Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ახლანდელი კულტურის მინისტრ ნიკა რურუას კანდიდატურა. წყარო: “მთელი კვირა” 17.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106879.html ლიცემერი: მაგარი აცრილი ვარ ამ მასტზე, მაგრამ , ჩემი აზრით, მოცემულ სიტუაციაში შესაფერისი კანდიდატურაა. რას იტყვით?
  2. შალვა რამიშვილი ციხიდან აგვისტოს ბოლოს გამოვა 17.08.2009 ტელეკომპანია 202-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 26 აგვისტოს დატოვებს. ამის შესახებ პირველს მსჯავრდებულის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ განუცხადა. პირველი დაკავებულის მეუღლეს თეა აბაშმაძესაც ესაუბრა, რომელიც რამიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჯერჯერობით, ინფორმირებული არაა. -შალვა სასჯელაღსრულების დაწესებულებას 26 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში დატოვებს. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მისი სამომავლო გეგმების შესახებ კი მეც არაფერი ვიცი, - განაცხადა აბაშმაძემ. როგორც ცნობილია, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება იმ ვიდეო-მასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს თავად ბექაურმა გადასცა, რომელიც მან ფარული ვიდეოკამერით გადაიღო. აღსანიშნავია, რომ შალვა რამიშვილს არაერთხელ შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება და მას ამისათვის პრეზიდენტის სახელზე შეწყალების დაწერა მოსთხოვეს, თუმცა რამიშვილმა შეწყალებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შალვა რამიშვილი ცნობილი მულტსერიალის დარდუბალა ავტორი და სცენარისტი იყო. რამიშვილი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ვარდების რევოლუციაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა. http://presa.ge/index.php?text=news&i=9236
  3. საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის საზღვრების არალეგალურად არ გადაკვეთონ 17.08.2009 თბილისი.17.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს საგარეო უწყებამ საქართველოს იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომელნიც არალეგალურად იმყოფებიან ან არალეგალური მეთოდებით ცდილობენ გადალახონ უცხო ქვეყნის საზღვრები განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ უცხო ქვეყანაში არალეგალურად შესვლა ან ცხოვრება, თავი შეიკავონ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისაგან და ნუ ენდობიან ისეთ შეთავაზებებს, რომლებიც მოიცავს დაპირებებს საზღვრის გადაკვეთის, სამუშაოს დაწყების, დევნილის სტატუსის მოპოვებისა და სხვა პრივილეგიებით სარგებლობის საშუალებებს. "ხშირ შემთხვევაში ასეთი შემოთავაზებების მიღება მთავრდება მოქალაქეთა ტრეფიკინგის მსხვერპლად გადაქცევით, მათი ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესებითა და სიცოცხლის ხელყოფითაც კი", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ იშურებენ ძალისხმევას, ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, კონკრეტული ფაქტების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ადგილსამყოფელი ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობის უხეში დარღვევების შემთხვევაში, მოქალაქეთა უმრავლესობა ხვდება უცხოელთა სადეპორტაციო განყოფილებებში ან, უარეს შემთხვევაში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12759
  4. დოკუმენტი, რომელშიც ახალი არაფერია...kisa ეს მე დაგიდე ინფორმაცია, რომელიც მართლა იძლევა საშუალებას დასკვნა გააკეთო, მაგრამ შენ წიხლი მიკარი მალობის მაგიერია?
  5. 17-08-2009 ახალი საფრთხეები საქართველოს საზღვრებზე - დასუსტებულ რუსეთს მადა უძლიერდება "მზიანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთისნაირი მტაცებელი სახელმწიფო ჰყავს მეზობლად", - შექმნილი მდგომარეობა ამგვარად არაერთხელ შეუფასებიათ როგორც დასავლელ და ქართველ, ასევე რუს ექსპერტებსაც და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გეგეშიძე საქართველოს საზღვრებთან არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება. - ბატონო არჩილ, რა მდგომარეობაა ამჟამად მამისონის უღელტეხილზე? - იგივე ვითარება რჩება, რაც ადრე იყო. როგორც ცნობილია, ქართველმა მესაზღვრეებმა 40-50 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხიეს, რუსი მესაზღვრეები ჩვენკენ არ გადმოწეულან, მაგრამ მამისონის უღელტეხილზე დგანან და აღნიშნული ტერიტორია თითქმის ნეიტრალურ ზონად მიიჩნევა... საბჭოთა რუკის მიხედვით, ეს ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც სხვა დანარჩენი. ეს პრობლემაც წინასწარ იყო გათვლილი. ახლა ოსებს ამ ტერიტორიაზე აქვთ პრეტენზია. - და არა მარტო, როგორც ცნობილია, მათი პრეტენზია იქ არ მთავრდება? - დიახ, რაჭის შემდეგ ყაზბეგის რაიონსაც გადახედეს. შევარდნაძის ხელისუფლების "დამსახურებით", ორი კილომეტრი მაშინ მიითვისეს. ამჟამად საზღვარზე სიმშვიდეა, მაგრამ თვითონ რაიონს უმიზნებენ, კოკოითს თრუსოს ხეობა და ყაზბეგის რაიონიც უნდა. - რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზებსა და რუსებს საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდათ... - დიახ, ეს უთანხმოება, პირველ რიგში, რუსების მხრიდან ერთგვარი წესრიგის აღდგენას უკავშირდება, ანუ მათ იციან, რომ ენგურის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზ მესაზღვრეებს შორის წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ბიზნესგარიგებები იყო და ხშირად ეს გარიგება სისხლიანი გარჩევების მიზეზი ხდებოდა. ამიტომაც, აფხაზეთის ხელისუფლება აიძულეს, მათივე მოთხოვნით, იქ რუსი მესაზღვრეები დამდგარიყვნენ. ამით აფხაზებს დამატებითი შემოსავალი მოუსპეს. - ამით ე.წ. აფხაზეთის საზღვრის გამაგრება უნდათ, თუ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა? - ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის გაწყვეტა და რაც მთავარია, საზღვრის კონტროლი, თუმცა აფხაზები ამაზე ბოლომდე მაინც ვერ დაითანხმეს და ახლა ენგურის საზღვრისპირა პერიმეტრს ორივე მხარე ერთად აკონტროლებს. ამას არ თმობენ აფხაზები და ამიტომაც მათ შორის დაუსრულებელი დაპირისპირებაა. - ბატონო არჩილ, რა მექანიზმი დარჩა საქართველოს ხელისუფლებას საზღვრების გასაკონტროლებლად? - ძნელია რუსეთისნაირ სახელმწიფოსთან მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება რამეს გახდეს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას უკვე ამოუვიდა ყელში რუსეთის ამბიციები. მას სერიოზული პრობლემები აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან და გარდა ამისა, თვითონ რუსეთშიც მთელი რიგი რყევებია მოსალოდნელი. ამიტომაც, ეკონომიკურად და მორალურად დასუსტებულ რუსეთს სხვის ქვეყნებზე უჭირავს თვალი. მან ასეთ პოლიტიკას მიმართა - "ბეი ჩუჟიხ, შტობი სვოი ბოიალის". ამის მიუხედავად, რუსეთის ნგრევა გარდაუვალია. ამას რუსი ექსპერტებიც შიშობენ და ვარაუდობენ და არცთუ უსაფუძვლოდ. ჟურნალი "რეიტინგი"
  6. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჯვრიანი დროშები ექსტერემისტული საშუალებების სიაში შეიტანა 17.08.2009 თბილისი.17.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ფედერლური ექსტერემისტული საშუალებების სიაში შეიტანა ნებისმიერი დროშა, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე "კანონგარეშე" აღმოჩნდა რუსეთის საღვაო ფლოტის ანდრეევის დროშა და შემდეგი ქვეყნების სახელმწიფო დროშები: ავტრალია, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, დანია, დომინიკის რესპუბლიკა, ისლანდია, ახალი ზელანდია, ნორვაგია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, იამაიკა. ამის გარდა, აკრძალვას ექვემდებარება საერთაშორისო წითელი ჯვრის დროშა, ასევე რუსეთის სამი რეგიონის _ ბელგოროდის მხარის, მარიი ელისა და უდმურტიის დროშები. სავარაუდოდ, ექსტრემისრულად აღიარებულია მართლმადიდებლური დროშებიც. რუსეთის კანომდებლობის მიხედვით, ექსტერემისტული საშუალებების წარმოება და გავრცელება, რომელიც ფედერალურ სიაშია ჩართული, ან მათი შენახვა გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით 1 ათასი რუბლიდან სამი ათას რუბლამდე ან 15-დღიანი პატიმრობით. იმავე დანაშაულისთვის იურიდიული პირებს მოქმედება შესაძლებელია შეუწყდეთ 90 დღემდე. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12750 ლიცემერი: მდაას! რუსეთი ფსიქოლოგიურად ისევ სოციალისტურია :ena:
  7. kisa რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოს გასვლა დსთ-იდან უბრალო მოქალაქეებზე ნეგატიურად აისახება 17.08.2009 თბილისი.17.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". "საქართველოს გასვლა დამოუკიდებლი ქვეყნების თანამეგობრობოდან ნეგატიურად აისახება უბრალო მოქალაქეებზე", _ ასეთი კომენტარი გააკეთეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში საქართველოს მიერ დსთ-ის დატოვებასთან დაკავშირებით. "არ არის საჭირო დრამატიზება, ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს _ საქართველო კი სწორედ ასეთია _ უფლება აქვს, განსაზღვროს თავისი მონაწილეობა ამა თუ იმ ორგანიზაციაში. ეს ნებისიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა", - დააკონკრეტეს რუსეთის საგრეო უწყებაში. ამავდროულად ლავროვის უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს გასვლა დსთ-იდან ნეგატიურად აისახება უბრალო მოქალაქეებზე. რუსეთის საგარეო უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ნეგატიური ასახვა უნდა პოვოს თანამეგობრობის დატოვებამ უბრალო მოქალქეებზე. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო ყველა იმ ხელშეკრულებაში რჩება, რომელიც დსთ-ში ყოფნის პერიოდში ორგანიზაციის ფარგლებში გააფორმა. 1993 წლიდან საქართველოს სულ 113 არასამხედო ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12744
  8. kisa საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შემდეგ გაგრძელდება ყველა ხელშეკრულება, რომელიც დსთ-ს ფარგლებშია გაფორმებული 17.08.2009 თბილისი.17.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შემდეგ გაგრძელდება ყველა ხელშეკრულება, რომელიც დსთ-ს ფარგლებშია გაფორმებული. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯალაღანიას თქმით, საქართველო დსთ-ს ხვალ ოფიციალურად დატოვებს, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაგრძელდება ის კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დსთ-ს ქვეყნებთან აკავშირებს. "ხვალ, 18 აგვისტოს სრულდება ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო დსთ-ს ოფიციალურად დატოვებს. ვენის 69-ე კონვენციის თანახმად, საქართველო მონაწილეობს ყველა ხელშეკრულებაში, რომელიც დსთ-ს ფარგლებში იქნა გაფორმებული. საქართველოს ხელისუფლება ასევე მზად არის, გააგრძელოს ის კეთილმეზობლური ურთიერთობა, რომელიც საქართველოს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან აკავშირები", _ განაცხადა დავით ჯალაღანიამ. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12690
  9. დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოგვიწევს, ჩემო დიტო, რუსეთმა თავად ჩადო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება
  10. მასეა, ჩემო დიტო, რუსეთი აუცილებლად მოიმკის იმას, რაც დათესა
  11. ადამიანების სიკვდილი მეც არ მიხარია, ჩემო დიტო, მაგრამ რუსეთის პედერაციას , რომ დედა ##### ეს მართლა ძლიერ მახარებს
  12. ინგუშეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106879.html
  14. ვასილ ჭყოიძე - საქართველო რომ დსთ-დან არ გამოსულიყო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაეწყვიტა, ეს ჩვენი მხრიდან დაკარგული ტერიტორიების დე-იურე აღიარება იქნებოდა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106909.html მე ვეთანხმები...liliko , -შენ?
  15. +ნირვანაში გახვეულს ვნების მეწამულურმა ალმურმა უნდა გაგკრას...kisa :love2:
  16. ესენგედან გამოსვლა განცხადების მიცემიდან 1 წელიწადში ხდება., ჩემი დიტო
×
×
  • შექმენი...