-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
უნდა მიენიჭოს თუ არა მიშას უსაფრთხოების გარანტიები?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ხომ გაგიგია-"ბავშვი არ დაბადებულა და აბრამას არქმევდნენო“. ასეა ამათი საქმე -
gია თორთლაძემ რუსეთუმეებს გული გაუხეთქა
ლ ი ც ი replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ჩერესჩურ" მაგარი სიაფანდი მონაცემებია -
სამი სამი :ravic: მუზარადი
-
საქართველო ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის სფეროსაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველო ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობის შედეგად 5 წელიწადში ქვეყანაში ენერგოწარმოება გაორმაგდება და ათობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. “სამი წლის წინ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყანა იყო. მე დაგპირდით, რომ საქართველოს გადავაქცევდი ერთ-ერთ პირველ ქვეყნად ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის ამ სფეროში. დაიწყო ისეთი ინვესტიციების განხორციელება, რომელზე ოცნებაც შეუძლებელი იყო. დაიწყო ჰესების მშენებლობა, რომლის შედეგადაც ენერგოწარმოება გაორმაგდება 5 წელიწადში ჰესების მშენებლობაზე ათიათასობით ადამიანი დასაქმდება”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. .................................................................................................................................. მიხეილ სააკაშვილი - 2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება 2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მთავარი აქცენტი ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აქვს და მიმდინარე წელს ეკონომიკის მინიმუმ 3%-ით ზრდაა ნავარაუდევი. “სწორედ ლიბერალურობაა იმის მიზეზი, რომ საქართველო გაჩნდა მსოფლიო ინვესტორთა რადარებზე. საქართველოს უკვე განიხილავენ როგორც ქვეყანას, სადაც წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ გაჯანსაღების გზას ვადგავართ”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა დეპუტატებს ამერიკული ოჯახი წარუდგინა, რომელმაც საქართველოში ცხოვრება სწორედ ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და კორუფციის არარსებობის გამო გადაწყვიტა. სააკაშვილმა დეპუტატებს წარუდგინა ასევე ბიზნესმენი შოთა აფხაზავაც. “მინდა გაგაცნოთ ამერიკელი ბაინდერების ოჯახი, რომელთაც ნახეს, რომ საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება. ნახეს, რომ არ არის კორუფცია და გადაწყვიტეს აქ ცხოვრება. საბურთალოზე მათ გახსნეს პიცერია, აქვთ თავიანთი ბიზნესი, მათი შვილები სწავლობენ ქართულ სკოლაში და ქართველებად მიიჩნევენ თავს. მე მინდა თქვენს შვილებს ვუთხრა, რომ საქართველო აღარასოდეს გადაუხვევს ლიბერალური ეკონომიკის კურსს და თქვენ თქვენს გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებთ”, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
-
პრეზიდენტმა გასული წლის გამოწვევებად რუსული აგრესია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და შიდა დაძაბულობა დაასახელა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის გამოწვევებად რუსულ აგრესიას, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და 2009 წლის აპრილში შიდა დაძაბულობას ასახელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ჰქონდა წლები, როდესაც ებრძოდნენ, მაგრამ ის მაინც ახერხებდა მთავარი მიზნისთვის მიღწევას. ქვეყნის სირთულეები კი, პრეზიდენტის თქმით, ძირითადად რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და შიდა დაძაბულობამ განაპირობა. "ამ სამივე მოვლენამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ქვეყანას და მისი ზრდის დინამიკას დარტყმა მიაყენა", – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ სირთულეების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს არაერთი პრობლემა შეექმნა და ცხოვრება გაურთულდა. სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს ოპოზიციის აქციებზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთავრობას ომის და ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრაზე უნდა ეზრუნა, დედაქალაქის ცენტრი პარალიზებული იყო და სავსე იყო "გალიებით". "შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გვიქადდა 90-იანი წლების ქაოსში დაბრუნებას, თბილისის მკვდარ ქალაქად გადაქცევას", – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად ქაოსში დაბრუნების შესაძლებლობისა, საქართველომ ეს ქაოსი არ დაუშვა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ქართველი დეპუტატები რუს ჟურნალისტებს განსაკუთრებით მიესალმნენ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე დეპუტატები განსაკუთრებით მიესალმნენ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეს ადამიანები საქართველოს გვერდით იდგნენ და ქართველი დეპუტატების ტაში და ოვაცია დაიმსახურეს. “ყველას გვახსოვს მათი სამოქალაქო და ვაჟკაცური პოზიცია სიმართლის სასარგებლოდ და არა საქართველოსთვის”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებიან რუსი ჟურნალისტები ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბარავოი, ანდრეი ილარიონოვი და ოლეგ პანფილოვი.
-
kisa დაიწყო უკვე სწორუპოვარმა პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას სხვა სტუმრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უსმენს. პრეზიდენტის გამოსვლას ტრადიციულად დიპლომატიური კორპუსისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. წლევანდელ გამოსვლას ესწრებიან რუსი ჟურნალისტები ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბარავოი და ოლეგ პანფილოვი. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, ორსაათიანი შესვენება უნდა გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას გამოსვლისთვის ექნება 45-45 წუთი, ფრაქციის თავმჯდომარეებს 15-15 წუთი, თუმცა გამოსვლისთვის ცალკე დრო არ ექნებათ ვიცე-სპიკერებს. დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისთვის 5-5 წუთი დაეთმობათ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1