Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. კი ბატონო სხვათაშორის მე და ბატონმა ძუკუმ გავიცანით ერთმანეთი
  2. Станцию сотовой связи "Вымпелком" и газопровод обстреляли в Дагестане 08:51 19/08/2009 МОСКВА, 19 авг - РИА Новости. Неизвестные во вторник в Кумторкалинском районе Дагестана обстреляли базовую станцию сотовой связи ОАО "Вымпелком" (торговая марка "Билайн") и газопровод местного значения, сообщил в среду РИА Новости по телефону источник в правоохранительных органах региона. По его информации, инцидент произошел в 03.00 около населенного пункта Учкент. "Из-за обстрела станция была выведена из строя и повреждена проложенная рядом труба газопровода диаметром 150 метров", - уточнил собеседник агентства. По его словам, подача газа была восстановлена через семь часов после инцидента. О состоянии станции не сообщается. Оперативники в 25 метрах от места происшествия обнаружили 85 гильз калибра 7,62 миллиметра. Решается вопрос о возбуждении уголовного дела, добавил источник. За последние несколько дней это уже второе ЧП на дагестанском газопроводе. Так, в ночь на понедельник взрыв произошел на газопроводе в дагестанском Хасавюрте. Подача газа в город уже восстановлена. На месте происшествия обнаружены подозрительные элементы, которые могут быть остатками взрывного устройства. http://rian.ru/incidents/20090819/181509556.html
  3. მიშა ვერაა კარგად + მიშას ბევრი აქვს ნაჭამი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე არ არის
  4. kisa Saturn მართლა ძალიან კარგი თემაა და ძალიან დამავალებთ, თუ უაზრო მიმართულებით არ განავრცობთ
  5. ძალიან კარგი, მაგრამ თუ აქამდე არ მივიყვანთ ხოლმე საქმეს, მით უკეთესი
  6. ეროვნულ პარტიათა ალიანსი საქართველოს ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს 19.08.2009 თბილისი.19.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი წინადადებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში გათვალისწინებული საქართველოს უფლებები, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფოსი, იმისთვის, რომ რუსეთს, როგორც საქართველოსთან კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოს, ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ეხება. საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი მიიჩნევს, რომ საქართველომ, გაეროს ქარტიის წესდების თანახმად, უნდა აცნობოს გაეროს უშიშროების საბჭოს ან გენერალურ ასამბლეას საქართველოსა და რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით ომის მაწარმოებელი სახელმწიფოს, დავის ფაქტი. "ამით საქართველომ ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს გაეროსა და მისი წევრი სახელმწიფოების წინაშე ის ფაქტი, რომ რუსეთი არის საქართველოსთან დავის ერთი მხარე. საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს ასევე უნდა მოსთხოვოს, ხსენებული ფაქტის საფუძველზე და გაეროს ქარტიის 27-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ გაეროს ქარტიის VI თავში შემავალ თემებზე გადაწყვეტილებების მიღებისას კონფლიქტის მხარემ უნდა თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან, უნდა მოსთხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ მანამდე, სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის არის დავა რუსეთს არ მიეცეს ხმის უფლება საქართველოსთან, მით უმეტეს - საქართველოში ხსენებული რუსულ-ქართული ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს არ მიეცეს ამ სახის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება", _ აცხადებენ ეროვნულ პარტიათა ალიანსის წარმომადგენლები. ეროვნულ პარტიათა ალიანსის განცხადებით, აღნიშნული იურიდიული პროცედურით საქართველო შეძლებს, არ დაუშვას გაეროს დამკვირვებლების და გაეროს მისიის მონაწილეობის აღკვეთა საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში. "არანაირი არც იურიდიული, არც პოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმისთვის და წარმატების მიღწევისთვის ხელშეშლისა რუსეთს არ გააჩნია. მოვუწოდებთ საქართველოს დღეს მმართველი ხელისუფლების ყველა რგოლს, ვისაც ეს ეხება, ხსენებული ნაბიჯები გადადგას. მათი არ გადადგმა სახელმწიფოსა და ერის ღალატად მიიჩნევა", _ აცხადებენ ეროვნულ პარტიათა ალიანსის წარმომადგენლები. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12930
  7. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გადაწყვეტ ისე გავაკეთოთ პ.ს. ჩემი სიტყვების დასტურად გე-ზე გახსნილი თემა გამოდგება
  8. მამუკა არეშიძე - ცხინვალში მოსკოვის „ელჩმა“, ელბრუს კარგიევმა თურქეთში ჩრდილოკავკასიური ხალხების დიასპორების გადმობირება და მოსყიდვა შეძლო ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, ამ რეგიონის რესპუბლიკებში მოქმედ ნაციონალურ მოძრაობებზე და მათი დამოუკიდებლობის პერსპექტივებზე, რაზეც ბევრს და ხშირად საუბრობენ ქართულ პრესაში, „ინტერპრესნიუსი“ კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა. – ბატონო მამუკა, დღე არ გავა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რამე არ მოხდეს. ვგულისხმობ აფეთქებებს და ფედერალური ხელისუფლების მხრიდან ძალადობას. რეალურად რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში? – ძალიან კარგად უნდა იცნობდე ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოების ცხოვრების წესს, რომ გაერკვე, რეალურად რა ხდება ამ რეგიონში. იქ არ არის მხოლოდ დაპირისპირება ფედერალურ ძალებს, ფედერალურ ჩინოვნიკებსა და იატაქვეშეთში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის. იატაქვეშეთში ვგულისხმობ ორი ტიპის წინააღმდეგობის ძალებს _ კავკასიის იმარატს, რომლის ხელმძღვანელია დოკუ უმაროვი და, რომლის მოქმედების არეალი მეტ-ნაკლები წარმატებით მთელი ჩრდილოეთ კავკასიის შვიდივე ნაციონალური რესპუბლიკას, ასევე, ნაწილობრივ კრასნოდარის მხარეს და რისტოვის ოლქს მოიცავს. გარდა ამისა, კავკასიური ემირატის გავლენის სფეროში შედის ვოლგისპირეთის ორი რესპუბლიკა _ თათარსტანი და ბაშკორკოსტანი. დაპირისპირება თითქმის ყველგან არის. დოკუ უმაროვის იმარატი არის ისლამისტური ორგანიზაცია. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში იატაქვეშეთში მოქმედებს მეორე, ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელია საველე მეთაური ისა მუნაევი. იგი შედარებით ნაკლები რაოდენობის ადამიანებს აერთიანებს. მასში გაერთიანებული ორგანიზაციები სხვადასხვა წარმატებით საქმიანობენ. უნდა ითქვას, რომ ისა მუნაევი ჯოხარ დუდაევის გზის გამგრძელებლად მიიჩნევა. უმაროვის იმარატს ჩრდილეოთ კავკასიაში უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე - ისა მუნაევის ნაციონალისტურ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, რეგიონში მოქმედებენ კლანური დაჯგუფებები. ეს დაჯგუფებები გაერთიანებული არიან თავისი ლიდერის გარშემო. მათი ამოცანაა ამა თუ იმ რესპუბლიკის ხელმძღვანელი კლანის დისკრედიტაცია და მათი ჩანაცვლება. ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებენენ ბიზნესთან დაკავშირებული ბანდიტური დაჯგუფებებიც, რომლებშიც გაერთიანებული არიან რამდენიმე დაჯგუფების ან ტეიპის წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ეკონომიკისა და ბიზნესტრუქტურების ხელში ჩაგდებაა. დაღესტნის შემთხვევაში ადგილი აქვს ეთნიკურ დაჯგუფებებს, რომელთაც სხვადასხვა მიზნები აქვთ. ესენი არიან ლაკებისა და ავარელების, სხვათა მცირე და მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები. – კრემლი ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარებაზე კონტროლის დამყარების მხრივ კადიროვზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს და მას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. ჩრდილოეთ კავკასიაში კონტროლის დასამყარებლად რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მოსკოვისთვის კადიროვის ფიგურა? – კადიროვი კავკასიაში ვითარებას ვერ დააწყნარებს, თუნდაც იმიტომ, რომ ვითარებას ჩეჩნეთში რეალურად ვერ აკონტროლებს. კადიროვის მმართველობის ჩეჩნეთი რუსულ პრესაში ნაკლებად ანგაჟირებულია, მიუხედავდა იმისა, რომ ამ რესპუბლიკაში განუწყვეტლივ იტაცებენ და კლავენ ადამიანებს, მათ შორის - ადამიანის უფკლებათა დამცველებს. ხმაური რუსულ პრესაში მხოლოდ მაშინ ატყდება, თუ მკვლელობა ადამიანის უფლებათა დამცველებს ეხება. კადოროვმა იატაქვეშეთს ბრძოლა გამოუცხადა და მათ წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას წინაპრების კანონებით აწარმოებს. იატაქვეშეთთან კავშირში შემჩნეული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ხშირია მათი სახლების გადაწვის ფაქტებიც. ასეთი ქმედებებით კადიროვის მტრების რიცხვი იზრდება. კადიროვი არ ერიდება სოფლებიდან და დაბებიდან იმ ადამიანების გასახლებას, ვინც იატაქვეშეთის იდეებს თანაუგრძნობს. იმავდროულად, კადიროვი, სარგებლობს რა პუტინის მხარდაჭერით, ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ ჩეჩნეთში ანტიტერორისტული კომპანია დასრულებულია, მაგრამ რეალურად დამთავრებული არაფერია. იგი ჩეჩნეთში წარმატებული ანტიტერორისტული ოპორაციის დემონსტრირებით ინგუშეთის შემოერთებას ცდილობს. – ახმედ ზაკაევმა დასავლურ პრესაში იმიდი გამოთქვა, რომ 10 წელიწადში ჩეჩნეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. რამდენად რეალურია ამგვარი პერსპექტივა, თუ ეს ემიგრაციაში მცხოვრები დუდაევის თანამებრძოლის ილუზიებია? – არ არის ილუზიები. ვიცი, რომ საიდუმლო მოლაპარაკებებზე ზაკაევმა კადიროვისგან პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა მოითხოვა. უცნობია, რა პუსუხი მიიღო მან, მაგრამ ერთი ნათელია, კადიროვის ზოგიერთი გამონათქვამი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში ის, შეიძლება, ადეკვატურად მოიქცეს. რუსეთს კავკასია ხელოვნური მექანიზმით, ყველა რესპუბლიკაში კონკრეტულ კლანზე დაყრდნობით და ამ კლანისთვის მოსკოვიდან ტრანსფერების გამოყოფით უჭირავს. ჩრდილოეთ კავკასიური ყველა რესპუბლიკის ბიუჯეტი დეფიციტურია და მას ინგუშეთისა და დაღესტნის შემთხვევაში კრემლი 80-90% ტრანშის გამოყოფით ავსებს. საკმარისია, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდეს და მოსკოვმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის საკმარისი ტრანშის გამოყოფა ვერ შეძლოს, რეგიონში ვითარება მკვეთრად დაიძაბება. არ უნდა დაგვავიწყდეს კადიროვის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ფიცი მისცა პუტინს და არა - რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ იგი ფიცს მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე ხელისუფლებაში პუტინია. კადიროვი უაღრესად დაპირისპირებულია მედვედევის გუნდთან. ცნობილი ფაქტია, რომ კადიროვმა ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინს ტელეფონით დედა აგინა. არ უნდა დაგვავიწყდეს კადიროვზე მედვედევის გამონათქვამი _ მომაშორეთ ეს ბანდიტი! მოშორების ნაცვლად პუტინმა კადიროვს სტატუსი აუმაღლა, როცა სახელმწიფო საბჭოს წევრად დანიშნა. კადიროვის მხრიდან პოზიციის ცვლა გამორიცხული არ არის, ვინაიდან, ჩეჩნეთში კადიროვს, რაოდენობისა და მომზადების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარი ჰყავს. – თქვენი აზრით, ხშირად გადამეტებულად ხომ არ ფასდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დამოუკიდებლობის სურვილი. გარდაცვლილი ინგუში პატრიოტი ევლოევი, ინგუშეთის პრეზიდენტად ფე-ეს-ბე-ს გენერლის ზიაზიაკოვის ნაცვლად, გრუ-ს გენერალ აუშევით შეცვლას ითხოვდა. ჩრდილეოთ კავკასიაში აქტივობა ხომ არ უკავშირდება თავად ფე-ეს-ბე-ს აქტივობას, ანუ პატრიოტულად განწყობილი ადამიანების გამოვლენას, შემდეგ მათ წინააღმდეგ ე.წ. ანტიტერორისტული ოპოერაციების ჩატარებას და ნაციონალური მოძრაობების საბოლოოდ განადგურებას? – ობიექტურად თუ შევაფასებთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ნაციონალურ მოძრაობებს სერიოზული წყალი აქვს შეყენებული. ამ რეგიონში, პრაქტიკულად, ყველა ნაციონალური ორგანიზაცია განადგურებულია. ვინც ამ რეპრესიებს გადაურჩა, ისლამისტურ პოზიციებზე გადავიდა. ეს არ ეხება ისა მუნაევის დაჯგუფებას. ამის გაკეთება რუსმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად მოახერხეს. ზიაზიკოვსა და აუშევს შორის ის განსხვავებაა, რომ ზიაზიკოვი კრემლის ყურმოჭრილი მონა იყო, ხოლო აუშევი ინგუშეთში დღესაც პატრიოტად და ნაციონალისტად აღიქმება. რაც შეეხება ევლოევს, მგონია, რომ იგი ნიადაგს ამზადებდა შემდგომი ნაბიჯებისთვის. მე მასთან მქონდა შეხვედრა. იგი ინგუშეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა საქართველოს სავარაუდო დახმარებაზე და ამბობდა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა და მარტო ინგუშეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შედეგს არ მოიტანდა. – თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის ერთად თუ ცალ-ცალკე ბრძოლას? – მე რომ ვთქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებლობის ბრძოლის ჩირაღდანი აგუგუნდება, არასწორი იქნება. ამ თვალსაზრისით, ბოლო დროს ჩერქეზები გააქტიურდნენ. გააქტიურება შეიმჩნევა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთის რესპუბლიკებში. ჩერქეზეთში მანამდე არც ნაციონალისტური და არც ისლამისტური მოძრაობების აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. ჩერქეზებს ჰყავთ ერთი საველე მეთაური ანზორ ასტემიროვი, რომელიც ამავე დროს დოკუ უმაროვოს ემირატის შაიათის სასამართლოს თავმჯდომარეა. მისი გარდაცვალების შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ არა ერთხელ გამოაცხადა, მაგრამ იგი ცოცხალია და 2005 წელს ნალჩიკში მოაწყო ქუჩის ბრძოლები. ჩერქეზეთში ისლამიზმის გავლენა ნაკლებადD შეიმჩნევა, მაგრამ სოჭის ოლომპიადამ განსაკუთრებული სტიმული მისცა ჩერქეზეთში ნაციონალური, მათ შორის ახალგაზრდული მოძრაობების გაჩენას. ჩერქეზთა ნაციონალური კონგრესი თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარება ჩერქეზ ხალხზე სილის გაწვნაა, ვინაიდან ოლიმპიადა რეალურად მათი წინაპრების ძვლებზე ტარდება. ამაში ისინი მართლები არიან, რადგანაც კრასნაია პოლიანა, სადაც ოლომპიური თამაშების დიდი ნაწილი უნდა ჩატარდეს, ჩერქეზული ტომების ნასახლარია და, შესაბამისად, იქ მათი სასაფლაოებია. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია _ რუსეთი თურქეთში მცხოვრები კავკასიელი ხალხების დიასპორების საშუალებით შესანიშნავად ახერხებდა ჩრდილოეთ კავკასიელების კონტროლს. გახსოვთ ალბათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს როგორ დაუჭირეს მხარი აფხაზებს თურქეთში მცხოვრებმა კავკასიელმა ხალხების დიასპორებმა. თურქეთის კავკასიელ ხალხთა დიასპორა ფულს უგზავნიდა როგორც აფხაზებს, ისე ჩეჩნებს, პირველი და მეორე ჩეჩნურ-რუსული ომის დროს. მაგრამ შემდეგ რუსეთმა თურქეთში მოქმედი კავკასიური ორგანიზაციების 80%-ის გაკონტროლება და თავის სასარგებლოდ მართვა მოახერხა. სწორედ ამიტომ არის, რომ თურქეთში აფხაზური თუ ჩერქეზული ორგანიზაციები იმას, რაც აფხაზეთში ხდება, მორცხვად უჭერენ მხარს. მათ იციან, სინამდვილეში რაც ხდება აფხაზეთში, რომ აფხაზებმა სხვა შედეგი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ცდილობენ არსებული მდგომარეობის გამართლებას. თურქეთში მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციაა დარჩენილი, რომელიც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას და აფხაზებზე თავდატეხილ ვითარებას ხმამაღლა აპროტესტებს. მთავარია ვიცოდეთ, რომ ცხინვალში მოსკოვის „ელჩმა“, ელბრუს კარგიევმა თურქეთში ჩრდილოეთ კავკასიური ხალხების დიასპორების გადმობირება და მოსყიდვა შეძლო. თურქეთში რუსეთის საელჩოში წლების განმავლობაში ელჩის პირველ მოადგილედ მუშაობდა საგანგებო დავალებათა დესპანი, წარმოშობით ქართველი კარგიევი. იგი მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად დანიშნა. როგორც ჩანს, დიპლომატმა კარგიევმა თურქეთში კავკასიურ დიასპორაში თავისი საქმე გააკეთა და ახლა საქმიანობას ცხინვალში აგრძელებს. ცხინვალში მოსკოვის ელჩი ელბრუს კარგიევი კარგად იცნობს როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ნაციონალურ მოძრაობებს, ისე - თურქეთში მათ მხარდამჭერ დიასპორებს. აშკარაა, რომ დიპლომატი კარგიევი კავკასიის საქმეებში საკვანძო ფიგურაა და იგი, გეოგერფიული თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მოსკოვმა საკვანძო ადგილზე დანიშნა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107076.html
  9. წინ სერიოზული სარეკლამო კამპანია უნდა უძღოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგი არ იქნება ის , რასაც შენ მოელი
  10. ნუ ვიჩქარებთ...newstudio , დაველოდოთ ხალხაის ჩამოსვლას+ ვეთანხმები Sakartweloს , ასეთი სახის აუქციონის ჩატარებას სერიოზული მომზადება ჭირდება
  11. კონრეტულად ვოლფგანგ შმიგზე ვუბნობ, რომელსაც სძულს ყველაფერი ქართული და სადაც ხელი მიუწვდება ყველგან იგესლება
  12. ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107064.html
  13. lasha1997 Станцию сотовой связи "Вымпелком" и газопровод обстреляли в Дагестане 08:51 19/08/2009 МОСКВА, 19 авг - РИА Новости. Неизвестные во вторник в Кумторкалинском районе Дагестана обстреляли базовую станцию сотовой связи ОАО "Вымпелком" (торговая марка "Билайн") и газопровод местного значения, сообщил в среду РИА Новости по телефону источник в правоохранительных органах региона. По его информации, инцидент произошел в 03.00 около населенного пункта Учкент. "Из-за обстрела станция была выведена из строя и повреждена проложенная рядом труба газопровода диаметром 150 метров", - уточнил собеседник агентства. По его словам, подача газа была восстановлена через семь часов после инцидента. О состоянии станции не сообщается. Оперативники в 25 метрах от места происшествия обнаружили 85 гильз калибра 7,62 миллиметра. Решается вопрос о возбуждении уголовного дела, добавил источник. За последние несколько дней это уже второе ЧП на дагестанском газопроводе. Так, в ночь на понедельник взрыв произошел на газопроводе в дагестанском Хасавюрте. Подача газа в город уже восстановлена. На месте происшествия обнаружены подозрительные элементы, которые могут быть остатками взрывного устройства. http://rian.ru/incidents/20090819/181509556.html მაგარი "რაზგონი" აქვთ აღებული
  14. მიშა ამ გზას არასდროს არ გადაუხვევს, უბრალოდ კარგად შენიღბავს და ბასტა!
×
×
  • შექმენი...