Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. კონსტანტინე გამსახურდია:- "პატარა ბავშვი კი არ ვარ, ვაბაკუცნო ფეხები და ვიყვირო, სათამაშო მინდა-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტობა მეკუთვნის, მე მირჩევნია, ეს სხვამ თქვას". http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107215.html ლიცემერი: თურმე ნუ იტყვით და კვარცხლბეკზე შესკუპებაბა ნდომებია კოკოს, არადა უსუსტესი და უსუსური პიროვნებაა . მაგრამ ეს ხომ საქართველოა, სადაც ზღვარგადასული ამბიცია მიღებული პონტია. უჩემოდ ვინ იმღერეთა?!-ბრაზობს კოკო, მე ხომ მამაჩემის პაროდია ვარ, ესე იგი, არავის არა აქვს უფლება "ნევიჟუ" გამიკეთოს, ხელი მკრას, თამაშიდან გამომაგდოს. უზერებო, რას იტყვით, აქვს თუ არ შანსი კოკოს, რომ როდესმე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი
  2. დიმიტრი ორეშკინი - რუსეთს რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ ეღიარებინა, ამ რეგიონებში რუსული ჯარის საოკუპაციო სტატუსის აღიარება მოუწევდა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107193.html
  3. არადა, თუ მოინდომებდა, დარწმუმებული ვარ, ის(ცენტრი) ადვილად შეძლებდა ამას...ძუკუ
  4. ლაშა ჟვანია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ბენდუქიძის გუნდთან დაპირისპირებას უკავშირებს 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს ეკონომიკური განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ბენდუქიძის გუნდთან დაპირისპირებას უკავშირებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟვანიამ განაცხადა, ეს დაპირისპირება აუცილებლად იქნებოდა, რადგან მინისტრად დანიშვნის შEმდეგ მან გაატავისუფლა ორი მოადგილე, რომელიც სწორედ ბენდუქიძის გუნდს წარმოადგენდა. "ჩემი მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბევრი და სფუძვლიანი მიზეზების გამო ორი მოადგილე გავუში. ბუნებრივია, ეს დაპირისპირება თავიდანვე ჩადებული იყო. მე მქონდა კონცეპტუალური და აბსოლუტურად შეუსაბამობა პოლიტიკაში ამ გუნდთან, რომელსაც ჰქვია ბენდუქიძის გუნდი და ბუნებრივია, ეს როდესღაც ლოგიკურ დასასრულს იპოვიდა. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ საჭირო არის ასეთ პირობებში გავაგრძელო მუშაობა პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც მაქვს შეუთანხმებლობას. უმჯობესია, წავიდეს ეკონომიკის მინისტრი და დარჩეს ის გუნდი, რომელიც ერთობრლივად იმუშავებს და მიაღწევს გარკვეულ შედეგებს", _ განაცხადა ჟვანიამ. შეაგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამინისტროს არაკოორდინირებული მუშაობის გამო უკმაყოფილოა, რის გამოც ჟვანიას თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისივე თქმით, საქართველოში შემოსულ ინვესტორებს არ ეძლეოდათ ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები მინიმალურია. პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრის ახალ კანდიდატურას პრეზიდენტს ორ კვირაში წარუდგენს. .............................................................................................................................................. ლაშა ჟვანია: გილაური ბევრ რამეს ეწინააღმდეგება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტსაც 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ეკონომიკის განვითარების ყოფილი მინისტრმა ლაშა ჟვანიამა პრემიერის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ გილაური ძალიან ბევრ რამეს ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც. მისი თქმით პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს მისი წარმატებული მუშაობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, როგორც მისი ელჩობის დროს, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს. მისი თქმით, სწორედ ეს გხდა მისი მინისტრად დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზი. "ბრალდებას, რომ თითქოს ინვესტიციების შემოსვლას ვაბრკოლებდი, ვერ დავიბრალებ. რვა თვის განმავლობაში ჩვენ შევასრულეთ 202 პროცენტით პრივატიზაციის გეგმა. უფრო დეტალურად - პრივატიზაციის წლიური გეგმა გახლდათ 76 მლნ ლარი. უკვე 7 თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოსულია 117 მლნ ლარი. მომავალში კიდევ გაცილებით მეტი შემოსავალია დაგეგმილი", _ განაცხადა ჟვანიამ. შეაგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამინისტროს არაკოორდინირებული მუშაობის გამო უკმაყოფილოა, რის გამოც ჟვანიას თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისივე თქმით, საქართველოში შემოსულ ინვესტორებს არ ეძლეოდათ ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები მინიმალურია. პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური განვითარების მინისტრის ახალ კანდიდატურას პრეზიდენტს ორ კვირაში წარუდგენს. ....................................................................................................................................................... ალექსანდრე კვიტაშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან "პრობლემებს" ადასტურებს 21.08.2009 თბილისი.21.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა პრემიერ-მინისტრის შენიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან დაადასტურა, რომ 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს სამინისტროს მხრიდან სუბიექტურ ფაქტორების გამო არ მომხდარა. მისი განცხადებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. "7 თვის განმავლობაში ინვესტიციების დაზღვევის შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, რის გამოც პროვბლემები შეექმნა ჯანდაცვის სამინისტროს მუშობას", _ განაცხადა კვიტაშვილმა. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13066
  5. ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107215.html
  6. გოგა ხაინდრავა ეკა ბესელიას შვილისა და ძმის დაპატიმრებას ტერორს უწოდებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს უკვე პოლიტიუმორია
  7. ლაშა ჟვანია - ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, ნიკა გილაური საკმაოდ სუსტი პრემიერია. ‘’მან არ იცის კარგად მართვისა და მენეჯმენტის საკთხები’’, - აღნიშნა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მან გაიხსენა პრემიერად გილაურის დანიშვნის პერიოდში პრეზიდენტის განცხადება, რომ მოხდა ტექნიკური გადანაცვლება. კერძოდ, მგალობლიშვილის წასვლის შემდეგ ვიცე-პრემიერი გილაური გადავიდა პრემიერად. ‘’ეს გადანაცვლება ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ჩემი მინისტრად დანიშვნის დროს პრემიერი იყო ჩემი მეგობარი გეგა მგალობლიშვილი, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგა იმუშავა ეკონომიკის მიმართულებით’’, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  8. და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში
  9. გაბრაზებული და + გაუწონასწორებელი ფსიქიკის(ზვიადი, მიშა) მქონე ადამიანებისთვის, ჩემო ბატონო vitaminC
  10. ყველას გვსმენია აქა-იქ მოარული ხმები , რომ ზვიად გამსახურდიას იოლი გამარჯვება ხელისუფლებისთვის ბრძოლაში კომუნისტებთან ფარულმა ალიანსმა განაპირობაო. არა მგონია ეს სინამდვილეს შეეფერებოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცენტრს დიდად არ შეუშლია მისთვის ხელი. ჩემი აზრით, ცენტრმა ზუსტად გათვალა და აკიდა უზარმაზარი ტვირთი ეროვნულ ხელისუფლებას, იმ იმედით, რომ დანარჩენს თვითონ ეს ტვირთი იზამდა. სამწუხაროდ ასეც მოხდა. მაშ, ასე, ეს იყო ალიანსი თუ ცენტრის მიერ ზუსტად გათვლილი სვლა? პ.ს. ჩემი აზრით, მიშასთან მიმართებითაც რუსეთმა იგივე სცენარი გაითამაშა
  11. მედვედევი ტერორისტების უპირობო ლიკვიდაციას ითხოვს თბილისი.20.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დემიტრი მედვედევი ექსტრემისტული და ტერორისტული ხასიათის საქმეებზე ტერიტორიული პრინციპით სასამართლოს გამართვის შეცვლის ინციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება მედვედევმა სტავროპოლში უშიშროების საბჭოს გასვლით ხსდომაზე გააკეთა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად "ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის და ტერორისტილ-ექსტრემისთული საფრთხეების ნეიტრალიზაციის ღონისძიებების შესახებ" იმსჯელეს. მისი თქმით, საფრთხეებთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია სამართლებლივი ველის ცვლილებაზე ფიქრი. "არსებობს რამოდენიმე წინადადება, შესაძლებელია მისი განხილვა" განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ " შესაძლებელია უახლოეს მომავალში მივიღოთ გადაწყვეტილება ტერიტორიული პრინციპით გასამართლების შეცვლის შესახებ ექსტრემისტული და ტერორისტული ხასიათის საქმეებზე, რათა ბანდიტებმა და კორუმპირებულებმა ვერ შესძლონ სასამართლოზე ზეწოლა". საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ტერორისტებს დაუნდობლად უნდა გაუსწორდნენ და დასძინა, "მათთან უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, და მათი უყოყმანო ლიკვიდაციით, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ". მედვედევმა აღნიშნა, რომ იმ დანაშაულისთვის რაც ბოლო დროს ინგუშეთში პრეზიდენტის, სამართალდამცავების, უბრალო მოქალაქეებისა და უფლებათადამცველების წინააღმდეგ განხორციელდა დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის დანაშაულებები რაც ჩრდილოთ კავკასიაში ხდება არა მხოლოდ გარე ფაქტორებიდან მომდინარობს, არამედ უკავშირდება შინდა პრობლემებს _ კორუფციას, სოციალურ ეკონომიკურ სიძნელეებს. "ამ მოვლენის აღმოფხვრა ჩვნი ამოცანაა", - განაცხადა მედვედევმა. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13008 100% უკუპროდუქტიულ შედეგს მიიღებს
  12. მეზობელ ფორუმზე გახსენი მეზობელ ფორუმზეც მოგილოცე
  13. მრავალჟამიერ, ბატონო ნიკუშა მარქს :maladec:
  14. დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად დამნაშავეთა ჯგუფის სამი წევრი დაიღუპა სიახლე!!! "ინტერპრესნიუსი" უკვე თქვენს მობილურში 20 / 08, 2009 15:52 დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად დამნაშავეთა ჯგუფის სამი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, სამივე დამნაშვის ვინაობა ცნობილია. ცნობილია, რომ ისინი რუს გენერალ-მაიორ ვალერი ლიპინსკიზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, სპეცოპერაცია დამნაშავეთა წინააღმდეგ ერთდროულად ქალაქის ორ ნაწილში განხორციელდა. დამნაშავეებმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ერთი უდანაშაულო ადამიანი დაიჭრა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  15. ბესელია- ‘’ეს არის მერაბიშვილის უწყების მხრიდან შეურიგებელი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ანგარიშსწორება" აი ეს მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება ყველა კრიმინალური შემთხვევა პოლიტიკურად შევღებოთ...newstudio
  16. არ არის ის მასტი, რომ მე მეწყინოს. მიუხედავად ჭარმაგი ასაკისა უცადი ყმაწვილის გონებრივი არეალი აქვს. ასე რომ, მაგისთანებისგან არაფერი არ მწყინს
  17. აუუუ, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. სედოი და დიმპიტა, მაგარი ტანდემია, "ჩერესჩურ
  18. ამ თემაში კარგად იკითხება მისი პოზიცია...Lo Janko http://forum.ge/?f=29&showtopic=34002432&st=0
×
×
  • შექმენი...