-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
RE:აქცია 7 აგვისტო...12 საათი...რუსთაველის გამზირი...
ლ ი ც ი replied to lukbeson's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰეი, უზერნო, ეს თემა არ უნდა ჩაიძიროს, იაქტიურეთ -
ომის დაწყებაში საქართველოს არავინ არ ადანაშაულებს, თავად რუსების გარდა...babuagiorgi . ყველოა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება აგრესორი ვინ არის
-
გაგახარა ღმერთმა...ძუკუ
-
+ joao ასე3ა ეს, ომი რვა აგვისტოს არ დაწყებულა, ომი გაცილებით ადრე, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო . მდგომარეობაში , რომელშიც დღეს ვიმყოფებით , ერთბაშად და უეცრად არ შექმნილა-მას მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად , გეგმაზომიერად ქმნიდნენ რუსები (ჩვენი უმეცრების, ჩვენი კონფორმიზმის, ჩვენი სიბრიყვის წყალობით , ჩვენივე თანამონაწილეობით). ყულფი, ყელზე რომ გვიჭერს დღეს და ნელა-ნელა გვახრჩობს, რუსების მიერ არის საგულდაგულოდ განასკვული...და რაც უფრო "შევუძვრებით", ყულფს უფრო და უფრო დააპატარავებენ. რუსეთის ისტორიის შეფასებაშიც გეთანხმები. ისინი ყოველთვის სპეკულირებდნენ სხვადასხვა სენტიმენტალურ , მესიანურ-ფარისევრულ მოტივებს, რომლითაც ყოველთვის "ვაჭრობდა" რუსეთი: ნებაყობლობითი მფარველობით და რჩენით , მადლიერების გრძნობით, მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობით და ტოლერანტობით, "საერთო" სამშობლოთი, სლავიანოფილური ერთი სისხლით, ძმობითა და კულტურული სიახლოვით, ისტორიული კავშირებით და ა. შ. დაპყრობილი ხალხები და ტერიტორიები (მათ შორის საქართველოც) იმდენად უყვარ(და)თ და აინტერესებ(და)თ, რამდენადაც თავისად მიაჩნდათ. რუს დემოკრატთა შორის ყველაზე საუკეთესო ბელინსკიც კი ოცნებობდა იმ დროზე , როცა: რუსეთი სათავეში მოექცევა მსოფლიოს და კანონს დაუდებს მთელ კაცობრიობას". მოკლედ, ერი დაავადებულია იმპერიული ამბიციით . იმაშიც გეთანხმები , რომ კავკასიიდან წავლენ...და უფრო მეტიც, რუსეთმა, ამჟამად იმაზე მეტი ხალხი გადაყლაპა, ვიდრე მისი მონელება შეუძლია, მაგრამ ესეც არ იკმარა და "პოდმოლოტკუ" აფხაზეთი და სამაჩაბლოც "დააყოლა"...და ამ ნაბიჯით, ჩემი აზრით, თვითგანადგურების ნაღმი ჩართო, რომელიც ძალიან მალე აფეთქდება და რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია . კითხვა მაქვს შენთან, ჩემო ჟოაო,- რომ დაფიქრდე იმპერიული იდეა, დღეს თითქოს აღარ უნდა იყოს რუსის ინტერესში, მაგრამ , მაინც თავისას უბერავენ, არადა რუსეთშიც ბევრი გონიერი ადამიანი ცხოვრობს , რომლებიც აცნობიერებენ ამას...და მაინც მხარს უჭერენ სახელმწიფო პოლიტიკას. ნუთუ ინერციის ძალით მიდიან გადასაჩეხად და მიჯნის "დაჭერა" , -გაჩერება უჭირთ, თუ სხვა მიზეზია?
-
როგორც ყოველთვის გეთანხმება მაესტრო, მაგრამ , ჩემი აზრით, ომის დაწყების ალბათაობა უფრო მაღალია, რადგან პროექტ “ნაბუკოს” რეალიზაცია და ნატო, ჩემო ჟოაო , ეს ის საკითხებია, რომელიც რუსეთს ძალიან აღიზიანებთ
-
RE:აქცია 7 აგვისტო...12 საათი...რუსთაველის გამზირი...
ლ ი ც ი replied to lukbeson's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
წარმატებებს გისურვებთ! lukbeson :maladec: სამწუხაროდ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს ამ დღეს თქვენს გვერდით რომ ვიყო -
ვერ დაგეთანხმებით, ჩემო ბატონო მიხეილ, რადგან ნაბუკოს პროექტის ჩაშლით ევროპისა და შუა აზიის კავშირი საქართველოს გამოისობით დაირღვევა და რუსეთს უალტერნატივო გზა ექნება შუა აზიასა და ევროპას შორის. პ.ს. ძალიან მსიამოვნებს თქვენთან "დებატები", რადგან თქვენისთანა კონსტრუქციული და რაც ყველაზე მთავარია პოლიტიკური კულტურის მატარებელი უზერი ძალიან ცოტაა...ძუკუ :maladec:
-
კახა კაციტაძე - შექმნილ ვითარებაში ქვეყნისთვის საფრთხეს ხელისუფლების უგუნურება წარმოადგენს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
საქართველოს საგარეო უწყება რუსული მხარის მილიტარისტული განცხადებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსული მხარის მილიტარისტული განცხადებების გამო, რომელთა მიზანს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია და მოვლენათა საკმაოდ სახიფათო სცენარით წარმართვა წარმოადგენს. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ პირველ აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიცავს ბრალდებებს ქართული მხარის მიმართ ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების განხორციელებაში. ამ უსაფუძვლო და დეზინფორმაციულ განცხადებაზე დაყრდნობით რუსეთის სამხედრო უწყება ასაბუთებს თავის მზადყოფნას, „გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება“ საქართველოს წინააღმდეგ, რაც დაუფარავ მუქარას წარმოადგენს~, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით მოსკოვი ცდილობს იმ არაერთი პროვოკაციული ხასიათის ინციდენტისგან ყურადღების გადატანას, რომელიც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში სწორედ მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე განხორციელდა. ამაზე კი, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულ კონტროლს ახორციელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანის მიერ გაჩაღებული მილიტარისტული რიტორიკა თვალნათლივ წარმოაჩენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სახიფათო გეგმებს, რაც ადასტურებს ქართული მხარის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების წყაროს სწორედ რუსეთი წარმოადგენს. ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს სათანადო შეფასება რუსული მხარის ზემოხსენებულ მილიტარისტულ მოწოდებებს. “შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება კონსოლიდირებული ძალისხმევის საჭიროება შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 საქმე მართლა სერიოზულადაა
-
და მაინც...flea
-
პროექტ “ნაბუკოს” რეალიზაცია და ნატო, ბატონო ჩემო ძუკუ , ეს ის საკითხებია, რომელიც რუსეთბს ძალიან აღიზიანებთ
-
ქართული პრესის მიმოხილვა 01.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105522.html
-
ირაკლი სესიაშვილი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს, მაგრამ უსაფრთხოების ზონების გაფართოების მიზნით რუსეთის მხრიდან ძალის მორიგ ლოკალურ დემონსტრირებას არ გამორიცხავს. როგორც სესიაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თბილისის აღების საფრთხე, რეალურად, არ არსებობს, მაგრამ კოკოითის განცხადებები, თითქოს თრუსოს ხეობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა, იმაზე მიუთითებს, რომ ლოკალური სამხედრო მოქმედებების დაწყების ადგილი მას რუსმა სამხედროებმა უკარნახეს, რომლებმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის თრუსოს ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობა კარგად იციან. სესიაშვილის აზრით, ლოკალური სამხედრო მოქმედებების პროვოცირების საბაბი, შესაძლოა, იყოს ცხინვალის სურვილი, გაიფართოოს ტერიტორია, ხოლო მოსკოვს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზონების გაფართოება აქვს მიზნად. ქართველი ექსპერტის შეფასებით, ვითარება შარშანდელი სცენარის მსგავსად იძაბება, ამიტომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე არც აშშ-ს განცხადება და ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე ევროკავშირის დამკვირებლების ობიექტური მოსაზრება არ გვაწყენდა. სესიაშვილი ვითარების გართულების თავიდან აცილებაში უდიდეს მნიშვნელობას ბრიუსელს ანიჭებს და იმედოვნებს, რომ სიტუაცია ისე არ განვითარდება, როდესაც დასავლეთმა ყურები მანამდე არ გამოიბერტყა, ვიდრე რუსეთმა საქართველოს არ გადაუარა. რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა დღეს განაცხადა, ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია. ამის შესახებ ფელგენგაუერმა “ინტერპრესნიუსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „სამინისტრო საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს“. რუსეთის თავდაცვის უწყება „უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად“. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ეს ადამიანი ყოველთვის "ცვეტში" უბნობს...newstudio
-
ბატონო ძუკუ , მეთანხმებით თუ არა, რომ სიტუაცია შარშანდელის მსგავსია? უკაცრავად დუბლირება გამიკეთებია...newstudio :maladec:
-
http://pic.ipicture.ru/uploads/090801/JJ32761tAP.jpg 2:19 01.08.09 - ოსური მხარე: ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირველო პუნქტი დაცხრილა რუსული მედია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ამ დილით სეპარატისტთა თავდაცვის სამინისტროს სადამკვირველო პუნქტის ქართული მხრიდან დაცხრილვის შესახებ. „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო პუნქტი შაბათს დილით ქართული მხრიდან ნაღმმტყორცნიდან დაიცხრილა. ამ დილით 09:25 საათზე ქართული დასახლებული პუნქტიდან დიციდან ნაღმმტყოცნმა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო პუნქტის მიმართულებით ორჯერ გაისროლა", - აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევი და დასძენს, რომ ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქართული მხარე პროვიკაციებს თავს არ ანებებს. ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ გასროლებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თავის მხრივ ლიახვის ხეობის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი კი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. „ეს სრული აბსურდია. ქართული მხრიდან ცეცხლის გახსნის ალბათობა პრაქტიულად გამორიცხულია. ეს მათის მხრიდან დაგემილი პროვოკაცია და დეზინფორმაციაა", - აცხადებს ბასიშვილი და დასძენს, რომ საქართველო არავითარ პროვიკაციაზე წამოგებას არ აპირებს. მეტიც, ბასიშვილი სააგენტოსთან საუბარში ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოსური მხრიდან ამ დღეებში განხორცვიელებულ პროვოკაციებში უკვე ოსური მხარის დადანაშაულება აღარც შეიძლება. „ჩემთვის კარგადაა ნაცნობი, რომ იქ თავად ოსებსაც ძალაინ უჭირთ, ხოლო სიტუაციის სრული კონტროლი რუსებს აქვს აღებული. ამიტომაც პროვიკაციებს უკვე საქართველოს მიმართ არა ოსები, არამედ მხოლოდ რუსები ახორციელებენ", - აცხადებს ბასიშვილი. „ჯი-ეიჩ-ენი" http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52602 შარშანდელ პრელუდიას მაგონებს . ღორები "საბაბს" ეძებენ
-
პაველ ფელგენგაუერი - ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, შარშანდელის მსგავსად, საქართველოში წელსაც საომარ მოქმედებებს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია. ამის შესახებ ფელგენგაუერმა “ინტერპრესნიუსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. რუსი ექსპერტის აზრით, ვითარება სამხრეთ ოსეთში ზუსტად ისე ვითარდება და იძაბება, როგორც - შარშან. “კოკოითის განცხადებები სამხრეთ ოსეთის მიერ თითქოსდა ოსური ტერიტორიების დაბრუნების, საზღვრის დემარკაციის შესახებ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირეგა მიუთითებს, რომ საქმე ომამდე და ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებამდე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მივიდეს. საომარი მოქმედებების დაწყების ალბათაობა საკმაოდ მაღალი, არანაკლებ 80%-ია, ვინაიდან რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც საქართველოსთან ომის დაწყება სურთ, კარგად იციან, რომ ომის დასაწყებად აგვისტო საუკეთესო დროა და სექტემბერში უკვე გვიან იქნება”,-აღნიშნა ფელგენგაუერმა. მისივე შეფასებით, ომის დაწყება ძალიან ცუდი იქნებოდა კავკასიის რეგიონისთვის, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს და ომის განახლებაზე უარს ათქმევინებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „სამინისტრო საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს“. რუსეთის თავდაცვის უწყება „უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები დასაცავად“. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
სააკაშვილმა გვერდით რომ ჩაგიაროთ...
ლ ი ც ი replied to Indian_Summer's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ნევიჟუს" გავაკეთებ -
ახლავე გამოვასწორებ, ჩემო დიტო ინტერნეტის პრობლემა მქონდა და ამიტომ "დავიკარგე"
-
ცუდად იზმორებიან ოსები
-
ეგრე გამოვიდა დიმპიტასთან სადებატოდ, ჩემო დიტო, ჩემი აზრით, ჩოხაზე კარგ კანდიდატს ვერ ვიპოვით
-
choxa ძალიან კარგი კანდიდატია...newstudio
-
ქალაქიდან ვიყავი გასული, ჩემო დიტო