Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. სოზარ სუბარი - ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ” “ის, რომ უფლებების დარღვევები იქნებოდა და ამასთან შეჯახება მოგვიწევდა, ამას ველოდი. ბევრი სამუშაო რომ გვექნებოდა, ვიცოდი. მაგრამ ვერ დავიჯერებდი, თუ ასეთ მასშტაბს მიაღწევდა და ასეთი მიზანმიმართული ხასიათი ექნებოდა უფლებების დარღვევას. შევარდნაძის პერიოდისგან გასნვხავებით, აქ უფლებების დარღვევებმა მიიღო პოლიტიკური ხასიათი. შევარდნაძის პერიოდში ადამიანის უფლებები კი ირღვეოდა, მაგრამ ეს არ იყოს ქვეყნის პოლიტიკა. ეს იყო ცალკეული ჩინოვნიკის თავნებობა თუ ცალკეული მინისტრის თავნებობა. მაგრამ ახლა უფლებების დარღვევებმა მიიღო პოლიტიკური ხასიათი”, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ “ახალის თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავს / “ელიტ-ელექტრონიქსის” დირექტორს ერთი წელია დევნიან. “ძალიან რთული ვითარება ჩამოყალიბდა. რაც დამხვდა, ვიცოდი რა იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამას დავძლევდი. მაგრამ იმას, რომ ყველაფრის კონტროლს დაიწყებდა ხელისუფლება და აღარ დარჩებოდა თავისუფალი სივრცე ქვეყანაში, ვერ წარმოვიდგენდი. ჩემდამი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ იყო უამრავი ზარი, უამრავი შეხვედრა, ზოგჯერ დაყვავება, ზოგჯერ ჩხუბი, ზოგჯერ კამათი, შეთავაზებები, რომ წავსულიყავი სადმე მაღალანაზღაურებად სამუშაოზე - მეგობრები მეუბნებოდნენ და თან იქვე ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ჩვენ არავის არ გამოვუგზავნივართო, ჩვენი ნებით მოვედითო. თუმცა, მე არ მიკითხავს, ვინ გამოგგზავნათ-მეთქი... რაც უნდოდათ, შემისრულეს, როცა სასჯელაღსრულების რაზმი გამოაგზავნეს 7 ნოემბერს სპეციალურად იქ, სადაც მე ვიყავი, რათა ჩემთვის მოეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა. იმათი გამოგზავნა არაფერ შუაში იყო. სხვა სპეცრაზმი იყო, რომელიც მე გავაჩერე, დამემორჩილნენ და ხალხი დავშალე. მაშინ გამოიგზავნა სასჯელასრულების სპეცრაზმი, რომელსაც იქ არაფერი ესაქმებოდა მიტინგის წინააღმდეგ - ჩვენ რა, პატიმრები ვიყავით?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი. “თანამდებობიდან წასვლამდე ვაპირებ ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას განვლილი მუშაობის შესახებ და პლუს იმ 4 ნოემბრის თათბირის შესახებაც. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის უფრო მეტად საპატიო თანამდებობა, ვიდრე არის სახალხო დამცველი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ახლა რომ მართლა ყოფილიყო შემოთავაზება, მე უარს ვიტყოდი. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ არავინ არ ამირჩევდა მეორედ. ის, რომ არ ამირჩევდნენ, ესეც ჩემი არჩევანი იყო. შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, რომ ბატონ პავლე კუბლაშვილს, კობა ხაბაზს, ელდარ კვერნაძეს, პეტრე ცისკარიშვილსა და სხვებს ხელები გადაეტყავებინათ ტაშის ჩემით, რა კარგი სახალხო დამცველი გვყავს, რა კარგად გვიცავს ჩვენო და მეორე წელსაც ავერჩიე, შეიძლება კანონიც კი შეეცვალათ და მესამედაც ავერჩიე, მაგრამ მე არ ვიქნებოდი სახალხო დამცველი. ისე ვიქცეოდი, როგორც სინდისი მკარნახობდა, როგორც კანონი მკარნახობდა. ის, რომ მეორედ არ ამირჩიეს, მათი არჩევანი კი არ იყო, არამედ ჩემი არჩევანი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “როცა მე გავაკეთე განცხადება გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სანოძე და ახალაია, ასევე მელნიკოვი ერთ საათში გაათავისუფლეს. თვითონ ჩაატარეს ბრიფინგი და თქვეს, ჩვენი ნებით მივდივართო, მაგრმ რატომღაც ეს ბრიფინგი დაემთხვა ჩემს განცხადებას. მე რომ განცხადება გავაკეთე, დამირეკა პრეზიდენტმა. დიდხანს ვიჩხუბეთ. როცა ყურმილი დაკიდა, ვიფიქრე, მორჩა, ეს ბიჭები გათავისუფლდებიან-მეთქი. ასეც მოხდა. თუმცა, შემდეგ ისევ დააბრუნეს უწყებაში. ვანო მერაბიშვილს მივმართე რეკომენდაციით, რომ დონაძე გაეთავისუფლებინა. მართალია, ფორმალურად დონაძე გაათავისუფლეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იგი დღესაც მართავს გარკვეული სიტუაციებს შსს-ში. შარშან იანვარში, როცა ღია წერილით მივმართე პრეზიდენტს, სადაც ბევრ რამეზე ვლაპარაკობდი, მათ შორის იმაზე, რომ პროკურატურა იქცა სადამსჯელო იარაღად, ზურაბ ადეიშვილი გადაყენებულ იქნა გენერალური პროკურორის პოსტიდან. არავის უთქვამს, რომ ეს სუბარის განცხადების გამო გააკეთეს, თუმცა, რატომღაც ეს ქმედება ჩემს განცხადებას ემთხვეოდა. პრეზიდენტი არ ცვლის პოლიტიკას იმიტომ, რომ მას უნდა ერთპიროვნულად მართოს ყველაფერი. ის ვერ იტანს ძალაუფლების გაყოფას”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი. “აუცილებლად უნდა დადგეს ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის ვითხოვდი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც არ შეიქმნა. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჯერ ვერ დავასახელებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ თათბირში და დღეს ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან. 4 ნოემბრის თათბირში მონაწილეობდნენ როგორც მინისტრები, ისე პარლამენტის წევრები... არა ერთხელ დამიყენებია ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ციხის ამბოხთან დაკავშირებით პირდაპირ იკვეთება მისი პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორც ვხედავთ კი არ დასაჯეს, დააწინაურეს და მინისტრად დანიშნეს. პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეწყვეტილა. ვანო მერაბიშვილის თაოსნობით შემდგარმა დიალოგმა ის შედეგი მოიტანა, რომ რამდენიმე ადამიანი დროებით გათავისუფლდა. ისინი გირაოთი გათავისუფლდნენ, მათ წინააღმდეგ დევნა არ შეწყვეტილა”, - აცხადებს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “თქვენს მიერ გაკეთებული მძიმე შეფასებიდან და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი რეჟიმი?” - პასუხობს: “ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი. ამ ხელისუფლებას სხვა შეფასებას ვერ მივცემ. პირიქით, ეს ადმინისტრაციული რეპრესიები და ეს რეჟიმი გამკაცრდა, გაძლიერდა და გადასულია ერთადერთ მიზანზე: შეინარჩუნოს ძალაუფლება თავის ხელისუფლებაში. ცხადია, ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა შეიცვალოს, უნდა დაინგრეს. ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107817.html ლიცემერი: "ღირსეშანიშნავი"ინტერვიუა! ინტრიგით აღსავსე. მასში იმდენად ძლიერი მუხტი ძევს, :ena: შეუძლებელია უზერებში იმის ბადალი ინტერესი არ აღძრას მსჯელობის შემდგომი განვითარების მიმართ, რა ინტერესითაც მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს ვკითხულობთ ხოლმე. ასე რომ, წავიდა კომენტარები
  2. ზუგდიდელებს მხოლოდ ოთხმოცდაათიან წლებში დაბრუნების ეშინიათ და ბასტა! პირადი მტრობაა და არა პროვოკაცია...და ამ პირად მტრობაში, ჩემო ბატონო king depress , მერაბ ჩუხუა 100% მართალია მიქაიას წინაშე
  3. ალიაში იყო დიდი სტატია სასულიერო პირთან, რომელმაც თქვა, რომ კალგოტკიანი მღვდლებიც გვყავსო
  4. ქართული პრესის მიმოხილვა 28.08.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107752.html
  5. საქართველოს პატრიარქი სასულიერო პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს გამოეხმაურა სასულიერო პირებთან დაკავშირებით ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციას. როგორც პატრიარქმა ბრძანა, საზოგადოება გამადიდებელი შუშით უყურებს სამღვდელოებას და განსაკუთრებით კრიტიკულად აღიქვამს ყველა შეცდომას, რომელიც მოსდით სამღვდელო პირებს. “თუმცა სამღვდელოებაც შედგება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. გთხოვთ, სამღვდელოებას შეხედოთ მოწყალე თვალით, როგორც უყურებთ თქვენს შვილებს, დედებსა და მამებს. სამღვდელოება ცდილობს, ემსახუროს ქვეყანას, გემსახუროთ თქვენ, ცდილობს, იყოს იმაზე უკეთესი ხვალ, ვიდრე არის დღეს”, - ბრძანა ილია მეორემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ჩემთვის მიუღებელი ყოვლად გაუმართლებელი. უმადური, უსამართლო შეფასება სასულიერო პირთა, ანდა უცერემონიო ჩარევა მათ კომპეტენციაში-თქვენთვის?
  6. მარიამობას გილოცავთ ყველას! http://pic.ipicture.ru/uploads/090828/zztF8PWWDu.jpg ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთ–ერთი წმინდა მამის სამოთხეში მოგზაურობისას ერთ–ერთმა ანგელოზმა შეატყო,რომ იგი ვიღაცას ეძებდა,ჰკითხა მას და როცა წმიდა მამამ უპასუხა რომ ღვთისმშობელს ეძებდა,ანგელოზმა გაოცებით უპასუხა,ღვთისმშობელს აქ რა უნდა,ის მუდამ მიწაზეა,ცოდვილ ადამიანებთანო. აბა,გილოცავთ პლანეტელებო,ღმერთმა და ღვთისმშობელმა დაგლოცოთ...გფარავდეთ მისი კალთა.
  7. ხო, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ამ აქციებს სათავეში უდგას ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ უმუშAვია+ გარეკილი ზვიადისტია და კიდევ+ წამალზე "იწვა"
  8. ყველამ თავის განყოფოლების თემებს მიხედოს. სხვათაშორის შენი "უკვდავი" სიტყვებია...tb_parazitka არ მიყურებია და მეც მაგრად მაინტერესებს
  9. რომ იცოდე მიქაიას რა იმიჯი აქვს ზუგდიდში და როგორ არასერიოზულად უყურებენ ამას ზუგდიდელები, მაშინ ამ კითხვას არ დამისვავდი. შენ ენდობი მორფინისტს?
  10. ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთის მრუდე სარკის ანარეკლები არიან...Nukriko
  11. ნაძირალა მიქაიას გათავებული მიშა არ გაიშვა
  12. ამ სვლით, ჩემო დიტო, პრინციპში ჯარს უნდობლობა გამოუცხადა, რაც ძალიან ცუდად მოუტრიალდება, ძალიან
  13. მართალს უბნობს ეს ყმაწვილი...Lo Janko ირაკლი სესიაშვილი: ახალიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პრეზიდენტის ჯარისადმი შიშმა განაპირობა http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13570
  14. ამაში გეთანხმები...lasha1997 მიხეილ სააკაშვილი: ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მკაცრი ხელია საჭირო http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13568 ირაკლი სესიაშვილი: ახალიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პრეზიდენტის ჯარისადმი შიშმა განაპირობა http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13570
  15. მიხეილ სააკაშვილი: ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მკაცრი ხელია საჭირო თბილისი.27.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". თავდაცვის ახალი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ამოცანა აგრესიისაგან ქვეყნის დასაცავად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის ამაღლება იქნება, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სხდომაზე განაცხადა, სადაც მან თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია წაერადგინა. "შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, მაგრამ ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას იგი დამაკმაყოფილებელს ვერ უწოდებს. ამ კუთხით ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრად მკაცრი ხელია საჭირო", _ განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას დამსახურებაა, რომ საქართველოში ციხეებს კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ქვეყნის დაცვა შესაძლო აგრესიისგან, ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაგზავნა, სამხედრო დოქტრინის გაგრძელება და ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმების გაგრძელება. მისივე თქმით, ბაჩო ახალაია ამ ყოველივესთვის სათანადოდ არის მომზადებული. http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13568 მაგრად ერხევა კადრებში...Lo Janko
  16. ეს არის ნავარდი უვიცობაში და უზნეობაში, ანუ როცა მოქმედება სირეგვენეში გადადის
×
×
  • შექმენი...