Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. მიხეილ მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის იდეალური იქნებოდა ყოფილიყო შუაში და მისი ვადა ჩაემთავრებინა როგორც „თოჯინას“, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა აირჩია წყარო სალომე შესახებ დამოკიდებულება ნაცებს და ექსნაცებს შეეცვალათ, თუმცა მიღებაში მონაწილეობას ქოცებიც ღებულობენ დოებითი ფანდი თუ ცვლილებების შესაძლებლობა?
  2. ჩხოროწყუში წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან მწვავედ მიმდინარეობდა. არსებობდა სამი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულებში გადამწყვეტ გავლენას ფლობდნენ. „ ქართული ოცნების“ მხრიდან სახელისუფლებო რესურსების უპრეცედენტო გამოყენების მიუხედავად, მოქმედმა მერმა დათო გოგუამ მხოლოდ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“- 12 საქართველოსთვის-7 „ენმ“-7 „ლელო“-1 ზუსტად ასეთ განლაგებას უკავშირდება „ქოცების“ „ოპერატიულობა“ და ბიუჯეტის სასწრაფო წესით მიღება, თუმცა პრობლემები ამით არ ამოიწურა ყველასთვის მოულოდნელად „ოცნების“ კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 12-ს მაგივრად 13 ხმა მიიღო, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა, რასაც ურთიერთბრალდებები და მოსახლეობის აღშფოთება მოყვა ჯუმბერ იზორია- საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი საჭადრაკო დაფასთან სამი კონკურენტის ყოფნა ერთი კვირის შემდეგაც ფაქტად იქცა. სხდომათა დარბაზში „საქართველოსთვის“ შვიდივე წარმომადგენელი დროულად გამოცხადდნენ. ისინი ოლიმპიური სიმშვიდით ელოდნენ კოლეგებს, თუმცა ნახევარი საათი არავინ გამოჩენილა. გახარიას გუნდის დეპუტაცია ჩხოროწყუში „ენმ“ და „ოცნება“ მოგვიანებით დარეგისტრირდნენ. ენმ-ლელოს სახელით განცხადება კორნელი წურწუმიამ გააკეთა და დარბაზი დატოვა. რამაზ გულუა მასთნ ერთად სხდომიდან „ნაციონალებიც“ გავიდნენ. რამაზ გულუამ ხაზი გაუსვა, რომ გახარიას პარტია „ქართულ ოცნებასთან „ იყო გარიგებული. ისინი პოლიტიკურ სისუსტეში დაადანაშაულა და მწვავე განცხადებები გააკეთა. „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სხვა სტრატეგია აირჩიეს. ისინი დარბაზში დარჩნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ჯუმბერ იზორიამ 12 ხმა მიიღო. 7 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა ანუ „ოცნებამ“ ერთსულოვნად მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ამ პოლიტიკური დემარშით მათი მიუკერძოებლობა და ერთსულოვნება დაააფიქსირეს კენჭისყრამდე შოთა წურწუმიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი , რომელიც „საქართველოსთვის წარმომადგენელია შესვენება დიდხანს გაგრძელდა. დარბაზიდან გახარიას გუნდი არ გავიდა, ხოლო „ქოცები“ და „ნაცები“ არსად ჩანდნენ. უხუცესმა დეპუტატმა ქვორუმის უქონლობის გამო სხდომა დახურა. ამის შემდეგ კი უკვე „ენმს“ დეპუტაცია გამოჩნდა, რომელებმაც მათი გაუფრთხილებლობა საკრებულოს აპარატს დააბრალეს. რას უნდა ველოდოთ? კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, კრიზისი ადვილად არ ამოიწურება. პოლიტიკური ველი კი სამ მოთამაშეს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. „ნაცმოს“ არ სიამოვნებს გახარიას გუნდის ბრალდებები და ცალსახაა დღეს მათ თავი შეიკავეს წურწუმიას მხარდაჭრისგანაც. „ოცნება“ მ კი სხდომა ჩაშალა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს თავისუფლად შეუძლიათ ერთობლივად დაძლიონ ეს ბარიერი პოზიციათა სიტუაციური თანხვედრა ალიანსი არაა. ვფიქრობ, კონსულტაციები უნდა იყოს ღია და თუ ეს არ ხერხდება საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა მიიღოს რომელიმე ორი სუბიექტის საერთო გადაწყვეტილება, რომელიცამ სიტუაში ისედაც მუდმივად იქნება დამოკლეს მახვილის ქვეშ
  3. ალუდა ღუდუშაირის ინტერვიუს ჩემეული მიმოხილვა წყარო https://www.interpressnews.ge/ka/article/688397-aluda-gudushauri-nacmozraobashi-tu-vinme-rame-musikas-ukvetavs-es-aris-saakashvili-romlis-narativia-kveqanashi-areulobis-mocqoba-mglis-tavze-saxareba-rogor-unda-caikitxo ალუდა ღუდუშაური მიმოიხილავს რა ნაცების სტრატეგიას, ტრადიციულ, ქოცურ ნარატივს ახმოვანებს ( პრეამბულა ნებისმიერ პოლიტიკურ განცხადებაში უინტერესოა. ასე რომ ეს სტაბილურობის სურვილი ჩვეულობრივი ლირიკაა ) ეს კი მესიჯბოქსია ანუ ქოცები სტაბილურობას ტკბილ სურვილად თვლიან,მაგრამ "ნაცებთან ეს არ გამოვა" და ამიტომ პროცესს დიდად არ გულშემატკივრობენ. მმართველი პარტიისთვის ნაცები რეალურად მეხამრიდია და სხვა არაფერი. მათ ჭირდებათ მიშას ფაქტორი, როგორც მტრის ხატი. შესაბამისად რეალობა , რომელიც ქვეყანაშია, აწყობთ და თან კარგად იციან, შემდგომ არჩევნებამდე "ნაცების დასრულების" თემა უკვე მომგებიანი არაა. აქციები ერთი მხრივ არ აწყობთ, თუმცა თან მათ ნეგატიურ ფაქტორებზე ამომრჩეველს მიუთითებენ ნაცი ქოცს კვებავს ქოცი ნაცს.... ნებსით თუ უნებლიედ ასე გამოდის https://www.interpre...r-unda-caikitxo
  4. სქურში რამდენჯერმე ვიყავი. მთლიანად ვერ შევისწავლე, მაგრამ შთაბეჭდილება შემექმნა. განცვიფრებული ვარ იმ ულამაზესი ბუნებით, რომელიც აქაა,მაგრამ უფრო მეტად განცვიფრებული ვარ, რომ ამ საოცარ ადგილს ინვესტორი ვერ გამოუჩნდა და დღემდე მიგდებული „ძერევნიაა“ რუსული სიტყვით უფრო გადმოიცემა სათქმელი „კურორტი სქური სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ნოტიო სუბტროპიკული ჰავით“.- ეს ვიკიპედიის და ოფიციალური ცნობა. სამკურნალო მინერალური წყალი ჩვეულობრივი წყაროსავით მოდის. მისვლა თავისებურია. ძალიან სასიამოვნო დასალევია და იმდენ ავადმყოფობაზე თურმე დადებითად მოქმედებს. ასეთი მადლიანი რამ „კრანიდან“ მგონი არასდროს დამილევია. შესწავლა 1915 წლიდან დაუწყიათ . საბჭოთა პერიოდში უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა, აქ იყო სანატორიუმი, ლიმონათების ქარხანა, წყლის ჩამოსხმა ქარხნული წესით ხდებოდა მაგრამ 90იენბმა ყველაფერს დაღი დაასვა. საკაშვილის დროს ახალგაზრდული ბანაკი განთავსდა...ერთგვარი ყურადღებაც კი მიიპყრო, თუმცა მერე რაც მოხდა, მე მიკვირს.... წლებია ვერაფერი შეემატა. გზაც კი არ დაიგო. გიკვირთ არჩევნების შედეგები? მე არა! ჩხოროწყუსთანაც შედარებით იმდენად დიდი ჩამორჩენაა, ლამის ჩვენს მერიას ძეგლი დავუდგი J აქ სრული, უსიტყვო და ზებუნებრივი ჩავარდნაა. გარშემო კი ულამაზესი ხეობა. .... https://www.youtube.com/watch?v=ATMvyR9b230 მარტო კრიტიკა რომ არ იყოს.... აღდგენილია სქურის ფერისცვალების ეკლესია და ავთენტურობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულა. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ სურათების დეფიციტი არაა და შედარება ხერხდება. ეკლესია მეთექვსმეტე საუკუნეს განეკუთვნება. სქური პატრონს ელოდება. კარგი იქნება, თუ მერია და ცებტრალური ხელისუფლება საქმეში გაეჯიბრებიან ერთმანეთს
  5. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ავსტრიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე წერს წყარო პია .ჯი
  6. lasha_alo

    IIII

    https://www.youtube.com/watch?v=jE_7-HRMyac
  7. lasha_alo

    GGGG

    https://youtu.be/BhL2NYf0Td4
  8. ნანოტექნოლოგიები და ხელით. დავიწყოთ ილიათი
  9. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის შემთხვევაში იგი მზად არის ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტების საუბარი ძირითადად დონბასის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს შეეხო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ამ კუთხით კონკრეტული წინადადებები გააჩნია, რომლის განხილვასაც სხვადასხვა ფორმატში აპირებს.
  10. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სინოდური კომისიის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა განეჩინა. წყარო
  11. კოდი: ილია ჭიღლაძეს მღვდელმსახურება აეკრძალა
  12. კოდი: ილია ჭიღლაძეს მღვდელმსახურება აეკრძალა
  13. ანრი ვერც კი ხვდება,თუ რა შარში არიან ქოცები ციტატა "დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას. მისი თქმით, კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს." წყარო
  14. მგონი ქოცები ვერც ხვდებიან, თუ რას ნიშნავს ამერიკის ელჩის ან სახდეპის წარმომადგენლის განცხადება „ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.'' „ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე, და ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, თქვა ოლსონმა წყარო http://planeta.ge/blogs/entry/1100-%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90/
  15. „ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.'' შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვაშინგტონს აწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განხორციელების მიმართულებით. ეს განცხადება სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონმა გააკეთა. „ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, განაცხადა ოლსონმა. ოლსონის გამოსვლა წინ უსწრებს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. ოლსონის განცხადებით, ამერიკა ელოდება საქართველოს მიერ იმ სამომავლო ნაბიჯების შესახებ დაპირებებს, რომლებსაც ქვეყანა მომავალი წლისთვის დემოკრატიის სამიტზე წარმოადგენს. „ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე, და ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, თქვა ოლსონმა. სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარების მსგავსი შინაარსის განცხადებები რამდენჯერმე გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს 26 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.“ საელჩომ ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე გრძელდება. მოგვიანებით, ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ზოგიერთებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ დემოკრატია შეხედულებების სიმრავლეს მოითხოვს“ და რომ „ერთი პიროვნება, ერთპარტიული მმართველობა, ყველაფერი ამის წინააღმდეგ მუშაობს. ფაქტობრივად, ეს უმრავლესობის მიერ ტირანიის საფრთხეს ქმნის“. ელჩმა ეს კომენტარი „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილების შესაძლო გაუქმების მინიშნებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკეთა. ოპოზიციასთან და დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული ცვლილებები საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას და შემდეგი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. დეგნანის განცხადებას მალევე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ 2%-იანი ბარიერი ან ამაზე ნაკლები საარჩევნო ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს და უფრო მაღალი ბარიერის მქონე ქვეყნებში „არ ყალიბდება ტირანია“. კობახიძემ დასძინა, რომ „ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“
  16. აწი რა გვიჭირს))
  17. "ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ფრთის დაშ­ლა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის არის ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ცე­სი", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და. "მთლი­ა­ნო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ამ, რა­დი­კა­ლურ­მა ფრთამ ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ახლა ალ­ბათ ნა­წი­ლი მა­ინც ხე­დავს, რომ მათი ნა­ბი­ჯე­ბი თუნ­დაც ტაქ­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით არას­წო­რია. ასეთ დროს ბუ­ნებ­რი­ვია, იწყე­ბა დაშ­ლის პრო­ცე­სი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს დაშ­ლის პრო­ცე­სი თუ გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამან და­დე­ბი­თი როლი შე­ას­რუ­ლოს მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ჯან­სა­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით 2024 წე­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. აქე­დან გა­მო­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ფრთის დაშ­ლა არის ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ცე­სი ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.
  18. დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!
  19. საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა https://1tv.ge/news/...emde-shemcirda/ კუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით („სინოვაკი“, „სინოფარმი“) აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით. „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
  20. ავტორი:ანა ჯოხაძე წყარო წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მმართველმა ძალამ წააგო და ქალაქის მერი გიორგი ხარჩილავა გახდა. აღსანიშნია, რომ არჩევნების შედეგებმა წალენჯიხის მისამართით როგორც არასამთავრობო, ისე ბიზნესსექტორის ინტერესი გაზარდა. ერთ-ერთი პირველი ინვესტორი ნუკრი კვარაცხელიაა, რომელმაც 19 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ყოფილი ფოსტის შენობა შეიძინა. როგორც კვარაცხელია BM.GE-სთან ამბობს, მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, მისი მხრიდანაც შენობის აუქციონზე შესყიდვის ინტერესი ამან განაპირობა. კვარაცხელია ჯერ კონკრეტულ გეგმებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დაინტერესება კომპანიების მხრიდან უკვე დიდია. შესაბამისად, კვარაცხელია ფართის იჯარით გაცემის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
×
×
  • შექმენი...