Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. დავით მაღრაძე - თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ალტერნატივა არ აქვს საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული ბრძოლა დიდი კოშმარის დასრულებამდე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისამდე, -ასეთი განცხადება გააკეთა ჭადრაკის სასხლეში მიმდინარე შეკრებაზე “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, პოეტმა დავით მაღრაძემ. მისივე აზრით, ირაკლი ალასანიამ გადადგა ნამდვილი ლიდერის ნაბიჯი, როდესაც განაცხადა თანხმობა ღია კონსულტაციებზე ერთიანი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. “ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს და გარანტირებულს გახდის ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გამოკვეთს ერთიან კანდიდატს და სიმბოლო იქნება მისი რეალურად ოპოზიციური გაერთიანების”, - აღნიშნა მაღრაძემ. მაღრაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გამოკვეთას ალტერნატივა არ აქვს. “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა პრაიმერის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნუ შექმნიან შთაბეჭდილებას, “პროვინციაში უცხო სიტყვას რომ გაიგებენ და აიტაცებენ ხოლმე”. “უნდა შეჯერდნენ ისეთ მექანიზმზე, სადაც ნაკლებად იქნება შესაძლებელი ხელისუფლების ჩარევა”,-დასძინა მაღრაძემ. მანვე წამოაყენა ინციატივა, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რათა თბილისში კიდევ ერთი დიდი შეკრება გაიმართოს. “ამ შეკრებაზე მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს თბილისის მოსახლეობის განწყობა და სულისკვეთება”,-აღნიშნა დავით მაღრაძემ. ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება მიმდინარეობს. დღევანდელ შეკრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ჭადრაკის სასახლეში იმყოფებიან “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  2. newstudio ნუ ჩქარობ ჭადრაკის სასახლეში ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება მიმდინარეობს. დღევანდელ შეკრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ჭადრაკის სასახლეში იმყოფებიან “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს ინჩა?
  3. newstudio "აღდგომაო და ხვალეო" ისე შემიძლია ხინკალზე გაგიმაზო, რომ ასე იქნება
  4. newstudio ჩოხას განყოფილებაში გავუხსნათ თემა )
  5. newstudio ირაკლიმ რეალობასთან შესაბამისი ნაბიჯი გადადგა
  6. ყველა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ფარისეველი წევრი ხომ არ იქნება
  7. Siknadmo ღირსების ორდენი რომ ჩამოგკიდა მიშამ, მაშინ არ გძულდა? ძუკუ გაუმარჯოს
  8. Siknadmo კიო, მაგრამ კიდევ გიმეორებ: ფარისეველი არ ვარო „ფარისეველი და მეზვერე“ „სალოცავად მოხვედი თუ...“ „ღმერთო, გმადლობ შენ“ - ასე იწყებს ფარისეველი თავის ლოცვას. მადლიერების გამომხატველი ამ დასაწყისი სიტყვებით უფლის ტაძარში მოსული ფარისეველი, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი მლოცველის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფარისეველი ამ სიტყვებით, მართალია, აღიარებს ღვთის შეწევნას, ურომლისოდაც შეუძლებელია მადლის მიღება და სიკეთის ქმნა, მაგრამ მადლის შემწირველი ფარისეველი ამ სიტყვებს მოაყოლებს საკუთარი ღირსებისა და სათნოებების დამადასტურებელ ნუსხას: ჯერ იმას, თუ როგორი არ არის იგი, შემდეგ კი იმას, თუ რაოდენ კეთილმსახური და მართალია ღვთის წინაშე.
  9. irusha აა, ჯემი ასუქებს, არა? კარაქი იყოს
  10. ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მეთოდი დავის მთავარ საგნად იქცა რეზონანსი” სტატიაში სათაურით ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, სოციოლოგიური კვლევით შეარჩევენ. ოპოზიციის ნაწილი არაოფიციალურად იმას ამბობს, რომ პრაიმერის მთავარი ინიციატორები მისი გამართვის იდეას ცალსახად არ უარყოფენ, თუმცა მას მერობის ერთიანი კანდიდატობის სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოვლენის იდეა ჩაანაცვლებს. ამასთან, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოცხადდება, რომ ყველაზე მაღალრეიტინგულ ირაკლი ალასანიას “დაიცავი საქათველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გაუსწრო და მერობის კანდიდატად იგი დასახელდება. “ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერის ერთიანი კანდიდატის ძიებაშია, ოპოზიციის ნაწილს კი გეგმები აერია. კულუარული ინფორმაციით, არასაპარლემენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი დედაქალაქის მერის პოსტზე ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს და ეს კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ის შესაძლოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდადატად დასახელდეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გაჩეჩილაძე საკრებულოს თავმჯდომარეობას უმიზნებს? “ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრაიმერი აღარც კი გაიმართოს და ეროვნული საბჭოს მსგავსი საბჭო შეიქმნას, სადაც თითოეული პარტიის ლიდერს ერთი ხმა ექნება. ასეთი საბჭო ოპოზიციას მაშინ ჰქონდა შექმნილი, როცა ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. შესაძლოა ასეთი ეროვნული საბჭო ახლაც შეიქმნას და თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა ამ საბჭომ გამოავლინოს”, - აღნიშნავს გამოცემა. “...ალასანიასა და გაჩეჩილაძეს უხილავ კონტაქტებსა და მათ მაკავშირებელ გუნცაძეზე უკვე მოგახსენეთ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მათ შორის შემდგარიყო ფარული შეთანხმება. “რესპუბლიკელებისა” და “ახლების” ზურგსუკან. გარიგების თანახმად, ლევან გაჩეჩილაძე პრაიმერში (თუ სოციოლოგიურ გამოკითხვაში) მონაწილეობს, როგორც მერობის კანდიდატი. აქვეა სხვა ოპოზიციური კანდადიტებიც, მათ შორის, გოგი თოფაძეც, კობა დავითაშვილიცა და მის მიერ მერობის კანდიდატად დასახელებული ზურაბ ნოღაიდელიც(?!) ირაკლი ალასანიას კი გარანტია აქვს მიღებული, რომ მას საერთო ოპოზიციურ კანდიდატურად დაასახელებენ. ფაქტობრივად, ამის დასტურია ალასანიას განცხადება, ლევან გაჩეჩილაძე კანდიდატურას თუ დაასახელებს, შევებრძოლებითო. მანამდე კი დავით გამყრელიძემ განაცხადა, გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკება გაიმართა და ის ალასანიას დაუჭერს მხარს. პრინციპში, ეს ვარიანტი ალასანიას ყველაზე მეტად აწყობს... მას ახლა იმის დაფიქსირება უნდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული და ძლიერი კანდიდატია”. - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით მისტერ ალასანია მტრის ზურგში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126411.html ლიცემერი: მარჩიელობენ ჩვენც ხომ არ ვიმარჩიელოთ? ვიმარჩიელოთ, კი ბატონო. 2013- მდე დრო თავზესაყრელი გვაქვს. ჩემი აზრით , ამ ვარიანტს გაითამაშებენ: "მერობის ერთიანი კანდიდატობის სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოვლენის იდეა ჩაანაცვლებს. ამასთან, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოცხადდება, რომ ყველაზე მაღალრეიტინგულ ირაკლი ალასანიას “დაიცავი საქათველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გაუსწრო და მერობის კანდიდატად იგი დასახელდება". თქვენი აზრით?
  11. მალინა ეჰ, ნეტა მაგი დრო დაბრუნდებოდეს ნუ გეზარება
  12. ოო გოზინაყი არ გინდა? :) ჰეი, ვღადაობ დილამშვიდობისაო
  13. ალასანიას ყოფილი თანაგუნდელების აზრით, მათი ყოფილი ლიდერი "სერიოზულ შეცდომებს უშვებს" 11:40 - 24.02.2010 ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელები მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ "ალიანსის საქართველოსთვის" ყოფილი ლიდერი სერიოზულ შეცდომებს უშვებს". "ირაკლი ალასანიამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაზე არ დაიჯერა, რომ გიგი უგულავას ერთადერთი სერიოზული კონკურენტი იყო და ხელისუფლებას მისი შიში ჰქონდა. ოპოზიციური პრაიმერი სწორედ ხელისუფლების ხაფანგია", - განუცხადა ჟურნალისტებს ალიანსის წევრმა, "რტესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები" ოპოზიციის კონსულტაციებს ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორის გამო ემიჯნებიან". თავად ალასანიას პარტიის წევრები კი დარწმუნებულები არიან, რომ ალასანია თანმიმდევრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს და რომ ოპოზიციური ერთობა არჩევნების მოსაგებად აუცილებელი ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის კონსულტაციების მეორე რაუნდი დღეს ჭადრაკის სასახლეში გაიმართება. ოპოზიციურ შეკრებას ბრიუსელიდან დაბრუნებული მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრება, რომელიც თავს ამ პროცესებში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აცხადებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...88&Itemid=1
  14. ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადაზე მე-9 ადგილზეა ელენე გედევანიშვილი ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-9 ადგილზეა. ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 61.92 ქულა მიიღო და ოქროს მედლის 30 პრეტენდენტს შორის მე-9 შედეგი აქვს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ვანკუვერიდან ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ აცნობა, ქართველმა სპორტსმენმა პირადი რეკორდი მოხსნა. “ელენე ასე არასდროს გამოსულა. მან შეასრულა სამიანების კასკადი, რაც ევროპის ჩემპიონატზე არ შეუსრულებია. მიღებული ქულა მისი რეკორდია. ასეთი მაღალი შეფასება არასდროს დაუმსახურებია. გამოითქვა სპეციალისტთა მოსაზრება, რომ ელენეს მე-7 ადგილი ეკუთვნოდა, თუმცა ამაზე საუბარი ახლა გვიანია”, - აღნიშნა ჯაფარიძემ. ირაკლი ჯაფარიძის ინფორმაციით, 25 თებერვალს ელენე გედევანიშვილი თავისუფალ პროგრამაში ბიზეს “კარმენის” მუსიკაზე დადგმულ ცეკვას შეასრულებს. ამავე დღეს ორი პროგრამის ქულების ჯამით, ქალ მოციგურავეთა შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედალოსნებიც გამოვლინდებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  15. DATA TUTASXIA ოო, ეს საკითხი მერობის რომელიმე კანდიდატმა უნდა შეიტანოს თავის წინასაარჩევნო საქველმოქმედო პროგრამაში
  16. DATA TUTASXIA საყვარელიც მყავს და სექსშიც თავისუფალი ვარო+ სექს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიაო... როდის ასწრებს
  17. “საზოგადოებრივი დარბაზი” დღეს შეკრებას გამართავს “საზოგადოებრივი დარბაზი” ჭადრაკის სასახლეში დღეს დიდი შეკრების გამართვას გეგმავს. შეკრება 13:00 საათზე დაიწყება და მონაწილეები ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის, დავით მაღრაძის განცხადებით, ეს შეკრება გამარჯვების გზაზე გადამწყვეტი იქნება. იგი იმედოვნებს, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთად დადგება და ოპოზიციის საერთო კანდიდატს ერთად გამოკვეთს. “ბრძოლის გზაზე გამოიკვეთება კანდიდატურა. ჩვენ ალასანიას ნაბიჯს მხარს ვუჭერთ. ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რომელსაც ქართული საზოგადოებაც მხარს დაუჭერს”, - აცხადებს დავით მაღრაძე. დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
×
×
  • შექმენი...