-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
იდეა პლანეტისაა და მაშასადამე აქ უნდა შედგეს. უბრალოდ დიმპიტას ღირსეული მოწინააღმდეგე უნდა შევურჩიოთ, ჩემო დიტო
-
რაც იყო იყო, ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკოთ. დებატები უნდა შედგეს
-
lasha_alo მეპასუხა იმ ციციკორესთვის და მერე დაგეხურა ის ახვარი თEმა
-
lasha_alo გაასუფთავე პირადი
-
არადა ღირსი იყავი, რომ მიეტყეპე :2kiss: :sorry:
-
სერგეი მიხეევი - რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის საქართველოზე ობამა, ბაიდენი, ევროკავშირი და ევროსაბჭო აშშ-ს პრეზიდენტის მოსკოვში, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტების შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე, იმაზე, ძალაშია თუ არა აშშ-სა და რუსეთს შორის გამოცხადებული ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა და რა გავლენას იქონიებს იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების პერსპექტივაზე, `ინტერპრესნიუსი~ მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტს სერგეი მიხეევს ესაუბრა. მცდელობის მიუხედავად, საზაფხულო არდადეგების გამო `ინტერპრესნიუსი~ მეტ-ნაკლებად ლიბერალური შეხედულებების მოსკოველ ექსპერტებს ვერ დაუკავშირდა. პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტები და თავად სერგეი მიხეევი საქართველოსადმი კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მასთან ინტერვიუს იმის გამოც გთავაზობთ, რომ იგი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს რუს ინტელექტუალთა საკმაოდ დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცეზე კრემლის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას. ბატონო სერგეი, თქვენი აზრით, რა ხდება რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებში, ობამას მოსკოვში და ბაიდენის თბილისში გაკეთებული განცხადებების ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ე.წ. `გადატვირთვა~ რეალურად არ შემდგარა? ამ კითხვაზე პასუხის ორი ვარიანტი არსებობს. უფრო სწორად იმაზე, თუ რა ხდება თავად ამერიკაში. რაც შეეხება ე.წ. გადატვირთვას, ეს სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ის პიარკამპანია. ვაშინგტონი ყველა მიმართულებით მუშაობს და ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. ეს ეხება არა მარტო რუსეთს, არამედ ამერიკის მთელ საგარეო პოლიტიკას. ბუში-უმცროსის შემდეგ მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობები საკმაოდ მაღალი იყო. ამერიკული ელიტის წინაშე მთელ მსოფლიოში ამერიკის დადებითი იმიჯის ამაღლების ამოცანა დგას. ამისათვის მოქმედებაში მოყვანილ იქნა დიდი პიარკამპანია, რომლის მიზანია მსოფლიოში ამერიკის დომინირების პოლიტიკის გაგრძელება. ამიტომ, ყველაფერი, რასაც ამერიკელები ამბობენ, პიარის პრიზმაში უნდა იყოს განხილული. ეს პასუხის პირველი ვარიანტია. მეორე ვარიანტი ასეთია _ თავად ამერიკის ხელისუფლებაში ორი მიმართულება არსებობს. პირველს განასახიერებს ობამა, რომელიც ცდილობს მსოფლიოში ამერიკისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებას. მეორე _ ბაიდენია, რომელიც გამოთქვამს ისეთ მოსაზრებებს, რომელიც ბუში-უმცროსის პოლიტიკის გაგრძელება უფროა, ვიდრე ობამას პოლიტიკა. ადრე თუ გვიან ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტი აუცილებლად მოხდება. ჩემი აზრით, ობამა მსოფლიოში აშშ-ის დომინირების ბუში-უმცროსის პოლიტიკას აგრძელებს, განსხვავება მხოლოდ მიზნის მიღწევის მეთოდშია. ობამამ მოსკოვში და ბაიდენმა თბილისში განაცხადეს, რომ ამერიკა არ დაუშვებს გავლენის სფეროების არსებობას და თავადაც არ ქმნის გავლენის სფეროებს. თქვენი არზით, კრემლი ობამას მოსკოვში და ბაიდენის თბილისში ნათქვამს ადეკვატურად აღიქვამს? რა თქმა უნდა არა. რაც შეეხება გავლენის სფეროებს. ამერიკა იმიტომ არ აღიარებს გავლენის სფეროებს, რომ მისთვის მთელი მსოფლიო გავლენის სფეროა. თუ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს შესაძლებელი იყო გავლენის სფეროების არსებობა, ახლა რატომ არ შეიძლება? მთელ მსოფლიოში ვერ ნახავთ ადგილს, სადაც ამერიკელები არ არიან და ამერიკა თავისი ინტერესებით არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, რუსეთისათვის მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის საქართველოზე ობამა, ბაიდენი, ევროკავშირი და ევროსაბჭო, კრემლი თბილისთან მიმართებაში პოზიციას არ შეცვლის. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის დომინირება პირველ რიგში რუსეთის მეზობლებისთვის არ არის მისაღები? ვისთვისაც მიუღებელია, არც თანამშრომლობს და ეს პირველ რიგში საქართველოს ეხება. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და სარგებლობასაც ნახულობენ. პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოსთან ურთიერთობები მოგვარდება, მაგრამ . . . ვიდრე სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, თბილისთან ყოველგვარ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი კიდევ 4 წელი იქნება, უახლოეს მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ, შეიძლება, დროებით დავივიწყოთ. თქვენ იმედოვნებთ, რომ სააკაშვილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პროდასავლურ კურსზე უარს იტყვის და აბსოლუტურად პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს? არა, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, საქართველოსთან ყოველგვარ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია. გასაგებია, რომ თქვენი და კრემლის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ პრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მხოლოდ ახალი რეალიების გათვალისწინებით აღდგება. რა გამოდის? ვიმეგობროთ, ვივაჭროთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არც კი მიუტაცებია? როგორც გინდათ ისე გაიგეთ. პრეზიდენტმა მედვედევმა ბრძანა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ახალი რეალიების გათვალისწინებით აღდგება. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ასეც იქნება. ფიქრობთ, რომ საქართველოს შემდეგ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზიები არ ექნება? პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ კრემლი არ გაიზიარებს, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის შემცვლელი რუსეთთან მიმართებაში უფრო პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს და მისთვის მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგება პრიორიტეტული იქნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105379.html
-
სიტყვებით იკორტნები...Pompiero :sorry: :2kiss:
-
და რელიგიის განყოფილება რა შუაშია...მდა ?
-
ცხინვალი, მედვედევის ნობელის პრემიაზე წარდგენის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უფრო სწორად, "ნაბუშარის" ქუჩა:ena: -
19:39 30.07.09 - ”საქართველოს მხარდაჭერა არასწორია” [ედუარდ კოკოითი, The Washington Post, თარგმანი: foreignpress.ge] 25 ივლისს გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია “ბაიდენის დიპლომატია”, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს შეუერთდეს საქართველოს საზღვრებთან მოქმედ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიას, არასწორ ცნობებს ეფუძნება და ასახავს საქართველოს ხანგრძლივ ძალისხმევას როგორმე გადაწეროს შარშანდელი ომის ისტორია. შარშან აგვისტოში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ს გაწრთვნილი არმია სასტიკად დაესხა თავს სამხრეთ ოსეთის შეუიარაღებელ მშვიდობიან მოსახლეობას. ამ თავდასხმის დროს ჩვენ უამრავი ადამიანი დაგვეღუპა და დაგვენგრა ჩვენი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მათ შორის სკოლები, საავადმყოფოები, ელექტროგაყვანილობისა და წყლის სისტემები, ათასობით საცხოვრებელი სახლი. ეს დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, წამყვანმა მედია გამოძიებებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმაც დაადასტურეს. საქართველო და Washington Post-ს კი ჯერ კიდევ ყველაფრის სხვაგვარად წარმოდგენა სურთ. გასათვალისწინებელია, რომ ამერიკელი სამხედრო მრჩევლები შარშანდელი აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და არაფერი გაუკეთებიათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქართველების ბოროტმოქმედებათა შესაჩერებლად. რეგიონში ევროპის უსაფრთხოების მონიტორებიც იმყოფებოდნენ და მათაც ვერაფერს მიაღწიეს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელახლა აიარაღებს. რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს იმის მოლოდინი, რომ ამერიკელი დამკვირვებლები საქართველოს აგრესიას მომავალში წინ აღუდგებიან? საქართველოსადმი დასავლეთის ბრმა მხარდაჭერის შედეგია ის, რომ მას დღემდე არ სურს გაიგოს, რომ ჩვენს რეგიონში სიტუაცია ფუნდამენტურად შეიცვალა. სამხრეთ ოსეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და საქართველოს კონტროლს არასდროს დაბრუნდება. ჩვენ ისეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც არ არსებობს რეპრესიები, რომელიც ღიაა ეკონომიკური განვითარებისთვის და შემწყნარებლური პოზიცია აქვს ყველას მიმართ, ვისაც ჩვენდამი მშვიდობიანად არის განწყობილი. რუსეთის არმია კი იმის გარანტიაა, რომ ჩვენ ჩვენს ამოცანებს მუდმივი შიშის გარეშე განვახორციელებთ და გვეცოდინება, რომ აშშ-ს მხარდაჭერილი საქართველოს არმია ისევ და ისევ არ მოკლავს ჩვენს მოქალაქეებს. წერილის ავტორი სამხრეთ ოსეთის მთავრობის ხელმძრვანელია. ამ რეგიონს შეერთებული შტატები საქართველოს პროვინციად მიიჩნევს. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52495
-
ცხინვალი, მედვედევის ნობელის პრემიაზე წარდგენის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმები, ჩემო დიტო, სერიოზული იაღლიში მოუვიდა მიშას -
18:44 30.07.09 - ცხინვალის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ახალი აგრესიის საფრთხის დიდი ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს [საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”] ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, იური ტანაევის აზრით, ”ახალი აგრესიის საფრთხის დიდი ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს”. ”საქართველოს რევანშისტულ გეგმაზე ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი და დასავლური ქვეყნები ამაში ხელს უწყობენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ახალი აგრესიის საფრთხის დიდი ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს”, - განაცხადა ტანაევმა. მისივე თქმით, ”საქართველოს ხელისუფლება შესაბამის დროს ელოდება, რათა სამხრეთ ოსეთის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დარტყმა მიაყენოს”. ”აგრესიის რეალური განმეორების ნიშნები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შეინიშნება რეაქტიული არტილერიის მუდმივი გადაადგილება: დაიკავებენ პოზიციებს, გეგმებს შეასრულებენ და მერე ტოვებენ ადგილს. არტილერია სოფელ მონასტერს უმიზნებს და შეუძლია იერიში მიიტანოს ლენინგორის რაიონზე. სოფელ ორჭოსანთან ქართველი სამხედროები პირდაპირ საზღვარზე გავიდნენ, დაამონტაჟეს სპეციალური ხელსაწყოები და ჩვენს ტერიტორიას ვიდეოკამერებით აფიქსირებენ. არსებობს ეჭვი, რომ მიმდინარებოს გარკვეული პროვოკაციებისთვის მზადება”, - განაცხადა ტანაევმა. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52490
-
ცხინვალი, მედვედევის ნობელის პრემიაზე წარდგენის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისეთი აჭრილები არიან, რომ შეიძლება მაგიც გააკეთონ...შხარა -
პირველი პიარეზეა გათვლილი და აპრიორი ვიცით რომ არ იმუშავებს, ხოლო მეორე პრევენციაა
-
ცხინვალი, მედვედევის ნობელის პრემიაზე წარდგენის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მათი მარაზმი ბოლო სტადიაში შედის და აპოგეას უახლოვდება...Saturn -
არათუ იმედი მაქვს, არამედ 100% დარწმუნებული ვარ ამაში...newstudio
-
ცხინვალი, მედვედევის ნობელის პრემიაზე წარდგენის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმები...dire , სხვა რამე უფრო უპრიანი იქნება მაგისთვის -
სეპარატისტული ცხინვალი, მედვედევის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივით გამოდის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც ნობელის პრემიის საერთაშორისო კომიტეტს გადასცემენ. http://fact.ge/news.aspx ლიცემერი:ჩემმა სიცილმა უცებ წალეკა ათასი უზერი(პლანეტაზე ირეოდა მათი მოხითხითე ავატარების შიშველი მკლავები და ფეხები) მაგარი აჭრილები არიან ეს სირები ...
-
17:18 30.07.09 - სოფელ ნიქოზში წუხელ მომხდარ ინციდენტს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტიც აფასებს. მისი განმარტებით, აშშ გმობს ძალადობას და მიაჩნია, რომ განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საზღვრებთან ასეთ ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. „მომხდარის დეტალები ზუსტად არ ვიცი. ევროპელი მონიტორების დასკვნას გავეცნობი. ჩვენი პოზიცია ცნობილია. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებთან ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ტეფტმა. შეგახსენებთ, რომ წუხელ, დაახლოებით 24:00 საათზე, ზემო ნიქოზში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. ქართული მხარის ინფორმაციით, ცეცხლი ცხინვალიდან გახსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, სროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ტყვიამფრქვევიდან მოხდა, რის შემდეგაც ყუმბართმტყორცნიც გამოიყენეს. მსხვერპლი არ არის. არ არიან არც დაშავებულები. მომხდარის შესასწავლად ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე იმყოფებოდა. ცხინვალი კი, მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. სეპარატისტების მტკიცებით, სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ყუმბართმტყორცნებიდან ორჯერ გაისროლეს, რასაც აფეთქებები მოჰყვა. „ჯი-ეიჩ-ენი“ http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52484
-
ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციის განყოფილებასთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. სამართალდამცავებს ტერიტორია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, ახლომდებარე სახლებიდან კი მოსახლეობა ევაკუირებული იყო. გამნაღმველებმა ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა შეძლეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
dire , ასაკით შენზე გაცილებით უფროსი ვარ და რასაც ახლა გეტყვი ჩემგან ნამდვილად არ უნდა გეწყინოს. + ხედავ რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციების(შენ მიშისტი, მე ანტიმიშისტი :ena: ) შენს მიმართ სიმპატიით ვარ განწყობილი. მაშ, ასე,- " ზომიერება ზომიერებათა და ყოველივე ზომიერი", ჩემი საყვარელი ფრაზაა და ჩემი აზრით, უპრიანი იქნება თუ შენთვისაც სახელმღვანელო ფრაზა გახდება :maladec:
-
დაიხვეწა უკვე, ჩემო დიტო შეგვიძლია მაგრად ცდები...dire
-
წარსული გვასწავლის, ჩემო ბატონო dire , აწყმყო კი მხოლოდ გვცდის...მასწავლებელი, ცოდნის მომცემი წარსულია, აწყმყო კი მხოლოდ-მკაცრი გამომცდელი. თუ წარსულის შეცდომებს არ და ვერ გავითავისებთ, მაშინ ჭაობიდან ვერ ამოვალთ. ასე რომ, "აპიაწ პრა მორე" კი არა, არამედ ზუსტად ისაა საიდანაც უნდა დავიწყოთ
-
აშკარად იმუშავა...Saturn