Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. მე უფრო შაჰინშაჰი მომწონს. შაჰინშაჰი მიშა საქართველოსი და არა საქართველოისა :ena:
  2. გოგა ხაინდრავა - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი და გილაური საქართველოში სომხურ ინტერესებს ლობირებენ “თვითგადარჩენაზეა ახლა ლაპარაკი. თრუსოს ხეობას, ბაკურიანსა და ბორჯომს გვეჭიდავებიან. ჯავახეთში პრობლემებია და ისევ ვთვალთმაქცობთ, ვამტკიცებთ, ჩვენ და სომხები ძმები ვართო. არ ვართ, ბატონო, და მეგობრობაც არ გვქონია არც ერთ ეპოქაში. მაგრამ ამ “ძმობის მტკიცებას” მიზეზი აქვს - პირველად ვამბობ ახლა: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი და გილაური საქართველოში სომხურ ინტერესებს ლობირებენ! არგუმენტებიც მაქვს - რატომ მოაწერეს ხელი ახალი გზის მშენებლობის პროექტს ახალქალაქიდან შავი ზღვისკენ? ამით საქართველოს კი არა, სომხეთისა და რუსეთის ინტერსებს ატარებენ. გეუბნებით, გიუმრის ბაზისკენ იქნება პირდაპირი გზა და ჩვენ მას ვერ გავაკონტროლებთ”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105643.html ლიცემერი:არა, ნუ, არა, რა, ხაინდრავას ანალიტიკურმა ნიჭმა საზღვარ- სამანი არ იცის :ena: "შენც წახდი, მეც წამახდინე" ის ფორმულაა, რომლითაც შეიძლება მრავალმა ქართველმა მიმართოს ერთმანეთს... და ასე გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. სინანული იმ დროს მოდის, როცა უკვე ამაოა თითზე კბენენი. თითქოს მართლდება ერთი ბრძენკაცის სკეპტიკური ნათქვამი: "ისტორია მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ ისტორიისაგან ჭკუის სწავლა შეუძლებელია". ამ ნოველის დამოუკიდებელ ნაწარმოებად გამოქვეყნებამდე, აკაკიმ იგი მთლიანად შეიტანა ერთ თავის პუბლიცისტურ წერილში, რომელიც 1902 წელს დაბეჭდა "ივერიაში", სათაურით "მეც წავხდი, შენც წაგახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!". წერილი ქუთაისში ნანახი ასეთი სურათის აღწერით იწყება: "ზედ შუაგულ ხიდზე დგას დატვირთული ურემი და შიგ გაბმული ხარები, ნაცვლად იმისა, რომ მწყობრად გასწიონ უღელი, ერთმანეთს ეძალებიან, ბუღვრაობენ; მარჯვენა მარცხნივ აწვება და მარცხენა - მარჯვნივ, რომ თავისი თანა-მეუღლე ხიდზე გადააგდოს, და არც ერთ მათგანს არ ესმის, რომ თვითონაც თან უნდა გადაჰყვეს". ხარების ამ ძიძგილაობის შემყურე ერთი მოხუცი ამბობს: "...რასაც აქ ჰხედავ, სარკეა ჩვენი ცხოვრების და აქ უნდა ვეძიოთ ისტორიის ხვანჯ-ნასკვიც.@ლევან ბრეგაძე უზერებო, რას იტყვით?
  3. რამაზ საყვარელიძე - “თუკი ობამას განცხადებების შემდეგაც ვერ მოახერხა ამერიკამ რუსეთის შეჩერება, სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო თანამეგობრობის თვალში” “ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო და ამიტომაა, რომ დღესაც გრძელდება ამ ვიზიტზე გამოხმაურებები. ბაიდენის განცხადებებზე უპირველესად სერგეი ლავროვს ჰქონდა მწვავე რეაქცია, მაშინ, როდესაც ობამას იმავე შინაარსის განცხადებასა და პოზიციას რეაგირება არ მოჰყოლია. ბაიდენმა ისეთი ემოციით თქვა, - რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოს ხარჯზე არ მოხდებაო, რომ ამ სიტყვებზე არანაკლები შთაბეჭდილება მისმა ემოციამ მოახდინა. რუსეთისადმი აწეული ტონი და სიმკაცრე და ქართული სინამდვილის აბსოლუტური მიღება, რაც ბაიდენის გამოსვლაში ჩანდა, რასაკვირველია, რუსეთს გააღიზიანებდა. Bბაიდენის ამ ვიზიტს რიგ პროცესებზე უთუოდ ექნება გავლენა”, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას / “საცოდავია ამხელა ქვეყანა, როდესაც მაიმუნის როლში ჩაიყენებს საკუთარ თავს”. “ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის რანგში მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის ხაზზე, რომლითაც ჰილარი კლინტონის ამბიცია, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისა, დარტყმის ქვეშ მოექცა. ამავდროულად, ეს იყო მსოფლიო პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი სვლა. თუკი აშშ-ის პოლიტიკა წავიდა ბაიდენის მიერ მონიშნული კურსით (ანუ ამერიკის კონფრონტაციული, მკაცრი დამოკიდებულება რუსეთისადმი), ამას უთუოდ მოჰყვება შესაბამისი რეაქცია რუსეთის მხრიდან. ბზეჟინსკი, კისინჯერი და სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სიმწვავე საქართველოზე აისახება. რადგან საქართველოა ის ინსტრუმენტი, რითაც რუსეთი ანგარიშს უსწორებს ამერიკას. სანამ ბაიდენის ვიზიტი გაიშიფრებოდა (ანუ ითქმებოდა, რა უთხრა მან საქართველოს ხელისუფლებას), მანამდე ჩავიდა დმიტრი მედვედევი სამხრეთ ოსეთში. ეს ჩასვლა უკვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი უკმაყოფილოა. უცნობია, ეს უკმაყოფილება ობამა-მედვედევის დახურულ კარს მიღმა საუბრისას წამოიჭრა თუ შემდგომ, მაგრამ ფაქტია, რომ ბაიდენის ვიზიტმა კიდევ უფრო გააღიზიანა რუსეთი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე. “არა მგონია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესია იყოს მოსალოდნელი. ამას რამდენიმე მომენტის გათვალისწინებით ვაცხადებ. პირველი - მგონია, რომ ჰილარი კლინტონის ფრთხილი კურსი გაიმარჯვებს და აშშ ეცდება ძალის გამოყენების გარეშე იმოქმედოს. მეორე - როდესაც რუსეთმა ერთი წლის წინ ომი წამოიწყო, სხვა მდგომარეობა ჰქონდა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე შიგნით (ეკონომიკის მხრივ). დღეს მისი მდგომარეობა ორივე ფრონტზე ბევრად დამძიმებულია. მაგრამ თუ პოლიტიკური კონტექსტი მის თავმოყვარეობაზე მეტისმეტად იმოქმედებს, შესაძლოა, რაღაც ნაბიჯები გადადგას. რადგანაც ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია, ვერც რუსეთის სცენარი იქნება ისეთივე, როგორიც შარშან აგვისტოში. რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პრობლემები ამერიკელებს მეტი სიფრთხილით გადაადგმევინებს ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო აღარ დაიჩაგროს. გავითვალისწინოთ, რომ შარშან ბუში მიდიოდა ხელისუფლებიდან და მისთვის საგარეო პოლიტიკა აქტუალობას კარგავდა, განსხვავებით ობამასაგან, რომელიც ახლა შეუდგა პრეზიდენტობას და სერიოზული განაცხადიც გააკეთა საქართველოსა და უკრაინის მისამართით. თუ ობამამ ვერ მოახერხა ამ ორი ქვეყნის ინტერესების დაცვა, აშშ-ის იმიჯი გვარიანად დაზარალდება, - იქნება ქვეყანა, რომელიც თავისი მეგობრების დაცვას ვერ ახერებს. ეს შეფასება უკვე გაისმა აგვისტოს ომის შემდეგ. თუკი ობამას განცხადებების შემდეგაც ვერ მოახერხა ამერიკამ რუსეთის შეჩერება, სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება მსოფლიო თანამეგობრობის თვალში”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უფრო მეტს აიღებს საკუთარ თავზე ვიდრე სხეფერი, თუნდაც იმიტომ, რომ რასმუსენი ნატოს გენმდივნობამდე აღმოჩნდა ჩართული საქართველოს პრობლემებში და ამ ფაქტორს მისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც პიროვნება, რასმუსენი გავლენას მოახდენს ნატოს პოლიტიკაზეც, მაგრამ ქართველებს დადებითის მაქსიმალიზაცია გვჩვევია. რასმუსენი ყველაფერს გააკეთებს, რაც ხელეწიფება, მაგრამ მას როგორც გენერალურ მდივანს, არ შეუძლია ნატო-ში ხვალვე შეიყვანოს საქართველო. ამ საკითხს ის ვერ გადაწყვეტს ნატოს წევრი ქვეყნების გარეშე. ნატოში ჩვენი გაწევრება ალბათ რამდენიმე წლით იმიტომაც გადაიდება, რომ მსოფლიო თანამეგობრობაში კონფრონტაციის ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება და საქართველოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებაა. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია მსოფლიო თანამეგობრობის დაპირისპირება რუსეთთან. რაც მეტი იქნება პოლიტიკური დაპირისპირება, მით უფრო შეიძლება გაჯიუტდეს რუსეთი”, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - “აგვისტოს ომის შემსწავლელი ტალიავინის კომისიის დასკვნის განხილვა ზაფხულის ნაცვლად საშემოდგომოდ გადაიდო. რას ელით ამ კომისიის მუშაობის შედეგად?” - პასუხობს: “რუსეთს ხელზე აქვს დახვეული საკითხი, - თუ ვინ გაისროლა პირველმა. სააკაშვილს პირველსაც რომ გაესროლა, ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებას, რომლის საჯარისო ფორმირებებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს. პირველ გასროლამდე იყო პროვოკაციების ერთწლიანი სერია, მერე კი რუსული ჯარების თბილისამდე მოსვლა. რუსეთის ნაბიჯებს ვერაფრით გაამართლებს სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნაც კი. რუსეთის ბევრი ნაბიჯი ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ნაბიჯების გამეორებაა. ცუდად იქცეოდა სადამ Hჰუსეინი და ამერიკა ერაყში შევიდა. რატომ არ შეიძლება შევიდეთ საქართველოში, როდესაც სააკაშვილიც არ იქცევა ჩვენს მოსაწონადო, - ეს განცხადება ღიად გაკეთდა შარშან. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რუსეთისთვის მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთან გაეკეთებინა ის, რაც დასავლეთმა გააკეთა სხვაგან. რუსეთი კმაყოფილია იმით, როდესაც ისევე იქცევა, როგორც სუპერსახელმწიფო ამერიკა. რაკი მასსავით ვიქცევი, ე.ი. მეც სუპერსახელმწიფო ვარო. სამწუხაროდ, უფრო სერიოზული მიზეზები არ ჩანს რუსეთის ნაბიჯებში და ამაში გამოსჭვივის სუპერსახელმწიფოების ფსიქოლოგიური კომპლექსი, რამაც რუსეთს აგვისტოს ომში მაიმუნივით გაამეორებინა დასავლეთის ნაბიჯები. საცოდავია ამხელა ქვეყანა, როდესაც მაიმუნის როლში ჩაიყენებს საკუთარ თავს. სამწუხაროა, რომ რუსეთის ამგვარ ფსიქოლოგიურ თამაშებს სისხლის ღვრა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის კიდევ მეტად გართულება მოჰყვა. ტალიავინზე ამბობენ, რომ ის არის დიპლომატი, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ ექცევა. არც ერთი ჩხუბი მხოლოდ ერთი მხარის გამო არ ხდება. შეცდომებს ორივე მხარე უშვებს ხოლმე. ჩემი აზრით, ტალიავინის კომისიის დასკვნა არ იქნება ისეთი, რომ ერთი მხარე სრულიად კმაყოფილი დარჩეს და მეორე სრულიად უკმაყოფილო. ეს იქნება დაბალანსებული დასკვნა”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105643.html
  4. ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105643.html
  5. სოფელ ქვეშში ე.წ. საზღვრის გადმოწევის მცდელობასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა გორის რაიონის სოფელ ქვეშში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის მცდელობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისა და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან არის მცდელობა, ე.წ. საზღვარი საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიონ. მინისიტრის მოადგილემ პარალელი გაავლო ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ედუარდ კოკოითის განცხადებასთან ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ. როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ რიტორიკასთან ერთად ადგილი აქვს პრაქტიკულ ნაბიჯსაც, რასაც შეუძლია, უფრო მეტად დაძაბოს ვითარება. “ქართული მხარე იყენებს დიპლომატიური არხებით ყველა საშუალებას. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რათა მსგავსი ქმედებები თავიდან იყოს აცილებული”,-აღნიშნა ნალბანდოვმა. მინისტრის მოადგიელ შეეხო, აგრეთვე, თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით სეპარატისტული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ეს არის ჭეშმარიტად ოსური ტერიტორია. ალექსანდრე ნალბანდოვით შეფასებით, მოცემულ მომენტში ეს არის თეორიული მსჯელობა, რომლითაც ქართულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვეშში ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი რუსმა ოკუპანტებმა შეაჩერეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. 10:43 / 03-08-2009 "არ მინდა, კვლავაც თავლაფდასხმულები და შეურაცხყოფილები აღმოვჩნდეთ" http://www.ambebi.ge/politika/8232-qar-min...ovchndethq.html საინტერესო სტატიაა. თემაში კარგად "ჯდება"
  7. მიხეილ სააკაშვილი -"ახალი ომი გარდაუვალია, რადგან რუსეთს, რომლის ჯარიც საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრში დგას, მისი დამხობის იმედზე ხელი არ აუღია." "მე ჯერ კიდევ ვზივარ ამ ოფისში, თუმცა (პრემიერ-მინისტრმა) პუტინმა წმინდა აღთქმა დადო, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით დამკიდებს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს" - ამბობს სააკაშვილი. http://www.ambebi.ge/politika/8219-saakash...-gadzeveba.html ლიცემერი: ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ახალი დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ცდება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთის მიზანი მისი დამხობაა. ჩემი აზრით, რუსეთის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დაქუცმაცება და განადგურებაა...მიშა მხოლოდ"პრიჩინაა" უზერებო, რას იტყვით, ახალი ომი გარდაუვალია?
  8. მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს გეგმებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენა არ შედის საქართველოს გეგმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენა არ შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “კითხვაზე, სურს თუ არა დღეს ვინმეს ევროპაში რუსეთის მონაწილეობით ახალი ომის დაწყება, პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა - ეს არავის სურს”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიოში სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ძალადობა და ეთნიკური წმენდა გრძელდება, რაც გასული აგვოსტოს მოვლენებმა დაადასტურა. “მიუხედავად ამისა, ჩვენს გეგმებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენა არ შედის და ამ პოზიციას ჩვენი პარტნიორი ქვეყანა შეერთებული შტატებიც იზიარებს”, - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის განცადებით, სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ განაგძრობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიზანს კვლავ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს. “ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი პირების მუქარის მიხედავად, სხეულის გარკვეული ნაწილებით დავეკიდე, დღეს მე კვლავ პრეზიდენტის პოსტზე ვრჩები, მხოლოდ საოცრებათა სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ”, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა “როიტერს~. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  9. აპინება ჩამოპინებაში, ჩემო ბატონო, პლანეტა საკაიფოდ გააპიარეს ;): :yes2:
  10. საქართველოში, ოღონდ ჯოჯოხეთთან კომბინაციაში ;):
  11. ბევრი მსმენია, მაგრამ მაინც "ტრუხა" მგონია
  12. 11111111111111111111 უკაცრავად, განყოფილება შემეშალა
  13. ექიმები ამირან ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  14. Пятеро милиционеров погибли при обстреле в Чечне 08:08 03/08/2009 МОСКВА, 3 авг - РИА Новости. Неизвестные обстреляли в воскресенье в Чечне колонну милицейских автомобилей, погибли пятеро оперуполномоченных, еще шестеро получили ранения, сообщил в понедельник по телефону РИА Новости источник в правоохранительных органах республики. По его словам, обстрел произошел около 17.00 мск на автодороге в ущелье в 21-м километре от населенного пункта Итум-Кале. http://rian.ru/incidents/20090803/179538204.html
  15. არაუშავს რა, , ჩემო დიტო, გახსენი . ბევრი რამე მართლა დასახვეწია ორი დღეა უკვე
  16. +1 არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ხარ. შეურაცხყოფას ყველა ვარიანტში აყენებ ძAლიან ბევრ ადამიანს
  17. დაიხვეწება, ჩემო დიტო. ყველა შეცდომას გავითვალისწინებთ და მეორე დებატები გაცილებით უკეთესი იქნება...
  18. კატეგორიულად არ გეთანხმები...asds . გაცილებით ინფორმატიული და არგუმენტირებული პოზიციები ჩოხას ჰქონდა. ძალიან მიკვირს შენი, ეს ხომ აშკარად ჩანდა
×
×
  • შექმენი...