ, ალასანიას საიდუმლო არ “გააბაზრა”. ეს ამბავი ალიანსში დიდი გარჩევის მიზეზიც კი გამხდარა, თუმცა მერე დავიწყებას მიეცა, ახლა კი შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126128.html
×
×
  • შექმენი...