Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ერთი გამოწერონ , სადაც მთლიანად დაუთვლიან თანხებს ბიძინას, კალაძეს და ოპოამომრჩევლებსაც და დასრუკლდეს ეს მოგელკრატია. შემიფურთხებია იმ საზოგადოებისათვის, სადაც ეს საზიზღრობებები ხდება. მიშისტებთან კამათი კი უაზრობაა. რაზე ვესაუბრო? უნდათ სიბნელე და ბასტა. http://www.presage.tv/?m=politics&AID=13185 ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად სცნო და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. „მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას და რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით. „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა სასამართლოს", - ნათქვამია განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი იურისტი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ კონტროლის პალატის ეს განცხადება არის არა იურიდიულ საფუძვლებზე დამყარებული, არამედ მთლიანად პოლიტიკურია. აქვე კბილაშვილის განმარტავს, რომ თუკი ზემოთხსენებული კომპანიები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რაიმე მომსახურებას შეღავათიან ფასად ახორციელებდნენ, ეს რომც იყოს სიმართლე, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამართალდამრღვევს, ანუ ამ სამ საწარმოს და კოალიციაში შემავალ იმ სუბიექტებს, ვინც ასეთი კანონდარღვევით სარგებლობდა. „მიაქციეთ ყურადღება, კონტროლის პალატის ამ განცხადებაში როგორ ხდება გადასვლა ბიძინა ივანიშვილზე. იქ ნათქვამია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით გამოიკვეთა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ეს ადგილია კონტროლის პალატის განცხადებაში ყველაზე საინტერესო. წესით ეს უნდა იყოს იურიდიული განცხადება, რადგან კონტროლის პალატას არ აქვს უფლება, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. თუკი ეს იურიდიული განცხადებაა, მაშინ ყველაზე მეტად სწორედ ის გვაინტერესებს, როგორ შემოიყვანეს ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი. კონტროლის პალატამ მისი სახით X ცვლადი შემოიყვანა და სწორედ ამიტომ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ვალდებულია იურიდიულ განცხადებას აკეთებდეს, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი presage.tv-სთან საუბარში. აქვე იგი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რაიმე მომსახურება შეღავათიან ფასად ხორციელდებოდა. კბილაშვილი ამბობს, რომ ყველა მომსახურება, რაც კოალიციას ავტომანქანებთან დაკავშირებით გაეწია, განხორციელდა ხელშეკრულების საფუძველზე, საბაზრო ფასის შესაბამისად, სათანადო ფინანსური დოკუმენტაციის თანხლებით და კანონის მოთხოვნებს ყველანაირად აკმაყოფილებს. რაც შეეხება „გლობალ TV“-ს ანტენებს, არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პალატის ამაზე აპელირება საერთოდ ყოველგვარ ნიადაგს მოკლებულია, რადგან ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების განვადებით დაყენებას ითვალისწინებს და აქ „ქართული ოცნების“ სასარგებლო შეღავათებზე საუბარი საერთოდ აბსურდია. „კოალიცია ამ სატელიტურ ანტენებთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არის და კონტროლის პალატის განცხადებაში ამ თემის შემოტანა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არის პოლიტიკური და არა იურიდიული განცხადება. არანაირი იურიდიული კავშირი ანტენებსა და კოალიციის ინტერესებს შორის არ არსებობს“, - ამბობს იურისტი. ფაქტია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოში გაიგზავნა. ამდენად, „ქართულ ოცნებაში“ აღიარებენ თუ არა ამ ბრალდებებს, რასაც მათ კონტროლის პალატა უყენებს, საქმეს შემდგომი მსვლელობა მაინც მიეცემა. სავარაუდოდ, ეს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება იქნება და სავარაუდო თანხის განსაზღვრაც რთული არ არის. კერძოდ, კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ზემოთხსენებული კომპანიების მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთი მილიონი ლარის გაღებას. ამდენად, ვინაიდან კანონით განსაზღვრულია, რომ ასეთ შემთხვევებში ხდება სუბიექტის დაჯარიმება უკანონო შემოსავლის ხუთმაგი ოდენობით, მას შემდეგ რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, (ადრე იყო ათმაგი ოდენობა) რთული მისახვედრი არ არის, რომ ივანიშვილს კონტროლის პალატა 5 მილიონი ლარით დაჯარიმებას უპირებს. „კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია, რატომ ჩათვალა ასე, ეს გაუგებარია და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა სასამართლოს უფლება აქვს, ან დაადასტუროს ან უარყოს კონტროლის პალატის ეს მოსაზრება, მაგრამ რა თქმა უნდა, სასამართლო ამას დაადასტურებს, რადგან იგი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. ამდენად, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილს დააჯარიმებს და ეს იქნება ამ პატარა ამოცანის ამოხსნა. ალბათ აქაც გარკვეული კონტექსტის წაკითხვა შეიძლება. კერძოდ, ალბათ თვლიან, რომ 27 მაისის მაღალმა ტალღამ დაიწია და კონტრიერიშისათვის სათანადო დროა. ეს არის ის, რაც პირველი მაფიქრდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯს საზოგადოებაში კიდევ უფრო უარყოფითი რეზონანსი ექნება“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
  2. ნათელაშვილი აშკარად უცნაურად იქცევა. ზოგი ამას ხელისუფლებსათან შეთანხმებას მიაწერს , ზოგი კი აფექტურ მდგომარეობას. ვინაა შალვა ნათელაშვილი? რა ჭირს ახლა ამ კაცს? http://news.ge/ge/ne...s-gantskhadebas
  3. http://www.presage.t...ciety&AID=13115 ამ ამბავთან დაკავშირებით დღემდე არაფერი კომენტარი არ გამიკეთებია, მხოლოდ საკუთარ მწუხარებას გამოვხატავდი, ვკითხულობდი და ვისმენდი სხვისას, მომწონდა და არ მომწონდა, ვღიზიანდებოდი და გულზე მხვდებოდა, მაგრამ ჩემთვის... ეს 2-3 დღეა რაღაც ეს ყველაფერი თვალში საცემი გახდა, უფრო უემოციოდ და ცივი გონებით ვსჯი და ვფიქრობ უკვე დროა! დასაბამიდან დღემდე, რომ ბევრი ცოდვა-მადლი ტრიალებს ამ წუთისოფელში, ამაზე არც მე დავფიქრებულვარ ახლა და არც თქვენთვის იქნება სიახლე, მაგრამ სანამ ეს ცოდვა-ბრალი საკუთარ კართან არ მოგვიკაკუნებს მანამ ნაკლებად ვწუხვართ. ეს ამბავი რომ სამწუხაროა და გულგრილად ვერ შეხვდები, თავისთავად ცხადია, მითუმეტეს ვინც თამთას იცნობდა. მე ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ამბავმა, მივხვდი რომ ურთიერთობებს უფრო უნდა გავუფრთხილდეთ, ვცდილობ სხვას არ ვატკინო და მეც რომ მტკენენ უფრო მეტად მტკივა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ტრაგედია თამთას სახელს რომ არ დაკავშირებოდა ჩემთვის სხვა დანარჩენი, „უტოიაზე“ დაღუპული ახალგაზრდების სიცოცხლე, ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობდა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი სამძიმარი კიდევ ერთხელ მოვისმინე შემთხვევით, არ ვაპირებდი. იმ დროს მეც ტაძარში ვიდექი, მახსოვს რომ მაშინაც არ მესიამოვნა რაღაცეები, მაგრამ ახლა ცივი გონებით რომ განვსაჯე, უფრო მეტი უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. საქართველო ახალგაზრდებს ეკუთვნისო... უკაცრავად მაგრამ, რომელ ახალგაზრდობას?! უსაქმურობისაგან რომ გაჭორიკნდნენ და ყველაზე და ყველაფერზე, რომ ლაპარაკობენ და რას არ იციან?! იქნებ იმ ახალგაზრდობას „უგზო უკვლოდ“ რომ არიან „მორწმუნეები“ და რა და რისი სწამთ რომ არ იციან?! ან იქნებ იმ ახალგაზრდობას ასე უაზროდ რომ იხოცებიან (სამწუხაროდ)... ვინც აზროვნებს, იცის, ხვდება და ხედავს, ყველას გაქცევა უნდა, ან უკვე წავიდნენ საქართველოდან, ან ეძებენ გზებს და ოცნებობენ როდის დატოვებენ ქვეყანას. მე მესმის, რომ გამოსავალი გაქცევა არაა, გამოსავალი ადგილზე რომ იპოვო უკეთესია, მაგრამ როცა ადგილზე ამის საშუალება არ გვეძლევა „სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს.“ ... და სანამ „საქართველოს მომავალს, იმედს, დღევანდელობის მნიშვნელოვან ნაწილს დავკრძალავთ“ და ამის განცხადებას პანაშვიდებზე არ გავაკეთებთ, იქნებ მანამდე დაფიქრებულიყავით და მიგექციათ ყურადღება იმ საზღვარგარეთ გაქცევაზე მეოცნებე ახალგაზრდებისათვის, რომლებიც შეიძლება მართლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის უკანასკნელი იმედები იყვნენ! ნუ შეხედავთ მტრებს ახალგაზრდებში, რომლებსაც რაიმე არ მოსწონთ და ამას ხმამაღლა ამბობენ, თუ რომელიმე არასამთავრობოს წევრები არიან... მერწმუნეთ, ჩვენც გვტკივა ჩვენი ქვეყანა და გვინდა სხვის კარზე ყოფნას, საკუთარი ქვეყნის მტვერი ვყლაპოთ, საკუთარი ქვეყნის „დანჯღრეულ“ გზებზე ვიაროთ, ხანდახან ელექტროენერგიის გამორთვის გამო, სანთლებიც ავანთოთ, რომანტიკა რომ არ დაგვავიწყდეს, შადრევნების შხეფები მოგვხვდეს, ჩვენი ქვეყნის ბონდის ხიდებზე ვიაროთ, მაგრამ ვიცოდეთ რომ არ გვატყუებენ, გაკეთებულ გზებს და ხიდებს არ გვჩრიდნენ ყველა უკმაყოფილების გამოხატვის დროს! როცა რომელიმეს გაგვიმართლებს და ევროპის რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში 70% -ანი დაფინანსებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცემა, დარჩენილი 30%-ის დღე და ღამე ძიებას შედეგი მოყოლოდეს! მერწმუნეთ, ასეთ პირობებში დაბოღმილები და გაბრაზებულები არ ვიქნებით და არც თქვენ მოგეჩვენებით „მტრებად“. მთავარია ყველამ ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულით გამთბარი გულები დავანახოთ და მჯერა, რომ ერთმანეთის ნდობას დავიბრუნებთ! არ ვიცი ვისში რა ემოციას გამოიწვევს ეს წერილი, არ ვიცი რა მოჰყვება, ვინ როგორ შეაფასებს, ვინ როგორ გაიგებს, საერთოდაც თუ წაიკითხავს ვინმე, მაგრამ თუ რამეს შეცვლის, თუ ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს, ჩავთვლი რომ ტყუილად არ დაწერილა და თუ ეს ყველაფერი ასე არაა და მე მეჩვენება გამძაფრებულად, მაშინ მითხარით, მე სხვა ქვეყანაში მოვხვდი? მეც მაჩვენეთ ის საქართველო სადაც თქვენ ცხოვრობთ! ამ ყველაფერს ჩემი “facebook” -ელი მეგობრის სიტყვებით დავასრულებ: „...ჩვენ ყველანი ტერორისტები ვართ, კეთილი ტერორისტები, რომლებსაც გვინდა დღევანდელი დღით რამე წარმოვადგინოთ. ...მატყუარა და არაფრის ტერორისტები ვართ...“ იმედია არ მიწყენს ამ სიტყვების ავტორი, რადგან ჩემი წერილის დაწერაში მისმა წერილმაც ითამაშა დიდი როლი, ამიტომ მივეცი თავს უფლება გამომეყენებინა.“
  4. ხვატიტ თუ კიდევ იჭორიკნებთ ?
  5. "გვიან საღამოს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად წამიყვანეს, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მომხდარა. საუბარი გვქონდა სპორტულ საკითხებზე. იყო რაღაც გაუგებრობები, გავარკვიეთ. ეს არ ყოფილა პოლიტიკურ თემაზე შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მეგობრული", - განაცხადა ავალიანმა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/203396-ambako-avaliani-misi-gatacebis-shesakheb-informacias-uaryofs.html
  6. 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ედუარდ ჰილი http://site.alo.ge/2...lolo/#more-5041 http://youtu.be/gkfVdrtLcRs
  7. მესამე კლასში ობამა წერდა: Я ученик третьего класса… Моя мама – мой кумир…. У меня много друзей. Я живу около школы. Обычно я хожу в школу пешком вместе с мамой, а потом возвращаюсь домой сам. Иногда я хочу быть президентом…. Готово. Конеееец.» დანარჩენი: http://www.kp.ru/daily/25893.5/2853296/
  8. http://tspress.ge/ka/site/articles/12166/ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, პოლიციის მიერ დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტპორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება. საქმე შეეხება, რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტგვერდების: presa.ge-სა და droni.ge-ს პარალიზებას. "2012 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე კიბერ შეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. ლევან დარჯანია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში",-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული მუხლი - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით, სამიდან ექვს წლამდე
  9. არასამთავრობო ორგანიზაციები 1.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია http://www.gyla.ge/i...temid=1&lang=ka https://www.facebook.../GYLA.ge?ref=ts 2.გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი http://www.icgs.ge/ 3.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი http://www.idfi.ge/?...t=staff&lang=ka 4. კავკასიის კვლევის ცენტრი http://www.crrc.ge/ https://www.facebook.com/crrccenters 5. კავკასიური სახლი http://www.caucasianhouse.ge/ https://www.facebook...191093564257056 6. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის http://disability.ge...id=86&Itemid=56 7.საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველო http://www.transparency.ge/ 8. კოალიცია სამართლიანობისათვის http://www.cfj.ge/ 9. უფლებები საქართველოს https://www.rights.ge/ka 10. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი https://www.facebook...CN/237860429708 http://www.iccn.ge/ 11. მრავალეროვანი საქართველო http://www.pmmg.org....=active&lang=ge http://www.pmmg.org....on=team&lang=ge 12.მწვანე ალტერნატივა http://www.greenalt.org/ 13. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი http://www.electionr...e/?page=aboutus 14. რეგიონალური მედიის ასოციაციაცია http://www.grma.ge/ 15. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი http://www.csrdg.ge/ 16. აგროგანვითარების ჯგუფი http://agro.ge/ https://www.facebook...102321489820847 17. ადამიანის უფლებათა ცენტრი www.hridc.org 18. ასოციაცია „ჰერა 21 https://hera-youth.ge/ 19. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი http://apk.ge/?lang=ka 20. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საბა წინწკალაშვილი www.qartli.ge 21 დემოკრატიის ინსტიტუტი (აჭარა) http://iod.ge/ 22. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი http://www.eprc.ge/?lang=geo 23.თავისუფლების ინსტიტუტი http://liberty.ge 24. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია http://aplr.org 25 მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი http://cipdd.org 26 .საერთაშორისო განათლების ცენტრი http://www.cie.ge/ 27 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’ https://www.facebook.../isfed.official http://isfed.ge/ 28. სამოქალაქო განვითარების სააგენტო http://cida.ge/ 29. სამოქალაქო კულტურის საერთაშორიისო ცენტრი http://www.ivote.ge/ 30. ადგილობრივ თვითმართველობათა ასოციაცია www.nala.ge 31.საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის http://www.glip.ge/ 32. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყარო” http://www.hwngo.org.ge/about.html 33. ახალგაზრდა აგრარიკოსთა კავშირი http://agroscience.ge/ 34. საქართველოს გაეროს ასოციაცია http://www.una.ge 35, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა http://greens.ge/ 36. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი (GFSIS) http://www.gfsis.org/index.php/ge 37. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის http://www.coalition...id=GEO&sec_id=0 38.პჰინტერნეიშნლ http://www.ph-int.or...we/history/geo/
  10. გადავიდა "თავისუფალი თემა"
  11. ,,სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, არვინ არ დაუკავებია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გორის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გატეხვის ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დილით მისულ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ოფისი გატეხილი დახვდათ. ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დილის შვიდის ნახევარზე გაიგეს, რომ ოფისი გატეხილი იყო. ადგილზე მისვლისას მათ შუშა დახვდათ ჩამტვრეული. წაღებულია ორი კომპიუტერი და საბუთები", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მძარცველებს ,,ქართული ოცნების" შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ. ,,ჩვენმა წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია მივიდა და დაიწყო საქმის გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მძარცველებს აინტერესებდათ ინფორმაცია და არა რამე ქონება", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა. მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ,,ოფისში პოლიცია მუშაობს და ჩვენი წარმომადგენლებიც იქ არიან", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. შეგახსენებთ, კოალიცია ,,ქართული ოცნების" გორის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს დილით ოფისი გატეხილი დახვდათ.
  12. გორში"ოცნების " ოფისი გატეხეს, წაღებულია კომპიუტერები და ტექნიკა
×
×
  • შექმენი...