Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად...analgin აუუ, "დაძმობილებულ" ფორუმზეც გახსენი და ვიკაიფოთ
  2. ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრის წარდგენა გადაიდო http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ხომ არ გადაიფიქრა
  3. ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2009 ხელისუფლება გუანტანამოს ტუსაღების მიღებაზე მოლაპარაკებებს ჩუმად აწარმოებს?! “ოფიციალური თბილისი “რბილად” უარყოფს, თითქოს საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, გუანტანამოს სკანდალური ციხის პატიმრების ნაწილი მიიღოს. საგარეო უწყება ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი პრინციპში არ გამორიცხავს, გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მართლაც გამართულიყო. გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადმოყვანაზე ინფორმაცია ამერიკულმა “ვაშინგტონ პოსტმა” გაავრცელა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს ოფიციალური პირებთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი აწარმოებდა, რომელსაც სწორედ გუანტანამოს ციხის პატიმრების “დაბინავება” აქვს დავალებული ობამას ადმინისტრაციისგან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლება გუანტანამოს ტუსაღების მიღებაზე მოლაპარაკებებს ჩუმად აწარმოებს. “ამ კუთხით ამერიკელებს გარკვეული პროგრესისთვისაც მიუღწევიათ. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები - დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, და ა.შ. მზად არიან პატიმრები მიიღონ. “ვაშინგტონი პოსტი” წერს, რომ ერთ ქართველ ჩინოვნიკს ფრიდთან უხუმრია კიდეც - თუ საქართველოში ამერიკულ სამხედრო ბაზას გახსნით, მზად ვართ ყველა ტუსაღი მივიღოთო. რაც შეეხება ისლამურ სამყაროს, იქ გუანტანამოს საპყრობილე, აბი ღრაიბის ერაყულ ციხესთან ერთად, ანტიისლამურობის მთავარი სიმბოლოა. ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ქართული მხარე გუანტანამოს ციხის პატიმრების მიღებას აპირებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდიანის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მან მხოლოდ პრესიდან შეიტყო. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი კი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ვაშინგტონ პოსტი” არაა ყვითელი გამოცემა და რასაც ბეჭდავს, ამის რაღაც საფუძველი აქვს. რა დონეზეა მოლაპარაკება, ამას ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ კონსულტაციები იყო. თუკი ასეთი რამ ფორმალურად დადგება, ბუნებრივია, დაცული უნდა იქნას როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ეროვნული საკანონმდებლო წესები და პროცედურები. ეს ყველაფერი საჯაროდ იქნება ცნობილი. რაც შეეხება პოლიტიკურ და სტრატეგიულ მხარეს, მთავარი ჩვენთვის არის ძალიან მჭიდრო, ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობა აშშ-სთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი გარანტი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელსაც ემუქრება რუსეთი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი. “ეს ყველაფერი შეიცავს საფრთხეს და ზრდის რისკებს. ცხადია, იქ სადაც არის მსგავსი ტიპის დაწესებულება, საჭიროა შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარება. ასევე ადვილი შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა ტერორისტული აქტების სამიზნე გახდეს. ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში გვიწევს გარკვეულ საკითხებზე თანხმობა ისე, რომ არც კი ვფიქრობთ რამე საპასუხო სარგებელზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, დარწმუნებული ვარ, რომ ახლოსაა რეალობასთან. არაა გამორიცხული, რომ მართლაც ასეთი საპატიმრო განთავსდეს საქართველოში. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილმა ისე მიიღო, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა მთავრობის წევრები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. “არ მჯერა, რომ აშშ-ში სერიოზულად განიხილებოდეს გუანტანამოს ტყვეების გადმოცემის საკითხი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მორიგი შეთავაზება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერს მოგვცემს. შეიძლება შიშკინი გავარჯიშდეს ცოტა - საერთაშორისო ტერორისტები რომ ეყოლება პატიმრად, უფრო მობილიზებული იქნება. სხვა მხრივ პოლიტიკურად ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ხალხი რა ოხრობად გვჭირდება საქართველოში, ვერ გამიგია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე.
  4. ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას დივერსიისა და ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს 25.08.2009 თბილისი.25.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური საქართველოს ხელისუფლებას დივერსიისა და ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს. "სამართალდამცავი ორგანოები ყუველაფერს აკეთებენ, რათა აღკვეთონ დივერსიები და დაადგინონ იმ ადამიანების წრე, რომელთაც მისი განხორციელება შეუძლიათ", - ნათქვამია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში. უშიშროების სამსახური მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, "გამოიჩინოს სიფხიზლე და დროულად აცნობოს მილიციას ან სამართალდამცავებს დივერსიის მზადების რაიმე სახის ნიშნების გამოვლენის შესახებ". შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. ხვალ, 26 აგვისტოს, ცხინვალში, რუსეთის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას, სავარაუდოდ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვიც მიიღებენ. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13252
  5. ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107400.html
  6. მოსკოვი „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაში“ უკრაინელ სამხედროებსა და „უნა-უნსოს“ წევრებსაც ადანაშაულებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, შესაძლოა, ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნოს 24.08.2009 თბილისი.24.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ეკონომიკის მინისტრის პოსტზე შესაძლოა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელევიზიის ინფორმაციით, კოლოლიკაშვილს მინისტრის პოსტზე პრემიერი გილაური სავარაუდოდ, ორ დღეში წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი ელჩის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს. მანამდე კი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე კი მუშაობდა "თი-ბი-სი" ბანკში სხვადასხვა თანამდებობებზე. ' http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13233 ლიცემერი: აზრზე არა ვარ ვინ არის-თქვენ?
  8. 100% დარწმუნებული ვარ, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის აღიარებაზე ვერ შეაბავს...Lo Janko
  9. ვლადიმერ პუტინსა და იური ლუჟკოვს ცხინვალში 26 აგვისტოსთვის ელოდებიან http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. lasalexx 12 წელი რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ დაგეგმილი პროვოკაცია ფაიზაღი არ იქნებოდა
  11. ეკა ბესელია: - დარწმუნებული ვარ, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. პოლიციამ მოიფიქრა, როგორ უნდა მიეყვანა იმ კაფეში ჩემი ძმა და შვილი. http://www.ambebi.ge/politika/9221-qmotsme...idga-gogoq.html :sicili:
  12. ემილ პაინი - დრომ აჩვენა, რომ კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ ნაბიჯების გადადგმა რუსეთისთვის მიზანშეუწონელი იყო http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107397.html
  13. მამუკა არეშიძე: საქართველოში გუანტანამოს ტყვეების მიღება დაუშვებელია თბილისი.23.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე "სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენტან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში გუანტანამოს ტყვეების მიღება დაუშვებელია. ექსპერტის თქმით, საქართველოში ტყვეების გადმოყვანა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს გააუარესებს. "მე რამდენადაც ვიცი, ეს ტყვეები ავღანელები არიან, ამიტომ მე დაუშვებლად მიმაჩნია ტყვეების გადმოყვაბა საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ ამით დავძაბავთ ურთიერთობებს ჩვენს არამართლმადიდებელ მეზობლლებს შორის", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ. გუანტანამოს ტყვეების საქართველოში შესაძლოა განთავსების შესახებ ამერკულ გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი~ წერს. გაზეთი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იყობინება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონმა თბილისთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა და საქართველომ დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა. ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. გუანტანამოს ბანაკი კუბაზე ოფიციალურად 2001-2002 წლებიდან არსებობს. ამერიკული დოკუმენტების თანახმად, ეს არის "ინტერნირებულთა ბანაკი~, ანუ სპეციალური ციხე იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული სამიანობის ხეშეწყობაში ედებათ ბრალი. ექვსი წლის განმავლობაში ბანაკში 800 ადამიანი მოხვდა. "განასაკუთრებულად საშიში დამნაშავეების~ ე.წ. ჩAI-ის საიდუმლო ციხეებში არსებობის შესახებ აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2006 წლის 6 სექტემებერს აღიარა. აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ წინასააწრჩევნო დაპირებაში ერთ-ერთ ძირითად პუნქტად გუანატანამოს ბანაკის დაშლა გამოაცხადა. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13181 მოკლედ, ეს კლიენტი ყველაფრის ექსპერტია
  14. და რაც შეიძლება ბლომად, არა chegesto ? :ravic:
  15. მაგი რომ ვიცოდეთ, მაშინ ხომ ნაშველები გვექნებოდა
  16. წარმოიდგინე და ამიტომ "კვნესი"b]machkatela[/b] ? :ravic:
  17. თრუსოს ხეობის მოსახლეობა კოკოითის განცხადებებით შეშფოთებულია თრუსოს ხეობის მოსახლეობა, ოსურ ადმინისტრაციასთან მიერთებაზე, კოკოითის მიერ გაკეთებული განცხადებებით შეშფოთებულია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრობლემას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოს, რათა დაცარიელების პირას მყოფი ხეობა, საერთოდ არ დაცარიელდეს. „მოსახლეობამ დიდი ხანია სანახევროდ მიატოვა თრუსოს ხეობა, მიწის სიმწირე და სიმცირე აიძულებდა მთიელებს მამაპაპური მიწაწყალი მიეტოვებინათ და საარსებოდ ნაყოფიერი ადგილები ეძიათ, ახლა ამ ყველაფერს კოკოითი დაემატა. ნასოფლარებად იქცა ამხელა ხეობა, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბუნება და მინერეალური წ###########ბია“-ამბობენ ადგილობრივები. „აქ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, კოკოითის წაქეზებული ოსები არ დაგვადგებიან თავზე, ჩვენი მესაზღვრეები მათ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ“ - აცხადებს მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ხეობაში დარჩენილ ოსებთან, მათ არანაირი კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ, თუმცა მათი რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც სამაჩაბლო კონფლიქტურ რეგიონად გამოცხადდა. „თრუსოელი ოსებისთვის ხეობის დატოვება არავის უთქვამს, თავად არჩიეს ვლადიკავკაზში გადასახლება, თავისიანებთან. საზღვარი რომ ჩაიკეტა, მას შემდეგ საერთოდ, თავისიანებთან ყოფნა ისურვეს, მათგან სრულად მოწყვეტას. მამა-პაპისეული სახლ-კარი და საფლავები დატოვეს, ახლა მხოლოდ კობში და ოქროყანაში თუ დარჩნენ ცოტანი“, - განუცხადეს თრუსოელებმა „ინტერპრესნიუსს“. ხეობაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საგრძნობლად იკლო ტურისტების რაოდენობამ, უფრო მეტად, წლევანდელ სეზონზე ხეობას ქართველები სტუმრობდნენ. თრუსოს ხეობა მთავრდება სოფელ კობთან. კობის ქვაბული წარმოადგენს მნიშვნელოვან კვანძს, სადაც ერთმანეთს უერთდება რამდენიმე ხეობა. ერთ-ერთი მათგანი-ბიდარის ხეობით-ჯვრის უღელტეხილიდან ჩამოდის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც შედეგ გრძელდება ჩრდილოეთით-ყაზბეგისა და ვლადიკავკაზის მიმართულებით. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ჩვენი უბედურება ისაა , რომ რესეთთან საზღვარი დემარკირებული არ გვაქვს და ამიტომ რუსეთი იმას აკეთებს, რაც გაუსწორდება(გაიხსენეთ მამისონის უღელტეხილი). ასე რომ, ნამდვილად მესმის თრუსოს ხეობის მოსახლეობის შეშფოთება. უზერებო, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? პ.ს. ეს პანიკა არაა, ეს რეალობაა, რუსეთს ყაზბეგის წართმევაც უნდათ
×
×
  • შექმენი...