-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
lpu მეგრელებს ვერავინ დააბოლებს
-
http://geonews.ge/category/8/politics/news/173486/paata-bidzina.html ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრის მთავარი თემა პარიზში დაგეგმილი კონცერტი იყო. ამის შესახებ "ჯეონიუსს" პაატა ბურჭულაძის პრესმდივანმა თეონა ჯორბენაძემ განუცხადა. "ბიძინა ივანიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ შეხვედრაზე 18 მაისს პარიზის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანას" ეგიდით დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს",-განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას თეონა ჯორბენაძემ. ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "ჯეონიუსთან" საუბარში დაადასტურა, რომ პარიზშში დაგეგმილი კონცერტის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა მისთვის ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი კონცერტს. "ჩემთვის არაფერია ცნობილი, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარიზში კონცერტზე დასწრებას, მას თავად ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს",-განაცხადა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმოამდგენელმა "ჯეონიუსთან" საუბარში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენი და მომღერალი ერთმანეთს პირისპირ, საქართველოში ხვდებიან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თეო ჯორბენაძის თქმით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს. ცოტა ხნის წინ ივანიშვილი და ბურჭულაძე ერთად იმყოფებოდნენ სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე. მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორივე საკურთხეველში მიიწვია და პირადად ესაუბრა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია "ქართულ ოცნებაში" პაატა ბურჭულძის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, თუმცა, მოგვიანებით ეს ხმები თავად პაატა ბურჭულაძემ უარყო. ცნობისათვის, პარიზის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა", 18 მაისს, გეგმავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს და ასევე წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს. კონცერტში მონაწილეობენ პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნანა ქავთარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ გვერდწითელი, მარიამ როინიშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი, ანსამბლი "შვიდკაცა" და სხვები. პროგრამაშია ქართული საგალობლებიც საპატრიარქოს გუნდის, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
-
ადამიანი ნელნელა ქმნის ადამიანს
-
http://youtu.be/PXCkX-RuqBw
-
ღმერთზე საუბრობთ და თითქოს ეშმაკი გყავთ შეჩენილი :დ
-
ოთხმოცდაათიან წლებში მაშინდელი სტუდენტური კავშირების ინიციატივით უნივერსიტეტში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომლის გამარჯვებულიც „მოქალაქეთა კავშირის“ დადგმულ რაღაც ახალგაზრდულ შოუში უნდა გამოსულიყო. http://ninnaka.files.wordpress.com/2011/06/shevi.jpg როგორც ნავარაუდევი გახლდათ, შევარდნაძემ „დაამარცხა“ ოპოზიცია, წამყვანმა ნიკა ლომიძემ კი საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდების ბებერი , სამაგიეროდ პროგრესული რჩეული. :დ ამას მოყვა სიმღერები, ტაშფანდური, ხოლო სუუუულ ბოლოს ..... ჩაბნელებული თბილისის ქუჩები. http://www.youtube.com/watch?v=K4h5thjwbmc&feature=related 1999 წელი რამ გამახსენა? უნივერსიტეტში კვლავ მორიგი ცირკისთვის ემზადებიან, „უპარტიო“ თვითმართველობის ლობისტები ცდილობენ „არჩევნების მეშვეობით“ მასხრად აიგდონ სასწავლებლის პრესტიჟი, ალბათ ახლაც გაღიმებული „სტუდკავშირელი“ ბიჭები შევლენ საკუთარ ჯგუფებში, დაიგინებიან, რომ პირადი კარიერისათვის ესაჭიროებათ კურსელების ხმა და მეგობრებს თხოვენ არ დაიზარონ არჩევნებზე მისვლა. დიდი ალბათობით, ისინიც ბეკეკებივით გაყვებიან. შედეგი? დეჟავუ... პრობლემა ნაწილობრივ საბჭოთა წარსულსაც უკავშირდება, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებობდა პირველადი კომკავშირული რგოლები. ეს იყო სტუდენტებისგან გარიყული, კარიესტ-მედროვეთა ჯგუფი, რომელთაც უფრთხოდა პატიოსანი ადამიანი. http://www.stihi.ru/pics/2011/05/26/3497.jpg „ეროვნული მოძრაობის“ აღზევისთანავე მაშინდელი ახალგაზრდების აქტიური ნაწილი ამ ფენომენს აუჯანყდა და სტუდენტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, „სტუდკავშირების“ ფორმირების იდეით გამოვიდნენ. ახალ დროებაში სტუდკავშირებს და რექტორატს შორის ურთიერთობა ნელნელა შეიცვალა. თუ პირველ ეტაპზე ინსტიტუტების ხელმძღვანელობა ფრთხილად ეკიდებოდა რეალობას და ახალი ლიდერებიც ცდილობდნენ თანამშრომლობის აურა შეექმნათ, შემდეგ აუცილებელი გახდა რექტორის პირადი ვიზა თავმჯდომარის დასანიშნად . ნელნელა სტუდკავშირები შიდაბიუროკრატიის ნაწილად იქცა, მიეწება ადმინისტრაციას, დაკარგა კავშირი უშუალოდ თანატოლებთან.... სამაგიეროდ მათი სახელით სპეკულირების საშუალება მიეცათ. ტრანსფორმირდა ფორმალური არსიც „პროფესიულ კავშირებზე“ ორიენტირებული სახელწოდება ერთი შეხედვით, უფრო პატიოსანი ტრაფარეტით შეიცვალა „სტუდენტური თვითმართველობა“, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით მოვლენებს, ნებსით თუ უნებლიედ სტრუქტურა დაუბრუნდა კომსომოლურ საწყისს. აღარავინ საუბრობს სტუდენტთა მონაწილეობაზე უნივერსიტეტის არჩევით ორგანოებში, აქტუალური არაა წევრების უფლებრივი სტატუსი თუ თემატური ჯგუფების ხელშეწყობის თემა. სამაგიეროდ თვითმართველობები გახდა მმართველი პარტიის პოლიტიკის ნაწილი. თუ მოქკავშირის დროს შეფუთული სახით მაინც ხდებოდა, ახლა, ხელისუფლება მოურიდებლად ხელებს აფათურებს მის მართვაში და როგორც წესი, პენსიონერი „ლიდერები“ სერიოზულ თანამდებობებსაც იკავებენ წასული საქმიანობის დაფასების გამო. http://s019.radikal.ru/i636/1205/d4/270e4a2e02bc.jpg „ჩვენ უპარტიოები“ ვართ- ყვიროდნენ მოქალაქეთა კავშირის მიერ მართვადი სტუდლიდერები. დილით უნივერსიტეტებში ბირჟაობდნენ, საღამოს კი ლერმონტოვის ქუჩაზე განლაგებულ მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ოფისში ინაცვლებდნენ. თუ პატარა სასწავლებლებში ეს პრობლემა ნაკლებად ვნებდა გარემოს და ზოგგან,მათ შორის ჩემს ინსტიტუტში მეტნაკლებად დამოუკიდებელი ადამიანებიც ახერხებდნენ თანამდებობის დაკავებას, თსუ მუდმივად იყო პოლიტიკური სიბინძურის ფრქვევის ადგილი. აღნიშნულში წინა რექტორების დიდი დამსახურებაცაა და მათი მხრიდან გაუგებარი ლოიალურობა ნეოკომსომოლების ამბიციებისადმი. ყველაზე დიდი შეცდომა,რაც სტუდენტურ თვითმართველობებს უკავშირდება, ესაა გადაჭარბებული ძალაუფლების ბერკეტების გაცემა, სოლიდური ფინანსური ინტერესების მართვის შესაძლებლობა . რაც მთავარია, მოხდა ე.წ არჩევნების ფენომენის დამკვიდრება ,რომლის მეშვეობითაც სტუდენტების ერთი კასტა ტკბება ფულით თუ ძალაუფლებით, ხოლო სხვებს კი შეუძლიათ მხოლოდ სიმწრისგან გაიღიმონ. http://youtu.be/atJba46gmNw 15 წელია ვერ დამკვიდრდა გარკვეული ნორმები,რომელიც საშუალებას მისცემდა ყოველი არჩევნები გამხდარიყო აქტი დისკუსიის რეჟიმის დასახვეწად და არა ძალაუფლების ასაღებას ვერ (არ) შეიქმნა ფინანსების მართვის უფრო გამჭვირვალე მექანიზმი , ხოლო სტუდთვითმართველობას ეზრუნა სტუდენტების ჩართულობაზე მის მუშაობაში და არ იყოს,როგორც დღეს,უნივერსიტეტის რაღაც ელიტა,რომელიც მხოლოდ იმიტომაა სათავეში,რომ კარგი მფარველები ყავს. არსებობს დიდი საერთაშორისო გამოცდილება და ამავდროულად კომსომოლური წარსული. მე მოვუწოდებდი სტუდენტებს გადახედონ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და ზუსტად არგუმენტებით დაიწყოს რეფორმირების პროცესი. ეს ამ თაობის გასაკეთებელია. მათი სამუშაოა. სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თაობასავით უძლურნი აღმოჩნდებით ანუ მისცემთ მედროვე თანატოლებს კომსომოლის ფაქტიური რეაბილიტაციის შანსს. მაპატიეთ პირდაპირობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. აქ საუბარი არ ეხება მარტო ამ სტრუქტურას, არამედ ახალგაზრდების უნარს წინ აღუდგნენ ნეგატივს და კბილებით გაიტანონ საკუთარი სიმართლე. ამიტომაცაა თემა ბარომეტრი საით წავალთ ,ვინ წამოვა მომავლი თაობიდან -დაზომბილი კომსომოლები+ იმპოტენტი, დაკარგული თაობა თუ სხვადასხვა აზრზე მყოფი, მაგრამ თავისუფალი , ენერგიული NEW GENERATION. ნაციონალები „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ სახელით ცდილობენ გაიმარჯვონ . არა, თურმე არ ყოფილა პარტიული ორგანიზაცია. :დ პრობლემა არაა, თუ სტუდენტს აქვს პოლიტიკური ხედვა. აღნიშნული მისი პირადი საქმეა და ზრდასრულ ადამიანს საკუთარ აზრს ვერავინ აუკრძალავს. გარდა ამისა, უცხოეთის ქვეყნებში ნორმალურ მოვლენად ითვლება ერთ პლატფორმაზე მდგომი სტუდენტების ალიანსები თუ ორგანიზაციები. მათი მხრიდან ბუნებრივად ჩავთვლიდი ნაცმოძრაობასთან დემონსტრაციული ერთობის დაფიქსირებას . უნივერსიტეტების, სასწავლო პროცესის გარეთ მუშაობას თავიანთი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდისათვის , რაც სავსებით არ ეწინააღმდეგება ეთიკურ კანონებს. ანალოგიურად იმოქმედებენ სხვებიც, თუმცა როდესაც ასეთი ორგანიზაცია არჩევნების გზით ხელში აიღოს უნივერისტეტის სტუდენტების სახელით საუბრის მონოპოლია, ეს შაანსი არავის არ უნდა მიეცეს!!! უნდა დაიხვეწოს არამარტო არჩევნების პროცედურები, არამედ სტუდენტური თვითმართველობის დებულება,რათა არ მოხდეს კომსომულური წარსულის სრული სახით დაბრუნება. პლურალიზმი ესაა დემოკრატიზაციის თანმდევი პროცესი.ა.გ კი საჭიროა შევეგუოთ მას. „არ ვარ პარტიული“ და თან კრიშებზე ზრუნვა დიდი აბსურდია. ყველაფერში მაქსიმალური გამჭვირვალეობაა საჭირო. უნივერსიტეტებმაც უნდა იზრუნონ არ დაუშვან დაწესებულებათა პოლიტიზირება . დაიცვან საკუთარი ავტონომია. ამავდროულად წესების ფარგლებში დისკუსიები, პოლემიკა ,აზრის გამოხატვა გარდაუვალია, მითუფრო დღევანდელ საქართველოში. ერთია საუნივერსიტეტო თვითმართველობა,მეორეა, სტუდენტთა უფლებების დამცველი, თემატური ან თუნდაც პოლიტიკური ორგანიზაციების ფუნქციონირება. ყველა ამ ტიპის ორგანიზაცია ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას... არ მაინტერესებს ვინ იქნება სტუდთვითმართველობათა სათავეში. მაშფოთებს მექანიზმი,რომელიც მუტანტის ორგანიზმს დაემსგავსა. მე მოგიწოდებთ უფრო მეტად პატიოსნები იყოთ და არავინ აყვეთ ნაცაქტივს ლოზუნგში „არ ვარ პარტიული“ მაგრამ .... თუ ხართ, თქვით... არაფერი „გასატეხი" არაა. არა? ეს თქვენი ნებაა,მაგრამ იყავით, ვინც ხართ და არა ყალბი სათამაშოები უფროსების ან თანატოლების ხელში. მაპატიეთ,თუ ჩათვლით უფროსი ადამიანის მენტორულ ტონად,მაგრამ ჩვენც გვეხება, ჩვენი შეცდომების შედეგებთან გიწევთ ურთიერთობა. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ ჩემი ჩანაწერი თემაზე, რომელიც ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილს პირდაპირ უკავშირდება.....
-
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
დამილინკე -
მეც მინდა ამაზე ბლოგი :chegesto:
-
-
სუბიექტურ მოსაზრებებს ვამჯობინე რეალ თივის გადაცემა დამედო
-
http://ghn.ge/news-66232.html თარგამაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიდგომა ბანკ "ქართუს" მიმართ ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიერ ანგარიშით წარდგენისას განაცხადა, ის დამოკიდებულება, რომელიც ერთი კონკრეტული ბანკის მიმათ სახელმწიფო სტრუქტურებმა და მათ შორის ეროვნულმა ბანკმა გამოავლინეს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი თქმით, ნაკლებად აინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტია დგას "ქართუს" უკან, რადგან მთავარია ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობა და საფინანსო სისტემის მდგრადობა. "ხელისუფლების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ძველი ბანკირია თუ ახალი, არის უსუსური თავის მართლების მცდელობა", - განაცხადა დეპუტატმა და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, არ მოექცეს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთლიანობაში საფინანსო სექტორს დააზარალებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წუხილი გამოთქვა, რომ ნოდარ ჯავახიშვილი თანამედროვე საბანკო სისტემას ძალიან დაშორდა. ქადაგიძემ ჯავახიშვილს მისი უნარების უკეთ რეალიზებისთვის, პოლიტიკაში გადასვლა ურჩია.
-
http://www.media.ge/stories/ratom_ar_rtaven_sakabelo ერთერთმა მსხვილმა საკაბელო კომპანია „სუპერ ტვ“-მ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჩართვაზე უარი ოფიციალურად თქვა. მიზეზად კი - არხების ჩართვის შეღუდული რაოდენობა დაასახელა. როგორც „სუპერ ტვ“-ს იურისტმა სოფიო ნემსაძემ media.ge-ს 10 მაისს განუცხადა, კომპანიას მხოლოდ 68 არხის რეტრანსლირების საშუალება აქვს. „არხების გაზრდის ტექნიკური შესაძლებლობა არ გვაქვს, კაბელი არ გვაძლევს საშუალებას. იმისთვის რომ „მეცხრე არხი“ ჩავსვათ, ერთერთი უცხოური არხი უნდა გავთიშოთ. ეს კი შეუძლებელია, რადგან ყველა არხთან ხელშეკრულება გვაკავშირებს და მისი გაწყვეტის სურვილი არ გვაქვს“, - აღნიშნა სოფიო ნემსაძემ. „სუპერ ტვ“-მ ამგვარად დასაბუთებული უარი „მეცხრე არხსაც“ გაუგზავნა. ტელეკომპანიის დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად არხმა პროვაიდერს დახმარებაც შესთავაზა. „ეს შეთავაზება არ მიიღეს. „სუპერ ტვ“ თვლის, რომ ინდური, ან პოკერის არხი უფრო საინტერესოა მათი აბონენტებისთვის, ვიდრე „მეცხრე არხი“, - აღნიშნა კახა ბექაურმა Media.Ge-სთან საუბრისას. ტექნიკური პრობლემების გამო ამ ეტაპზე „მეცხრე არხის“ ჩართვაზე უარს ამბობს კიდევ ერთი საკაბელო კომპანია - „ჯი-ენ-ენი“. კომპანიის დირექტორის, მირიან კიკნაძის თქმით, მის კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც სხვა რამდენიმე არხის გამორთვაც მოუწიათ. „გადაიარაღება მიმდინარეობს, სხვა რაიმე გაუგებრობა „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით არ არსებობს“, - უთხრა media.ge-ს კიკნაძემ. „მეცხრე არხს“ არ რთავს ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერი „სილქნეტიც“. როგორც კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი თეონა წერეთელი აცხადებს, მისთვის უცნობია საერთოდ რა გადაწყვეტილება მიიღო „სილქნეტის“ ხელმძღვანელობამ. „პრესსამსახურში არ ვფლობთ ინფორმაციას, საერთოდ ვრთავთ თუ არა „მეცხრე არხს“, როგორც კი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებას, ჩვენ გავავრცელებთ“, - განუცხადა Media.Ge-ს თეონა წერეთელმა. კახა ბექაურის თქმით, „მეცხრე არხის“ ტრანსლირებაზე თავდაპირველად დადებითი პასუხი მიიღო „მაგთისატისგან“, თუმცა, შემდეგ არხი აღარ ჩართო. „ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ დაირღვა შეთანხმება. თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ“, - დასძინა კახა ბექაურმა. „მაგთისატიდან“ განმარტების მიღება ვერც Media.ge-მ მოახერხა. „მეცხრე არხის“ ჩართვაზე უარი არ უთქვამს საკაბელო კომპანია „დიდგორი - 2“-ს, რომელიც დიდ დიღომში მაუწყებლობს. „დიდგორი - 2“-ის დირექტორის კახა ნადირაძის განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ „მეცხრე არხის“ ყურება „დიდგორი - 2“-ის აბონენტებსაც შეეძელებათ. „მეცხრე არხი“ საკაბელო კომპანიებიდან ჩართული აქვს მხოლოდ „გლობალ ტვ“-ს. მისი ყურება აგრეთვე შესაძლებელია სატელიტური თეფშითა და ტელეკომპანიის ვებ გვერდზე - tv9.ge.
-
5 დაღუპული დანგრეული სახლები თბილისში ძლიერ წყალდიდობას წუხელ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია – 5 წლის და 6 თვის. გარდაცვლილია ასევე ორი ქალბატონი და ერთი მოხუცი მამაკაცი. მსხვერპლი ორთაჭალაში მტკვრის ადიდებამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილი ღვარცოფის გამო მდინარე მტკვარი ნაპირებიდან გადმოვიდა. მდინარემ გაიტაცა რამდენიმე ავტომანქანა, რომლებსაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ. უბედური შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. დატბორილია შენობა-ნაგებობების სარდაფები, ასევე პირველი სართულები. სახიფათო ზონიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილებაც. გზის გაწმენდით სამუშაოებს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები უკვე ატარებენ.
-
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
გისმენ,მაგრამ არგუმენტებით გეთაყვა -
წარმატებები უნდა ვუსურვოთ. ზოგიერთს ალბათ არ ესმით რას მიაღწია ამ კაცმა
-
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ადმინისტრაციას ანაღვლებს, მაგრამ ერთიდაიგივეზე ვერ იქნება საუკუნოვანი დავა. არაა პიემი მოდერატორთან ბრძოლის პოლიგონი.შესაძლებელია კონსულტაცია, კამათი,მაგრამ გინება ? გადმოალაგე,მაგრამ შემოვდივარ განყოფილებაში და ფაქტი ერთია- ურთიერთშეურაცხყოფებს იუზერები არ აკლებთ და აქ სამართლიანობას ვერცერთი მოდერი ვერ მიაღწევს მათრახის გარეშე. მე არ გაიგნორებთ.პატივს ვცემ ყველა იუზერს, მაგრამ ვერაფრითვერ ვიგებ სატურნს რას ერჩით? ფაქტები და არ ემოციები -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
???? -
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენამდე დარჩა
lasha_alo replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
კონკრეტულად რა დააშავა? -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მოდერი არის არბიტრი. თუ არბიტრს აგინებ , წითელს არ ამოგიღებს. ცხადია კი. თან აშკარად არ უარყოფ. კიდევ ვიმეორებ მოდერის უფლებებიც უნდა იყოს დაცული . თქვენიც თავუისთავად. იქნებ ამ რელიგიაში თვითონვე უშველოთ იქაურობას და ეს კოშმარული აგრესია ერთმანეთისადმი შეწყვიტოთ, -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მოდერზე შეურაცხყოფა დასჯადია, პიემშიც .... -
Nukrikoტაშიი ბლოგებში ვერ შემოგიტყუილეთ იქნებ მაინც დაფიქრდეთ
-
https://www.facebook.com/questions/3522523433133/?ref=notif¬if_t=question_answer რომელ პოლიტიკოს უფრო მეტად ენდობით?