Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. SHARI მეც მაგ დღეში ვარ. ლაშას ან არჩილს თხოვე და დაამატებენ.
  2. ჩემი აზრით, რეალობიდან გამომდინარე ნაბიჯი გადადგა SHARI კარგი იქნება პოლს თუ დაამატებ
  3. machkatela როდის მოხდა? + წყარო აჩვენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება
  4. მე ისევ მოვალ... ირაკლი ჩარკვიანი
  5. “მემარჯვენეები” დავითაშვილის “მუხლმოდრეკილ თხოვნას’’ არ იღებენ ‘’ახალი მემარჯვენეები’’ ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციებში მონაწილეობაზე ‘’ხალხის პარტიის’’ ლიდერის კობა დავითაშვილის ‘’მუხლმოდრეკილ თხოვნას’’ არ იღებენ. ‘’ინტერპრესნიუსთან’’ საუბრისას ‘’მემარჯვენეების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ კობა დავითაშვილს და სხვებსაც მიულოცა ერთობა ზურაბ ნოღაიდელის გარშემო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ამ ერთობაში ‘’ახალ მემარჯვენეებს’’ და ‘’რესპუბლიკელებს’’ ვერასდროს ნახავენ. ‘’ალიანსს”, ‘’რესპუბლიკელებს’’, ‘’მემარჯვენეებს’’, სოზარ სუბარს და პირადად მამუკა კაციტაძეს, არც ერთ ჩემს მეგობარსა და პარტნიორს დავითაშვილის ‘’შეძახილი, თხოვნა და მით უმეტეს მუხლის მოდრეკა’’ ერთიანობასთან დაკავშირებით არ სჭირდება’’, - აღნიშნა კაციტაძემ და დასძინა, რომ ერთობის მხარდაჭერას ისინი ყოველთვის საქმით ამტკიცებენ. კაციტაძეს უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ ოპოზიციაში ერთიანი კანდიდატისკენ ილტვიან, პარალელურად, მერობის უამრავი კანდიდატი ჰყავთ და ამ კანდიდატებს კიდევ ახალი კანდიდატები ემატება პერსპექტივაში. ‘’აქედან გამომდინარე ვერ მივიღებ მე ამ ‘’მუხლზე დრეკას’’ დავითაშვილისა, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ’’, - თქვა მან. თბილისის მერის არჩევნებზე საერთო კანდიდატის გამოვლენის პროცესში ჩართვა ‘’ეროვნული ფორუმის’’, “ახლებისა” და “რესპუბლიკელების” ლიდერებს კობა დავითაშვილმა “მუხლმოდრეკით’’, ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართულ შეკრებაზე სთხოვა. დავითაშვილის თქმით, არც ერთი პოლიტიკური პარტიის რესურსი არ შეიძლება იყოს დაკარგული, მით უმეტეს იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ბრძოლის გამოცდილება და უნარი აქვთ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ძუკუ პირადში მოგწერე
  6. ძუკუ პარტიული დისციპლინა არ გესწავლება, ჩემო მიშა
  7. თინა ხიდაშელი - დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართული შეხვედრა ოპოზიციაში ზურაბ ნოღაიდელის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ამის შესახებ ხიდაშელმა “ინტერპრესნიუსს” ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. მან შეხვედრის მონაწილეებს ზურაბ ნოღაიდელის “ტაშის გრიალით შეხვედრა მიულოცა”. “ყოველმა ადამიანმა, ვინც დღეს ნოღაიდელს ტაშს უკრავდა, ქვეყნის მომავალზე მასთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ყველფერზე სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე ძალიან ნათელია. ამ შეხვედრაზე ცრემლების ღვრა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ დღეს გმირად გამოცხადებული ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ ყოველი მათგანი ერთი წინადადებით უნდა გამოსულიყო. კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს უნდა ეთქვათ, რომ ამ გმირის სასარგებლოდ ხსნიან კანდიდატურებს, ლევან გაჩეჩილაძეს უნდა ეთქვა, რომ ამ გმირის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს და მის გვერდით დადგება. ერთობა და ქვეყნის სამსახური ეს იქნებოდა. ხოლო ის ვაშა და ტაში, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო, არ არის პრობლემის გასაღები, რომლის მოსაგვარებლადაც ეს პატივცემული საზოგადოება შეიკრიბა”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე ვარაუდით, “თბილისის დიდ კრებამდე”, რომელზეც, სავარაუდოდ, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დასახელდება, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს შორის “დიდი ვაჭრობა” გაიმართება. “იქიდან გამომდინარე, იქნებიან თუ არა კმაყოფილნი ვაჭრობის შედეგებით ესა თუ ის ადამიანები, მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაც. როგორც ჩანს, ამის ლეგიტიმაცია სჭირდებოდათ დღეს და ამ ვაჭრობისთვის ლეგიტიმაცია მიიღეს~, - განაცხადა ხიდაშელმა. ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართულ შეხევდრზე იმყოფებოდნენ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “მოძრაობა დაიცავი საქართველოს”, “კონსერვატორების”, “ხალხის პარტიის”, “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს” ლიდერები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
×
×
  • შექმენი...