-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
კარგი რა 'babuagiorgi', ამ ფორუმზე თემა გავხსენი და იმ ფორუმზე ვიღაც სირმა სამუდამო ბანი დამადო. ასეთი ქლეობა არსად არ მომხდარა
-
მე არ ვთვლი რომ პოლიტფორუმი არის ყველაზე თავისუფალი ფორუმი, პირიქით, ვთვლი, რომ ეს ფორუმი არის და მომავალშიც დარჩება ფორუმ-პაროდიად
-
იმ ფორუმზე " пожизненного" ბანი მადევს :ena:
-
http://s61.radikal.ru/i174/0909/ac/0250c75e5121.jpg ინგა გრიგოლია პირველი არხიდან წავიდა, გაუმარჯოს კახა ბენდუქიძეს! მაშინ, როდესაც ინგა გრიგოლიას ჭანტურია უპრობლემოდ შეელია, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ არხზე გადაცემა "ღამის საუბრებს" მხატვარ გია ბუღაძესთან ერთად გაუძღვება ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე(?!) მოსაზრება, რომ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, ბოლო ხანს კიდევ უფრო განმტკიცდა. ეს განსაკუთრებით კარგად ქართული ელექტრონული მედიის მაგალითიდან ჩანს. მედიის თავისუფლების ხარისხი ჩვენნაირი პოლიტიკური თუ სამოქალაქო განვითარების ქვეყანაში, როგორც წესი, მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს სატელევიზიო არხებზე ხდება, კითხვის ნიშნებს კი არ აჩენს, არამედ პირდაპირ წარმოაჩენს, რამხელა გავლენა აქვს ხელისუფლებას ე.წ. ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე. ის, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს თავისუფალი სატელევიზიო ეთერი დიდად აღარ ეხატებოდათ გულზე, ერთი მარტივი მიზეზითაც შეიძლება ავხსნათ: ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ძალიან დაეხმარა მედია, კონკრეტულად, ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც რევოლუციის შემდეგ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად კი გამოაცხადეს, მაგრამ "ნაციონალებს" ძალა და ენერგია არ დაუკლიათ თუნდაც ამ ტელევიზიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ამის დასტურია ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე შეიცვალა არხის მფლობელი, ხოლო ჟურნალისტთა უმეტესობამ ტელევიზია დატოვა. ამის პარალელურად სხვადასხვა არხზე ხმაურიანად იხურებოდა პოლიტიკური ტოქ-შოუები და თვით სატელევიზიო არხებიც. ამ ყველაფრის კულმინაცია თითქოს 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრა და იქ განვითარებული მოვლენები უნდა ყოფილიყო, თითქოს ამის შემდეგ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა ეიძულებინა ხელისუფლება, ელექტრონულ მედიაზე თავისი კონტროლი შეესუსტებინა, მაგრამ დღეს საპირისპიროს ვხედავთ. "იმედსა" და პირველ არხზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არათუ ირიბად, არამედ ამ არხების პირდაპირ მმართველად იქცა. მედიაჰოლდინგ "იმედის" გენერალურ დირექტორად გიორგი არველაძის დანიშვნამ აჩვენა, რომ ვითომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მენეჯმენტი ლამის სახელისუფლებო მართვის ვერტიკალში მოექცა. გიორგი არველაძე აცხადებს, - სად მე და სად პოლიტიკა, "იმედში" მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დამნიშნეს, რომ კარგი მედიამენეჯერი ვარო, მაგრამ ამაზეა ნათქვამი: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო..." ასეთი "ბოლო" კი, შორს რომ არ წავიდეთ, მარტო მისი პოლიტიკური მრწამსი და ამა თუ იმ ღონისძიებაზე სამთავრობო ლოჟაში ყოფნაცაა... ვფიქრობთ, არავის სჭირდება გიორგი არველაძის დანარჩენი პოლიტიკური მიღწევებისა და რევოლუციამდე თუ მის შემდეგ მისი წარმატებული "ნაციონალური" კარიერის შესახებ ინფორმაციის შეხსენება... არველაძის ტელეკომპანიაში მისვლის შემდეგ "იმედიდან" არაერთი თანამშრომელი გაუშვეს. კულუარებში იმასაც ამბობენ, არველაძეს დაუქადნია, ტელევიზიაში არავის გავაჩერებ, ვინც პატარკაციშვილის დროს მუშაობდაო, მეტიც, თურმე მენეჯერი არველაძე არხზე გასართობი გადაცემების მომზადებას აპირებს, მაგრამ თუ პრეზიდენტის გამოსვლები და რეგიონული ვოიაჟები ასეთი ინტენსივობით აჩვენეს პირდაპირ ეთერში, ვეჭვობთ, უკეთესი გასართობი გადაცემებისა თუ სერიალების მომზადება შეძლონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არველაძე "იმედისთვის" სახელის გადარქმევასაც აპირებს. სავარაუდოდ, შეიცვლება ტელეკომპანიის ლოგოც, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, საკითხავია, ვინ გადაიხდის ამ თანხას?! არანაკლებ ტრაგიკომიკური სიტუაციაა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც, რომლის გენერალურ დირექტორთან, გია ჭანტურიასთან მისი არჩევა-დანიშვნის დღიდან ამაოდ ვცდილობთ ინტერვიუს ჩაწერას... როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირანდა ბაქრაძემ ამჯერად გვითხრა, ახალი სატელევიზიო სეზონი არხზე 31 ოქტომბერს დაიწყება, გენდირექტორს კი უთქვამს, მანამდე სათქმელი არაფერი მაქვს და ამიტომ ინტერვიუს მიცემის აზრს ვერ ვხედავო. ჭანტურიას სათქმელი რომ არაფერი აქვს, არ გვიკვირს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მასთან არაერთი კითხვა, მაგალითად, რატომ გაუუქმა ტელეკომპანიამ ხელშეკრულება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას და დახურა მისი გადაცემა "პოლიტიკური კვირა", ან რატომ გახდა არხისთვის ამჯერად მეტად პრიორიტეტული შიდასატელევიზიო პროდუქტი, როდესაც ყუბანეიშვილის გენერალური დირექტორობის დროს (შეგახსენებთ, მაშინ ჭანტურია დირექტორის პირველი მოადგილე იყო), გამოაცხადეს, რომ პირველი არხი სწორებას ტელევიზიის გარეთ, კერძო სტუდიებში მომზადებული გადაცემების შესყიდვაზე აკეთებდა?! პარადოქსების ქვეყანა გვაქვს-მეთქი, ვთქვი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი ფაქტიც, მაშინ, როდესაც ინგა გრიგოლიას ჭანტურია უპრობლემოდ შეელია, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ არხზე გადაცემა "ღამის საუბრებს" მხატვარ გია ბუღაძესთან ერთად გაუძღვება ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე(?!), რომელიც საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო სახელმწიფო მოხელე იყო. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს, როგორც პირველი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, ასეთი იდეა არსებობს, თუმც საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილიო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურში კი ოფიციალურად გვითხრეს, ამ საკითხზე დაზუსტებულ პასუხს ორ კვირაში გეტყვითო. გვახსოვს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში კახა ბენდუქიძის სტუმრობა დიდი არეულობით დასრულდა. მაშინ ბენდუქიძემ გრიგოლიას უთხრა, აზრზე არა ვარ, რატომ მიიჩნევი საქართველოში ყველაზე კარგ ჟურნალისტადო. სავარაუდოდ, ბენდუქიძე ახლა გვიჩვენებს ჟურნალისტიკის კლასს! ისე, ამ ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრებს რაღაც საეჭვოდ მიუწევთ გული ტელევიზიებისკენ, საინტერესოა, ამ თანამდებობიდან ახლახან სკანდალით გათავისუფლებულ ლაშა ჟვანიას "კავკასია" ან "მაესტრო" ხომ არ დაასაქმებს?! ხუმრობა იქით იყოს და, გია ჭანტურია აცხადებს, გრიგოლია მე არ გამიშვია, თვითონ გადაწყვიტა სასწავლებლად წასვლაო... "ყველა სიახლე" ქალბატონ ინგას დაუკავშირდა და გადაცემა "პოლიტიკური კვირის" დახურვის მიზეზებზე ესაუბრა. ინგა გრიგოლია: - ახალი წლიდან სასწავლებლად წასვლას ამ ამბებამდეც ვგეგმავდი. საქმე ისაა, რომ ჩემი ძველი კონტრაქტით პირველ არხზე "პოლიტიკური კვირა" დეკემბრის ჩათვლით უნდა გასულიყო, ამიტომ ამ კონტრაქტის დასრულების შემდეგ ვაპირებდი ინგლისში წასვლას... - რა ბედი ეწია ამ კონტრაქტს? - გია ჭანტურიას გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ, ეს კონტრაქტი გააუქმეს. - რატომ, რა მოტივით? - საქმე ისაა, რომ ჩემი გადაცემა არ იყო პირველი არხის პროდუქტი და არც მე ვიყავი ამ არხის თანამშრომელი. ეს გადაცემა მზადდებოდა ერთ-ერთ გარე სტუდიაში. ჭანტურიამ გადაწყვიტა, რომ არხმა ორიენტაცია თავისსავე მომზადებულ გადაცემებზე აიღოს. აი, ამ მოტივით გაუქმდა ძველი კონტრაქტი, თუმცა ამის სანაცვლოდ ჭანტურიამ სამთვიანი პირდაპირი კონტრაქტი შემომთავაზა, ანუ გადაცემა როგორც პირველი არხის თანამშრომელს, ისე უნდა მომემზადებინა, რაზეც უარი ვთქვი. - რა მიზეზით თქვით უარი? - ვფიქრობ, როდესაც ამ არხის თანამშრომელი არ ვიყავი და ისე ვამზადებდი გადაცემას, სრულიად დამოუკიდებელი გახლდით, ერთადერთი პრობლემა ჩემს გადაცემას მაშინ შეექმნა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში. მაშინ ჩემმა მეგობარმა და არხის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყუბანეიშვილმა განაცხადა, ეს არ ეთანხმება ჩვენი ტელევიზიის სტანდარტებსო. ამის გამო, პროტესტის ნიშნად ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დავტოვე. ასე რომ, თუ ახალ კონტრაქტს დავთანხმდებოდი, კაცმა არ იცის, კიდევ რა სტანდარტებით მომიხდებოდა მუშაობა. აი, ამიტომ ვთქვი უარი, თანაც სიმართლე გითხრათ, სამთვიანი კონტრაქტი არც მხიბლავდა, მირჩევნია, ჩემს საქმეებს მივხედო. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს ცოდნის გაღრმავებას. ამ თვალსაზრისით დიდი გეგმები მაქვს. - წარმატებებს გისურვებთ, თუმცა ფაქტია, რომ თქვენი ყველა გადაცემა სკანდალურად დაიხურა... - მართალი ბრძანდებით, ალბათ ამიტომაც მოჰყვა ჩემს გადაწყვეტილებას ამდენი მითქმა-მოთქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ახალი, წარმატებული პროექტებით დავუბრუნდები ქართულ ტელესივრცეს. წყარო: ”ყველა სიახლე” ლიცემერი: ერთი არაბული ანდაზა გამახსენდა: მსახური, რომელიც ერთდროულად ორ ბატონს მსახურებს, ორივე მათგანს ეთვალთმაქცება. http://s05.radikal.ru/i178/0909/dd/54473052290c.jpg:ასე იყო ინგას საქმეც
-
ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სასტაულია -
17 / 09, 2009 10:17 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ახალკაცის გადადგომის მიზეზებსა და დეტალებზე ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. საგანგებო განცხადების გაკეთება ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, 15:00 საათისთვის იგეგმება. გილოცავთ!!!
-
ქლიავი ყოფოლა ვარდოსანიძე
-
ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:ena: -
ილია მეორე - აფხაზეთის სასულიერო პირების განცხადება არასერიოზული განცხადებაა აფხაზეთის სასულიერო პირების განცხადება არასერიოზული განცხადებაა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქმა კომენტარი გააკეთა სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის ე.წ. მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას განაცხადაზე, რომ „აფხაზურმა ეკლესიამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო“. ~ეს განცხადება ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. არავის არ აქვს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებლობა დედაეკლესიის გარეშე”, - ბრძანა უწმინდესმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტში დეპუტატ თამაზ კვაჭანტირაძის ტელელექციების კომპაქტისკების პრეზენტაციას დაესწრო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
Абхазскую епархию предлагается временно передать Московскому патриархату http://www.aif.ru/society/news/39254 По мнению профессора Московской духовной академии протодиакона Андрея Кураева, это было бы оптимальным решением проблемы Профессор Московской духовной академии протодиакон Андрей Кураев видит наилучшим на сегодня решением проблемы абхазской православной церкви передачу местной епархии под временное управление Русской церкви. Об этом сообщает «Интерфакс-Религия».
-
აფხაზურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფის თაობაზე გამოაცხადა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ „აფხაზურმა ეკლესიამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო“. „ქართულ-აფხაზური ომი შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უმაღლეს მართლმადიდებლურ ინსტანციებს, მაგრამ ყველა მათგანი დუმდა, რადგან ქართულ ეპარქიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდათ“, - აღნიშნა აპლიამ. მისივე თქმით, სოხუმის საკათედრო ტაძარში გუშინ ეპარქიის ყველა საეკლესიო მსახურის შეკრება გაიმართა, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. „სოხუმ-აფხაზეთის ეპარქია 1943 წლიდან საქართველოს კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და აფხაზეთის ტერიტორია ძალადიბრივად გადასცეს საქართველოს ეკლესიას. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ შეგვიძლია განვაცხადოთ“, - განაცხადა ბესარიონ აპლიამ. მისი ინფორმაციით, აფხაზურ ეკლესიაში იქნება ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიები. აპლიას განცხადებით, ე.წ. აფხაზური ეკლესია აპირებს, დახმარებისთვის მოსკოვის პატრიარქს მიმართოს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით აღიარებს. ლიცემერი: ქართული ანდაზის არ იყოს:- ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო , ასეა ჩვენი და ამათი საქმე. უზერებო, როგორ ფიქრობთ, რუსეთის საპატრიარქო დაუჭერს მხარს?
-
ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დასტურ, ჩემო ლილიკო -
როდის ჩამოდიხარ?
-
ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გონიერი ქალბატონია და არამგონია სიტუაციის დრამატიზირებას ახდენდეს -
http://pic.ipicture.ru/uploads/090915/52S7vWas81.jpg ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა “უკანასკნელ პერიოდში საქართველოდან ეთნიკური ოსების წასვლამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ჩემთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ლაგოდეხის რაიონის ოსები გადადიან ახალგორში და ახალგორიდან ცხინვალში. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მართლაც არის და თანაც საკმაოდ დომინანტური. გარდა ამისა, ეთნიკური ოსები ცხინვალშიც მიდიან და მოსკოვშიც”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის” თავმჯდომარე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ცხინვალის რეგიონს გარეთ ოსების რაოდენობა 25 ათასამდე დავიდა - ცაბოშვილი-ჩიგოევა. “საქართველოდან არა მარტო ეთნიკური ოსები, ქართველებიც მიდიან. მკვეთრად იმატა საზღვარგარეთ წამსვლელების რიცხვმა ქართველებშიც, თუმცა ოსების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი გახლავთ შარშანდელი ომი, რომელმაც თავის ღრმა კვალი დატოვა ოსებში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავადასტურებ, რომ ოსებიდან ყველა წამსვლელის მიზეზი არის ეთნიკური ნიშნით დევნა. ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება, ეს იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს. ჩემთვის პირადად, ასეთი ფაქტი ცნობილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა. “ომის შემდეგ ოსები ორმაგი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. პირველ ყოვლისა - ის სოციალური კრიზისის ვითარება, რომელიც მოქმედებს ყველა აქ მცხოვრებზე და ის ქვეცნობიერი განცდა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შედეგად ოსების ცნობიერებაში დაილექა. წამსვლელები სწორედ ამ მიზეზებზე საუბრობენ, მაგრამ მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ცხინავალში უმეტესობა იმისთვის მიდის, რათა მოსკოვში გადავიდეს და იქ გამარტივებულად აიღოს დასავლეთის ქვეყნებში წასასვლელი ვიზა. ოფიციალურად, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1989 წელს მთლიანად საქართველოში ცხოვრობდა 165 000 ოსი. აქედან დაახლოებით 60 ათასი ცხოვრობდა ცხინვალის რეგიონში და 100 000 დანარჩენ საქართველოში. მარტო თბილისში 34 000 ცხოვრობდა. 2002 წელს როცა ჩატარდა აღწერა, საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის გარდა ცხოვრობდა 38 000 ოსი. მათგან, სავარაუდოდ, თბილისში იყო 15 000”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “რაც შეეხება 2009 წლის მონაცემებს, ახლა რასაც გეტყვით, ეს არის შედგენილი ჩემი უხეში გათვლებით (წლეულს ოფიციალური აღწერა ეთნიკური ოსებისა არც ჩატარებულა) მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ახლოა რეალობასთან. დღეს საქართველოში ცხინვალის რეგიონის გარეთ მცხოვრები ოსებიდან, რომლებიც თავიანთი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ოსებად - ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ანუ არ აქვთ გადაკეთებული გვარები, დარჩენილია სულ 25 000, თბილისში კი, სავარაუდოდ, 12-15 000. ეს უდავოდ ძალიან პატარა რიცხვია. უკვე ამ რეალობის წინაშე ვდგავართ: შესაძლებელია მოხდეს იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა-კავშირების წყვეტა, რომელიც ამ ორ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობდა”, - აცხადებს მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა და შეკითხვას - “თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ავიცილოთ?” - პასუხობს: “ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. ეთნიკურ ოსებს უნდა შეუქმნას ისეთი ყოფითი პირობები და ფსიქოლოგიური გარემო, რომ მათ აქ გაჩერება-ცხოვრება შეძლონ”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/109426.html ლიცემერი: რატომღაც ბავშვობაში მეგონა, რომ: ყველა რუს მამაკაცს ივანე ერქვა; ყველა რუსი ქალი-ბოზი იყო; ყველა ქართველი მაგარი ; ყველა ებრაელი ვაჭარი; ყველა სომეხი პარიკმახერი ყველა აფრიკელი მშიერი და...ოსი ქართველი... და რომ იცოდეთ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც გავიგე, რომ ოსები ქართველები არ იყვნენ. რავიცი, ჩემი აზრით, დაუძლეველი მტრობა არ არსებობს და მოვა დრო, როდესაც ქართველები და ოსები შეძლებენ შერიგებას უზერებო, რა აზრის ხართ ცაბოშვილ-ჩიგოევას ინტერვიუზე?
-
მიშაც ძალიან "მაგარია", მაგრამ ლეიბორისტებს ვერ შეედრება :ena:
-
ჩაგეთვალა :ena:
-
ალასანია ამერიკის წარმომადგენელს შეხვდა
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგისთანა პირი უჩანს -
უცნობი - “ამ საკნიდან ან ცოცხალი გავალ, ან - მკვდარი, მაგრამ აუცილებლად გავალ გამარჯვებული!” უცნობი-"ჩვენ ყველანი ველოდებით დასკვნას და ამ დასკვნის დადების შემდეგ როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური ველი საქართველოში, კაცმა არ იცის - დიახ, ტალიავინის დასკვნას ვგულისხმობ! ამ დასკვნას შეიძლება ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვეს და ამ ვნებათაღელვის ჩაქრობის მცდელობას სჭირდება ბაჩო ახალია ჯარში და გირგვლიანის მკვლელები - გარეთ. ტალიავინის დასკვნაში შეიძლება დადანაშაულებული იყოს საქართველოს პრეზიდენტი ომის დაწყებაში და დიდი შანსია, რომ იგი გამოცხადდეს სამხედრო დამნაშავედ. სააკაშვილით დაწყებული და იაკობაშვილით დამთავრებული, ახლა ყველა იძახის, რომ ტალიავინის კომისია არის პრორუსული - ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე იციან - ძალიან ცუდი დასკვნა დაიდება!” წყარო: “ასავალ-დასავალი" 14.08.2009 ლიცემერი: აკანკალებს ამ ბოზს, ისე უნდა რომ უარყოფითი დასკვნა დაიდოს. ახლა ცნობიერებაში ამოტივტივდა სულხან-საბას იგავი "ძაღლები და მგლები" . ძაღლები ჩხუბობენ-ლეში ვერ გაუყვიათ, მაგრამ როგორც კი მგელი გამოჩნდება, მაშინვე ერთიანდებიან მასთან საბრძოლველად. ასე რომ, გარეშე მტერი შინაურთა შორის მტრობის შემასუსტებელი ფაქტორია. მაგრამ საოცარი ის არის, რომ ეს მექანიზმი ჩვენში რატომღაც არ მუშაობს. უზერებო, რატომ არ მუშაობს ეს მექანიზმი ჩვენში?
-
პარდონ, მადამ
-
თემურ იაკობაშვილი თბილისსა და სოხუმს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივით გამოდის http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
გმადლობთ, გეთაყვა პირაDში "გაიასნების" შემდეგ, რა საჭირო იყო ასეთი ხისტი პოსტი...liliko?
-