Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ბატონი მიშა კი არის სერიოზული ადამიანი, მაგრამ მე და სატურნიც არ ვართ არასერიოზული ღლაპები...kisa
  2. საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურზე დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა 23.08.2009 თბილისი.23.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საიანო-შუშენსკის ჰიდროელექტროსადგურზე დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. ავარიის ლიკვიდაციის შტაბის ინფორმაციით, დღეს კიდევ 6 ადამიანი ითვლება დაკარგულად. ცოცხალი ადამიანების პოვნა ნანგრევებსა და დატბორილ სამანქანო დარბაზში მხოლოდ ავარიის პირველ დღეს გახდა შესაძლებელი. როგორც შტაბში აცხადებენ, ასევე ნაპოვნია რამდენიმე სხეულის ფრაგმენტი. რუსეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დაღუპულების ოჯახებს თითო მილიონის რუბლის კომპენსაციას ფედერალური ვბიუჯეტიდან გამოუყოფენ, მეორე მილიონს კი "რუსგიდრო" გაიღებს. თუმცა ოჯახის წევრები ხუთჯერ მეტს მოითხოვენ. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის სეგრეი შოიგუს განცხადებით ჯეს-ზე უკვე დაიწყო აღდგენითი სამუსაოები. ოპერატიული შტაბის წარმომადგენელტან დანცხადებით, სამაქანო დარბაზში წყალი 308 მეტრზეა ამოტუმბოლო. დღეისათვის ნავარაუდევია 305 მეტრ დონეზე გასვლა, რომლის ქვევითაც ადამიანების ყოფნა გამოირიცხა. ნანგრევების გაწმენდა და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება და მასში 2000 ადამიანია ჩართული. რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ავარია საიანო შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე 17 აგვისტოს მოხდა. დინგრა ჰესის სამანქანო დარბაზი, დაზიანდა ათივე ჰოდროაგრეგატი. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13169
  3. და ამიტომაც მოეკიდა ცენტრი "გაგებით" მასების სურვილს და ამიტომ ჩაუგდეს თითქმის ბრძოლის გარეშე ხელისუფლება, მით უფრო, რომ ამ სურვილის ასრულება საბოლოო ჯამში არაფერს არ ცვლიდა და მოგებული მაინც სცენარის ავტორი რჩEბოდა. სამაგიეროდ მასამ ირწმუნა, რომ ის უბრალო სტატისტი კი არა, არამდ სპექტაკლის მთავარი გმირი იყო...paolo
  4. http://i052.radikal.ru/0908/d9/e43c700d14fa.jpg ნოკაუტში ვარ
  5. ძველი "სიმღერაა", რომელიც არასწორად არის ნათარგმნი...kisa იყო ეს თემა
  6. თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს 22.08.2009 თბილისი.22.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ის მიერ 2009 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"--ის რეპორტიორის, ლარა ჯეიკსის 2009 წლის 21 აგვისტოს გამოქვენყებულ სტატიაში - "ამერიკელების წვრთნა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული", ავღანეთში გასაგზავნ საქართველოს სამხედრო კონტინგენტის აშშ-ის მხარის მიერ გაწვრთნასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ვასილ სიხარულიძის მიცემული კომენტარი არასწორად იქნა გადმოცემული. "ვასილ სიხარულიძემ ინტერვიუში ზოგადად აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის მომზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული მომზადების დონის ზრდას უწყობს ხელს, _ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. სამინისტროს განცხადებით, ლარა ჯეიკსის მიერ მოწოდებული ჩანაწერების შესაბამისად, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ სერიოზულ გამოცდილებას ვიღებთ მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობით, რაც ძალზედ სასარგებლოა ქართველი სამხედროებისათვის, მათი შემდგომი მომზადებისათვის". მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის". მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში კი ვასილ სიხარულიძემ აღნიშნა: "ამერიკული მხარის მიერ ავღანეთში გასაგზავნი ქართული ბატალიონის მომზადება მიზნად ისახავს ქართველი სამხედროებისთვის იმ საჭირო უნარჩვევებისა და გამოცდილების შეძენას, რომელიც მათ ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში მისიის ეფექტურად და დანაკარგების მინიმალური რისკით შესრულებაში დაეხმარება. ამავე დროს, ქვეყნის დასაცავად აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული მხარის მიერ მიმდინარე წლისთვის შემუშავებულ მოსამზადებელ პროგრამებს უკვე გადიან.აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა რუსი აგრესორებისაგან ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის მხოლოდ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს, რაც აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას ითვალისწინებს". საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა თხოვნით "Associated Press"-ს გამოაქვეყნოს შესაბამისი განმარტებები. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13163
  7. რუსეთის ოქროს სავალუტო რეზერვები ერთ კვირაში 2,8 მლრდ დოლარით შემცირდა 22.08.2009 თბილისი.22.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2009 წლის 14 აგვისტოს 400,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 7 აგვისტოს მონაცემზე 2,8 მლრდ დოლარით ნაკლებია. ამგვარად, ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ბანკის ოქროს სავალუტო რეზერვები 0,7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 1-ლი იანვრიდან თუ ვიანგარიშებთ, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვები, მათ შორის უცხოურ ვალუტაში, 427,08 მლრდ დოლარიდან 26,48 მლრდ დოლარით შემცირდა. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13160
  8. "კაცია და გუნება" Gegius :maladec:
  9. ‘’კონსერვატიული პარტია’’ “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელზე ყადაღის მოხსნას მოითხოვს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაკავებული მეზღვაურების მეგობარმა, გოჩა დიასამიძემ ბათუმიდან აცნობა. დაკავებულები მასთან კონტაქტს სმს-ის საშუალებით ამყარებენ. გოჩა დიასამიძის ინფორმაციით, ბათუმელი ძმები თამაზ და ალბერტ მალაყვაძეები მასთან კავშირზე ბოლოს დღეს, 13.00 საათისთვის სმს-ით გამოვიდნენ. მათი მტკიცებით, ფილიპინებში დაკავებულია 13 ქართველი მეზღვაური, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არ მიეწოდებთ საკვები და წყალი. გოჩა დიასამიძის თქმით, ძმები მალაყვაძეები საკნებში მკაცრი ზედამხედველობის ქვეს იმყოფებიან და ტელეფონით საუბარს ვერ ახერხებენ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულ მეზღვაურებთან კავშირი ჯერ შესაძლებელია, მაგრამ გამორიცხული არ არის, დაკავებულებს მობილური გაეთიშოთ და მათთან კავშირი შეუძლებელი გახდეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ქართველი მეზღვაურები კომპანია “ლა-ლამპას” ჰყავდა დაქირავებული. ქართველი მეზღვაურების იმყოფებოდნენ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც ფილიპინელმა სამხედროებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გემს დიდი რაოდენობის ებრაული იარაღი გადაჰქონდა. გემზე ფილიპინელმა სამხედროებმა ებრაული ‘’გალილის’’ წარმოების შაშხანებით სავსე ყუთები აღმოაჩინეს. ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპინებზე დაკავებული გემის ეკიპაჟიდან შვიდი ქართველია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, საქართველოს ფილიპინებზე საელჩო არ აქვს, ამიტომ უკვე მიიღო მითითება ვაშინგტონში საქართველოს საკონსულო განყოფილებამ, სასწრაფოდ დაუკავშირდეს ფილიპინებს, რათა დაკავებულები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  11. ჰეი, Sakartwelo , არასწორად წახვედი
  12. Grig ირაკლი სესიაშვილი - გუანტანამოს ტყვეების მიღებამ, შესაძლოა, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს Font size: უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, გუანტანამოს ტყვეების მიღებამ, შესაძლოა, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაზარდოს. როგორც “ინტერპრესნიუსს~ სესიაშვილმა განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შატატებისთვის გუანტანამოს ტყვეების კავკასიაში განთავსების საკითხი პოლიტიკური თემაა. “თუ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსებსა და აშშ-ს ადმინისტრაციას შორის მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება გუანტანამოს ტყვეთა საქართველოში განთავსების შესახებ, გამოდის, რომ აშშ-სთვის ეს პოლიტიკურად მომგებიანი საკითხია. საქართველოს აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა ბევრს ავალებს და შესაძლოა, ეს საკითხიც ერთ-ერთი მათგანი იყოს~, - აღნიშნა სესიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში ტყვეთა განთავსების საკითხი მხოლოდ სამთავრობო დონეზე არ უნდა გადაწყდეს, ამაში უნდა ჩაერთონ ექსპერტებიც, შეფასდეს ყველა შესაძლო შედეგი, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებას მოყვება. “საქართველოში არც ახლა არის სახარბიელო ვითარება უსაფრთხოების მხრივ და ასეთი ბანაკის განთავსების შემთხვევაში კიდევ უფრო რთული ვითარება შეიქმნება. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა, სადაც მსგავსი ბანაკი არსებობს, ტერორისტების სამიზნეა”, - განაცხადა სესიაშვილმა. ექსპერტის აზრით, თუკი გუანტანომს ტყვეთა ნაწილს მართლაც ჩამოიყვანენ საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ მათთვის საგანგებოდ უნდა აშენედს მაღალი უსაფრთხოების მქონე იზოლირებული დაწესებულება. გარდა ამისა, ასეთი ბანაკის განთავსებისთვის აშშ-ს საქართველოსთვის სოლიდური თანხის გადახდაც მოუწევს. გუანტანამოს ტყვეების საქართველოში განთავსების შესაძლებლობის შესახებ ამერკულ გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი~ წერს. სტატიის ავტორი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონმა თბილისთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა. “საქართველოში დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ინტერვიუს დროს ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობდნენ კიდეც, რომ თბილისი მზად არის გუანტანამოს ყველა ტყვე მიიღოს, თუ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს~, - ნათქვამია სტატიაში. ცნობილია, რომ ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. გუანტანამოს ბანაკი კუბაზე ოფიციალურად 2001-2002 წლებიდან არსებობს. ამერიკული დოკუმენტების თანახმად, ეს არის “ინტერნირებულთა ბანაკი~, ანუ სპეციალური ციხე იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული სამიანობის ხეშეწყობაში ედებათ ბრალი. ექვსი წლის განმავლობაში ბანაკში 800 ადამიანი მოხვდა. “განასაკუთრებულად საშიში დამნაშავეების~ ე.წ. ჩAI-ის საიდუმლო ციხეებში არსებობის შესახებ აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2006 წლის 6 სექტემებერს აღიარა. გუანტანამოს ბანაკის არსებობისა და მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ ამერიკული და ევროპული პრესა 4 წელია, წერს. აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ წინასააწრჩევნო დაპირებაში ერთ-ერთ ძირითად პუნქტად სწორედ გუანატანამოს ბანაკის დაშლა გამოაცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. “მდუმარე კანცლერი” ანუ გერმანია - რუსეთის ინტერესების ლოკომოტივი?! “რუსეთის პრეზიდენტის დიმიტირი მედვედევისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 14 აგვისტოს შეხვედრა სოჭში დასალვური მედიისა და პოლიტიკურ ექსპერტთა შეშფოთების მიზეზი გახდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედვედევი პირდაპირ თავს დაესხა უკრაინას და განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამას ახალი ხელისუფლება შესანიშნავად გააკეთებს”. განსაკუთრებით დამაფიქრებელი ის იყო, რომ ამ სიტყვებზე ანგელა მერკელს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თაიმსი” მერკელის დუმილმა შეაშფოთა. “მეტიც, ამავე პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ცოტა მოგვიანებით განაცხადა, რომ ყველანაირად შეეწინააღმდეგება უკრაინაში ნაციზმის ჰეროიზაციის მცდელობებს. ბრიტანული “თაიმსის” აზრით, თავის დუმილით მერკელმა მიანიშნა მედვედევს, რომ იგი მხარს დაუჭერს რუსეთს, თუ მისი მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება გაწყვიტოს ურთიერთობა უკრაინასთან და მერკელის მდუმარე რეაქცია შეიძლება ისა იქნას აღქმული, რომ იგი ნებას აძლევს რუსეთს ჩაერიოს უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში”, - წერს სტატიის ავტორი. “ის, რომ გერმანიაში არჩევნების წინა პერიოდში ჩავიდა მედვედევი, აშკარა მხარდაჭერა იყო მოქმედი კანცლერისა შემდეგ მერკელი ეწვია სოჭში მედვედევს და არც ერთი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. რუსმა, ევროპელმა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმომხილველებმა ცალსახად შეაფასეს ეს ორი ვიზიტი - მოსკოვისა და ბერლინის უკვე პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების და ურთიერთობის ლოიალობის საჯარო დემონსტრირებად. რაც შეეხება ნაციზმს, მერკელის მხრიდან ასეთი უტაქტო განცხადება, გარდა იმისა, რომ მთელი უკრაინელი ხალხის შეურცხყოფაა, ვერანაირად ვერ ჯდება დიპლომატიური ეთიკის და კორექტულობის ჩარჩოებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. “მეორე მხრივ, ინტერესების პრევალირების გათვალისწინებით, არც ისაა გასაკვირი, რომ არჩევნებამდე რუსეთის ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი უფრო მეტი განცხადებები გააკეთოს მერკელმა. გერმანიაში არჩევნები ზამთარშია. წარმოიდგინეთ რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება იმ ფაქტს, თუ რუსეთი ერთი კვირით მაინც ხელოვნური მიზეზით შეუწყვეტს გაზს გერმანიას, რა შედეგი ექნება ამას მოქმედი კანცლერისთვის და მისი პარტიისთვის. ეს ხომ იქნება უძვირფასესი საჩუქარი სოციალ-დემოკრატებისთვის. ამიტომ, დღეს არჩევნების დამოკლეს მახვილის ქვეშ მოქცეული ქალბატონი მერკელი ყველაფერს გააუკეთებს, რათა შეინარჩუნოს რუსეთის კეთილგაწყობა”, - დასძენს სოსო ცინცაძე. “მერკელის პოზიცია ეს ცნობილი პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა დაიწყო. ენერგომატარებლებზე გზა ევროპისკენ რუსეთს სწორედ გერმანიამ გაუხნა. დღესაც ყველგან, სადაც შეიძლება, გერმანული პოლიტიკა ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი და პარტნიორული ურთიერთობა შეინარჩუნოს. ამიტომაც გასაკვირი არ არის გერმანიის რეაქცია უკრაინასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნაციზმს, ეს თემა გერმანიისთვის მტკივნეულია, მაგრამ რატომ ვერ ხედავს ამ ელემენტებს რუსეთში, როცა ამაზე ღიად საუბრობენ სხვა ქვეყნების ანალიტიკოსები? როდესაც ფაშიზმზე საუბრობ, ძალიან უნდა მოინდომო, რომ არ დაინახო “დიდი რუსეთის” მესიანური იდეოლოგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107319.html
  14. პრესინგს "ეთამაშებიან" და არაფრის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ
  15. მაღალი ალბათობით...Grig , მაგრამ ჩვენი ბედოვლათები ამდენს ვერ ხარშავენ
  16. გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2~ ამერკულ გაზეთ ~ვაშინგტონ პოსტზე~ დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სტატიის ავტორი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონმა თბილისთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა. “საქართველოში დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. ინტერვიუს დროს ქართველი მაღალჩინოსნები ხუმრობდნენ კიდეც, რომ თბილისი მზად არის გუანტანამოს ყველა ტყვე მიიღოს, თუ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზას განათავსებს~, - ნათქვამია სტატიაში. ცნობილია, რომ ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  17. http://pic.ipicture.ru/uploads/090822/OUTc3CyEtS.jpg გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს. ლიცემერი: "ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე გარე გარბოდაო" -ჩვენზეა ნათქვამი
×
×
  • შექმენი...