Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. 10:31 / 27-08-2009 შალვა რამიშვილი ახალ სატელევიზიო გადაცემას "გამოძალვის შოუს" მოამზადებს?! 26 აგვისტოს ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ თანხის გამოძალვაში დადანაშაულებული ჟურნალისტი, ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი გაათავისუფლეს. მისი ციხიდან გამოსვლა, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ჰგავს მის დაჭერას, - როგორც შემაგდეს, ისე გამომაგდეს ციხიდანო. იგულისხმება ერთი დეტალი: მას, ნაცვლად დღის 12 საათისა, სისხამ დილით, 8 საათზე დაატოვებინეს რუსთავის #2 საპყრობილე. 27 აგვისტოს შალვა რამიშვილს 38 წელი შეუსრულდა. ყოფილი პატიმარი ციხემ ვერ გატეხა, მეტიც, ილუზიებისგან გათავისუფლებული სერიოზული ბრძოლისთვის ემზადება. - შალვა, გილოცავთ. 12 საათისთვის ველოდით შენს გათავისუფლებას. რატომ იჩქარა ადმინისტრაციამ და 8 საათზე გამოგიშვა? - იმიტომ, რომ ადგილზე არ აგეღოთ ჩემგან ინტერვიუ. ამან ძალიან გამაბრაზა. უახლოეს მეგობრებსაც ვერ დავემშვიდობე, არ მომცეს საშუალება. ჩვენი დაწესებულება 10 საათზე იღება... - როგორ, გტაცეს ხელი და გამოგაგდეს? - ერთგვარი სპეცოპერაცია ჩაატარეს, შემოვიდნენ, ხელი მომკიდეს, მეგონა, მიჭერდნენ და სულ ცუხცუხით გამომაგდეს გარეთ. თან მეუბნებოდნენ, ჩქარა-ჩქარაო. წესით, 11-12 საათზე უშვებენ პატიმრებს. მე გამონაკლისი ვარ. - ახლა რას აპირებ, ალბათ, ოთხი წელიწადი საკმარისია იმისთვის, რომ მომავალი დაგეგმო. - ვაპირებ შევცვალო ყველაფერი. მაქვს საკმაო ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, რა ხდება პენიტენციურ დაწესებულებებში. ციხეში ბევრი რამ გავაცნობიერე და ამ ყველაფერს ადამიანის უფლებების დაცვას მოვახმარ. - კონკრეტული გეგმა თუ დაისახე? - ალბათ გამოძალვას თავს დავანებებ (იცინის). ერთხელ "ვცადე" და არ გამომივიდა. ვნახოთ... უსაქმოდ არ გავჩერდები. - ციხეში ბევრი რამ შესაცვლელიაო, ამბობ. კონკრეტულად რა არ მოგეწონა საპყრობილეში? - სტრასბურის სასამართლოში მოვიგე სარჩელი. ამ სარჩელის ერთ-ერთი პუნქტი იყო პატიმრების გადატვირთულ საკნებსა და ცუდ პირობებში ყოფნა. ვაპირებ, ავაგორო კამპანია რუსთავის მე-2 დაწესებულების წინააღმდეგ, გადატვირთული საკნების გამო და მივმართო ყველას, პატიმარი იქნება თუ ადამიანის უფლებათა დამცველი, ევროსასამართლოში გაასაჩივრონ. გარდა ამისა, თუ დიმიტრი შაშკინი შემხვდება, ერთ შეკითხვას დავუსვამ, - ეს არის რეფორმების მეორე ტალღა? მე-5 საპყრობილე დაანგრიეს და 500-ზე მეტი კაცი უსაწოლოდაა დარჩენილი. - შენს საკანში რამდენი კაცი იყავით და როგორი პირობები გქონდათ? - ჩემთან 18 კაცი იყო და შედარებით უკეთესი პირობები გვქონდა, მაგრამ ბიჭები ცუდ მდგომარეობაში არიან. რა გასაჭირიც იყო მეხუთე საპყრობილეში, იგივეა ყველგან, რადგან შაშკინი პატიმრებს გარეთ არ უშვებს და, ბუნებრივია, ასე იქნება. გარდა ამისა, ციხეში ბევრი სხვა პრობლემაც არის. პენიტენციურ სისტემას მიხედვა სჭირდება. - მედიაზე რას იტყვი და ჟურნალისტობაზე ხელს ხომ არ აიღებ? - მედიაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აქ უკვე პარტნიორები მჭირდება. მათ ძებნას დავიწყებ. მიმაჩნია, რომ ჩემი პროექტი საინტერესო იქნება. - რა ჰქვია შენს პროექტს? - "გამოძალვის შოუ" (იცინის)... - ხუმრობთ? - რატომ? პოლიტიკოსებს ინფორმაცია რომ გამოვძალოთ და ხალხს სიმართლე ვუთხრათ, ცუდია? - გული მიგრძნობს, პოლიტიკაში, თანაც ოპოზიციაში წახვალ. აქვე, შენ გვერდით არიან კახა კუკავა და კობა დავითაშვილი. ახლავე ხომ არ აპირებ ამას? - თუ პოლიტიკაში წავალ, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ვიქნები. ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. ესენი ჩემი მეგობრები არიან და შეიძლება ასეც მოხდეს... - შურისძიების გრძნობა ხომ არ გამოძრავებს? - კარგი რა, ვის მიმართ? - თუნდაც კობა ბექაურის მიმართ. - ვინ არის კობა ბექაური? მართლა არ მახსოვს, ვინ არის ეს ადამიანი. გულწრფელად გეუბნები... - შალვა, ხშირად გითქვამს, სააკაშვილის პირადი პატიმარი ვარო. რას ეტყოდი მას? - მიშა სააკაშვილო, მინდა, ბევრი რამ გითხრა, საჯაროდ შემხვდი! - რა გაქვს მისთვის სათქმელი? - ჩვენ მეგობრები ვიყავით და ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. სპეცოპერაციის ჩატარება და ჩემი დათქმულ დროზე ადრე გამოშვება საჭირო არ იყო. არც მე ვარ ბუა, შემხვდეს, რომ ნორმალურად დავილაპარაკოთ. - რა მოგცა ამ ოთხმა წელიწადმა? - გაქრა ილუზიები. როდესაც ილუზიები ქრება, ნამდვილ მებრძოლად ყალიბდები და გაცილებით საღად და პრაგმატულად უყურებ ყველაფერს. თუ ბრძოლა გაიმართა, ეს იქნება ყველაზე მძიმე ბრძოლა ილუზიების გარეშე. - შვილები როგორ შეხვდნენ მამის დაბრუნებას? - გაოგნებული არიან. ”ყველა სიახლე”
  2. საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის აგარაკის რეალიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა ნინო ბურჯანაძის წყნეთში მდებარე დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. ლიცემერი: აკი ფქვილი ჯოჯოხეთს ანათებსო უზერებო, თქვენი აზრით, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლომ ?
  3. არასაპარლამენტო ოპოზიცია ეკა ბესელიას შვილისა და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რავი, ჩემი აზრით , კრიმინალი კრიმინალია და არავის ეპატიება.
  4. ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107662.html
  5. შალვა რამიშვილი - “ჩვენ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის შეგნებაში” “მე ციხეში ვნახე ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი, ამიტომ მინდა, ჩემი მომავალი მოღვაწეობა გარკვეულწილად მივუძღვნა გაჭირვებული, უფლებააყრილი ადამიანების უფლებების დაცვას. ციხეში ბევრი უკანონო პატიმარია. 500-ზე მეტ პატიმარს არ აქვს საწოლი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ჩემი მეგობარი პატიმრების დაცვა, შემდეგ მედიაშიც რაღაცეებს “გავაფუჭებ”, - აცხადებს შალვა რამიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა რამიშვილი რევოლუცის მოხდენას აპირებს / “სააკაშვილს შეწყალებას არასოდეს ვთხოვ, მე ბოლომდე მოვიხადე პატიმრობის ვადა”. “მე ზუსტად მაქვს შესწავლილი, რა ხდება პენიტენციალურ სისტემაში, მე ვიცი ამ ვითარების გამოსწორების გზებიც. შესაბამისად, ჩემი მოღვაწეობა იქნება დაკავშირებული ამ იდეების განვრცობასთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, როგორც ქართულთან, ისე უცხოურთან და და დარწმუნებული ვარ, მივაღწევ შედეგს. მე ვარ პატიმარი, რომელმაც გამოსცადა სააკაშვილის ციხეების “ხიბლი”, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, იქ რა ხდება. ყველამ მინდა გაიგოს, რომ ყველა ნიუანსი ჩემთვის ცნობილია, მე ვერ მომატყუებენ. ვიცი, როგორ უნდა გაუმჯობესედეს პატიმრობის პირობები. ეს ძალიან ცოტა ხანში ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი. “მე მგონია, რომ თუ დაპირებას აძლევ, რომ რევოლუციას მოახდენ, უნდა მოახდინო. თუ ვერ ახდენ, უნდა თქვა, რომ ვერ ახდენ. შესაბამისად, ჩვენ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის შეგნებაში, უნდა დავძლიოთ იმედგაცრუება და გავამხნევოთ ხალხი, ვაჩვენოთ თავგანწირვისა და გაუტეხლობის მაგალითები. ზუსტად ისეთი, როგორსაც აჩვენებენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც დარჩნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გიორგაძის მომხრეები, ჯონი ჯიქია, წურწუმია, ბატონი რატიშვილი და ა.შ. ასმაგად უფრო დასაფასებელი არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა უძლებენ სააკაშვილის წნეხს. ჩვენ კი არ უნდა ვთხოვოთ, უნდა მოვითხოვოთ ამ ადამიანების განთავისუფლება. მე არ ვიცი, რას აპირებს ოპოზიცია. მე ვიცი ამ ადამიანების საქმეები, რომლებიც არის შეთითხნილი, თეთრი ძაფით ნაკერი. ეს ადამიანები კიდევ გაუძლებენ ამ პატიმრობის წლებს, ისევე როგორც მე გავუძელი, ისინი ჩემზე მაგარი ბიჭები არიან”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა რევოლუცია, ეს მოლოდინი გაჩნდა და ეს მოლოდინი უნდა დაკმაყოფილებულიყო. ან არ უნდა გაჩენილიყო ეს მოლოდინი... მუხტის შენარჩუნებას უზრუნველყოფს ხელისუფლება, ისეთ რაღაცებს გააკეთებს, რომ მუხტი შენარჩუნდება. მე ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლების იმედი მაქვს. ისინი დათმობაზე არ წავლენ და უკიდურესად დაძაბავან სიტუაციას. მე მექნება საუბარი ოპოზიციის ლიდერებთან და კონკრეტულად გავერკვევი ყველაფერში, თუმცა არ ვგეგმავ არც ერთ პარტიაში გაწევრებას. მე მაინტერესებს მათი მოსაზრებები და ალბათ მათაც უნდა აინტერესებდეთ ჩემი აზრი ყოველივეზე. სულ ცოტა ხანში მე მექნება კონკრეტული მოსაზრებები, თუ რა უნდა მოხდეს საქართველოში, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ისე, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. ამ ყველაფერზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, - დასძენს შალვა რამიშვილი. “ჩემსა და სააკაშვილს შორის პიროვნული ურთიერთობები კი არ უნდა გავიხილოთ (არადა, ამ ურთიერთობებს პირადად მასთან განვიხილავ), ეს არ არის მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა, საქართველოს უნდა მივხედოთ. მე და სააკაშვილს რა ურთიერთობაც გვაქვს პირადი, ამას მე და სააკაშვილი გავარკვევთ. რა თქმა უნდა, მე მსურს, რომ სააკაშვილს შევხვდე”, - აცხადებს შალვა რამიშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როდის ხვდება და რის თქმას აპირებს შალვა რამიშვილი სააკაშვილისთვის?.. “მე ახლა ღიად, ჟურნალისტთან საუბრისას გამოვხატავ სურვილს, რომ ვესაუბრო სააკაშვილს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და არა ისე თემებზე, რომელიც ჩემს მომავალს უკავშირდება. ჩვენ ვიყავით ძალიან ახლოს და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი საკითხის გარკვევა მაინტერესებს. ის პოლიტიკასთან კავშირში არ არის. თუმცა მე მასთან ახლოს ვიყავი, არ უარვყოფ, მისი ყველა ნიუანსი არ ვიცოდი. ერთ დროს ჩემი აზრი მისთვის გასათვალისწინებელი იყო... მქონდა შანსი, მეთხოვა შეწყალება, მაგრამ ეს არ გავაკეთე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107662.html
  6. მე ეს პასაჟი მომეწონა ძლიერ
  7. http://pic.ipicture.ru/uploads/090826/YOfUHuGc5d.jpg 26-08-2009 ამბავი მიხეილ სააკაშვილის ორიგინალური საათისა რუსული ინტერნეტმედიის ყურადღების ცენტრში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი მოექცა. ამჯერად ბატონი სააკაშვილის საათი გახდა მათი ექიდნური გამოხტომების მიზანი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბატონ პრეზიდენტს ერთ-ერთი უცხოური ჟურნალისტისთვის (რუსული მედიის მონაცემებით ეს გახლავთ Independent-ის რეპორტიორი შონ უოლკერი) უჩვენებია უნისექსის სტილის Swatch-ის მაჯის საათი (bunnysutra) სკარბეზული ნახატებით, რომელსაც თურმე მას შემდეგ ატარებს, რაც მის რეზიდენციაში ოპოზიციამ კურდღლები შეუყარა. მიხეილ სააკაშვილის კომენტარის თანახმად კურდღელი ძალიან საყვარელი არსებები ყოფილან. რუსების თქმით კორესპონდენტის გაოცება საათზე დახატულმა ნახატებმა გამოიწვია. ჩვენ მოვიძიეთ ეს საათი ინტერნეტში და გთავაზობთ მის ფოტოს, თუმცა ვერაფრით დაგიდასტურებთ, მართლა ატარებს ასეთ საათს მიხეილ სააკაშვილი თუ ეს ამბავი რუსი ჟურნალისტების მონაგონია. P.S. კამასუტრას პოზების ამსახველი სურათებით გაფორმებული ეს საათი სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში სხვადასხვა ფასად (საშუალოდ 200 აშშ დოლარად) იყიდება, თუმცა amazon.com-ზე 250 დოლარს აფასებენ. თვით ”სვოჩის” საიტზე კი სეილშია მოყოლილი და 70 დოლარადაც შეიძლება იშოვოთ. ფაქტია რომ ასეთი რეკლამა დიდი ხანია არც ერთი საათისთვის საქართველოში არ გაუკეთებიათ (ზურაბ ჭიაბერაშვილის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით). იმედია უნებლიე ”სარეკლამო კამპანია” ეფექტური იქნება და კომპანია ”სვოჩს” დაეხმარება კრიზისის დაძლევაში. მომზადებულია the Washington Times-ისა და რუსული ინტერნეტ მედიის მიხედვით http://www.ambebi.ge/politika/9391-saakash...hs-atarebs.html ლიცემერი: ვინ, ვინ დაგვწყევლა ასე მწარედ?! :ena:
  8. შალვა ნათელაშვილი-“იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი შარშან, 8-დან 23 აგვისტომდე თანამდებობიდან გადადგებოდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდებოდა”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მაგარი აჭრილია მასტი და გზადაგზა რაღაცეებს იგონებს ... თუ მეშლება და სიმართლეს უბნობს?
  9. ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107570.html
  10. შალვა რამიშვილი: “იცოდეს მიშამ - ძალზედ ეწყინება ან ეტკინება” “ბევრ ჩემს თანამემამულეს აინტერესებს, რას მოვიმოქმედებ თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ... ოთხი წელი გავატარე ციხეში. ბრალდება, რომლითაც აქ “გამამწესეს”, შეთითხნილი იყო. თავისუფლების აღკვეთის მომსჯელი “სასამართლო” კი უნიჭოდ დადგმული ფარსი გახლდათ. ციხეშიც არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში ვიყავი... მე ხომ იმიტომ დავისაჯე, რომ 2004-2005 წლებში დიდების ზენიტში მყოფ მიშა სააკაშვილს ვაკრიტიკებდი (თან მეტად მწვავედ). ეს კი ისეთი ბოღმით აღსავსე კაცის ხელში, როგორიც სააკაშვილია, ზუსტად ასე უნდა დასრულებულიყო, როგორც დასრულდა”, - წერს შალვა რამიშვილი გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით შალვა რამიშვილი: “იცოდეს მიშამ - ძალზედ ეწყინება ან ეტკინება”. “სტრასბურგის სასამართლომ ა.წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ 6 ეპიზოდში დაარღვია ევროპული კონვენციის 3 მუხლი. სტრასბურგის განაჩენით დამტკიცდა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში მე და კოხრეიძე უკანონოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე ვიმყოფებოდით პატიმრობაში... ეს ყოველივე წარსულში დარჩა. მართალია, უახლოეს მომავალში სტრასბურგში ჩემი მეორე სარჩელიც განიხილება (იგი არსებითი სასამართლო განხილვისას ჩადენილ დანაშაულებს ეხება), მაგრამ ჩემი ძირითადი ამოცანა უკვე შესრულებულია. საქართველოს მოქალაქეთა თვალში მოხდა “გამომძალველ” შალვა რამიშვილის მორალური რეაბილიტაცია. ხალხი დარწმუნდა, რომ ჩემი პატიმრობის მიზანი დამოუკიდებელი ტელევიზიის ჩახშობა გახლდათ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დამოკიდებულება ჩემი პერსონისადმი დიდ ძალას მაძლევს. როგორც უნდა გამოვიყენო აღნიშნული ძალა? რა უნდა გავაკეთო გარეთ? არჩევანი ორი მაქვს”, - ამბობს შალვა რამიშვილი. “პირველი: დავადგე კონფორმიზმის გზას, რაც ან სამშობლოდან გადახვეწას ად ჩირგვებში მიმალვას გულისხმობს. მეორე არჩევანი კი მიშასთან ბრძოლაა. ბრძოლა უკომპრომისო და დაუნდობელი. მე და მიშა საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რათა არ მოვიტყუოთ თავი ან ერთმანეთი. თუ მე ჩავები ომში - მაშინ სიკვდილამდე არ გავჩერდები. მიშაც ისე იმოქმედებს, რომ ამა თუ იმ ფორმით ბოლო მომიღოს. რა თქმა უნდა, აქ არ ვიხილავ უაზრო სენტიმენტებს. ეს სახიფათო და ბრუტალური დაპირისპირება იქნება, ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიზნის მისაღწევად მე, შალვა რამიშვილი, არ დავიხევ უკან ბევრ ისეთ რაღაცაზე - რაზეც ადრე ალბათ უარს ვიტყოდი. ციხე კაცს ყველაზე მეტად ილუზიებს უკლავს, ამიტომ მე დღეს გაცილებით იოლად ძალმიძს სარისკო და ავანტიურისტული ნაბიჯების გადადგმა. იმასაც ნათლად ვხედავ, რომ მსგავსი ქმედებების გარეშე სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია. ასე რომ, იცოდეს მიშამ: ჩემი საქმეში ჩართვის შემდეგ მას ძალზედ ეწყინება ან ეტკინება!” - აცხადებს სტატიის ავტორი. “ალბათ უკვე მიხვდით, რა განწყობით ვტოვებ ციხის კედლებს. მოვდივარ, რათა ვებრძოლო უზარმაზარ რეპრესიულ მონსტრს... სწორედ იმ შეგრძნებამ, რომ ჩემს ხალხს ისევ ვუყვარვარ და პატივს მცემს, გამაძლებინა 4 წელი ციხეში. მხოლოდ ეს მომცემს ძალას, რათა ყველა ჩაგრულის, უსამართლოდ გასამართლებულის, სასოწარკვეთაში მყოფი ჩემი თანამემამულის სახელით პასუხის ვაგებინო მიშა სააკაშვილსა და მის დამქაშებს. ასე რომ, გქონდეთ ჩემი იმედი! დამიჭირეთ მხარი! დანარჩენი კი მე ვიცი!” - წერს შალვა რამიშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107570.html მდაას!
  11. წესით და რიგით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი უნდა იყოს შანტაჟისტი, მაგრამ რას გაიგებ, ჩემო dire , ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ
  12. რაღაც არა მგონია, რომ შალვა მიშას ყველაზე სახიფათო ოპონენტი იყოს, ბატონო ძუკუ .
  13. http://pic.ipicture.ru/uploads/090826/gBygBKSlps.jpg შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა ტელეკომპანია “202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა. როგორც “ინტერპრესნიუსს~ რამიშვილის მეუღლემ, თეა აბაშმაძემ განუცხადა, რამიშვილი დიდუბეში, ბაქრაძის #4-ში მდებარე საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც მისი მეგობრებიც იკრიბებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: და მერე რა? შალვა რამიშვილი: “იცოდეს მიშამ - ძალზედ ეწყინება ან ეტკინება” http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107570.html
  14. რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო ცნობილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის რესურსის არსებობა, მაგრამ დაკონსერვებული ჰქონდათ
  15. ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107474.html
×
×
  • შექმენი...