-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
გასკდა გული...
-
ამირან ბიწაძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხარდამჭერი ამირან ბიწაძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ბიწაძე, რომელიც დღეს, ცხვარიჭამიის გზიდან გაიტაცეს, გამტაცებლებმა დიღომში, გზაზე, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან დააგდეს. მას ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამირან ბიწაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია დღეს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ცხვარიჭამიის გზაზე, ბიწაძის ავტომობილს, რომელშიც ის მეგობარ დავით ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა, გზა მიკროავტობუსმა, ~ჯიპის~ ტიპის ორმა და ~ნივის~ მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა. ყოლბაიას თქმით, ბიწაძე და ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. ნინო ბურჯანაძის პარტიაში აღნიშნულ გატაცებას მათ ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებენ. სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამირან ბიწაძე ბადრი ბიწაძის ახლო ნათესავია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მდააას!
-
ეჰ, უოცნებოდ რა ღარიბია ეს ქვეყანა...Sakartwelo :ena:
-
ვახტანგ ყოლბაია ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერის ამირან ბიწაძის გატაცებაზე ინფორმაციას ავრცელებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრ ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დღეს დილით, ცხვარიჭამიის გზიდან მსოფლიო ჩემპიონი კარატეში ამირან ბიწაძე გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, ცხვარიჭამიის გზაზე, ბიწაძის ავტომობილს, რომელშიც ის მეგობარ დათო ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა, გზა მიკროავტობუსმა, ~ჯიპის~ ტიპის ორმა და ~ნივის~ მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა. ყოლბაიას თქმით, ბიწაძე და ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. ნინო ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ, რომ ამირან ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ბიწაძის ოჯახმა შემთხვევის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა. რაც შეეხება დავით ბენდელიანს, ის, ყოლბაიას თქმით, სასტიკად ნაცემი რუსთავის საავადმყოფოშია მოთავსებული. "ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ნიშნით დევნა. შემოდგომაზე იგეგმება საპროტესტო მუხტის გააქტიურება და სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ეშინია, რომ ასეთი წესიერი ხალხი პროტესტანტთა რიგებში არ აღმოჩნდეს", - აღნიშნა ყოლბაიამ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
დავით ბენდელიანი სასტიკად არის ნაცემი “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერი დავით ბენდელიანი სასტიკად არის ნაცემი და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც დავით ბენდელიანი ყვება, მას და ამირან ბიწაძეს დღეს თავს დაესხნენ, როდესაც ცხვარიჭამიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. გზაში მათ რამდენიმე ავტომანქანით აედევნენ, ცხვარიჭამიის შესასვლელთან გააჩერეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ბიწაძე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ბენდელიანის განცხადებით, ამირან ბიწაძე სამართალდამცველებმა გაიტაცეს, რადგან ერთ-ერთი ავტომანქანა სპეცდანიშნულების რაზმის იყო. ბიწაძის ძმა ტარიელ ბიწაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ მისი ძმა სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაიტაცეს. ტარიელ ბიწაძემ ძმის გატაცების გამო პოლიციას უკვე მიმართა. ის ამირან ბიწაძის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვს. ამირან და ტარიელ ბიწაძეები “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერები და ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ახლო ნათესავები არიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ომის დაწყების საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კავკაზცენტრი სიტუაციის დრამატიზირებას ახდენს... თუმცა, ვინ იცის...
-
დასავლური მედია რუსეთ-საქართველოს ომის განახლებაში დარწმუნებულია 2009 წლის 02 08, კვირა - 16:49 დასავლური პრესა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს ეხმიანება. ,,ტელეგრაფი” წერს, რომ რუსეთის ტაქტიკა საქართველოსთან ახალი ომის წამოწყებისკენა ამიმართული, რათა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მინიმუმამდე დავიდეს. დასავლური მედიის მტკიცებით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება საქართველოს პროვოცირებას, რათა ომის დაწყების საბაბი მიეცეს. http://fact.ge/news.aspx გეთანხმები... გეთანხმები...dire , "სარჩულს კერავენ"
-
"სამხრეთ ოსეთი" რუსეთს შეუერთდება? 2009 წლის 02 08, კვირა - 16:57 სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა, ედუარდ კოკოითმა ,ყველა ქვეყანას მოსთხოვა პატივი სცეს იმ ფაქტს, რომ მისი ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქე რუსეთის პასპორტებით სარგებლობს. დე-ფაქტო პრეზიდენტის თქმით, "სამხრეთ ოსეთი" არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს. მარიონეტი კოკოითი "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთებას არ გამორიცხავს. http://fact.ge/news.aspx ან კოკოითია მაგარი აჭრილი ან fact.ge. მაგარი აბრაკადაბრა ინფორმაციაა
-
ახალგაზრდული მოძრაობის ~შემოგვიერთდით~ სამი წევრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს ახალგაზრდული მოძრაობის ~შემოგვიერთდით~ სამი წევრი გიორგი ბერულავა, ედუარდ ხუხუნაიშვილი და თენგიზ დობორჯგინიძე დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~კონსერვატორების~ პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო კუჭავამ განუცხადა, ახალგაზრდებს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურათ. მისივე ცნობით, ხვალ პატიმრობის 13-დღიანი ვადა კიდევ ერთ დაკავებულს ანრი ბიბილეიშვილს ეწურება. ზეგ კი, დავით კოჩიევი და ბადრი გოგია გათავისუფლდებიან, რომლებსაც 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ყველა დაკავებული, გარდა მელორ ვაჩნაძისა, 4 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორს დატოვებს. მელორ ვაჩნაძეს, რომელიც მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და 14- დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალი სისხლის სამართლის მუხლითაც წაუყენეს. მის წინააღმდეგ იჩივლა დაზარალებულმა, რომელმაც ვაჩნაძე ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა. ვაჩნაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა და სასჯელაღსრულების გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი. მოძრაობის ~შემოგვიერთდით~ 8 წევრი გიორგი დევნოზაშვილი, მელორ ვაჩნაძე, დავით კოჩიევი, ბადრი გოგია, ანრი ბიბინეიშვილი, გიორგი ბერულავა, ედუარდ ხუხუნაიშვილი და თენგიზ დობორჯგინიძე 20 ივლისს, პარლამენტის შესასვლელის პიკეტირების დროს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გიორგი დევნოზაშვილს 400-ლარიანი ჯარიმა, დანარჩენებს კი ადმინისტრაციული პატიმრობა, 12, 13 და 14 დღით შეეფარდათ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
asds პირადი ნახე
-
Sakartwelo საღოლ! :maladec: მცოცავი ანექსია გრძელდება...
-
არ არის ის, რასაც შენ ფიქრობ, მართლა არ არის... ბილიკ-ბილიკ, ოკრო-ბოკრო სიარული არ მჩვევია, მაგრამ და რადგან ასე ფიქრობ, მაშინ ბოდიში გიხდი და გთხოვ, რომ საკითხი ამოწურულად ჩავთვალოთ...dire :maladec:
-
თავი შეიკავე
-
ძალიან დამავალებთ, თუ შეურაცხყოფისგან თავს შეიკავებთ...dire
-
“ლუსტრაციის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირას მოეწყობა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
სხვათაშორის, ჩემო ბატონო dire , თქვენ და კიდევ ძალიან ბევრი მიშა მიშას, რომ იძახდით, მაშინ მე მის წინააღმდებ ვიბრძოდი(დაჭერილიც ვიყავი). ქვეყნის არ არევის სურვილი არ ნიშნავს მიშისტობას... ბასტა! არ ვაპირებ თქვენთან იმის მტკიცებას, რომ აქლემი არ ვარ.
-
და საიდან დაასკვენი...dire , რომ გვიხარია?
-
"ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების დევანა ისევ გრძელდება" 2009 წლის 02 08, კვირა პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” მდივანი რომან კუსიანი რამდენიმე თანაპარტიელის გატაცებაზე საუბრობს. მისი თქმით, გუშინ ხილიანის დასახლებაში მათი პარტიის წევრი არჩილ რეხვიაშვილი საკუთარი მანქანით სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ოთხმა პირმა გაიტაცა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს, საიდანაც იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამტაცებლელთა ვინაობა დაუდგენელია. კუსიანის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრს იტაცებენ და მასზე ფიზიკურ ძალადობას ანხორციელებენ. http://fact.ge/news.aspx
-
მხარს გიჭერ...asds იგივე პრობლემა მაქვს სხვა განყოფილებებში
-
ვიმკითხაოთ...machkatela ? სერიოზულად კი, ძალიან ბევრს გაამწარებენ
-
Saturn asds გაჩერდით, თორემ კაპეზეში ჩაგსვამთ სერიოზულად კი, ყოველი შემთხვევისთვის მოგიწოდებთ კორექტულობისკენ
-
ცოტა კორექტულად...Saturn
-
პირველი არხის გენდირექტორის პოსტის დაკავების მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ხვალ იწურება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ხვალ, 18:00 საათზე იწურება. მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი ამ დროისთვის წარდგენილი აქვთ ლალი მოროშკინას, ბაჩუკი ბახტაძეს და მარინა სალუქვაძეს. კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე განიხილება ყველა კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ფარული კენჭისყრით მე-2 ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა გამოვლინდება. პირველი ტურის შედეგები 6 აგვისტოს გამოცხადდება, მე-2 ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება კი 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორობის კანდიდატი ასევე ფარული კენჭისყრით 10 აგვისტოს გამოვლინდება, თანამდებობაზე კი არა უგვიანეს 20 აგვისტოს დაინიშნება. ხვალვე გაიმართება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციას დაამტკიცებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
გასაგებია და ძალიან კარგი, ჩემო ბატონო Saturn , მაგრამ ხომ გაგიგია:-"აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს"-ო
-
მართლა კარგი იქნება...Sakartwelo ... შეგიძლია გახსნა ასეთი თემა?