-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ხაინდრავა- "გამაგებინეთ, სააკაშვილი ქართველმა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არა, არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მაგარი არაობიექტური მასტია...kote-1962 -
ხაინდრავა- "გამაგებინეთ, სააკაშვილი ქართველმა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გე-ზე თათარიახნი დახურა ეს თემა სედოიმ -
გოგა ხაინდრავა-“ასეთი დიდი კრიმინალი და ასეთი კორუფცია, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებაშია, არც დაესიზმრებოდა შევარდნაძის რეჟიმს. საქართველოს შვიდი მილიარდი აქვს ვალი, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ხელისუფლებამ წამოგვკიდა კისერზე. ეს ის თანხაა, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოიპარა. ამჟამად კორუფციაში ბანაობს დაახლოებით ათასი ადამიანი, რომელთაც ეს ფული უკვე საზღვარგარეთ აქვთ გატანილი. ამ გაღატაკებული ქვეყნის პრეზიდენტს ექვსი რეზიდენცია აქვს, აქედან სამი - თვითონ აიშენა. ესენია: ავლაბრის, შავნაბადასა და წეროვანის რეზიდენციები, ორი მერაბიშვილმა დაამატა, გარდა ამისა მოხდა სრულიად უპრეცედენტო ფაქტი, ლიკანში ჩაკეტეს რომანოვების სასახლე და იქ მხოლოდ სააკაშვილს უშვებენ. არადა, მთელი ამ ათწლეულების მანძილზე ამ სასახლეში გაჩერება შეეძლო ნებისმიერ ადამიანს. რა ხდება, გამაგებინეთ, სააკაშვილი ქართველმა ხალხმა მეფედ აკურთხა? მოკლედ, ჩვენ ვცხოვრობთ ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომლის პირველი პაციენტი მე ვარ" http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107129.html ლიცემერი: ცხელა დაუდეგარ და მეამბოხე საქართველოში
-
ეს არ არის ალია-ბალია...Lo Janko, ყველა ამაზე ლაპარაკობს
-
დაპოსტე მერე...liliko ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107129.html
-
კახა კუკავა-"როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ უგულავას ამბიციებმა და აქტიურობამ, შესაძლოა, სააკაშვილის ძალაუფლებას შეუქმნას საფრთხე. თავის მხრივ, იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც უგულავაც მიეკუთვნება, დაასკვნეს, რომ სააკაშვილის მოღვაწეობის წარუმატებლობის გამო, დროა მისსავე გარემოცვაში მოიძებნოს ახალი კანდიდატი, რომელიც სააკაშვილს ჩაანაცვლებს. ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სააკაშვილის კარიერას, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც სხვა სახელისუფლებო დაჯგუფებას მიეკუთვნება და სააკაშვილის მმართველობისას არავისზე ნაკლები ფული არ უშოვია. ამიტომაც სააკაშვილმა უკვე დაიწყო გიგი უგულავას შემცვლელის ძებნა. ნათელია, რომ ბრძოლა მიდის გავლენისა და ძარცვით ნაშოვნი ქონების შესანარჩუნებლად”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107129.html ლიცემერი: მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია, წავიდეს! უზერებო, ვითომ ეს პონტია?
-
ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეტყობა შარიანი ბავშვია... ძუკუ -
ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აჰა, ჩემო ქალბატონო kisa ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს Font size: "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ ეკა ბესელიამ განუცხადა, ქობულეთის პოლიციამ შსს-ს ინსტრუქციით იმოქმედა, მისი შვილის, ძმისა და ორი თანმხლები პირის დაკავების საფუძველი კი არ არსებობდა. ‘’ეს არის მერაბიშვილის უწყების მხრიდან შეურიგებელი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ანგარიშსწორება. არ მივდივარ მათთან მოლაპარაკებებზე, მათ შორის - პოლიტპატიმრების საკითხებზე; არ ვხვდები მერაბიშვილს და ამით გამისწორდნენ. მზად ვარ, გავუძლო ზეწოლა’’, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ მის შვილს, რატი მილორავას, ძმას, სერგო ბესელიას და მათ თანმხლებ პირებს, ვალერი კირვალიძეს და როინ ცაგარელს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ‘’გუშინ ისიინი ქობულეთში, ერთ-ერთ ბარში 20 :00 საათზე ვახშმობდნენ. დაახლოებით 21 :00 საათზე იქ შევარდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და დააკავეს. დაკავებული ოთხი პირიდან ორი, მათ შორის ჩემი შვილი არასრულწლოვანია. 8 საათი პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. რაღაცას არკვევდნენ. დაზარალებულებიც მოგვიანებით, დაკავების შემდეგ მოძებნეს. შსს-დან მიიღეს დავალება დაკავების შესახებ’’,-განაცხადა ბესელიამ, რომლის ინფორმაციითაც, დაკავებულები ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ საღამოს ქობულეთში დააკავეს რატი მილორავა, სერგო ბესელია, ვალერი კირვალიძე და როინ ცაგარელი. შსს-ს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1978 წელს დაბადებულ დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფებარ ‘’ელზაში’’. მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფებარის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჭედავს -
ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლიტიკის სუნი ასდის, ჩემო kisa . წყალწაღებული ხელისუფლება რადიკალებს ებრძვიან -
ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს შს სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რატი მილორავა, ვალერი კირვალიძე, სერგო ბესელია და როინ ცაგარელი დააკავეს. რატი მილორვა “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ეკე ბესელიას შვილია, სერგო ბესელია კი - მისი ძმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფე “ბარ ელზაში”, ამ დროს მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფის თანამშრომლებმა გამოძახეს პოლიცია. როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეკა ბესელია შვილისა და ძმის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: "აღარსად სამართალი აღარ იყო ღა". არ მითხრათ ახლა , ხელისუფლება ბესელია მარგინალის განეიტრალებას ცდილობსო
-
ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს შს სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რატი მილორავა, ვალერი კირვალიძე, სერგო ბესელია და როინ ცაგარელი დააკავეს. რატი მილორვა “მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ეკე ბესელიას შვილია, სერგო ბესელია კი - მისი ძმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო კაფე “ბარ ელზაში”, ამ დროს მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც კაფის თანამშრომლებმა გამოძახეს პოლიცია. როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
09:38 / 20-08-2009 სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს ქართულ პრესაში მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში არ შემწყდარა ლაპარაკი სახელისუფლებო ეშელონებში არსებულ დაპირისპირებაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან ერთხმად ადასტურებდნენ, რომ "სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს." ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის მოულოდნელ გაუჩინარებას ასახელებდნენ. სუბელიანი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც არ გამორიცხავენ. მას, სავარაუდოდ, დევნილებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან, თუმცა არ არის გამორიცხული, თბილისის მერიაში, კერძოდ, კეთილმოწყობის სამსახურში მისი მუშაობაც გაიხსენონ. შეგახსენებთ, მაშინ სუბელიანის უწყებისთვის გამოყოფილი 200 მილიონი ლარის ხარჯვის დოკუმენტს "გრიფი საიდუმლო" დაადეს, რასაც კონსერვატიული პარტია აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ სუბელიანი ამ თანხას არამიზნობრივად განკარგავდა. მაშინ ხელისუფლებამ ამ საქმის ჩასაფარცხად ყველაფერი გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს უგულავაც და სუბელიანიც ხელისუფლების გარკვეულ დაჯგუფებას გულზე აღარ ეხატება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მერაბიშვილის უწყებაში ძველი ამბებიც გაიხსენონ. როგორც ამბობენ, უგულავასა და მერაბიშვილს შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც ძველი თბილისის რაიონის ყოფილმა გამგებელმა ლაშა ფურცხვანიძემ, რომელიც უგულავას პოლიტიკური გუნდის წევრიც გახლდათ, თავის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე გვესაუბრება კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა: - დაზუსტებით თქმა, რა ხდება სახელისუფლებო ეშელონებში, რთულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა პოლიტიკასაც სააკაშვილის ხელისუფლება ატარებს. ეს არის კრიმინალური პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის კულუარულია. თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, ჭორად გავრცელებული ამბავი ხშირად სიმართლე გამოდგება ხოლმე. ისე, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ სახელისუფლებო გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის. გახსოვთ, არცთუ დიდი ხნის წინ ქართული ხელისუფლებისგან მართული ტელემედიის საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემა უგულავა და მისი საგმირო საქმეები იყო. როგორც ამბობენ, სატელევიზიო მედიას სწორედ ის აკონტროლებდა. უკვე კარგა ხანია უგულავა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის აღარ ჩანს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა მოხდა? აშკარაა, ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი სახელისუფლებო ასპარეზზე გიგი უგულავას პოზიციების შერყევას ცდილობს. როგორც ვიცი, დაკავებულია გიგი უგულავასთან დაახლოებული რამდენიმე პირი. მათ შორის, ნიკა რურუას ძმის მეგობარი გიორგი მიქაძე, რომელიც ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის სახელისუფლებო დაჯგუფების წევრად მოიაზრებოდა. როგორც ამბობენ, აპირებდნენ ვიცე-მერის და უგულავას მარჯვენა ხელის მამუკა ახვლედიანის დაკავებასაც, მაგრამ უგულავას უშუალო ჩარევით ამჯერად მოხერხდა ახვლედიანის გადარჩენა. - როგორ ფიქრობთ, რის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ უგულავას? - როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ უგულავას ამბიციებმა და აქტიურობამ, შესაძლოა, სააკაშვილის ძალაუფლებას შეუქმნას საფრთხე. თავის მხრივ, იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც უგულავაც მიეკუთვნება, დაასკვნეს, რომ სააკაშვილის მოღვაწეობის წარუმატებლობის გამო, დროა მისსავე გარემოცვაში მოიძებნოს ახალი კანდიდატი, რომელიც სააკაშვილს ჩაანაცვლებს. ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სააკაშვილის კარიერას, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც სხვა სახელისუფლებო დაჯგუფებას მიეკუთვნება და სააკაშვილის მმართველობისას არავისზე ნაკლები ფული არ უშოვია. ამიტომაც სააკაშვილმა უკვე დაიწყო გიგი უგულავას შემცვლელის ძებნა. ნათელია, რომ ბრძოლა მიდის გავლენისა და ძარცვით ნაშოვნი ქონების შესანარჩუნებლად. იმაზე, რომ საქართველოს მთავრობაში კობა სუბელიანი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მოხელეა, კარგა ხნის წინ, ჯერ კიდევ მისი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსობისას ვლაპარაკობდით. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ გამოვითხოვეთ კონტროლის პალატის დასკვნა იმის თაობაზე, როგორ იხარჯებოდა სუბელიანის მაშინდელი სამსახურის ბიუჯეტი, თუმცა 200 მილიონი ლარის ხარჯვას "გრიფი საიდუმლო" ჰქონდა დადებული. არადა, კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციაში შედიოდა ქალაქის დაგვა -დასუფთავება, არანაირი საიდუმლო ხარჯები იქ არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ფული მიზნობრივად რომ დახარჯულიყო. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სუბელიანი ლტოლვილებისთვის გამოყოფილ თანხებსაც ასევე "მიზნობრივად" განკარგავდა. - როგორც ამბობენ, შემოდგომისთვის სერიოზული ცვლილებები იგეგმება მთავრობაში... - კარგი, რა, რა ცვლილებები?! დაატრიალებენ კიდევ ერთ კარუსელს და ეგ იქნება. სერიოზული ცვლილება, იცით, რა იქნებოდა, თუ სააკაშვილი მერაბიშვილს მოხსნიდა, თუმცა ეს არ მოხდება. სახელმწიფოში, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, არ არსებობს ვანო მერაბიშვილზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა. აქედან გამომდინარე, მისი შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან ეს, პრაქტიკულად, ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს. აბა, გარემოს დაცვის მინიტრად ვის დანიშნავენ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ ვხედავთ, რომ რეალური ცვლილებები არსად, არც ერთ სფეროში არ ხორციელდება, ხელისუფლებას ამის ნება არა აქვს, შესაბამისად, მინისტრის შეცვლა საქმეს არ შველის. სააკაშვილს ძალიან უნდა, მოჩვენებითი რეფორმებით გავიდეს ფონს, მაგრამ შეუძლებელია ამ კლოუნობითა და პიარაქციებით თავს უშველოს. არის ასეთი გამოთქმა: "შეიძლება ბევრი ხალხი მოატყუო ცოტა ხნით ან ცოტა ხალხი მოატყუო დიდი ხნით, მაგრამ ბევრი ხალხის დიდი ხნით მოტყუება შეუძლებელია." მოკლედ, სააკაშვილის ტყუილებს ვადა გაუვიდა. კი ამბობს, ბათუმი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქიაო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, შადრევნების გახსნა და ფასადების შეღებვა ბევრს არაფერს ცვლის. სამწუხაროდ, ბათუმი ჯერაც ყველაზე დანგრეული და განუვითარებელი კურორტია მთელი შავი ზღვის სანაპიროზე. ყველამ იცის ისიც, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველოში რეალური ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია. საკადრო გადაადგილებებსა და კარუსელებს ადრე შეიძლება კიდევ მოჰქონდა ხელისუფლებისთვის რაღაც დივიდენდები, მაგრამ დღეს ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. - თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, სააკაშვილი წარმატებით ინარჩუნებს ძალაუფლებას... - ვერ ვიტყოდი, რომ წარმატებულად ინარჩუნებს. ყველა კვლევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ამერიკულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს, აჩვენებს, რომ დღეს სააკაშვილის რეიტინგი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე 2007 წლის 7 ნოემბერს იყო. მას თბილისში 10-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. - საქართველო მარტო თბილისი არ არის, ეს აქციებისასაც გამოჩნდა. ოპოზიცია თითქოს გეგმავდა რეგიონებში გასვლას, თუმცა... - ეს არის "ეროვნული ფორუმის" სტრატეგია და არა მთელი ოპოზიციის. მართებულად არ მიმაჩნია, რომ რეგიონებში შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება. ჩემი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თბილისში. საქმე ისაა, რომ ამისთვის რეგიონებში გაცილებით ნაკლები რესურსია, ნაკლებია გამჭვირვალობა, რადგან სახელისუფლებო პროპაგანდა ტელევიზიების საშუალებით იქ გაცილებით კარგად მუშაობს. ამიტომაც რეგიონებში გაცილებით სუსტია ოპოზიცია და ნაკლები შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებასთან დაპირისპირების. - ვრცელდება ინფორმაცია ახალი ოპოზიციური ალიანსების შესახებ, მაგალითად, ამბობენ, რომ კონსერვატიული პარტია, ,"ეროვნული ფორუმი" და ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანდებიან, ახალი ალიანსის ლიდერი კი სოზარ სუბარი იქნება. - პრესაში ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს. როდესაც ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ძირითადი ოპოზიციური ძალების ერთიანობას. რაც შეეხება სოზარ სუბარს, მან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა პოლიტიკაში. http://www.ambebi.ge/politika/9056-saakash...s-aghtsevs.html ”ყველა სიახლე”
-
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kote-1962 liliko ახალი ალიანსი იკვეთება http://s4.rimg.info/4e1f5ebad4ed429a2f69d90b630aa0a7.gif -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთლად ასე წყალწაღებულებიც არა ვართ...liliko http://s13.rimg.info/e0db4917c9ae15f04552fd6cd834e90e.gifhttp://s13.rimg.info/05a1f90c016b54e5c5efbce3554ae695.gifhttp://s13.rimg.info/e0db4917c9ae15f04552fd6cd834e90e.gifhttp://s13.rimg.info/05a1f90c016b54e5c5efbce3554ae695.gifhttp://s13.rimg.info/a41f06a4555b041d64e496b9f38f316f.gifhttp://s13.rimg.info/0da9c5a2981913f7c43102bc718d4ea2.gif -
ბიუჯეტი არ მიხსენებია...kisa
-
ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალია 20.08.2009 თბილისი.20.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". გერმანიის ფედერალურმა კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. ჟურნალმა ფორბსმა თავისი არჩევანი მერკელის სასარგებლოდ მეოთხედ გააკეთა. გასულ წელს საკუთარი არჩევანის მიზეზად ჟურნალმა მერკელის მიერ გერმანიის ეკონომიკის აყვავებაში შეტანილი წვლილი და უმუშევრობის დონის შემცირება დაასახელა. მიმდინარე წელს ამ მაჩვენებლების გაუარესების მიუხედავად მერკელი კვლავ პირველი გახდა. წელს ჟურნალი მისი წარმატების არგუმენტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, "ჩრდილოეთის ნაკადის" პროექტში შეტანილი წვლილს და კონცერნ ოპელის წილის შეძენაში რუსეთის მხარდაჭერას ასახელებს. რეიტინგში მეორე ადგილზე ანაბრების დაზღვევის აშშ-ს ფედერალური კორპორაციის (The Federal Deposit Insurance Corp., FDIC) თავმჯდომარე შეილა ბეირი, მესამე ადგილზე კი ამერიკული კომპანია PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი ინდრა ნუი აღმოჩნდა. ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: Anglo American-ის აღმასრულებელი დირექტორი სინტია ქეროლი; Kraft Foods-ს ხელმძღვანელი აირენ როზენფელდი; კორპორაცია Temasek Holdings-ს მმართველი ჰო ჩინგი (სინგაპური), DuPont -ის მმართველი ელენ კულმანი, WellPoint-ის გენდირექტორი ანჟელა ბრეილი, ფრანგული კომპანია Areva-ს შეფი ენ ლოვერჯენი, Sunoco-ს ხელმძღვანელი ლინ ილსინჰა. . ჰილარი კლინტონმა რეიტინგში მხოლოდ 56-ე ადგილი მოიპოვა, ხოლო მიშელ ობამამ მე-40. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12963
-
და რატომ არ უნდა დადიოდეს?
-
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე კიდო პოლ ვალერის საზარელი პარადოქსი მინდა გაგახსენო: "თუ სიავეს ყველა კეთილი თვალით უყურებს, ის სიკეთეა"...kisa -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უბრალოდ შეცდომა მომივიდა -
http://ipicture.ru/ ყველაზე ფაიზაღია
-
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კისა რა შუაშია? -
მიმართვა ღირსებააყრილ და უუნარო საზოგადოებას!
ლ ი ც ი replied to liliko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არაფერში არ გეთანხმები, ქალბატონო http://img34.imageshack.us/img34/5161/lilllllll.th.jpg -
ბატონო Saturn , ქალბატონ kisa-ს ძლიერ აინტერესებს: რა ნაბიჯები იყო გადადგმული? + ის ამბობს, რომ მადლობელი დაგრჩებათ, თუ პუნქტობრივად ჩამოწერთ
-
საქართველო! შენ ვინ მოგცა მიშა დასაკარგავი?!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰეი, მე ეს თემა ჩასაძირად არ გამიხსნია მიშასავით უკვდავი უნდა იყოს :husein: