Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. 16:19 30.07.09 - „ჰუმან რაით ვოთჩი“ ლავროვს სიცრუეში ადანაშაულებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაით ვოთჩი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თურმე, „ჰუმან რაით ვოთჩმა“ საქართველოში დემოკრატიის შესახებ ანგარიში მოამზადა, მაგრამ არ გამოაქვეყნა და ფარულად გადასცა საქართველოს ხელისუფლებას. ლავროვმა 24 ივლისს რუსულ მედიას ისიც განუცხადა, საქართველოში „დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან და იმასთან, რასაც ცივილიზებული ქცევა ეწოდება, უზარმაზარი პრობლემები არსებობს“. „ჰუმან რაით ვოთჩის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლავროვის განცხადება “არაზუსტია”, რადგან ეს ორგანიზაცია ანგარიშებს დემოკრატიებზე კი არა, ადამიანის უფლებების დაცვაზე ამზადებს. „საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური ანალიტიკა და დოკუმენტაცია ქვეყნდება ჩვენს საიტზე. „ჰუმან რაით ვოთჩის“ მსოფლიო პრაქტიკა, მათ შორის რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებაში, იცნობს მთავრობებთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, მაგრამ ეს ინფორმაცია ქვეყნდება“, - აღნიშნულია „ჰუმან რაით ვოთჩის“ განცხადებაში. „მედიანიუსი“ http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52464
  2. ქუთაისში სამარშრუტო ხაზების გაქირავებააზე გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  3. ძალიან კარგი და მაშინვე გავხსნი თემას გე-ზე...newstudio
  4. აზარტი, ჩემო დიტო, აზარტი. დამიჯერე ამ საქმეს შევალიე 15 წელი
  5. კარგი იქნებოდა, მაგრამ რამდენადაც ვიცი დღეს არ ცალია და ხვალინდელ დღეზე დათანხმდა...newstudio
  6. კარგია, გაიხარე ...newstudio რას იტყვი...newstudio ?
  7. კარგია...newstudio , მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო კარგი იქნება , თუ დებატების დამთავრების შემდეგ მსაჯები გამოთქვამენ აზრს დებატებთან დაკავშირებით და + აძლევენ ხმას მისთვის სასურველ მოდებატეს ეს ინტრიგაცაა და +უზერებიც(მსაჯები) დებატების მონაწილეები ხდებიან
  8. თემა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ან რუსეთ-საქართველოს ომი მონაწილე 2 დუელანტი 1 მოდერატორი დრო 3 საათი. მსაჯები ის უზერები, რომლებიც თემის გახსნიდან 5 წუთში დაფიქსირდებიან როგორც თემის დამთვალიერებლები. თითო ხმის უფლება დამთვალიერებლები (მსაჯები). მოდერატორს ხმის უფლება არ აქვს. დებატების დროს მოქმედებს Planeta.Ge წესები. შეურაცხყოფა ისჯება ბანით . მისაღებია? +დებატების დამთავრების შემდეგ მსაჯები გამოთქვამენ აზრს დებატებთან დაკავშირებით და + აძლევენ ხმას მისთვის სასურველ მოდებატეს
  9. კი ბატონო, მისაღებია 30 პოსტი ამოვიღოთ, მაგრამ სამი საათი დავტოვოთ
  10. joao, მოკლედ, ამ წესებით ჩატარდა ჩემი და კარდუ-ს "დუელი". ჩემი აზრით, იგივე წესებით უნდა ჩავატაროთ ჩვენც თემა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ან რუსეთ-საქართველოს ომი მონაწილე 2 დუელანტი (30-30 პოსტის უფლებით) 1 მოდერატორი დრო 3 საათი. მსაჯები ის უზერები, რომლებიც თემის გახსნიდან 5 წუთში დაფიქსირდებიან როგორც თემის დამთვალიერებლები. თითო ხმის უფლება მონაწილეებს (მსაჯებს). მოდერატორს ხმის უფლება არ აქვთ. დებატების დროს მოქმედებს Planeta.Ge წესები. შეურაცხყოფა ისჯება. მისაღებია?
  11. მიხარია ამ ფორუმზე რომ გხედავ......joao :maladec:
  12. ჩემი აზრით, ჩემო ბატონო DATA TUTASXIA , ჟოაო დიდი ერუდიციის და მძლავრი ანალიტიკური გონების ადამიანია, რომელიც კარგად ჭვრეტს მომავალს
  13. გიორგი ბარამიძე - საქართველოს არა აქვს ილუზია, რომ აგრესორი პროვოკაციებს შეწყვეტს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ კომენტარი გააკეთა სოფელ ნიქოზში ცხინვალის მხრიდან სროლებთან დაკავშირებით. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რათა მსოფლიოს დაანახონ, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა და დააფრთხონ ინვესტორები. სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამგვარ პროვოკაციებს შორს მიმავალი მიზნები აქვს და ერთ-ერთი ასეთი მიზანი, თუკი მოახერხებენ, აგრესიის მეორე ტალღის განხორციელებაა. მისივე თქმით, საქართველოს არა აქვს ილუზია, რომ აგრესორი ამ პროვოკაციებს შეწყვეტს. ამ ფონზე, ბარამიძის ინფორმაციით, საქართველო სთხოვს ევროკავშირს, გააძლიეროს თავისი მისია საქართველოში და საბოლოოდ გადაიქცეს საპოლიციო ან სამშვიდობო მისიად. ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, 29 ივნისს, 23:30 საათზე რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ ცხინვალიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ზემო ხვითს, ზემო ნიქოზს და იქვე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს. ინტენსიური ცეცხლი ხორციელდებოდა ერთი საათის განმავლობაში, ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ტყვიამფრქვევიდან და ნაღმტყორცნებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სცადა მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი „ცხელი ხაზით“ რუსულ მხარესთან დაკავშირება, თუმცა რუსმა სამხედროებმა კონტაქტს თავი აარიდეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 "საბაბს" ეძებენ ღორები
  14. ჟოაო არ არის მიშმაკაკა, ის საღად მოაზროვნე ადამიანი და ძლიერი ანალიტიკოსია ...DATA TUTASXIA
  15. dire, ამ წესებით ჩატარდა ჩემი და კარდუ-ს "დუელი". ჩემი აზრით, იგივე წესებით უნდა ჩავატაროთ ჩვენც თემა: ? მონაწილე 2 დუელანტი (30-30 პოსტის უფლებით) 2-2 სეკუნდანტი (3-3 პოსტის უფლებით) 1 მოდერატორი დრო 3 საათი. მსაჯები ის უზერები, რომლებიც თემის გახსნიდან 5 წუთში დაფიქსირდებიან როგორც თემის დამთვალიერებლები. თითო ხმის უფლებით. მონაწილეებს, სეკუნდანტებს და მოდერატორს ხმის უფლება არ აქვთ. დებატების დროს მოქმედებს Planeta.Ge წესები. შეურაცხყოფა ისჯება.
  16. ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2009 “ოპოზიციის დამარცხების ანატომია” “ოპოზიციის დამარცხების ანატომია” “მიუხედავად დიდი კამათისა, წააგო თუ არა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლის მორიგი რაუნდი, შედეგებს თუ ავიღებთ საზომად, უდავოდ წააგო. ხელისუფლებამ ოპოზიციის შემოტევას გაუძლო და მუშაობას აგრძელებს. ოპოზიციის არც ის ვარაუდი გამართლდა ბოლომდე, რომ სააკაშვილი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. თუ ისევ კონკრეტულ ფაქტებსა და შედეგებს დავეყრდნობით, დასავლეთიდან მიღებულმა სოლიდურმა დახმარებამ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტმა ნაწილობრივ მაინც დაადასტურა, რომ აშშ და ევროპა ჯერჯერობით ისევ “შეჩვეულ ჭირთან” აპირებენ ურთიერთობების გაგრძელებას. საპროტესტო აქციებიდან 4 თვის თავზე ოპოზიციამ მხილიდო იმას მიაღწია, რომ დააჩქარა ხელისუფლების მხრიდან რეფორმების გატარების ტემპი”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით აგვისტო-სექტემბრის თეზისები ოპოზიციისათვის. “უნდა ვაღიაროთ - რომ არა საპროტესტო აქციები, ხელისუფლება არც კი ფიქრობდა კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას, არც თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე იყო თანახმა. ტელევიზიების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელისუფლებო კონტროლიდან გათავისუფლებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ იყო. თუმცა, არასაპრალმენტო ოპოზიცია ჯერჯერობით არც ერთ ზემოჩამოთვლილი პროცესში არ მონაწილეობს. თუ არასაპრალმენტო ოპოზიცია ამ მხრივ მიდგომები არ შეცვალა, შესაძლოა ეს მწირი მონაგარიც ხელში შემოადნეს, ვინაიდან ხელისუფლება რეფორმებს ისე განახორციელებს, როგორც თავად სურს და შემდეგ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, საზოგადოებას რეფორმების სუროგატს შესთავაზებს. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ საპრტესტო აქციებმა თავად ოპოზიცია აზარალა, ვინაიდან “9 აპრილის საორგანიზაციო შტაბში” შემავალმა ოპოზიციურმა ლიდერებმა მნიშვნელოვნად დაკარგეს ნდობაც და ელექტორატიც. დიახ, ოპოზიცია დამარცხდა და მისი ცალკეული ლიდერები ამას უკვე აღიარებენ პრესაშიც და პირად საუბრებშიც. ოპოზიციის დამარცხების ანატომია გაცილებით რთული თემაა, ამიტომ ზოგიერთ საკვანძო მომენტზე შევჩერდებით.”, - წერს სტატიის ავტორი. “იმის გამო, რომ ოპოზიცია მოკლებული იყო ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ პოპულარულ ტელევიზიას, ხელისუფლებას არ გასჭირვებია მისი საინფორმაციო მარწუხებში მოქცევა, რამათ თავისი როლი შეასრულა ოპოზიციის მარცხში. “ვარდების რევოლუციამდე” მიხეილ სააკაშვილზე მომუშავე მედიასა და არასამთავრობო სექტორს მეთოდურად შემოჰყავდათ საზოგადოების ცნობიერებაში სააკაშვილი, როგორც მომავალი და ყველაზე პერსპექტიული ლიდერი. შემდგომში კი მას და “ნაციონალურ მოძრაობას” ხელოვნურად უქმნიდნენ შევარდნაძესთან და მის რეჟიმთან ყველაზე თანმიმდევრულ და შეუპოვარ მებრძოლთა იმიჯს. 2003 წლის 23 ნოემბრისთვის კი ეს საზოგადოება უკვე “მომწიფდა”, რომ სააკაშვილი ლიდერად ეღიარებინა და გაჰყოლოდა. ამ კუთხით ტელეკომპანია “იმედი”, მაშინაც კი, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში იყო, აშკარად ჩამოუვარდებოდა 2002-2003 წლექის “რუსთავი 2”-ს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “ხელისუფლება ხშირად “იჭერდა” ოპოზიციას შეცდომებზე და ამას შემდეგ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის იყენებდა. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომ მათ ჰქონდათ პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, მაგრამ აპირებდნენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასაც, ხელისუფლება პასუხობდა კითხვით “რის ხარჯზე?”, რაზედაც ოპოზიციას პასუხი არ ჰქონდა. საპროტესტო აქციების განმავლობაში საზოგადოებამ იგრძნო ლიდერთა ემოცია და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მაგრამ ვერ დაინახა, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ოპოზიციის ლიდერებმა ვერა და ვერ მოახერხეს შიდა განხეთქილებისა და ურთიერთანტიპათიის დაძლევა. ყოველივე ეს ძალიან მალე გამოვიდა სააშკარაოზე და ბუნებრივიაბ მხარდამჭერებზე დადებითად ვერ იმოქმედებდა. ოპოზიციის ცალკეული ლიდერების შეხვედრებმა სააკაშვილთან, თავდაპირველი ხისტი პოზიციებიდან უკანდახევამ და დიალოგისთვის მზადყოფნამ ამ ხელისუფლებასთან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიცია გადაგდებას უპირებდა, მოიტანა ის, რაც ყველაზე მეტად სურდა ხელისუფლებას და რისიც ეშინოდა ოპოზიციას - მიტინგებზე ხალხის რაოდენობის კატასტროფული სისწრაფით კლება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი. “რუსთაველიდან საკნების აღებამ, თანაც ბაიდენის ვიზიტიდან მეორე დღესვე, გაამყარა მარცხის განცდა, ხოლო საზოგადოების ნაწილში დამკვიდრდა აზრი, რომ ოპოზიცია აერიკელების “დაკრულზე ცეკვევს”. ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერებით აზოგადოების უკმაყოფილება შეიძლება გახდეს არენაზე ახალი ლიდერების გამოჩენის სტიმული. პირველი მერცხალი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე აღმოჩნდა, რომელმაც ამ კვირას ოფიციალურად მოითხოვა სააკაშვილისშან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნივთ. არ არის გამორიცხული, რომ მას სხვებმაც მიბაძონ, რაც ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლის მოდენას და “დაგროვილი ნაგვის” გატანას შეუწყობს ხელს. ოპოზიციის ლიდერები იხტიბარს არ იტეხენ და ამბობენ, რომ სექტემბრისთვის აქციების ახალი ტალღისთვის ემზადებიან. ის ოპოზიციური პარტიები, რომელთან ბაიდენთან მიპატიჟების პატივი წილად არ ხვდათ, ერთიანი ბლოკის შექმნაზე ფიქრობენ”, - დასძენს სტატიის ავტორი. “სექტემბრამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი, ზაფხული პოლიტიკური აქტივობისთვის არცთუ მოსახერხებელი დროა, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება შეიძლება და არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებასთან დიალოგს არ აპირებს, თუ სურს, რომ ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნიონ, სწორედ ამის გაკეთება მოუწევს. პირველ რიგში, ოპოზიციამ ხალხისადმი მიმართვა უნდა მოამზადოს და მისი მომზადება იმ ადამიანებს მიანდოს, ვისაც შესაბამისი ინტელექტი და გამოცდილება აქვს. მიმართვაში ოპოზიციამ გარკვევით უნდა დაანახოს საზოგადოებას რა საფრთხეების წინაშე დგას თითოეული ოჯახის მომავალი და როგორ შეძლებს ოპოზიცია ამ საფრხეების დაძლევას”, - დაასკვნის სტატიის ავტორი. “ბოლოს ყველაფერი სატელევიზიო-თეატრალურ სანახაობად აქციეს. გაჩნდა სიმბოლური საკნები, სადაც ასევე სიმბოლური გმირები მოთავსდნენ და სიმბოლური პატიმრობის სპექტაკლი გაითამაშეს. ამ თამაშ-თამაშში მტკივნეულმა პრობლემებმა სამწვავე დაკარგა და ბოლოს იმის მოწმენიც აღმოვჩნდით, თუ როგორ წუწუნებდა გუშინდელი გმირი თავისი პარტიისთვის დაფინანსების შეჩერების გამო”, - აცხადებს თემურ ქორიძე გაზეთ “ჯორჯიან თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ ქორიძე: ლოზუნგი - “გადადგეს სააკაშვილი!” - თანდათან შეიცვალა ახალი, უფრო მიწიერი მოწოდებით - “მოგვეცით ფული!” / თუ ოპოზიციური სპექტრი არ გათავისუფლდა შოუს ელემენტისგან, სიმბოლური საკნებისგან და სიმბოლური გმირებისგან, არაფერი გამოვა”. “მაინც უნდა გაგრძელდეს პროტესტი საზოგადოებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიების სახე უკვე გამოჩნდა. ოპოზიციას შეეძლო, საჯარო სტრიპტიზი არ მოეწყო მთელი სამი თვის განმავლობაში. იაფფასიან პოპულარობას დახარბებული ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ცვლიდნენ ტელე-ეთერებში. ვერ გრძნოდნენ, რომ ეს იყო მიდრეკილება ნარცისიზმისკენ. საბოლოოდ კი იქამდე მივიდნენ, რომ თურმე მთიან ღორჯომში მცხოვრები მოხუცი ხოჯების იმედად ანდა ვიყოთ და მათ ბრძულ შეგონებებს ვუსმინოთ. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავინახეთ ბრძოლის კონკრეტული შედეგი. ძალიან ცუდისკენ მიექანება ქართული პოლიტიკური აზროვნება. თუ არ მოხერხდება ჩამოყალიბება პოზიტიური იდეალებისა, თუ არ დაიდო იდეალის ხორცშესხმის კონკრეტული პროექტები, ჩვენ მივიღებთ ე.წ. მხოლოდ ცნობად სახეებს, რომლებიც ყოვედღიურად დაამშვენებენ ჟურნალ-გაზეთების გარე ყდებს. თუ ოპოზიციური სპექტრი არ გათავისუფლდა შოუს ელემენტისგან, სიმბოლური საკნებისგან და სიმბოლური გმირებისგან, არაფერი გამოვა. მაჰათმა განდი ხშირად იმეორებდა: “სანამ ინდოეთში იქნება ერთი მშიერი მაინც, არავის აქვს უფლება მაძღარი იყოსო”. ასუ უნდა იფიქრონ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას თემურ ქორიძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105297.html
  17. არადა ცვეტში გიპასუხე, ჩემო natasha21 სახელმწიფო არც ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის თანხას არ გამოყოფს
  18. მხოლოდ ერთ კითხვაზე შემიძლია პასუხი გაგცე არავის არაფერს არ გამოუყოფს
  19. დებატების წესები ერთად შევიმუშავოთ...dire ვერ და არ დაგეთანხმები ...DATA TUTASXIA , ჟოაო ძლიერი მოდებატეა და ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ დიმპიტას "დაანგრევს"
  20. ფაქტი დადასტურდა. babuagiorgi , ბოდიში :maladec: რით გააღიზიანა კახა ბენდუქიძემ ჯოზეფ ბაიდენის დაცვის წევრები? 10:57 / 30-07-2009 რით გააღიზიანა კახა ბენდუქიძემ ჯოზეფ ბაიდენის დაცვის წევრები? აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სტუმრობამ თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ქართველებმა ბაიდენს ისეთი სუფრა გაუშალეს, ჩიტის რძეც არ აკლდა, ბევრი თბილი სიტყვაც უთხრეს და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის მადლი და ხიბლიც აგრძნობინეს. თუმცა, 22 ივლისს,"თბილისი მარიოტში" ერთი უსიამოვნო ინციდენტიც მოხდა: "ქართული ეკონომიკის მამად" წოდებულ კახა ბენდუქიძესა და ბაიდენის დაცვის წევრებს შორის დიდი შეხლა-შემოხლა ატყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდუქიძემ დაცვის წევრებისათვის მითითებების მიცემა და მათი გაკონტროლება სცადა. იმის დასადგენად, რა მოხდა სინამდვილეში, "თბილისი მარიოტის" ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მათი პასუხი მკაცრი და ლაკონური იყო: "უკაცრავად, მაგრამ ამ საკითხზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით!" დახმარებისათვის ბენდუქიძის იდეურ მოწინააღმდეგესა და თავგამოდებულ ოპონენტს, ბიძინა გუჯაბიძეს მივმართეთ: "სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი, მაგრამ როგორც გავიგე, ბატონი ბენდუქიძე ახლობლებთან ერთად სასტუმროს ფოიეში იდგა და რუსულად ლაპარაკობდა. ამის შემდეგ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ამერიკულ დაცვასთან. ცუდია, თუ სასტუმროს ადმინისტრაციამ უარი გითხრათ კომენტარზე, რადგან ისინი ამ ამბის უშუალო თვითმხილველები არიან. ზუსტად არავინ იცის, რამ გააღიზიანა ჩვენი სტუმრები. ყოველ შემთხვევაში, როგორც მე გადმომცეს, ბენდუქიძემ ერთი კარგად, მამაპაპურად იჩხუბა და კარგადაც მოხვდა ბაიდენის დაცვის წევრებისგან. თუმცა, არა უშავს, ბატონი კახა ისეთ ჯანზეა, ნამდვილად გაუძლებს. P.შ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ”ყველა სიახლე” http://www.ambebi.ge/politika/8058-rith-ga...s-tsevrebi.html
×
×
  • შექმენი...