Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ირაკლი ალასანია პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, - ამის შესახებ მან გუშინ საღამოს, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. შესაბამისად, არ დავესწრები იმ შეკრებას, რომელსაც პრაიმერის ჯგუფი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართავს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. ოპოზიციის პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეიკრიბებიან და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ განუცხადა, დღეს ცნობილი გახდება პრაიმერის ჩატარებისას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ახალი წესის შესახებ, რაც შეეხება კანდიდატებს რეგიონებში, მათი შერჩევის წესები პრაიმერის დებულებაში უცვლელი დარჩება. პრაიმერის ინიციატორთა შეხვედრა ‘’თბილისი მარიოტში’’ დღეს, 11:00 საათისთვის იგეგმება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  2. კლიტორი ისეთი თემაა, რომელიც მამაკაცებს არასდროს არ ბეზრდებათ...dariala
  3. "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლის სოზარ სუბარის შეფასებით, ირაკლი ალასანიას მცდელობა, შეექმნა დიდი ოპოზიციური გაერთიანება უშედეგოდ დასრულდა. "ირაკლი ალასანიას მცდელობას, მოეხდინა ოპოზიციის უფრო დიდი გაერთიანება, შედეგი არ მოჰყვა, რადგან გარკვეუმა ძალებმა ვერ მოახერხეს გამიჯვნოდნენ ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას - ზურაბ ნოღაიდელს", - აცხადებს სოზარ სუბარი ირაკლი ალასანიას "ალიანსში" დაბრუნებაზე კომენტირებისას. მისივე განმარტებით, "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერის არჩევნებში "ერთიანი გუნდით" წარსდგება და მზადაა აწარმოოს დიალოგი ყველასთან, "ვისაც სურს ამ გუნდს შეუერთდეს". სოზარ სუბარი: ირაკლი ალასანიას მცდელობა, შეექმნა დიდი ოპოზიციური გაერთიანება უშედეგოდ დასრულდა შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თბილისის მერის არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. მისივე თქმით, პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. როგორც ცნობილია, გასულ კვირას ირაკლი ალასანია თანაალიანსელ პარტიებს გაემიჯნა და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში "ახლებისა" და "რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ჩაერთო. http://ghn.ge/news-9286.html
  4. ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თბილისის მერის არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. მისივე თქმით, პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. "ალიანსი აგრძელებს ერთობლივ გზას არჩევნებისთვის. პრაიმერში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერებსა და მე ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, რაც მოლაპარაკებების დროსაც დავაფიქსირეთ, თუმცა "კონსერვატორებთანაც" და სხვა პარტიებთანაც, რომლებსაც წარდგენილი ჰყავთ არჩევნებში თავიანთი კანდიდატურები, ღია კარის პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ირაკლი ალასანია თანაალიანსელ პარტიებს გაემიჯნა და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში "ახლებისა" და "რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ჩაერთო. http://ghn.ge/news-9285.html ლიცემერი: საღოლ!
  5. დღეს, 1-ელ მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება და მასზე საქმეში დაზარალებული დავით ბაჯელიძე და ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. ცოტნე გამსახურდიას გამოძიებამ 30 იანვარს ახალი ბრალდება წაუყენა. ბრალდების საფუძველი, 1998 წლის 21 ნოემბერს ცოტნე გამსახურდიასა და პოლიციის თანამრომელ ლევან სანიკიძეს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის დროს ცოტნე გამსახურდიამ და ლევან სანიკიძემ, ორივემ, დაზიანებები მიიღეს. ბექაური განმარტავს, რომ ამჟამად ამ ეპიზოდის გამო ცოტნე გამსახურდიას წაყენებული აქვს ბრალდება მსუბუქი ხასიათის დაზიანების მუხლით. გავრცელებული ინფორმაციით, გამსახურდიას ასევე ბრალი ედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმნედებაში, თუმცა მიმდინარე ეტაპზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, არც გამოძიება და არც ადვოკატი განმარტებებს არ აკეთებენ. ბექაურის განცხადებით, იგი იცავს კანონის მოთხოვნას და რიგ საკითხებთან მიმართებაში კომენტარს არაკეთებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, ორი ადვოკატი იცავს. მეორე ადვოკატი ბრალდებულს სასამართლომ გამსახურდიას ინტერესების დამცველის ქეთი ბექაურის მოთხოვნით დაუნიშნა. როგორც ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მეორე ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ გამსახურდიას ორი სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ასამართლებენ. "მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, პროცესზე მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის გამო, მეორე ადვოკატის დანიშვნა მოვითხოვეთ, რათა ბალანსი დაცული ყოფილიყო", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს". ცოტნე გამსახურდიას ქეთი ბექაურთან ერთად გიორგი ქოიავა დაიცავს. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს და გასული წლის 25 დეკემბრიდან პერმამენტულად შიმშილობს. http://ghn.ge/news-9271.html
  6. გოზინაყი როგორ ხარ ,ჭირიმე? ახალი წელი
  7. თემა იხურება პრეტენზია თუ გაქვთ , მაშინ ამ თემაში http://planeta.ge/index.php?showtopic=1643...mp;#entry205613 გააპროტესტეთ
  8. irene კარგი პასუხია , ჩემო გონიერო ქალბატონო, ბრავოhttp://i035.radikal.ru/1002/d8/d64f139de0c9.jpg
  9. ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ქუთაისში ბრძანა, რომ მისი მოძრაობა არ დაუშვებს, საქართველო პოლიციური სახელმწიფო იყოს და წინასაარჩევნო პერიოდში ძალოვანი სტრუქტურების თვითნებობისთვის “წერტილის დასმასაც აპირებს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ჰიტლერმა თქვა სტალინზე,- "ქმედებაში გამოვლენილი ნიჭი", ჰოდა, თუ პაივცემული ადოლფი არ მიწყენს, მაშინ მის სიტყვებს ოდნავი პერიფრაზით ვიტყვი: ნოღაიდელი ქმედებაში გამოვლენილი ღალატია. მოკლედ, უზერებო, ნოღაიდელი ქართველთა უმრავლესობისათვის მოღალატის და კორუმპირებული "პოლიტიკოსის" ზუსტი შესატყვისია. და თუ ეს ასეა, მაშინ ხელისუფლება ამდენს რატომ "აბლატავებს" ამ არაკაცს?
  10. რუსებს ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება ქართველების მიმართ აქვთ რუსებს ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება ქართველების მიმართ აქვთ. როგორც ანალიტიკური ცენტრი "ლევადა ცენტრის" ვებ-გვერდი იუწყება, ამგვარი შედეგი აჩვენა ცენტრის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციის 46 რეგიონის 127 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, 1600 მოქალაქე გამოკითხეს. საქართველოსთან ერთად რუსები უარყოფითად შეერთებულ შტატებსა და უკრაინას უდგებიან. როგორც ცენტრის სამეცნიერო თანამშრომელი დენის ვოლკოვი აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეებს ამ ქვეყნების მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება აქამდე არასოდეს ჰქონიათ. ცენტრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებს მხარი დაუჭირა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერის რეიტინგი განსაკუთრებულად მაღალია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ცოტა არ იყოს გულუბრყვილო და რიტორიკული კითხვა უნდა დაგისვათ. ჩვენი ანტაგონიზმის მაღალი ხარისხი რუსების მიმართ გასაგებია, მაგრამ , თქვენი აზრით, რატომ აქვთ რუსებს ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება ქართველების მიმართ ?
×
×
  • შექმენი...