Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. “ქრისტიან-დემოკრატები” ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს “ჭრელო პეპელას” ადარებენ “ქრისტიან-დემოკრატები” არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს “ჭრელო პეპელას” ადარებენ. როგორც “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს და ამაზე ხელისუფლება ხითხითებს”. მისივე თქმით, არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი და ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა, რა ფორმით უნდა წარადგინოს ერთიანი კანდიდატი. ოპოზიციის ამ შეუთანხმებლობის ფონზე კი, როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, ხელისუფლება აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევა. “უგულავა დადის, აღმაშენებელი ვარო და აშენებს; ამასობაში, ოპოზიცია ერთმანეთს ვჭამთ”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. “ზოგიერთი ჩემი კოლეგა ქართულ სიმღერას ჰგავს - “ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები”, სჯობს, ოპოზიცია იმაზე შეჯერდეს, ვინ იქნება ერთიანი კანდიდატი”, დასძინა ლევან ვეფხვაძემ. პრაიმერის ინიციატორი პარტიები უარს ამბობენ პრაიმერის ჩატარებაზე და ეთანხმებიან წინადადებას თბილისის მერობის კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენის შესახებ. ამის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. “ახალი მემარჯვენეების” საიტზე კი, გამოქვეყნდა განცხადება, რომ ალასანია არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი “ალიანსის” კანდიდატად რჩება და წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. http://www.interpressnews.ge/ge/ ხელისუფლების მარიონეტები კაიფობენ
  2. ირაკლი ალასანია სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს ირაკლი ალასანია ძველ პოზიციებს უბრუნდება და წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, - ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც “ახალი მემრაჯვენეების” ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ალასანია კვლავ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერად რჩება და თბილისის მერის არჩევნებში კვლავ “ალიანსის” კანდიდატი იქნება. “ალიანსი საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება. ირაკლი ალასანიამ ერთობისკენ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი, თუმცა დარწმუნდა, რომ ნოღაიდელი და პოლიტიკური ჭექა-ქუხილის იდეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ გაახმოვანა, ერთობას ვერ შექმნის. ალასანიას ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი ნოღაიდელს და აჯანყების იდეას არც გულისხმობდა. ასე რომ, ირაკლი ალასანია კვლავ “ალიანსის” ლიდერია”, - ნათქვამია განცხდებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ალასანია არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს. “ალიანსი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და იწვევს ყველას, თუმცა მანამდე მსურველები ნოღაიდელს და აჯანყების იდეას უნდა გაემიჯნონ”, - ნათქვამია განცხადებაში. პრაიმერის ინიციატორი პარტიები უარს ამბობენ პრაიმერის ჩატარებაზე და ეთანხმებიან წინადადებას თბილისის მერობის კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენის შესახებ. ამის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ავიჭერიიიიიიიიიიიი
  3. ყურებამდე შეყვარებული ქალი
  4. თუნდაც ამიტომ მოსკოვის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოლოდი, ასევე, ასახელებს იმ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ. კერძოდ, მისი განმარტებით, დსთ-ს, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები” სახელმწიფო საზღვარს საზღვარგარეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მოუწევთ. “რუსეთის მოქალქეებმა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, ვიზა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში უნდა აიღონ”, - განაცხადა სოლოდმა. ალექსანდრე სოლოდის განცხადება დღეს “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. მიხეილ სააკაშვილი – პუტინის არ მეშინია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის არ ეშინია. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა ~კომერსანტთან~ ინტერვიუში განაცხადა. ~არა, არ მეშინია, ღმერთმა დამიფაროს. პუტინის პრობლემა ის არის, რომ არ შეუძლია მათთან ურთიერთობა, ვისაც მისი არ ეშინია. მე ვიცი რამდენიმე ევროპელი ლიდერი, მათ შორის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პოლიტიკოსი, რომლებიც პუტინს თავს არიდებდნენ~, - განაცხადა სააკაშვილმა. ~ეს ჩემი ისტორიული ინსტიქტი და ისტორიული ცოდნაა. მე არაერთხელ მითქვამს პუტინისთვის – თუ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენზე უფრო პრორუსულ ქვეყანას ვერ იპოვით, ხოლო თუ ასეთ პოლიტიკას გააგრძლებეთ, დაგვკარგავთ. მე ბოლო თუ არა, ბოლოს წინა ქართველი ლიდერი ვარ, რომელიც რუსულად კარგად საუბრობს და ესენინის, ბროდსკის, პუშკინის და ვისოცკის ციტირება დაუსრულებლად შეუძლია. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ საქართველოს ლიდერები რუსულად საერთოდ ვეღარ ისაუბრებენ~, - განაცხადა სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: კიდევ ერთი გროტესკული პროჭმსახიობობა... როდემდე, მიშა ?
  6. ცუდი ნამდვილად არ არის აი აქ ვიჭედებით
  7. პრაიმერი აღარ გაიმართება თბილისი 12:28 - 01.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი" "ხალხის პარტიაში"'ოპოზიციის ნაწილის შეკრება დასრულდა. შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კობა დავითაშვილმა პრაიმერის მომრე პარტიების განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ პრაიმერის ნაცვლად ერთიანი კანდიდატი სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდება. "მზად ვართ გადავდაგათ კომპრომისული ნაბიჯები ოპოზიციონერი კანდიდატების მიმართ. ვეთანხმებით შემოთავაზებულ წინადადებას - თბილისის მერის ერთიანი კანდიდატი გამოვლენილ იქნას სოციოლოგიური კვლევის შედეგად. კვლევა უნდა ჩატარდეს ერთობლივი კონტროლის პირობებში, არჩევნების დანიშვნამდე მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნხაევარში. მზად ვართ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი ოპოზიცური სუბიექტის შეხედულებები განვიხილოთ 2010 წლის 7 მარტის ჩათვლით, 30 აპრილამდე არ ვაკრიტიკებთ არცერთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს", _ განაცხადა კობა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია პრაიმერის მომხრეებს გაემიჯნა და არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. კომპრომისი, რომელზეც დავითაშვილი საუბრობდა სწორედ ირაკლი ალასანიას დილანდელ გადაწყვეტილებას ეხება. http://ghn.ge/news-9301.html ლიცემერი: ერთხელ ჩჟუან-ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჩჟუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჩჟუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჩჟუან-ძი იყო. ვინმემ გამარკვიეთ რა ხდება
  8. თბილისი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ლარსის გადაკვეთა “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. ნინო კალანდაძის განმარტებით, “რუსულმა მხარემ კანონმდებლობა მოიყვანა შესაბამისობაში თავის დე იურე ქმედებებთან და მხოლოდ ჩანაწერი გააკეთეს შესაბამის დოკუმენტაციაში, სადაც, ჩრდილოკავკასიელებთან ერთად, ჩამონათვალში დაამატეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები”. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ლარსზე გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც მზად ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში. რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ალექსანდრე სოლოდი ასახელებს იმ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ. კერძოდ, მისი განმარტებით, დსთ-ს, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები” სახელმწიფო საზღვარს საზღვარგარეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მოუწევთ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  9. “ხალხის პარტიის” ოფისში პარიმერის ინიციატორი პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს “ხალხის პარტიის” ოფისში პარიმერის ინიციატორი პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეოებნ “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერები ზურაბ ნოღაიდელი, ლადო ბოჟაძე, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, კობა დავითაშვილი, ალექსანდრე შალამბარიძე. ასევე - “მოძრაობა ქრისტიანული საქართველოსათვის” წარმომადგენელი ავთანდილ დავითაია, ვეტერანთა კოალიციის “მამულიშვილის” ლიდერი გია ბერძენაძე და “მომავლის პარტიის” წევრები. შეხვედრის დაწყებამდე არც ერთ მათგანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწარი ინფორმაციით კი, შესაძლოა, პრაიმერის ინიციატორებმა უარი თქვან პრაიმერის ჩატარებაზე და მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვით გამოვლენის შესახებ. “ხალხის პარტიის” ლიდერის, კობა დავითაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ერთ საათში გახდება ცნობილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 სასტავია იმის დე რა...
  10. "მათ პიროვნულად ვძულვარ" ნოღაიდელის მონაწილეობით ოპოზიციის გაერთიანების მცდელობად მონათლული უცნაური მანევრის ავტორად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა. შესაბამისად, მას დაჰბრალდა ალასანიას შეცდომაში შეყვანა და "ჭაობში ჩათრევა". ამიტომაც ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნის შესახებ "მთავარ დამნაშავეს" ლევან გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ: - პოლიტიკაში თერთმეტწლიანი საქმიანობის შედეგად არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების გამოცდილება დამიგროვდა. ყველა ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ის პარტიებიც, რომელთა ლანძღვის ობიექტიც დღეს სრულიად უსაფუძვლოდ გავხდი. ეს პარტიები ვერც ჩემზე მეტი გამოცდილებით დაიკვეხნიან და არც ჩემზე დიდი შედეგები ჰქონიათ არჩევნებზე. ვილანძღები იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას შევთავაზე არა სახელდობრ "ალიანსის", არამედ ეროვნული ლიდერი გამხდარიყო. ამის მიღწევა კი მხოლოდ ოპოზიციის ერთობით შეიძლება. ირაკლის ეს ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს "ალიანსიდან" მის წასვლას. თუ "ალიანსის" ზოგიერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ალასანია ხელიდან გაუსხლტათ, ეს ნიშნავს, რომ გამოჭერილი ჰყოლიათ. თუ კაცს გამოუცდელს უწოდებ და არ ენდობი, ლიდერად რაღად ირჩევ? - ალასანიასთვის ეროვნული ლიდერობის შეთავაზებით უარს ამბობთ, კონკურენცია გაუწიოთ მას, თუ შეთანხმდით, რომ ერთი თქვენგანი მერი გახდება, მეორე კი - პრეზიდენტი? - ზოგიერთი ამბობს, აქციებით არაფერი მოგვიპოვებიაო, არადა, პირდაპირი წესით მერის არჩევა სწორედ ჩემი თავის ხეთქის შედეგია, მაშინ როდესაც ზოგი უვნებელი და თეთრი ხელთათმანებით გამოვიდა ბრძოლიდან. ადგილობრივი არჩევნები ამ რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისია. არსებულ რეჟიმს აღარა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის უნარი. სააკაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა, მისთვის ყველა ქვეყნის კარი დაიხურა. იზოლაციისკენ მივდივართ. ასეთ ვითარებაში მერის არჩევნები ეროვნული ლიდერის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. - ე. ი. კიდევ არ გადაწყვეტილა, ვინ იქნება ლიდერი? - მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ ირაკლიმ მარჯვენა ხელი უნდა მოჰკიდოს "ალიანსს", მარცხენა ხელი ე. წ. პრაიმერისტებს და ერთად გამოვავლინოთ ერთიანი ლიდერი. თუ ისინი არ ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში, საბოლოოდ მე და ირაკლი ალასანია მაინც მოვილაპარაკებთ, თუ როგორ გამოვავლინოთ ლიდერი. არანაირი ამბიცია არ მამოძრავებს. მინდა, საზოგადოებამ ისევ გაიღვიძოს და გამარჯვება ირწმუნოს. რწმენის დაბრუნება გამარჯვებას უდრის. - ჭადრაკის სასახლეში ცრემლი ამიტომ მოგადგათ თვალზე? - ეს სიხარულის ცრემლი იყო, რადგან ერთობისთვის ხალხის განწყობა დავინახე მაშინ, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მლანძღავდა როგორც პოლიტიკოსს. ვისაც ხელი მოვკიდე და პოლიტიკურ ველზე გამოვიყვანე, იმათ დამიწყეს გინება. მათ პიროვნულად ვძულვარ. იმის გამო, რომ ხალხმა ჩემი წინადადება მიიღო, სიძულვილით აივსნენ. დავით ბერძენიშვილმა ისიც კი გაიხსენა, ლევან გაჩეჩილაძემ სამგორში წააგოო. სამგორში იმდენი ხმა ავიღე, რაც მთელმა რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში. სამგორშიც იმიტომ წავედი, რომ ოპოზიციის ლიდერი ვიყავი და ყველაზე რთულ უბანზე უნდა მებრძოლა. სამგორში ჯარისკაცები დარაზმეს. ეს განზრახვა წინასწარ ვიცოდი, მაგრამ ბრძოლაზე ხელი არ ამიღია. არ მინდა ოპონენტების ღვარძლიან განცხადებებს ვუპასუხო. ამაზე მაღლა შემიძლია დადგომა. დღეს, როცა საქართველო იღუპება. ამ რეჟიმის დატოვება იმის გარანტია იქნება, რომ ჩვენს შვილიშვილებს ქართული პასპორტი აღარ ექნებათ. ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ახალგაზრდობას მენტალიტეტსა და ფასეულობებს უცვლის. "ახალ მემარჯვენეებს" რომ ვტოვებდი, ცრემლი მაშინაც ჩამომივარდა. წამოვედი და პარტია დათოს ჩავაბარე. - მაგრამ ოპოზიციის გაერთიანების კონტურები არ ჩანს. "ალიანსი", "ფორუმი" და სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, სადაც ნოღაიდელია, ჩვენი ადგილი იქ არ არისო. - ყველა ამ პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის საქმეში ნოღაიდელის მნიშვნელობა და როლი ძალზე მცირეა. როგორ შეუძლია ერთ პარტიას რომელიმე სხვა პარტიას აუკრძალოს, პრაიმერს არ დაუჭირო მხარიო. ნოღაიდელს ხმის მიცემა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ხომ არ უნდა ავუკრძალოთ? დარწმუნებული ვარ, ნოღაიდელი არც მიიღებს ეროვნული ლიდერის, მერის კანდიდატურის გამოვლენაში მონაწილეობას. - ნოღაიდელის ან თუნდაც რუსული ფულის ფაქტორიც უნდა გამოვრიცხოთ? - ფულის თემა თითიდან გამოწოვილია მაშინ, როდესაც საქართველოში მილიარდზე მეტი რუსული ფულია შემოსული ხელისუფლების წყალობით. ყველა ლიდერის გასაგონად ვამბობ: ფული პოლიტიკაში საჭიროა, მაგრამ არ გვჭირდება ისეთი ფული, რომელიც რაიმე ვალდებულებებს დაგვაკისრებს. არც ერთ ოპოზიციურ ლიდერზე არ ვიფიქრებ, რომ ის ფულის გამო დაივალდებულებს თავს ვინმესთან. ეჭვიანობა ერთიანობას ყოველთვის ანგრევს. რადგან ჩემზე ეჭვიანობ, ე.ი. პოლიტიკურად მე უფრო გეზიზღები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. დღეს კი პრიორიტეტული მისი მოცილებაა. - ითქვა, რომ საგურამოში ბიძინა გეგიძის აგარაკზე სააკაშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე გიმსჯელიათ. - ამაზე ბიძინას აგარაკზე კი არა, სხვა დროსაც გვილაპარაკია, მაგრამ პრიორიტეტული თემა ამჯერად საერთო კანდიდატზე შეთანხმება იყო. ვმსჯელობდით იმ პრობლემებზეც, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა. ხალხი გაშმაგებული უყურებს "კავკასიას". ეს ტელევიზია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალზე სუბიექტური იყო. მთელი კვირა ჩემზე ლაპარაკობდნენ და ერთხელაც არ მივუწვევივარ ვინმეს. დავით აქუბარდია, ეტყობა, ჩემზე გაღიზიანებულია. მიუხედავად ამისა, ხომ შეუძლია გადაცემაში მაინც მიმიწვიოს, ბოლომდე გამწუროს, ყველა კითხვა დამისვას და პასუხის გაცემის საშუალება მომცეს. ცეცხლი, რომელიც ტყუილად დაინთო ოპოზიციაში, უნდა ჩაქრეს. - სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ახსენა, პოლიტიკოსები მზად არიან ქართველების სისხლით დასვრილი ჩექმაც კი აულოკონ მტერსო. - რუსული ჩექმა, შულავრის კომიტეტი და ყვირილი, რუსები მოდიანო, პროპაგანდაა იმისათვის, რომ ლევან გაჩეჩილაძესა და მის მეგობრებს რუსეთის აგენტობა დააბრალოს და თვითონ სავარძელში დარჩეს. ჭკვიანი პრეზიდენტი სარკოზის მექრთამეს უწოდებდა? ან გამოაცხობდა წერილს ჩრდილოკავკასიელებისთვის, რომ მათ რუსეთის გვერდის ავლით ელაპარაკოს? - ზოგისთვის თქვენ ხართ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებისთვის კი არა, ჭექა-ქუხილისთვის ემზადებიან. - როდესაც არ არის კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, ეს უკვე ნიშნავს არჩევნების გაყალბებას, რადგან ამ გარემოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. თბილისი პატარა ქალაქია, ხალხი ისედაც გაიგებს, ვინც გაიმარჯვებს. თუ ოპოზიციონერმა გაიმარჯვა და ხელისუფლებამ გამარჯვებულად უგულავა გამოაცხადა, ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ შეძლებს ხალხის უკმაყოფილების შეჩერებას, რადგან მესამედ წაართმევენ თავისუფალი არჩევანის უფლებას. ვისაც გამარჯვება უნდა, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ჩვენ არა ვართ ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ სამსახურად აქვთ ოპოზიციაში ყოფნა. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდება, მერის სავარძელი ქუჩაში გამოიტანოს და მოგვართვას. ”კვირის პალიტრა”01-03-2010
  11. მოსკოვის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოლოდი, ასევე, ასახელებს იმ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ. კერძოდ, მისი განმარტებით, დსთ-ს, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები” სახელმწიფო საზღვარს საზღვარგარეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მოუწევთ. “რუსეთის მოქალქეებმა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, ვიზა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში უნდა აიღონ”, - განაცხადა სოლოდმა. ალექსანდრე სოლოდის განცხადება დღეს “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. “ქართული აკადემია” ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს "ქართული აკადემია” მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან საზოგადოების შეხვედრის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. აღნიშნულ საკითხზე “ქართული აკადემიის” წევრები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, დღესვე გაახმოვანებენ “ქართული აკადემიის” პოზიციას უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ალასანიასთან შეხვედრას, ქანთარიას განცხადებით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ამ კითხვებს ირაკლი ალასანიამ პასუხები უნდა გასცეს. საზოგადოებასთან შეხვედრას ალასანიას “ქართული აკადემიის” წევრები დღეს შესთავაზებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ალასანიას პასუხი დადებითი იქნება http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პირველი შემთხვევაა, როდესაც კომენტარის გაკეთება მიჭირს...
×
×
  • შექმენი...