ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი შესაძლოა, “თბილისის დიდი კრებაზე” დასახელდეს “თბილისის დიდი კრების” მოწვევაზე საინციატივო ჯგუფი იმუშავებს. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ჭადრაკის სასახელში გამართულ დღევანდელ შევხედრაზე დასახელდა - ზაზა მამალაძე, თემურ ნანეიშვილი, მიხეილ ონიანი, გოგა ხაინდრავა, დავით მაღრაძე, დაჩი ცაგურია და ზაქარია ქუცნაშვილი. როგორც “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, “თბილისის დიდ კრებაზე” შესაძლოა, დასახელდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. თუმცა, ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ვარაუდები და სურვილები გამოთქვა. ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაში, ოპოზიციური ლიდერების გარდა, მონაწილეობდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნუკრი ქანთარიამ, ნონა გაფრინდაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა. მათ ირაკლი ალასანიას ნაბიჯი დადებითად შეაფასეს. მათ, ასევე, ღიად მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, შეთანხმდნენ და გამოავლინონ ერთიანი ლიდერი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1