Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი შესაძლოა, “თბილისის დიდი კრებაზე” დასახელდეს “თბილისის დიდი კრების” მოწვევაზე საინციატივო ჯგუფი იმუშავებს. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ჭადრაკის სასახელში გამართულ დღევანდელ შევხედრაზე დასახელდა - ზაზა მამალაძე, თემურ ნანეიშვილი, მიხეილ ონიანი, გოგა ხაინდრავა, დავით მაღრაძე, დაჩი ცაგურია და ზაქარია ქუცნაშვილი. როგორც “საზოგადოებრივი დარბაზის” ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, “თბილისის დიდ კრებაზე” შესაძლოა, დასახელდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. თუმცა, ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ვარაუდები და სურვილები გამოთქვა. ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაში, ოპოზიციური ლიდერების გარდა, მონაწილეობდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნუკრი ქანთარიამ, ნონა გაფრინდაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა. მათ ირაკლი ალასანიას ნაბიჯი დადებითად შეაფასეს. მათ, ასევე, ღიად მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, შეთანხმდნენ და გამოავლინონ ერთიანი ლიდერი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  2. ირაკლი ალასანია ერთობისა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის უკან დახევას აღარ აპირებს ირაკლი ალასანია ერთობისა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის უკან დახევას აღარ აპირებს. “ერთობისა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენისკენ გადაიდგა ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომლისგანაც უკან აღარ დავიხევთ”, - განაცხადა “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე. “ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ როგორ შეიძლება, არ მოუწოდო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და ვიღაცა გამიჯნო ამ პროცესისგან”,-აღნიშნა ირაკლი ალსანიამ. მისივე თქმით, მთავარია, ყველა ერთად დადგეს და თქვას, რომ აღარ მოითმენს ქვეყანაში ადამიანების პოლიტიკური უფლებების დაუცველობას, მედიის ტერორსა და ბიზნესზე ზეწოლას. “თბილისი არ უნდა იყოს ერთი კაცის და მას დავიბრუნებთ არჩევნებით. პოლიტიკა რთულია ისეთ პოლარიზებულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მაგრამ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ პასუხისმგებლობა, რომ ერთმანეთის გვერდით დადგნენ და ერთიანი შეთანხმებით დაამარცხონ არსებული რეჟიმი. ჩვენ მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ, თბილისს ვაქცევთ ერთობისა და სიყვარულის ქალაქად”, - განაცხადა ალასანიამ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  3. ირაკლი ალასანია ზურაბ ნოღაიდელთან ერთიან კანდიდატზე კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, “შევიდეს ღია დისკუსიაში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთიანი კანდიდატის გამოვლენის ფორმასთან დაკავშირებით”. როგორც ალასანიამ დღეს ჭადრაკის სასახლეში ჟურნალისტებს განუცხადა, ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ნაბიჯები სწორად არის გადადგმული. “ახლა მთავარია საზოგადოების გადაწყვეტილება, თუ როგორი ფორმით უნდა მოხდეს ერთიანი კანდიდატის შერჩევა”,-აღნიშნა “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა. რაც შეეხება “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, რომ ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ორ-სამი დღე დასჭირდება, ალასანიამ განაცხადა, რომ არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ალასანიამ კომენტარი გააკეთა ზურაბ ნოღაიდელთან კონსულტაციების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მზად არის, ნოღაიდელთანაც გამართოს კონსულტაციები და შეჯერდნენ ერთიან კანდიდატზე. ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია “ალიანსის” დაშლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თბილისის მერობის გარდა ერთიან კანდიდატზე აზრთა სხვაობისა, სხვა საკითხში თანხმობა აქვთ. ირაკლი ალასანია ჭადრაკის სასახლეში “საზოგადოებრივი დარბაზის” მიერ ორგანზიებულ შეხვედრას ესწრება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  4. ლევან გაჩეჩილაძე: ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ორი-სამი დღე დასჭირდება ოპოზიციაში ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ორი-სამი დღე დასჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს ჭადრაკის სასახლეში რამდენიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ერთიანი თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გამოვლენას ორი-სამი დღე დასჭირდება. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ საერთო კანდიდატის გამოვლენა საზოგადოებასთან ერთად გადაწყდება. http://presa.ge/index.php?text=news&i=9309
×
×
  • შექმენი...