Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. თინა ხიდაშელი: "ალასანია ქართული პოლიტიკისთვის დიდი შენაძენია და ალიანსი ყველაფერს გააკეთებს ქართულ პოლიტიკაში მის შესანარჩუნებლად" 18:05 - 26.02.2010 xidasheli_tina_7_copy.jpg"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის პროგნოზით, "თუკი ვინმე ზურაბ ნოღაიდელის გვერდში დგომით დაზარალდება, ეს სწორედ ირაკლი ალასანია იქნება". ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა და ალასანიას მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯიც გააკრიტიკა, მათ შორის - მისი ჭადრაკის სასახლეში მისვლა. http://www.pirweli.com.ge/
  2. Армян выселяют из Абхазии Armenia Today [ 24.02.2010 | 11:40 ] Политика , Армения , Грузия , Абхазия Армян выселяют из Абхазии, сообщает армянская газета “Грапарак”. Издание отмечает, что в Абхазии существует большая армянская диаспора и в последнее время на территории Абхазии усилилось давление на местных армян, которые составляют 30% населения страны. Абхазы, поддерживаемые со стороны России, требуют от Армении признать свою независимость. В противном случае они не разрешат армянам проживать на этой территории, пишет газета. Издание отмечает, что власти Армении уже информированы об этой ситуации, однако не принимают никаких мер, так как это может быть отрицательно воспринято со стороны грузинских властей, и в свою очередь осложнит положение джавахкских армян. Армянские власти боятся даже направить в Абхазию делегацию, надеясь, что ситуация разрешится сама по себе. http://www.armtoday.info/default.asp?Lang=...;PagePosition=4
  3. ვალერია ნოვოდვორსკაია - მიხეილ სააკაშვილს მერვე და მეცხრე საოცრების მოხდენა შეუძლია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას რუსი ჟურნალისტები ოლეგ პანფილოვი და ვალერია ნოვოდვორსკაია დაესწრებიან. როგორც ნოვოდვორსკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მერვე და მეცხრე საოცრების მოხდენა, მეშვიდე კი უკვე მოახდინა, რეფორმების და აგვისტოში, რუსეთის აგრესიის მოგერიებით. "ეს არ იყო იოლი დავალება. ზვიად გამსახურდიამაც კი, რომელიც ღრმა პატიოსნებით ემსახურებოდა ქვეყანას, ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა", – განაცხადა სტუმრმა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ისწავლა, რომ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ პრეზიდენტს, ვიდრე ეს იყო გამსახურდიას დროს, თუმცა, ნოვორდოსკაიამ ისიც აღნიშნა, რომ არ გულისხმობს ოპოზიციურ ძალებს. "იმედი მაქვს, რომ წამყვან მელოდიას ვიოლინოზე ისინი არ ასრულებენ", – განაცხადა ნოვოდვორსკაიამ და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც აფორმებენ "ედინაია რასიასთან" ხელშეკრულებებს, დასაგმობია. "საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლაით, რუსეთში ასეთი ძალა აღარ არსებობს", – დასძინა მან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 :D
  4. სოზარ სუბარი - ჩემი და ალასანიას კანდიდატურები შესაძლოა, გადაიხედოს “ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას პოზიციის ცვლილებას სოზარ სუბარი სამწუხაროს უწოდებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოზარ სუბარმა განუცხადა, როდესაც ალასანია დგება ნოღაიდელის გვერდით, მკაფიოდ არ ემიჯნება პრაიმერს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნები საბაბია, რეალურად კი, ჭექა-ქუხილისთვის ემზადებიან, ეტყობა მას გაუკეთებია არჩევანი. სოზარ სუბარის თქმით, “ალიანსიდან” მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარეობის, ალასანიას კანდიდატურა კი - თბილისის მერის პოსტზე შესაძლოა, გადაიხედოს, ამაზე მოლაპარაკებები გაიმართება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი. “ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პრინციპების რისთვისაც ვიბრძოდით. “ალიანსმა” მკაფიოდ ვთქვით, რომ მიუღებელია რუსული გზა და რუსული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა, მიუღებელია ნოღაიდელთან და იმათთან თანამშრომლობა, ვინც მასთან დადგება, მიუღებელია, ასევე, პრაიმერი”,-განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ამ აზრში მათ ალასანიაც ეთანხმებოდა. მისივე თქმით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ნოღაიდელის მონაწილეობის გარეშე, სოციოლოგიური გამოკითხვის გზით უნდა მოხდეს. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ალასანიას არ შეხვედრია და არ უსაუბრიათ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. ბიუროს სხდომაზე დეპუტატების დღევანდელი გამოსვლების ფორმატი შეთანხმდა პარლამენტში დეპუტატების დღევანდელი გამოსვლების ფორმატი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. გამოსვლები, დაახლოებით, პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება. კერძოდ, უმრავლესობას და უმცირესობას გამოსვლისთვის ექნება 45-45 წუთი, ფრაქციის თავმჯდომარეებს - 15-15 წუთი, თუმცა გამოსვლისთვის ცალკე დრო არ ექნებათ ვიცე-სპიკერებს. რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, გამოსვლის უფლება ექნება მხოლოდ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს, რისთვისაც მას 5 წუთი გამოეყოფა. როგორც ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება იმ დამოუკიდებელ დეპუტატს, რომელმაც შესაბამისი თხოვნით პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართა. "ასეთია მხოლოდ გიორგი ცაგარეიშვილი", – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა. პრეზიდენტი პარლამენტში 18 :00 საათისთვის მივა. პრეზიდნეტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დეპუტატები სიტყვით გამოვლენ. ამასთან, შესაძლოა, პრეზიდენტი დეპუტატების გამოსვლის შემდგაც გამოვიდეს სიტყვით. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. სააკაშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება "პრაიმერისტებსა" და ალასანიას შორის დავის ერთ-ერთი საგანია 26.02.2010 მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების საკითხი პრაიმერის ინიციატორებსა და ირაკლი ალასანიას შორის აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი საგანია. ამის შესახებ "პირWელს" "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა აცნობა. "საგურამოში ბიძინა გეგიძის აგარაკზე გამართული შეხვედრისას ჩვენ ვმსჯელობდით იმაზე, უნდა მივანიჭოთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უსაფრთხოების გარანტიები. ირაკლი ალასანია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიზნით სააკაშვილს უსაფრთხოების მყარი გარანტია უნდა მივანიჭოთ, მე კი განსხვავებული მოსაზრება მაქვს და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გასამართლდეს!", - განუცხადა "პირWელს" დავითაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, საგურამოში გამართული შეხვედრისას არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სამ მექანიზმზე: ე.წ. პრაიმერზე, სოციოლოგიურ გამოკითხვაზე და შერეულ ვარიანტზე – პრაიმერისა და სოციოლოგიური გამოკითხვის კომბინაციაზე მსჯელობდა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...67&Itemid=1 ლიცემერი: უზერებო, უნდა მიენიჭოს თუ არა მიშას უსაფრთხოების გარანტიები?
  7. ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სამ მექანიზმზე მსჯელობს არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სამ მექანიზმზე მსჯელობს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ხალხის პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო შალამბერიძემ განუცხადა, რომელიც საგურამოში ოპოზიციის გუშინდელ კონსულტაციებს ესწრებოდა. მისი განმარტებით, განიხილება პრაიმერი, სოციოლოგიურ გამოკითხვა და შერეულ ვარიანტი, რომელიც სოციოლოგიური გამოკითხვის და პრაიმერის კომბინაცია იქნება. “მთავარია, ისეთი მექანიზმი შევარჩიოთ, რომელშიც ხელისუფლების ჩარევის საფრთხე დაბალი იქნება. ჩვენ, პრაიმერის ინიციატორებს მიგვაჩნია, რომ ასეთი მექანიზმი არის პრაიმერი. Aალასანიას პარტიის პოზიციაა სოციოლოგიური გამოკითხვა. მიმდინარეობს მსჯელობა ზაქარია ქუცნაშვილის იდეაზე - კომბინირებულ მოდელზეც. ლევან გაჩეჩილაძის აზრით კი, ეს მოდელიც განსახილველია”,-განაცხადა ალეკო შალამბერიძემ. მისივე განცხადებით, კონსულტაციები გრძელდება და ერთიანი კანდიდატის გამოვლენის საუკეთესო მექანიზმზე შეთანხმდებიან. გუშინდელ შეხვედრას, რომელიც საგურამოში ლევან გაჩეჩილაძის მეგობრის, ბიძინა გეგიძის აგარაკზე გაიმართა, დაზუსტებული ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი, კახა კუკავა, ეროსი კიწმარიშვილი, ალეკო შალამბერიძე, ლევან გაჩეჩილაძე და ბიძინა გეგიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა არ დაადასტურეს ბურჯანაძისა და ალასანიას http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  8. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით დღეს ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტი პარლამენტში, სავარაუდოდ, 18:00 საათისთვის მივა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მოკლედ, დღეს ბევრ ბინძურ ზღაპარს და ბოღმა "სადღერგძელოს" მოვისმენთ, რამეთუ მიშა არის ტურა-ტაბაკის(ყველა ჩვენთაგანისთვის ნაცნობი წიგნის "მაუგლის" ყველაზე საზიზღარი პერსონაჟი) ტიპის ადამიანია, რომლებიც თესავენ სიბილწეს, წამლავენ ატმოსფეროს, ერთმანეთს უსისინებენ ადამიანემს და მხოლოდ ამით იხანგძლივებენ "ნირვანას" . ფსიქოლოგიაში ჩახედული ადამიანისთვის ცნობილია არაცნობიერი აგრესია, რომელიც საკუთარი თავის ვნებით გამოიხატება. "ცისფერყანწელებს" ჰქონდათ ერთი სახე-მეტაფორა: გააფრთებული მორიელი, როცა მსხვერპლს ვერ მოიხელთებს , თავს იგესლავს. ჰოდა, ჩემი აზრით , ამ გესლის ნთხევით მიშა თავს იგესლავს. მაშ-ს ასე, ფარდა გაიხსნა, წარმოდგენა დაიწყო..
  9. В московскую клинику доставлен экс-президент Абхазии Бывшего президент Абхазии Владислава Ардзинбу на самолете МЧС России доставили в Домодедово и на скорой привезли в ЦКБ. Об этом сообщает Life News. Врач и два фельдшера вылетели в четверг рано утром в Сухуми спецрейсом из Москвы за тяжело больным экс-президентом Абхазии. Ранее сообщалось, что 64-летний Ардзинба тяжело болен. Состояние его, видимо, настолько ухудшилось, что помочь лично ему взялся нынешний президент Абхазии.
  10. ირაკლი ალასანიას პარტიაში საგურამოს კონსულტაციებში მონაწილეობას არ ადასტურებენ 25 / 02, 2010 23:02 ირაკლი ალასანიას პარტიაში საგურამოს კონსულტაციებში მონაწილეობას არ ადასტურებენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან~ აცნობეს, საგურამოს შეხვედრაში მათგან არავინ მონაწილეობდა. ირაკლი ალასანიას პარტიის შეხვედრაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ~ტელეიმედმა~ გაავრცელა. შეხვედრაში მონაწილეობა ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც უარყვეს. ბიძIნა გეგიძის აგარაკიდან გამოვიდნენ ეროსი კიწმარიშვილი, კახა კუკავა, ზურაბ ნოღაიდელი და ალეკო შალამბერიძე. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შეხვედრა ჭადრაკის სასახლეში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  11. ფურცელი საკანცელარიო მაღაზია
×
×
  • შექმენი...