Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ოი, ხანდახან რა მწარედ იკორტნები ხოლმე...likachoo :2kiss: :2kiss: :2kiss:
  2. ინგუშეთში საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი თანამშრომელი მოკლეს ინგუშეთში დღეს დილით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომობილს ცეცხლის გაუხსნეს. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ორი მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე - საავადმყოფოში მიყვანამდე. მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ცეცხლი ავტომატური იარაღიდან დაახლოებით 09:16 საათზე გაუხსნეს. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ტარდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 იმპერიები ნამცხვარითაა და როგორც წესი კუთხეებიდან (სკრაევ) იწყებენ დაშლას
  3. 08:47 02.08.09 - ”ახლები” ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ გამოდიან ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, ”ქართული პოლიტიკის სიმახინჯედ” აღიქვამენ; საზოგადოების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია, მოუწოდებენ მომავალი ბრძოლისუნარიანობისთვის მოთმინება მოიკრიბონ და საკუთარი მკვეთრი არჩევანი გააკეთონ. პრესა.გე ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელს, ”ახლების” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძეს შეხვდა და ესაუბრა, როგორც სამომავლო გეგმებზე, ისე აწმყოზე და სამთვიანი აქციების დადებით და უარყოფით მხარეებზე. როდის გაიმართება ოპოზიციის მორიგი, დიდი აქცია? მამუკა კაციტაძე: ოპოზიციაში არანაირი საუბარი, მით უმეტეს მზაობა, რაიმე ხასიათის მორიგ დიდ აქციაზე არ ყოფილა და არ არის. აქცია და მანიფესტაცია, ბრძოლის ერთადერთი და არც პრიორიტეტული იარაღი არ გახლავთ. აქციამდე და მანიფესტაციამდე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვითარების მომწიფებამდე, პროცესები ყოველგვარი აქციის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. აქცია ბოლო ფაზა უნდა იყოს. საქმის გადაწყვეტის დაწყება მიტინგითა და აქციით, არასწორად მიმაჩნია და მიმაჩნდა. - ”როდის უნდა იყოს დიდი აქცია” - საკითხის ამ ფორმით დაყენებამ, საზოგადოებაში გამოიწვია იმ ცრუ მოლოდინების შექმნა და პოლიტიკურ პროცესებში ფუჭი გასროლების გაკეთება, რამაც ეს პროცესი, გარკვეულწილად ასეთ მინავლებულ და ნიჰილიზმით მოცულ განწყობამდე მიიყვანა. ბრძოლა გრძელდება საკითხების მოსამწიფებლად, უფრო სხვა მიმართულებებით: მაგიდაზე, დარბაზში, შეხვედრებზე, უცხოელებთან ურთიერთობებში და ა.შ. თუ ეს საკითხები რაღაც ფაზაში წინააღმდეგობას შეეჩეხება, მის გადასალახად, საკითხის წინ წამოსაწევად და ერთგვარი ძალის სადემონსტრაციოდ, ესა თუ ის აქცია შეიძლება დაიგეგმოს. ჯერ საკითხთა ნუსხა და პრიორიტეტები არ განგვისაზღვრია და როგორ შეიძლება აქცია პრიორიტეტი იყოს?! თქვენ ხომ თანამშრომლობდით ”ეროვნულ ფორუმთან”, რომელიც 7 აგვისტოს ქუჩაში მილიონი ადამიანის გამოყვანას გეგმავს?! - ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, უპასუხიმსგებლობამ დაისადგურდა. ადამიანი რაღაც იდეას ისვრის, შემდეგ თვითონ ქრება და მის ნასროლთან დაკავშირებით ყველას ეკითხებიან, რა აზრის ხართო. თანამშრომლობა ერთარსებობას და ყველაფერზე პასუხისმგებლობის გაზიარებას არ ნიშნავს. ჩვენ ერთი პარტიის და მით უმეტეს ერთი ბლოკის წევრები არ ვართ. ინიციატორს ჰკითხეთ რამ უკარნახა მილიონ ადამიანთან დაკავშირებული ინიციატივის გახმოვანება, რის საფუძველზე აკეთებდა ამ განცხადებას, რას ელოდება ამ აქციის მოწყობით და ა.შ. თუ ლაპარაკია ხელისუფლების 1 წლის წინანდელ ნამოქმედარზე, ამ თემასთან დაკავშირებით ამა თუ იმ პოზიციის გამოხატვა 7 აგვისტოს გარეშეც შეიძლება. ალიანსი არ თვლის საჭიროდ არანაირი ღონისძიების, მით უმეტეს, ფართომასშტაბიანი, ქუჩის ტიპის აქციის გამართვას, 7 აგვისტოსთან დაკავშირებით. როდესაც პირველი კითხვა დამისვით, ფართომასშტაბიან აქციაზე, მე ეს ყველაფერი 7 აგვისტოსთვის არ დამიკავშირებია, რადგან ვერც კი წარმოვიდგენ, რომ 7 აგვისტოს იყოს უპრიანი და მიზანშეწონილი ამ ტიპის აქციების გამართვა და თუ ვინმეს 7 აგვისტო სხვა ფორმით აქვს დანახული, სიამოვნებით მოვისმენდი როგორ აქვს დანახული, რატომ აქვს ასე დანახული და რაც ყველაზე მთავარია - რას ელოდებიან ამ ტიპის ღონისძიებებისგან. რა ტიპის საქმიანობითაა დაკავებული თქვენი ალიანსი, ამჟამად? - ახალი მემარჯვენეები რეგიონებში ვართ გასული, ჩვენს პარტაქტივებს ვხვდებით. ესაა ერთგვარი შიდა პარტიული დათვალიერება. ვიცი რომ ჩვენი პარტნიორები ანალოგიურ საქმიანობაში არიან ჩართულები, თუ არ ჩავთვლით იმ უცებ მოძალებულ სასამართლო პროცესებს, რაც ბუნებრივია, ჩვენს ყურადღებას ითხოვს. ჩვენი პარტნიორი ”თავისუფალი დემოკრატები” რეგიონებში რაიონული სტრუქტურების შექმნის მიზნით, საინიციატივო ჯგუფებს აყალიბებენ. ამგვარი საქმიანობა პარტიის მშენებლობას ემსახურება. პოლიტიკა პარტიის გარეშე არ არსებობს და პარტია სტრუქტურის გარეშე. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკაში რაიმე რეზულტატი გვქონდეს და პარტია სტრუქტურირებული იყოს, ამისთვის რეგიონებში გასვლა აუცილებელია. ალიანსი 23 თებერვალს დაფუძნდა. ხელისუფლებას 5 მარტამდე ვადა მივეცით, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა და 5 მარტს გამოვედით ინიციატივით, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტს დავიწყებდით და ხელმოწერებს შევაგროვებდით. ესაა ხალხის ხმის გაგონების კონკრეტული ფორმა (რაც საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა გავაგონოთ), ყოველგვარი მიტინგისა და მანიფესტაციის გარეშე. ეს პროცესი არ დაგვისრულებია. ჩვენ ახლა სასამართლოს წინ ვდგავართ, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის მოწმე ერთად გავხდით (საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკელ მიხეილ გაბუნიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პრესა.გე). ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ: დაიცვას ადამიანის უფლებები, მოხსნას პოლიციური წნეხი, გაათავისუფლოს მასმედია და. ა.შ. ამ გეგმიდან სააკაშვილის გადადგომა ამოვარდა? - არც ერთ შემთხვევაში არ ამოვარდნილა. სააკაშვილის გადადგომა ბოლო წერტილია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვესაკითხი აქვს, კომპონენტებით. ანუ, ქვესაკითხებით დაიწყებთ? - კი არ დავიწყებთ, ამას პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ. ერთის მხრივ სააკაშვილი უნდა გადადგეს; მეორეს მხრივ, პროცესს მერაბიშვილი უნდა მოშორდეს, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. რა შემთხვევაში გამოხვალთ ქუჩაში? - თუ კონკრეტული საკითხის მომწიფების დროს, ამა თუ იმ ფორმით, ძალის დემონსტრირება საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება, მაგრამ ერთჯერადი ღონისძიება იქნება და არა დაუსრულებელი და ხშირ სიტუაციაში უპასუხისმგებლობითა და მოუმზადებლობიდან გამომდინარე, ერთგვარ მარაზმში გადაზრდილი, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შევეჩეხეთ. რას თვლით მიღწევად, ქუჩაში სამთვიანი დგომიდან? - ამ სამთვიანმა პროცესმა დაგვანახა, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესია დაწყებული და რომ სააკაშვილის გადარჩენა გამორიცხულია. ეს უკვე იმდენად დიდი შედეგია, ახლა სააკაშვილმა, რაც არ უნდა აკეთოს, ამ განწყობას ვეღარავინ მოატრიალებს. იმის თქმა, რომ ეს პერიოდი უშედეგო იყო, უბრალოდ, სიბეცეა. თუმცა, არც იმის ართქმა არ შეიძლება, რომ ამ პროცესში სერიოზული შედომები იყო დაშვებული, რომელთა გამორიცხვის შემთხვევაშიც, შედეგი უფრო ნოყიერი და ეფექტური იქნებოდა. მაგალითად, რა შეცდომებს გულისხმობთ? - მოქმედება თავისა და გეგმის გარეშე, საფუძველშივე სერიოზული ნაკლოვანების მატარებელია. ამ პროცესს არ ჰყავდა ერთი თავი, ერთი ლიდერი (რასაც ჩვენ ვითხოვდით), პროცესი დაუგეგმავად მიდიოდა - დღეიდან ხვალემდე, ხვალიდან ზეგამდე. რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია? - მე მათ ვეტყვი, რომ პოლიტიკა გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე თქვენ გგონიათ. პოლიტიკის თარიღებით, მიტინგებითა და მანიფესტაციებით მართვა არ შეიძლება. პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გაცილებით უფრო დიდწილად არის სერიოზული სეგმენტები, რომელი მიმართულებითაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. პოლიტიკა არის პროცესი და ეს არ ხდება ერთ და ორ დღეში. ე.წ. ვარდების რევოლუციის პრეცენდენტს ქართულ რეალობაში ნუ დავნერგავთ, რადგან ერთ და ორ დღეში გადაწყვეტილი და დამთავრებული საკითხები, როგორც წესი, პოლიტიკაში ფეხს ვერ იკიდებს. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ხელისუფლების შეცვლის, ოპოზიციური მოძრაობის განვითარების და შედეგის მიღწევის თანამონაწილე, პროცესს გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა შეხედოთ, მოთმინება და გამძლეობა მოიკრიბოთ, მომავალი ბრძოლისუნარიანობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გააკეთოთ საკუთარი მკვეთრი არჩევანი - რომელი, რა ტიპის მოძრაობისთვის, რა ტიპის პროცესებისკენ ხართ მიდრეკილი, რას უჭერთ მხარს. შესაბამისად, აქედან პარტიული არჩევანიც უნდა გაკეთდეს, რადგან საზოგადოება ელექტორალურად უნდა ჩამოყალიბდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთი მთლიანი რაღაც პოლიტიკური კონგლომერატი, ნორმალურ შედეგს ვერასდროს დადებს. კონკურენციის პირობებში, არჩევანი უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრი. ეს არჩევანი თვალწინ დევს. ის რაღაც განუყოფელი ოპოზიციური ერთობა, ქართული პოლიტიკის სიმახინჯეა, რომელიც ვფიქრობ, აღარ განმეორდება. ყოველ შემთხვევაში, ალიანსი ამ ტიპის გაურკვეველი ერთობის ჩამოყალიბებას მხარს არ დაუჭერს. სხვა საკითხია თანამშრომლობა, შეხვედრა, დალაპარაკება, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთ მთლიან ვერტიკალში მოქცევის იმედი ნურავის ექნება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება პოლიტიკური არჩევანისთვის თანდათანობით უნდა მოემზადოს, თუ უნდა თანამონაწილე გახდეს იმ პოლიტიკური პროცესისა, რასაც ოპოზიციური მოძრაობა და ხელისუფლების შეცვლის პროცესი ჰქვია. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=52605 მდააას!
  4. სახალხო დამცველისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მტკიცებულებები და კანონი უნდა იყოს@ტუღუში იმედია სიტყვას შეასრულებს და კანონების შესაბამისად იხელმძღვანელებს და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე
  5. მეც მანდ ვარ, ჩემო ბატონო ძუკუ დილამშვიდობისა :maladec:
  6. ორი თვით დაგვემშვიდობა ,დასასვენებლად წავიდა...Democrat
  7. ჰოდა, მეც მანდ ვარ, ჩემო ბატონო, ოღონდ სახინკლე ამოაგდე...Democrat :ena:
  8. გამიხარდა შEნი დანახვა ამ ფორუმზე, ჩემო makaterine და ვისურვებდი, რომ ერთჯერადი არ იყოს :2kiss: :2kiss: :2kiss: იმედია ხშირად შEმოხვალ?
  9. ყველა ვარიანტში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდებოდა და ხელისუფლების რეაქციაც ადეკვატური იქნებოდა...Democrat
  10. მე კი მინდა, რომ დავუჯერო...Saturn , მაგრამ ფაიზაღი ვიცი, რომ მთლად მასეც არ არის
  11. უფ, მაგაზე როგორ დაგზარდები, ჩემო machkatela + მედვედევისაც თუ გინდა
  12. რას მიქვია ვერ შეიფუთნებოდა? 100% გადატრიალება იქნებოდა და "შესაფუთნი" რა სჭირდა...Democrat
  13. ძAლიან ცუდად განვითარდებოდა მოვლენები, ძალიან - გაიხსენე ხალხური ლექსი `შემომეყარა ყივჩაღი , სადაც საუბარია იმაზე, რომ მოყმეს პური სთხოვეს და აჭმია, წყალი სთხოვეს და ასმია, ხორცი სთხოვეს და აჭმია ხორცი ხოხობისა და ასე შემდეგ, მაგრამ მერე ამბობს - ცოლი მთხოვა და ვერ მივეც, და განა იმიტომ, რომ ჩემი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ - `ან როგორ მივცემდი შვილსა გაზრდილსა სხვისასა. ვალდებულებამ და პასუხიმგებლობამ იმისა, რომ ცოლის მფარველობა უნდა გასწიო და დაიცვა, ამან უცებ ამოხეთქა. თუ ამ დონეზე შეუტევდა რადიკალები, მაშინ შესაძლებელი იყო ამოქმედებულიყო ის ძალა, რომელმაც შემდგომ იმავე მოყმეს ათქმევინა - გავჭერი ცხენი და კაცი, წვერი უწვდინე ქვიშასა...ესე იგი, ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა და ამაში არც ერთი სახელმწიფო არ და ვერ დაადანაშაულებდა საზოგადოების დაკვეთა არ იყო და არ არის , რომ ოპოზიცია ამ დონეზე დაპირისპირებოდა ხელისუფლებას. ხალხის მოთხოვნა იყო და არის , ოპოზიციამ მოახერხოს და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ იყოს ყველაფერი მიღწეული არა უკიდურესი ზომების გამოყენებით. ასე რომ, ხალხი ამ ავანტურაზე რადიკალებს არ გაყვებოდა, ჩემო ბატონო newstudio
  14. მიშა ვერ დაიწყებდა ომს რუსეთთან. საზღვრის გადალახვას და ოკუპაციას ომის დამწყები ქვეყანა ახდენს, საზღვარი რუსეთმა გადმოლახა, ჩემო ბატონო babuagiorgi და არა პირიქით
  15. აუცილებლად გადავცემ...machkatela მოკითხვასაც ხომ არ დამაბარებ? :hello:
  16. მთლად არ ჯდება ამ თემაში, მაგრამ კარგი ინფორმაციაა და ვფიქრობ , რომ joao მაპატიებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებს ინფორმაციას ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ. როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის პატრულებმა დაათვალიერეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცეცხლის გახსნის ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, მისიაში აცხადებენ, რომ სრული შეფასებისთვის საჭიროა შესვლა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ევროკავშირის მისია გამოთქვამს შეშფოთებას ბოლო პერიოდში გამოთქმული ბრალდებების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. დღეს ოსურმა და რუსულმა მხარებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სოფელ დიციდან სოფელ ერედვის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  17. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ ადასტურებს ინფორმაციას ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ. როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის პატრულებმა დაათვალიერეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცეცხლის გახსნის ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, მისიაში აცხადებენ, რომ სრული შეფასებისთვის საჭიროა შესვლა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ევროკავშირის მისია გამოთქვამს შეშფოთებას ბოლო პერიოდში გამოთქმული ბრალდებების გამო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. დღეს ოსურმა და რუსულმა მხარებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სოფელ დიციდან სოფელ ერედვის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 :maladec:
  18. ჩემს აქ ყოფნაში, ამ ფორუმზე ასე სწრაფად ამდენი გვერდი არც ერთ თემას არ აუკრეფია...joao :maladec:
  19. ექსკლუზივი ირაკლი ალასანია - საზოგადოება ოპოზიციისგან ნათლად ჩამოყალიბებულ სამოქმედო პროგრამას ითხოვს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105549.html საინტერესოა , აუცილებლად წაიკითხეთ
  20. არადა მსგავსი რამ არ დაუპოსტია ავტორს...lasalexx
×
×
  • შექმენი...