-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
მსახიობი ძველ ბერძნულში ასეა
-
არადა კოკა მეგონე კოლა
-
ვფიქრობ ბატონო, ვფიქრობ irene искренне жаль
-
"ალექსანდრე მაკედონელი რომ არ ვიყო,დიოგენედ ყოფნას ვისურვებდი"-ს ფორუმული ინტერპრეტაცია მაშ-ს ასე, უზერებო, რომ არ იყოთ ის ვინც ხართ, მაშინ რომელ უზერად ყოფნას ისურვებდით და რატომ?
-
იური ძიცოითი: ქართული მხარე ოსური გვარების დაბრუნებაში დაგვეხმაროს 27.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი აცხადებს, რომ თუკი ქართულ მხარეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დახმარება სურს დაეხმარონ მათ პროექტში რომელიც ოსურ გვარებს ეხება. "ჩემს წინაშე დევს პროექტი კანონისა "ოსური საგვარეულო სახელების შესახებ". იგი ეხება ოსი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც როგორც სამხრეთ ოსეთში ისე საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა მათ გვარებს ისტორიული დამწერლობა დავუბრუნოთ. მაგალითად გვარი ჯიოშვილი _ სინამდვილეში ჯიოტია. თუკი დაიღუპა სპორტსმენი რომლის გვარიც ქუმარიტაშვილი იყო, მთელმა მსოფლომ არ უნდა იფიქროს, რომ ის ქართველი იყო. ქუმარიტაშვილი ხომ სინამდვილეში _ ქუმარიტატია. მათ ყველას ჩვენი გაქართველება უნდათ", _ აცხადებს ძიცოითი. http://ghn.ge/news-9222.html
-
"გარდიანი: საქართველოს ახალი სტრატეგია: ლამაზი სიტყვები, მაგრამ უშედეგო მცდელობა" - საქართველოს ახალი სტრატეგია: ლამაზი სიტყვები, მაგრამ უშედეგო მცდელობა. საქართველოს ხელმძღვანელობის ახალი გეგმები თავიდან შემოიერთოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას არ ითვალისწინებს: ამ რესპუბლიკების ხალხები ამაში დაინტერესებულნი არ არიან, - ასეთი სათაურუბით სტატიას არა რუსული მედია, არამედ თვით ბრიტანული გარდიანი აქვეყნებს. გამოცემის აზრით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები ერთიან საქართველოში ცხოვრებით დაინტერესებას არ გამოხატავენ. - 1936 წლის საბჭოთა სტალინური კონსტიტუცია - ეს ეპოქის შესანიშნავი დოკუმენტია. და თავად ის ფაქტი, რომ იმავე წელს სტალინმა ქვეყანაში დიდი ტერორი გააჩაღა, კიდევ ერთხელ ადასტურებს შესაძლებლობას, რომ თეორიას და პრაქტიკას დიდი უფსკრული აშორებდეს. ასეთი სახის განსხვავებას შეიძლება დავაკვირდეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამასწინათ გამოქვეყნებული დოკუმენტის გაცნობისას, რომელსაც “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწოდება. როგორც სტალინური კონსტიტუციის შემთხვევაში, ამ იდეამ შეიძლება მხარდაჭერა მიიღოს რეჟიმის საზღვარგარეთელი მომხრეების მხრიდან, მაგამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებისთვის ის სრულიად მიუღებელია, - ასეთ საინტერესო ანალოგიებს აკეთებს გარდიანი. ბრიტანული გამოცემა სააკაშვილს სტრატეგიის დასავლეთში, მათ შორის ლონდონში განხილვას უწუნებს და წერს, რომ აფხაზები და ოსები დასავლეთთან პირდაპირ კავშირებში არიან დაინტერესებულნი. - ყველა ბრწყინვალე სიტყვის და ამაღლებული გრძნობების მიუხედავად, დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული მთავარი პრობლემა: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხები უმცირეს სურვილსაც არ განიცდიან, რომ უნიტარულ ქართულ სახელმწიფოში რეინტეგრაცია მოახდინონ. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ეს სტრატეგია განიხილოს დასავლეთში, რასაც ის გასულ კვირაში ლონდონში აკეთებდა, მაგრამ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არავის არ აქვს უმცირესი სურვილიც კი მიიღოს მონაწილეობა მსგავს განხილვებში. ისინი დასავლეთთან პირდაპირ კავშირებში და რესპუბლიკების ფარგლებს გარეთ საკუთარი პასპორტებით გადაადგილებით არიან დაინტერესებულნი. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ამაზე არ წავა, მოხდება შესუსტება ამ რესპუბლიკების ხალხების მედგარი განწყობის და ისინი მოსკოვთან კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე წავლენ, - წერს გარდიანი. ამის შემდეგ გამოცემა ქართული სტრატეგიის პუნქტობრივ გაცამტვერებაზე გადადის. - ქართული ხელისუფლების ახალი დოქტრინის ერთი ნახვით გაცნობითაც კი თვალში სუსტი ადგილები გეცემათ. ამ დოკუმენტის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველო საკითხის სამხედრო გადაწყვეტას უარყოფს. ასეთ შემთხვევაში უცნაურად ჩანს, სააკაშვილის მთავრობა მედგრად რატომ ეწინააღმდეგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერას. სამხრეთ ოსეთში ომის შემდეგაც კი საქართველოს დელეგაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მზად არის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მხოლოდ რუსეთთან, მაგრამ არა აფხაზეთთან და არა სამხრეთ ოსეთთან. მაგრამ მრავალი წლის მანძილზე ქართული მხარის არაერთჯერადი თავდასხმების გამო აფხაზებმა და ოსებმა დაკარგეს ყოველგვარი ნდობა და რწმენა თბილისისადმი. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი მიისწრაფვიან განამტკიცონ საკუთარი სამხედრო პოტენციალი და იტოვებენ უფლებას თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი, - წერს გარდიანი. ამის შემდეგ გარდიანი სტრატეგიის მეორე პუნქტზე გადადის და მასაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს: - აფხაზეთში არ დაიჯერებენ საქართველოს რწმუნებას, რომ მხარს დაუჭერს კულტურული მემკვიდრეობის და ნაციონალური თვითმყოფადობის შენარჩუნების ძალისხმევებს, რის შესახებაც შეგვიძლია ამ დოკუმენტის მეორე გვერდზე წავიკითხოთ. აფხაზების კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა 1992 წლის მოვლენები, როდესაც ქართულმა ჯარებმა ძირფესვიანად დაანგრიეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თავისივე ფასდაუდებელი ბიბლიოთეკით და სახელმწიფო არქივით. გამოცემა უფრო შორს მიდის ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ ჯონ მეიჯორს აკრიტიკებს, რომლის მთავრობამაც შევარდნაძეს მხარი დაუჭირა. - როდესაც 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, საქართველოში ნამდვილი ქაოსი სუფევდა: სამხრეთ ოსეთში ომი მიდიოდა. ხოლო სამეგრელოში შეიარაღებულ ამბოხებას ჰქონდა ადგილი ჩამოგდებული წინამორბედის მხადასაჭერად. დაძაბულობა მატულობდა თვითონ აფხაზეთშიც. სწორედ ამ მომენტში დასავლეთმა ბრიტანეთის პრემიერ ჯონ მეიჯორის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შეეჯახა რა იუგოსლავიის დაშლის შედეგებს, დასავლეთში უპირატესად ჩათვალეს უარეყოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უფლება თვითგამორკვევაზე და მხარი დაეჭირათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის; შედეგად ის მსოფლიო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში და გაეროში მიიღეს, - სინანულს ვერ მალავს გარდიანი. გამოცემა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა დაისახა. - დასავლეთის მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა საქართველომ უკვე ორი კვირის შემდეგ განახორციელა თავდასხმა აფხაზეთზე, გააჩაღა თოთხმეტთვიანი ომი, რომელიც შედეგად წააგო, მაგრამ რისთვისაც აფხაზებმა ძალიან ძვირი, მოსახლეობის 4 პროცენტის დაკარგვით გადაიხადეს. იმ დროიდან მოყოლებული საქართველო აფხაზეთს მხოლოდ ომამდელ სტატუს-ქვოზე დაბრუნებას სთავაზობდა. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სოხუმი მსგავს გარიგებას ყოველთვის უარყოფდა. ამის შემდეგ გარდიანის აშკარად დაფინანსებული სტატია კულმინაციას აღწევს და გამოცემას პუტინი ამ საკითხში არც მეტი არც ნაკლები მხსნელად გამოჰყავს: - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ დიდი დროის მანძილზე მოსკოვის პოზიცია სოხუმისთვის არცთუ მეგობრული იყო. რუსეთის სათავეში იმ წლებში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პოლიტბიუროელი კოლეგა ბორის ელცინი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო შევარდნაძის პროტეჟე - ანდრეი კოზირევი. თუმცა აფხაზეთის მიზანმიმართულობამ არ დაეთმო საქართველოს მხრიდან ზეწოლისთვის და რუსეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლამ, ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლამ შექმნილ სიტუაციაში კორექტივები შეიტანა. დადგა აუცილებლობა, რომ შეცვლილიყო არსებული მდგომარეობა არც ომი, არც მშვიდობა, რომელიც წლების მანძილზე სადავო ტერიტორიებზე არსებობდა. და სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყებით სადავო საკითხის გადაწყვეტას ცდილობდა. საქართველოს ჯარები ერთდროულად ამოძრავდნენ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთის კოდორის ხეობაში(აი კოდორთან დაკავშირებით სტატიის ავტორს ფანტაზიამ აშკარად უმტყუნა; ავტ.). თავის მხრივ პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო წესით გამოასწორა რუსეთის ხელმძღვანელობის შეცდომა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საბჭოთა საზღვრებში აღიარა. რუსეთში ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის შიშით, რომ თავად რუსეთის შიგნით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისთვის პროვოცირება არ მოეხდინათ, - წერს გარდიანი. ბოლოს ბრიტანული გამოცემა ქართული მხარისთვის კეთილ რჩევებს არ იშურებს და თბილისს ახალ წესრიგთან შეგუებისკენ მოუწოდებს: - საქართველო უნდა დაეთანხმოს იმას, რომ მსოფლიო იცვლება, ისტორია ერთ ადგილზე არ დგას, თავისი ტერიტორიის ხელახლა გაერთიანების ინტეგრაციულ სტრატეგიაზე უარი უნდა თქვას. რა არის კარგი იმაში, რომ მაგალითად თბილისი კვლავაც აფხაზეთის მთავრობას მარიონეტულს უწოდებს, იმ დროს, როცა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ორჯერ იყო არჩეული თავის პოსტზე, რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგად? რასაკვირველია საკუთარ შეცდომებზე საქართველოს დასავლელმა მფარველებმაც უნდა იმუშაონ. მათ თბილისი უნდა დაარწმუნონ, რომ საგნებს რეალურად უყუროს და აღიაროს ტერიტორიები, რომლებიც მან დაკარგა. დასავლურო სახელმწიფოების მსგავსი ნაბიჯები გზას გაუხსნიდა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომ ინიციატივებს. ამით მომზადდებოდა ნიადაგი კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებისთვის, რაც ამიერკავკასიაში საიმედო სტაბილურობის სისტემის შექმნისკენ იქნებოდა მიმართული, - ის, რაც საბოლოო ჯამში ყველას ინტერესებს პასუხობს, - რეალურად ვის ინტერესებსაც პასუხობს გარდიანის სტატია, ჩვენი მკითხველისთვის ნათელი უნდა იყოს.
-
gია თორთლაძემ რუსეთუმეებს გული გაუხეთქა
ლ ი ც ი replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
chegesto ჩერესჩურ რბილად -
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2010 • სოზარ სუბარი - “არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ პრორუსული პოლიტიკა. მაგრამ არ მესმის იმ საზოგადო მოღვაწეების და ექსპერტების, რომლებიც ჩვენ გვიბიძგებენ, რომ გავითქვიფოთ პრორუსულ ძალებთან” • როგორ აფასებს ოპოზიციას სააკაშვილის გამოსვლას • “რატომ მოიძულა ოქრუაშვილმა ეკა ბესელია...” სოზარ სუბარი - “არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ პრორუსული პოლიტიკა. მაგრამ არ მესმის იმ საზოგადო მოღვაწეების და ექსპერტების, რომლებიც ჩვენ გვიბიძგებენ, რომ გავითქვიფოთ პრორუსულ ძალებთან” “მხოლოდ პრაიმერი, ანუ “ედიანაია როსია” არ არის ჩვენი პრობლემა. “ალიანსს” მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არანაირ ჭექა-ქუხილს, არანაირ რევოლუციას, არანაირ აჯანყებას არ ვგეგმავდით, არამედ მკაფიოდ ვემიჯნებოდით მსგავს პროცესებს. ირაკლი ალასანიასაც ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ დაუპირისიპირდებოდა ყველას, ვინც რევოლუციას და აჯანყებას დაგეგმავდა. ჩვენ დღესაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ხოლო რა მოხდა და რატომ შეიცვალა ირაკლი ალასანიამ პოზიცია, ჩემთვის გაუგებარია”, - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გახდება თუ არა სუყარი ალასანიას კონკურენტი მერობისთვის ბრძოლაში? / “გავემიჯნებით ყველას, ვინც ნოღაიდელთან, ანუ “ედინაია როსიასთან” ითანამშრომლებს”. “ერთობა ძალიან კარგია, ყველაფერზე წახვალ ერთობის გულისთვის, მაგრამ ერთობა უნდა არსებობდეს იმ ძალებს შორის, რომლებსაც მინიმალურ დონეზე მაინც აქვთ ერთიანი ხედვა, ხოლო “ედიანაია როსიასთან” ერთობას ვერ დავამყარებთ. მასე შეიძლება გვითხრან, რომ “ნაციონალები” ქართველები არიან და მათთან მოვაწეროთ ხელი ერთობას. გავემიჯნებით ყველას, ვინც ნოღაიდელთან, ანუ “ედიანაია როსიასთან” ითანამშრომლებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ პრორუსული პოლიტიკა. მათ შეუძლიათ დაუჭირონ მხარი ასეთ ძალებს, მაგრამ მე არ მესმის იმ საზოგადო მოღვაწეების და ექსპერტების, რომლებიც ჩვენ გვიბიძგებენ, რომ გავითქვიფოთ პრორუსულ ძალებთან. ამაზე არ წავა “ალიანსი საქართველოსთვის” და თუ ვინმე ამას გადაწყვეტს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება და ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ჩვენ ვერ მივიღებთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი. “ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს ირაკლისთან კითხვები და ალბათ, მასაც, ჩვენთან. უბრალოდ, ბევრი რამ არ მესმის. შევეშვათ მაღალ იდეალებსა და მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკს და პირდაპირ ვიტყვი - არ მესმის გუშინდელი საიდუმლო შეხვედრის აზრი. ალბათ, იცით, საგურამოში ბიძინა გეგიძის სახლში რაღაც საიდუმლო სერობასავით რომ გაიმართა. “კონსერვატორებმა” თქვეს, რომ ისინი ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ, ჟურნალისტები კი ამტკიცებენ, რომ კახა კუკავა იქ იყო. ირაკლი ალასანიას პარტიამ თქვა, რომ ისინიც არ იღებდნენ ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ხოლო კობა დავითაშვილი მწერს დღეს, რომ ირაკლი ალასანია საგურამოში იყო და ერთად მსჯელობდნენ იმაზე, მიხეილ სააკაშვილი გაასამართლონ თუ არა, რა ბედი ელის სააკაშვილს მომავალში და ა.შ. - არ მესმის ასეთი საუბრის აზრი, ანუ იყვნენ თუ არ იყვნენ შეხვედრაზე, რატომ მალავენ ამას. კიდევ უფრო არ მესმის, ილაპარაკო იმაზე, სააკაშვილი გაასამართლო თუ არა. ჯერ გავაკეთოთ რამე, შედეგი დავდოთ და მერე ვილაპარაკოთ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “როდესაც არ ეთანხმები რუსულ პოლიტიკას, როგორ შეიძლება ნოღაიდელთან ერთად იდგე? იგივე ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები, რომლების დღეს მოგვიწოდებენ, რომ დავადგეთ “ედიანაია როსიას” გზას, რატომღაც ასეთი აქტიურები არ იყვნენ მაშინ, როდესაც “ალიანსი იქმნებოდა” და ჩვენ ჩვენი ერთობის ფორმულა დავდეთ. თუკი ერთობისთვის საჭიროა, საერთოდ წავალ პოლიტიკიდან, მაგრამ დღეს ყველაფერი არეულია და ბევრი რამ არ მესმის. მიდიოდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რომ თურმე უნდა დავადგეთ “ედინიას როსიას” გზას. უკაცრავად, მაგრამ ვერ დავადგები და ვერც იმ პარტიებთან ვითანამშრომლებ, რომლებიც ამ გზას იწონებენ, თუნდაც ფორმალური ერთიანობის მისაღწევად, რადგან ეს არ იქნება ჯანსაღი ერთობა და ფორმალურ გაერთიანებას აზრი არ აქვს”, - დასძენს სოზარ სუბარი. “რაც შეეხება ჩემი მერობის კანდიდატობას, ნამდვილად არ განიხილება ეს საკითხი. საერთოდ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან წყალი ძალიან აიმღვრა და რამდენიმე დღეში, როდესაც ეს ამღვრეული წყალი დაიწმინდება, ყველაფერი გამოჩნდება. ძალიან მალე გახდება ცხადი, რომ ვერანაირი ერთობა “ედინაია როსიასთან” ვერ შედგება, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ მათთან თანამშრომლობისკენ, თავად დაინახავენ, რომ რასაც ამბობენ - აბსურდია. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, “ახლები” და “რესპუბლიკელები” მუდმივად ამაზე საუბრობდნენ, რომ მათ საკუთარი ამბიცია გადადეს უკან და ალასანიას დაუჭირეს მხარი სწორედ ერთიანობის გამო. მაგრამ ეს ერთიანობა არ გულისხმობს ყველაფერს. ეს არ გულისხმობს რუსული პოლიტიკის გატარებას. რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი გამიტარებს ამ პოლიტიკას თუ ნოღაიდელი”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. “არ მომწონდა, როდესაც სააკაშვილი ფორთხავდა გორში და არ მომწონს, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიები ფორთხავენ უფრო ინტელექტიუალურ პლანში რუსეთთან, როდესაც ხელს აწერენ მემორანდუმებს. ადამიანს თუ პარტიას, რომელიც ფორთხავს, არავინ თვლის ღირსეულად და ეს არ არის ჩვენი გამარჯვების გზა - აცხადებს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “ეს გასაგებია, მაგრამ ამჯერად ოპოზიციის შანსებზე გეკითხებით, არსებული ვითარების ფონზე, რას შეიძლება მიაღწიოს ოპოზიცია?” - პასუხობს: “წინასწარ ამაზე ვერ ვილაპარაკებ. რამდენიმე დღეში, როდესაც წყალი დაიწმინდება, გამოჩნდება ყველაფერი. შანსი ახლა კი არა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრეც შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ იმ ერთ კვირაში ყველაფერი შეიცვალოს, თუკი სწორ არჩევანს შევთავაზებთ საზოგადოებას. ხოლო თუ შევთავაზებთ “ედიანაია როსიას” და სააკაშვილს შორის, მაშინ არაფერი გამოვა”. როგორ აფასებს ოპოზიციას სააკაშვილის გამოსვლას “ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე მამრაძემ გუშინ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების დაწყებამდე მამრაძემ განაცხადა, რომ მან ჩააბარა წერილობითი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროს სახელზე და მისთვის გაუგებარია, რომ არ აძლევენ სიტყვით გამოსვლის საშუალებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ მისი განცხადება ბიუროს სხდომის გამართვამდე ძალიან მცირე ხნით ადრე იყო ჩაბარებული და ვეღარ მოესწრო მისი განცხადების განხილვა. ამის შემდეგ მამრაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით როგორ აფასებს ოპოზიციას სააკაშვილის გამოსვლას. “ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ წინდაწინ გრძნობდნენ იმას, თუ რა სიტყვა შეიძლებოდა წარმომეთქვა მე ტრიბუნიდან. რა თქმა უნდა, მე მომზადებული მქონდა 5-წუთიანი სიტყვა, რომლის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემს გამოსვლაში უნდა მეთქვა მწარე სიმართლე, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა, რათა საზოგადოებამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ჩემს სიტყვაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარულობა მკვეთრად გაიზარდა, ასევე აშკარად გაიზარდა რეჟიმის კორუფციის დონე, საქართველო უკვე შეყვანილია არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში. ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის საშინელი მდგომარეობა განპირობებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მეწარმეების დაყაჩაღებითა და შევიწროებით, მათგან ფულისა და ქონების გამოძალვით, რამაც მასობრივი ხასიათი შეიძინა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე. “უცხოელი ექსპერტები ორ მომენტს გამოყოფენ - ელიტარულ კორუფციასა და სასამართლოს არარსებობას. მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა ჩვენი პრეზიდენტის, როგორც არაადეკვატური ადამიანის იმიჯი, გარემოცვაში ვერავინ ვეღარ ბედავს შეპასუხებას, ვინაიდან ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის. პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებას მოკლედ მოგახსენებთ - ეს არის საქართველოს რეალობას მაქსიმალურად მოშორებული ადამიანის სიტყვა, სააკაშვილი არის ავტორიტარული რეჟიმის ერთადერთი ხელმძღვანელი. ეს ცრუპატრიოტული რიტორიკა ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება რუსეთთან დიალოგი და როცა ეს დიალოგი ზურაბ ნოღაიდელმა წამოიწყო რუსეთთან, ამათ ატეხეს ცრუპატრიოტული ისტერიკა და ეს ისტერიკა სჭირდებათ კორუფციის სიმბოლოდ ქვეულ ადამიანებს მხოლოდ ხადხის ყურადღების სხვა მიმართულებით გადასატანად. აქსიომაა, რომ ცრუპატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია!”, - დასძენს პეტრე მამრაძე. “სააკაშვილის არასერიოზული გამოსვლის შესახებ ძალიან გრძელი და არასერიოზული კომენტარი შემიძლია გავაკეთო მაგრამ... სერიოზული კითხვები, რომელიც მე გამიჩნდა, არის ის, რომ ომის შემდეგ, სააკაშვილი უკვე მეორეჯერ გამოვიდა პარლამენტში და მან უკვე მეორეჯერ გაუკეთა იგნორირება თემებს - მან არანაირი ყურადღება არ გაამახვილა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტრატეგიულ პარტნიორებზე, ევროკავშირზე. ეს არის უკვე ტენდენცია, როცა ეს კაცი, ამ ვითარებაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ორი წელია ქვეყნისთვის მთავარი პოლიტიკური მოვლენის დროს ქვეყნის მთავარ ორიენტირებზე არ საუბრობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი. “ძალიან მკვეთრად შეინიშნება ის, რომ განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი, უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. ასევე, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, ის ვითომდაც შესრულებული დანაპირები, რომელიც ძალიან ოსტატურად ჩამოთვალა პრეზიდენტმა, პიარ-ტექნოლოგებმა ალბათ ურჩიეს, რომ რამდენჯერმე გაემეორებინა - “შესრულდა, შესრულდა, შესრულდა!” - რათა ადამიანებს დარჩენოდათ მსგავსი განცდა. პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი თემა ჩამოთვალა, რომლებიც 3-4 წლის წინ გადაწყდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში ცრუობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. “როგორც ჩანს, საჭირო იყო, რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად ეკონტროლებინა თავი და ჩარჩოებიდან არ გამოსულიყო. არ ვიცი, შეამჩნიეს თუ არა ტელემაყურებლებმა, მაგრამ როცა სააკაშვილი ლაპარაკობდა, მისთვის წინ იდგა ძალიან ძვირად ღირებული გამჭვირვალე მონიტორი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ნამდვილად იყენებენ, მაგრამ არა საპარლამენტო გამოსვლების დროს. სწორედ ამ ეკრანზე კითხულობდა სააკაშვილი შეუმჩნევლად გამოსვლის ტექსტს. ეს არის სუფლიორი და მსგავსი სუფლიორი ადრე არ იყო, სხვათა შორის. ახლა, ეს პლუსია თუ მინუსი, თავად განსაჯეთ. შეიძლება ჩვენი პრეზიდენტის შემთხვევაში პლუსიც იყოს... როგორც ჩანს, ფრთხილად არის ხალხი, რომელიც ცდილობს პრეზიდენტი აკონტროლოს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს. კაცმა რომ თქვას, ისინი სწორად იქცევიან”, - განაგრძობს ნინო ბურჯანაძე. “აშკარად და ნათლად ჩანს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე შეგუებულია იმ აზრს, რომ ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ დაიბრუნებს და მას საამისოდ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. სააკაშვილის იმასაც კი არ ცდილობს, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების გზები დაგვანახოს. რეალურად, ჩვენ სააკაშვილისგან არ მოგვისმენია არც ერთი სტრატეგიული მიმართულების ანალიზი. ეს კი ნათლად უჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ცდილობს გარკვეული შიშის სინდრომის დათესვით ქვეყანაში შექმნას ისედაც არანორმალური ვითარება და შეინარჩუნოს ხელისუფლება”, - დასძენს ნინო ბურჯანაძე. “სააკაშვილი თავისი ხროვის წევრებთან მიდის და როდესაც მისი მიზანია ხალხის დაბოლება, აქ უკვე საუბარია დიქტატორის გამოსვლაზე, ტაშის გრიალის ფონზე, იმ დიქტატორისა, რომელმაც ქვეყანა დააქცია. სააკაშვილს უნდა ჰერმაფროდიტ ნოვოდვორსკაიასა და პუტინის თანამეშემწეობიდან გამოგდებულ ილარიონოვთან ერთად მოახდინოს თავისი თავის რეანიმაცია. კი მაგრამ ილარიონოვი იქ არ მუშაობდა ელცინთან და პუტინთან, როცა ჩვენ აფხაზეთს ვკარგავდით და ხალხს გვიხოცავდნენ იქ? მაშინ რატომ არ ამოიღო ილარიონოვმა ხმა? როცა გამოაგდეს, მაშინ გაეხსნა ტვინი? საინტერესოა, მაშინ რატომ ამტყუნებს სააკაშვილი იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსკოვში დადიან? მას ხომ ასეთივე რუსი პოლიტიკოსები აქ ჰყავს? გამოდის, რომ შეჯიბრებაა, ვინ ვის მოისყიდის და ვინ ვის გადასძალავს იქით და აქეთ, ხომ? რამდენი დაუჯდა ახლა მაგას ამ რუსების ყიდვა ჩვენი ბიუჯეტიდან, ეს კიდევ ცალკე მილიონების საკითხია. საერთოდ, ჩვენ ვნახეთ გაკოტრებული, ქეციანი დიქტატორის მასხრული და ოინბაზური გამოსვლა, მეტი არაფერი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას “ლეიბორისტთა” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. “რატომ მოიძულა ოქრუაშვილმა ეკა ბესელია...” “რამდენიმე თვის წინათ ევროპიდან გაჟონილი კულუარული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში თავშეფარებულ ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს გარკვეულ წრეებში უთქვამს - ამ ქალებს ცოტა ხანს გამოვიყენებ და მერე მოვიშორებო. ეს ხმები მაშინ გავრცელდა, როცა ოქრუაშვილმა პოლიტიკურად გააქტიურებისთვის იქაური ემიგრანტების მხარდაჭერის მოპოვება მოინდომა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ მოიძულა ოქრუაშვილმა ეკა ბესელია და რა კავშირი აქვს ამასთან ნინო ბურჯანაძეს ან თეო ტლაშაძეს?! / ეკა ბესელია: “მე ირაკლის ადვოკატიც ვიყავი და ისეთ რამეს ვერ ვიტყვი, რასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებენ...” “წყარო არ გამორიცხავდა, რომ “ქალებში” ოქრუაშვილი ეკა ბესელიასა და თეო ტლაშაძეს გულისხმობდა, ეს გადაწყვეტილება კი იმისთვის უნდა მიეღო, რომ ემიგრაციიდან სერიოზული დარტყმისთვის ემზადებოდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებზე აკეთებდა გათვლას. თუმცა, ქალების აქტიურობა მართლდაც გარკვეულ დრომდე გაგრძელდა. არ ვიცი, ემიგრაციაში ვის არ მოუვიდა თვალში ბესელია ან ტლაშაძე, ან რისთვის დასჭირდა ირაკლი ოქრუაშვილს ამ განცხადების გაკეთება. ამიტომაც ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კარგა ხანს ვცდილობდი კომენტარი უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილისგან მიმეღო... მას შემდეგ ეკა ბესელიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერასაც რამდენიმე დღე ვცდილობდი. მაგარმ მან დრო ვერ მონახა, ხოლო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ირაკლი ოქრუაშვილთან უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფდა”, - წერს სტატიის ავტორი. “როგორც იქნა. ეკა ბესელიასთან გასაუბრება შედგა... რაც შეეხება თეო ტლაშაძესთან დაპირისპირებას, ამაზე კომენტარის გაკეთებას ეკა ბესელია თავის არიდებას ამჯობინებს, თუმცა ჩემს ლაჟინებულ შეკითხვაზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბურჯანაძის ფაქტორისგან განსხვავებით, მის გადადგომასთან თეო ტლაშაძის დაკავშირება მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. მაგრამ პარტიის წევრს არ შეეძლო გენერალური მდივნის გადაყენება. ეს გადაწყვეიტილება მან თავად მიიღო. შეკითხვაზე, ერთადერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ თუ რა ბედი ეწევა ოქრუაშვილის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას, ბესელიამ აღნიშნა, რომ ცნობილი სახეების წასვლის გამო პარტიის შენარჩუნებისთვის იგი დიდხანს ცდილობდა, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მაგრამ, ალბათ, ოქრუაშვილიც აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგს”, - დასძენს სტატიის ავტორი. “როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ამდენად, აშკარაა, დღეს ეკა ბესელია ყველა ფრჩხილს არ ხსნის და სათქმელს სამომავლოდ იტოვებს. რა დარჩა სათქმელი ეკა ბესელიას ან როდის გაუმხელს იგი ამას საზოგადოებას, ჯერ არ უთქვამს. სამაგიეროდ, ცხადია, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინ კიდევ არაერთი კოზირი გამოიყენა, რათა მოსახლეობისთვის ოპოზიციური ძალების განხეთქილების ახალი პერიპეტიები წარმოედგინა და თამაშის მოსაგებად ახალი ინტრიგა გამოეყენებინა. ეს კი ნამდვილად კარგად აქვს დაცდილი, არჩევნებში “გამარჯვებისთვის” ოპოზიციის დისკრედიტაცია ყველაზე კარგი საშუალებაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126790.html
-
ყველა იმ ქართველის დედას ###, ვინც რუსის ჩექმას ალოკავს იქა, იქა, იმა ფრთათა ქვეშე, იმა, იმა, ორთავიანი არწივის ფრთათა ქვეშე. ისევ ის ენატრებათ, ის ჩინმედლები, რო აფურთხა აღა მაჰმადხანმა. აფურთხა. და. აფურთხა. არ უთქვამთ?.. დაგიმალეს?.. მე მოგახსენებთ: თბილისი რო აიღო აღა მაჰმადხანმა, აიღო და აღაოხრა, ინატრა ისიცა: მაჩვენეთ ერთი რუსული ჯილდოები, რაზე ჰყიდიან ქართველები სამშობლოსაო. უჩვენეს, წარუდგინეს ერეკლეს სარდალი, - დატყვევებული რაღა თქმა უნდა, - მკერდმოკირწყლული ორდენებითა რუსთა. ეს არისო. ამაზე ჰყიდიანო. აღა მაჰმადხანმა. და აფურთხაო. აფურთხა. და. აფურთხაო. ეს რა არისო. ამაზე ჰყიდითო. მე ხალათს მაინც გაჩუქებდით, შიშველი ტანის დასაფარადო. და აფურთხაო. და აფურთხაო. და ისევეა ყველაფერი. ფურთხზე ჰყიდიან საქართველოსა. ნუ გაგაკვირვებთ ნურაფერი. ნუ გაგაკვირვებთ. ამონარიდი ოთარ ჩხეიძის წერილიდან: "თვით ფაქტის გამო: მე გიხდით ბოდიშს, ქალბატონო ქეთევან"! ნამდვილად არ მინდა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველო და ამ "არ მინდა"-ს გულისთვის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ_თქვენ?
-
ხელი ხელს ბანს...
-
T_A_T + გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტს უსურვებს, მისი პრეზიდენტობის შემდეგ, "ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოს“ საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტს უსურვებს, როგორმე მოახერხოს, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ, "ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოს“. ამის შესახებ ახვლედიანმა გუშინ პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „თქვენ, თქვენი საპრეზიდენტო ვადები პრაქტიკულად გაფლანგეთ, ასე რომ, მადლობას წასვლისას აღარავინ გეტყვით, ახლა იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ თქვენს შემდეგ ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოთ, რათა ჩვენ დღეს მხოლოდ ქვეყანა საქართველოსგან, ღირსეული სახელმწიფო ავაშენოთ“, – მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს, რომელიც დებატებს ესწრებოდა. მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილი ღირსეული სახელმწიფოს აშენებას ვერ ახერხებს, არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკურ სფეროში ვლინდება და იგივე ხდება ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. ახვლედიანმა მანიფესტაციების შესახებ კანონზეც ისაუბრა და პრეზიდენტს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ კანონის კრიტიკა შეახსენა. "მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ერთადერთი, რაშიც ეს ცვლილებები გამოგადგათ, იყო სამკაციანი აქციის დარბევა და აქციის მონაწილეთათვის ჯარიმების დაკისრება. თქვენ შესაძლოა ამას დემოკრატიას უწოდებთ, ჩვენ კი გეტყვეთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ამას ავტორიტარიზმი ჰქვია“ – განაცხადა ახვლედიანმა. მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ვეღარასოდეს გახდება პროგრესის მომტანი ხელისუფლება, რადგან მათ საკუთარი ხალხის არჩევანის ეშინია. ამის არგუმენტად, ახვლედიანმა ის გარემოება დაასახელა, რომ თვითმმართველ არჩევნებში მერის პირდაპირი წესით არჩევა, ხელისუფლებამ არ დაუშვა. "და ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთხელ მაინც ცივი გონებით, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ექვსწლიან მოღვაწეობას და დაინახავთ, რომ თქვენ საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფერუმარილს უსვამთ სახეზე და ამით გინდათ დაფაროთ ის ძონძები, რომელიც მას თქვენი და თქვენივე მთავრობის საქმიანობის წყალობით აცვია“, – მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
უნდა მიენიჭოს თუ არა მიშას უსაფრთხოების გარანტიები?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
UTUFURS მეჩვიდმეტე გაზაფხულზე მოაყომარებენ?