Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. რომაული არქიტექტორა თავისი მაშტაბურობით გვანცვიფრებს. აკვედუკები კი წყალმომარაგების ნამდვილი შედევრებია, რომლებიც ათეული საუკუნის წინ ქალაქებს წყლით უზრუნველყოფდა. სულ 800დე აკვედუკია ცნობილი და მათი ნაწილი დღემდე ფუნქციონირებს. ქალაქი სეგოვია ესპანელებამდე მავრთა ხელში იყო. დიდი ისტორია აქვს და ღირშესანიშნაობებიც არ აკლია,მაგრამ აკვედუკი მაინც სხვა მოცემულებაა.... მდინარე გუადარამადან სეგოვიამდე 17კილომენტრია. ჯერ გროვდებოდა ცისტერნებში, შემდეგ ქვის გზით, სპეციალურ კოშკებში ფილტრირებას გადიოდა, გზას მთებამდე განაგრძობს , რომლის სიმაღლე 25 მეტრს აღემატება და მხოლოდ შემდეგ აკვედუკში ხვდებოდა. გრანიტის ქვებით აგებული შენობა ერთმანეთთან რაიმე სპეციალური ნაზავით არაა შერწყმული. კათოლიციზმის პერიოდში რესტავრირდა. დაემატა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ელემენტები, მაგრამ იერსახე შენარჩუნდა. აკვედუკის სიმაღლე 28.5 მეტრია.საძირკველი - 6მეტრი. სულ 167 თაღია , რომლის ფორმები საინჟინრო ხელოვნების მაღალი სტანდარტითაა შესრულებული. ლეგენდის მიხედვით აკვედუკი სატანამ ააგო, რომელიც სულის სანაცვლოდ ერთ გოგონას დაეხმარა. გოგონომ მოასწრო სატანისთვის უარი ეთქვა და მცირე ადგილი დარჩა დაუსრულებელი
  2. „ეს ომი თქვენ დღეს წააგეთ. გაიტანთ ამ კანონპროექტს, არ გაიტანთ, ეს ომი თქვენ წააგეთ, იმიტომ, რომ დაგაკარგვინათ ადამიანური სახე'' - ანა ბუჩუკური „ოცნების'' დეპუტატებს
  3. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
  4. სულეიმანი ძალიან ვერაგი კაცი იყო ისე თურქები ისტორიულ ჟანრს დიდ ყურადღებას უთმობენ
  5. უკანასკნელ დღეებში დიდი დავაა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციის გარშემო. "ქართული ოცნება" რეფორმებს გვთავაზობს, თუმცა ოპოზიციას მიუღებლად მიაჩნია. დღევანდელი მონაცემებით: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კანონიერება; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; პროფესიონალიზმი; საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. 2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ლონდა თოლორაია ახორციელებს. იხ: https://personaldata.ge/ka/about-us როგორც ხედავთ, ინსტიტუცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოქალაქის უფლებრივი დაცვის პროცესში. შესაბამისად ხელისუფლების პრეტენზიები გაუგებარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის უმრავლესობის სურვილს გააუქმოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია
  6. შიმშილობა პოლიტიკური პროტესტის გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ჩვენთანაც ხშირად მიმართავენ. „ერთიანი ნაციონალურმი მოძრაობა“ გამონაკლისი არაა. მათ „მასობრივი შიმშილობა“ დაანონსეს და ემოციური მუხტის აწევა ტრადიციული გზით ცადეს. როგორია „შიმშილობის“, როგორც პროტესტის ისტორიული კონტექსტი? მისი საფუძველი შორეულ წარსულს უკავშირდება. საჭმლის დეფიციტი ჰალუცინაციებსაც იწვევდა. ა.გ ადამიანები მას სულებთან კავშირის გზას და მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პროტესტის სახედ კი ინდოეთში ჩაისახა კრედიტორები მევალეების სახლთან შიმშილობას იწყებდნენ. ხშირად ოჯახის წევრებიც მოყავდათ. მევალეს ოჯახისთვის ეს დიდი მორალური გამოცდა იყო, რადგან ადამიანის გარდაცვალება მის სინდისზე იქნებოდა, თან საკუთარ სახლთან ტრაგედია საზოგადოებრივ რეზონანსსაც გამოიწვევდა. ცნობილია ე.წ ბრაჰმანთა შიმშილობა, როდესაც გადაყენებული მეფის მოთხოვნით გამოვიდნენ. შიმშილობის ფაქტები ინდოეთში ყოფითი დავების დროსაც ფიქსირდება. მეფეებიც კი ჩარეულან,რადგან ასეთი დრამატული ისტორიები ხალხის დიდ უკმაყოფილობას განაპირობებდა. კლასიკურ მაგალითად მაჰათმა განდის განმანთავისუფლებელი მოძრაობაა მიჩნეული. მშვიდობიანი პროტესტის ინდური პრეცედენტი ევროპაში უაღრესად რეზონანსული იყო. ყველაზე ტრაგიკულია ირლანდიელი რესპუბლიკელების 1981 წლის შიმშილობა, რომელსაც 10 ადამიანი შეეწირა. ქართულ სინამდვილეშიც 80-ნ წლებში ეროვნული დაუმორჩილებლობის განდისეული მოდელი პოპულარულია. 88 წლის ნოემბერი, აპრილის მოვლენები, შემდგომ სხვადასხვა პროტესტი „ეროვნული დაუმორჩილებლობის ქართულ მოდელად“ ცხადდებოდა,თუმცა 9 აპრილის შემდეგ მას უპირისპირებდნენ საპარლამენტო გზას. შიმშილობა უკვე უკიდურესად გავრცელებულ ამბად იქცა. საზოგადოების ყურადღება 0ს გაუტოლდა. რეზონანსული იყო შიმშილობა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,რომელიც პატრიარქის პირადი ჩარევის შემდეგ დასრულდა. აგრეთვე სააკაშვილის პერსონალური შიმშილობაც,თუმცა დიდი ხანია პროტესტის ფორმა ბანალურადაა ქცეული.
  7. სალამი, ჩამოვჯდეთ პაწა. ჯერ არავინ არ შემოსულა და წეღმანეთი დავვორნოთ :დ
  8. ვირუსული ფოტო, რომელიც თითოქოს საქართველოშია გადაღებული ფეიქია იხილეთ პირველწყარო
  9. საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. "10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, უმრავლესობაში დადგინდა, როგორც სპეციფიური PCR ტესტებით, ისე სეკვენირებით, რომ ისინი იყო "დელტა" და "დელტა +". ორ შემთხვევაში დავადასტურეთ "ომიკრონის" არსებობა. რამდენჯერმე იქნა გადამოწმებული და ორ შემთხვევაში დადასტურდა. https://www.radiotav...a/31617332.html ამირან გამყრელიძე: „ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“
  10. პატრიოტული და ეროვნული ღირებულებები - ამ იდეის გარშემო პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან. ეროვნული ფორნტის მიზანი ეგრეთწოდებული კოჰაბიტაციის დასრულება და არსებული რეალობის შეცვლაა. საზოგადოების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებას სათავეში "პატრიოტთა ალიანსი" ჩაუდგა. როგორც პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, შეიქმნა ახალი ფრონტი, სადაც გაერთიანებული იქნებიან ეროვნულ-პატრიოტული ძალები. "ჩვენ ვიწყებთ ახალი ფრონტის შექმნას, ეს იქნება პატრიოტულ-ეროვნულ ძალთა ერთიანი ფრონტი. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოიაზრებს თავს პატრიოტულ- ეროვნულ ძალად ეს ფრონტი ღია იქნება. დღეისათვის 28 ორგანიზაციაა, რომელიც თანახმაა, რომ ეს ერთობა შედგეს. ჩვენი პატრიოტთა ერთიანი ფრონტის კარი ღია იქნება არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის, რომელსაც უდაოდ შეუძლია თავისი კეთილი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შენების საქმეში. ამ გაერთიანების მიზანია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ერთიანი ეროვნული, პატრიოტული ძალა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განთავისუფლდეს კოაბიტირებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისაგან"
  11. წყარო ლოგიკურად თითქოს კობახიძე თითქოს მართალია,მაგრამ იმისთვის რომ დანაშაულს დანაშაული დაერქვას, რა გვჭირდება? ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო !!! ობიექტური მოსამართლეების გარეშე დამნაშავეს დაცვის მხარე ყოველთვის გააპრავებს, საზოგადოება კი დამნაშავეს მხარეს იქნება. მიშას ქეისი სამართლებრივადაა გადასაწყვეტი. უცოდველი კრავი არაა, მაგრამ იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმა არც კი ცადეს, ქოცები" განაცდნენ და დიდი ხანია მორალური უპირატესობა დაკარგეს. მიშაზე არაა ეს სტატუსი...კობახიძეს მორალზე, როდესაც ცალყბად საუბრობს ნიურნბერგის პროცესზე, ხოლო ამავდროულად ავიწყდება...გადამწყვეტი მოსამართლეებია, მათი კომპეტენცია და დამოუკიდებლობა მმართველი თუ ოპოზიციური პარტიებისგან. არც საარჩევნო კორუფცია პრავდება..... არჩევნები ყველამ ვიცით დემოკრატიის ერთადერთი კომპონენტი არაა, მაგრამ საარჩევნო კორუფციის ზეობის დროს საპარლამენტო რესპუბლიკა? ეს კობახიძეს კრეატივია
  12. ალექსანდრემ ამერიკულ "ნიჭიერში"გაიმარჯვა,რომელიც "კონექტიკუტის"შტატში ჩატარდა. https://www.youtube.com/watch?v=Nt2Ph9-qYWI https://www.youtube.com/watch?v=jJCyh5Zr7g0] ალექსანდრემ უკვე დაიპყრო უკრაინის საბავშვო "ვოისი"
  13. ბერლინი გოგონა და ცუგა
  14. ჰოლანდიელი ბავშვები.მეოცე საუკუნის დასაწყისი
  15. ცხინვალში თვითგამოცხადებული პარლამენტის ვიცე-სპიკერ, პეტრე გასიევსა და უნივერსიტეტის ლექტორ სოსლან პლიევს შორის დაპირისპირება წარმოიშვა. „ვიცე-სპიკერმა“ პლიევს ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსების შესახებ ახსნა-განმარტება მოთხოვა და ხელი გაარტყა. ლექტორმა კი საპასუხოდ იარაღი ამოიღო და „თანამდებობის პირს“ დაუმიზნა. „ ოსეთში მამაკაცი საკუთარ სიტყვებზე პასუხს ყოველთვის აგებდა. მე მოვთხოვე სოსლანს ბრალდება აეხსნა." როგორც ჩანს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზონაში ვიცე-სპიკერი საქმეებს ქურდულად არჩევს, ხოლო ლექტორი კი იარაღით თავს იწონებს. პეტრე გასიევი ე. წ პარლამენტში 2014 წლიდანაა. არის პ.გ „ერთიანი ოსეთის“ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო ტელეკომპანია „ენტევეს“ პროდუსერი , ფსევდოპარლამენტის სპიკერი.. სოსლან პლიევს აქვს ისტორიკოსის და იურისტის დიპლომი. არის ვლადიკავკაზის "მანსანკანი"ს ხელმძღვანელი. მწერალი კონფლიქტის ორივე მონაწილე ანტიქართული, პრორუსული რიტორიკით არიან ცნობილნი
  16. მუჰამედ ალი ნიუ-იორკის ქუჩებში
  17. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 53 ადამიანი დაიაღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში ჯამში 13 024 ადამიანი ემსხვერპლა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 205, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 174, კახეთი - 143, მცხეთა-მთიანეთი - 88, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 285 საიდანაც: 1 106 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 699 - თბილისში, 263 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 206 ადამიანი. წყარო: https://www.interpressnews.ge/.../688629-sakartveloshi...
  18. სკოლას რომ ვამთავრებდი, ოთახში ჩავიკეტე და 24 საათიან რეჟიმში ვმეცადინეობდი.... მეგობრები, ალკოჰოლი ყველაფერი გამოვრიცხე... საკუთარი სურვილით თსუს ისტორიული ფაკულტეტი ავირჩიე. რეპეტიტორი არ მყოლია, მინდოდა თვითონ მესწავლა ... წარმოუდგენლად დიდია წარსულის კვლევის აზარტი. ყოველდღიურად ინტერესი იზრდებოდა, მეგონა საკუთარი თავი ვიპოვე, მაგრამ კარგად მახსოვს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი ვიზიტი.... წინ ხანდაზმული კაცი იყო... დახეული პალტო, დაცრეცილი ტანსაცმელი და დათრგუნული გამომეტყველება.... ეს პროფესორი გახლდათ,, ვინც მანამდე წარმატებულ ადამიანად წარმოვსახე, მისი მონოგრაფიები უკვე წაკითხული მქონდა და საკუთარ არჩევანზე პირველად დავფიქრდი .ნუთუ ისტორიკოსობა ასე გაგრძელდება? არ მინდა! მიყვარს წარსულის კვლევა, მაგრამ მინდა დინამიური ცხოვრება. ოჯახში სასტიკად არ მიიღეს ჩემი სურვილი მეორე წლამდე მოგვეცადა და უკეთესად გავრკვეულიყავი რა მინდოდა. ეგრევე უნდოდათ სტუდენტი შვილი და მათი მესმის, თუმცა ემოცია ან შიში არ მალაპარაკებდა. საბუთები თსუში ვერ შევიტანე. გადავწყვიტე "პუშკინი" (დღევანდელი ილიაუნი) გამოცდებს რომ ვაბარებდი, ვფიქრობდი ჩავჭრილიყავი. ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ პროფესიის არჩევანზე დავფიქრდი. რა მელოდა? გაცვეთილ პალტოთი ჯდომა ? აზარტი ოხერია, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. ყველა მილოცავდა, ბედნიერ მომავალს მისურვებდა. პირველი კურსი ფრიადზე დავხურე. მერე კი.... იყო ერთი ბიჭი, შემომთავაზა n პარტიაში გაწევრიანება. ღმერთმანი, კარიერაზე მეტად საქმის კეთების სურვილმა მომხიბლა, მეგონა წინ მეტი პერსპექტივა იყო და იმ დღეს დასრულდა ჩემი ისტორიკოსობა.... 3 წელი იმ პარტიაში ვიტრიალე, ერთ ადგილს ვტკეპნიდი.ეს ცალკე ისტორიაა... .... ერთ დღესაც წამოვედი...ინსტიტუტი განზე დარჩა, პარტიაც დაიშალა.... ის კაცი ფბში დავბლოკე, ვინც იქ მიმიყვანა. მარტივი მიზეზია.... პოლიტიკამ გაგვყო და უკადრებელი მაკადრა.... პარტიაში ყოფნას სადღაც ვნანობ, რადგან პოლიტიკამ გამაბრუა, მაგრამ დღემდე ყველაზე დიდი სინანული უკვე დავიწყებული პროფესიის მიმართ მაქვს.... რატომ შემიპყრო ანგარებამ და იმ დაგლეჯილი პალტოიანი ტიპის ფონზე მეცნიერება ფეხებზე დავიკიდე? შესაძლოა სხვა პროფესიის გზით წავსულიყავი, მაგრამ უმთავრესი ჩვენს ცხოვრებაში პროფესიონალიზმია. დიახ, დიახ პროფესიონალიზმი....არ გამიგოთ თავს ვითრგუნავ.პირიქით, სიახლეები 44წლის ასაკშიც მისაღებია და წარსული.მხოლოდ აჩრდილად რჩება, მაგრამ ახალგაზრდებო, პოლიტიკა მხოლოდ განათლების მიღების შემდეგაა საინტერესო. ყველაზე დიდი პოლიტიკა საკუთარ მომავალზე ზრუნვაა. ამაზე დიდი მიზანი არ არსებობს. პოლიტიკასაც ესაჭიროება ახალი სისხლი, მხოლოდ გამოცდილი ადამიანების სახით...მანამდე კი ნუ შეგაშინებთ დახეული პალტო...ის შენი მომავალი არაა...შენ შეგიძლია მეტი ის პალტო შეცდომების შედეგია. შენ კი ხვალინდელი დღე გელოდება, რომლის არქიტექტორიც თვითონ უნდა იყო....
  19. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში. „ვუთხარი, რომ ეს სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ, თქვენი მეგობრები, არაფერ ცუდს არ ვლაპარაკობთ თქვენ ზურგსუკან. ასე არ იქცევიან-მეთქი“, - უთხრა კალასმა ესტონეთის პრესას და დასძინა, რომ, საქართველოს პრემიერის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტული პასუხი მას არ ჰქონია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31614213.html?fbclid=IwAR2yQveQtGdB1G6PgRuK6qH7UIfXcTtHI00-JtovzrO44f9U92fpsECmxJQ
  20. დომენიკ მანგოს ყველაფერში როცა ვეთანხმები. განსაკუთრებულად "საკუთარი საქმის კეთება რომ ტეხს" ანუ პროფესიონალიზმი. გიორგი ასანიძე გაიხსენეთ
  21. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხავს ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე ქვეყნებს გარეთ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის მდგომარეობით (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე). რუსეთის საგარეო უწყება ასევე ითხოვს, უარის თქმას ნატო-ს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე იმას, რომ არ განთავსდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ სხვა მხარის ტერიტორიის დაზიანება. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ უნდა გაიმართოს სწავლებები, რომელშიც ერთ ბრიგადაზე მეტია ჩართული და რეგულარულად უნდა განხორციელდეს სამხედრო სწავლებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. რუსეთის საგარეო უწყება ასევე მოითხოვს, დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ განიხილავენ როგორც მოწინააღმდეგეებს, მოხდეს შეთანხმება და ყველა საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად, ასევე მოხდეს ძალის გამოყენებისგან თავშეკავება; ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მოხდეს ვალდებულების აღება არ შეიქმნას პირობები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს როგორც მუქარა სხვა მხარის მიმართ. რუსეთის საგარეო უწყება ასევე მოითხოვს, შეიქმნას ცხელი ხაზი საგანგებო კონტაქტებისთვის. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, მასში აღნიშნულია: არ განთავსდეს შეიარაღება და ძალები იმ რაიონებში, სადაც ეს აღქმული იქნება სხვა მხარის მიერ როგორც ეროვნული უსაფრთხოებისადმი საფრთხე, ასევე მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, თავი შეიკავოს ბირთვული და არაბირთვული ბომბდამშენების ფრენისგან საკუთარი საჰაერო სივრცის გარეთ და სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნული წ####ბის გარეთ, საიდანაც მათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეეძლებათ. პროექტის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „შეერთებულმა შტატებმა პირობა უნდა დადოს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე, არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენებს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურას და არ განავითარეს მათთან სამხედრო თანამშრომლობას“. https://www.interpressnews.ge/ka/article/688769-rusetis-sagareo-ucqeba-ashsh-m-piroba-unda-dados-rom-gamoricxavs-nato-s-shemdgom-gapartoebas-agmosavletit-da-uars-itqvis-postsabchota-kveqnebis-aliansshi-migebaze
  22. ჯერჯერობით სამწუხაროდ, ოპტიმიზმისთვის წინაპირობები არ გვაქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. https://www.interpressnews.ge/ka/article/688756-giga-bokeria-diskusiis-cinaagmdegi-ar-var-mat-shoris-mcare-politikur-oponenttan-ogond-monacileobas-ragac-simulaciebshi-ar-vapireb
  23. დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან "ქართული ოცნება" შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ შერიგება პარლამენტში შემოსვლას და კონსტრუქციულ მუშაობას ჰქვია, მაშინ შეუძლია ოპოზიციას მივიდეს და საქმე აკეთოს. https://www.interpressnews.ge/ka/article/688775-mamuka-mdinaraze-didsulovnebis-mantiamosxmul-borotebastan-kartuli-ocneba-sherigebas-ar-apirebs-da-es-midgoma-ar-gadaixedeba-arasdros
  24. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. https://www.interpressnews.ge/ka/article/688779-rati-bregaze-saakashvilze-ar-qopila-arcerti-dargveva-gadaqvanis-procedurashi-misi-tito-kiduri-ekava-tito-tanamshromels-imistvis-rom-is-ar-dazianebuliqo-da-am-pormit-shehqavdat
×
×
  • შექმენი...